გზა მთებისკენ (სრულად)
მე თათია ვარ.ერთი ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული გოგო.სკოლაში ვსწავლობ,მყავს დიდი ოჯახი,დაქალები,უამრავი ნაცნობი,ბევრი მეგობარი და შეყვარებული. ერთი შეხედვით არაჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს და ბედნიერი უნდა ვიყო ყოველივე ამით ,თუმცა ისევე როგორც ადამიანს ვერ შეაფასებ მისი გარეგნული იერით,ძნელია შეაფასო ჩემი ცხოვრება ერთი შეხედვით. ბევრი ჩემს ადგილას ბედნიერი იქნებოდა ,თუნდაც იმით რომ ჰყავს ოჯახი, რომელიც ჩემს კაპრიზებს წუწუნით მაგრამ მაინც ასრულებს ან იმით რომ მას ყველა იცნობს და ყველას უყვარს. მე კი .. მე კი არ ვარ ბედნიერი. იყო მაქსიმალისტი,ეს დამღუპველია. მინდა დავიმალო როგორც მზე იმალება ღრუბლებში ,თუმცა მზისგან განსხვავებით გამოჩენას აღარ ვლამობ. როგორც ყველა ბანალური თინეიჯერი მეც გაგიჟებული რომანტიკოსი ვარ . ყველაფერს ბუნების,ხელოვნების თვალით ვუყურებ და სხვებისგანაც იმავას მოვითხოვ .თუმცა როდესაც ვერ ვიღებ სასურველ შედეგს,მწყინს. მწყინს ,როგორც პატარა ბავშვს,რომელსაც საშობაო ტკბილეულს დაუმალავენ და საძინებელ ოთახში გაგზავნიან. მე არ ვარ ბედნიერი. მე მხოლოდ ადამიანი ვარ, რომელიც ელტვის თავისუფლებას თუმცა... ამაოდ. ეშინია რაგან ზუსტად იცის ,რომ ვიღაცას გულს აუცილებლას ატკენს. ძნელია როცა ყველა შენგან მოელის რაიმეს. საყვარელი ადამიანები სიყვარულს,მასწავლებლები შრომას,ოჯახი წარმატებას,შენი შენაგანი ,,მეც" არ გრჩება ვალში , უბრალო ნაცნობიც კი მოელის რაღაცას და შენ კი ყველას ჯიუტად უფანტავ იმედს . თავისუფლება სულ სხვა რამაა . როცა არ გეშინია იყო ის რაც ხარ,არ გეშინია შენი გადადგმული ნაბიჯისა და გამომჟღავნებული გრძნობებისა,არ გჭირდება ნიღაბი რათა დამალო არაორდინალური გარეგნობა ან თუნდაც ალტერნატიული სულიერი მდგომარეობა. ესაა თავისუფლება ,ტკბილი და საოცნებო. მეც ვესწრაფი მას . მივრბივარ მისკენ, ვეჭიდები,ვებღაუჭები და მახსენდება ,რომ ჩემს სამყაროში დაბრუნების დროა. ბევრად ბინძურ,უღირს სამყაროს ვუბრუნდები. მაღვიძარას ვრთავ . ჩავდივარ პირველ სართულზე. ის მომენტი როდესაც ფიქრობ გულში, ნეტავ მანქანამ გამიტანოს და მორჩეს ყველაფერიო, თუმცა გახსენდება რომ მხოლოდ და მხოლოდ 15 წუთი გრჩება იმითვის რომ მოწესრიგდე. მზადების პროცეს თან ახლავს ბებოს გამუდმებული საყვედურები . პაექრობა სხვადასხვა თემებზე. ბოლოს კი ჩხუბი ,მაგრამ უმთავრესად ყველაფერი კოცნით მთავრდება . -ჩკვიანად იყავი თათია. -ვიცი ბებო. და ქუჩის გამაყრუებელი ჯახუნი. ნეტავ მიწამ ჩამიტანოს და დამთავრდეს. ჩემი ყურსასენები და 15 წუთი სახლიდან სკოლამდე. ალბათ დღის საუკეთესო მომენტი . დღის ან ცხოვრების. სკოლა- ადგილი სადაც ყველა მიცნობს, ყველა მიცინის და ყველასთან ხანმოკლე ბანალური საუბარი მიწევს . ხოლო როდესაც შევდივარ კლაში, ყველაფერი დანარჩენი რჩება მკვდარი სახეებით გაჯერებულ დერეფანში. კლასში კი შემაქვს პოზიტივი,სიხარული და მხიარულება. მიყვარს ყველა, თუმცა ზოგჯერ იმდენად მძულს ხალხი, რამდენადაც მიყვარს ისინი. ხანმოკლე დიალოგები ჩვენი სოციუმის ყველა მცირე თუ დიდ წევრთან და მასწავლებლების გადაღლილი,მაგრამ კვლავაც ბობოქარი სახეების ყურება. ვინ იცის რა იმალება მათი ასეთი სახეების უკან. პირველი გაკვეთილი - უკანა მერხზე ,ჩემს ფიქრებში გართული მივცურავ სხვა სამყაროში . იქ ყველაფერი ბევრად ფერადია ვიდრე აქ . იქ თავისუფლებაა . ვხედავ გვირილებს . ოქროსფერი ცხენიც დავინახე . მე კი ვცდილობ ჩემს ოცნებას საიმედოდ ჩავჭიდო ხელი თუმცა ამაოდ . მაფხიზლებს ზარი ,რომელიც უკვე მერამდენეჯრ მაბრუნებს ამაზრზენ დღევანდელობაში. ყოველივე ეს კი იმის მანიშებელია ,რომ ჟურნალსტა კლუბი მელოდება . მომღიმარი სახით გავუყევი სკოლის დერეფანს ,ჩემი ფიქრების სურნელით გაჯერებული ვერაფერს ვამჩნევ და უეცრად ძლიერი შეჯახება ვიგრძენი. ყველაფერი ერთიანად დაბინდდა. შავი ფერი გადაეკრა ყოველივეს. თვალებს ვახელ და გაფითრებულ მარიამს რომ ვუყურებ მეცინება. ჩვენს მედდას კი თავი ხელებში ჩაურგავს და ბჭობს გამოიძახოს თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მე გამეღიმა და წამოდგომა ვცადე. მათემ იმხელა შეჰყვირა ლამის დამაყრუა. -რა მოხდა? გაკვივებულმა ვიკითხე და მშვიდად დაველოდე პასუხს. -ვიღაც ორმეტრიანი დაგეჯახა. იკადრა რომ მედდასთან ჩამოეყვანე და შემდეგ წავიდა. ბოდიშიც კი არმოიხადა თავხედმა. ბობოქრობს მარიამი და თან საათს უყურებს, არ უნდა ბიოლოგიაზე დაგვიანება. მცირე ინციდენტის შემდეგ დღე ჩვეულებრივად გაგრძელდა. არაფერი განსაკუთრებული. გამოვედი სკოლიდან და კვლავ ჩემი სამოთხე,ჩემი ორი ყურსასმენი და 15 წუთიანი ბედნიერება. გარშემო ყველაფერი თეთრი და ლამაზია.თოვს ისე როგორც არასდროს. მე მიყვარს თოვლი. თითქოს თავისუფლად ვსუნთქავ და საუკუნო სიმშვიდე ისადგურებს ჩემში. გარშემო არავინ იყო. სუჩუმე და მეტი არაფერი სხვა.ჩემი სრული ნეტარება სულ მალე დამთავრდ,რადგან უკვე სახლის კარებთან ვიდექი. სახლში უხალისოდ შევაბიჯე , ოჯახთან საუბარითვის თავი რომ ამერიდებინა მაშინვე სამზარეულოს მივაშურე და ყავის მომზადებას შევუდექი . სულ მალე გავაღწიე გაჩერებული კადრებით სავსე სახლიდან .სწორედ ასე ვცდილობდი ჩემი ოჯახის ,,სითბოს" გავქცეოდი ყოველ დღე და ზოგადად მსურდა სამუდამოდ დამეღწია თავი ჩაკეტილი ჩარჩოებიდან. მათემატიკის მასწავლებლისაკენ გავუყევი გზას. ყოვთვის მიხაროდა მათემატიკის გაკვეთილი რადგან შორი გზა მქონდა გასავლელი , ხოლო მარტო ყოფნას და სიარულს არაფერი მერჩივნა.ამოჩემებულ სიმღერას ვუსმენ და მეღიმება . არაფერს ვფიქრობ,უბრალოდ მივდივარ და მორჩა. უეცრად მხარზე ხელი ვიგრძენი. მცირე ბრუნი გავაკეთე და ხელში სრულიად უცხო ადამიანი შემრჩა. ვიფიქრე ,ალბათ შევეშალე თქო და გზის გაგრძელებას ვაპირებდი , თან თორნიკე მელოდებოდა.თორნიკე ჩემი შეყვარებულია,თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ამ ბოლო დროს შევიცვალე და ყველაფერი ზედმეტად ბანალური გახდა ჩემთვის.მინდა ვაღიარო რომ აღარ მიყვარს.უფრო მეტიც ხანდახან ზიზღს ვგრძნობ მის მიმართ.ალბათ ყველაზე ბოროტი ადამიანი ვარ რადგან იგი უბრალო სათამაშოდ,მარიონეტად ვაქციე. არ უყვარს თორნიკეს როცა ვაგვიანებ ,თან ისედაც იშვიათად ვნახულობ და სწყინს . ძნელია როცა საყვარელ ადამიანს ხშირად ვერ ხედავ , განსაკუთრებით მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება მისი ჩახუტება,მაგრამ ეს ყოველივე მისი გადმოსახედიდან.მე განსხვავებულად ვფიქრობ.Time to take a breath Tatia !თუმცა ამ მომენტში უცნობით გატაცებულს თორნიკე სულ დამვიწყნოდა. საგულდაგულოდ ჩავათვალიერე იგი. მაღალი ,მოზრდილი წვერით . ეტყობოდა აქაური არ იყო. -ბოდიში ძალით არ მინდოდა. თავდახრილი იწყებს საუბარს . როგორცკი მისი ხმა გავიგონე თვალები გამიფართოვდა, გაოგნებული დავრჩი ისეთი მომხიბლავი ხმის ტემბრი ჰქონდა .არ ვიცოდი რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები.მე ხომ მას საერთოდ არ ვიცნობდი,მაგრამ ფაქტი შემდეგნაირია : საკმაოდ დავინტერესდი სიმპათიური უცნობით.იშვიათი ადამიანი იდგა ჩემს წინ და მე ამას თავიდანვე მივხვდი.გაჩერებული ვიდექი და ფიქრებმა შორს გადამისროლეს , თუმცა თორნიკეს ზარმა დამაბრუნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ტელეფოს ხმა გავუთიშე და გონს მოვედი, დავიწყე საუბარი. -კი მაგრამ რისთვის? გამეღიმა. -დღეს კი ჩაგიყვანე მედდასთან მაგრამ ბოდიში არ მომიხდია. სახეზე კვლავ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა . არც მცირე ჩაღიმება , არაფერი . მეკი სულელურად მეღიმება,რადგან ამგვარი ფაქტი დღევანდელობაში ნამდვილად გასაოცარია.ადამიანი გამომყვა უკან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ,რომ ბოდიში მოეხადა.ღმერთო რა განსხვავებულია . უკვე ვიცინი კიდეც . თითქოს ამ უმნიშვნელო ინციდენტმა ჩემი ცხლვრება სრულიად თავდაყირა უნდა დააყენოსო... სისულელეა. - არაუშავს. ახლა კი მეჩქარება უნდა წავიდე . ისე მე თათია მქვია , იმედია კიდევ შევხვდებით. მომღიმარი სახით წარმოვთქვი ეს სიტყვები და ჩემმა ნათქვამმა შემდეგ გამაოცა . დღემდე არასდროს გავცნობივარ ვინმეს ასეთი დიდი სიხარულით. - მე .. მე ჯარჯი მქვია . მომაძახა და თავის გზას გაუყვა. იმ საღამოს ბედნიერების ტალღებში დავცურავდი.მე და თორნიკემ სერიოზულად ვიჩხუბეთ.ვიცი რომ არ ვიყავი მისი სიყვარულის ღირსი მაგრამ ეს მხოლოდ არაფერის მომცემი ფრაზაა და არაფერი მეტი. ახლა კი ბედნიერების ღიმილი დარბოდა ჩემს სახეზე. პარასკევი დღე იყო და ორმაგად ბედნიერი ვიყავი. ჩემს სამყაროში გაადავეშვი. დავივიწყე ბებერი,ნაოჭებიანი და მოწყენილი დღევანდელობა. მერე ნისლში გავეხვიე და დავდუმდი. ორშაბათი გათენდა და ჩვეულებრივი არაფრის მთქმელი სახით გავუყევი სკოლისკნ მიმავალ გზას. თავი ჩახრილი მაქვს და თოვლში დანატოვარ ჩემს ნაბიჯებსსაგულდაგულოდ ვაკვირდები. თავი ავწიე და ნაცნობი სილუეტი ვიცანი თუმცა ზოგჯერ ზედმეტად განსხვავებული ვარ. არავისი საუბრის მოსმენა არ მსურს და ჩემს თავში ვიკეტები.ჩემმა სიამაყებ ,უახსიათობამ ყოველივემ ერთად არ მომცა უფლება მისთვის დამეძახა . მივდივარ ჩემთვის. ყველანაირი ფიქრი გადავიყარე გონებიდან და კონცენტრირება ვცადე. ვცდილობდი ჩემთვის უკვე ნაცნობ ჯარჯის თვალში არ მოვხვედროდი,თუმცა გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მასთან საუბარი. ნამდვილად მაინტერესებდა რა იმალებოდა მისი გოროზი სახის უკან . გულში კი ვფიქრობ: -აუ ოღონდ ამ ტიპის ისტორია მომასმენინა და მაგარი სტატია გამომივა.ალბათ ასეთი სათაური ექნება ,,უხასიეთო ანგელოზი" მე თვითონ გამეღიმა ჩემს ფიქრებზე. ჯარჯიმ გზიდან გადაუხვია და მეც დავრჩი მარტო. ისე გულწრფელად გეტყვით რომ შემძლებოდა აუცილებლად გავეკიდებოდი ჯარჯის ,გავაჩერებდი და ნებისმიერ სისულელეზე დავიწყებდი ლაყბობას თუმცა მტლას ასეც არაა საქმე ,რადგან თორინიკეს სიყვარულით გაჯერებული ესემესი მომივიდა . უიმედო,უმეტყველო ღიმილის გარდა არაფერი ყოფილა. კვლავ სკოლის საზოგადოება. რადიოს ოთახი და ჩემი ყოველდღიური რუტინა. ყველაფერი უცვლელია . მალე დამთავრდება პირველი სემესტრი . მოუთმენლად ველი არდადეგებს და თოვლის ბაბუას. სასაცილოა მაგრამ მე მართლა თოვლის ბაბუას ველოდები.მჯერა რომ სასწაულები ხდება . წელს სანტასთვის დიდი დათუნიას მეტი არაფერი მითხოვია. ძალიან სასაცილოა მაგრამ ასეა. ალბათ ადამიანს თუ გულით სჯერა რამის ,არსებობს კიდევაც. მეორე დღეს მათესთან ვაპირებდით წასვლას. მათე ხევსურია. ცოტა უცნაურია ,ცუდი ხასიათი აქვს მაგრამ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ძალიან მიყვარს და ვუძლებ მის ხასიათს,მეტი რა გზაა?!. მე და მარიამმა უკვე ვიცოდით რომ მათეს სტუმარი ჰყავდა მთიდან. დღეს უნდა გაგვეცნო.ვიყიდეთ სასუსნავები და მივადექით სახლს.რათქმაუნდა დაუკაკუნებლად შევედით მათეს სახლში და თამუნა დეიდას დანახვისას კივილი დავიწყეთ. ძალიან გვიყვარდა თამუნა დეიდა და მისი გაკეთებული ნამცხვრები. სკოლის გაცდენა რომ გვინდოდა მე დამარიამი ყოველთვის აქ მოვდიოდით. თამუნა დეიდაც სიხარულით გვმასპინძლობდა,მათეს სახლი სწორედ ამიტომ ჩემი ბინაც იყო.სამზარულოსკენ წავედი ,რადგან ვიცოდი იქ აუცილებლად საყვარლი ნამცხვარი დამხვდებოდა. სამზარეულოში შესვლისთანავე ბედნიერი ღიმილი სახეზე შემაშრა . ჯარჯი რომ დავინახე გავშრი . ალბათ ჩემი საყვარლი ბენდი რომ დამენახა ახლა იმდენად არ გამიკვირდებოდა ,ვიდრე ყოველივე ეს .ვიცი რომ დამთხვევები არსებობს ,მაგრამ ჩემს თავზე ამგვარ რაღაცას თუ გამოვცდიდი არ მეგონა.გამიხარდა თან როგორ.ნამდვილად დამაინტერესა ამ ადამიანმა,არადა ყოველთვის თავდაჭერილი ვარ არავისით ვინტერესდები რადგან მიჩვეული ვარ რომ ყურადღების ეპიცენტრს ყოველთვის მე ვიკავებ . ჯარჯი კვლავ არაფრის მთქმელი, უღიმღამო სახით მიყურებდა . ძალიან მეწყინა. არ ვიცი რატომ მაგრამ მეწყინა.მე ხომ არავინ ვიყავი მისთვის თუმცა გულში, რაღაც ჩამწყდა.მივხვდი რომ ვერ გავხდებოდი მისი ყურადღების ღირსი.თავიდანვე გავიფიქრე რომ მიუწვდომელი იყო. შემდეგ მათემ ჯარჯი გაგვაცნო. მთელი საღამო ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა მისი ცხოვრების თითოეული დეტალი. ერთი პერიოდი ვიფიქრე ახლა ავდგები და მოვყვები თუ როგორ დამეჯახა სკოლაში ჯარჯი და როგორ გამომყვა უკან ბოდიშის მოსახდელად,მაგრამ მივხვდი ,რომ უდროო იქნებოდა თანაც როგორც სჩანს თავად მათემაც კი არ იცოდა სტუმრის მცირეოდენი ინციდენტის შესახებ. არ ვიცოდი დამეწყო თუ არა დიალოგი ან რა გამეკეთებინა . ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და სახლში წასვლა დავაპირე. - ბავშვებო მე უნდა წავიდე. მარიამ შენ დარჩი და შენი მათე წაგიყვანს მერე. ვთქვი და ჩავიკისკისე. -და შენ თორნიკე არ წაგიყვანს? მკითხა გაოცებულმა მარიამმა. -არა. მოკლედ მოვჭერი და თამუნა დეიდა ჩავკოცნე. -მე გაგაცილებ. მითხრა ჯარჯიმ და წამოიწია . გამიკვირდა მაგრამ მივხვდი რომ შანსი მეძლეოდა მასთან საუბრის ოღონდ ინიციატივა მე უნდა გამომეჩინა. თუნდაც ყველაზე არაფრის მთქმელი დიალოგი ყოფილიყო მაინც უნდა დავლაპარაკებოდი მას. გავუყევით გზას. თოვდა.ძალიან ლამაზი იყო ქუჩა ხალხის გარეშე . გზას მხოლოდ და მხოლოდ ლამპიონის მკრთალი შუქი ანათებდა . - რამდენი წლის ხარ ან აქ როგორ მოხვდი? ვცადე სერიოზული და საქმიანი საუბრის წამოწყება. -18 წლის ვარ. არ მინდოდა აქ ჩამოსვლა მაგრამ მომიწია..ოჯახური პრობლემების ამბავია . მე აუცილებლად დავბრუნდები იქ . აქ არ დავრჩები. ხმაში სევდა ეტყობოდა . მისი ხმა კი .. მისი ხმა საოცრება იყო. არაამქვეყნიური. -სად ცხოვრობ ? საუბრის გაგრძელების პერპექტივით ვკითხე. -არხოტის ხეობა. მოკლედ და ლაკონურად მიპასუხა. კვლავ განვაგრძე უინტერესო დიალოგი -მომიყევი არხოტზე . -რაივიცი სულ რამდენიმე ოჯახი დავრჩით. ხალხი ბარში მოდის ,სოფლები გაუკაცრიელდა.მე ახიელაში ვცხოვრობ. იქ ყველაფერი სულ სხვანაირია.სულ ესაა თათია. მეტი ვერაფერი ვეღარ ვკითხე. მაგრამ ჩემდა გასაკვირად მან განაგრძო საუაბარი. -თათია რატომ ხარ მოწყენილი? ასეთი კითხვა არასდრო არავის დაუსვამს ჩემთვის . ყოველთვს მხიარულ ადამიანად მივიჩნეოდი. ყველას ვამხნევებდი და ვერავინ ამჩნევდა ჩემს ცუდად ყოფნას. არც არავისგან მოველოდი ასეთ კითხვას.ჯარჯი სულ ერთი დღეა მიცნობდა.არ იცოდა როგორი ვიყავი ,როგორ ვცხოვრობდი.არასდროს ვაჩვენებდი ხალხს ყოველივე ამას . ეს ის იშვიათი მომენტი იყო, როდესაც ვიღაც უცხომ, შორეულმა მიგრძნო. დიახ , მთელი სულით მიგრძნო. მხოლოდ მან . მეტმა ვერავინ. მხოლოდ ჯარჯიმ. -გაწუხებს რამე ? -შენ საიდან იცი? როგორ მიხვდი? შენ ვერ მიხვდებოდი... განერვიულებული ვლუღლუღებდი. -თვალები.თვალები სულის სარკეა. მან მე გამაოცა. აფორიაქების და ქაოსის მეტი არაფერი იკითხებოდა ჩემს სახეზე.ყოველთვის ვამაყობდი რომ მიუწვდომელი ვიყავი ხალხისთვის და ვერავინ იგებდა ჩემს ,,რაღაცნაირ" ხასიათს.ახლა კი თითქოს მეწყინა რომ ჯარჯიმ ამომიცნო.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი,რომელიც საგულდაგულოდ იყო დამალული რათა მისთვის განკუთვნილი ფაფა არ ეჭამა მაგრამ იგი დედამ მაინც იპოვა .ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა .თავის შეკავებას ვცდილობდი არ მინდოდა მასთან ამომენთხია მთელი ცხოვრების ნაგროვები სევდა და ტანჯვა. ჯარჯი მოვიდა და ჩამიხუტა. უსიტვოდ ჩამეხუტა. ძალიან მაღალი იყო,ძალიან. გულამდე ძლივს ვწვდებოდი. გაშლილ დათოვლილ თმაზე ხელს მავლებს და ელოდება ჩემს დაწყნარებას. შემდეგ თავს ძალა დავატანე და დავმშვიდდი,უჩვეულო სიმყუდროვე ვიგრძენი.ჯარჯის მოვშორდი და ასლუკნებულმა საუბარი დავიწყე. -იცი მე მხიარული ვარ,ძალიან მხიარული. ყველას ვუყვარვარ . მეც მიყვარს ყველა . ყველას ვამხირულებ. მე,მე ცუდად ვარ. მეც ვარ ხოლმე ცუდად და მე არავინ მამხიარულებს . ანერვიულებული ვუხსნიდი მას,მთელი ემოციით,ხელების მოძრაობით და ამასობაში ჩემს სახლსაც მივუახლოვდით. უბრალოდ მოვახერხე რომ თავი დროზე მომეთოკა ,თორემ უარესი ისტერიკის გამართვაც შესაძლო იყო. -ესეც ასე...მოვედით. -დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება . კიდევ ერთხელ მანუგეშა ჯარჯიმ და დათოვლილი თმები გამისუფთავა. ნამდვილად იყო ჩვენ შორის ,რაღაც ქიმიური ... სწოედ ისეთი აქამდე რომ არავის შორის არ ყოფილა. ბოლოს გულთბილი ღიმილი და მეტი არაფერი. შევედი შინ და დავწექი. არავინ და არაფერი მინდოდა . უცებ დავფიქრდი კვლავ ნანატრ თაავისუფლებაზე და მთა მომაგონდა. ,,მხოლოდ მთებშია თავისუფლება!" ამ დღის შემდეგ უფრო ჩავიკეტე ჩემს თავში და უცნაური გავხდი. არასდროს მჩვევია სიმშვიდე. ყოველთვის ქაოსური,ხმაურიანი და სცილიანი ვიყავი..ყველას გაუკვირდა ჩემი ასეთი ცვლილება თანაც უარესობისკენ. სწავლას ძველებურად კარგად ვაგრძლებდი თუმცა ჩუმი ვიყავი. მეგობრებიც აღარ მყავდა. მარიამი და მათე პროექტიდან ბაკურიანში იყვნენ . თავს ერთიორად მარტოდ ვგრძნობდი.თორნიკესთან კონტაქტი გავწყვიტე. ვიცოდი რომ ცუდად იყო , ვიცოდი რომ მე დავაშავე . ისიც ვიცოდი რომ ყველაზე ამორალური ადამიანი ვიყავი თავისი გაუმართლებელი საქციელით. ჩემ თავს ვლანძღავდი და გაჩენის დღეს ვწყევლიდი. აღარ მინოდა ჩეკეტილ ჩარჩოებში ყოფნა. სიგიჟის ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის. მინდა დავარღვიო ოქროს შუალედი ბინძურ სამყაროსთან და გავეცვალო მას . ბოლოს ვნატრობ ვინმე ჩემსავით გიჟი და ყველაფერზე წამსვლელის არსებობას . ჯარჯის ნახვა მინდოდა . უბრალოდ დანახვა . მხოლოს დანახვაც საკმარისი იყო, რომ სიმშვიდე მეგრძნო. ადამიანი მხოლოდ მისი არაფრისმთქმელი მზერით ახერხებდა ჩემი ყურადღების მიპყრობას .ეს გამონაკლისია. მიზეზად თამუნა დეიდას ნახვის სურვილი მოვიფიქრე და ვეწვიე მათეს სახლს. კარზე ტრადიციულად არ დამიკაკუნებია. -თამუნა დეედიკოო. ნახევრად წართმეული ხმით დავიძახე . ჩემდასასიხარულოდ ჯარჯი შემეგება. -თამუნა სახლში არ არის . მითხრა ხისტი ხმით. -კარგი. მაშინ წავალ. ესეც ჩვენი მეორე მცირე დიალოგი თოვლიანი ღამის შემდეგ. კვლავაც არაფრის მთქმელი. წასვლა დავაპირე და ყურსასმენები მოვიზმადე. -რას უსმენ ? -Pink floyd -,,wish u were here " -საინტერესოა. -მოდი ჩაი დავლიოთ გარეთ ძალიან ცივა და თან ბუხარი ავანთე. რათქმაუნდა თუ არ გეჩქარება. ასეთი შანსი მომეცა და სულ რომ მესამე მსოფლიო ომი გამოეცხადებინათ არსად წასვლას არ ვაპირებდი.მე ჩაი მოვამზადე და თან ჯარჯიც მეხმარებოდა . უსიტყვოდ . სიჩუმეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გახშირებული სუნთქვა არღვევდა . ბოლოს ბუხართან დავსხედით და კვავაც მე გამოვიჩინე ინიციატივა. ,,-შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს? -მე მას მადლობას გადავუხდი ქალის შექმნისთვის..! -და ზოგი "კაცი" ქალში შედევრს რატომ ეძიებს? -ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..! -რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი? -მიყვარხარს..! - ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..! -რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი? -სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..! -შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი? -არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..! -და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი? -მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..! -და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა? -მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..! -რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა? -შენი თვალები! " გავჩუმდი. ეს მეორე მცდელობა იყო როდესაც მან აქცენტი ჩემს თვალებზე გააკეთა . თოვლიან ღამეს გამალებით ჩამაშტერდა.მეც ვუყურებდი მის კუპრივით შავ,სევდიან თვალებს.შორეული და ღრმა იყო.ცასავით უსასრულო. ის სხვაა, მე სხვა . აკრძალულია! როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას . არადა მე მინდა ჩემს სურვილებს, გრძნობებს კივილის საშუალება მივცე თუმცა ამაოდ. შევწყვიტე ყველანაირი ფიქრი და ასეთი მრავამხრივი დიალგი არაფრად ჩავთვალე. შემდეგ მთაზე მელაპარაკა თურმე მამა აღარ ჰყოლია . დედამ აქ გამოუშვა,თუმცა თვითონ არუნდოდა. დასანახად ეზიზღება ბარი და ყველაფერი ბილწი რაც თანამედროვეობას თან სდევს . საინტერესო იყო. თავისი საუბრის ალში გამახვია,გამაბრუა და სახლამდე მიმაცილა. მეც ამეკვიატა მთა ,მასაც გავუღვივე დაბრუნების ინიციატივა .თუმცა მე ვინ ვიყავი ?! არავინ. გათამამებული, სიამაყით სავსე არსება რომელიც ,,მისი ხმის გასაგონად ყველაფერს ხაზს გადაუსვამდა. საინტერესოა როგორ შეუძლია ერთ პატარა ინციდენტს მთელი შენი ცხოვრების თავდაყირა დაყენება.მას შეუძლია უცნობი ადამიანი ყველაზე ნაცნობად ჩაგისახლოს სულში და თავბრუ დაგახვიოს,კარგად გათვლილი დღის და არა მარტო დღის,ცხოვრების რუტინა აგირიოს. დაგტოვოს შენთავთან მარტო და დაიმალოს შველივით, რომელიც მონადირეს დანახვაზე შეცბა,გაიქცა. მე და ჯარჯი ყოველდღე ვსაუბრობდით ,მაგრამ საუბარზე უფრო ორი ალტერნატიული ხასიათის გამოვლინება,ამავდროულად ქიშპობა იყო. არმესმოდა რატომ არავისთან არ სურდა კონტაქტი. გოგოების განხრით ვგულისხმობ. არადა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი,გოგოთუ ქალი მასზე გიჟდებოდა . ალბათ უფრო იმიტომ რომ მიუწვდომელი იყო. ადამიანებს ხომ ყველაფერი მიუწვდომელი,აკრძალული იზიდავთ და სურთ ხელში ჩაიგდონ,თუმცა უმეტეს შემთხვევაში ცდა კრახით სრულდება . არ ვიცი რატომ მესამუბრებოდა ჯარჯი გახსნილად მხოლოდ მე ან რატომ დავიმსახურე ეს ,,პატივი" მაგრამ ცხადია კარგად გავუგეთ ერთმანეთს . იმდენი მელაპარაკა ხევსურეთზე,რომ მეც ამეკვიატა მთა . მივხვდი რომ ის ნანატრი თავისუფლება, რომელიც მე მინდოდა მხოლოდ მთაში იყო . სხვაგან არსად . ადრე ამერიკაში მინდოდა წასვლა და გაქცევა , თუმცა ამაოდ. მივეჯაჭვე კვლავ საქართველოს რომელიც მხოლოდ ნამთვრალევ ,,ქართველ ვაჟკაცს" ახსენდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას. იგი სამშობლოს ამკობს უამრავი ეპითეტით და ამატებს რომ თამარის და დავითის სამშობლოში ლიბერალების ადგილი არ არის . ახლა კი მთა ამეკვიატა ისე,როგორც რასდროს. ადრეც ბევრჯერ უთქვამს თორნიკეს როგორ ვიცხოვრებდით ჯუთაში თუმცა სერიოზულად არასდროს მიმიღია. როდესაც თორნიკე მეუბნებოდა ჩემი ცოლი უნდა იყოო ,მაშინაც სიცილად არ მყოფნიდა მისი ნათქვამი რადგან ,ჩემი გრძნობა ვიცოდი მხოლოდ თინეიჯერული გატაცება იყო და მეტი არაფერი. მას კი მართლა ვუყვარდი, უფრო სწორედ ვუყვარვარ . მე კი უსინდისოდ დავაიგნორე და გავუშვი ოთახის ბნელ კუთხეში,თუმცა ჩემნაირ ადამიანს რა უნდა მოსთხოვო?! ყველაზე ამორალურს. გიჟს . დიახ გიჟს. გიჟების ადგილი თავისუფლებაშია სადაც მათ არავინ შეავიწროებთ . თავისუფლება კიდევ მთაშია . ჯარჯიმ მათემატიკიდან სახლამდე გამაცილა. გზაში კვლავ ბევრი ვილაპარაკეთ . მე ვიცინოდი , ისკი ჩვეული ჯმუხი სახით მომყვებოდა გვერდით. მაგიჟებდა მისი სიცივე ,მაგრამ როდესაც ვთხოვდი ლექსი წაეკითხა არასდროს მეუბნებოდა უარს . იცოდა მიყვარდა ლექსები . მისი ხმა,ლექსი და ხევსურული საუბრის კილო ერთად არაჩვეულებრივი რამ იყო . გულს მიჩქარებდა და მთელი დღეების ბედნიერრბად მიმყვებოდა. ყველას უკვირდა რატომ მაინც და მაინც მე და არა სხვა ? აქ ხომ უამრავი მთიდან ჩამოსახლებული ხევსური ცხოვრობდა ,ჯარჯის შეეძლო მათთან ეპოვა ერთგვარი ,,თავშესაფარი" თუმაცა არა ! მან თავბრუდახვეულს უარესად ამიბნია გზა . მეც მიკვირდა,ძალიან მიკვირდა რატომ ამირჩია თავის მეგობრად და რატომ იჩენდა მზრუნველობას. თითქოს არ ჩანდა მისი დამოკიდებულება ჩემდამი ,თუმცა ვგრძნობდი შეფარულ სითბოს. თვალებში ვერასდროს ვუყურბდი. სასაცილოა,ძალიან სასაცილო. მე,ჯიუტი და თამამი გოგო რომელიც ლაპარაკობს იმას რაც უნდა ამ მთის კაცს თვალებში ვერ ვუყურბდი. ჯარჯი მაღალი იყო ,შავი წვერით და შავი თვალებით . გარეგნობით ნამდვილად გამოირჩეოდა ,მაგრამ მე კი დაბალი ვიყავი თანაც კარგი ტანითაც ვერ დავიკვეხნიდი თუმცა ჯარჯის ჩემი ხვეული ,წითური თმები უყვარდა . ბევრჯერ გაუსუფთავებია თოვლით დაფარული ჩემი თმები და შემდეგ თამაშიც დაუწყია. ის მთის წესებს მიყვებოდა ,მეკი ჯიუტადვცდილობდი ჩემთვის საყვარელი მუსიკა მისთვისაც შემეყვარებინა . თავდაპირველად გაუძნელდა მაგრამ მერე თვითნებურად მოეწონა. კითხვა ძალიან უყვარდა . მეც ჩემი არჩეული წიგნები მიმქონდა მასთან და შემდეგ ვსაუბრობდით ,განვიხილავდით. საოცარი იყო 17 წლის თინეიჯერი ახალგაზრდა შუა საუკუნეების ინტელიგენტ,თბილად მოსაუბრე ქალბატონს დავემსგავსე. ჯარჯიმ შემცვალა და ბევრი რამ მასწავლა . სტატიების წერაშიც მეხმარებოდა მაგრამ გარეთ საზოგადორბასთან ურთიერთობა არ უნდოდა. ვერ იტანდა ხალხს. დეკემრბის მიწურულს კარნავალისთვის დიდი სამზადისი გვქონდა . სრულიად მოულოდნელად თორნიკე მომადგა კლასში , მე რეპეტიციას ვატარებდი და შიგნით შემოსვლისთანავე სასტიკი ისტერიკა გამართა. ეტყობოდა ნასვამი იყო. თორნიკეს პათოლოგიური სიმთვრალე ახასიათებდა. ადამიანის მოკვლაც კი შეეძლო ასეთ დროს . მე ეზოში ჩავიყვანე და ყველაფრის დიპლომატიურა მოგვარება ვცადე, როგორც მჩვევია. თუმცა უფრო გაგიჟდა გადაირია და ისეთი მწარედ გამარტყა არასდროს დამავიწყდება. - ის გიყვარს ხომ? იმის გამო მიმატოვე? არ შეგარჩენ ჩემი თავის გამოყენებას. ძარღვები დაეჭიმა . მეკი ვიდექი როგორც ქვა ,უგრძნობი ქვა და თითქოს მისი საუბარი არაფრად მეჩვენებოდა. ორმაგად აგიჟებდა ჩემი სიმშვიდე . მწარედ გამარტყა,ისე მწარედ რომ კანის ნაწილი გამისკდა და სისხლი წამომოვიდა. თორნიკემ ძირს დამიფურთხა და წავიდა. ძლივს გადიარა თვალებში ბინდმა და მაათეს მივწერე ჩამოსულიყო. ესეთი რომ დამინახა სულ გაგიჟდა მაგრამ დროულად შევაჩრე თორემ თორნიკეს მართლა მოკლავდა. ვერ წარმოიდგენდა ვინმე თუ ამას ოდესმე გამიბედავდა. იმ დღეს ჯარჯისთან შეხვედრას თავი ავარიდე რადგან არ მინდოდა ამხელა იარით ვენახე . თუმცა მას ჩემგან დამოუკიდებად უკვე შეეტყო ჩემი ,,გალამაზდბის" ამბავი და არ მოისვენა. მაინც მოახერხა ჩემი ნახვა . დიდხანს მიყურა . არ იცოდა რა გაეკეთებინა . -როგორ გაბედა. მის ხმაში პირველად ვიგრძენი აფორიაქება . -რავიცი აბა , ღირსი ვიყავი. თავი ჩავხარე და იქვე სკამზე დავჯექი. ჯარჯიც დაჯდა . დიდხანს იფიქრა და ოდნავ მიმიხუტა . თმას დაუწყო თამაში . გამახსენდა პირველი მეგობრული ჩახუტება . ეს კი .. ეს კი არ გავდა პირველა შედარებით ცივი იყო თუმცა არა მარტო მეგობრული არამედ უფრო მეტიც იგრძნობოდა . -თათია არ ინერვიულო მე მივხედავ ყველაფერს. სითბო,ნუგეში,მზრუნველობა ყველაფერი ერთად . მე უფრო მეტად ჩავეხუტე და ხმა არ ამომიღია დიდხნს . -ჯარჯი.... -რა მოხდა? -ლექსი წამიკითხე რა. ,,შენს თვალებს - როშკის ტბებს, შენს ხელებს.. შენს თითებს - ნაწვეთარს გუროსას.. მე მხოლოდ სიზმარში შევეხე - შენს სხეულს - ნედლ ყვავილს, სუროსას.. შენს ნეკნებს, შენს მკლავებს, შენს ხალებს, შენს წარბებს, წამწამებს - თავშავას, მე მხოლოდ სიზმარში გიხილე და მერე სიზმარმაც წამშალა.. შენს თვალებს, შენს სუნთქვას.. ვიგონებ შენს ფრაზებს, შენს სიტყვებს - ავკარგებს.. მე მხოლოდ სიზმარში გიპოვე და მერე სიზმარიც დავგკარგე." თვალები დავხუჭე და ჩემს სამყაროში გადავეშვი. მინდოდა ეს წუთებისაუკუნოდ გაგრძელებულიყო .თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე ბედნიერი ვიყავი. კარნავალის წინა კვირას სიტუაცია იძაბებოდა. სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. მე და მარიამს აქეთ იქით სირბილი გვიწევდა დეკორაციებზე. გრანდიოზულ საღამოს ვგეგმავდით.რათქმაუნდა მათეც გვეხმარებოდა . ყველასგან გასაკვირად ჯარჯიც ჩავრთე საქმიანობაში და როცა რაიმეს კარგად შეასრულებდა და შევაქებდი უხაროდა,თუმცა კი მეტად არ იმჩნევდა. საკარნავალო თემად საქართველოს კუთხეები ავირჩიეთ. ყველას ძალიან გაუკვირდა თუმცა წინააღმდეგობა არავის გაუწევია ,რადგან იცოდნენ აზრი არ ჰქონდა . ზოგადად მე და ჩემი გუნდი თუ რამეს დავგეგმავდით აღარ გადავთქვამდით, თანაც ყოველივე ამ ფაქტის საკმაოდ გამცდილება ახსოვს ჩვენს სკოლას. რათქმაუნდა კრიტიკა დიდი იყო. ჩვენ კი მოულოდნელობით აღსავსე დღის ჩატარებას ვაანონსებდით. კარნავალის წინა დღეს მათესთან ვიყავით. საბოლოოდ გავიარეთ მთლიანი პროგრამა, ცოტა კორექტირება გავუკეთეთ და ამოვუსნუთქეთ . საღამოს წამყვანები მათე და მარიამი იყვნენ . განუყრელი დუეტი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და თან სდევდათ ბედნიერება . ერთის მხრივ ბედნიერი ვიყავი რადგან ერთ თვიანი წვალება ამოვწურეთ,თუმცა ჯარჯი იყო ცუდად. მაღალი სიცხეები ჰქონდა და არც უწევდა. ძალიან ვნერვიულობდი . ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და ჩუმად იწვა. მხოლოდ მისმენდა და პასუხის ნიშნად თავს მიქნევდა. ლამის გავგიჟდი იმ ღამეს ,თუმცა პანიკის დრო ნამდვილად არ იყო . კონცენტრაცია ვცადე. ღამე არ მძინებია იმედნად ვიყავი ემოციებით გაჯერებული. დილას მარიამმა გამაღვიძა. ჩემი ადგომის დრო იყო,თუმცა მას კიდევ ჰქონდა დრო გამოსაძინებლად. წუწუნით ავდექი ,ჩავიცვი და სკოლისკენ გავემართე . გაკვეთილები არ ტარდებოდა თუმცა მე ჯერ დარბაზი უნდა მენახა ,შემდეგ რესტორანში წავსულიყავი მეორე დღისთვის დასაჯავშნად ხოლო საბოლოოდ კი აპარატურა უნდა შემემოწმებინა.ყოვლივე ამის გაკეთება კი მარტოს მომიწევდა. უხალისოდ ვიყავი რადგან ვიგრძენი ჯარჯი მომენატრა. აქამდე არასდროს მქონია ეს შეგრძნება რადგან სულ ჩემს გარშემო ტრიალდებდა , ახლა კი მომენატრა თან ძალიან თუმცა წინ გრძელი დღე მელოდა და უნდა ორგანიზებულობა გამომევლინა. დარბაზში ყველაფერი სათანადოდ იყო . რესტორანში წასასვლელად მოვემზადე . გარეთ ძალიან ციოდა თუმცა მე მხოლოდ თხელი ჟაკეტი მეცვა რადგან დილას მისი პოვნა მოვახერხე. ჩავედი ეზოში . ისეთი ნისლია ვერაფერ ვხედავ. მივაღწიე კარებამდე და ნაცნობი სილუეტი დავინახე . -ყოველთვის ჩემთან ხარ როცა მჭირდები ჯარჯი . ვთქვი და გამეცინა. ეტყობოდა კვლავ ავად იყო მაგრამ ჩემს დასახმარებლად მოვიდა . სხვათაშორის, ძვირფასო მკითხველო ,ჯარჯი შეიცვალა . თბილი გახდა ,ხოლო ადრე კი ქვასავით უგრძნობი იყო. როდესაც დამინახა თუ როგორი გალურჯებული ვიყავი,თავის ქურთუკი ჩამაცვა . დიდი წინააღმდეგობისდამიუხედავად მაინც თავისი გაიტანა. რესტორანში საქმეები რომ მოვაგვარეთ მათესთან წავედით. თამუნა დეიდას ჩემი და ჯარჯის ფორმა უკვე მოეწესრიგებინა. რათქმაუნდა არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ დღევანდელ საღამოს მე და ჯარჯი ხევსური წყვილის როლში უნდა მოვლინებოდით ჩვენს სკოლას. მე ბევრს ვფიქრობდი ხალხის რეაქციაზე ჩვენი დანახვის შემდეგ. ძალიან მიხაროდა ,მაგრამ მხოლოდ ერთი ფაქტი მაშინებდა. თორნიკე თავის მეგობრებთან ერთად აპირებდა მოსვლას . უბრალოდ არ ვიცოდი როგორ შემეხედა მისთვის თვალებში. მრცხვენოდა,თან ძალიან. თავდაპირველად უარის თქმას ვაპირებდი ჩემს დაკისრებულ მოვალეობაზე ,ვიფიქრე სახლში ყოფნა იქნებოდა უკეთესი თუმცა მერე ყველა მცდარი ფიქრი გონებიდან გავფანტე და შევუდექი სამუშაოს. აი ნანატრი საღამოც დადგა. გამოვეწყე გრძელ შავ კაბაში . კაბას ხევსურული ორნამენტები და მათთვის დამახასიათებელი სისადავე ამშვენებდა. ვერცხლის ფერი ქამარი კი სიმკაცრეს მატებდა. მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი სწორედ დღევანდელ საღამსთვის შეიქმნა . ფეხსაცმელი თანამედროვე იყო თუმცა ხევსურული ორნამენტები მასაც ქონდა . გრძელი ნაწნავი,სადა მაკიაჟი და დედა სიდონიას დამზადებული აქსესუარები ერთად დიდ სილამაზეს ქმნიდა. ჯარჯი ხევსურულ სამოსში გამოწყობილიყო და დიდხანს მაკვირდებოდა. არასდროს უთქვამს ჩემთვის კომპლიმენტი ამიტომ, რაღაც განსაკუთრებულს არც ახლა ველოდი. -ძალიამ გიხდება. ხევსურის ქალს გავხარ ... თუმცა.... გაჩუმდა. დაფიქრდა -თუმცა რა ? ვკითხე სიცილით. -არ გავხარ. ხევსურის ქალი ხარ . ასე უკეთესია. ახლოს მიმიზიდა და ჩამეხუტა. მეც გავჩუმდი რადგან ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები. ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მეტი არაფერი. ბანაური მეგობრები. დაგვაგვიანდა. საღამო უკვე დაწყებული იყო. ჯარჯის ხელი ჩავჭიდე და ამაყად შევაბიჯე დარბაზში. რათქმაუნდა ყველას ყურადღება მივიქციეთ . მე ცოტა დავიბენი თუმცა ჯარჯიმ როგორც კი გამიღიმა ყველა სხვა გრძნობა გაქრა. ჯარჯი არ მომშორებია იმ საღამოს . ერთად ვიყავით და მრავალი კომპლიმენტიც დავიმსახურეთ. მან ლექსი წაიკითხა და მთელი სკოლა შოკში ჩააგდო . გოგოების ყურადღების ცენტრში მოექცა . ყველა მის გაცნობას ცდილობდა . ყველას მასთან სურდა ახლო ,,მეგობრობის " დამყარება. მე კი ამ დროს ცეკვა დავიწყე. ჩემი საყვარელი მუსიკა ჩაირთო და მეგობარ მაქსიმეს გავყევი საცეკვაოდ. მუსიკის სამყაროში გადავეშვი. ეს რომ ჯარჯიმ დაინახა ,ჩვენკენ გამოემართა და მაქსიმეს თხოვა ადგილი დაეთმო . ისიც სიამოვნებით დასთანხმდა. მუსიკა არჩერდებოდა . ჩვენ კი ვცეკვავდით. დარბაზში მოთამაშე მკრთალ სხივებს ვერეოდით. ვცეკვადით ნელა და ნაზად . თუმცა თითქოს ეს ცეკვაზე მეტიც კი იყო. თორნიკე ამ სანახაობას შესცქეროდა და ერთი სული ჰქონდა ჯარჯი მოეკლა.საბედნიეროდ ვერაფერი გაბედა იმ საღამოს. მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე დააპირა ჩემთან მოსვლა ძმაკაცებმა შეაჩერეს და სიტუაციიას გაარიდეს. -მაჩნიხარ! ჩამჩურჩულა ჯარჯიმ. სიცილი ამიტყდა რადგან უკვე საკმაოდ ბევრი ალკოჰოლი მქონდა მიღებული,ხოლო ნამთვრალევ მდგომაარეობაში კი ზედმეტად თამამი და ორმაგად ხალისიანი ვარ. არც ჯარჯი იყო ფხიზელი თუმცა არ იმჩნევდა. ჩემზე მტკიცედ იდგა. -გულში მაჩნიხარ! გამიმეორე ჯარჯიმ ნელა . მე არაფერი მითქვამს ან რაღა უნდა მეთქვა ჩავეხუტე ორმაგად და სამმაგად და უფრო მეტად. ბოლოს ღამის 3:00 საათი იყო. სიცილით მოვდივართ დათოვლილ გზაზე . თმა გავიშალე და თითქოს თავისუფლება ვიგრძენი. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ჯარჯიმ ხელი ჩამკიდა და ჩემთან ერთად განაგრძო გზა. ოღონდ დასერიოზულდა კიდვ ერთხელ მოკლედ, ორმაგად სუფთად გამიმეორა: -მაჩნიხარ! -და რატომ მე? -შენ არავინ გგავს . მოკლედ და ლაკონურად . სახლამდე მიმაცილა. ვიდექით ასე უბრალოდ,ბანალურად გაუგონარ სიცივეში და ყინვაში . მე მისი ცაზე უფრო ღრმა ,შორი თვალბი მათბობდა მას ჩემი ღიმილი. დავემშვიდლბეთ და ყურში კვლავ ჩამჩურჩულა: -გახსოვდეს , მაჩნიხარ ხევსურის ქალო. მე გამეცინა . სახლში შევედი და ჩემი ოთახსკენ გავემართე. ფიქრების ალში გავეხვიე. ალკოჰოლის სიხალისე მიიჩქმალა და მეც ჩამეძინა . ღრმა ძილით .საუკუნო ძილით . უფრო შორით ვიდრე ოდესმე. დეკემბერიც მიიწურა . ახალი წლის დღე იყო . გუშინდელივით მახსოვს ის ბედნიერი წუთები . -ჩემო ფერია ,რაო თოვლის ბაბუს რა უნდა მოეტანაო? მკითხა დიდი სიხარულით ჯარჯით. -დიდი დათუნია . ვუპასუხე პაწია ბავშვის ხმით და გავიპრანჭე. -ხოდა ჩემო პატარა ,წელს შენს თოვლის ბაბუად ყოფნის პატივი მმე მერტო წილას! -არ არსებობა ! -არსებობს . -დათუნია მომიტანე? -მოგიტანე. იმდენი ვიხტუნე ,ვიტირე და ვიცინე ვინც იცის ... მეორე დღეს მარიამთან ვიყავი. სახლში მარტო იყო და ღამე იქ ვრჩებოდი. მუსიკის თანხლებით მოვამზადეთ ვახშამი .მზადებას რომ მოვრჩით მათე და ჯარჯი მოვიდნენ. ფილმის ყურება გადავწყვიტეთ.რატომღაც ჯარჯის დანახვისთანავე მივხვდი რომ აფორიაქებული იყო თუმცა არ შევიმჩნიე. ავარჩიეთ ფილმი და დავიწყეთ ყურება . მარიამი პატარა ფისუნიასავით აეკრო მათეს და ჩაეძინა. მათემ რომ დაინახა ჩაძინებული მარიამი თვითონაც დაძინება გადაწყვიტა . საგულდაგულოდ მოეხვია თავის ქალბატონს და გაჩუმდა. მე ფილმი გამოვრთე და სამზარეულოში გადავინაცვლე. ცოტა შეყოვნების შემდეგ ჯარჯიც გამომყვა.ზამთარი იყო თუმცა მარკეტიდან უკანასკნელი ნაყინის ულუფა მაინც წამოვიღე. მოვკალათდი და ჭამა დავიწყე . ჯარჯის გაეცინა . -პატარა ხარ . -ძალიან. -მოდი ჩემთან. წყნარად და თბილად მითხრა. -არ მოვალ. ენა გამოვუყავი და ნაყინის ჭამა ბედნიერად გავაგრძელე. -მაშინ მე მოვალ. თვალი ჩამიკრა და წამოიწია. მართლაც მოვიდა . წინ დამიდგა. მე ქვემოდან ავხედე თუმცა ადგილდან დაძვრას არ ვაპირებდი.შემდეგ ისე შემომხედა მივხვდი რომ უნდა ავმდგარიყავი. საოცარი იყო, მხოლოდ ერთი შემოხედვით ვგრძნობდი ჯარჯის თხოვნას თუ მოთხოვნას. იმდენად გავითავისე , იმდენად შევეჩვიე და შევისისხლხორცე რომ უკვე ნათელი იყო ყველაფერი. როდესაც ავდექი ჩემს ადგილას ის დაჯდა,ხელი მომკიდა და თავის მკლავებში მომაქცია. პატარა ბავშვივით მუხლზე ჩამომისვა,სწორედ იმ ბავშვივით რომელმაც საშობაო ტკბილეული უჩუმრად მოიპარა და ახლა კი უნდა დაეტუქსათ. -თათია იცი მე... და სიტყვა გაუწყდა. -შენ? -უნდა წავიდე. -სად? -მთაში ვბრუნდები. -მალე ჩამოხვალ? მივხვდი რომ პასუხი სავარაუდოდ უარყოფითი იქნებოდა რადგან მთა მისთვი ყველაფერი იყო ,მაგრამ ვიმედოვნებდი რომ ასე არ მოხდებოდა. -აღარასდროს. გავჩუმდი. თავი დავხარე და როდესაც გავაანალიზე რა მოყვებოდა მის წასვლას თავის მოკვლის სურვილი გამიჩნდა. არ ვიტირე. იმდენად ამაყი ვიყავი არ მივეცი ჩემთავს უფლება მეტირა. დიდ ნერწყვის ბურთულა ყელში გამეჩხირა. ძლივს ამოვიუნთქე. ავდექი და მარიამის ოთახში წავედი. შევედი და დავწექი. არ მეძინებოდა უბრალოდ არავისთან საუბარს არ ვაპირებდი. ჯარჯი შემოვიდა ფრთხილად ,გვერდით მომიწვა. მიმიხუტა და თმაზე ფერება დამიწყო. -წამოხვალ მთაში? მხოლოდ მე და შენ და არავინ სხვა . შოკში ჩამაგდო მისმა ნათქვამმა. მე ვოცნებობდი თავისუფლებაზე თუმცა ასე მალე ხაზს ვერ გადავუსვამდი ყველაფერს. ყოველთვის ვამბობდი რომ საუკეთესო ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი . ახლა კი... ახლა კი რას იტყოდნენ . სიძნელეებმა შეაშინა და ვიღაც უცხო ხევსურთან ერთად გაიქცაო? მაშინვე შემრაცხავდნენ ოჯახის შემარცხვენელ და თავის მომჭრელ ადამიანად. ყველა ფიქრი გავიფანტე . აკრძალულია! -არა. მე არ შემიძლია. შენ წადი. მე .. მეეე და ტირილი დავიწყე . ორმაგად მივეკარი და ყველა გრძნობას მივეცი გათავისუფლების უფლება. დღემდე მხოლოდ ჯარჯიმ იცოდა რას ვგრძნობი . უსიტყვოდ იცოდა . ახლაც ყველაფერს გრძნობდა. მეც მგრძნობდა. -მე ხვალ მივდივარ. შენ კარგად იცი სადაც უნდა მომძებნო. იცოდე რომ ხევსურის ქალი ხარ და მაინც მოხვალ ჩემთან,მთაში. ისიც იცი სადაა ჩემი სახლი ,უფრო სწორედ ჩვენი სახლი. მე ვუსმენდი მერეკი თვალები დავხუჭე დაა დამეძინა. დილით ჯარჯიმ გამაღვიძა. დიდხანს ვეხუტებოდი არ ვუშვებდი -არ დამტოვო ჯარჯი გთხოვ.. -თათია ჩემზე არაა დამოკიდებული -უშენოდ მოვკვდები ... შენ თავს გეფიცები მე მოვკვდები... -მიყვარხარ თათია.. მაგრამ მაინც წავიდა და თან წაიღო ყოველივე ის სულიერი,ადამიანური რაც კი შემრჩენოდა. სიცარიელე ვიგრძენი. ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო .,ერთიორად ცივი გავხდი,შეუვალი და მიუწვდომელი ციხე-სიმაგრე. ყოველ დილას და ყოველ საღამოს ვფიქრობდი ნუთუ ასე როგორ წავიდა და დამტოვა მარტო. ძალიან კარგად იცოდა რომ შევეჩვიე ,რომ ვერ გადავეჩვეოდი. ისიც იცოდა რომ მე მიყვარდა. განა ის არაა საკმარისი როდესაც ადამიანი თავის გულ და არსებას გჩუქნის?! თუმცა არა ის სხვა იყო მე სხვა ვარ . ის მიუწვდომელი იყო,ის აკრძალულია.მაგრამ ძალიან კარგად ვიცი რომ ის მელოდება . ის იქ მელოდება მთებში. ერთი თვე გავიდა. ვეღარ ვძლებდი. კივილი მინდოდა.. სულ ბოლოს კი მკაცრი გადაწყვეტილება მივიღე. ვიცოდი რომ არასწორს ვაკეთები,ვიცოდი რომ ჩემზე გიჟი ამ მომენტში არავინ იყო,ისიც კი ვიცოდი რომ ბევრს გულს ვატკენდი მაგრამ მე თავისუფლება მინდოდა. მაგრამ არა მარტო.. მასთანერთად. სახლში წავედი.ავიღე ჩანთა.ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე გრძელი კაბა,ორი ჟაკეტი და სპორტულები ჩავალაგე. სახლში დავიბარე რომ მარიამთან დავრჩებოდი,რადგან მეორედღეს ბიოლოგიისთვის უნდა გვემეცდინა.საბოლოოდ მოვავლე თვალი ჩემს ,,დაწყევლილ" სახლს თავი.რამდენჯერ მიოცნებია ამ სახლიდან გაქცევაზე,მაგრამ ახლა კი გულში რაღაც პატარა ადამიანური ნაწილი მწიწკნიდა და ბოლმდე არ მაძლევდაწასვლის უფლებას. დავძლიე ყველანაირი სინდისის ქენჯნა და დანაზოგს გადავხედე . იმდენი იყო არხოტამდე თავისუფლად მეყოფოდა.დავურეკე მათეს. -მათე რაღაც უნდა გითხრა მაგრამ იცოდე რომ მოგკლან და გაწამონ მაინც არაფერი არ უნდა თქვა. -რა მოხდა? მკითხა მოუთმენლობით შეპყრობილმა. -ჯარჯისთან მივდივარ. -რამდენხანში ჩამოხვალ? მკითხა სიცცილით. ეგონა ვხუმრობდი. -აღარ ჩამოვალ. იმდენად სერიოზილად ვუთხარი დაფიქრდა და ჭკვაზე დარიგება დამიწყო თუმცა აზრი არ ჰქონდა . დავემშვიდობე და ვუთხარი მარტო დედაჩემისთვის ეთქვა ჩემი ამბავი. რეალურად ჩემი აუხლოესი მეგობარი დედა იყო. ვიცოდი მას გულს ვატკენდი მაგრამ გარკვეული დროის მერე აუცილებლად გამიგებდა. ჩავჯექი ავტობუსში და ცოტახანში გავუყევით გზას არხოტისაკენ. ცხადია ავტობუსი ბოლომდე ვერ ავიდოდა და ნაწილი გზის ფეხით გავლა მომიწევდა უცხომხარეში,მაგრამ არ შევშნებულვარ. დავტოვე ყველაა და ყველაფერი დაწყევლილ ბარში. ყვეაფერი ძველი და ბინძური უკან დარჩა. წინ კი ახალი ცხოვრება მელოდა კომპიუტერის,ინტერნეტის და ტელეფონის გარეშე.მე ყოველთვის თანამედროვეობის მხარდამჭერი ახლა ხევსურობას ვლამობდი. ჯარჯი მხოლოდ და მხოლოდ ჯარჯი იყო ყველაფრის სათავე და ბოლო. ღამე ჩავედით. რომ დავინახე სიბნელე შემეშინდა,თან ძალიან შემეშინდა. ტელეფონი უკვე აღარ იჭერდა. ავიღე ჩანთები და გავუყევი გზას. ძალიან ციოდა .საშინლად წვიმდა. არავინ ჩანდა გზაზე,მაგრამ მგლების ყმუილი მესმოდა. გათენებამდე ვიარე.სულ გავილუმპე,ტალახში ამოვიგანგლე.უცნობ მხარეში სრულიად მარტო ვიყავი. გზა ასეთი მტანჯველი არასდროს ყიფილა. ადამიანს აღარ ვგავდი. განა მიღირდა ჯარჯი ასეთ წვალება?კი მიღირდა. მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი და ფაქტიც სახეზე იყო. როდესაც ცხენოსანი შევნიშე სიხარულით გამინათდა თვალები. -გამარჯობათ . დამეხმარებით ? ისეთი გასაცოდავებული ვიყავი არავის მისცემდა სინდისი უფლებას უარი ეთქვა ჩემთვის. -ტურისტი ხარ? მკითხა ზედაპირულად. -თან კი თან არა. ჯარჯი ნაროზაულს იცნობთ? ვიცი რომ აქ მცირედი ხალხია შემორჩენილი,დარწმუნებული ვარ უნდა იცნობდეთ:მაღალია,შავი თვალები ,მოზრდილი წვერით .გთხოვთ მომეხმარეთ.შემათვალიერა მერე კი გზა მიმასწავლა. ამჯერად ცოტა სიარული მომიწია და დანიშნულების ადგილას რომ მივედი ამოვისუნთქე . არაფრის თავი აღარ მქონდა . კიბეზე ავედი,უფრო სწორედ ძლივს ავბობღდი და კარებზე დავაბრახუნე. ნაბიჯების ხმა გავიგონე და ამოვისუნთქე. რომ დამინახა გაუკვირდა არ იცოდა რა ექნა.ანერვიულდა,გაშრა.სიხარულმა დაისადგურა მის სახეზე.მოვიდა ახლოს და ხელში ამიტაცა. -ჩამოხვედი ? ვერ ვიჯერებ. ჩამეხუტა. -კი მე შენთან ჩამოვედი და აღარსად ვაპირებ წასვლას. ეს რომ გაიგო უფრო მიმიხუტა. დიდხანს ვიყავით ასე ... მის ყელში თავჩარგულს და მის სურნელს მოწყურებულს ყოველივე დამავიწყდა. ბოლოს სახლში შემიყვანა . ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა გული ეტკინა. თავის თავს აბრალებდა ყველაფერს. მე კი უხმოდ მივედი,ჩავეხუტე და მის მკლავებში მოვკალათდი.თავი დავადე და ჩამეძინა . გაღვიძებას აღარ ვაპირებდი ისე თბილად მეძინა. მხოლოდ და მხოლოდ გვიან ვიგრძენი ჯარჯი როგორ ეფერებოდა ჩემს თმას . ბედნიერი ღიმილი გადამეფინა სახეზე . -დილამშვიდობის თათია. მითხრა და ყელში მაკოცა. ძალიან მიყვარდა მისი კოცნა. ყველაფერზე უკეთსი იყო. მას კი ჩემი სუნამოს სურნელი უყვარდა. -დილამშვიდობის ჯარჯი. ვთქვი და გამეცინა. -ადექი მოწესრიგდი და აქაურობას დაგათვალიერებინებ. გახსოვს ცხენზე რომ ოცნებობდი . ცხენით გაგასეირნებ . მე ბედნიერიერი წამოვხტი და გავემზადე.დავათვალიერე ყველაფერი. ისეთი ლამაზი იყო გარემო: სრული სიმწვანე ირგვლივ,ფერად-ფერადი ყვავილები ,სუფთა ჰაერი. ერთი წამითაც არ მინანია რომ ყველაფერი დავტოვე. ჯარჯი სახლში მარტო ცხოვრობდა,იმიტომ დაბრუნდა მთაში რომ დედაც გარდაეცვალა. მეკი არც კი მიკითხავს მისი გადაწყვეტილების მიზეზი,მეგონა როგორც ჭეშმარიტ ხევსურს და თავისი მხარის მოყვარეს უნდოდა დაბრუნება.ახლა კი როდესაც მოვისმინე მისი ისტორია ვერაფერი ვეღარ ვთქვი , ავდექი მივედი და მოვეხვიე. აღარ ვუშვებდი.ისიც ბედნიეერი იყო ვატყობდი. კარგად დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება. ტელეფონი არ იჭერდა ,ამიტომ ორმაგად ბედნიერი ვიყავი. საერთოდ არავინ მომნატრებია ისე კარგად ვგრძნობდი ჯარჯისთან თავს. ალბათ ჩემი ოჯახის წევრები გაგიჟდნენ,წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადეს თუმცა როდესაც ჩამოვიდნენ,ვერანაირი ძალით ვერ შესძლეს ჩემი უკან დაბრუნება . სიყვარული ხომ ყველა მორალზე მაღლა დგას მეგობრებო! შეიძლება ყველაზე უმადური ადამიანი ვარ ,რადგან ჩემი ოჯახი უარვყავი,მაგრამ მათში არ ყოფილა ჩემი ბედნიერება,რადგან ჩემი ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ ჯარჯია. დიდი დიასახლისობით ვერ დავიკვეხნიდი თუმცა მხიარულად ვაკეთებდი ყველაფერს. -გვრიტეეებოოო. მომესმა მარიამის კივილი და სიხარლის ცრემლები წამომივიდა. წამოვხტი და გავვარდი გარეთ. -მააარიამოოო. მოდი ჩემთან . ისე ჩავეხვიეთ ერთმანეთს ვერავინ გაგვაშორა. მერე მათეს ავეკარი. ბედნიერი ვიყავი ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ერთად რომ ვნახე . მარიამმა ახალი ტანსაცმელი ჩამომიტანა და კიდევ შოკოლადები. პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი. ადრე ურიაქციოდ გავატარებდი ამგვარფაქტს ახლა კი ძალიან გამიხარდა. ზოგადად სენტიმენტალური გავხდი.მიზეზი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ფაქტი სახეზეა.ადრე ყოველთვის მომთხოვნი და კაპრიზებიანი ვიყავი ,ახლა კი შეიცვალა ყველაფერი. ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია. ყველაზე მეტად კი ის მიხარია ჯარჯის გვირილები რომ მოაქვს . ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი როდესაც მან პატარა ბაჭია მომიყვანა. იცოდა ძალიან მინდოდა. მთის ცხოვრება იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა,თუმცა კი მალე გავითავისე. ყვლაფერი კარგად და წესისამებრ გრძელდებოდა. უკვე ერთი წელია მე და ჯარჯი ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ არასდროს გვიჩხუბია და მახარებდა ეს ფაქტი. ისევ ისე გვიყვარდა ერთმანეთი როგორ თავიდან.ასე მეგონა ეს იყო საუკუნო ბედნიერება ,რომელიც არასდროს დასრულდებოდა,თუმცა კი შევცდი. ჩვენს მეზობლად ერთი სახლი იდგა კარგად მოვლილი იყო ,არც მიტოვებულის ეტყობოდა რამე უმთავრესად ტურისტებზე ქირავდებოდა ზაფხულში. სუსხიანი შემოდგომა იდგა . ასეთ დღეებში კი სულ მეზარებოდა ადრე ადგომა და გვიანობამდე ვიძინებდი თან საპატიო მიზეზიც მქონდა უკვე 7 თვის ორული ვიყავი ,ძლივს დავგორავდი. ჯარჯი არაფერს მაკეთებინებდა და ამიტომ ყველაფერს წოლა მერჩივნა. ხმაური იყო გარეთ არადა დილაობოთ სრული იდილია სუფევდა ხოლმე . გამიკვირდ და გარეთ გასვლა დავაპირე. აივანზე რომ გავედი ცივმა ქარმა თმები სულ გამიწეწა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -ჯარჯი რა ხდება? ვიკითხე ნამძინარევი ხმით. -არაფერი ისეთი... ვიღაცეები ჩაოვიდნენ. ჯარჯი ანრვიულებული მეჩვენა,მაგრამ აღარაფერი ვუთხარი. მოვიდა მუცელზე მომეფერა ,მაკოცა და სახლში შევიდა. მას მეც უკან მივყევი. ჩავიცვი და ჯარჯისთან ერთად ვისაუზმე. გასეირნება გადავწყვიტე. გარეთ გავედი და გავუყევიგზას.ერთი წლის განმავლობაში ყველა კუთხე თუ კუნჭული ძირფერვიანად შევისწავლე. ყვითელ ფოთლებს ვაკვირდებოდი და თან მეღიმებოდა. მიყვარს ბუნება და ხელოვნება სწორედ ამიტომ ,ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. თავი ავწიე და გავშრი. ყველაფერს ვიფიქრებდი მაგარამ ყოველივე ამას არა . თორნიკე იდგა . ის იდგა და ცინიკურად მიყურებდა . თავიდან მოჩვენება მეგონა მაგრამ რომ მომიახლოვდა ყველა ფიქრი გაიფანტა და სისხლი გამეყინა. -ვა ,თათია როგორი დიდი გოგო გაზრდილხარ. და ისტერიკული სიცილი აუტყდა. -ხო გითხარი არ შეგარჩენ რაც გააკეთე თქო. ახლა ჩემი რევანშის დროა. -თორნიკე სრულ ჭკუაზე ხარ? ხომ იცი ჯარჯი არ შეგარჩენს თუ რამეს დამიშავებ და ჯობს მშვიდობიანად წახვიდე. -და ვინ თქვა რომ შენთვის ვაპირებ რამის დაშავებას? იმდენად მიყვარხარ რამდენადაც მძულხარ ,მაგრამ ხშირად უფრო სიყვარული გადაძალავს. -პათოლოგი ხარ თორნიკე პათოლოგი.ყვირილი დავიწყე. -წადი გამანებე თავი შენ რა ადამიანი ხარ ? -არა თათია . ჩემი სახელი მკაფიოდ,ირონიულად და ხმამაღლა წარმოთქვა. -ამდენი ხნის შემდეგ ... რატომ გაგახსენდი? -,,სისხლი,სისხლი,სისხლი მწყურია " თავისი ბოხი ხმით მეტყველებდა. -თორნიკე გთხოვ -შენ მე ნუ მთხოვ! შენ თუ იცი როგორი ძნელია ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს რომ გართმევენ ? შენ თუ იცი რას ნიშნავს როდესაც ვიღაცას გააღმერთებ და ის კი შენი ცზოვრებიდან თავქუდმოგლეჯილი გარბის ? არ იცი თათია .. არაა ... არა ბოლოს ცხენზე შეჯდა და წავიდა. სუნთქვა მიჭირდა და ძლივს მივაღწიე სახლამდე . ჯარჯის ანერვიულების მიზეზიც უკვე ცნობილი გამხდარიყო. -მოვიდა ჩემი გაბერილი? და მომეფერა. არაფერი ვუთხარი მარტო ჩავეხუტე და ხელს აღარ ვუშვებდი. ვგრძნობდი რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და არ მინდოდა ამის დაჯერება. -წავედი მე შეშა უნდა დავჭრა. თორე გამეყინები და მერე მე რაღა მეშვეება. -არ წახვიდე რა ჯარჯი. -ნუ გეშინია . წადი ჯერ ბაჭიას აჭამე და მერე დაიძინე მეც მალე მოვალ . -ჯარჯი გთხოვ... -ნუ ბავშვობ ახლა ... -კარგი მაგარამ მალე მოდი. -კარგი ჩემო ფერია. -ჯარჯი... მიყვარხარ! -მაჩნიხარ! კარებთან შეჩერდა და გამომხედა,გამიცინა. მე გავუღიმე და ცუდიაზრები გავიფანტე. ოჰ, ეს გამოხედვა ... მკითხველნო ნუთუ როფორ უნდა დავივიწყო... გამეღვიძა.ყინავდა. პირი მიშრებოდა. ჯარჯი გვერდით არ მყავდა . არც დაწოლილა. ავნერვიუდი უკვე 5 საათი ხდებოდა . -ოხ თათია ... როგორ ჩაგეძინა ? როფორ ... ჩემს თავს ვუჯავრდებოდი . ავდექი და ნელი ნაბიჯით საჩეხისკენ წავედი. ბნელოდა. ხოლო სანთელს კი ყინვა აქრობდა. დიდი უბედურებით მივედი საჩეხამდე და ადგილაზე ჩავიკეცე. სულ სისხლი იყო ირგვლივ. ჯარჯი სისხლის გუბეში ცურავდა. გავშეშდი. ყვირილი მინდოდა ვერ ვყვიროდი. სულ გავლურჯდი და წამში დავბერდი ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა. ისტერიკა დამემართა . ჯარჯი ჩავიხუტე ,ვკოცნიდი. ხელს არ ვუშვებდი . ციოდა მაგრამ არ მაინტერესებდა. უდიდესი ტკივილი განვიცადე და ცხოვრება ჩემი სწორედ აქ დამავრდა,უბრალოდ ხაზი გადაესვა. გადაესვა რადგან ჯარჯი იყო ყველაფრის საწყისი და საბოლოო. გათენდა წყეული დილა. ნაცრისფერი. ბუნებამ იგრძნო ჩემი ტკივილი. წვიმდა. წვიმდა როგორც არასდროს . მეზობელმა გვიპოვა მე და ჯარჯი საჩეხში. ჩემი ხმა ალბათ მთელ ხევსურეთს ესმოდა და ჩემთან ერთად გლოვობდნენ ...დავრჩი მარტო . უფრო სწორედ დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილი. მთაში აღარ დამედგომებოდა. ჩავალაგე ბარგი და დავტოვე არხოტი.მოვდიოდი და ვიხსენები ჯარჯისთან გატარებულ დროს.მეღიმებოდა.თან ვტიროდი და თან ვიცინოდი. ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა.ჩვენი გაცნობა და თითოეული მომენტი. თანაც ვიფიცებოდი რომ თორნიკეს გაჩენის დღეს ვაწყევლინებდი !გაჭაღარავებულმა,არაფრის მქონემ და ფსიქიკურად განადგურებულმა დავტოვე თავისუფლება.წყეული წლები ვატარე ზურგით და ახლა კი.. ახლა კი მეც მკვდარი ვიყავი და ჯარჯისთან მინდოდა რადგან სიცოცხლეს აღარ ჰქონდა ფასი. დავბრუნდი ბარში. ოჯახში არ მივსულვარ. არც მიკითხავს მათი ამბავი . მათესთან მივედი . თამუნა დეიდამ ჩამიხუტა და აღარ მიშვებდა. მეკი სითბოს ვეღარ ვგრძნობდი ყველაფერი სულ ერთი იყო. -ყველაფერი გაივლის თათია. სახლიდან არ გავდიოდი. 2 თვეში კი ქვეყანას ჩემი შვილი მოევლინა . მე მას ჯარჯი დავარქვი. ჩემი ჯარჯი ულამაზესი ბავშვია თუმცა მე სიცოცხლის უნარ დაკარგულს აღარ შემწევს ძალა მისთვის ვუპატრონო. დავუტოვე ბავშვი მათეს და მარიამს. ზუსტად ვიცი არაფერს მოაკლებენ.საზოგადოდ დიდხანს ვეძებდი სამართალს ... თუმცა ჩემი სამართალი ისევე გაქრა ,როგორც მე ... ვინაიდან ხევსურეთში სისხლის აღებია ტრადიცია დღემდე ძალაშია ! ხოლო მე ,გაჭაღარავებული ახალგაზრდა ადათია წინააღმდეგ უძლური აღმოვჩნდი. მაპატიე ჯარჯი,ჩემო ერთადერთო სიყვარულო! * * * * * * ზუსტად 1 წლის შემდეგ . ჯარჯის სიკვდილის დღეს ,თათია ჩამომხრჩვალი იპოვეს. ის წავიდა მასთან ,იმ ქვეყანაში,ლანდების სამყაროში. წავიდა და წაიყოლა უდიდესი ცოდვა ,მრავალი დამცინავი აზრი და მოსაზრება. თუმცა კი ცოტაოდენი სიყვარულიც. ის წავიდა სამუდამოდ მასთან . რადნაც... ყველაფრის საწყისი ის არის . ყველაფრის საწყისი ჯარჯია და საბოლოოც. ჯარჯი ,მხოლოდ ის . მეტი არავინ სხვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.