შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (თავი 5 )


27-06-2017, 14:16
ავტორი ადელაინი
ნანახია 2 027

სივრცეს ცივად მიშტერებოდა გეგა,თან ვისკის ბოთლისთვის ისე ძლიერად შემოეჭდო თითები თითქოს დახრჩობას უპირებსო,ყოველთვის შეეძლო ბუნებას,ხეებს, სიმწვანეს მისი დამშვიდება,ეს "საიდუმლო თავშესაფარი" მიისაკუთრა,ესეც ცუდი ჩვევა იყო,მესაკუთრე გახლდათ მეტრეველი,ბავშვობიდან თვლიდა რაც მისი იყო,მისი იყო და სხვა ვერასდროს შეეცილებოდა მას.ემაც გეგას ახირება გახლდათ,გაცნობის დღიდან,ვერც კი წარმოედგინა მამაკაცს როგორ შეიძლებოდა ასეთი დამყოლი,მშიშარა,გაუბედავი ყოფილიყო გოგონა,აღიზიანებდა მისი მორჩილი თვალები,გამოხედვა,აინტერესებდა სანამ შეძლებდა ირონიისთვის გაეძლო,ემა გეგას სათამაშოდ იქცა,გეგას საყვარელ გასართობად,მაგრამ ვერ აიტანდა მისი სათამაშოთი სხვას ეთამაშა,სხვა გამხდარიყო მისი წყლიან თვალებში შიშის ჩაბუდების მიზეზი,
ელოდა მთელი დღე ელოდა თავისი სახლიდან წასულს,ეგონა დაბრუნდებოდა,იცოდა არსად ჰქონდა წასასვლელი,მაგრამ არ დაბრუნდა,ვერ ხვდებოდა გეგა რას გრძნობდა მაშინ,მღელვარებას მოლოდინს,სიბრალულს გოგონას მიმართ,მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა,უნდა მოეძებნა და უკან დაებრუნებინა!რატომ?ალბათ იმიტომ რომ იცოდა თავისი "სათამაშოს" ისტორია და ხვდებოდა რა ცუდ დღეში უნდა ჩავარდნილიყო გოგონა თუ კი არ დააბრუნებდა მას... მაგრამ დააგვიანდა,ვერ შეძლო გადაერჩინა,სინდისის ქენჯნა იგრძნო,მიყრუებული ჩიხში ემას უგონო სხეული რომ დაინახა,შემოფლეთილი ტანსაცმლით,გაფითრებული სახით,სიცოცხლის ნიშან-წყალი რომ არ ეტყობოდა,მაშინ მოკვდა პირველად მეტრეველი,ემასთან ერთად მოკვდა,ყველა გრძნობა ერთმანეთში აირია:სიბრალული,დანაშაულის გრძნობა,მწუხარება,სინდისის ქენჯნა...შემდეგ იყო უამრავი მცდელობა გოგონას ამ ქვეყნისკენ მობრუნების,იცოდა გეგამ მისი ქცევა,თითოეული სიტყვა გულზე ეკალივით ესობოდა,ტკენდა და მეტად ტანჯავდა ახვლედიანს,მაგრამ ეს ერთადერთ გამოსავლად მიიჩნია,მისთვის იმის დანახვება,რომ ის ებრალებიდათ შეცდომად მიიჩნია,მას უკვე საკმარისად ეცოდებოდა საკუთარი თავი.
ერთი თვის მანძილზე ეს უსუსური,დაუცველი გოგონა მისი ყოველდღიურობა გახდა,მისი ცხოვრებით ცხოვრობდა,ცდილობდა მაქსიმალურად დაეტვირთა,ემას უნდა ევარჯიშა,ეკითხა,ემღერა,ეცეკვა ან თუნდაც ათასი სისულელე გაეკეთებინა,მაგრამ მომხდარზე არ ეფიქრა,მაგრამ მისი ყოველი მცდელობა ამაო აღმოჩნდა,ყველაზე მეტად ეზიზღებოდა საკუთარი თავი როცა მისმა ზრუნვის ობიექტმა ათრთოლებული თითებით და აწყლიანებული თვალებით შესთავაზა საკუთარი თავი,ვერ გაეგო ყველაფრის მიუხედავად რატომ იწვევდა მასში ამხელა უნდობლობას,თავი ვერ მოთოკა და სილა გააწნა,გოგონაზე მეტად ეტკინა,მასზე მეტად განიცადა როგორც ფიზიკურად,ისე სულიერად,კიდევ ერთხელ ატკინა,განრისხდა,გააცოფა ემას საქციელმა,მისმა უნდობლობამ კი არა,ახვლედიანის დამოკიდებულებამ საკუთარი თავისადმი,იმპულსურად იმოქმედა,არა არ თვლიდა რომ დანაშაული გოგონასთვის სილის გაწნა იყო,ეს მხოლოდ მის გამოსაფხიზლებლად გააკეთა,მხოლოდ იმას ნანობდა რომ მძიმე მომენტში მარტო დატოვა,გეგამ იცოდა როგორი რთული იყო ემასთვის ეს ყოველივე,მას დნობა და ადამიანებისადმი რწმენა ჰქონდა დაკარგული,ვერ იჯერებდა რომ მამაკაცი მის დახმარებას უანგაროდ ცდილობდა...
ეს გადატანილი ტკივილის გადმონაშთი,დამახინჯებული ფსიქიკისა და გატეხილი გულის ბრალი იყო,არ უნდა გაბრაზებულიყო,არ უნდა მიეტოვებინა....სწრაფად წამოხტა ,სასმლიანი ბოთლიუმისამართოდ გაიქნია,იქვე მდგარ მანქანას მიადგა და მთელი ძალით დაუშინა მაგრად შეკრული ხელი,უნდოდა მასაც ისე სტკენოდა,როგორც ემას ატკინა,უნდოდა ასე მაინც დაესაჯა საკუთარი თავი ახვლედიანის თითოეული ცრემლისთვის,იქამდე უშენდა მუშტს მანქანას სანამ ხელი სისხლმა მთლიანად წითლად არ შეუღება....



დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი,მაგრამ საწოლზე უსიცოცხლოდ გაშოტილი ვერ ვბედავდი თავი მომებრუნებინა,მეშინოდა შავი თვალების,მეგონა თუ მას გადავაწყდებოდი,სამუდამოდ ჩავიკარგებოდი მასში,გარდა ამისა,მრცხვენოდა,საკუთარი საქციელის,სიმხდალის,მესმოდა გეგას გახშირებული სუნთქვა და უკვე წარმომედგინა,როგორი დაძაბული მომჩერებოდა,მუცელზე გაწოლილმა კიდევ უფრო ღრმად ჩავრგე თავი ფუმფულა ბალიშში
-მაპატიე!-გეგას ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე კიდევ უფრო დავითრგუნე,მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავდი შემეძლო დამეფიცა რომ ზუსტავ ვიცოდი როგორ ნერვიულად გადაისვა ხელი თმაზე,განძრევას ვერ ვბედავდი-მაგრამ არ ვნანიბ,წამითაც არ ვნანობ ჩემს არცერთ ქმედებას,არ ვნანობ შენს არცერთ "ტანჯვას"როგორც შენ უწოდებ მას,მე რომ მკითხო ეს შენი გამოფხიზლების ერთადერთი ხერხი იყო,მაგრამ ახლა აღარ ვიცი...არაფერი აღარ ვიცი-ღრმად ამოიხვნეშა,საწოლის კიდეზე მოთავსდა,და მშვიდი ტონით განაგრძო-როგორც ჩანს ყველაფერი ისე არ გამოვიდა როგორც მინდოდა,შეცდომა დავუშვი,მაგრამ ვერ ვხვდები სად!

