ბიზნეს ვუმენი (თავი 13)
თვალებს ვახელ და ჯერ კიდევ ბნელა, საათს დავყურებ და სამია, გიგას ოთს საათზე აქ ფრენა, იმიტომ თავს ძალას ვატან და ვდგები. ოთახიდან გამოსული სარკეში ვიყურები, ვოვ თვალები არ მაქ როგორც ყოველთვის ჩაშავებული მიკვირს, სააბაზანოში შევდივარ ცივი წყლით ვიბან სახეს და კბილებს ვიხეხავ, მერე პირსახოცს ვიღებ და შხაპს ვიღებ, ნახევარ საათში გამოვდივარ პირსახოც შემოხვეული და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. არ ვიცი რა მჭირს ადრე ტანსაცმლის არჩევასთან პრობლემები არ მქონია მაგრამ ეხლა... სულ ამაზე ვფიქრობ დილაობით, ალბათ მინდა რომ სამსახურში კარგად გამოვიყურებოდე. წაბლისფერ კაბას ვიღებ და ვიცვავ, მერე თმებს ვისწორებ და წამწამებზე ტუშს ვისმევ, მაკიაჟის გაკეთებას კიდევ ვერ შევეჩვიე, ამიტომ მეტის არაფრის წასმას არ ვაპირებ. სამზარეულოში გავდივარ და პიტნის ჩაის ვიკეთებ, სანამ გავეკეთებ გუშინდელიდან მორჩენილ შოკოლადს ვჭამ და გიგას ვწერ, იმიტომ ვწერ რომ არ მინდა ანასთან ყოფნაში ხელი შევუშალო თორე დავურეკავდი. „გიგა სად ხარ ფრენა ოთხზე არ გაქ? აეროპორტში რომელზე მოვიდე?“ ამის გახსენებაზე საათს ვუყურებ და ოცი წუთი აკლია ამ დროს ტაქსს დაწერის თავი არ მაქ იმიტომ რაიმე ტაქსის კომპანიის ნომერს ვეძებ მესიჯი რომ მომდის. „მე უკვე მზად ვარ შენ ალექსანდრე მოგაკითხარს“ „ალექსანდრეს რა უნდა?“ „ანა მოდის და მაგასაც ვუთხარი... ისე რა ხდება შერიგდით?“ „რა დროს ეგაა, მერე გეტყვი ამერიკაში რომ ჩახვალ. გუშინ რა იმაიმუნე?“ მეცინება საკუთარ ფიქრებში გიგას და ანას რომ წარმოვიდგენ ერთად, ოღონდ ისეთ მომენტში არააა!!! პაემანზე ან სადმე კლუბში. „აუუუუ მოვწონვარ ტო. ლამის გადავიფიქრო წასლა, სანამ ჩამოვალ რო აღარ დავევასო მერე რა ვქნა////“ აი დებილი, ანა ის გოგო არა ყველასთან ესე ადვილად რომ იყოს, რო არ მოწონდეს ეს ჩემი გიჟი არც მიიკარებდა და საერთოდ არც არაფერს გააბედინებდა. „ნუ ხარ შენ დებილი -_-” ჩაის ვსვავ კარებზე რომაა ზარი. ალბათ მოვიდა ალექსანდრე. ღიმილიანი სახით ვაღებ კარებს. ხელი კარის ჩარჩოზე აქ მიყრდნობილი თავი კი დაბლა აქ დახრილი. -არა გუშინ მაგრა მომატყუე გიგას უნდა შევხვდეო-მეუბნება და თავს არ წევს, თეთრი საროჩკა აცვია და ხელიი აწეული რომ აქ უფრო ეჭიმება კანზე, ჩამოწიე ეგ ხელი ახლა სანამ გავაფრინე. -არ მომიტყუებიხარ გიგა არ მოვიდა უბრალოდ-ვანბობ, მაგრამ მისი რეაქციას ყურადღებას არ ვაქცევ და სამზარეულოში ვბრუნდები, მოსაცმელის და ჩანთის ასაღებად, ისიც უკან მომყვება შევბრუნდი თუ არა დავეჯახე და ცხვირი მეტკინა. რა იყო ადამიანო ეს, შენ კუნთებზე ბაბიტიბუტივით აქო ვერ იტყვი, უფრო ამას გავს ბატუბუტს რო აკეთებ და მაგარი რო შევხვდება, გამიხეთქა ცხვირი. ცხვირზე ვიდებ ხელს ტკივილისგან და ზევით ვიხედები, ოჰო ალექსანდრე გაბრაზებული სახით დგას და ზომოდან დამჩერებია, ხო მიდი ეხლა გამოიყენე შენი სიმაღლე, ისე ესე არ შეიძლება იქნებ მეც მინდა ზემოდან ვუყურო, ამისთვის ავცილებლად სკამზე უნდა დავდგე?!! -ადამიანო რას მიყურებ წავედით დავაგვოანებთ-არ ინძრევა ისევ მიყურებს-ჩაგაბეტონეს? გაიწიე. -რატო მომატყუე?-მეკითხება ისევ იგივე ტონით. -არ მომიტყებიხარ მაგრამ შენ რაც გინდა ის იფიქრე- უკვე ნერვები მეშლება, ამას რა გონია ჩოქებას დავუწყებ „ალექსანდრე მაპატიე არ მომიტყუებიხარ-მეთქი“. -აბა გიგა რატო იყო ჩემ დასთან ერთად გუშინ იმის მერე რაც სახლში მოგიყვანე. -ოოო იეა-ვსო ამენთო- ეხლა მომისმინე შენ თავი რამეს ხო არ მიარტყი? რა დაკითხვა მიწყობ ვერ გავიგე, შენ თუ გგონია რომ მოგითმენ და თავი მართლებას დავიწყე ძალიან ცდები, არ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ და თუ გგონია რომ შენგან თავის დასაძრომოდ გიგა მოვიმიზეზე ძალიან ცდები-ვეუბნები და საჩვენებელი თითით რვიანებს ხვაზავ- წამოსვლა რომ მდომოდა ისე წამივოდედი არც დამიწირდებოდა რამის მოფიქრება, ისეთს გეტყოდი მიგაყინავდი ადგილზე მერე შენ მანქანას წამოვიყვანდი და არც გამახსენდებოდი! გაიგე! მაორეთ აღარ გაბედო ესეთები- ხელებს გუმზე ვიდებ და ვუყურებ. -გოგო-დაწღებული არ აქ სერიოზული სახე რომ უქრება და სიცილით იკეცება, მე გაოგნებული დავყურებ ზემოდან და თან მიხარია ზემოდან რომ ვუყურებ, ისე იცინოდა მეც ვეღარ შევიკავე გაბრაზებულ, გაოცებული სახე და სიცილი დავიწყეთ, მერე ტერფზე ხელი მომკიდა და ზემოთ ამოასრიალა თან წამოდგადა ჩემ წელზე მოათავსა ხელი, ახლოს მოიწია და გამიღიმა. მეც შემეცვალა ღიმილიანი სახე და მთელი სხეული დამეჭიმა მისი შეხების თანავე. -ღმერთო- მითხრა სიცილით და ჩემ თამაში ჩამალა თავი- ესეთი რომ ხარ და არაფერს არ გამაბედინებ ზედმეტს მაგიტო მიყვარხარ- სიტყვა მიყვარხარის გაგონებაზე გავშეშდი. ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა მაგრამ ჩემს გარშემო არ იყო ხალხი რომელიც ამას მეტყოდა გიგას თუ არ ჩავთვლით, წლებია სხვისგან ეს სიტყვა არ მომისმენია, არც მე მითქვამს არავისთვის გიგას გარდა და ჩემი ოჯახის წევრების გარდა რომლებიც აღარ არსებობდნენ. ამ სიტყვარს მარტოვად ვერასდროს წარმოვთქვავდი და არც ეხლა შემიძლია, მაგრამ ალექსანდრე მიყვარდა და ამის მასაც ვეტყოდი უბრალოდ ცოტა დრო მწირდებოდა. თქმის მაგივრად ხელები მოვხიე და ზედ ავეკარი, ჩემი და მისი გულის ცემა ერთმანეთს ერწყოდა ორივე საოცრად სწერაფად ძგერდა. -ესე ყოფნა მომწონს მაგრამ გიგა უნდა გავაცილოთ და არ მგონი ხუთ წუთში აეროპორტამდე მიასწრო- სიცილნარევი ხმით ვუთხარი და იმაც გაეცინა. -ვნახოთ- მითხრა და მომცილდა, კარებისკენ წავედით, მლიფტში შევედით და მერე მანქანასთან მივედით. არ მჯერა მაგრამ ხუთ წუთში აეროპერტის პარკინგზე მანქანას ვაყენებდით არა მე რა ის აყენებდა მე კი პირდაღებული ვუყურებდი. --საღოლლ-ვთქვი თავი გავაქნიე და ტაში დავიკარი, სიცილი დაიწყო-არა თითოელი ღერი თმა კი ამაცალე რაც მქონდა და ეხლა ნახევრად მელოტი ვარ მაგრამ მაინც მაგარი იყო. -შუმახერი ვარ-მითხრა სიცილით და მანქანიდან გადავედით, გიგას ვურეკავ: -სად ხართ?-ვეკითხებიდა „თ“-ში ანას ვგულისხმობ აბა ის დედამისს და მამამისს აქ წამოსვლის ნებას არ მიცემდა, სახლში დაგემშვიდობეთ და იქ როგორმე მეც ვიპოვე ჩემით იმ საშინლად პატარა თვითმფინავსო ესე ეტყოდა. -ჩქარა მოდი ეკვატორთან ვდგავართ- ვთიშავ და სირბილით მივიწევ ეკვატორისკენ ალექსანდრე კი უბრალოთ სწრაფი ნამიჯებით მოდის, ხო მიდი არ გაინრე შენ არ დამეღალო. გიგას როგორც კი ვხედავ მისკენ ვექანები და სანამ ჩემ მისვლას გაიაზრებს ვეტაკები და ისე ვეხუტები თითქმის ვაქცევ. გიგაც მიქცევს თავის ტორებში და ჰაერში მატრიალებს. ღმერთო ამის გარეშე როგორ გავძელი ის ხუთიწელი და ეხლა როგორ უნდა გავძლო მთელი ზაფხული. -რა იყოთ ხალხო მხოლოდ ერთი ზაფხული ვარ ნახავთ ერთმანეთს, დასასვენებლად მაინც არ მინიოდით სადმე?-გვეკითხება ალექსანდრე სიცილ ნარევი ხმით. -ერთად ვისვენებდით ჩემთან სოფელში... -ერთად ვისვენებდით ამასთან სოფელში...-ორივემ ერთად წარმოვთქვით და გაგვეცინა. -ვაიმე იქ ვინღა უნდა მეწუწუნოს მაჯიაჟი გამიკეთეო-ამბობს საყვარლად უფრო მიხუტებს. -მე მეგონა ეგ არ მიგენატრებოდა- ვეუბნები სიცილით. -ხო გამომეკიდე ეხლა შენ სიტყვებზე. -ხო კაი მიდი აბა ინგლისურად რამე თქვი-ვეხვეწები და ვხილდები. -ხუ არ იუ?-ხელებს კომედიშოუში რომ მთვარისა ისე აკეთებს და ჩვენს ინგლისურის მასწავლებელს ბაძავს, ამაზე ყველას სიცილი გვიტყნება. -იამაყებდა ციცო შენით-ვეუბნები სიცილისგან მუცელი რომ მტკივდება მაშინ. -ოფ ქორს მაი ლეიდი-ამბობს და ანას უყურებს, უსაყვარლესი სახით, ესეთი ჯერ არ მინახავს გახედა თუ არა მხოლოდ ჩემთვის ნაცნობი ღიმილით გაუღიმა, ამაზე მეც გამეღიმა მაგრამ ისე რომ ვერ დაინახათ. გიგას ჯერ არც ერთი გოგოსთვის არ გაუღიმია ესე, მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ ამ ღიმილს ვინც ნამდვილად უყვარდა და მათში რა თქმა უნდა მეც ვიყავი, ძალიან გამიხარდა გიგა ესეთი გაბრწყინებული რომ დავინახე. ანა? ანას თითქოს უფრო მომატებოდა ეშხი და უფრო დახვწილი გამხდარიყო. ეს ორი სრულიად ავსებდნენ ერთმანეთს და მარტო მე არ ვხვდებოდი ამას, ეს ალექსანდრემაც იციდა, რადგან დაინახა თუ არა კუთხე ჩატეხა და მათ შეხედა ბედნიერი თვალებით. -აბა ჩემი წასვლის დროა- თქვა გიგამ და კიდევ ერთხელ ჩამეხუტა მერე ალექსანდრეს ჩამოართვა ხელი და ანას ჯერი რო დადგა გაწითლდა ამაზე ცოტა მაგეცინა და მივხვდი რომ ალექსანდრესი რცხვენოდა. -ალექსანდრე წამოდი გიგას წყალი ვუყუდოთ-შევთავაზე ალექსანდრეს და მანაც „გამოვიჭერეთ ეს ორი“ სახით გამომედა, შებრუნებისას გიგამ ტუჩებით მადლობა თქვა და ამაზე გამეცინა. -არადა მე მეგონა ვერ მიხვდებოდი-მეუბნება ალექსანდრე და წელზე ხელს მხხვევს. -გიგას ვიცნობ და მივხვდი რომ შენი მოერიდა. -მე არც ისე კარგად ვიცნობ და მაგას მეც მივხვდი-მეუბნება და მიღიმის, წყალს ვყიდულობთ და უკან ვბრუნდებით. მადლობა გიგას რომ მალე მორჩა. -კარგიი წავედი და მოგწერ ხოლმე-მეუბნება, თვალს მიკრავს და ექსკალავატორზე ადის, მაგრამ ისევ ჩვენ გვიყურებს. მერე სადღაც ქრობა და მეც ვიწყენ, ეხლა რა ვქნა ? ვინ გამაღვიძებს დილით ადრე და ვინ მეჩხუბება რაღაც სისულელეზე რომ ეს შარვალი არ მიხდება ან მაკიაჟს ნივთებს არასწორად ვიყენობ. უკვე მენატრება. მალე მანქანაში ვბუნდებით მე და ალექსანდრე , ანა კი თავისი მანქანით მიდის. კომპანიის შენობასთან მივდივართ და ალექსანდრეს მანქანიდან რომ გადმოვდივარ ყველა ჩვენ გვიყურებს გაოცებული თვალებით, ცოტა მეუხერხულება და ამიტომ თავჩახრილი გადავდივარ ალექსანდრე რომ გადმოდის სწრაფად და ხელს მიწვდის, ჯერ ვიბნევი და მის ხელს ვუყურებ, მერე მას როგორ მიღიმის, ამის დანახვაც მყოფნის ისე ვკიდენ ხელს და გადმოვდივარ. ანას მანქანა ჩერდება უკან და ისიც ღიმილიანი სახით გვიახლოვდება. -აბა რას შვებით გვრიტებო?- მერე მე მიყურებს და ეცინება-ალექსანდრე რატო მიწითლებ ბავშვს?-ალექსანდრემ შემომხედა და კუთხე ჩატეცეხა. -არადა გუშინ არ გაწითლებულა-ისე ელაპარაკენა თავის დას ჩემზე თითქოს აქ არ ვიყო. -ხო გუშინ არც გიგა დამორცხვილა, როგორც დღეს- გიგას ხსენებაზე სახე უბრწყინავს ნეტა რა უქნეს ერთმანეთს ესეთი? ორი დღეა რაც იცნობენ. -ხო არ შემარცხვინა?-მეც ავყევი ლაპარაკში სიცილით. -გაჩეედიი. თორე შემოვიყვანე პაატა შენში ამაღამ-რაღაცნაირი სასაცილო ხმით ამბობს ანა და ორივეს გრეცინება მხოლოდ ალექსანდრე დგას ცალ წარბ აწეული და ამაზე უფრო გვეცინება-უკაცრავად, სხვაში შევიყვავ შენ ქალბატონში როგორ ეკადრება-სიცილს ვერ ვწყვეტ ისე ავდივართ კიბეებზე. დანარჩენი დღე ჩვეულებრივად გადის, თათბირის დრო რომ მოდის თვით ბატონი ალექსანდრე მოდის და მაფრთხილებს მალე იწყებაო და მეც მივყვები. სათათბირო ოთახში რომ შევდივარ, ანდრეას ვამჩნევ როგორ მიღიმის და ცოტა მაკვირვებს მისი ეს საქციელი მაგრამ არაფერს ვიმჩნევ, ეს მე თორე ალექსანდრე კარგად გვშიფრავდა ორივეს. -ჩემ გვერდით დაჯექი- მთავაზობს ანდრეა და სკამს მიწევს, ისაა ხმია უნდა ამოვიღო რომ ვუთხრა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ვართ და იქ ვერ დავჯდები ალექსანდრე რომ მასწრებს. -ის ჩვენ კომპანიას წაროადგენს ამიტომ მანად ვერ დაჯდება-აშკარად გაღიზიანებული უღიმის.მის გვერდით სკამ მიწევს და თვალებით მანიშნებს აქ დაჯექიო, მეც ვიკავებ მის გვერდით ადგილს და თათბირიც იწყება. მეც ვისუნთქავ და ლაპარაკს ვიწყებ: -ორივე მხარეს უკვე აქ შესაბამისი იმფორმაცია ამიტომ შეგიძლიათ თქვენი პირობები წამოაყენოთ რომ ჩვენმა ადვოკატმა გაითვალისწიმოს და ხელშეკრულებაში შეიტანოს. -კარგით-იწყებს ანდრეა-ჩვენი მხარე თანახმაა რომ ჩვენი ექვსი ფილიალი მოგყიდოთ, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტთ თუ რომელი იქნებიან ესენი.-ამას არ მოველოდი ამიტომ ცოტა დავიბენი მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. -კარგით რომლებს ვგთავაზობთ?-ვეკითხები დაძაბული, როდესაც ალექსანდრეს ხელს ვგრძნობ ფეხზე, არ მიყურებს და არც მე ვუყურებ, უბრალოდ ვხვდები რომ ჩემი დაძაბულონა შეამჩნია და ჩემი დამშვიდება უნდა, მეც ვდუნდები და მტკიცე სახეს ვიღებ. -ბათუმის და ქუბულეთის ჩვენ გვრჩება დანარჩენებიი კი შეგიძლიათ შისყიდოთ- ჯანდაბა! საქმე ცუდადაა! ეს ორი ყველაზე მომგებიანია, ამიტომ აირჩია ისენი. ანდრეა გამარჯვებულის სახით მიყურებს, ამაზე ვბრაზდები, მაგრამ არ ვიმჩნევ. ალექსანდრეს გავხედა, დანარჩენი რესტორნებისა და ადგილსამყოფელის იმფრმაციით სასვსე კონვერტს ვაწვდი ის მიღიმის და მართმევს მაგრამ არ ხსნის გასაცნობად. -კარგით-იწყებს წყნარი ხმით-თქვენ გინდათ რომ ის ორი ფილიალი დაიტოვოთ რომელიც ყველაზე მომგებიანია, არა?-იცინის ალექსაბდრე, ანდრეა მის რეაქციას ვერ ხვდება და გაკვირვებული სახით უყურებს- ჩვენ კომპანიას არაფერში ჭირდება დამატებითი ხარჯები, იმ ფილიალების შესყიდვით რომლებიც დიდ წარმატებას ვერ მიახწევენ ისევე როგორც, ბათუმისა და ქობულეთის ფილიალები, ამიტომ არ ვაპირებ რომ ისითი ფილიალები დაგითმოთ, რომლებიც წარმატებას მარტივად მიახწევს და უფრო მომგებიანი იქნება, ის დანარჩენი ექვსი არც ისე დიდ მოგებას მომიტანს, ამიტომ არამგონია შეთანხმება შედგეს-სკამიდან ადგომას იწყებს, სანამ მე გაშტერებული სახით ვუყურებ და არა მარტო მე ანდრეასაც ესეთი სახე აქ, ალბათ ეგონა რომ ძალიან დიდი ნიშვნელობას მიანიჭებდა ალექსანდრე ამ ადგილებს ასეცაა, მაგრამ მე ვიცი რა თამაშსაც თმაშობს, ამიტომ მეც ვდგები სკამიდან, მაგრამ ანდრეას ხმა გვაჩერებს. -მაშინ...-იწებს ლაპარაკას ანდრეა, მეც და ალექსანდრე მისკენ ვბრუნდებით, ვამჩნევ რომ ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია- გთხოვთ დაბრძანდით... შეგვიძლია ამაზე შევთანხმდეთ, მაგალითად... -მაგალითად- არ აცლის ალექსანდრე ლაპარაკს და თვითონ იწყებს- შემიძლია დათმობაზე წავიდე და ქობულეთის ფილიალი დაგითმოთ, ბათუმზე კი ვერ შევთანხმდებით, მაგრამ შემიძლია ბორჯომი გავიმეტო და თქვენ მოგცეთ სანაცვლოდ კი მე დანარჩენ ფილიალობს შევისყიდი, ამით არც თქვენ დარჩებით წაგებულები, რადგან ეს ორი არც ისე ცუდად იასპარეზებს თუ მას საჭირო ხალხი მიხედავს-ამბობს ალექსანდრე და უკვე ორივე ისევ სკამზე ვართ. ანდრეას ცოტა უკმაყოფილება ეტყობა სახეზე და ფიქრობს, მაგრამ მერე სახე უნათდება და მე მიყურებს ეშმაკური ღიმილით. -კარგით თანახმა ვარ, ქობულეთის და ბორჯომის ფილიალები დავიტოვო... -მშვენიერია მაშინ...-იწყებს ალექსანდრე და ხელს ადვოკატებისკენ იშვერს, ანდრეა რომ აწყვეტინებს. -მაგრამ ერთი პირობა მაქ და დიდი იმედი მაქ დათანხმდებით-ისევ მე მიყურებს და კუთხეს ტეხავს, მისი ეს საქციელი კარგს ამ მიმანიშნებს და არა მარტო მე ალექსანდრეც ალმაცერად უყურებს ანდრეას. -გისმენთ -როგორც ვიცი თქვენ უნდა მოგვცეთ საჭირო ხალხი რომ ეს ორი ფილიალი განვითარდეს არა?-თავს აქნევს ანდრეა ალექსანდრე კი თავის ქენევით ანიშნებს რომ მართალია- მაშინ მინდა რომ მე ავირჩიო ეს ადამიანები...-რაა? არა შანსი არა! ის თუ აარჩევს საუკეთესოებს წაიყვანს და ჩვენ არავინ დაგვრჩება, ფიქრებში ვარ გართული ჩემი სახელი რომ მესმის და ანდრეასკენ გაოგნებბული ვიყურები- სალომე, სალომე ონიანი მინდა-რააა? მეე? მე რატო? მე ხომ დამწყები ვარ? რაში ვჭირდები მე? პირს ვაღებ და ალექსანდრეს ვუყურებ , რომელსაც ყბები აქ დაბერილი და სახეზე რისხვა აქ გამოსახული, ეტყობა რომ ძალიან ბრაზობს და ეხლა რაღაც ცუდს იტყვის, ამით კი ყველაფერს გააფუჭბს , ამიტომ მე ვასწრებ თქმას. -სამწუხაროდ, არ შეგვიძლია რადგან მე არ ვარ კომპანიის სრულყოფილი თანამშრომელი, მე მხოლოდ სტაჟიორი ვარ უნივერსიტეტიდან და ამიტომ არ მაქ უფლება, რომ თქვენთან დავიწყო მუშაობა და თუ დავიწყებ ამით კონტრაქტის პირობები დაირღვევა უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის, ამიტომ ვწუხვარ-არ ვიცი როგორ რა ვთქვი,მაგრამ ანდრეს ჩემი ნათქვამი რომ არ ესეამოვნა ფაქტია, აი ალექსანდრე კი „ჩემ ფეხებს“ სახით უყურებდა ანდრეას. -კი მაგრამ ხომ შეიძლება ამ დროის მერე დაიწყო ჩემთან მუშაობა-არ ნებდებოდა ანდრეა, ალექნადრემ კი სიტყვა „ჩემთან“-ის მოსმენის შემდეგ თვალები დახუჭა და ყბები ისევ დაეჭიმა, კვლავ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ისევე მე შევაჩერე. -ამ შემთხვევაში კონტრაქტს უფრო დიდხანს ვერ დავდებთ და ამით ფილიალები უფრო უკან სვლას დაიწყებს, ჩვენ კი ისედაც დიდ ხარჯზე მივდივართ და ეს არ გვაწყობს-დავასრულე თუ არა ალექსანდრეს ხელის შეხება ვიგრძენი ჩემსაზე, არ გამიხედია ისე ჩავტეხე კუთხე. -შეგვიძლია კონტრაქტში მივუთითოთ რომ ამ დროის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემთან მუსაობა-ჯანდაბა ეს ბიჭი არ კვდება? გაიყვანეთ აქიდან სანამ ალექსანდრეს მაგივრად გამიჭედია. საღი აზრები რომ ამომეწურა, მანდ მივხვდი რომ დამერხა და ვერაფერს ვამბობდი, ცოტა შევშინდი და გავბრააზდი საკუთარ თავზე რომ გამოსავალს ვერ ვპოულობდი. -ამ შემთხვევაში-ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმას გამოვყავარ- კონტრაქცი არ შედგება-რააა? რა თქვა ? არა ამას არ იზავს!!! ჩემ საქმეს ესე უბრალოდ ვერ ჩაფუშვს!!!- მე ჩემი თანამშრომლებით არ ვაჭრობ, ის ადამიანები რომლებიც ავირჩიე თანახმები არიან რომ თვენთან იმუშაონ და სწორედ ამიტომ ვუშვებ მათ თქვენთან, სალომეს კი ეს არ სურს და არც მე რადგან ვიცი რომ ის თქვენ ბიზნესში საკუთარ შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს ბოლომდე... ამიტომ შეგვიძლია კონტრაქტი გავაუქმოთ- ისე შემომხედა, ლამის გული წამივიდა, ეხლა ამდვილად ვხვდებოდი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე ალექსანდრესთან ყოფნით. ანდრეა კი გაბრაზებული და წაშლილი სახით იჯდა, სახის დამაგებას კი ამაოდ ცდილობდა. -კარგით-გამოცრა კბილებში და უკმაყოფილო ღიმილით შემოგვხედა-ანუ სალომეს ვერ მივიღებ- რა თქვი ბიჭოოოო? ვინაა შენი სალომე? ალექსანდრეს არ ვეწირო და თათბირზე არ ვიყოთ განახებდი როგორ ვერ მიმიღებდი!!! -ვერა-ალექსანდრემას გაუღიმა ყალბი ღილიმით-მგონი შევთანხმდით არა? -დიახ-ისევ კბილობ შორის გაცრა ანდრეამ და ფეხზე წამოდგა, ალექსანდრესთვის ხელის ჩამოსართმევათ, ამ უკანასკნელმაც კი ისე ძლიერ მოუჭირა რომ ანდრეს ყბები დაიჭიმა დამივხვდი რომ ეტკინა. დიდი ხანი აღარ გაჩერებულან და თათბირიც მალე დამთავრდა, მე ჩემი კაბინეტისკენ წავედი გზაში კი ყველა მე მიყურებდა ჯერ ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ ჩემ კაბინეტში შესვლის მერე ალექსანდრე რომ შემოვიდა მივხვდი რატომ მაშტერდებოდნენ. -ლამის ჩავკალი ის შენი ანდრეა იქვე-შომოვიდა თუ არა ცოფების ყრა დაიწყო რაზეც გამეცინა, ამის დანახვაზე წარბებ აწეულმა დაიწყო ჩემსკენ სვლა და მეც უკან სვლით მაგისად ავეკარი, ჩემთან ახლოს მოვიდა მე კი ლამის იმფაქტი მივიღე- წეღან არც შენ გეტყობოდა რაღაც რომ კარგ ხასითხე იყავი-ცალი წარბი აწია და კუთხე ჩახეხა. -კარგ ხასიათზე კი არა „სალომეს ვერ მივიღებო“ რო თქვა ისე ავინთე ლამის მივკალი იქვე-ხელები წრესავით გავაკეთე და სახე დავჭყანა, ჩემი წკუით სიკვდილის სცენა დავდგი. -ხო სალომეს მხოლოდ მე მივიღებ-ჩუმად თქვა და მკვლელი მზერით შემომხედა. -ვაიმე დედა იეჭვიანე? ნეტა გენახა რა საყვარელი იყავი ყბები რომ დაგეჭიმა-გაკვირვების ნიშნად წარბები მაღალა აწია და ნაგლი ღიმილით გამიღიმა. -საყვარელი არა? მე შენ განახებ საყვარელს-ხელებს მავლებს ფეხზე და ჩემს მაგიდაზე შემოსმას ცდილობს, მაგრამ არ გამოგივააა, ისე მყარად ვდგები მიწაზე რომ ვერ მწევს და სიცილს იწყებს-რამდენი კილო ხარ რა იყო? გუშინ მე რომ წავედი ძაან გეწყინა და ყველაფერი შეჭამე თუ...? -ვაიმე იხუმრა ბიჭმა-ვებღვირები და და ვშორდები, ჩემს სკამზე ვჯდები. -სულ ტყუილად ჯდები მივდივართ-მეუბნება ალექსანდრე. -სად? -სადღაც წამოდი. -სად? -წამოდი!! -სად?! -წამოდი თორემ ხელში აგიყვან და ისე გავალთ ამ კარიდან, დარჭმუნებული ვარ ცოტააააა უხერხულია-მეუბნება, კარებითან დგება და მანიშნებს რომ გავიდე, თვალებს ვატრიალებ, ჩანთას, მოსაცმელს ვიღებ და გავდივართ. მანქანას ვუახლოვდები და მახსენდება რომ გიგას მანქანა უნდა წამოვიყვანო მისი სახლიდან. -არ ვიცი სად მიგყავარ, მაგრამ გიგას სახლში უნდა მიმიყვანო მერე?-მანქანაში მჯდარი ვუცხადებ. -რატო? -გიგამ მისი მანქანა მე დამიტოვა, ერთი სული მაქ როდის გავფრინდები და ხო მართლა სად მიგყავარ ჯერ ექვსი საათია. არანარი შეხვედრა არ გვაქ-პასუხს ოცდა ათი წამი ველოდები-რატო მაიგნორებ?-ვეკითხები ისეთ სახით აი სმაილი როა (-_-). -არ გაიგნორებ შენი კითხვებით ვიღლები. -ხოდა მიპასუხე და მეც მოვრჩები-ხელებს ვუფრიალებ და ისე ვპარაროკობ, ის კი ჩემსკენ გადმოიწია და მოწყვეტით მაკოცა. ხო ეხლა ნამდვილად გამაჩუმა. გაბუტული ვჯდები, სხელებს გულზე ვილაგეებ და გზას ვუყურებ, თუ არ ვცდები... მოიცა ვიცი ეს გზაა....არ არსებობს... მთაწმინდა ჩვენც მოვდივართ. როგორც კი მივხვდი გახარებულმა წავიწიე მისკენ, მისი სახე ხელებში მოვიქციე და მეც მოწყვეტით ვაკოცე. გაოცებული სახით მიყურებდა როგორი სახე ქონდა უნდა გენახათ , მეც თავი ვერ შევიკავე და სიცილი დავიწყე. -არა გაოცებული უფრო საყვერელი ხარ-სიცილი არ შემიწყვეტია ისე ვუთხარი. -რამ მოგიარა? გინდა ავარია მოგვივედეს?-მეუბნება სიცილით, მე კიდე ავარიის ხსენებაზე სიცილს ვწყვეტ და ის დღე მახსენდება, უცებ ყველა მომენტი მახსაენდება, ნუცა, დედა , მამაა ყველას სახე მახსენდება, მახსენდება ის ტკივილი, მახსენდება მათი დაკრძალვის დღე და ყველა ის მზერა, თუ როგორ მიცოდებდნენ, ამის გახსენებაზე სავდა მომაწვა და ფანჯარა ჩამოვწიე, თავი გავყავი რომ ცოტა მესუნთქა, რა თქმა უნდა მან ჩემი ეს საქციელი შეამჩნია. -რა გჭირს? ჭრილობა ხომ არ აგტკივდა? თუ გინდა მოვაბრუნებ და სახლში წაგიყვან-მერე შევამჩნიე რომ მანქანა გაჩერებული იყო და ალექსანდრე ჩემსკენ იყო გადმოწეული ისეთი შეშინებული სახე ქონდა, რომ ცრემლები ძლიბს შევიკავე. -ხო ჯობია უკან დავბრუნდეთ. მაპატიე მე...-გადმოიწია და ჩამიხუტა ისე ავეკარი რომ ვერცერთ ნაწილს სხეულისას ვერ ვგძნობდი. -ჩუუ რაისთვის მიხდი ბოდიშს? არაფერია შემდეგ ჯერზე წამოვალთ- ჩახუტებულები ხუთი წუთი კიდევ ვიჯექით მერე კი სახლში წამიყვანა, თავს ცუდად ვგრძნობდი რომ სიუპრიზი ჩავუშხამე მაგრამ უბრალოდ.... არ შემიძლია ავარიის გაგებისას ესე უემოციოდ ვიჯდე. სახლში მალე მივედით, მანქანიდან გადმოვედი ის კი მომიახლოვდა და ხელი მომკიდა. -ალექსანდრე...შეგიძლია ამაღამ ჩემთან დარჩე?-ჩემმა კითხვამ ცოტა გააკვივრა და დააბნია მაგრამ ვიღაც მჭირდებოდა, ადრე ეს გიგა იყო ახლა კი მარტო ვიყავი. -კარგი-თბილად გამიღიმა და სადარბაზოში შევედით. სახლში შევედი თუ არა მე ჩემ ოთახლში შევედი ის კი სამზარეულოში შევიდა და წყალი მომიტანა. -მადლობა.-ვუთხარი და წყალი მოვსვი. -რა მოგივიდა?-მკითხა შეჭუხებულმა, მისთვის თქმას ისედაც ვაპირებდი მაგრამ ესე არ მინდოდა ამის მოყოლა. -ალექსანდრე.. არასოდეს გაგჩენია კითხვა ნეტა ამ გოგოს მშობლები ან ნათესავები სად არიანო? საავადმყოფოშიც არავინ იყო და არც არავის ახსენებსო? არასოდეს დაინტერესებლხარ? -კი მაგრამ ვიცოდი რომ დრო რო მოვიდოდა მოეტყოდი-მითხრა, გვერდით მომიჯდა და ხელები მომხვია. -ხო და ეხლა გეტყვი-ნერწყვი გადავყლაპე და მეც მივეხუტე- მშობლები და პატარა 4 წლის და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დავკარგე... 14 წლის ვიყავი... სწავლის პირველ დღეს მამამ სადღაც წაგვიყვადა მე ის ადგილი არ მომეწონა, იმიტომ... მოვატუე რომ ცუდად ვიყავი.... და იქიდან ღამე წამოვედით როდესაც იქ უნდა დავრჩენილიყავით მთელი ღამე და მეორე დღეს უნდა წამოვსულიყავით. გზაში ვუთხარი რომ ცუდად არ ვიყავი და უბრალოდ იქ ყოფნა არ მინდოდა... ორივემ ჩემსკენ გამოიხედა და ამ დროს.... არ ვიცი რაღაც ცხოველი გამოცნდა გზაზე და ჩვენც... ავარიაში მოვყევით... დედა და მამა-ხმა მიკანკალებდა მათ ხსენებაზე კი სხეულმაც დამიწყო თრთოლა- ადგილზე გარდაიცვალდნენ... მე და ჩემი და კი საავადმყოფოში გადაგვიყვანეს... მე სამი თვის განმავლობაში ვიყავი კომაში... ამ პერიოდში კი ჩემ დას გამოუფხიზლია და სულ ჩემთან ყოფილა... მაგრამ მისმა პატარა გულმა ამდენ ოპერაციას ვერ გაუძლო და ისიც გაქრა.... როდესაც გამოვედი კომიდან ბებია იყო ჩემთან და ის მივლიდა მაგრამ ის არ მუშაობდა და იმიტომ ჩევენი სახლის.... გაყიდვა მოგვიწია სადაც მე ვცხოცრობდი.... ამ ფულით ჩემი და ჩემი დის ოპერაციების ხარჯები დავფარეთ, არსებობა კი იმ ფულით გავაგრძელეთ რასაც სახელმწიფო გვაძლევდა, ბებია პენსიას არ იღებდა ამიტომ.... გვიჭირდა და ჩემი უნივერსისტეტის ფული არ გვქონდა, მაგრამ მე აკადემიური ავიღე და მუშაობა დავიწყე, ბებიასაც მოუვიდა პენსის დრო და.... ცოტა გამოვსწორდით, მაგრამ მერე გულის შეტევით გარდაიცვალა... რაღაც გარკვეულიი თანხა ქონია გადანახული ჩემთვის და ამით... გავაგძელე ცხოვრება მერე ის სახლი გავყიდე და ამ სახლში გადმოვედი... ალბათ ფიქრობ რომ ძალიან საცოდავი ვარ, მაგრამ სინამდვილეში არ ვგრძნობ თავს ესე. მიხარია რომ ამ ყველაფრის გადამახვა შევძელი და ეხლა ჩემი ცხოვრება მაქ-დასრულებისას ხმა ისე აღარ მიკანკალებდა და აღარც ტანი რადგან ეს ამბავი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ამის გამო არ ვიტირებდი , ჩემ ძველ ცხოვრებას არ გამოვეტირებოდი, მაგრამ ალექსანდრე არ იყო ესე ეხლა მას უთრთოდა მთელი სხეული და ძალიან მაგრამ ვყავდი აკრული მასზე. -სალომე... მე არც კი წარმომედგინა ეს... ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შენი მშობლები ძალიან იამაყობდნენ შენით რომ ამდენი რამის მერე ჯერ კიდევ ფეხზე დგახარ და არ დაცემულხარ, იამაყებდნენ რომ შენ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი გახდი. აბა მე შემომხედე... ცხოვრებაში ერთხელ მიღალტეს და ამან ისე გამანადგურა.... ნარკოტიკებზეც კი შევჯექი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს არ იყო გამოსავალი და ცხოვრება ისე გავაგრძელე... შენ... შენ კი ცხოვრებას არ დანებებიხარ და ისე აგრძელებდი მას... -იცი ისე არა როგორც შენ ამბობ, როდესაც ადამიანი კვდება და მიდის, ამას განიცდი მაგრამ ცხოვრებას იმის გამო აგრძელებ რომ ხვდები ეს... ის არა რაც მოუნდებოდა... ხოლო როდესაც ადამინი გღალატობს და მერე გტოვებს... ეს არ გაძლევს იმის საშვალებას რომ ცხოვრება გააგრძელო რადგან ის შენში არანაირ იმედს არ ტოვებს და ისე მიდის... ამიტო დამიჯერე შენ ჩემზე ძლიერი ხარ-თვზე მაკოცა დასაბანი გადამაფარა, არ ვიცი ჩემი სიტყვების მნიშვნელობა თუ გაიგო მაგრამ იმედი მაქ რომ ის ის ადამიანია რომელიც გამიგებს მაგრამ არ შემიცოდებს, რადგან შესაცოდი არაფერი მჭირს, ცხოვრებას ვაგრძელებ და ვაპირებ რომ ერთ-ერთი სუკეთესო ბიზნესმენი გავხდე ამიტომ შესაცოდი არაფერი მჭირს. არ ვიცი ესე ჩახუტებულები რამდენი ხანი ვიყავით, მაგრამ ჩაძინებამდე კარგად მახსოვს მისი სიტყვებში, რომლების ბურუსში გახვეულმა გავიგონე: -მადლობა სალომე ყველაფრისთვი... მიყვარხარ-შემდეგ კი სიზმრების სამყაროში გადავეშვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.