სულს მოგცემ!(2)
კვირა დღე იყო ამიტომ მთელი დღე სახლში იყო წინასწარ მეცადინეობდა მომდევნო მასალას და საღამომდე არსად გასვლას აპირებდა. ვახშმის მომზადება რომ დაიწყო კარზე კაკუნის ხმა გაიგო ჯერ იფიქრა რომ მეზობლიდან ამოდიოდა ,რაც არცისე იშვიათად ხდებოდა შემდეგ როცა განმეორდა და უფრო გაძლიერდა მიხვდა რომ მასთან იყვნენ. ასეთ დროს უბრალოდ ეშლებოდათ ხოლმე და წინა მეზობლის ნაცვლად მარიამს სტუმრობდნენ. კარს არც კი აღებდა ,ახლაც არ აპირებდა გასვლას მშვიდად აანთო გაზქურა და ტაფაზე ზეთი დაასხა .ხელში კარტოფილით სავსე თასი ეჭირა როცა თავისი სახელი გაიგო ,ხმაც ეცნო და დაიფიცებდა რომ გაბრიელის გარდა ვერვაინ იქნებოდა მსგავსი ხმის პატრონი.გგონიათ შეეშინა? გაუკვირდა რომ მისი მისამართი იცოდა და საშინელებებზე ფიქრი დაიწყო? არაფერიც, უბრალოდ სწრაფად გამორთო ქაზქურა ჯამი მაგიდაზე დააბრუნა და კარისკენ დაიძრა. როგორც კი გააღო უფროსის განრისხებულ ლურჯ სფეროებს წააწყდა -კიდევ ერთი და კარს ვამტვრევდი ... რა ხდება ვინმე გყავდა და სანამ არ გაათავე არ გააღე თუ რა უბედურებაა ხელი დამეღალა ...ზარი მაინც დააგეყენებინა ამ დედა მოტყნ*** კარზე !- ისე შეაბიჯა ბინაში და დაიძრა მისაღებისკენ თითქოს საკუთარ სახლში იყო - შეგიძლია გაუშვა შენი ბიჭი საქმე მაქვს და არ მინდა ვინმემ მომისმინოს - სავარძელში ჩაეშვა და ოთახს თვალი მოავლო- ამ საღორეშიც კი კომფორტს იქმნი ჩიტო? ამ ადგილას როგორ ცხოვრობ საერთოდ -მეეჭვება ჩემთან საცხოვრებლის სათხოვნელად იყოთ ასე რომ ...გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ ბატონო გაბრიელ -უნდა წამომყვე სხვა ქალაქში ... რამდენიმე დღით შეიძლება მოგვიხდეს დარჩენა -არ მეტყვით იქ რისი გაკეტება მომიხდება? -არა ... უბრალოდ უნდა წამომყვე -არჩევანის უფლება მაქვს? -რა თქმა უნდა ... მაგრამ თუ არ წამოხვალ უბრალოდ დამლაგებელი დარჩები ყოველგვარი ნდობის გარეშე მე კი იცი როგორც ვექცევი ხალხს რომლებსაც არ ვენდობი! წყალი მინდა...მოიფიქრე მანამდე შენ - უცებ წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. მარიამმა წყლის ხმა გაიგო და მალევე გამოჩნდა ჭიქით ხელში - მაგრად მშია და კარტოფილზე არ დამიწვევ რო რამე? -წასვლა საჩქარო არ არის? -მოდიხარ? -ისეთ ადგილას არასდროს ვრჩები სადაც საფრთხე მელის მე კი უკვე 45 დღეა თქვენთან ვმუშაობ !- გაბრიელს რომ გაეღიმა უკვე ელოდა . -არ გვეჩქარება...ნუ ერთი საათი გვაქ თუ მოასწრებ ბარგის აღებას -რამდენი დღით დავრჩებით? -არ ვიცი ... ერთი კვირა მაქსიმუმ ალბათ! შემიწვავ კარტოფილს? -სხვა არაფერი მაქვს... არ ვყიდულობ ხოლმე და -აუ ნუ ახურებ ... ცხელი კერძები დამიწყვე და კიბეები გააკეთე თეფშებით-თქო გითხარი კარტოშკა მინდა უბრალოდ . ერთი საათი გვაქვს მაქსიმუმ მარა უფორ ცოტას თუ გამოიყენებ კაგრი იქნება - ჭიქა დადო ,მობილური ამოიღო ჯიბიდან და ფეხები სკამზე შემოაწყო ნახევარ საათში ჩანტაც მზად ჰქონდა და მაგიდასთანაც ისხდნენ. გაბრიელი შემწვარ კარტოფილს ისე შეექცეოდა პატარა ბავშვს ჰგავდა -აუუ რამდენი ხანია ასე გემრიელად შემწვარი კარტოფილი არ მიჭამია... მგონი ბოლოს დედაჩემმა რომ შემიწვა მას მერე. რესტორანში ვერასდროს აკეთებენ ასეთს შენ რო რამე მზარეულადაც გამოდგები ხომ? -სამსახურიდან თუ გამაგდებთ ვიფიქრებ მზარეულობაზეც- სწრაფად აალაგა თეფშები ბიჭი იჯდა და ვიღაცას წერდა მობილურით. მერე წამოდგა და ჩანთა აიღო -რა მჩატეა ვიფიქრე გაავსებსთქო... წავედით? -წავედით... კარი ჩაკეტა და გასაღები ჩანთაში ჩაიდო. გაბრიელი კიბეზე დაეშვა ,ისიც მიჰყვა მალე გავიდნენ ეზოში წამსვე დაინახა შავი სპორტული მანქანა და გაბრიელს უკან მიჰყვა. ჩანტაუკანა სავარძელზე გადადო , კარის გაღება არც უფიქრია .მარიამი წინ დაჯდა და ღვედი შეიკრა. კიდევ კაგრი მოასწრო თორემ ისე სწრაფად გააქროლა ბიჭმა თავისი რაში რომ მეეჭვება მერე მოეხერხებინა რამე. -დავიჯერო სულ არ გეშინია? იქნებ და რას გიპირებ -და მთელი თვეა აპირებ ხომ? -არაა არ შეიძლება ასეთი დასკვნების გამოტანა...მგონი შენ მე ანგელოზი გგონივარ და არ გარგებს ეგ ამბავი დამიჯერე! -უბრალოდ არაკაცი არ ხარ რომელიც ქალზე იძალადებს ! ეს კი სულ არ ნიშნავს იმას რომ ანგელოზი ხარ -მართალია... ვერ ვუარყოფ ერთადერთი ცოდვა რასაც არასდროს ჩავიდენ ეგაა ზედმეტად მიყვარს ქალები იმისთვის რომ რამე ვავნო ...მითუმეტეს შენნაირს ! ისე ის ვერსიაც შეიძლებოდა რომ სხვასთან მიმყავდე -ამ ვერსიებს თქვენ იფიქრებთ თუ სხვამ მოგაწოდა -აუ იმდენი აკაკანებული გოგო მინახავს ისეთები უთქვამთ მე მაგათი ფანტაზიორი დედაც ... ქალაქი დატოვა და მარიამისთვის უცნობი ადგილისკენ გასწია. მანამდე იქ ნამყოფი არ იყო.ირგვლივ სულ სახლები იყო ,ყველა კეტილმოწყობილი აშკარად სააგარაკო ვილები იყო და იქ იმ დროს არავინ იყო. ერთ-ერთ საშუალო ზომის ლამაზ სახლთან გააჩერა მანქანა და ჩანთით გადავიდა. მარიამიც მიჰყვებოდა ,სახლში შევიდნენ ჩანთა იქვე დადო და კიბისკენ დაიძრა -წამო ... წამო სწრაფად თორე ზედმეტად დავაგვიანე მგონი მეტის ღირსია ეს კარგ მოტყნ*** მარა მოსაკლავად ვერ ვიმეტებ- ჩუმად ჩაილაპარაკა და ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო მაშინე გაიგო ბიჭის ღრიალი და გაბრიელის სიცილი -შენ ბიჭო ში* ხო არ გაქ სად ჯანდაბაში ხარ ამდენ ხანს ერთი ექიმი არ გყავს ისეთი რო ენდო ტო? ვკვდები-თქო და ესაა? შე თეს*** განგებ დაიგვიანე ხო ახლა გადავრჩე და რომ დავბრუნდები შენ თუ არ -მოკეტე ნუ ჩხავიხარ მადლობა მითხარი ვაფშე რო არ მიგაგდე აქ ... ვაწუხებ ადამიანს შენს გამო ღირსი მაინც იყო ჩემ გულს რა ვუთხარი თორე შენთვის თითის განძრევა არ ღირს მარიამი ოთახში რომ შევიდა და მკლავში დაჭრილი ბიჭი დაინახა მაშინვე გაბრიელს გახედა. -ახლა არ თქვა კლინიკაში რატო არააო არ დამიკარგო წარმოდგენა სენზე -მე არ ვარ ექიმი ! -აუუ ღადაობ ტო? ვინ მომიყვანე შე ჩემისა ექიმი მინდა ვიღაც გოგო ამომიღებს ტყვიას ხელიდან? -მოკეტე შენ ! ამდენს რადგან ლაპარაკობ კიდე რამდენიმე საათს ხო არ დაგიტოვო ტყვია მანდ თუ არ გინდა ჩემი ხელით ამოგიღო ენა ჩაყლაპე !წამომყევი - მარიამს ხელი მიადო ზურგზე და კარისკენ ანიშნა დერეფანში დადგა და სიგარეტს მოუკიდა -ეს გამოს*** ჩემი ძმაა. მაგრად მიტყდება მარა რა ვქნა მამაჩემმა მარტო მე გამაკეთა წე ისიც იმან მიშველა რო დედაჩემი იყო მაგარი ქალი ეს კიდე აშკარად თავის ბოზ დედას დაემსგავსა უტვინო ... ექიმი შემეძლო მომეყვანა ხომ იცი ,მაგრამ არაფერი სჭირს ეგეთი დამეხმარები თუ არა -მე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები...ტყვიას ამოვუღებ დავუმუშავებ ჭრილობას და მორჩა -შენა და ნაღდად ქალი ხარ თუ ადრე კაცი იყავი და გადაკეთდდი -შენც ტყვია მოგხვდა და ტვინში დაგრჩა? -კაი არ გაგიტყდეს ვიცი მაგარი ყ*ეობა ვთქვი მარა რა ვქნა არ ვარ შეჩვეული შენნაირების მოსმენას დრო დამჭირდება.მიდი ახლა მიხედე იმ ჩემისას თორე მოტ*ნა ტვინი მაგისმა კვნესამ გახადა ერთი ნაკაწრი პრობლემად ს*რი ყველაფერი ოთახშია რაც დაგჭირდება აღარაფერი უთქვამს ბიჭთან შევიდა მის კივილ წივილს არც უსმინა საჭირო წამალი იპოვა ნემსი ისე დაარჭო არც გაუფრთხილებია როგორც კი მიაძინა მასინვე შეუდგა საქმეს. გაბრიელ იქვე იყო და ჩუმად უყურებდა , ეწეოდა და ხმას არ იღებდა. სწრაფად გადაუხვია ბიჭს ჭროლობა მერე ყველაფერი აალაგა და გაბრიელს გახედა -მორჩა ... -რო გაიღვიძებს მორფი რო მივცეთ არ შეიძლება? მაგის ტლიკინის მოსმენა არ შემიძლია -იკეთებს ? თუ არა მაშინ სხვა რამეს მივცემ -კაი რაც გინდა ის მიეცი ოღონდ არ მეწუწუნოს პატარა გოგოსავით .მაგდენი რო მეტირა ყველა ჭრილობაზე ჩემი ოკეანე მექნებოდა - გაიცინა და მძნარეს დახედა ,მართალია არ იმჩნევდა მაგრამ მაინც ღელავდა. ფეხსაცმელი მოაშორა საბანი დააფარა და კიდევ დააკვირდა სახეზე. -კარგად იქნება.. ტყვია ღრმადაც კი არ იყო ნერვიულობად არ ღირს .უბრალოდ არ დააჩირქოს და მორჩა -ერთ კვირაში ვუშვებ აქედან და მანამდე მიხედავ? მაგის შტერი ტვინი რომ ვიცი ჩაილპობს იმ ხელს მე კიდე ნერვები არ მაქ მივახრჩობ - დერეფნის ბოლოს ოთახის კარი გააღო და მარიამი შეატარა- აქ იქნება შენი ოთახი... სააბაზანო იქაა მე იმის ოთახის გვერდით ვიქნები თუ რამე დამიძახე ...ის როდის გაიღვიძებს -ხვალ დილით -ხოო? მე წავალ მაშინ და ტელეფონი მომე ნომერს დაგიტოვებ და დამიერკე ...სამზარეულოში ყველაფერია თუ მოგშივდება ვაფშე რაც გინდა ის გააკეთე იმ დებილს არ დაემართოს ოღონდ რამე. აქ ვაფშე არავინ მოვა მშვიდად იყავი - უცებ უთხრა მობილური გამოართვა თავისი ნომერი ჩაწერა ერთხელ შეხედა და უკან დაიხია- პრობლემა ხო არ იქნება -არა ...არავითარი უბრალოდ ხვალ უნივერსიტეტში უნდა ვიყო და დილას უნდა დაბრუნდე -გათენებამდე მოვალ ბაზარი არაა ...აბა კარგად დამირეკე თუ რამე - თვალი ჩაუკრა და წავიდა. უზამრმაზარი ოთახი იყო , ნათელი და ღია ფერებში გადაწყვეტილი.ოთახის ცენტრში დიდი თეთრი საწოლი იდგა ამავე ფერის ავეჯი და ფარდები იყო მხოლოდ ღია ყავისფერი. ცოტა ხანს იწვა, შემდეგ ისევ წიგნები აიღო და კითხვა დაიწყო. რამდენიმეჯერ დახედა ბიჭს როგორც ვარაუდობდა მშვიდად ეძინა და არც შერხეულა. წყალი მოუნდა და ქვემოთ იყო სახლის კარი რომ გაიღო და ხმაურით დაიკეტა -შენი დედაც რა ხმა გაქ ... მე ვაააარ - ჩვეული კურთხვის შემდეგ ხმამაღლა დაიძახა მარიამის გასაგონად და გოგონა სამზარეულოდან რომ გავიდა მერე მოაშორა მზერა კიბეს- აქ ხარ? მეგონა გეძინა -მიჩვეული ვარ ... -როგორაა ის -კარგად ...მშვიდად ძინავს -შეგიძლია დაიძინო მე მივხედავ - კარადიდან ვისკი აიღო ჭიქებიც და დივანზე დაჯდა .ისედაც ნასვამი იყო ეტყობოდა ,მაგრამ მარიამი სულ ასეთს ხედავდა , სიტყვა არ უთქვამს მეორე სართულისკენ დაიძრა და საძინებელში შევიდა. კარიც არ დაუკეტავს მშვიდად დაწვა და დაიძინა. დილით ჩვეულებრივ დროულად გაიღვიძა მოწესრიგდა და პაციენტის ოთახისკენ დაიძრა. გაბრიელი იქ დახვდა საწოლზე ეწვა და ეძინა. ბიჭს ჭრილობა შეუმოწმა , სიცხეც არ ჰქონდა ყველაფერი კარგად იყო , კიდევ ერთი ნემსი გაუკეთა და გავიდა. სამზარუელოში იყო, საუზმის გარეშე ვერ წავიდოდა ასე რომ ზუსტად ის მოამზადა რასაც ყოველთვის მიირთმევდა მაგიდასთან დაჯდა და მიირთმევდა გაბრიელი რომ შევიდა -დილამშვიდობის -დილამშვიდობია... -ჭამე ... ჩემით მოვიდუღებ ყავას -არც ვაპირებდი ადგომას- მშვიდად უთხრა და ჩაი მოსვა . -კარიც არ ჩაგიკეტავს ... - ყავის ფინჯანით ჩამოჯდა მის წინ და ჩვეული ღიმილით გახედა - ასეთი უშიშარი ხარ დავიჯერო ? არაფერი გაფიქრებს ? -როგორ უნდა შემშინებოდა კაცის რომელსაც ყოველ ღამით მთვრალს ვხედავ და განსაკუთრებული არაფერი ემართება ამ დროს -ისედაც მაგრად ვაფრენ ბაზარი არაა... მეც მშია და არაფერს გამიკეთებ ვაფშე?-ისე უყურებდა გაეცინა- რა გაცინებს ტო -არაფერი .. -მე დამცინი და არაფერი? -თხოვნის უჩვეულო მანერა გაქვთ -თხოვნის? რამე გთხოვე და არ მახსოვს? -ამ წამს მთხოვეთ საუზმის მომზადება პატარა ბავშვის მზერით -პატარა ბავშვის მზერით მე? - ისე ახარხარდა როგორც ჩვეოდა . -არ იდარდოთ სხვა ვერავინ მიხვდება ... -ჩემი კეთილგანწყობით სარგებლობას იწყებ ჩიტო და ფრთხილად არ მიქარო ! -გავითვალისწინებ -საუზმე გაუმზადა და ისევ ცამოჯდა . შოკოლად შეექცეოდა ამჯერად -შეგრცხვეს მაინც მთლად ისე რომ იქცევი როგორც საკუთარ სახლში...წესით ერიდებათ ხოლმე და პირდაპირი მნისვნელობით არ იგებენ -რატომ უნდა გავაკეთო ეს? რისი უნდა შემრცხვეს საუზმობის? მას მერე რაც უკანონოდ ჩავატარე ოპერაცია ? -მოკლედ სიტყვას არ შეარჩენ კაცს ... რომელზე უნდა იყო უნივერსიტეტში -11 საათზე მაგრამ თქვენ ისე ატარებთ მოვასწრებთ -აა დაჟე მე უნდა წაგიყვანო? -რა არ აპირებდით? -შენ რამე ჯადოქარის პონტი ხარ? -ვანგას ნათესავი - კარისკენ დაიძრა -სად მიდიხარ -გაიღვიძებს უკვე -რა იცი... ისე გათიშულს ეძინა- წიადადება ვერ დაამთავრა თავისი ძმის ხმა რომ გაიგო ისე ყვიროდა ქვემოთაც ისმოდა ხმა- აუუ რა დებილიააა ღმერთო რატო გააჩინე ასეთი შტერი? სად მიდიხარ რამე არ დაგმართოს მადროვე ...დავამთავრებ ჭამას და ერთად ავიდეთ იყვიროს ხმა ჩაუვარდეს იქნებ რამდენიმე წუთში ოთახში იყვნენ ბიჭთან პირველი შევიდა გაბრიელი რაღაც უთხრა და მერე შეუსვა მარიამი. ისე იწვა გაჩუმებული პაციენტი არც შეტოკებულა -როდის მომაშორებ ამას... -როცა შეხორცდება ... -ეგ როდის იქნება -რამდენიმე დღეში -უნდა ვიწვე? -ორი დღე მაინც -სულ წევხარ და ახლა რომ გჭირდება სირბილი გინდა ? -მარტო არ ვწევარ ძირითადად -ერთი კვირა მარცხენათი დაან***ე არაფერი დაგიშავდება -ძმაო.. -ხმას ნუ იღებ მიხვდი ახლა თორე გისროლე ფანჯრიდან ! გავდივართ ჩვენ და მანდ ეგდე ფეხი არ მოიცვალო თორე რო მოვალ ორივე ფეხში გესვრი იცოდე ! -გადიხართ? მარტო უნდა ვეგდო დაჟე? -მიკიმაუსს და იხვებს გამოგიგზავნი ბებიასენისა არ გინდა? ტელევიზორს უყურე აჰა მულწიკები იქნება სადმე ბიჭის ყვირილს აღარ უსმინა სახლი დატოვეს . რამდენიმე წუთში უნივერსიტეტთან გააჩერა მანქანა და მხოლოდ შემდეგ გახედა -რომელზე ამთავრებ -მოვალ ჩემით... -ახლა იწყებ თავის ფასებას თუ რა პონტია -კლინიკაში ვიქნები სად არ ვიცი ჯერ -იტოკში დამირეკე ან მომწერე სად იქნები და მოგაკითხავ ...იმას რამე მივცე შენ მისვლამდე? -არაფერი ! ჯერ უნივერსიტეტში იყო,შემდეგ კლინიკაში წავიდა. 4 საათზე გათავისუფლდა ,მისამართი გაუგზავნა კლინიკიდან გასვლამდე და ეზოში გასულს მანქანა შესასვლელთან დახვდა. ჩუმად მივიდნენ სახლამდე , უბრალოდ მიიყვანა და დატოვა. სახლში შესულს ბიჭი დივანზე მწოლიარე დახვდა რაღაცას ჭამდა და ტელევიზორს უყურებდა. გვერდი აუარა და საძინებლისკენ წავიდა. გამოიცვალა , სადილი მოიმზადა და მეცადინეობა დაიწყო. შემდეგ წამალი დაალევინა და გასვლას აპირებდა ისევ ბიჭი რომ წვდა მკლავში -მოიცა... სად მიდიხარ კი არ გიკბენ მომწყინდა მარტო ყოფნა დაჯექი ცოტა ხანს ჩემი ძმის ქალებს არ ვეხები ,დაუწერელი კანონია ! -დაკავებული ვარ... -ბატონი გაბრიელი რადგან გჟი*** თავი დედოფალი გგონია ? დაკავებულია თურმე -შენმა ძმამ გითხრა ჩემი საყავრელიაო? -არა არ უთქვამს ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს -თუ არ უთქვამს ე.ი არც ვარ და თუ არ გინდა ტკივილისგან აყვირდე მორჩი ლაპარაკს ! -გოგოოო რას ბედავ ვაფშე იცი რას გიზავ? -ვიცი გაბრიელი რას გააკეთებს მე თუ ვეტყვი რომ მისი პატარა ძამიკო ცუდად მექცევა !- კარში გასვლის შემდეგ დაინახა დერეფანში მყოფი გაბრიელი და წამით შეჩერდა, მერე გვერდი აუარა და კიბეს აუყვა. საძინებლიდან მანამ არ გასულა სანამ ვახსმის დრო არ დადგა. სამზარეულოში შევიდა პირდაპირ და მაცივარს მიაშურა. -ჩამოხვედი? ჩვენთვისაც გააკეთე რამე იმ იდიოტის გამო ნუ მაშიმშილებ...თორე სამზარუელოში თუ შემოვედი გადავწვავ აქაურობას უხმოდ რომ განაგრძო მზადება და მეორე კერძიც დაიწყო. გაბრიელმა დაუყვირა -იმ იდიოტის გამო მე არ მელაპარაკები თუ რა ჯანდაბაა -რა სისულელეა... -ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებ ბოლო მომიღო ამ ჩემისამ ამან სად ჯანდაბაშია ღვინო ...ხო არ გინახავს-კარადები გადაქექა და ბოლოს იპოვა. პირდაპირ მიიყუდა ბოთლი და მერე მშვიდად დაჯდა - ლოთი გგონივარ ხო? აღიარე -ხომ გითხარით უკვე რომ არ მაქვს ვარაუდები მითუმეტეს მსგავს ამბებზე -აუ კარგი რა...არ გბეზრდება ასეთი ლოდი რომ ხარ? -ასეთი დავიბადე და ასეთი მოვკვდები...შეცვლას არ ვაპირებ -ხასიათს ცხოვრება აყალიბებს...ისეტი ხდები როგორიც საჭიროა ტავის გადასარჩენად..აქ ხო ბრძოლაა გადარჩენისტვის ამ წყეულ ადგილას იქ კიდე ჯოჯოხეთში უნდა ამოიბუგო იმიტომ რომ აქ არ მოგკლეს ...არ მომისმენ ხო? -არ მიყვარს დღიურის როლის შესრულება ... -დღიურის როლი? საინტერესო შედარებააა - ახარხარდა წამში და სკამს მიეყრდნო ფეხები მეორე სკამზე გაშალა და დალევა განაგრძო - პირველი ხარ ვის მომზადებ საჭმელსაც ვჭამ სახლსი არავინ მომყავს -პატივია თქვენთვის მზარეულობა? -კარგი რა...გიტყდება? ფემინისტკა ხარ ? -რომ ვიყო თქვენთან ერ წუთსაც ვერ გავძლებდი -რატო ტო... დვაიჯერო უფლებებს ვზღუდავ? -პატარა მონათმფლობელს გავხართ ... შემწყნარებელი მონათმფლობელი ხართ ოღონდ და შრომისმოყვარე მოსამსახურეებს სწყალობთ -ურჩხული...დემონი...სატანა...ეშმაკი და მრავალი მსგავსი გამიგია მონათმფლობელი პირველად მიწოდეს...მერამდენე პირველია მარიამ? -მნიშვნელობა არ აქვს ! -მაგრად მიტრ*** ისევ და მაბრაზებ -ხომ გითხარით კარგი მოაუბრე არ ვარ არც მსმენელი ! -ანუ მოვკეტო? -დაახლოებით -ვაფშე არ გეშინია ჩემი? არაფრის გეშინია? -მეშინია ...საკუთარი თავის! ამით დასრულდა დიალოგი რასაც გაბრიელის მორიგი ჩაცინება მოჰყვა და შემდეგ დუმილი. ზუსტად ერთი კვირა გაატარა ძმებთან ერთად.გაბრიელი ძირითადად გასული იყო, გუგა კი ძმის დამსახურებით მარიამს სულ რამდენჯერმე გამოელაპარაკა ისიც ორი სამი სიტყვით. სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივდ გაგრძელდა , მეოთხე კურსიც დახურა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა სტიპენდიაც აიღო და დამატებით დანაზოგიც დარჩა. ზაფხულში კლინიკაში მუშაობას აპირებდა თითქმის ყველგან იყო გასაუბრებაზე და პასუხს ელოდა. მცხუნვარე მზეს ვერ გაექცა, სწრაფად მიდიოდა იწვოდა და წამებს ითვლიდა შენობაში შესვლამდე. როგორც იქნა ბინამდე ააღწია უკვე სუნტქვა უჭირდა, ვერ იტანდა როდესაც ისე არ ხდებოდა როგორც გეგმავდა. ხვდებოდა რომ ისევ უარს ეტყოდნენ სანიტრად მუშაობას კი არ აპირებდა ! ამით გამოცდილებას ვერ მიიღებდა მინიმუმ ექთანი უნდა ყოფილიყო ან საერთოდ არ შევიდოდა კლინიკაში მანამ სანამ ექიმის თანაშემწე არ გახდებოდა. განა ეთაკილებოდა , როგორ შეიძლებოდა კლუბში დამლაგებლად ემუშავა და კლინიკაში ყოფნაზე უარი ეთქვა, უბრალოდ არ შეეძლო საავადმყოფოში ყოფილიყო ამდენწლიანი სწავლის შემდეგ ეყურებინა ექიმებისთვის და თავად იატაკი მოეწმინდა .თანაც ხელფასი იმდენად დაბალი იყო რომ ამით თავს ვერ გაიტანდა სწავლის გადასახადზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. სადარბაზოში კარზე მიყრდნობილი გაბრიელი რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა -არ მითხრა რომ ისევ იგივე პრობლემაა რაც თქვენი ბოლო სტუმრობისას! -არ მითხრა რომ შენი ნერვებიც გაწყვიტა რამემ ...მზე არ გიყვარს? -იმაზე უნდა ვისაუბროთ მე რა მიყვარს და რა არა? -გირეკავდი და ვერ დაგიკავშირდი თორემ აქ არ მოვიდოდი! საქმე მაქვს შენთვის -არ შემიძლია..ხომ შევთანხმდით მხოლოდ იმას გავაკეთებდი რაც მევალებოდა -და რა იცი რას გთავაზობ...ვაფშე რამდენს მალაპარაკებ? -არ გთხოვთ საუბარს...უბრალოდ არა -მთელი ზაფხული უქმად უნდა გაატარო? არ გინდა მომდევნო წლის სწავლის თანხა შეაგროვო და შემდეგ წელს უბრალოდ იმეცადინო? იშოვი ფულს პატიოსანი შრომით რამე დედის ტყვ*** ხო არ გავალებ იქ მჭირდები და რა არ დამეხმარები? - ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ყვირილით ჩაეშვა სავარძელში- ეს სავარძელი რა მაგარია ტო ახალი იყიდე არ გინდა? -საღამომდე რატომ ვერ მოიცადე იქ მოვიდოდი და გეთქვა რაა ასეთი საჩქარო - იმ შენობაში ყველაფერს ყურები აქვს ,არ უნდა მჭირდბეოდეს ამის თქმა მგონი...ყავას დამალევინებ? -რატომ მგონია რომ დრო გაგყავს და თან ფიქრობ ? -გგონია? მართლა ? -ეგ ისე ვთქვი თორემ ნამდვილად დრო გაგყავს -ყავას არ მომიტან? ცივი ყავა გაასწორებდა ან რამე წვენი ..რამე ცივი მაინც მომიტანე წყალი თუნდაც . კონდიციონერის გარეშე როგორ ძლებ აქ მარიამმა ყავა მოამზადა და ორი ჭიქა დადგა მაგიდაზე შემდეგ ბატონის წინ ჩამოჯდა და შეხედა -არ მაცადო ახლა ერთი ყლუპის გადაყლაპვა... რა მოუთმენელი ბავშვი ხარ სინამდვილეში -დრო ფული არ არის შენთვის? -აუ როგორ მღლით ეს სერიოზული ხალხი ...იმენა სულ სერიოზულები -ბევრს იცნობ? -დაგაინტერესა ჩიტუნავ? ხო გგონია რო ერთადერთი ხარ მარა ვერ მოგართვი მყავს ერთი შენზე ბევრად დახვეწილი მოაზროვნე თუმცა შენი ასაკისთვის კაგრი ხარ - თვალი ჩაუკრა და ბოლომდე დაცალა ჭიქა- მოკლედ კლუბში აღარ იმუშავებ ... სხვაგან მჭირდება მიმტანი...ორმაგი ხელფასი გექნება და საქმეც უფრო მარტივი იქნება. ისევ ვერავინ შეგეხება -კლუბიდან თუ მიშვებ სად ვიქნები მიმტანი -იმ ადგილას მთელი ეს დრო რომ აკვირდებიდ ა ვერ გაიგე იქ რა ხდება ... გაჩვენებ და სწორედ იქ იქნები მიმტანი -რა დამხვდება იმ კარს მიღმა? -კლუბი ... ოღონდ გართობის სხვა მთავარი წყაროთი -გამოცანებით ლაპარაკი როდის დაიწყეთ ბატონო გაბრიელ? კაზინოა იქ ... ბორდელი თუ რა -კაი კაზინო ჯანდაბას და რა ბორდელი მარიამ? ან ვაფშე რომელ ბორდელში სჭირდებათ მიმტანი რომელიც ბოზ* არაა -არ მინახავს საერთოდ ბორდელი ჯერ ეს ერთი და მეორეც იმ შენობაში ისედაც არის რაღაც მაგის მსგავსი -იქ უბრალოდ ოთახებია და მე სუტინიორი კი არ ვარ ... ყველა კლუბშია მსგავსი ოთახები მე კიდე მაგრად თინეიჯერები იზას*** თუ ვიღაც იაფფასიანი კახპ*** მოემსახურებიან კლიენტებს . -რა არის კარს მიღმა... -სანახაობა... ბრძოლა წესების გარეშე -რაა? იქ კლუბის ქვემოთ ბრძოლა იმართება? რა თქმა უნდა არალეგალურია და გინდა რომ იქ მოვემსახურო ხალხს რომელიც ამ სანახაობით სიამოვნებას იღებს? ეს შეკითხვები რიტორიკულია და უბრალოდ ჩემი გაოცებითაა გამოწვეული ასე რომ ნუ მიპასუხებ საერთოდ ნურაფერს მეტყვი რადგან არ ვაპირებ ფულის გამო რომელიც არ მჭირდება თავი შევიწუხო. ვერ ვუყურებ როგორ ასისხლიანებენ ერთმანეთს და მე ამ დროს ვიღაც ავადმყოფს რომელიც ალბათ თანხას დებს რომელიმეს მხარეს ვისკი მივუტანო გავუღიმო და მშვიდ პასუხს დაველოდო -მარიამ ...მომისმინე -არ მითხრა რომ ვერავინ შემეხება ! რატომ ხარ დარწმუნებული? შენ სულ ზემოთხარ ან სენს კაბინეტში ვინ დამიცავს იქ .. რომელიმე მებრძოლმა რომ დამავლოს ხელი მეეჭვება შენ საერთოდ თითი გაანძრიო ჩემს გამო -უკვე ნერვებს მიშლი ,რადგან გეუბნები რომ მსგავსი არაფერი გემუქრება და მჭირდება რომ იქ იყო ესე იგი დარწმუნებული ვარ ხომ ჩემს სიტყვებში და არ მესმის რატომ ატრაკ&*** ტყუილად -მე არ ვფიქრობ რომ ტყუილად ! ნუ მაიძულებ საერთოდ დავტოვო სამსახური , მჭირდება ეს ფული და უბრალოდ დარცეს ისე ყველაფერი როგორც არის. გმადლობ ნდობისთვის, ვხვდები რომ ყველას არ ეუბნები ამას დარწმუნებული იყავი რომ ჩემი ცოდნა არ ცოდნა ერთი იქნება ,მაგრამ უარს ვამბობ ! მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეზე რეაგირებას არ ახდენს ჩემი ტვინი იქ იმ ცხოველების დაიგნორება გამიჭირდება...სისულელეა არ გამიჭირდება მაგრამ არ მინდა -მოდი ასე მოვიქცეთ...ისევ ერთი თვე ცადე იქნებ და რა ხდება -თითქმის არასდროს ცდება ჩემი წინათგრძნობა ახლა კი რადგან გონება მეუბნება რომ არ უნდა დაგთანხმდე ე.ი არ უნდა დაგთანხმდე ! -არადა მითხარი მხოლოდ საკუთარი თავის მეშინიაო -და რა ვიგულისხმე შენი აზრი... მეშინია რომ ერთხელაც ვერ მივიღებ სწორ გადაწყვეტილებას რთულ სიტუაციაში და საკუთარი თავი მიღალატებს ამ დროს კი ვერავინ და ვერაფერი მიხსნის ! შესაბამისად ეს რთული სიტუაცია უნდა მოვიშორო თავიდან ! -თუ არ დამთანხმდები მომკლავენ! ახალი ისტორიის წერა იმიტომ დავიწყე რომ ვიცი ეს ისტორია არ იქნება იდეალური არცერტი გმირით არ ვიცი რა გითხრათ უბრალოდ ველი შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.