-რა იგრძენი ნახევრად შიშველი რომ ვიდექი შენს წინ?-მკვეთრი მოძრაობით,შემოვბრუნდი, საწოლზე წამოვჯექი,ჩემი ყურადღება მისმა გადაბინტულმა ხელმა მიიქცია, ,მინდოდა გამეგო რა სჭირდა,მაგრამ შემეშინდა მიზეზის გაგების და დუმილი ვარჩიე.მუხლებს ისე ძლიერად მოვხვიე ხელები,თითები დამიბუჟდა,დაიბნა არ ელოდა მსგავს კითხვას ,ვხედავდი როგორ დაიძაბა,თვალები აუელდა,რაღაც გაკრთა მის მზერაში,რაღაც ჩემთვის აქამდე უცნობი-რა გრძნობას ვიწვევდი შენში?ზიზღს?სიბრალულს?-სწრაფად ვსაუბრობდი,თან უტიფრად ვუსწორებდი მზერას მის დაბინდულ თვალებს
-აღელვებას!-დავდუმდი,ყველაფერ ველოდი,მაგრამ არა ამას
-და ამიტომ მკარი ხელი?-შესაშური ირონია იგრძნობოდა ჩემს ხმაში
-მე შენთვის ხელი არ მიკრავს ემა!-ტონს აუწია-არა გკარი!და იცი რატომ?ფორმა იყო ძალიან ცუდი,შენ ეჭვი შეგეპარა ჩემში,მაგრამ არ გამტყუნებ,უნდა ვაღიარო გაბედული ნაბიჯი იყო შენი მხრიდან და მე ვიგრძენი რომ გულის სიღრმეში შენ მე მენდობი!შეიძლება ახლა ვერ აანალიზებ ამას, მაგრამ ეს ასეა-ფეხზე წამოდგა,კარებისკენ ნელა დაიძრა,ის იყო ოთახს დატოვებდა,გზად ჩემი სიტყვები რომ დაეწია
-რატომ გგონია?-ხმის დამორჩილებას ვცდილობდი,ჩემი ირონიული ტონი სადღაც გამქრალიყო
-ზუსტად ვიცი ჩემს შეხებას ვერ გადაიტანდი,ამისთვის არახარ მზად,შენ გარისკე,რა გარანტია გქონდა რომ არ შემოთავაზებას არ მივიღებდი?არანაირი!ეს შენ გგონია რომ იმპულსურად იმოქმედე,მაგრამ ქვეცნობიერი და გული გკარნახობდა რომ მე შენ არ გაგიმეტებდი!სწორედ ეს იყო შენი გაბედულობის მიზეზი-ცალყბად გამიღიმა და კარებში გაუჩინარდა
გაოგნებული მივშტერებოდი სივრცეს,სადაც რამდენიმე წამის წინ გეგა იდგა და თავი უკანასკნელი იდიოტი მეგონა,მაგიჟებდა ეს კაცი,იმასაც კი წამებში ხვდებოდა ჩემს შესახებ რის მისახვედრად მე თვეები მჭირდებოდა,ერთი გაფიქრება ისიც კი გავიფიქრე ფსიქოლოგად ხომ არ მუშაობდა სადმეთქო,რა გამიდიოდა?გეგა ჩემი გაუაზრებელი ქმედების მიზეზს მიხსნიდა,ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ მართალი იყო მეტრეველი,ზოგჯერ მეგონა რომ მას მეტად ესმოდა ჩემი ვიდრე მე საკუთარი თავის...


* * *
ორი დღე ისე გავიდა გეგა თვალით არ მინდახავს,ოთახოდან თითქმის არ გამოვდიოდი,ოლია მსტუმრობდა ხშირად ჩემს "სამფლობელოში",ძალით,თავისი ხელით მაჭმევდა რამდენიმე ლუკმას,დამიყვავებდა "კარგი გოგო ხარო" და გადიოდა,საწოლზე გაშოტილი ვფიქრობდი,მომხდარზე,გეგაზე ჩემზე და მივიღე გადაწყვეტილება,გავაკეთე ის რაც გაცილებით ადრე უნდა გამეკეთებინა.სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და გეგას კაბინეტისკენ ავიღე გეზი,დარწმუნებული ვიყავი იქ უნდა ყოფილიყო,არ შევმცდარვარ,სავარძელში არხეინად მოკალათებულიყო და რაღაც საბუთებს ინტერესით ჩაჰკირკიტებდა,გააოცა ჩემმა დანახვამ,არ მელოდა,გაკვირვების ნიშნად ცალი წარბი ასწია და სავარძელში მეტად მოხერხებულად გასწორდა,მის წინ დავდექი,ჩავახველე და მზერა გავუსწორე
-ხელზე რა დაგემართა?-მზერა მისი თვალებიდან მტკივანი მტევნისკენ გადავიტანე
-არ მითხრა რომ ჩემზე ნერვიუოლობ და მხოლოდ იმის საკითხავად დამდე პატივი და მეახლე-ისე გულწრფელად გაიღიმა,სურვილი დამეუფლამივვარდნოდი და მაგრად მოვხვეოდი,მაგრამ აბეზარები ფიქრები უკუვაგდე
-კიდევ გინდა ჩემი დახმარება?-მისი კითხვა დავაიგნორე,შევეცადე შინაგანი აღელვება დამემალა
-რათქმაუნდა-შევატყვე ჩემმა კითხვამ დააბნია
-მხოლოდ იმათი დახმარებაა შესაძლებელი ვისაც ნამდვულად უნდა დაეხმარონ...ჰოდა აქ ვარ,მჭირდები-სიტყვებს მთელი გული ამოვაყოლე,სავარძლიდან წამოხტა,წამში ჩემთან გაჩნდა,ძლიერად მიმიხუტა,ვგრძნობდი მის ძლიერ ხელებს წელზე,მესმოდა მისი გულის ცემა და მიკვირდა შიშით გული როგორ არ მისკდებოდა მამაკაცის შეხებისას
-ჩემო პატარავ!-ბუტბუტებდა თავისთვის და ხელებს ისე ძლიერად მიჭერდა,თითქოს ეშინოდა სადმე არ გავქცეოდი,სად უნდა წავსულიყავი,სად მქონდა წასასვლელი? გეგა იყო ერთადერთი ვისი იმედიც უნდა მქონიდა,ის ერთადერთი,ვისაც ისე უნდა ჩავჭიდებოდი,როგორც წყალწაღებული ხავსს
-არ მომცე სისუსტის უფლება გეგა!ეს შენი გადაწყვეტილებაა,მოგყვები,გენდობი,მჯერა შენი ,მაგრამ არც კი გაბედო ჩემი მიტოვება,თუ როდესმე ისევ უნდა გამიმეტო მარტოობისთვის,სჯობს აახლავე მითხრა,არ მომცე ფრთები,თუ ფრენას არ მასწავლი,თუ ჩემი ბოლო მაინც ტანჯვა და სიმარტოვეა სჯობს პასუხისმგებლობა არ აიღო ჩემზე!-ჯერ კიდევ მის მკერდზე აკრული სწრაფად ვსაუბრობდი,თან ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა
-არასოდეს მიგატოვებ,დაგიცავ ყველა და ყველაფრისგან,საკუთარი თავის გარდა!არ შემიძლია,ეს ჩემს ძალებს აღემატება,იყავი სუსტი,ჩემს გვერდით გაქვს ამის უფლება,მე ვიდგები შენი პრობლემების სადარაჯოზე,მაგრამ არასდროს მოგცემ დაცემის უფლებას-ფრთხილად მომიშორა,რომ მზერა გაესწორებინა ჩემთვის,უამრავი ემოციით ვივსებოდი,უამრავ გრძნობას მოეყარა ჩემში თავი.
-იცოდე უკან ვეღარ დაიხევ"შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე ვინც მოიშინაურე" ეს შენი არჩევანია,თუ არა გამიშვი გეგა!
ეს ჩემი პირველი გაბედული ნაბიჯი იყო,რაღაც ღირებული ჩემს ცხოვრებაში,დღე რომელმაც რწმენით ამავსო და დღე რომელიც ახალი პრობლემების,ბედნიერების თუ უბედურების დასაწყისი გახდა....



№1 სტუმარი Guest Buka

ძალიან გარბიხარ და სწრაფად ანვითარებ მოვლენებს

 


№2  offline წევრი ადელაინი

[quote=Guest Buka]ძალიან გარბიხარ და სწრაფად ანვითარებ მოვლენებს[/q
არამგონია,მათ ერთმანეთი არ უყვართ,გეგამ უბრალოდ დახმარება შესთავაზა არც ემა ითხოვს სხვას არაფერს გარდა დახმარებისა,ყველაფერი წინაააა ;დ

 


№3 სტუმარი Shore shore

rogorc ikna gamococxlda es gogo nelnela albat sheuyvardebat ertmaneti da daavicyebs I im tkuvils rasac es gogo grznobs .magram vpikrob cinaadegobebi bevri shexvdebat

 


№4  offline წევრი ადელაინი

Shore shore
rogorc ikna gamococxlda es gogo nelnela albat sheuyvardebat ertmaneti da daavicyebs I im tkuvils rasac es gogo grznobs .magram vpikrob cinaadegobebi bevri shexvdebat

^_^ იმედია ;დ

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან პატარაა თავი იყო

 


№6  offline წევრი jina

es tavi iyo yvelaze chamoyalibebuli, sasiamovno da chemtvis super!!!! gramatikul shecdomebze ar getyvi tandatan iswavli ))) mokled yochag dzalian momewona progresi da icode amis mere ar unda modunde da naklebi "simdzlavris" tavebi ar dado :* :* :*

 


№7  offline წევრი ადელაინი

jina
es tavi iyo yvelaze chamoyalibebuli, sasiamovno da chemtvis super!!!! gramatikul shecdomebze ar getyvi tandatan iswavli ))) mokled yochag dzalian momewona progresi da icode amis mere ar unda modunde da naklebi "simdzlavris" tavebi ar dado :* :* :*

მადლობა ჩემო საყვარელო,აუცილებლად <3

 


№8  offline წევრი jina

ადელაინი
jina
es tavi iyo yvelaze chamoyalibebuli, sasiamovno da chemtvis super!!!! gramatikul shecdomebze ar getyvi tandatan iswavli ))) mokled yochag dzalian momewona progresi da icode amis mere ar unda modunde da naklebi "simdzlavris" tavebi ar dado :* :* :*

მადლობა ჩემო საყვარელო,აუცილებლად <3

geli tkbilo :* :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent