შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 11-12 თავი


27-06-2017, 00:24
ავტორი zia-maria
ნანახია 1 813

ადამიანები,გვიან მაგრამ აუცილებლად ხვდებიან თავიანთ შეცდომებს.ზოგი იხტიბარს არ იტეხს,ზოგს აღიარება უჭირს,მაგრამ დრო,ეს დალოცვილი დრო ყველას და ყველაფერს თავის ადგილას აყენებს.ჯიმი ელისოს გაუჩინარების შემდეგ,სულ სხვა ადამიანი გახდა.მართალია ცოლი და შვილიც ყავდა,მაგრამ ისინი მისგან უკვე წლებია შორს ცხოვრობდნენ.დაუფიქრებლად ჩაერთო სერიოზულ თამაშში და ვერ გაითვალისწინა ის,თუ რა მოხდებოდა მის ცხოვრებაში და რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი და მოხდა ის,რასაც ერიდებოდა.ელისო მისთვის ძალიან ძვირფასი გახდა და ნანობდა,ძალიან ნანობდა მის ამ დაუფიქრებენ ნაბიჯს,მაგრამ უკვე სინანულიც კი გვიანი იყო.არავის არ შეუძლია უკან დააბრუნოს გასროლილი ტყვია,ვერც თავს ვერ დააღწევს ადვილად ბედის მარწუხებს.ნათქვამია,რაც უფლისგან გაწერია,გარდაუვალია მას ასცდეო.ამიტომ ვერ აცდა იმ ტკივილს,რაც ელისოს სახით მის გულში წუხილად დარჩა.
---სად ხარ ელისო.შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე,არც დამიჯერებ რადგან ვიცი,რომ შენს წინაშე არაკაცურად მოვიქეცი.გულს მიკლავს ჩემი საქციელი,მაგრამ ფულმა დამავრმავა ეს უნდა ვაღიარო.დამიბრუნდი და დამიბრუნე ძველებური ხალისი.შენთან მე სულ სხვა ადამიანი ვიყავი,მხოლოდ შენ შეძელი ჩემთვის დაგენახვებინა,ჩემი ნამდვილი სახე,რადგან შენთან ვიყავი ის რაც და ვინც ვარ,არ მჭირდებოდა არაფლის თამაში,არ მჭირდებოდა შენთან სახეზე აკრული ნიღბით მევლო.
---ქალს მოთმინებს საოცარი უნარი აქვს,მაგრამ თუ წასვლა გადაწყვიტა,წერტილსაც იქ სვამს, სადაც საჭიროა და უკან არც მოიხედავს.ერთხელ რომ მწარედ გატკენენ,ჩემო ჯიმი ძალიან ძნელია იმ ტკივილის ჯერ გადახარშვა,მერე შეჩვევა და შემდეგ ნელა-ნელა გულიც იწყებს დავიწყებას.დაივიწყე და გახსოვდეს,რომ ელისო შენი არასოდეს არ გახდება.ის დედამისს გავს,მასავით მტკიცე ხასიათის არის.ჯიმიმ თავი ასწია და ზიზღით შეხედა მის წინ სადისტურად მომღიმარ მამაკაცს.წამოდგა,ამაყად დადგა მის წინ და მტკიცე,გადაწყვეტილი ხმით უთხრა.
---ვფიქრობ,რომ ეს ისტორია უნდა დასრულდეს ბატონო გურამი
---რატომ?ფული აღარ გინდა? ნუთუ დავიჯერო შენს ცოლ-შვილზე მეტად გიყვარს ეს თავში ავარდნილი გომბიო?
---უნდა დასრულდეს,რადგან ვგრძნობ თუ ახლა არ შევჩერდებით,ეს ყველაფერი ცუდი დასასრულით დასრულდება.
---ცუდი დასასრული?ეს შენზეა დამოკიდებული.ჩემი ერთი ზარი და ელისოს მშვიდი სუნთქვაც შეწყდება.უთხრა საზიზღარი ღიმილით გაფითრებულ ჯიმის.
---რას ამბობ,რა გააკეთე,ელისოს რა უქენი.გაბრაზდა ჯიმი.
---შენ, თუ არ მოუღებ ბოლოს ვახოს მე მოვუღებ ბოლოს მის ერთადერთ ქალიშვილს.ის ამ წუთში უგრძნობლად წევს და ჩემს ზარს ელოდებიან,როდის დაასრულებს ის სიცოცხლის დღეებს.
---ელისოს არ შეეხები,არაფერს არ დაუშავებ თორემ პირველი შენ მოგადგებიან,რადგან იციან ამ ყველაფრის უკან თქვენ რომ დგეხართ.
---და საიდან იციან?გაუკვირდა გურამს.მე კვალს არსად ვტოვებ და დღემდე ასე მოვედი.
---არ ვიცი,მიშიკო და შაკო წავიდნენ კომპანიიდან,ასე რომ მე მათ ვეღარ ვაკონტროლებ.

---ვხედავ უკუღმა მიდის ყველაფერი,წინ წასვლის მაგივრად და ამისათვის შენ გადაიხდი მწარედ ჯიმი.ის რაც ახლა მითხარი,ამისათვის მწარედ და მტკივნეულად გადაიხდი.
---გგონია იოლია ამ ყველაფრის გაკეთება?გგონია იოლია დაანგრიო ცხოვრება ერთი უდანაშაულო ადამიანის,თქვენი ეგოისტობის გამო?ადვილია ბრძანებების გაცემა არა? და შესრულება?როგორია თითოეული თქვენი დავალების შესრულება,ამაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ?თქვენ თავად ხართ უცნაური,თავად არ იცით რა გინდათ ამ ცხოვრებისგან.შეეშვი ამ ხალხს,რომლებსაც ბრალი არ მიუძღვის თქვენს წინაშე.უიეცრად აფეთქდდა ჯიმი და მის წინ გაოცებულ მდგარ გურამს პირში მიახალა ყველაფერი გაბრაზებულმა.უცებ მოეშვა,თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოიხსნა და ჩუმად უთხრა გურამის ისევ. -აი აქ არის ყველაფეტრი იმ ბინძური საქმეებისა,რაც გაქვს ჩადენილი,დაჯექი და ეს ქაღალდები თავად გეტყვიან და გაგახსენებენ,ვინ როდის და რატომ მოკალით.გადაიკითხე თვითეული მათგანი და იქნებ ჩახვდე,რომ ყველაზე სადისტი ადამიანად ხართ დაბადებული.მე კი დუმილს ვარჩევ აწი,არ ღირს დავრჩე იქ,სადაც ყოველ დღე სადისტობისკენ და ბოროტებისაკენ მიბიძგებენ.ისტორია ფასდება და მაღლდება ჩვენივე შექმნილი ღვაწლით და სახელით,ისტორია ძლიერია და საინტერესოა საინტერესო მამულიშვილებით და არა თქვენისთანა სადისტებით და ადამიანის მჭამელებით.მე ერთს გირჩევთ,თქვენ დროა ებრძოლოთ,თქვენს თავში ჩაკეტილ მარტოობას და არა უდანაშაულო ხალხს.ცხოვრებაში შეიძლება ბევრი გადაულახავი ყრუ კედელი შეგხვდეთ,მაგრამ ჩუმად უნდა მოახერხოთ იმ ყრუ კედლის დანგრევა,ისე რომ სხვას ზიანი არ მიაყენოთ.ვახტანგი კოვზაძე უსაზღვრო ენერგიის პატრონი,დიდი შემართებების და ნებისყოფის ადამიანი,მთელს მის უბანში იცნობენ როგორც გაჭირვების ტაკლკვესს.ის უანგარო ადამიანია,რომელიც არასოდეს არ აფიშირებს თავის გაკეთებულ კეთილ საქმეებს.ბატონი ვახტანგი მუდამ ერთ ფრაზას გაიძახის, ,,ქველმოქმედება,სიკეთე,საქმის მიმართ დაუოკებელი სწრაფვა,'' და ვის ეომებით ბატონი გურამ თუ ხვდებით ოდნავ მაინც.გურამი წამოდგა ჯიმის წინ დადგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მთელი ზიზღი რაც კი ქონდა გულში ჯიმიზე გადმოანთხია და უთხრა დაუფარავი სიძულვილით.
---როგორ ვწუხვარ,ასეთი ახალგაზრდა ასე უსიყვარულოდ რომ დაასრულებ სიცოცხლეს.ჯიმის მწარედ ჩაეცინა და უთხრა ცინიკურად,ასევე მის წინ ცინიკურად მდგარ გურამს.
---ცხოვრებაში აქამდე ისე მოვედი,არასოდეს მინანია მანამ,სანამ ელისოს არ შევხვდი და მართლა ვინანე ჩემი სისულელით ჩადენილი ტყუილზე აგებული ჩემი ქორწინება,ქორწინება რომელიც სიმთვრალეში ჩავიდინე დღემდე უპასუხოდ არის გრძნობები.ვერ გამოვნახე ვნებაც კი და ასე შემორჩა ის ქალი და უსიყვარულო ქორწინება აქამდე.ვწუხვარ,რომ ის ქალი თქვენი ქალიშვილია და ის დღემდე თქვენს ბრძანებებით დადის.რასაც ამბობ კი სიყვარულზე,აქ უნდა გითხრათ რომ ცდებით.მე პირველად შემიყვარდა ნამდვილი სიყვარულით და მეორე სისულელე მაშინ ჩავიდინე,რომ დროზე ადრე არ გამოვეთიშე თქვენს ბინძურ თამაშს,მაგრამ სჯობს გვიან ვინემ არასდროს და აი დადგა მომენტიც ბედნიერი წუთისა ჩემს ცხოვრებაში,რომ მე დღესვე მივდივარ თქვენგან,თქვენი ცხოვრებიდანაც და თქვენი თამაშიდანაც.ჯიმიმ მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან მაგიდაზე დადო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა გვერდი ჩაუარა გურამს და უკან მოუხედავად სტვენა-სტვენით გაუყვა ჰოლს.კომპანიიდან გამოსულმა კი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,ტელეფონი ამოიღო დარეკა,ცოტა ხანში კი ტელეფონში 3 წლის გოგონას ტიტინი შემოესმა და თვალები ცრემლებით აევსო.
---მამიტოოო,მე ჩენი ჩულათი ვისანი.
---მამას პრინცესა როგორ ხარ?
---კალქაღ,ლოდის დაბუნდები ჩეთან?
---დავბრუნცდები მამას ქალი,აუცილებლად დავბრუნდები.მე შენს სიზმრებში მოვალ და მოგეფერები.დედას მიეცი ტელეფონი.გაბზარული ხმით უთხრა პატარას და ნაზი წკრიალა ხმაც მოესმა.
---გისმენ ჯიმი როგორ ხარ,მოგვენატრე.
---მე კარგად ვარ,ასე კარგად არასდრის არ ვყოფილვარ.მამაშენის კომპანიიდან წამოვედი ლელი და თუ შეიტყო ჩემზე რამე მტკივნეული,იცოდე ამ ყველაფრის უკან მამაშენი დგას.ნუ გახდები მამაშენის მარიონეტი მის ხელში,ფულს საკმაოდ გიტოვებ,მიხედე შენს თავს და მიხედე პატარას.
---ყველაფერი ვიცი და გთხოვ თავს გაუფრთხილდი.
---არ ვიცი რამდენად შევძლებ,მაგრამ გპირდები ფრთხილად ვიქნები.ყოველ დღე ვერა,მაგრამ დრო და დრო შეგეხმიანები,სანამ მამაშენი მის ჩანაფიქრს სისრულესი მოიყვანს.
---არა,ჯიმი არა მგონია ასე დაეცეს მისი სული,რომ შვილიშვილი მამის გარეშე დატოვოს.მე შენთან მოვდივარ თბილიში და მას არ ვუყურებ,რაც უნდა ის გააკეთოს.
---ყოველ შემთხვევაში ფრთხილად იყავი და ნუ წამოხვალ,ნუ გარისავ ლელი.შენს ემაილზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საბუთები გადმოვაგზავნე,ამოიღე ისინი და გადამალე,მიხვდები თავად როდის უნდა გამოიყენო და ისე დამალე არავინ არ გინახოს.პატარა ჩამიკოცნე და დროებით.ტელეფონი დაკეტა და იქვე ჩამოჯდა,ჩაფიქრდა და თვალებდახუჭული გახედა უკან მის წარსულ,განვლილ ცხოვრებას.შემდეგ წამოდგა და ნელი ნაბიჯით,ანთებული სიგარეტით ხელში გაუყვა საცალფეხო ბილიკს და უკან მოყვებოდა თან ლურჯი კვამლი ბოლქვა-ბოლქვა.ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან ზუსტად იმ წუთში მასზე შესადარი მუსიკის ჰანგები აჟღერდა, ,,ბედმა მარგუნა შავი სიბნელე,დღის ნათელს ჩემთვის არა სცალია.ბედნიერება რომ დამირბიე,შენ არას გერჩი ჩემი ბრალია''.ჩემი ბრალია,ჩემი ბრალია,როგორც ჩახვეული კასეტა ასე ჩაიხვია მის ტვინში ამ ორმა სიტყვამ და სინანულით გააქნია თავი.ხეტიალში ქუჩაში ღამის სიჩუმე ისადგურებს,სიბნელეს მხოლოდ მანქანების აქა-იქ ფარნების ციმციმი არღვევს და მოკლე სიგნალები ჩაესმის ყურში.ის ამ წუთში გზაჯვარედინზე დგას,ცხოვრების გზაჯვარედინზე და არ იცის საით წავიდეს.ოცნება სადაც ის ცათაბჯენებს აგებდა,დღეს ერთიანად დაინგრა და ჩამოიშალა.თითქოს შორიდან გახედა,აქამდე მოსულ მისი ცხოვრების გზას,მის ბავშვობას,სტუდენტობას და ელისოსთან გატრებულ მცირე,მაგრამ ბედნიერ დღეებს.
.
მეთორმეტე თავი.
---გაარკვიე რამე?ჩაღამებული თვალებით გახედა ციცომ ვახოს და ძლივს გასაგონი ხმით შეეკითხა.არადა,თავადაც განადგურებული იყო ვახო, ელისოს გაუჩინარებით.
---ვერაფერი,ციცო სრულიად ვერაფერი.
---ვახო ბევრი ვიფიქრე ეს დღეები,არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ეჭვი მტანჯავს და მკლავს.ბევრჯერაც ვუარვყავი,რომ ამ დონეზე არ დაეცემოდა,მაგრამ მაინც ვფიქრობ,ის ბიჭი ჯიმი ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან?
---არა ციცო.ჯიმის არ აქვს ასეთი ძლიერი ზურგი,რომ ეს გააკეთოს,მაგრამ ვფიქრობ გურამი ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან.წამოდგა და დაფიქრებული სახით გავიდა სახლიდან და ტელეფონზე დარეკა.
---მიშო უნდა შეგხვდე სადახარ.
---???
---კარგი გელოდები.მალე მოვიდა მიშო და ვახოს წინ დაჯდა.ჩქარა სიარულისაგან სახეზე აწითლებულიყო და სუნთქვაც აჩქარებული ჰქონდა.
---რამე გაიგე ელისოზე?კითხა მოუთმენლად ვახოს.
---ვერაფერი მიშო.ერთი აზრი მომივიდა თავში და შენ რას ფიქრობ.არ გაგუვლია ფიქრად თავში,რომ ჯიმიმ გადამალა ელისო?
---არა,არა ძია ვახო.ჯიმის მე ასე თუ ისე ვიცნობ და არა,ეს შეუძლებელია.მაგის გაგებასაც შევძლებთ,მაგრამ მის კაბინეტში ვერ შევალთ.
--- რატომ ვერ შევალთ?იკითხა თინიმ,რომელიც უსმენდა მათ საუბარს.
---შენთვის არასდროს არ უთქვამთ,რომ სხვის საუბარს ჩუმად არ უნდა მოუსმინო? საყვედურით უთხრა მიშიკომ.
---თქვი, რატომ ვერ შევალთ.არად ჩააგდო მისი შენიშვნა და დაელოდა რას ეტყოდა მიშიკო.
---ყავა გაგვიკეთე და გეტყვი,ცივი ყავა გოგო.უთხრა მიშომ თინოს და თვალი ჩაუკრა.თინომ სამივესთვის გააკეთა ცივი ყავა და მათთან ერთად დაჯდა.
---მაშ ასე,ძია ვახო გაგვიჭირდება იქ შესვლა,როგორც გავიგე ჩემი ერთი მეგობრიდან,ლაზერები დაუყენებია უფროსს და ეს ძალიან სახიფათოა,თუ არ იცი ლაზერში გასვლა ადგილზე დავრჩებით ან სერიოზულ ზიანს მივიღებთ.
---არ ვიცოდი,მაგრამ გავიგე და ძალიან გამიკვირდა რომ ჯიმი წამოსულა იმ კომპანიიდან.
---ოოო,მაშინ ახლა უფრო გართულდება იქ შესვლა.მის დროს ყველაფერი ვიცოდი სად რა ეწყო,ან როდის გამოდიოდა,ახლა ვინ არის იმ კაბინეტში ისიც არ ვიცი.
---ვიღაც საბა მაგრამ გვარი არ ვიცი.თქვა ვახომ დაფიქრებულმა.
---მომისმინეთ,მე შევალ კაბინეტში და თან ისე,რომ არაფერი არ დამიშავდება. თქვენ, მხოლოდ ის მითხარით რას ვეძებთ.
---შენ როგორ შეხვალ,ეს ხომ საშიშია თინო.თქვა მიშომ გაკვირვებულმა.
---მიშო მე აკრობატიკაში დავდიოდი და თავისუფლად შემიძლია ლაზერებს შორის გავიარო.
---არა,არა,არა.ეს ძალიან საშიშია,შენ იქ არ წახვალ,გესმის?არ წახვალ.
---თუ არ დამეთანხმები,მე მაინც წავალ და იმ საქაღალდეებს ყველას აქ მოვიტან,ხომ მიცნობ და იცი,რომ გამკეთებელი ვარ,ამიტომ ჯობია გამომყვე.
---არ ვიცი,ვერ გავრისკავ.მაინც უარზე იყო მიშო და ვერ ბედავდა დათანხმებოდა ამ სულელურ იდეაზე თინის.
---ამდენ ფიქრს,უმჯობესია დაცვასთან მოაგვარო საქმე და სხვა მე მომანდე.
---რა ვქნათ ძია.ვახოს გადახედა მიშომ რომელიც ჩააფიქრებული იჯდა და მის თავში აანალიზებდა თინის ნათქვამ თვითეულ სივტყვას.შემდეგ თინის შეხედა,ხელზე ხელი დაადო და ჩვეული თბილი ხმით უთხრა.
---თინათინ შვილო,ეს ძალიან ძნელი და რთული საქმეა.თან ვფიქრობ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე.
---ძია ვახო,ვიცი რასაც ვაკეთებ,ძალიან გთხოვ მომეცი საშუალება მეც გავაკეთო რაღაც თქვენთვის.მე მაინც წავალ და ამიტომ უმჯობესია ნუ ვიკამათებთ.
---რა ვთქვა,უფალი თქვენსკენ.
---არაფერი არ თქვა ძია ვახო და შენ კი.მიუბრუნდა მიშოს.გაარკვიე დაცვაში ვინ იქნება და სხვა ჩემზე იყოს.მიშომ უცქირა თინის და შემდეგ ვითომ სერიოზულად,მაგრამ ღაწვებზე შეპარული ღიმილით უთხრა.
---უკვე მაშინებ და იმ აზრამდე ნუ დამიყვან,რომ გადაგიყვარო.ვახოს თვალი ჩაუკრა თინის შეუმჩნევლად.
---რას იზამ?მიუბრუნდა თინი მოსმენილისგან გაოცებული და თვალებგაფართოებული.შემდეგ თვალები მოპწკურა და გაბრაზებულმა უთხრა.-შენ თუ გგონია გამოგეკიდები,როგორ სცდები ყმაწვილო?შენ ვერც კი წარმოიდგენ,როგორ ადვილად შემიძლია მოგიხურო ცხვირის წინ კარები.გესმის რა მითხრა?ჰმ,გადაგიყვარებო.უთხრა ვახოს.შემდეგ ისევ გახედა მიშოს რომელსაც თავი ჩაეხარა და ჩუმად იცინოდა თინის ანთებულ თვალებს რომ შეხედა.თინომ კი წარბები დაძგიბა და მკაცრი ხმით უთხრა.
---ეს საქმე მოვაგვაროთ და შემდეგ ვისაუბროთ ამ თემაზე,ბატონო მიხეილ..ახლა კი თქვენი ნებართვით დაგტოვებთ.ბოდიშის მოხდით წამოდგა და გაგულისებულმა გაეცალა იქაურობას.ვახომ შეხედა მიშოს და ჩუმად უთხრა.
---როგორ მეცოდები საცოდავო,არც კი იცი რა გელის.
---გაუძლებ ძია.უთხრა ღიმილით მიშომ.თინო კი თავის ოთახში ავიდა და ბუზღუნით გადი-გამოდიდა,ვერ მოენელებინა ის ერთი სიტყვა, ,,გადაგიყვარებო''.შენ რა გგონია შეყვარება თუ ვიცი,განა მე ვერ გადაგიყვარებ?მე თუ შეგეჩვიე,განა ვერ გადაგეჩვევი?ყველაფერს შევძლებ და მე ვფიქრობ,ძალიან გვიან არ დაფიქრდე შენს უაზროდ ნასროლ სიტყვაზე და არ დაკარგო შენი უაზრობით ის, ვისაც შენად თვლიდი.თორემ ,ვეღარასოდეს დაიბრუნებ მიშიკო ვეღარასოდეს.წლები კი გარბიან და საუკეთესო წლები უკან რჩება,ჩვენს წარსულში.ისინი კი ჩემო ძვირფასო,წლების შემდეგ დაკარგულ წლებად ითვლებიან.
არც ისე ადვილი გამოდგა,ჯიმის ყოფილ კაბინეტში შესვლა.ოთხი დღის ლოდინი დაჭირდათ,სანამ მიშო მის ნაცნობ საბას ნახავდა.ასწავლა გზები თუ როგორ მოხვდებოდა კაბინეტში და თან სასტიკად გააფრთხილა,მხოლოდ ერთი პირობით რომ ის არ იქნებოდა იმ დღეს ცვლაში,თან გააფრთხილა.
---იცოდე მიშო კარებს გააღებ თუ არა,ერთი სხივი პირდაპირ კარებს ურტყამს და სამი ფერი არის ლაზერი შიგნით მწვალე,წითელი და ლურჯი.ხომ გესმის,ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
---მესმის და ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს,არ გიცნობ,არ მიცნობ.აწი ჩვენი საქმეა,შენ რაც იცოდი გააკეთე შენი გასაკეთებელი,ამიერიდან ჩვენი გზები იყოფა მეგობარო.მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ.მიშო სახლში წავიდა და ნანას დაურეკა.
როგორ მომენატრე ელისო სადახარ,დაბრუნდი.შენ აქ ყველა გულით გელოდება საყვარელო,ყველას უყვარხარ და ყველა განიცდის შენს არ ყოფნას ამ სახლში.შენ რომ ასე მწარედ არ გტკენოდა არ წახვიდოდი,არ მოწყდებოდი შენი საყვარელი ადამიანების გულის ნაპირს და შვებას სხვაგან არ დაუწყებდი ძებნას.კმარა თავის ტანჯვა და დაბრუნდი საყვარელო,ერთის დასჯა თუ გადაწყვიტე,ჩვენ რა დაგიშავეთ,შეგვიცოდე და დაბრუნდი გელოდებით ყველა მოუთმენლად.თინი ელისოს საძინებელში შესულიყო და იქ გამეფებულმა მდუმარებამ გული აუჩუყა და ცრემლებად დაიღვარა.ასე ჩურჩულებდა მითვის,რომ მისმა ტელეფონმა შეახსენა თავი.დახედა გაბრაზებულმა და ჩაიდუდღუნა.
---გავახსენდი ყმაწვილს.ჯერ კიდევ არ გადაევლო მისთვის სიბრაზეს და ბრაზიანი ხმით უთხრა.
---რაშია საქმე, ჩემი არსებობა რომ გაგახსენდათ?
---მზის სადარო,თბილო და ტკბილო ჩემო თინათინ ისევ მიბრაზდები?
---მითხარი რა გნებავს,არ მცალია.
---ოხ გასაგებია,ისევ მიბრაზდები.გამოდი რა ჩემთან,სახლში მივდივარ და იქ ვილაპარაკოთ,წყნარად.
---მიბრძანდი და მოვალ.უთხრა წყნარად.ეს უკვე პროგრესი იყო და მიშომ გამარჯვების აღსანიშნავად ჩაიღიმა.
---ძალიან გთხოვ,მხოლოდ ეს მკაცრი როჟა მოიშორე რა აქ მოსვლამდე,არ გიხდება საერთოდ ეს ძალით სიმკაცრე.უთხრა მიშომ და თან სიცილს იკავებდა,რომ არ გასცინებოდა და უფრო არ გაებრაზებინა.
---უფრო რომ მაბრაზებ,ამას ხვდები?
---კარგი,კარგი დღეს მოდი ჩემამდე,გელოდები.უთხრა და გათიშვის შემდეგ ხმამაღლა შეჰყვირა.უკვე ბინასთან იყო მისული,რომ უცხო ნომერი დაფიქსირდა მის ნომერზე და აჩქარებული გულით უპასუხა.
---გისმენთ.
---მიშიკო შენი ნახვა მინდა და რაც შეიძლება ჩქარა.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ელისოს ეხება.იცნო მიშომ საოცრად შეცვლილი ჯიმის ხმა,მაგრამ მაინც იცნო და მოკლედ უთხრა.
---სად და როდის,სად გნახო.ჯიმიმ უითხრა სადაც იყო და საჩქაროდ გაბრუნდა უკან თინის კი მესიჯი მიწერა.თინი უკვე გასასვლელად ემზადებოდა,შეტყობინება რომ მიიღო და წაიკითხა.
---სასწრაფო საქმე გამომიჩნდა,ელისოს ეხება და ჯერ არაფერი არ თქვა.ერთი საათი დამაგვიანდება,მოგვიანებით მოდი აუცილებლად.რომ წამოვალ,მოგწერ და მაშინ წამოდი.
თინი აფორიაქდა და გულში ლოცულობდა,რომ კარგი ამბავი გაეგო,თან არ უნდოდა მისი აფორიაქება რომ შეემჩნიათ და ისევ თავისით მოუხმო გულს სიმშვიდისკენ.მიშიკო კი გადამეტებული სიჩქარით მივიდა დანიშნულ ადგილზე და მის წინ საოცრად შეცვლილი და სულ სხვა ადამიანი იდგა,მხოლოდ სახელიღა შემორჩენოდა იმ ძველი ფიზიკურობისგან.არასოდეს ენახა ასეთი ჯიმი მოუწესრუგებელი,გაუპარსავი და უძილობისგან ძალიან გადაღლილი.უცქირა ერთ დროს მხიარულ და იუმორით სავსე პიროვნებას და მისი მახსოვრობიდან იმ ადამიანის ნახევარიც არ იდგა მის წინ.ამ სამ თვეს ის დაუჯერებლად შეეცვალა,სწორედ ამ ადამიანს ჰქონდა მისთვის მნიშვნელოვანი რამ სათქმელი,მაგრამ თავად დაასწრო.
---ჯიმი თუ შენი ხელი ურევია,ელისოს გაუჩინარებაში...............!
---რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული,რომ ეს მე გავაკეთე მიშიკო.
---ყველას ასე ჰგონია და რაც უფრო დრო გადის,არ მინდა დავიჯერო,მაგრამ რა ვქნა რომ გონება სხვაგან არსად არ მიდის.დღესაც ალბად აქ იმისთვის მომიყვანე თანხაზე შევთანხმდეთ?თქვი,თქვი რამდენი გინდა,მხოლოდ არაფერი არ დაუშავო მას..
---მიშიკო,მიშიკო,მიშიკო.ორი წელი ხომ მაინც ვიცნობდით ერთმანეთს,ნუთუ ამ ორ წელში, საერთოდ ვერ გამიცანი?მე მართლა ვნანობ ჩემს საქციელს,ვნანობ რომ ამ თამაშში გავერიე და ელისოს სული მოვუწამლე,მაგრამ უკვე სინანული გვიან არის,მაინც არავინი არ დამიჯერებს ამ სინანულს,ამიტომ ახლა კარგად მომისმინე.მე შეიძლება ხვალ აღრ ვიყო და იცოდე ელისო ერთ-ერთ კლინიკაში უგრძნობლად წევს,მხოლოდ არ ვიცი სად.
---რააააა?იყვირა მიშიკომ და უნებურად თვალები ცრემლებით აევსო.
---ბევრი დრო არ მაქვს,არ მინდა ვინმემ დამინახოს შენ რომ შეგხვდი და გელაპარაკები,რადგან მე ყველგან დამყვება უკვე ამ საქმით დაინტერესებული ადამიანის ზედმეტი თვალები.ეგონა არ უთვალთვალებდნენ ჯერ-ჯერობით,მაგრამ ჯიმი შეცდა.მას უკვე ორი წყვილი თვალი დიდი ინტერესით უთვალთვალებდა.
---მითხარი ჩქარა ყველაფერი რაც კი იცი,არაფერი დამიმალო.
---ელისოს ჯერ ჩანთა მოპარეს და შემდეგ მანქანით დაეტაკნენ.მაკლერი რომელიც ელისომ აიყვანა,ის გურამიმ მოისყიდა და მას გააკეთებინა ეს ყველაფერი.
---შენ საიდან იცი ეს ყველაფერი.
---სანამ წამოვიდოდი,შემთხვევით მოვუსმინე მის საუბარს და მან არ იცის,მე თუ ვიცი ეს ყველაფერი.ისე მოვიქეცი,ვითომ არაფერი არ გამიგონია და შემდეგ ვეჩხუბე,კომპანიიდანაც იმ დღეს წამოვედი.ვახოს კომპანიის გაკოტრებაც,გურამის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა.მიშო მას ძალიან ბევრი ინფორმატორები ყავს ვახოს გვერდით და ამიტომ ყველაფერი იცის მის შესახებ.
---შენ იცი ვინ არიან ისინი?
---ყველასთან,ყველაფერს ნუ იტყვით.
---შენ იცი ვინც არის და არ მეუბნები,გთხოვ მითხარი და ჩემს კაცობას გეფიცები,შენ არსად არ გამოჩნდები.
---უფრთხილდი,ყველაზე ახლობელს მიშიკო.ყველაზე ახლობელს, ვინც ყოველ დღიურად გვერდში გყავს.
---ვის მითხარი,რომ ფრთხილად ვიყო გთხოვ ჯიმი.
---შაკოს,შაკოს უფრთხილდი და შემდეგ იურისტს და ეკონომისტს.დაცვაც შეცვალეთ სახლშიდავ და კომპანიაშიდაც.ჩემს ყოფილ კაბინეტში,მარცხენა ბოლო უჯრაში დევს სამი ფლეშკა,აი გასაღები მაგრამ იქ შესვლა ძალიან საშიშია არ ვიცი როგორ მოახერხებ,თუ არ იცი ლაზერებში გასვლა.ლაზერის გასათიში კი აი აქ არის,ლაზერის გათიშვა ხმას უშვებს როგორც სიგნაიზაცია და უკვე მალე უნდა გამოხვიდე იქედან.აბა წარმატებები.მიშიკო ის სამი ფლეშკა გეტყვით ყველაფერს ვახოს ფული სად არის და როგორ კოტრდება ნელა-ნელა ის.მიშო გაოგნებული უსმენდა ჯიმის და როგორი მადლობელი იყო ის ამ წუთებში ამ ადამიანის.ისიც კარგად იცოდა,რომამ ინფორმაციის მოცემისთვის მას კარგი დღე არ დაადგებოდა.
---ჯიმი მადლობა,უღრმესი მადლობა.
---არაფერია აქ სამადლობელი,იმედია აქ არ დასრულდება ჩვენი შეხვედრა,მაგრამ დაიმახსოვრე ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს.მიხვდა მიშო ეს სიტყვები რასაც ნიშნავდა და უხმოდ გამობრუნდა იმ ადგილიდან.ჯიმიმ სიმსუბუქე იგრძნო,თითქოს გული გაინთავისუფლა მძიმე დარდებისგან,მიშოს წასვლის შემდეგ იქვე ბაღში დაჯდა და სახე მზეს მიუშვირა
---რაც შენ წახვედი,ყოველი დღე ჩემთვის უფერული გახდა ელისო.მე რომ შენთვის თავიდანვე მეთქვა ყველაფერი და ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა ჩემი განცდები,დარწმუნებული ვარ არ დაგკარგავდი.რაც უფრო ღრმად შევდიოდი შენს სიყვარულში,მით უფრო ძალიან მტკიოდა ეს განწირული გრძნობა.შენ მართალი თქვი იმ დღეს,მე მართლა გადავიქეცი სიყვარულის მათხოვრად,შენი სიყვარულის მათხოვრად ელისო.მე შენ მართლა წრფელი გულით შემიყვარდი და სანამ ვიცოცხლებ,შენ იქნები მხოლოდ ჩემს გულში..მართალია,მხოლოდ სითბოს რაოდენობა განსაზღვრავს ადამიანებთან ურთიერთობის ხანგრძლივობას,მე კი ეს გრძნობა კი არ დავახანგრძლივე,მალევე ვმოვკვეთე ჩემგან.ძნელია უშენობა ,ძალიან ძნელი.ჯიმი თითქოს შეგუებული იყო მის ცხოვრებას,ის ყოველ დღე,ყოველ ფეხის ნაბიჯზე ელოდა სიკვდილს,მხოლოდ არ იცოდა ეს სად და როგორ მოხდებოდა.არც შეშინებულა,ელოდა მაგრამ მაინც განაგრძობდა ცხოვრებას ჩვეული დინჯი ნაბიჯებით.რადგან მოასწრო და მიშიკოს ყველაფერი უთხრა,უკვე ლაღად უღიმოდა მის სახეზე მოთამაშე მზის სხივებს.მიშიკო კი ამ დროს დიდი სიჩქარით მიდიოდა თინისთან შესახვედრად.

---თინი მე მალე ვიქნები სახლში და გელოდები.სახლში შესვლამდე მიწერა შეტყობინება და კარების დაკეტვასთან ერთად რაღაც მძიმე მოხვდა თავში და უგრძნობლად,გათიშული დაეცა იატაკზე.
ნელა-ნელა თვალებში ბურუსი იწმინდება და ხედავს მის წინ მდგარ სამ უცხო პიროვნებას,ერთი კი კარებთან დგას და ნიღაბი უფარავს სახეს.ისევ დახუჭა თვალები და გაახსენდა,რომ სულ მალე თინი უნდა მოვიდეს.გულში დაიწყო ლოცვა,რომ რამემ შეაჩეროს,რომ ჯერ არ მოვიდეს.შენ რომ იცოდე როგორი სიცარიელეა,როცა შენ არ ხარ,არ ინდომებდი სიშორეს. შენ რომ იცოდე როგორ წვიმს,როცა შენ არ ხარ, არ წახვიდოდი არასდროს.შენ რომ იცოდე როგორ მტკივა როცა შენ არ ხარ,არ დამტოვებდი არასდროს.მაგრამ ახლა არ მოხვიდე,გთხოვ სადმე შეჩერდი და აქ არ მოხვიდე.სკამზე იყო მიბმული,კარებთან მდგარ ნიღბიანს შეხედა და თვალები ეცნო,მაგრამ არ შეიმჩნია,თავში კი ჯიმის ნათქვამი ამოუტივტივდა.,,უფრთხილდი ყველაზე ახლობელს,მიშიკო გესმის?ყველაზე ახლობელს''.ერთმა სკამი დადგა მიშიკოს წინ და უთხრა,სიტყვა-სიტყვით ეთქვა ის,თუ რაზე ესაუბრა ჯიმიმ სულ ცოტა ხნის წინ.არადა არ გათქვა ,ჯიმის ნათქვამი არცერთი სიტყვა და ის სასტიკად აწამეს.ასე ნაწამები და სისხლიანი დააგდეს ბინაში და მიატოვეს.თინომ როგორც კი წაიკითხა შეტყობინება,სახლიდან გამოვიდა და მიშოს დაურეკა,მაგრამ მის ზარს არავინ პასუხობდა.ბედად არავის მოფიქრებია მიშოს ტელეფონი შეემოწმებინა,რადგან დარტმისას ხელიდან გაუვარდა და სად მღეროდა ახლა მხიარულ მელოდიას,ფეხზე რომ ყოფილიყო და შეძლებოდა მიშოს თავადაც ვერ მოძებნიდა.თინო ძალიან აანერვიულა მიშოს უპასუხო ზარებმა და ტაქსის მძღოლს აჩქარებდა,მაგრამ ის დიდ საცობში მოხვდა და ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან ბრუნდებოდა.რას იზამდა,ისევ უნდა დალოდებოდა გზის ცოტა განთავისუფლებას.როგორც იქნა წვალება-წვალებაში მიაღწია მიშოს ბინას,ფული იქვე დაუგდო მძღოლს ხურდასაც არ დაელოდა და ჯერ კიდევ კარგად არ გაჩერებული მანქანიდან გადახტა.სირბილით აიარა კიბეები მერვე სართულზე.ზარი დარეკა,მაგრამ შიგნიდან ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა,არადა მანქანა ძირს,ბინის წინ იდგა.აწრიალდა და რა ექნა არ იცოდა,შემდეგ მეზობლის კარებზე მისცა ზარი და მალე ასაკოვანმა ქლბატონმა გააღო კარები და თბილად გაუღიმა თინის.

---გამარჯობა,გისმენ საყვარელო.თბილად გაუღიმა თინის.

---გამარჯობათ,მიშოსთან ვარ და კარს არ მიღებს.შემთხვევით თქვენთან ზედმეტი გასაღები ხომ არააქვს დატოვილი.
---მადონა მქვია შვილო.გასაღები არა დედა,ჩემთან არ დაუტოვებია.შეწუხებულმა უპასუხა
---შეიძლება თქვენი ვერანდით ვისარგებლო?ისე შევალ სახლში,სხვაგვარად ვერ მოვახერხებ.მადონამ გაკვირვებულმა შეხედა თინის და უთხრა.
---სულ რამოდენიმე წუთის წინ ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა მიშოს ბინიდან,მაგრამ მიშო თავად არ დამინახავს.რამე ცუდი ხომ არ ხდება შვილო,მიშო ამ ბინაში ყველას შვილივით გვიყვარს,ის ჩვენი ყველას პატრონია.თინის გული აუფრიალდა და ცუდად დაუწყო ძგერამ.
---სწორედ ამიტომ უნდა გადავიდე ვერანდაზე,გთხოვთ მომეცით ნება.
---მოდი,მოდი შვილო,თუ შეძლებ.მე აქ დაგელოდები კარებთან.თინიმ ჩანთა იქვე დააგდო და ადვილად მიაგნო ვერანდა,საიდანაც ადვილად გადავიდა მიშოს ვერანდაზე,იქედან კი სახლში შევიდა და ერთი საშინლად დაიღრიალა.



№1 სტუმარი Guest მარია

მადლობააააააა მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამისკდება ახლა გული.მიშოს არაფერი მოუვიდეს რა.ჯიმიც კი მეცოდება სიკვდილისთვის.

შაკო ხო მიშოს მეგობარია,როგორ უღალატა, საზიზღარი ადამიანი ეგ
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი zia-maria

La-Na
გამისკდება ახლა გული.მიშოს არაფერი მოუვიდეს რა.ჯიმიც კი მეცოდება სიკვდილისთვის.

შაკო ხო მიშოს მეგობარია,როგორ უღალატა, საზიზღარი ადამიანი ეგ

ყველაფერი კარგად იქნება, relaxed kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent