შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა (თავი 5)


5-09-2016, 16:22
ავტორი Nita111
ნანახია 2 263

აი ტაქსიც მოვიდა. ჩავჯექი და ვოცნებობდი მძღოლს განთქმული და საყოველთაოდ ცნობილი "სატაქსაო დარისურები" არ ჩაერთო. თუმცა აი ჩემი ბედი! მანქანა დაძრა თავისი დარდი-მანდებიც ააჟღერა. იმედია პოლიტიკაზე ლაპარაკს მაინც არ დამიწყებდა. ჩანთაში ქექვა დავიწყე და საბედნიეროდ ყურსასმენები აღმომაჩნდა.გადავეშვი ჩემი ოცნებების სამყაროში Ash Riser - You No I'm No Good -ის ფონზე. თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა. ვაი, რომ არ მოსულიყო თემო და დავეგოიმე. ანდა მოსულიყო და თავისი ტყლარჭია შეყვარებული - თიკა მოეყვანა. ეს არის აიფონ 6-ით თავში ავარდნილი გოგო, რომელსაც ცა და ქვეყანა მისი გონია. მათ ურთიერთობაში გრძნობა "სიყვარული" არ არსებობს. ორივე სკოლის ყველაზე გაჩითული სასტავის "ხელმძღვანელია" და მათი დამაკავშირებელიც ეს არის. როგორ მიშლის ნერვებს საღეჭი რეზინის "ტყლაჭუნით" რომ ჩამოეკიდება თემოს კისერზე და თავი რამე გონია. რა აბლატავებს?!
-მოვედით!
-აგერ თქვენი 8 ლარი. მადლობა!

მანქანიდან გადმოვედი და გული საგულედან ამოვარდნაზე მქონდა. ხელები გამიოფლიანდა, ფეხები მიკანკალებდა, მუხლები მეკეცებოდა და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი დანიშნულების შენობაც კი ამერია და სხვაგან შევედი. ცივი წყალი შევისხი, გამოვფხიზლდი და დამშვიდებული საჭირო ადგილას გავჩნდი. კარი გავაღე და თვალის მოვლებისას თემო რომ ვერსად დავინახე ავნერვიულდი. რამდენიმე წუთის შემდეგ დავრწმუნდი რომ ის მართლა არ იყო იქ. თავისუფალ მაგიდასთან დავიკავე ადგილი სადაც 2 სკამი იყო ცარიელი. დავჯექი და ვფიქრობდი ხომ არ წავსულიყავი, რადგან ეს მართლა არ იყო სასაცილო და არვიყავი მასხრად ასაგდები. ნუთუ დაავიწყდა ჩვენი შეხვედრა?!
-უკაცრავად გოგონი - ფიქრებიდან გამომიყვანა ბიჭის ხმამ. მივხვდი რომ თემო იყო და ბედნიერებისგან თვალებ აციმციმებულმა გავხედე. თუმცა, არა. ეს არიყო თემო...
-რას ინებებთ? - მკითხა ოფიციანტმა.
-ჯერჯერობით არაფერს, ველოდები. - ვუთხარი მე და იმედგაცრუებულს ყელში დიდი ბურთი მომაწვა. ანდა ვის ელოდები ნიტა? ნუთუ მართლა გჯერა რომ მოვა და თავს გაგიტოლებს თავში ავარდნილი ერთი ამაყი და უკიდურესად სიმპატიური ბიჭი. ოჰ, არა, არა ადექი და წადი სახლში, მარიამთან...
-უკვე მიდიხარ? - მეკითხებოდა ბიჭი.

ეს კი ნამდვილად თემო იყო. ღმერთო ჩემო, ის მოვიდა!
-დიახ, წასვლას ვაპირებდი რადგან მეგონა რომ აღარ მოხვიდოდი.
-როგორ იფიქრე? გეგონა დამავიწყდებოდა? უბრალოდ გზაში რაღაც პრობლემა შემექმნა და იმან დამაყოვნა.
-კარგი, არაუშავს. ხომ ხედავ კიდევ საბოდიშოდ შეგექმნა საქმე, თუმცა მე კიდევ გპატიობ.
-კეთილი გოგო ხარ შენ, გეტყობა.
-ჰაჰაჰა, მადლობა. ღმერთმანი! მოვკვდი ამდენი ლოდინით, გამოისყიდე დანაშაული და შეუკვეთე პიცა თორემ გახმა კუჭი!
-მკაცრიც ყოფილხარ - გაეცინა თემოს.
-საჭირო დროს რატომაც არა. -ამაყად ვუპასუხე მე.
-შენი სახელიც კი არვიცი, რასასაცილოა.
-ნიტა!
-სასიამოვნოა. მე თემო. ძალიან ლამაზი ხარ. აქამდე რატომ არ მყავხარ შემჩნეული სკოლაში?

ამ კომპლიმენტზე კუჭი არა, მაგრამ გული კი გამისკდა. თემომ რა ლამაზი ხარო! განა მჯერა?!
-ალბათ იმიტომ რომ საქმე მხოლოდ გაჩითულ სასტავთან გაქვს და "დაბალ დონესთან" რა გესაქმება. - არ დავაკელი გესლიანი პასუხი.
-აი მოვიდა შენი პიცაც. გეტყობა ძალიან გიყვარს
-ძალიან ძალიან. - ვუპასუხე მე, თუმცა გულში კი გავიფიქრე რომ შენ უფრო მიყვარხარ თემო.
-რაც არუნდა იძახო ძალიან ძალიან, დარწმუნებული იყავი რომ ჩემზე მეტს ვერსასდროს შეჭამ.
-ჰაჰაჰა! - ამიტყდა სიცილი.- ნუმაცინებ, ეხლავე შემიძლია მაგ მითის დამსხვრევა.
-რა პრობლემაა.
-ნიძლავი დავდოთ. თუ მე მოვიგებ, მთელი სკოლის წინაშე გამოხვალ და იტყვი: ნიტამ გაიმარჯვა! ხოლო, თუ შენ მოიგებ 3 სურვილს შეგისრულებ, ნებისმიერს.
-რაპრობლემაა. ოფიაციანტ! ჩაჭერი!!!


------------------------------------------------
აი ესეც მეხუთეე! ბოდიში უნდა მოგოხადოთ რომ დავაგვიანე დაწერა, არმეცალა და ძალიან დიდი ბოდიში თუმცა ავინაზღაურე და დიდი თავი დაგიწერეთ. მიყვარხართ და გთხოვთ კომენტარებით გამოთქვით თქვენი აზრი. ჩემი სტიმული ხართ. ღიირს გაგრძელება?



№1  offline წევრი ბლუ

მაგარია
--------------------
დ.ხუჯაძე

 


№2  offline წევრი Nita111

ბლუ
მაგარია


ძაან დიდი მადლობა!

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

კარგია, მომწონს ისტორია, მაგრამ ცოტა რეალური რომ იყოს უფრო თავისუფლად ალაპარაკე ^^ ორივე მორიდებულია, თან არამგონია რომელიმე მეათეკლასელი სიტყვა "ღმერთმანი"-ს ხმარობდეს. დანარჩენი კარგი იყო, ოღონდ თავები გაზარდე ცოტა ^^

 


№4 სტუმარი mk

au amdeni xani daagviane da eseti patara tavi dade ?? (( cota male dade da didi tavebi ise kargi iyo momewona

 


№5  offline წევრი Nita111

Guest მარიამი
კარგია, მომწონს ისტორია, მაგრამ ცოტა რეალური რომ იყოს უფრო თავისუფლად ალაპარაკე ^^ ორივე მორიდებულია, თან არამგონია რომელიმე მეათეკლასელი სიტყვა "ღმერთმანი"-ს ხმარობდეს. დანარჩენი კარგი იყო, ოღონდ თავები გაზარდე ცოტა ^^


გავითვალისწინებ <3 კომენტარისთვის დიიდი მადლობა.

mk
au amdeni xani daagviane da eseti patara tavi dade ?? (( cota male dade da didi tavebi ise kargi iyo momewona


შევეცადე დიდი დამეწერა (( მადლობა დიდი და მიხარია რომ მოგეწონა :*

 


№6  offline წევრი Nita111

anuki15
ისტორია საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ მაინც პატარა თავებია :( წარმატებები, იმედია საბოლოოდ კარგი გამოვა kissing_heart kissing_heart


ჰაჰაჰა, მადლობა დიდი ❤

anuki15
ისტორია საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ მაინც პატარა თავებია :( წარმატებები, იმედია საბოლოოდ კარგი გამოვა kissing_heart kissing_heart


ჰაჰაჰა, მადლობა დიდიი

 


№7  offline წევრი Merri

ძალიან გთხოვ აქ ამ მომენტზე არ გაჩერდე ..გააგრძელე..ძაან მაგარი მოთხრობაა და სასიამოვნო წასაკითხია❤

 


№8  offline წევრი Nita111

Meri Vaxtangadze
ძალიან გთხოვ აქ ამ მომენტზე არ გაჩერდე ..გააგრძელე..ძაან მაგარი მოთხრობაა და სასიამოვნო წასაკითხია❤

ugremesi madlobaa, davbrundi ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent