შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(IV თავი)


27-06-2017, 03:43
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 134

და აი ნანატრი შაბათი-კვირა...დილით 12საათამდე მეძინა,მერე დედაჩემი შემომივარდა ხო ცოცხალი ხარო და მეც გამეღვიძა,მაგრამ მალევე შევიბრუნე ძილი. დაახლოებით პირველი საათისთვის ლიზა შემოვარდა ოთახში და გამაღვიძა:
-კაი რა ლიზა,შაბათ-კვირას მაინც მაცადე ძილი.
-რა დროს ძილია.აწიე შენი ერთი ადგილი საწოლიდან და წამოეთრიე სასეირნოდ
-აუ არა მეძინება−და მეორე მხარეს გადავტრიალდი,რომ უკეთესად მოვკალათებულიყავი.
-ადექი−თან მიყვიროდა და თან ბალიშს მოკიდა ხელი... ის იყო უნდა ესროლა რომ წამოვდექი,ბალიშს ვტაცე ხელი და რაც ძალა და ღონე მქონდა სიფათში გავუქანე
-ნაგავო! თუ გაპაწიო!...
ამოვარდა ლოგინზე და დავუშინეთ ერთმანეთს ბალიშები...ბავშვობიდან გვიყვარდა ბალიშებით ჩხუბი.ეს ჩვენი ბავშვობის თამაშია.როდესაც დავიღალეთ,წამოვწექით ლოგინზე და ბოლო ხმაზე სიცილი დავიწყეთ.
-აბა წავედით?−მეკითხება როდესაც სული მოვითქვით.
-გამზადება მაინც მაცადე და წავიდეთ.
-კი ბატონი.შენ მიდი კბილები გამოიხეხე და მე მანამდე ტანსაცმელს აგირჩევ.
-ვენდო შენს გემოვნებას?
-და როდის არ ენდობოდი?
-კაი,კაი შევედი მე და შენ გამიმზადე ტანსაცმელი...უი ისადა, სად მივდივართ?
-საბანაოდ,ლისის ტბაზე.
-აა კა...მოიცა სად? არავითარ შემთხვევაში არ წამოვალ საბანაოდ!−და ისევ ლოგინისკენ გავბრუნდი...ლიზაც მაშინვე მოცილდა გარდერობს,უკან მიმახედა და ზურგზე მიყრდნობილი მეჯაჯგურებოდა.
-აუუ...კაი რა...გთხოვ, გთხოვ, გთხოვ...თუ გინდა წყალში არ შეხვიდე,რაიმე წიგნი წამოიღე და თან წაიკითხე და თან ზაგარი მიიღე!
-კაი,კაი.ადამიანის დარწმუნების საოცარი უნარი გაქვს.რამე მაღალწელიანი შორტი და ტოპი ზედა ამირჩიე.
-შენ შედი და რა აგირჩიო მაგას მე გადავწყვეტ!
მოკლედ მოვილიე სააბაზანო.როდესაც გამოვედი ლიზას უკვე არჩეული ჰქონდა ტანსაცმელი...შავი ტოპი ზედა და ჭრელი,წითელ ფერებში გაწყობილი შორტი.
-ვაუუ!კარგი არჩევანია.
-ცუდი როდის შემირჩევია...ჰე, ჩქარა ჩაიცვი და წავედით.
გავემზადე,ჩანთაში წიგნი და პლედი(დასაფენად) ჩავაგდე,შემდეგ ლიზას მანქანას მოვაჯექით(მართვის მოწმობა ახალი აღებული აქვს) და წავედით.
როგორც კი მივედით, ლიზამ მაშინვე გაიძრო შავი ზედა და შავი შორტი და შევარდა წყალში.მე პლედი დავიფინე, წიგნი ამოვიღე ჩანთიდან,ფეხებზე და ხელებზე დამწვრობის საწინააღმდეგო კრემი წავისვი,კარგად მოვკალათდი(მუცელზე დავწექი...ასე უფრო მოსახერხებელია) და დავიწყე დენიელ კიზის საუკეთესო წიგნის ’’ბილი მილიგანის მრავალი გონების’’ კითხვა... წიგნმა ისე ჩამითრია,რომ დრო როგორ გავიდა ვერ გავიგე, ამ დროს ვიღაცა მომადგა და მეუბნება:
-იმდენი ხანია უკვე აქ წევხარ,თუ ასე გააგრძელებ დაიწვები.
უცაბდ შიშისგან წამოვჯექი და როდესაც გავიაზრე რომ ჩემს წინ, წელს ზემოთ შიშველი მაქსიმე იდგა,ჩემდაუნებურად მის დაკუნთულ ტანს დავაშტერდი...თვალს ვერ ვწყვეტდი.უცბად გამოვფხიზლდი და ფეხზე წამოვხტი,რა თქმა უნდა მიხვდა რომ მის ტანს მივაჩერდი და ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,შემდეგ კი ტუჩებს კბილები დააჭირა,ალბათ სიცილის შეკავება უნდოდა.
-რა იყო შეგაშინე?
-არა უბრალოდ...მე უბრალოდ...უბრალოდ გადავწყვიტე გამეგო ჩემი დაქალი რას აკეთებდა ამდენი ხანი წყალში და ამიტომაც წამოვხტი.რამე მითხარი წეღან?
-არა უბრალოდ არ დაიწვა მეთქი ეგ გითხარი.
-აა...არა არ ინერვიულო.ახლა კი ბოდიში წიგნის კითხვა უნდა გავაგრძელო.
-რას კითხულობ?
-ბილი მილიგანის მრავალ გონებას.
-ჰო ეს დენიელ კიზის საუკეთესო წიგნია ჩემთვის...
-ვა კითხვა იცი?
-ჰო ცოტათი მიჭირს,მაგრამ მეგობრების და ოჯახის დახმარებით რაღაცას ვახერხებ−ისეთივე სარკაზმით მიპასუხა,როგორითაც კითხვა დავუსვი.
ამ დროს მაქსიმეს ვიღაც გოგომ დაუძახა არ მოდიხარო
-კაი წავედი,მეგობრები მეძახიან...დროებით!
-დროებით!
ზუსტად მაშინ ამოაღწია წყლიდან ლიზამ მაქსიმე რომ წავიდა.
-რა უნდოდა?
-არაფერი...არ დაიწვაო...
-უნდა გეთქვა ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ შე გნიდა ბავშვოთქო!
-კაი დაწყნარდი.კიდევ ვერ მოინელე რომ ადგილი აგახია?
-ვერა,ვერ მოვინელე და დღემდე გაბრაზებული ვარ
-რა ქენი კარგი იყო წყალში?
-კი მაგარი იყო. არ გინდა შეხვიდე?
-არა მადლობა.
-კაი რა. უჟმურო
-ხომ იცი რომ...
-კი,კი ვიცი! ბოდიში! უბრალოდ მინდა რომ გაბედო შესვლა.
-არა, არ მინდა წყალში შესვლა. შენ გამოდი ცოტახანი,თორემ დალპები ამდენი ხანი წყალში.
-კაი. მოდი წამოვწვეთ.
მოკლედ გავიკეთეთ სათვალეები და წამოვწექით.თან ვლაპარაკობდით და თან ვიზაგრებოდით.საღამოს,როდესაც აცივდა,მე გასეირნება გადავწყვიტე,ლიზამ კი დაიჩემა მზის ჩასვლას უნდა ვუყუროო.მარტო მიწევდა წასვლა,მაგრამ სეირნობა მინდოდა,ამიტომ ლიზა გავაფრთხილე წასვლას რომ დააპირებ მომწერე მეთქი,მე უნდა გავისეირნოთქო და კაიო.
მოკლედ წავედი და თან ვფიქრობდი იმ ტურნირზე,რომელიც მომავალში გველოდება.ქართულ ცეკვებს 6 წელი ვცეკვავდი,მაგრამ არც კი ვიცი მახსოვს თუ არა, ან შევძლებ კვლავ ისე ვიცეკვო,როგორც ადრე. მე ხომ 3 წელია აღარ მიცეკვია...იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა და არ ჩავფლავდები! მეშინია! ვნერვიულობ! ვცდილობ ლიზასთან ეს არ შევიმჩნიო და იმედები არ გავუცრუო,მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი.ის ისე ელოდება ამ კონკურსს.მინდა რომ უარი ვთქვა,მაგრამ ლიზას ვერ დავაღალატებ.ეს უკვე ეგოიზმია. მან ჩემს გამო ბევრი რამ დათმო,მათ შორის ცეკვაც! მე თავის დროზე შევცდი.არ უნდა დაენებებინა ცეკვისთვის თავი ჩემს გამო! მე არ უნდა მიმეცა ამის ნება! ეგოისტურად მოვიქეცი! ახლა კი ამის გამოსწორების შანსი მომეცა და ვეცდები ყველანაირად, რომ გამოვასწორო!
-რაზე ფიქრობ?−უკნიდან ვიღაც მომეპარა და ფაქტიურად ყურში ჩამყვირა ეს სიტყვები და შიშისგან შევხტი.
-რა გაღრიალებს?გადამიტრიალდა გული!−გავხედე და ღმერთო...ისევ მაქსიმე!
-კაი ბოდიში!−მომიბრუნდა და გაფართოებული თვალებით შემომხედა.სწორედ ისეთით, პატარა ლეკვებს რომ აქვთ ხოლმე,როდესაც რამეს დააშავებენ და პატრონი ტუქსავს.
-არაუშავს,არაფერია!
-ვაა...სხვა გოგო ალბათ მიმას...−ამ დროს იმ ბოთლით,რომელიც მანამდე ხელში მეჭირა, წყალი შევასხი და ზედა სულ დავუსველე...არც კი ვიცი ეს რატომ გავაკეთე!
-ღმერთო,ეს რა მიქენი,ამის მეტი ზედა არ მაქვს წამოღებული!.. ამას მწარედ განანებ!
უცბად ერთი ხელი ფეხებში მომკიდა, მეორე ხელი წელზე მომხვია,ხელში ამიყვანა და ლისის ტბისკენ გაექანა.
-რას აკეთებ? დამსვი! სულ 2 წვეთი შეგასხი.არ ჩამაგდო,გთხოვ!
-ხომ გითხარი დაისჯები მეთქი−და უცბად წყალში ისკუპა ჩემთან ერთად.
-მაქსიმე ხელი არ გამიშვა გთხოვ!
-რატო რა მოხდა?ცურვა არ იცი?−ის მელაპარაკებოდა,მე კი რაც ძალა და ღონე მქონდა კისერზე ჩამოვეკიდე და არ ვუშვებდი ხელს.ამ დროს მან ფეხებზე გამიშვა ხელი,მე კი შიშისგან ფეხები წელზე შემოვხვიე და თან ვყვიროდი
-ამიყვანე!გთხოვ,გთხოვ!
-თუ ცურვა არ იცი მე გასწავლი,არ ინერვიულო!−და მივხვდი რომ მაქსიმე ახურდა.ალბათ იმის გამო ტკიპასავით რომ მივეკარი,მაგრამ უბრალოდ მეშინია! მე ჰიდროფობია(წყლის შიში) მაქვს და სანამ ამის თქმას მაქსიმესთვის მოვასწრებდი, ნერვიულობისგან გული წამივიდა.
როდესაც გამოვფხიზლდი სახლში ვიყავი.დედა მორიგე იყო,მაგრამ ჩემი და,ლიზა და მაქსიმე ჩემს ოთახში იყვნენ.
-გაიღვიძა!−დაიყვირა ჩემ დაიკომ, და ლიზაც და მაქსიმეც. ორივე ლოგინთან მოვარდა.
-გაბი,როგორ ხარ? ბოდიში! მაპატიე! არ ვიცოდი თუ ჰიდროფობია გაქვს.მაპატიე! ისე შემეშინდა გული რომ წაგივიდა.ბოდიში! ღმერთო,რა დებილი და შტერი ვარ! ერთხელ რომ მთხოვე,უნდა დამეჯერებინა!
ცოტა გამოვფხიზლდი.უცბად ყველაფერი გამახსენდა და თვალწინ დამიდგა. ახლიდან ავკანკალდი და შფოთვა დავიწყე.
-გადი აქედან!−მკაცრად (ზედმეტად მკაცრად) უთხრა ლიზამ ეს სიტყვები.
-არა მოიცადე.მისი ბრალი არაა.მე გავწუწე პირველმა და მასაც უნდოდა გამხუმრებოდა.საიდან უნდა სცოდნოდა რომ მე წყლის ფობია მაქვს! ეს წყეული შიში.
-მაპატიე! ჩემი ბრალია! თავს ვერ ვპატიობ,რომ არ მოგისმინე.
-კაი,არაფერია.ამაღამ დავისვენებ და ხვალ უკეთ ვიქნები.
-მაშინ წავალ.ლიზამ თქვა დავრჩებიო,ასე რომ საიმედო ხელში გტოვებ.ხვალ აუცილებლად მოვალ და გნახავ.ღმერთო რა დებილი ვარ...რამე ხომ არ გჭირდებათ?
-არა,მადლობა−მოკლედ მოუჭრა ლიზამ
-კარგი,მაშინ წავალ და ხვალ გნახავ!−ლიზას გახედა.იგი კარებთან ზურგით იდგა და სესილის ეხუტებოდა.მაქსიმე ჩემკენ გადმოიხარა და უეცრად შუბლზე მაკოცა,შემდეგ გასწორდა,ხელი დამიქნია და ოთახიდან გავიდა...გამოვშტერდი!ლოყებზე სულ ავხურდი და გავწითლდი.ლიზა მომვარდა და სიცხის გაზომვა დამიწყო:სიცხემ ხომ არ აგიწიაო.მე ვიუარე.უბრალოდ ასე მჩვევია ალბათ,როდესაც ვინმე წყალში მაგდებსთქო კარგიო და გავიდა ბულიონის მოსატანად. მე კი ისევ ის მომენტი დამიდგა თვალწინ,როდესაც მაქსიმე ჩემკენ გადმოიხარა და თავისი ლამაზი ტუჩები შუბლზე დამადო და მაკოცა.მერე ის მომენტიც ამომიტივტივდა წყალში რომ ავეკარი და ღიმილი მომერია.ამ დროს ლიზა შემოვიდა ბულიონით ხელში.მივირთვი და მშვიდად დავიძინე.

P.S. მოკლედ ცუდი ადამიანი ვარ! :// დადება დამაგვიანდა! :(( თავი პატარაა :// ამ წამს მოვრჩი ამ თავის წერას. :/ იმედი მაქვს საინტერესო მაინც არის! <3 მადლობა თითოეული შენიშვნისთვისაც და კომპლიმენტებისთვისაც(სხვა არ ვიცი რა ვუწოდო) :D <3 იმედია მოგეწონებათ! <3 მიყვარხართ! <3 <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ცუდი გოგო ხარ რომ დააგვიანე მაგრამ შენი მესმის ამიტომ ველოდები ახალ თავს უფრომალე და უფრო დიდს, წარმატებები ❤
--------------------
M.D

 


№2  offline წევრი Lily Morgan

La Llorona
ცუდი გოგო ხარ რომ დააგვიანე მაგრამ შენი მესმის ამიტომ ველოდები ახალ თავს უფრომალე და უფრო დიდს, წარმატებები ❤

მადლობა! <3 <3 ვეცდები საყვარელო! <3 <3

 


№3  offline წევრი anuki15

მთავარია არ შეწყვიტო ამ ისტორიის წერა (ბევრმა გამიცრუა უკვე იმედები) და ძალიანაც ნუ დააგვიანებ ახალი თავის დადებას. ეხლა წავიკითხე ყველა თავი ერთად და ძალიან მომწონს <3 თან ფოტოებზე Bailee Madison და Alex Lange რო დავინახე გამიხარდა blush მიყვარს ეგ წყვილი blush მოკლედ წარმატებები და არ დაგვაღალატო heart_eyes

 


№4  offline წევრი Lily Morgan

anuki15
მთავარია არ შეწყვიტო ამ ისტორიის წერა (ბევრმა გამიცრუა უკვე იმედები) და ძალიანაც ნუ დააგვიანებ ახალი თავის დადებას. ეხლა წავიკითხე ყველა თავი ერთად და ძალიან მომწონს <3 თან ფოტოებზე Bailee Madison და Alex Lange რო დავინახე გამიხარდა blush მიყვარს ეგ წყვილი blush მოკლედ წარმატებები და არ დაგვაღალატო heart_eyes

მადლობა! <3 <3 ვეცდები არ დაგაღალატო! <3 <3 ჰო მეც ძალიან მიყვარს ეს წყვილი! <3 <3 <3

 


№5  offline წევრი LSD

Es tavi sul sxva ikoo aii arvici im tavebtan shedarebitt gazrdili da chamokalibebuli ❤️❤️Mikvars es istoria ukvee❤️❤️Maksimee o ra bichiaa magram chems gabis ra :ddd aba shenici gelodebi raa da cota gazarde tavebii❤️❤️

 


№6  offline წევრი Lily Morgan

LSD
Es tavi sul sxva ikoo aii arvici im tavebtan shedarebitt gazrdili da chamokalibebuli ❤️❤️Mikvars es istoria ukvee❤️❤️Maksimee o ra bichiaa magram chems gabis ra :ddd aba shenici gelodebi raa da cota gazarde tavebii❤️❤️

ვცდილობ ყველანაირად რომ კარგი გამოვიდეს და უფრო დავხვეწო! მიხარია თუ ეს გამომდის <3 <3 ახლა ცოტა უნდა დავძაბო გაბის და მაქსიმეს ურთიერთობა და არ მიწყინოთ! <3 :D <3 ახლა ვწერ ზუსტად 5 თავს! :D <3 ვნახოთ რა გამოვა! :D :D <3 <3

 


№7  offline წევრი LSD

FyFaen
LSD
Es tavi sul sxva ikoo aii arvici im tavebtan shedarebitt gazrdili da chamokalibebuli ❤️❤️Mikvars es istoria ukvee❤️❤️Maksimee o ra bichiaa magram chems gabis ra :ddd aba shenici gelodebi raa da cota gazarde tavebii❤️❤️

ვცდილობ ყველანაირად რომ კარგი გამოვიდეს და უფრო დავხვეწო! მიხარია თუ ეს გამომდის <3 <3 ახლა ცოტა უნდა დავძაბო გაბის და მაქსიმეს ურთიერთობა და არ მიწყინოთ! <3 :D <3 ახლა ვწერ ზუსტად 5 თავს! :D <3 ვნახოთ რა გამოვა! :D :D <3 <3

Gelodebiii sulmoutkmelnaddd ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent