შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი (თავი 14 )


28-06-2017, 15:18
ავტორი რუსანა
ნანახია 11 857

ღვედი შეიხსნა და ციკოს გაყვა უკან მართო თინა იჯდა გაუნძრევლად და კანა მინიდან აკვირდებოდა სიტყუაციას .
-ციკო ,გაჩერდიი ,სირბილით მისდევდა უკან თუმცა ერთი სიტყვაც არ გაუგია გოგოს ისე ეცა დეიდაშვილს და შუაში ჩაუდგა მოჩხუბარ მამაკაცებს ,უფრო ყოფილ ქმას გადაეფარა.
-შენ დაიბარე ? დაუყვირა ციკოს ლევანმა ,საიდან იციდა სად ვიყავით და სად მივდიოდით?
-მე უნდა მენახა ,რომ მეთქვა განქორწინება მინდათქო . თავი იმართლა ციკომ და დასისიხლიანებულ ქმას ახედა,რომლისთვისაც აშკარად ახალი ამბავი აღმოჩნდა განქორწინება და გინება დაიწყო .
-ამათ უყურე რა ,შეხედე ამ ორ საცოდავს თავის ბიჭებს მოუბრუნდა -ერთი უტვინო ქალი და მეორე ნაბი*ვარი კაცი . განქორწინება უნდოდა თურმე ,მერამდენედ გინდა და მერამდენედ უნდა დაგალურჯოს ? შეუბრალებელი ქონდა ხმა და სახე.
-მიყვარს ჩემი ცოლი .
-კი როგორ არა,შვილიც გიყვარს და ზედმეტი სიყვარული მოგდის არა მისი ცემა ? ბავშვს როგორ დაარტყი? ისევ დასარტყმელად გაიწია ლევანმა ,როცა მხარში იგრძნო როგორ ჩააფრინდა თხელი ხელები და თავის ჭკუით უკან ექაჩებოდა . ვერ იტანდა როცა აჩერებდნენ ამ წამს სიამივნებით მოიქნევდა გვერდით მის გამჩერებელს რომ არ გაეანალიზებინა რომ ლიზა იჭერდა და შეშინებული დამფრთხალი თვალებით უყურებდა.
-არ გინდა ,თავი გაუქნია -გეხვეწები . თვითონ გაარკვევენ.
-შენ ნუ ერევი . დაუღრინა მასაც თითქოს მის ავტორიტეტს ლახავდაო თუმცა ერთი ნაბიჯით უკან მაინც დაიხია. წინ დაუდგა და ახლა მის მოკუმულ მუჭს ჩაეჭიდა.
-წამოდი , თავისი გულისცემა თვითონვე ესმოდა და ციკოს ჩაწითლებული თვალების დანახვისას უფრო მეტად მოიკრიბა ძალა რომ როგორმე მოეშორებინა მისგან. -გეხვეწები . ბოლოჯერ შეევედრა თოთქოს დარწმუნებულმა რომ მის ნებას დაყვებოდა და არც შემცდარა .
-10 წუთი გაქვთ,იცოდე კიდევ ერთხელ თუ დაუშვებ შეცდომას ჩემი სახელი დაივიწყე . მიაძახა დეიდაშვილს და ლიზას ჩაბღუჯული ხელისგან თავი გაითავისუფლა ცივად აქცია ზურგი და მანქანისკენ წავიდა. ვერ გაიგო უნდა გაყოლოდა თუ არაა ,მაგრამ ვერც აქ დარჩებოდა მარტოს უნდა ელაპარაკათ ამიტომ ისევ არჩია ქმარს მიყოლოდა და ზურგით მდგარ მამაკაცს რიმელიც მანქანს დაყრდნობოდა ცდილობდა როგორმე სუნთქვა დაემშვიდებინა უკან დაუდგა. თავის ხელებს დააშტერდა და ახლაღა შეამჩნია ხელზე შერჩენილი სისხლი. დამფრთხალმა აათვალიერა მამაკაცის ზურგი და ჰაერში გაშალა ხელი ,მხარზე ჩამოადო თითქოს იმდენი ძალა ქონდა რომ თუ გაუძალიანდებოდა შემოაბრუნებდა
-ლევან , თითქმის დაიჩურჩალა.პასუხად დუმილო მიიღო ამიტომ უფრო ახლოს მიწია-ლევან.ისე სწრაფად შემობრუნდა ლევანი მტრედი რომ ფრთხება ადამიანის დანახვისას დახლოვებით ისე ისკუპა უკან
-მეორედ აღარ გაბედო და ჩაერიო ჩემს საქმეში. ისე უელავდა ლამპიონების შუქზე მწვანე თვალები თითქოს მგლის ან კატის თვალი ყოფილიყოს - შეიძლება შენთვისაც რამე დამეშავებინა ,უბრალოდ დარჩი სადაც ხარ და აღარ ჩაერიო გაიგე ?
-გავიგე,ძლივს გასაგონად თქვა და ახლა წინიდან დაათვალიერა ,ყველაფერი რიგზე ქონდა თუმცა ვერ გაიგო საიდან გაჩნდა მის ხელზე სისხლი. ხელი გაშალა და კიდევ ერთხელ დააკვირდა ხომ არ მომეჩვენაო .
-რამე იტკინე ? თვითონაც შენიშნა მისი ხელი და ხელზე წაეპოტინა .
-მე არა ,თავი გაუქნია,გაბედა და თვალი გაუსწორა - შენ მოგდის სისხლი მის ხელს რომელსაც ლიზას ხელი ეჭირა მეორე ხელი დაადო და შეათვალიერა.
-არაფერია , ალბათ რამეს დავარტყი . დააწია თითქმის გაქცეულ ლიზას და ციკოს გახედა რომელიც ტირილით და ხელებით უხსნიდა რაღაცას ქმარს .
-მოვედი . ამოისუნთქა გულამოვარდნილმა და წყლის ბოთლს თავი მოხსნა ,რაც ნიშანიბიყო რომ ახლა ხელი უნდა გაეშალა ლევანს .მორჩილად გაშალა ხელის მტევანი და ინტერესით დაკვირდა ცოლს ,რომელიც მთელი სერიოზულობით ასხავდა წყალს და ნახევარს ზედ იწუწებდა.
-სველდები ,სულელო სველდებიიი . წამში გადაუარა სიბრაზემ და მიხვდა როგორ დამამშვიდებელივით მოქმედებდა მასზე ლიზა.
-არაუშავს , სპირტი ვერ ვიპოვე გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა და ხელი შეუმშრალა.
-დემნა განაგებს მასეთ რაღააცეებს . გახსენდა დემნა რომელიც არანაკლებ დამამშვიდებელი იყო მისთვის და კი შეეტყო მისი არ ყოფნა ,ალბათ არც კი მისცემდა ჩხუბის უფლებას აქ რომ ყოფილიყო .
-იმდენჯერ დაგვჭირდა პირველადი დახმარება მემგინი დავაცარიელეთ ყველაფერი. გაეღიმა ლიზას.
-კარგი მეყოფა აღარ მისცა შეხვევის უფლება და საათს დახედა .-გავიდა ხუთი წუთი გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და წასასვლელად მოემზადა და წავიდოდა კიდეც ისევ რომ არ შეეჩერებინა .
-აცადე ცოტახანს .
-საკმარისი დრო ქონდათ .
- გაჩერდი ადამიანო ,გაჩერდი არ გაქვს ამდენის უფლება . ხომ ამოიყარე შენი ჯავრები ? ხო და აცადე ახლა ვახ. ამოიბუზღუნა და მანქანის კარები გაუღო , ხელის მოძრაობით ანიშნა ჩაჯექიო.
-მეჩვენება თუ მიბრძანებ ? წარბი აწია .
-გეჩვენება ,გთხივთ დაბრძანდით ბატონო ლევან . -მეტი რაღა გინდა კარებიც კი გაგიღე . სცადა ყურადღება გადაეტანინებინა .
-მაშინ ჯერ შენ . ბავშვურად გამოუვიდა ლევანს .სწრაფად შეხტა მანქანაში და დაელოდა როდის მოუჯდებოდა გვერდით. ოხვრით ჩაჯდა და მანქანის დახურულ კარს ხელი ჩამოადო.
-თუ ასე ძალიან ჩაერევი ,მერე შენ დაგაბრალებენ რომ დაშორება აიძულე . ჭკუის სწავლება გამოუვიდა.
-და რა უნდა ვქნა ვუყურო როგორ ურტყამს 2 წლის შვილს ? კაი ციკო დებილია , თავისი არჩევანა მასეთი კაცის გვერდით ყოფნა ,მაგრამ ბავშვი ?
-არც ციკოა დებილი , მაგრამ უყვარს .
-და სიყვარული გამართლება ? გამომცდელად მიაჩერდა
-არა ,არაა მაგრამ რიცა გიყვარს სწრაფად გავიწყებს ყველა ნაკლს . ერთი თბილი გაღიმება და მზად ხარ ყველაფერი აპატიო. არ ვიცი იქნებ ამიტომ პატიობს ? განა უნდა მაგრამ ვერც თავს უხერხებს ალბათ ვერაფერს. ადვილი არაა დაამთავრო და წერტილი დასვა თუ შენს გულშია . გამიცდილი ქალივით ალაპარაკდა .
- ანუბთუ გიყვარს ,შეიძლება ყ ელაფერი აპაატიო? ფიქრებით ისევ დათოს. და ლიზას ურთიერთობასთან მივიდა და ეჭვმა დაუწღო ღრღნა რომ თუ ასე ფიქრობდა ხომ შეიძლება მასაც ეპატიებინა ?
- არა , კი არ ვიცი აიქნია ხელი . ალბათ თუ გიყავრს ყველაფერს აპატიებ.
-ანუ რომ გყვარებოდ მეც მაპატიებდი? ჩაეცინა თავისთვის რომ ვერ დასვა კითხა პირდაპირ მის ყოფილზე.
-რომ მყვარებოდი არ დაგჭირდებოდა ჩემზე… ძალის გამოყენებაო უნდა ეთქვა მაგრამ ძალუთ დააბა ?
-და ხომ გიყვარდა პატიობ თუ ვერა ? მივიდა სასურველ თემამდეც
- ალბათ. მხრები აიჩეჩა -მაგრამ ვერა ვერ ვაპატიებ მტკიცედ თქვა .
-ეგ იმიტომ რომ შენს ასაკში მილიონი უყვართ. დაცინვასავით გამოუვიდა თუმცა პასუხით ნამდვილად კმაყოფილი იყო .
- შენ ეხლაც მილიონი გიყვარს ან პირიქით მილიონები . არ დარჩა ვალში.
- ან იქნებ ორივე ? გაეცინა
-შეიძლება . რას არკვევენ ამდენს ? საუბრის გადატანა სცადა და უკან გაიხედა.
- მოვალ. კარი გააღო ლევანმა.
-შენ არა ,წამოიყვირა -მე ,მე მოვიყვან. იმის შიშით რომ კიდევ ჩხუბს ატეხავდა თავად არჩია წასვლა და სწრაფად გადავიდა .
-ნეტა გამაგებინა რატო გიჯერებ ამდენს ? ჩაილაპარაკა თავისთვის ცარიელ მანქანაში და თვალები დახუჭა. წუთიც არ გაგრძელებულა მისი თვალების დასვენება , რადგან მისი ბიჭებინახმაურდნენ და იქით გაიქცნენ სადაც ცოტახნისწინ ლიზა წავიდა. სწრაფად გაახილა თვალები ,უკან გახედა მანქანის მინას და ერთადერთი რაც გაარჩია ის იყო როგორ წამოაყენეს ძირს დაგდებული ლიზა. არ ახსოვს როგორ გაჩნდა წამში ბუნდოვნად მისწვდა ლიზას ხმა როგორ ლანძღავდა ციკოს ქმარს ლიზა , ხმაც არ ამოუღია ისე კრა ხელი დეიდაშვილს და მის ქმარს ყელში ეცა ძირს დააგდო და ზემოდან მოექცა . ისე ურტყამდა თითქოს საშიშ ცხოველს იგერიებდა და თავისივე დაცვასაც კი უძალანდებოდა რომ ხელი გაეშვებინებინათ . რიგორც იქნა გამოგლიჯეს ხელიდან და შორს გაათრიეს. ცოტა აზრზე რომ მოვიდა უკვე მანქანაში იჯდა და გზაში იყო.-ლიზა ? თვალი მიავლონგზას და უკან მომავალ მანქანას გახედა .
-მანქანაშია , ყველა კარგადაა. დააწყნარეს თუმცა თვალებს ვერაფერს უხერხებდა უკან რომ გაურბოდა . ერთი სული ქონდა მისულიყო იმ წყეულ სახლამდე რომ დაენახა . თითქმის 10 წუთი გაგრძელდა მისი ღელვა . ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადავიდა და დაელოდა როდის გადმოვიდოდნენ გოგოები. დეიდაშვილს შეავლო თვალი და სანამ ციკომ პირი გააღო თვითონვებდაასწრო -შედი სახლში და არ დაამენახო . თინამ ხელმკლავი გამოსდო და სახლისკენ წაიყვანა ცოცხალმკვდარი ციკო .
-ნუღა უყვირიხარ თავის გაჭირვებაც ეყოფა ,ამოიოხრა ლიზამ და როგორც იქნა სასურველი ხმა გაიგო .
- რა მოხდა ? ინტერესით აათვალიერა ოდნავ მოსვრილი გოგო
-არაფერი ,ხელი მკრაა და წავიქეცი ჩვეულებრივად თქვა თითქოს არც არაფერი ყოფილა - მერე შენ მოხვედი და .. მოკლედ კაი ცხოველი ვიღაცაა რა ,მაგას არც ცოლინუნდა და არც შვილი.
- უყვარსო არა ? ცალყბად ჩაიცინა ლევანმა
-სიყვარული ბრმააო ხომ იცი შენ . ჩანთა გადაიკიდა და მამაკაცს მიაშტერდა ვერ გადაწყვიტა დამშვიდობებოდა თუ არა ,მაგრამ ენამ თავისით გაასწრო- მადლობა.
-რისთვის ? ჯიბეში ჩაიწყო ხელები და მანქანას აეყუდა .
-აი , იმ პრინციპით რომ მოქმედებ შენს გარდა რომ არავის შეუძლია გამამწაროს . ბოლომდე არ უნდოდა დაეთბო სიტყუაცია .
-არაფერს .
-საშინელი დღე იყო . ჩაილაპარაკა თავისთვის და სახლისკენ წავიდა .
-არ მემშვიდობები ?
-არა ,კეკლუცად მოაძახა კარიდან . დაელოდა სანამ არ შევიდა და დაცვას მოუბრუნდა
-აქ დარჩით , საჭესთან თავად დავჯდები .
-ბატონმა დემნამ გვითხრა რომ ..
-მინდა რომ აქ დარჩეთ ,ამდენადაც მახსოვს დემნას უფროსი მე ვარ . მკაცრი იყო და ბევრი არც შეწინააღმდეგებიან . იმდენი ხანია მარტოს არ უვლია ღამე რამოდენიმე წრე დაარტყა ქალაქს ყურადღებით ათვალიერებდა განაებულ და ჩაბნელებულ ქუჩებს ,ზოგან რომ ჩქეფდა სიცოცხლე და ზოგიერთ უბანში მხოლოდ უპატრონო ძაღლები რომ დაყიალობდნენ . არ უნდოდა ეფიქრა მაგრამ თავად მოდიოდა მასზე ფიქრები და არც უბრძოლია რომ მოეშორებინა ,სხვა საფიქრალი მაინც არ ქონდა ,ერთადერთი რაც ადარდებდა ის იყო რომ თავის ვნებას გადააყოლა ამ გოგოსთან თავის შანსები. სულ ცოტა ,სულ ოდნავი მოთმინება რომ გამოეჩინა , ჩვეული მომხიბვლელობა და ოდნავი სიმკაცრე ალბათ თავად ჩაადნებოდა ეს გოგო მკლავებში . არც ის იქნებოდა გამონაკლისი ,მითუმეტეს მის ასაკში . ხომ ორმაგად ისიამოვნებდა რომ მოეცადა ? თავისივე ნებით დაისაკუთრებდა და თვითონვე მისცემდა უფლებას რომ მისი პირველი ყოფილიყო ? მაგრამ რას გაიგებ ? დაათოც უყვარდა და რატომ არ მისცა მას უფლება ? არასდროს უყვარდა ქალებთან სირთუულები ,ყოველთვის ყველაფერი მარტივი იყო მისთვის ,მაგრამ ამ გოგოსთან ასე დაძაბულ ურთიერთობასაც ხიბლი და აზარტი ქონდა და რაც მთავარია დღევანდელი საღამო ნაკლებად დაძაბული იყო გუშინდელთან და დილანდელთან შედარებით. რა უნდა მოუხერხოს მის ჩამოუყალიბებელ ხასიათს არ იცის მაგრამ ამ საღამოს მის ხელზე მზრუნველბით რომ ვე აიწევდა “მარკებს “ მის თვალში კარგად ესმოდა. ან რატომ უნდოდა რომ კარგი გამოჩენილიყო ? ფუქრიდან დემნას სილუეტმა გამოარკვია პარკინგზე რომ ასვეტილიყო და ხელგადაჯვარედინებული ელოდებოდა.
-ეხლა მომხვდება ? კარგ ხასიათზე იყო თითქოს ერთი საათის წინ მან არ იჩხუბა .
-არა , თავისდროზე უნდა მიგხვედროდა ,ტუტუცი 16 წლის ბიჭივით რომ იქცევი ხვდები მაინც ? ვინ სცემე გამაგებინე .
-მოგახსენეს ?
-ხო და თანაც მარტო რომ დაყიალობ ვატარებთ თუ რას ვშვებით?
-ჩემს ცოლს ხელი კრა და იმიტომ ვცემე რაც შეეხება სიმარტოვეს ლიზას სახლთან დავტოვე ისენი და ხვალიდან მიხედე იმის დაცვის ამბავს .
-ანუ ყველაფერი შენი ცლის გამო გაკეთე ? ეჭვნარევი მზერა მიაპყრო .
-აჰაამ ,თითქმის .
-და აღარ აპირებ გამოთვრე და სისულელები აკეთო ?
-არა .
-მაშინ ხშირად იარე შენ ცოლთან ,მემგონი გონებას გინათებს . წავედი მე .
-შევრიგდით ?
-არა .
-მეც მიყვაარხაააარ. მიაძახა ქალის ხმით დ ემნას დაძრულ მანქანას და გაიცინა .
აც მეორე დღეს იყო ცუდ ხასიათზე თუმცა ჩვეული სახე არ მოუშორებია .ჩვეული პინქტულურიბით მიართვა ყავა მარიამმა და თავისთავის გაუკვირდა გულგრილი რომ დარჩა ამ გოგოს გარეგნობით. ნერვიც კი არ გატოკებია მისი მოკლე კაბის დანახვისას,მიუხედავად იმისა ,რომ მხოლოდ გარეგნობის გამო ამუშავებდა ამ გოგოს .
-20 წუთი დააგვიანე დემნა. დემონსტრაციულად ახედა საათს და შემოსულ დემნას საყვედური მიაგება .
- შენი ნერვები არ მაქვს . ამოიღრინა
-რა მოხდა ? იშვიათად ხედავდა დემნას ასეთ ხასიათზე,ისიც მაშინ როცა ცოლთან უსიამოვნება ქონდა ,მაგრამ რაც ერთმანეთს დაშორდნენ არ უნახავს ასეთ დღეში.მიუხედავად იმისა რომ დემნას უყვარდა ,მაინც დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს თუმცა ვერ იგებდა რაში მდგომარეობდა ამ წყვილის პრობლემა .
-ოფიციალურად ვაწერთ ხელს განქორწინებას .
-და რამ გაგაბრაზა? ხომ იცოდი რომ ადრე თუ გვიან მოგიწევდა ?
-ხო მაგრამ ,მაინც ცუდ ხასიათზე ვარ. ნეტა რა დაქორქინება მოგინდა .
- მაინც ვერ გავიგე რატომ შორდებით ?
-რავიცი . ვერც მე გავიგე და იდიოტი ვარ მაინც რომ მიყვარს ,გეფიცები თუ გავიგე რომ სხვა ვინმე ყავს ძვლებში დავამტვრევ ორივეს.
-და თავისუფალია უკვე ეყოლება აბა ისე ხო არ დაბერდება?
-ნუ გამომიხვედი კეთილი ბიძია . შენ ჩემზე უარესს იზამდი და მოდი გაჩუმდი.
-მე უარესს ვერ ვიზამ იმიტომ რომ ჩემი განქორწინების ამბავი იდიაშიც არ არსებობს .
-და აბა ასე დააბერებ ? იგივე ტონით დასცინა დემნამ როგორითაც ცოტახნის წინ.
-ვინ თქვა რომ ასე დავაბარებ ? კარგი ცოლები და საყვარლები მერე ,რა ხდება ახალ სასტუმროზე ? როდის ვხსნით ?
-მე რას მეკითხები ? შენი დაცვის უფროსი ვარ .
-აუუ აუუუ რა ფეხზე ხა ამდგარი. დაიჯღანა ლევანი .
-დაურეკე შენს თანამშრმლებს ,იქნებ ხანდახან ოფისსშიც შეგეარა და გეცოდინება .-ამ კოშკიდან ტრ**ს რომ არ ყოფ ?
- დემნააა ? იქნებ დაგესვენა ? წარბი აწია ლევანმა და სცადა არ აყოლოდა
-არ მინდა დასვენება.
-არ გინდა ნუ გინდა ,არ გეკამათები . ხელები აწია ჰაერში -ისე შენ უფრო მუშაობა გჭირდება და ბარემ იქნებ გამირკვიო როდის ვხსნით ? თვალი ეშმაკურად მოჭუტაა.
-გაგირკვევ ჰო გაგირკვევ ,ჯერ შენი ცოლის დაცვას უნდა მივხედო .
-სიმპატიურები ,ჭკვიანები და ახალგაზრდები არ გვჭირდება ხომ იცი ?
-ავადმყოფო . აბა ბებრები როგორ დაიცავენ ერთი ამიხსენი .
- არ ვიცი რამე მოიფიქრე .. მხრები აიჩეჩა ლევანმა .
-შენ რა მართლა არ ხუმრობ ?
-რას მატყობბხუმრობისას ,მინდა ეხლა მე ჩემზე გაბრაზებული გავარდეს და თავისისვე დაცვას ჩაუგორდეს ლოგინში ?
-ფუ რა ამაზრზენი ხარ .
-წადი წადი და გამირკვიე რა ხდება იმ სასტუმროზე. სასტუმროს დარდი სულ არ ქონდა,მაგრამ ცდილობდა ყურადღება სამუშაოზე გადაეტანა . დიდი ხალისით გადაშალა მაგიდაზე მიყრილი საბუთები ,მის ოთახში თითქმის დაუკაკუნებლად რომ შემოვარდა ლიზა სახეში ფურცლები მიაყარა და აფთარივით მიაჩერდა .-რა ხდება ? ინტერესით მოკიდა ხელი ფურცლებს და სახე არ შეუცვლია ისევ ისე დააბრუნა მაგიდაზე.
-რატომ მაქვს აკადემიური ? ან როგორ მოახერხე შუასასწავლო წელში აკადემიურის გაკეთება ?
-კარგად .
-შენ ვინ გდიხარ რომ წყვიტავ გავაგრძელებ თუ არააა სწავლას ? ხელებს ურტყავდა მაგიდას .
-შეიძლება ფრჩხილები მოიტეხო . არ ეშვებოდა ირონიას .
-უყურე რომ დამცინის კიდეც აფეისტი ,ხომ მიმტკიცებდა კიდეც რომ უნდა მესწავლა და ცხოვება გამეგრძელებინა .
-ხო სხვა პროფესიას შეგიძლია აირჩიო . მშვიდად უსმენდა მის კივილს .
-შენ ვინ ხარ ერთი გამაგებინე ? ვინ ხარ რომ ხელებს აფათაურებ ჩემს ცხოვრებაში. ისე იქცევი როგორც გინდა თითქოს ღმერთი იყო . ყელში ამოხვედი ,არაა ყელზე ზემოთ . არც უფიქრია მაგიდისთვის შემოეარა პირდაპირ მაგიდაზე ახტა კატასავით და სახეში მოუქნია ხელები.
-გაჩერდი ,გეყოფათქო მორჩილად იგერიებდა მის მუშტებს სანამ მოთმინების ფიალა არ აევსო სწრაფად წამოხტა სავარძლიდან და ერთი ხელის მოძრაობით დაიჭირა და მაგიდაზევე მოუწია მისი დაკავება .მაგრად გაუჭირა ორივე ხელი და გამწარებული დააჩერდა აფთარივით ველურ ლიზას რომელიც ისეთი ძალით აწცებოდა ფეხებით ვერც კი იგებდა საიდან ქონდა 50 კგ გოგოს ამდენი ძალა .
-როგორ მეზიზღები ,როგორ მძულხარ ,როგორ მინდა რომ ვინმემ მოგკლას და გეფიცები შენს დაკრძალვაზე წითელი კაბით მივალ და იმდენს ვიცინებ გულს დავიღლი.
-იმ უნივერსტეტში ვერ ივლი სადააც შენი რომეო დადის შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ ?
-შენ რა გაგიჟდი იმის გამო რომ შენ ეჭვიანობ მე სწავლა უნდა შევწყვიტო ? ავადმყოფო ადამიანს შეგიძლია ცხოვრება დაუნგრიო შენი ავადმყოფური ეჭვების გამო .
-არა სხვაგან უნდა ისწავლო .
- მაგასაც ვნახავთ ,გამოსცრა კბილებში ლიზამ -და თუ ვინმესთან შხვედრა მინდა დამიჯერე შენ კი არაა მამაზეციერიც ვერ გამაჩერებს .
-ხო მე მამაზეციერივით მოწყალე არ ვარ . მაგრად შეანჯღრია ხის მაგიდაზე ისედაც გაკრული გოგო. იგრძნო როგორ მიენარცხა მისი ხერხემალი ხმელ მასალას და სახე დაეღრიცა ,სიმწისგან ცრემლები წამოსცვივდა.
-ცხოველო ამოიხრიალა და ერთიანად მოადუნა დაჭიმული სხეული. მიხვდა როგორ მოდუნდა მის ხელებში მოქცეული მაჯები და ინტერესით დააკვირდა სწრაფად შეუშვა ხელები.
-რა მოხდა?
-არაფერი. სწრაფად გასწორდა და მაგიდიდან ჩამოხტა.-რა მოხდა? შენთვის არაფერი მარა ის ხდება რომ ყოველ შენს ნახვაზე ვრწმუნდები რა დონის ნაგავი ხარ. ცოტა ეჭვიც კი შემეპარა რომ ცოტა სხვანაირი ხარ მაგრამ როგორ ვიფიქრე ? როგორ ვიფიქრე რომ შეიძლებოდა ? კუთხეში მდგარ მაგიდაზე შემოწყობილ სასმელებს ხელი მოუსვა და იატაკზე მოისროლა -ამ სასმელებით აღნიშნავ ხოლმე გამარჯვებებს ? ამით დალიე რცა მამაჩემის რესტორანი დაწვი ? როცა ჩემზე იქორწინე ? როცა ათასი სისაძაგლე გამიკეთე ? რას გრძნობდი გიხაროდა ? მიდი მითხარი როგორია ყველას და ყველაფერს რომ განაგებ ? ზემოდან რომ გადმოყურებ და აამიანები არაფრად გიღირს , ყველაფერი თამაშია შენთვის ? ვითამაშოთ მმოდი ვითამაშოთ ..
-ნუ ბოდავ,მოდი აქ და დამშვიდდი.
-არ შემეხო ,გეფიცები თუ კიდევ ერთხელ შემეხები როდესმე ,მოგკლავ არ ვიცი როგორ მაგრამ მაინც მოგკლავ.
- მომკალი ოღონდ დაჯექი. ლიზას შეშლილი სახით შეშფოთებული ლევანი ცდილობდა როგორმე დაესვა რომ წყალი მიეწოდებინა . დემნამ შემოაღო კარი და გაშეშდა სწრაფად შებრუნდა უკან
-არ წახვიდე დემნა ,მოდი მოდი ხელით ანიშნა ლიზამ .-ახლახანს ვეუბნებოდი შენს უფროს თუ როგორი კარგია როცა უფროსი ხარ და დამეთანხმა . მითხარი ადვილია იმუშავო ასეთ ,აი ასეთ .. არც კი ვიცი რა ვუწოდო . როგორბუძლებს გამუდმებით ზემოდან რომ დაგყურებს ? არაა არ მითხრა რიმ მეგიბრები ხართ ? აბა დაჭირდეს ისე დაგგლიჯავს კბილებით ..
-ზედმეტი მოგდის ხმა ჩაეხრინწა უკვე ლევანს
-არ გსიამოვნებს ? მიდი გაბედე დემნა თქვი თქვი რა ჯაძიალა და გაიძვერაა..
-არაფრის თქმას არ ვაპირებ არც თქვენს ოჯახურ პრობლემებში ვაპირებ ჩარევას ,ზეგ ვხსნით სასტუმროს. მოკლედ თქვა და კარი გაიჯახუნა .
-სასტუმროა ხსნი რა გენაღვლება აიწყვე ცხივრევა არა ? ამას ცხოვრებას ეძახი ? მარტო იმას ვთხოვ რომ როცა დაბერდები ცალი თვალით დამანახა შენი სახე როცა შენ ცხოვრებას გახედავ და სიმწრისგან ტუჩებს ისე მოიკვნეტ პირი სისხლით აგევსება . -ცოლი არ გჭირდება ზეგ სასტუმროს გახსნაზე ? გჭიდება აბა რა ვის ყავს ცოლი შენისთანა არა ? მართალია ერთადერთია რაშიც გეთანხმები მაგრამ რატომ არ მომტყდა ხელი ის წყეული კარი რომ გაგიღე ? შენისთანებს კარს კი არ უღებენ უკეტავენ ,ან ან რატომ ისე არ გადავჭერი ის ვენა რომ სამუდამოდ დამესვენა ერთი თვე ხომ მაინც იჭორავებდნენ რა ნაბი**არია ცოლმა თავი მოიკლაო. დემონსტრაციულად შებრუნდა და კარისკენ წავიდა .
-მოდი აქ ,დაუღრიალა ლევანმა ,რომლის გინებაც ჯერ კიდევ იმას ხარშავდა რეები ქნა და უთხრა. -არ გაბედო და არ გახვიდე თორე განანებ .გაღებული კაიდან შემობრუნდა საყვარლად გაუღიმა და მომღიმარი სახითვე აუწია შუათითი მერე ხელი გაშალა და დამშვიდობების ნიშნად დაუქნია . ლიფტისკენ ელვის სისწრაფით დაიძრა რადგან ზუსტად იცოდა გამოყვებოდა კმაყოფილი შევარდა კარი თითქმის მიიხურა ხელი რომ შეყო ლევანმა და კარი გააღო . ისეთი თვალებით უყურებდა თითქქოს მზად იყო მოეკლა და ლიფტში შევიდა გააშეშა და ლიფტის ღილაკის დაჭერისას თითქოს დროც გაჩერდაა ლიზას სუნთქვაც და გულის ცემაც . ისედაც კედელს აკრობილს ყელში წვდა და უფრო მეტად ააკრო.
-რატომ არ გეშინია ? როგორ მიგყავარ იმ ზომამდე რომ მაგიჟებ და არ გეშინია რომ ტყავს გაგაცლი.
-იმაზე მეტს ვეღარაფერს მიზამ რაც გამიკეთე. რაღა დაგრჩა ჩემს საწამებლად ?
-შემიძლია იგივე გავიმეორო და უარესად თუ არა იგივენაირად დაგტანჯავ.
-მართლა? გაჭირვებით მოახერხა ჩაცინება ყელში წაჭერილი ხელის გამო . -მიდი ,შენ გგონია მადარდებს ? რამეს ვიგრძნობ ? უბრალოდ გავთიშავ გონებას და მეორე დღეს ისევ შენ იქნები მოძალადე . მიდი ,მიდი გააკეთე ,გინდა დაგეხმარო ? სწრაფად შეიხსნა პერანგის ღილები .
- რას აკეთებ ,ნერწყვი გაადაგორა და თვალი აარიდა მისი ხელების მოძრაობას .
-რაც გინდა იმას ,შენ ხომ მარტო ეგ გინდა ? ავხორცი კაცი ხარ ხო და საკვებს ვაძლევ შენს დამპალ სულს .
-გაჩერდი ,გაჩერდი ხელებში წვდა და თითქმის შუაგზაში შეაჩერა თორემ ბოლომდე შეიხსნიდა .თავადვე შეუკრა ღილები თითქმის ბოლომდე და კარს აეკრო - იცი ,როგორ მინდა მოგკლა? ისევ ნერწყვი გადაყლაპა და ამღვრეული მზერა შეავლი -ჯერ მარტო იმიტომ რომ ასეთი თავხედი ხარ ,მერე უპრინციპო და ან ზედმეტად პრინციპული და ყველაზე მეტად იმიომ მინდა რომ სახეში მახლი მეზიზღებიო და ტუჩები რომლითაც ამას მეუბნები საკოცნელად მიწვევენ . არ ვიცი რა მიშვები მაგრამ წამში შემიძლია დავხუჭო თვალები ველა შენს გამოხტომაზე როცა აი ესეთი სახით მიყურებ როგორც ახლა ,სატილად გამზადებული და სახეზე ძლიერქალნიღაბ აკრული სახით. პირველი ხარ ვინც ასე მაგიჟებს , მომწონხარ იქნებ მიყვარხარ კიდეც მაგრამ მიმიფურთხებია ჩემი გრძნობებისთვის როცა შენ ასეთი ხარ , ამ დროს ვხვდები რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევ თუ შენს ადგილს არ მოგიჩენ და ჩემი შენდამი გრძნობა სახრჩობელად მექცევა.
-დაე დაიხრჩე ,ოღონდ დაიტანჯე და ჯანდაბაში წასულხარ შენი მოწონებებიანად მგონი გიყვარვარ? რა იცი რა არის შენ სიყვარული ჩემან გატარებული ღამე გგონია სიყვარული ? შენ კი არა მე მივაფურთხებ შენს გრძნობებს თუ საერთოდ გაქვს .
-შეხედე როგორი ცივი სული გაქვს ,ცალყბად ჩაეცინა ლევანს . არდა ანგელოზის ხმა ,სახე ,მიმიკები ნებისმიერს დაარწმუნებ რომ ფრთიანი ხარ. მხოლოდ სხეული გაქვს ცხელი . წელში ჩააფრინდა და ახლოს მოიზიდა ,კარგახანს უხახუნა ტუჩზე ტუჩი და ბოლოს კარგად შეეხო , ისე კოცნიდა თითქოს ბოლო იყო და ვერ ელეოდა ,გული ყელში ქონდა მობჯენილი როგორც პატარა ბიჭს პირველკოცნას რომ უგებს გემოს და ვერაფრით მოშორდა სატანჯველად ქცეულ ტუჩებს თან რომ ათრობდა და თან რომ წვავდა. მიხვდა თუ არ გაჩერდებოდა ბოლომდე დაკარგავდა თავმოყვარეობას და ისევ მოძალადეს სახელს დაიმსახურებდა ამიტომ ძალა მოიკრიბა და მოშორდა მის სხეულს . სუნთქვა აჩქარებული ისევ კარს აეყრდნო და თვალები დახუჭა მძიმედ გაახილა და ღრამდ ჩაისუნთქა ,სხეული დაიწყნარა ხმა დაიმშვიდა -არ დამენახო , სადაც მე ვიქნები მინდა რომ იქიდან გაქრე თუ არ გინდა რომ რამე ისეთი ვქნა რაც ორივეს ძალიან ძალიან დაგვაზარალებს ,მინდა რომ საერთოდ გაქრე ჩემი არსებობიდან და არ მაინტერესებს არაფერი . არ მინდა რამე საერთო გქონდეს ჩემთან და..
-ძალიან კარგი ,ტუჩებზე გაისვა ხელი თითქოს ჭუჭყს იშორებსო თუმცა გულის სიღრმეში ნემსებივით ჩხვლიტავდნენ ლევანის სიტყვები -მეც მაგ აზრზე ვარ .მე ჩემთვის შენ შენთვის ჩემი და შენი ურთიერთობა ყველაზე დიდი შეცდომააა დედამიწაზე და სწორედაც რომ ნამდვილად ეგ მინდა სამუდამოდ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან . ლიფტის ღილაკს სწრაფად და ძლიერად მიაჭირა და ისე ჩავიდნენ ქვემოთ არცერთს დაუხრია თვალები . - მარტო იმის იმედი მაქვს რომ ერთ დღეს გნახავ როდის იდგები მუხლებზე და ხორცებს დაიგლიჯავ . დაისისინა და ისე ჩაუარა სახე არ შეუცვლია სასტუმროდან გადიოდა როცა კარგად მიხვდა რეები უთხრა ,უყვარს? როგორ შეიძლება ლევანს ვინმე უყვარდეს და მითუმეტეს მისნაირი ? თუ უყვარს როგორ შეუძლია ასე მოიექცეს ? ან თავად რატომ ნერვიულობდა ? კანკალმა აიტანა და ხარბად შეისუნთქა ჰაერი , მანქანასთან მისული უკან მობრუნდა და მძღოლს თითქმის მუდარით შეხედა -ფეხით წავალ პასუხს არც დალოდებია ისე გაუყვა გზას და იმის მაგივრად დაწყნაებულიყო უფროდაუფრო მეტად იტანდა ემოციები ,უსულო ვარ ? ეკითხებოდა საკუთარ თავს ,რატომ რომ მისნაირი არ მიყვარს ? “საერთოდ რატომ მადარდებს შენი სიტყვები ?” უკან ასვეტილ შენიბას გამოხედა თვალი აავლო . რამდენ ხანს იბოდიალა ფეხით არ დაუთვლია წუთები მაგრამ ის ახსოვს რომ გზაში ნაკავებმა ემოციება , ერთიანად ამოხეთქა და სოფოს კალთაში მოიოხა გული.
კარგახანს იდგა ლუფტიდან გასული ლევანი დერეფანში აყუდებული და უაზროდ მიჩერებოდა კაებებს ,მემგონი ისიც ა ახსოვდა რომელი იყო მისი ოთახის კარი და დემნას რომელიც სიბრალულით უყურებდა ძლივს გასაგინად უთხრა
-უნდა წავიდე დემნა .
-ვერ გავიგე?
-უნდა წავიდე ,აქეან უნდა წავიდე თუ არ წავედი შემჭამს ეს გრძნობა .
-ზეგ სასტუმროს ხსნი სად უნდა წახვიდე .
-არ ვიცი უნდა წავიდე , თუ არ წავედი სადმე მაინც ვნახავ ,როცა ვხედავ ერთიანად მისაკუთრებს და მერე ცდილიბს რომ მომკლას ,შინაგანად მკლავს და როცა ვცდილობ რომ არაფერი დავუშავო თავს ვერ ვაკონტროლებ ,ჩემი მგონია მაგრამ არაა ჩემი და ორი ომი მაქვს მასთან და საკუთარ თავთან . შემიძლია დავისაკუთრო მაგრამ არ მინდა ჩემებურად ჩემი იყოს ,მინდა რომ თვითონ იყოს და თვითონ არ იქნება . როდემდე ვიომებთ ? ალბათ იქამდე სანამ არ მაიძულებს რამე ისეთი ვუქნა რომ სამუდამოდ გავანადგურო მერე საკუთარ დანაშაულის გრძნობას ვერაფერს მოვუხერხებ და ორივე წავაგებთ. უნდა წავიდე დემნა უნდა მოვშორდე ,როგორმე უნდა ამოვიგდო ძარღვებიდან და თავიდან.
-სასტუმროს გახსნის მერე წადი. სწრაფად დაეთანხმა დემნა და დროის მოგება სცადა რადგან იცოდა ხვალ დილას სხვანაირად იფიქრებდა.
-როგორც გინდა , ხელი ჩაიქნია ლევანმა . -ხო უნდა წავიდე ბუტბუტით შევიდა ოთახში და სკამზე დაეხეთქა-უნდა გაგაქრო ,არ მოგცემ უფლებას შიგნიდან მჭამო ,პატარა ლაწირაკო. ბევრი დავაშავე ,მაგრამ ყველაზე მეტი იმ დღეს დავაშავე შენ რომ გნახე . ეჩხუბებოდა თავს და რას არ მისცემდა დროის დაბრნება რომ შეძლებოდა.

-ვუყვარვარ სოფო ? სოფოს კითხა თითქოს მას პასუხი ეცოდინებოდა -როგორ შეიძლება მოვწონდე ან ვუყვარდე ? არ მინდა რომ ასე იყოს.
-და რა გატირებს ,რა ჯობია რომ უყვარხარ ? თავზე ხელს უსვამდა დაბნეულ ლიზას .
-არ მინდა რომ მისნაირს ვუყვარდე ,არც ის მინდა რომ მეც მომწონდეს გამოტყდაა.
-რა სულელი ხარ . საერთო ენა უნდა ნახოთ ,საუბარი ისწავლოთ და..
-არ მინდა ,მინდა რომ თავი დამანებოს ,გაქრეს არ არსებობდეს არც მე ვარსებობდე ,რაღა მე გადავიკიდე ?

-ბედი ,რაც აქ გაწერია ვერ აცდები ,შუბლზე მიუკაკუნა თითი -რომ გაქრეს 100 წლის მერე მაინც შეხვდები და მაინც ის მოხდება რაც გაწერია . -ვის ატყუებ რომ გეზიზღება ? რომ გეზიზღებოდეს ერთხელაც არ ნახავდი შენ კიდე მთელი მისი ცხოვრება ამოქექე გუშინ..
-ერთ დღეს კარგია ,მეოე დღეს ცუდი. ვერ გავიგე რანაირია არ მინდა ესეთი ცხოვრება რომელსაც მარტო ის მართავს , მარტო იმას აკეთებს რაც მის თავს სიამოვნებს და ადგილს არ ტოვებს ჩემი გრძნობებისთვის .
-ნეტა შენ რა იცი რა არის შენი გრძნობები? დასცინა სოფომ -ისიც ვერ გაგირკვევია ნამდვილად რისი კეთება გსიამოვნებს ხატვა თუ ექიმობა ? ერთი პრობლემა გაქვთ ორივეს ,ის ზედმეტად გარკვეულია ცხოვრებაში და კარგად ესმის რომ ასუსტებს თავის გრძნობები და ვერ იგებს უნდა მიიღოს თუ არა ეს სისუსტე და შენ კიდე ზედმეტად გამოუცდელი ხარ .

მეგობრებო ,ვიცი რომ ვაგვიანებ და ზოგს არ მოგწონთ მივლენების განვითარება , უბრალოდ მეტი არ შემიძლია ,ერთ დღეს კარგად ვარ მეორე დღეს ცუდად ,თავს არ ვიმართლებ ,მართლა ვცდილობ არ დაგტანჯოთ და მაქსიმუმი გავაკეთო მაგრამ სადამდეც ჩემი დგომარეობა მიწყობს ხელს იმას ვაკეთებ ,მადლიბა რომ ამდენნი ხართ ,მელოდებით და გიყვარვართ .



№1 სტუმარი Guest ანა

ეს რა იყო?! როგორ შეუძლია ქალს, ადამიანს ასე ილაპარაკოს ან მოიქცეს?! ვაფშე რატომ წერ ნეტა ამათ წყვილზე. ლიზა არაფრის ღირსი არ არის. ტუტუცი და შეუგნებელია უმაღლესი დონის. ლევანი, კი არა თვითონ უნდა იდგეს და ეხვეწებოდეს მუხლებზე დაჩოქილი პატიებას და საერთოდ წელში არ უნდა გასწორდეს სირცხვილისგან, რადგან მსგავსი აზრები აწუხებს.
ფაქტიურად ლევანი უფრთო ანგელოზია!

 


№2  offline წევრი maglakelidze

ძალიან ძალიან კარგია ერთადერთი ისტორიაა რომელსაც ყოველდღე ველოდები მიყვარხარ მე შენ ესე გააგრძელე
--------------------
ანამარია მაღლაკელიძე

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უუუუუუუუუუყმაგრესი იყო... პატარა თავი იყო მაგრამ იმხელა ემოციით რო აი არ ვიცი ძალიან მაგარი იყო და ზალიან ვისიამოვნე.. ზალიან გთხოვ ეცადო რომ არ დააგვიანო რა გამოჯანმრთელებას გიაურვებ.. ამ ტავშიც ვიხალისე ამათი საყვარლობა მომენტებზე და ტხოვნა მაქ რომ "მომვლელში" ნახსენები სცენები ლიზასა და ლევანზე მაგალითად ის რომ მთლიანი ოთახი შავად შეუღება და ნახატი რო აჩუქა დაბადების დღეზე არ გამოტოვო აქ რა .. მომწონს აახალისო სცენები... ახლა იწყება მგონი ამათი გარკვრვა მაგრამ არ მინდა დამთავრდეს ძალიან მიყვარს ეს ისტორია და მოუთმენლად ველი ახალ თავს ☆♡

 


№4  offline წევრი natuci555

პირველად ვაკეთებ აქ კომენტარს. მინდა გითხრა რომ ეს ისტორია უფრო მომწონს ვიდრე "მომვლელი". დავიღალე ამ საიტზე ერთი და იგივე ბანალური ისტორიების კითხვით ყველაფერი საპნის ოპერასავით რომ მიმდინარეობს. ასე გააგრძელე "რუსუდან" და წერე როგროც მიგაჩნია საჭიროდ, რადგან მოქმედებები ისე ვითარდება როგორც ცხოვრებაშია არ ხდება ყველაფერი ლამაზად და სასაიამოვნოდ. და კიდევ გაბრაზებულ ადამიანი იმდენი ლამის თქმისა და გაკეთების უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ ზოგჯერ საკუთარი თავიც კი ეზიზღება.
ნუ დავიწყებთ ავტორისა და პერსონაჟების გაკიცხვას უბრალოდ მიიღეთ ეს ისტორია ისე როგორც გამოცდილების მიღების კიდევ ერთი საშუალება, ასე უფრო ნაკლებად მოგეშლებათ ნერვები
relaxed relaxed

 


№5  offline წევრი რუსანა

Didi didi madlobaaaa :)))

 


№6 სტუმარი Guest ანანო

ეგოისტურია მაგრამ ერთი სული მაქვს შემდეგ თავს როდის დადებ, ყოველდღე მოუთმენლად ველი. ვგიჟდები ისე მომწონს...

 


№7  offline წევრი Tekla99

Lizas kardioqirurgoba mchirdebaa! Razogadi qirurgiaaa

 


№8 სტუმარი Guest megi

Dzaaan magari tavi iyo martla dzaaan magrad wer da were ise rogorc shen ginda warmatebebi da dzaan ar daagviano ra gamojamtelebas gisurveb

 


№9 სტუმარი Guest bubu

imedia male mixval im tavamde roca gigis saxlidan wamovlen levani da lizi

 


№10 სტუმარი ana

Xval aucleblad dadeb shwmdegs?

Guest bubu
imedia male mixval im tavamde roca gigis saxlidan wamovlen levani da lizi

აუ ეგ რომელ თავში იყო ნათქვამი?ეგ ეპიზოდი რაც დაწერე :*

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს 12ის მერე დადებ?! გთხოვ იქნებ მოახერხო რა :(

 


№12 სტუმარი Tako

Am istoriaze pirvelad vaketeb komentars.. yvelasgan gansxvavebuli istoriaa, rac aqamde wamikitxavs, dzalian magaria. ♥

 


№13 სტუმარი ninnako

Auuu umagrrsiiitavii iyoo yvrlafriismiuxedavad vgijdebiida favoritiickiiyp chemtviis audzaangtxov amsaghamoosdadee axalitavida imedebiargagvicruo raa

 


№14 სტუმარი Tekle22

Kargi gavatarebt rogorme ro gvigvianeb istoriis dadebas magram chveni moutme lobis gamo nu miafuchecheb gtxovv minda vrclad gavigo mati istoria tundac 30 an 40 tavis dawera mogiwios bolomde miikvane istodia sworad gtxovvvv da nu gonia vinmes Rom tu zaan gaiweleba istoria tavad daachkaros tavis cxovrebashi movlenebis sinkroni ise Rom moaswron gaazreba da datkboba titoeuli momentit

 


№15  offline მოდერი ენემი

იმედია მალე დადებ ახალს მიყვარს შენი ისტორია heart_eyes

 


№16 სტუმარი ninia

Dzaangtxoov dghes saghamoos dadeaxaliitavii an xvall diliiit <3 ertiisulimaakvs imepizodamde mixvide gigis saxlidanrowamovidnen
:d chemotkbilo gelodebii axali tavit sheudarebelii taviiyo es martlac dzaan momewona <3

 


№17  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ისტორიაა და შენ კიდევ უფრო მაგარი ხარ.
მთავარია კარგად იყო და დანარჩენს ყველაფერს ეშველება...
ამ თავმა მომნუსხა, ველოდები ამათ წყვილად გადაქცევას მოუთმენლად...

 


№18 სტუმარი Guest ლიკა

დღეს დადებბ მომდევნოთავსს??

 


№19 სტუმარი Tamo

Zalian kargi iyo......

 


№20 სტუმარი ნინაკო

ღმერთო, არადა სულ ლიზას ქებაშია ყველა, როგორი ჭკვიანია, როგორი ძლიერი... ამ გოგოში ვერც სიჭკვიანეს და ვერც სიძლიერეს ვერ ვხედავ, ნაცვლად იმისა, რომ დასხდნენ და თავიანთი ურთიერთობები ერთმანეთში გაარკვიონ, ლიზა ხან ვისთან ჭორაობს თავის პირად ცხოვრებაზე, ხან ვისთან! მე ასეთ გოგოს პატივს არ ვცემ, ყველას დასანახად რომ ლანძღავს ქმარს, არ აქვს მნიშვნელობა როგორ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ქმარს... მესმის, რომ ძალიან უჭირს, მაგრამ მისი საქციელები ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის საქციელებს ემსგავსება, მითუმეტეს ის არანაირ ტერორში არ ცხოვრობს იმისათვის, რომ ყოველი გაბრაზების შემოტევისას ასეთი ისტერიკები გამართოს.
გთხოვთ, ნუ შემედავებით, მე მხოლოდ ჩემ აზრს ვაფიქსირებ.
უნიჭიერესი გოგო ხარ, რუსკიტა და ძალიან მომწონხარ, ყველაზე მეტად იმის გამო, რომ ავადმყოფობის მიუხედავად, ცდილობ შეცდომიანი თუ უშეცდომო ერთი თავით მკითხველს უდიდესი ბედნიერება მიანიჭო. არაჩვეულებრივი გოგო ხარ!
მაგრამ, ლიზა ცოტა დააფიქრე რა
მე მგონია, რომ იმ ღამით ლიზას ერთი სიტყვაც რომ ეთქვა ლევანისთვის, აუცილებლად გაჩერდებოდა და არ გააკეთებდა იმას, რაც შემდეგ გააკეთა.

 


№21 სტუმარი Guest keke

Dadeebaxaltavs?? Dzaangtxoov dadee gelodebii <3

 


№22 სტუმარი Guest

დღეს დადებ? აუ დადე რაააა ((((( სულ ამ ისტორიის ლოდინში ვარ გავგიჟდი უკვე ((((

 


№23 სტუმარი lusa

ar minda ro damtavrdes

da kide dzaan jigari gogo xar (love)

 


№24  offline წევრი Chasing liberty

დამანევროზა ყოველი მომდევნო თავის ლოდინმა, : )) ძალიან მომწონს...

 


№25 სტუმარი tamari

აააააააააა ახლა გადავალ ჩკუიდან ეს რა იყო? ამათი გადამკიდე ქმარშვილი დავტოვე უყურადღებოდ.ხვალეც ესე რომ არ განმეორდეს გთხოვ ამაღამ დადე კიდევ ერთი თავი.კარგი იყო და მომეწონა.....

 


№26 სტუმარი Dragons.

kargi mwerali yvela tavis bolos sakutar jamrtelobaze ar unda wuwunebdes tu tavi ar gqonda nu daiwyebdi weras debilobad mimachnia tavi imartlo amit yoveli tavis bolos.

 


№27 სტუმარი Guest დადუ

აუუუუ რუსტიკ დადე რა დღეს გთხოოოოოოოვვვვვვვვვ relieved ძალიან მაგარია ვგიჟდები ლიზაზე თავს რომ არ აჩაგვრინებს. ბოლომდე მინდა ესეთი იყოს. წარმატებები kissing_heart

 


№28  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადე რა დღეეეეეს ^-^

 


№29  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მე მომწონსს ძალიანნ ველოდებიი ახალ თავსს არ დაიგვიანოო რაააა გთხოვვ

 


№30 სტუმარი Guest დადუ

ruskita
Didi didi madlobaaaa :)))

აუუუ დადე რა დღეს რუსტიკ. გთხოვ, გემუდარები აი სუ სუ ოდნავ მაინც თუ მაფასებ როგორც შენს ერთგულ მკუთხველს ამის ხათრით, მიდი რააა. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent