ენემ ამაღლობელი (სრულად)
მზე ჩადიოდა, ზღვა კი ჩვეულ მღელვარებას დაბრუნებოდა. სანაპიროდან ყველა წასულიყო. მხოლოდ ერთი გოგონა იდგა და უყურებდა ამ მშვენიერ სანახაობას. გოგონა ასე 17 წლის იქნებოდა. გრძელი წელამდე თმა ჰქონდა, რომელიც მუქი ლურჯი იყო. თვალებიც ზღვასავით ლურჯი, რომელიც გაბრაზებისას ისე ელავდნენ, აბობოქრებულ ზღვას მოგაგონებდათ. მაგრამ, იმ წამს თვალები რომელიც სულ ბრწყინავდა, უფრო ჩამუქებული და სევდიანი იყო, რომელზეც ცრემლები ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ. გოგონას ბაიკერის ფორმა ეცვა, მისი მოტო მოშორებით ეყენა და ზედ ერთი ჩაფხუტი იდო, მეორე კი ხელში ეჭირა და დროგამოშვებით დაჰყურებდა და იხუტებდა. ენატრებოდა, ენატრებოდა ტკივილამდე, ენატრებოდა სულის შეძვრამდე ენატრებოდა ისე როგორც არავის არასდროს არავინ. სტკიოდა გული სტკიოდა სული და სტკიოდა დამიანე. მისი ძმა სტკიოდა, რომელიც ზუსტად ორი წლის წინ დაკარგა, ავტორბოლაში შეჯიბრისას. * * * დამიანე ერთ–ერთი საუკეთესო მრბოლელი იყო, ამიტომ, ხშირად მონაწილეობდა შეჯიბრებებში. მისი ავტომობილი ყოველთვის მწყობრში იყო, მაგრამ, იმ დღეს ვერავინ მიხვდა რა მოხდა, უფროსწორად რატომ?. შეჯიბრი როდესაც დაიწყო ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად დამიანეს მანქანა აფეთქდა. ყველა მიწასთან გაასწორა ამ ამბავმა. მითუმეტეს 15 წლის ენემი. მას ყველაზე მეტად უყვარდა თავისი ძმა, არასოდეს არავინ ყვარებია ისე როგორც ის, მშობლებიც არ უყვარდა ისე როგორც დამი. ისინი სულ ერთად იყვნენ, ყველგან და ყოველთვის. მან ასწავლა როგორ ემართა ბაიკი და ყოფილიყო ძლიერი. მაგრამ ენის სიძლიერე მისი სიკვდილისას ნაწილებად იქცა. * * * ახლა კი ენი აგრძელებს თავისი ძმის მაგივრად შეჯიბრებაში მონაწილეობას, უნდა რომ მოიგოს შეჯიბრი და ამით დაუმტკიცოს ყველას რომ მას არ ეშინია, და შეუძლია თავისი ძმის საქმე დაამთავროს და დამიანეს მსგავსად კარგი მრბოლელი იყოს, ოღონდ მოტო მრბოლელი (ბაიკერი) იყოს. * * * მზე ბოლომდე ჩავიდა. ენემმა კი თავისი ძმის ჩაფხუტი მოირგო და დამიანეს (უკვე მისი) მეგობრებისკენ წავიდა. * * * იქ მისულს უკვე ყველა თავის ადგილზე დახვდა. დამიანეს ძმაკაცები რომლებიც მრბოლელები არიან : ვაჩე ვიბლიანი, სანი მეტრეველი (ენის მამიდაშვილი), გაგა ყიფიანი, საბა დევდარიანი, ალექსანდრე დადიანი, ახლა უკვე ენის მეგობრებად და არაბილოგიურ ძმებად ითვლებიან, რომელთა გამოც ენემი ყველაფერზე წავა. * * * –ბაიკერებს გთხოვთ დაიკავოთ სასტარტო პოზიცია–თქვა წამყვანმა.–დღეს ვიხილავთ ძველი ლეგენდის დამიანეს დას ახალბედა ბაიკერ ენემ ამაღლობელს! და ასევე ერთ–ერთ ლეგენდას საბა დევდარიანს! ენემმა ბაიკი ბოლოჯერ შეამოწმა და სასტარტო პოზიცია დაიკავა. თოფის ხმა და ბაიკების ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო, ხან ენი მიდიოდა წინ ხან საბა, ბოლოს ენემი მივიდა ფინიშთან პირველი. ოქროს კიდევ ერთი მედალი და თასი აიღო, მადლობა გადაუხადა ყველას და ბიჭებთან ერთად დამიანეს საფლავისკენ წავიდა, გზაში კი ვარდები იყიდა. * * * დამიანეს საფლავთან მივიდა ვარდები დადო. –დამი....დამი ნახე ახალი თასი და მედალი ავიღე, დამი იცი როგორ მინდა ისევ ჩემთან იყო? ისევ ერთად ვიაროთ ყველგან, ისევ მასწავლო ბევრი რამ, მენატრები დამი მენატრები!–ენემს ცრემლები სდიოდა და ხმამაღლა ყვიროდა.–ნეტავ შემეძლოს ახლა ჩემთან დაგაბრუნო და აღარასდროს გაგიშვა დამი. მოულოდნელად ენმა სასაფლაოს თვალი მოავლო და შავ–წითელ ფორმაში გამოწყობილი ბიჭი შენიშნა რომელიც მოშორებით ბაიკზე იჯდა და ენისკენ იყურებოდა. ენი სასწრაფოდ წამოდგა და მისკენ დაიწყო ყურება, უცნობმა ბაიკი დაძრა და წავიდა ენმაც იგივე გაიმეორა და უკან დაედევნა. ბიჭები ჯერ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა მაგრამ ენემს გაეკიდნენ. * * * უცნობმა ბაიკერმა ერთ–ერთ გარეუბანში შეუხვია და ენემიც მას მიჰყვა მაგრამ ბიჭი გაუსხლტა ხელიდან, ენემი კი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო, მეგობრებთან ერთად. * * * მეორე დღეს. ენი სამზარეულოში ჩავიდა მოსამსახურემ ყავა და მისი საყვარელი შოკოლადის ტორტი მიართვა, ყავას სვავდა როდესაც მარიანნა (ენის ძიძა) შევიდა და პატარა ყუთი გადასცა. –შვილო ეს შენთვისაა–უთხრა და გაუღიმა. –რა არის?–ენს არაფერი შეუკვეთავს ამიტომ გაკვირვება სამოესახა სახეზე. –არ ვიცი მითხრეს რომ შენთვის გადმოეცა, სხვა არაფერი ვიცი. –კარგი მადლობა.–უთხრა და მისაღებ ოთახში გავიდა და ყუთი გახსნა. შიგ პატარა კულონი იდო ბაიკერის გამოსახულებით. შემდეგ კი ესემესი მიუვიდა. "არ დამივიწყო" "რა?" "ოდესმე მაპატიე" "ვინ ხარ?" "გაიგებ, მიყვარხარ უსასრულობამდე" შემდეგ აღარაფერი არ მოუწერია, ენს ფერები გადაუვიდა სახეზე. რატომ? მხოლოდ ის და დამიანე ამბობდნენ "მიყვარხარ უსასრულობამდე", მხოლოდ ის ორი და არავინ სხვა. თვალები აუცრემლიანდა მაგრამ დამიანეს სიტყვები გაახსენდა, "რაც არ უნდა მოხდეს, იყავი ძლიერი და არ დაეცე და თუ დაეცემი სწრაფადვე წამოდექი"–ო. სწრაფად გამოიცვალა და ბაიკით გაეშურა. მაგრამ სად? არც თვითონ იცოდა უბრალოდ მიჰქროდა გზაზე და არავინ და არაფერი აღარ ადარდებდა, გარდა დამიანესი. * * * ყოველდღე მიდიოდა რბოლაზე, იგებდა თასებს, მედლებს და ფულს. მაგრამ მისთვის ეს უმნიშვნელო იყო, მთავარი მისთვის სისწრაფე იყო. * * * თვეები გადიოდა, ენი კი ისევ რბოლით იყო დაინტერესებული, ხშირად ხედავდა შავ–წითელ ფორმიან ბიჭს, დაედევნებოდა, მაგრამ ბიჭი სულ ხელიდან უსხლტებოდა. * * * 18 ნოემბერს ენის დაბადების დღეზე დიდი წვეულება გამუმართეს მშობლებმა, მას ხომ ოქროს დაბადებისდღე ჰქონდა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა, ზოგს რა მიჰქონდა ზოგს რა. საღამოს სახლი მზად იყო, სტუმრები მოდიოდნენ და ყველა ბედნიერი იყო, ენს უამრავი საჩუქარი დაუგროვდა, მაგრამ სულაც არ აინტერესებდა, როგორ უნდოდა შესძლებოდა და ეს ყველა მდიდრული საჩუქარი და ყველაფერი რაც კი გააჩნდა დამიანეს სიცოცხლეზე გაეცვალა და თუნდაც სიღარიბეში ყოფილიყო ოღონდ თავისი ძმა მასთან ჰყოლოდა. ყველამ როდესაც მიულოცა მისი სიტყვის დრო დადგა. "მართალია დღეს ჩემი დაბადებისდღეა, მაგრამ მე ეს სულაც არ მაინტერესებს, ხო ასეა, შეიძლება გიკვირდეთ როგორ შეიძლება შენი დაბადებისდღე არ გიყვარდესო, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა რომ ჩემი სიცოცხლე ამ წუთას ჩემი ძმის მხოლოდ ერთ ჩახუტებად მიღირს, ყველაფერს დავთმობდი ოღონდ დღეს ის აქ იყოს, ცოცხალი და უვნებელი. მართალია სამი წელი გავიდა მაგრამ თუნდაც ათი ან ოცი წელი გავიდეს მე ის სულ მემახსოვრება და სულ მეყვარება ისე როგორც არავინ. გმადლობთ"–ყველა გაოგნებული ისმენდა ენის სიტყვებს, დედამისი ტიროდა, მამას კი თავი დაბლა დაეხარა რომ ისიც ქალივით არ ატირებულიყო. ენი სცენიდან ჩამოსვლას აპირებდა რომ შეაჩერა ბოხმა ბარიტონმა. –და რას ელოდები მაშინ ჩამეხუტე.–ყველამ კარისკენ გაიხედა დამიანე იდგა და იღიმოდა. ასევე სამი ბიჭი უმშვენებდა გვერდს. –დამიანე–თქვა ჩუმად თითქოს ეშინოდა რომ ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არა სინამდვილე. მაგრამ როდესაც გაიაზრა რომ ნამდვილი იყო მთელ ხმაზე დაიძახა.–დამიანე!!!–გაიქცა და ჩაეხუტა.–მართლა შენ ხარ? ეს როგორ? –მართლა მე ვარ პატარავ.-უთხრა შემდეგ კი ყველას მოუყვა რომ მისი სიკვდილი უნდოდათ, და სანამ ციხეში არ ჩასვავდა იმ ადამიანებს ვერ გამოჩნდებოდა, ამიტომ სიკვდილი გაითამაშა.–მაპატიე ენ. –გაპატიე დამი, მე გაპატიე–თქვა და ხალხს მიუბრუნდა–დღეს ჩემი დაბადებისდღეა მაგრამ დღეს მე ჩემი ძმის დამიანეს დაბრუნებას ავღნიშნავ, მიყვარხარ ძამიკო. შემდეგ? შემდეგ ყველა ზეიმობდა აღნიშნავდნენ ორ ამბავს დამიანეს დაბრუნებას და ენის დაბადებისდღეს, სტუმრები გვიან წავიდნენ, ბიჭები (სანი, ვაჩე, ვატო, ალექსანდრე, გაგა, საბა, ნიკუშა, გიო და დემეტრე) დარჩნენ და ახლა უკვე სასტავმა გააგრძელა გართობა. –ენ ეს დემეტრე ახვლედიანია, ის ბაიკერი შავ–წითელ ფორმაში გამოწყობილს რო ხედავდი ხოლმე.–თქვა დამიანემ. –სასიამოვნოა დემეტრე. –ჩემთვისაც პატარავ. * * * ასე გრძელდებოდა დღეები, კვირეები, თვეები. დემეტრემ ენს სიყვარული აუხსნა, ენემმაც უთხრა რომ მასაც უყვარდა, თქვენ წარმოიდგინეთ და იმ დღესვე გაიპარნენ. დამიანე? დამიანე დაუბრუნდა ავტომრბოლელობას, იქ კი ერთი გოგონა გაიცნო, ახლა ის გოგო უკვე მისი მეუღლეა. ჰო ასეა, დემნა და ენი გაიპარნენ, დამიანე და ბეთიც, ერთი და იმავე დღეს, და ერთი და იმავე ადგილას, სად? სვანეთში, მხარეში რომელიც თავს მხოლოდ ერთი ნახვით გაყვარებს. და დღეს, ისინი ბედნიერები არიან, რატომ? ჰყავთ ოჯახი რომელიც მათთვის ყველაფერია აბსოლიტურად ყველა'ფერი. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს ისინი ყოველთვის დარჩებიან ლეგენდარულ ბაიკერებად. დაგიბრუნდით ახალი ისტორიით, მთლად ისეთი ვერ გამომივიდა როგორიც მინდოდა მაგრამ ვიმედოვნებ რამოდენიმე ადამიანს მაინც მოეწონება. მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.