შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა 3/4


3-07-2017, 00:10
ავტორი ki si
ნანახია 1 734

სკოლოაში სიარული რათქმაუნდა ჩვეულებრივად გავაგრძელე ერთი წამითაც არ მიფიქრია რომ ჯარედის საქციელის გამო შემრცხვენოდა ან დავსტრესილიყავი პირიქით ამის შემდეგ ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი მომხდარა.
-მა ბავშვები ხვალ ლაშქრობაში მიდიან რას ფიქრობ წავიდე?
-თუ გინდა წადი პრინცესავ,-მხრები აიჩეჩა მამამ
-სემმა და ენიმ მთხოვეს რომ წავსულიყავი
-თუ ასეა წადი მე წინააღმდეგი არვარ
-მაშინ წავალ,-მამას არასოდეს არაფერი დაუშლია ჩემთის
-ახლა სკოლაში წადი და მერე საღამოს გავისეირნოთ სადმე კარგი?
-კარგი,-მამას ვაკოცე და სემის მანქანისკენ გავიქეცი
-დილამშვიდობის
-დილამშვინობის ელის,-გავუღიმე გოგონას და უკან გადავიხარე რომ მისთვის მეკოცნა.
-იცი ლილა ჩემს ძმას ორი დღეა ვთხოვ რომ მეც წამიყვანოს ლაშქრობაში და უარს მეუბნება
-ელის იქ მოიწყენ არავინ იქნება შენი ტოლი მგონი სჯობს შენს მეგობრებთნ გაატარა უქმეები
-შენც მის მხარეს ხარ გასაგებია
-არა იცი რა გავაკეთოთ? მომდევნო უქმეებზე მე და შენ საყიდლებზე წავიდეთ და სემი სახლში დავტოლოთ რას იტყვი?
-მოვრიგდით,-ელისმა ძმას სარკეში გაუღიმა და მერე მე გადმომხედა
-შემოგყვე?-სემი უჩვეულოდ მოწყენილი და განერვიულებული იყო
-არა ლილა შემომყვება შენ იყავი აქ,-ელისთნ ერთდ მანქანიდან გადავედი და გოგონა სკოლისკენ წავიყვანე
-მისმინე საყვარელო რა სჭირს შენს ძმას?
-არვიცი ერთი კვირაა ასე უხასიათოდ დადის იმდღეს პირველად რომ დაეწყო ეგეთი საქციელები სახლში რომ მოვიდა ხელი სტკიოდა
-არ უთქვამს რა დემართა?
-როდის იყო რამეს მეუბნებოდა,-მხრები აიჩეჩა გოგონამ და სკოლის შენობაში შევიდა
-საღამომდე ლილა
-საღამომდე ელის.
მეც ვამჩნევდი რომ ჯარედთან ჩხუბის შემდეგ რაღაც ვერ იყო ხასიათზე მაგრამ არაფერი მიკითხავს და არც ახლა ვაპირებდი რამის კითხვას
-წავედით?
-ჰო,-მხიარულად ჩავჯექი მანქანაში და სკოლამდე მარტო მე ვილაქლაქე.
გადავწყვიტე რომ სემი გულრწფელად არაფერს არ მეტყოდა ასე რომ ენი მივუგზავნე და იქვე დავიმალე რომ მათი ლაპარაკისთვის ყური მეგდო.
-სემ ლილა ხვდება რომ მას შემდეგ რაც ჯარედთნ იჩხუბე კარგად ვერ ხარ,-არც ენიმ იცოდა რამე ამის შესახებ ასე რომ დიდი სიამოვნებით წავიდა სემის გამოსატეხად
-მე? რას ამბობ ენ უბრალოდ ვნერვიულობ ხომ იცი იელი..
-შეწყვიტე სემ ნუ შემაწუხეთ იელით და დარმუთით უკვე ყელში მაქვს ეგ სახელები ესეც არ იყოს ვის ატყუებ მანდამდე მთელი რვა თვეა.
-მერე არ შეიძლება რომ წინასწარ განვიცდიდე?-სემის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა
-სემ მითხარი რახდება შენს თავს თორემ არ მოგეშვები
-მე ლილაზე ვნერვიულობ გასაგებია?
-რატომ? ჯარდემა უკვე გადაიხადა სამაგიერო
-არა ენ ჯარედი ასე ადვილად არ მოისვენებს ლილას მთელი სკოლის წინაში დამცირების ახალი გეგმა აუცილებლად ექნება
-ლილა ასე ადვილი გასატეხი არაა ხომ იცი სემ
-და მაინც მეშინია
-არა სემ შენ მხოლოდ ეს არ გაწუხებს კიდევაა რაღაც არ მეტყვი?
-ენ იკმარე რაც გითხარი გთხოვ
მე და ენმა მართლაც ვიკმარეთ ის მცირედი რაც სემმა ჩვენთვის გაიმეტა

მეორე დღეს თვალებში მზის სხივები უსიამოვნოდ მომხვდა და თვალები გავახილე
-დილა მაშვიდობის იზოლდა,-თავზე მომღიმარი სემი მედგა
-დილა მშვიდობის ტრისტან,-გავუღიმე მაც
-გაკოცო?
-ჰო,-სემი ნელა დაიხარა და შუბზე საოცარი სითბოთი მაკოცა
-მიყვარხარ სემუელ,-ხელი გამომიწოდა მეც მაშინვე წამოვხტი და ნივთებით ხელში სააბაზანოში შევედი.
სანამ შხაპს ვიღებდი სემს ჩემი ნივთები უნვე ჩალაგებული ჰქონდა მეც გადავხედე და ჩანთა ზურგზე მოვიგდე
-უკვე მიდიხარ?-მამას ხმა მომესმა თავისი ოთხიდან,-მოიცა ყმაწვილო შენ აქ რა გინდა?
-ლილას მოვაკითხე,-მხრები აიჩეჩა სემმა
-ჭკვინად იყავით იცოდეთ ყველაფერს გავიგებ რაც არ უნდა მოხდეს,-მამაჩემი ასე არასოდეს მოქცეულა და მეც გამეღიმა
-დიახ სერ

-მამაშენის უკვე მეშინია,-სიცილით თქვა როცა სკოლას მივუახლოვდით
-ხო საშიში კაცია
-გველეშაპივითაა იმიტომაც გეძახის პრინცესას,-სემმა ხელი გადამხვია და დიდი ავტობუსისკენ წავედით
სემი მართლი აღმოჩნდა ჯარედთან დაკავშირებით ავტობუსში რომ ავედით წინა მხარეს ყველა ადგილი დაკავებული იყო უკან კი დარჩენილ სკამებზე ჯარედი და მისი განუყრელი ძმაკაცები სათითაოდ იჯდნენ
-ამათ უყურე,-ამოთქვა ზიზღით სემმა
-გთხოვ ამ დღეებს ნუ ჩამიშხამებ მოდი უბრალო მოზარდებივით გავერთოთ
-კარგი მოდი აქ დავსხდეთ,-სემი დაჯდა და როცა მის უკან წავედი ხელზე მომქაჩა,-დაჯექი ჩემთნ,-მითხრა და მეც მის კალთაში მოვიკალათე მაგრამ სადამდე ვიჯდებოდით ასე ავტობუსი დაიძრა და თითმის ყველა ადგილი შეივსო დავინახე რომ სელენა გოგო რომელსაც ჯარედი მოსწონდა მარტო იჯდა და მისკენ წავედი
-სელენა ასე მას ვერ აეჭვიანებ
-რას გულისხმობ?-გაიკვირვა გოგონამ
-კარგი რა მეც ხომ გოგო ვარ,-მხრები ავიჩეჩე
-რას მირჩევ,-ეს გოგო გიჟდება იმ მუტანტზე
-მის ძმაკაცზე უნდა მიიტანო იერიში,-სემის გვერდით მჯდარ ბიჭზე ვანიშნე სელენაც მაშნვე დაუფიქრებლად ადგა და სემს რაღაც უჩურჩულა სემიც ადგა და ჩემსკენ წამოვიდა
-ნამდვილი ჯადოქარი ხარ,-მითხრა თვალებგაფართოვებულმა და ფანჯრისკენ დაჯდა მეც მის გვერდით მოვიკალათე და მის მკერდს მივეყრდენი.
-დაიძნე თუ გინდა,-მითხრა სემმა და ხელები შემომხვია
-მადლობა,-მეც მეტი რა მინდოდა თვალები დავხუჭე და სემის მკლავებში მოკალათებულმა ძილს მივეცი თავი.
ვინაიდან ლაშქრობა ორი დღე გრძელდებოდა პირველ დღეს სანაპიროზე წავედით მშვიდი ამინდი იყო სასიმოვნო, გრილი ნიავიც უბერავდა და ზღვა მშვიდი და კამკამა იყო
-წავედით წყალში,-თვალები დამიბრიალა სემმა
-არა მე აქ დავრჩები ცურვა არ ვიცი
-მერე რა მე ხომ აქვარ,-მხრები აიჩეჩა და მაისური მოიშორა სხეულიდან
-ერთი ამას უყურეთ,-მის დაკუნთულ სხეულს შევხედე და გაოცება სულაც არ დამიმალავს
-მოიცა ეჭვი გეპარებოდა?
-გაგონილს ნანახი სჯობს,-ენა გამოვუყავი ბავშვურად
-წამოხვალ თუ წაგიყვანო,-თავი ზღვისკენ გაიქნია
-არა წამოვალ,-მაისური გავიხადე და მობილური გავახვიე შიგ მერე სემის ჩანთში შევინახე და პირველი ნაბიჯი გადავდგი წყლისკენ.
მოულოდნელად ვიგრძენი სიმსუბუქე და სემის მხარზე გადაკიდებული მივქროდი წყალში
-კიდე ჩემზე იტყვი გიჟიო,-გადავიხარხარე
-შენ გამაგიჟე მე. მოდი ახლა ცურვა ვისწავლოთ
-არა არ მინდა ვერ გავუშვებ ხელიდან შანსს რომ ვინმე სიმპათიურმა ბიჭმა მიხსნას სიკვდილისაგან
-ახლა სამყაროში ყველაზე სიმპათიური ბიჭი გასწავლის ცურვას მეტი რაგინდ?-თავისი ცისფერი თვალები შემომანათა და დავინახე შიგ როგორ დაუხტოდნენ ჭინკები.
-კარგი რა გავაკეთო?
-პირველ რიგში წონასწორობა უნდა ისწავლო,-დაიწყო ჩინელი კუნგ ფუს ოსტატივით,-მოდი წამოწექი,-ხელები გამომიშვირა მეც გადავწექი მის მკლავებზე და რამდენჯერაც ვცადე წყალზე გაჩერება იმდენჯერ ფსკერისკენ წავედი.
მრავალი მცდელობის შემდეგ სემმა გამომიცხადა უნიჭო ხარო და ჩაყვინთა
-სემ გეყოფა,-ვიღცა წელზე მომეხვია და ფსკერისკენ ჩამითრია,-მე სიცილით ჩავისუნთქე ჰაერი და ტუჩებზე შეხება რომ ვიგრძენი ვინებე თვალების გახელა გული ლამის გამისკდა სანამ ვფიქრობდი რომ საუკეთესო მეგობარი მკოცნიდა მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას დავმშვიდდი როცა მუტანტი ჯარედი აღმოჩნდა.
გული ისევ გამალებით მიცემდა და ვცდილობდი მისი სხეული მომეშორებინა მაგრამ ისევ მიკრავდა ბოლოს ალბათ ჰაერის უკმარისობა რომ იგრძნო ხელი მომხვია წელზე და ზედაპირზე ამიყვანა ირგვლივ რომ მოვათვალიერე მივხვდი რომ საკმაოდ შორს ვიყავი სხვებისგან
-რაგინდა ჯარედ არ გეყო რაც გააკეთ?
-არა მსგავსი სისულელე ცხოვრებაში არ გამიკეთებია მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობ,-მითხრა ირონიულად
-მეც სულ შენზე ვფიქრობ როგორ გავიოცო სემი რომ სიფათს შეგილამაზებს
-დავიჯერო ის ჩემზე მეტად მოგწონსა? მასთანაც ასე გიჩქარდება გული როგორც ჩემი შეხების დროს?
-შენი შეხების დროს იმიტომ მიჩქარდება გული რომ ღებინების რეფლექსზე მორევას ვცდილობ
-საშინელი მატყუარა ხარ ლილა,-ჩემი სახელი უცნაურად თქვა
-შენ კი საშინლად კოცნი ჯარედ,-ვცადე მიმებაძა
-მართლა?
-ჰო,-კიდევ უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე
-დავიჯერო სემი უკეთ გკოცნის?
-ჰო ბევრად უკეთ მთელი გრძნობით,-ვიცრუე უნამუსოდ და თვალებში შევაჩერდი მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ ცისფერი თვალები ჰქონდა ისეთი უძირო რომ შიგ მთელი სამყარო ჩანდა
-თუ ასეა წადი მასთნ,-ხელები შემიშვა და მეც ნაბიჯის გადადგმა ვცადე მაგრამ მაშინვე ფსკერისკენ წავედი ხელები საცოდავად გავაქნიე და დავინახე როგორ მიფრინავდნენ ბუშტუკები რომელსაც ჩემმიერ ამოსუნთქული ჰაერი იწვევდა ზედაპირისკენ და უეცრად ისეთი სიმშვიდე დამეუფლა დავკარგე სურვილი მეც მათ გავყოლოდი.
ჯარედმა მაინც ვერ გამიმეტა საიკვდილოდ და მალე ამომათრია
-ლილა ცოცხალი ხარ?
-შენს ჯიბრზე არ მოვკვდები,-შევუღრინე
-ძალიან კარგი არმინდა შენსგამო ციხეში წასვლა,-შემომიღრინა საპასუხოდ
ჯარედმა ნაპირთნ მიმიყვანა და იქვე დამტოვა.
საღმოს კოცონი დავანთეთ და მის ირგვლივ შემოკრებილებმა გადავწყვიტეთ გვემღერა სემმა ვიღაც ბიჭს გიტარა გამოართვა და ნაზად შეეხო სიმებს მერე კი გარემო გიტარიდან წამოსულმა სასიმოვნო მელოდიალმ აავსო.
კარავში ძილი არც ისე მოსახერხებელი გამოდგა მაგრამ მაინც შეიძლებოდა ამის გაძლება რასაც ვერ ვიტყვი მეორე დღეს ჯარედის მომაკვდინებელ მზერაზე ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ამ ადმიანს ჩემგან.
-სემ სემ სემ
-კარგი ხო მოდი აქ,-სემმა თვალები გადაატრიალა და ზურგით დადგა შემსკენ მეც მის ზურგს შევახტი და კამაყოფილმა იმით რომ დაღლილი ვისვენებდი ცუდი მეგობარი ვარ არა? ვიცი მაგრამ აქ წამოსვლა სემმა დამაძალა და მათრიოს ახლა ზურგით.
-ლილა რაკარგია რომ წამოხვედი,-ამოილაპარაკა როცა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა
-ხო არა?
-კი ნამდვილად ხომ იცი როგორ მიყვარს შენი ხელით ტარება
-შენს თავს დააბრალე.-გავიცნე და ჩამოვხტი მართლა ეგეთი აუტანელი კი არ ვარ.
-ასე უფრო მომწონს,-სემმა ხერხემალი გაავარჯიშა და ხელკავი გამომდო
-ენი მაინც რატომ არ წამოვიდა?
-მემგონი ერიკია მაგ საქმეში გარეული,-ჩაიცინა სემმა
-ახლა სად მივდივართ?
-ახლა მთაზე ავალთ და იქ გავშლით კარავს მერე ცეცხს დავანთებთ და რავიც თუ გინდა დავლიოთ ცოტა.
-და შენ იზრუნებ ჩემზე?
-არა მემგონი შენ მოგიწევს ჩემზე ზრუნვა
როგორც იქნა ავედით დანიშნულების ადგილზე და სემმა ჩემთვის და თავისთვის კარვის გაშლა დაიწყო
-აი ასე შეგიძია დაისვენო როცა მოგინდება
-მადლობა საყვარელო,-გავიცინე მე
-არაფერის,-მომნუსხველად გამიღიმა სემმა და ისე მომეხვია თითქოს უკანასკნელად მხედავდა.
-როგორ მიყვარხარ,-ამოვთქვი როცა გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ადამიანი
-აფერისტი ხარ ლილა
-სამაგიეროდ საყვარელი აფერისტი მაინც ვარ შენგან განსხვავებით,-ენა გამოვუყავი ისევ
-ვითომ?-ცალი თვალი მოჭუტა
-არა?
-შეიძლება სულ სულ ცოტა.
ჯარედის გამბურღავი მზერა და ვიჭირე და ერთი წამით თითქოს მივხვდი რატომ მექცეოდა ასე. სემმა თქვა რომ ის მისი მეგობარი იყო მე კი შეხვედრაზე პირველივე დღეს ვუთხარი უარი ჯარედს მე და სემი შეყვარებულები ვგონივართ და ასე მე კი არა სემს ებრძვის.
გამახარა ჩემმა აღმოჩენამ მიხაროდა რომ მე არაფერ შუაშ ვიყავი.
-სემ წამოხვალ მდინარეზე უნდა ჩავიდეთ სთევზაოდ?
-არვიცი ლილა წამოხვალ შენ?-მომიბრუნდა
-არა ისევ თვიდან ვერ გავივლი ამ გზას შენ წადი და მე აქ დაგელოდები,-ცოტახანს მიყურა მერე გარემო მოათვალიერა და როცა დაინახა ჯარედი და მისი მეგობრებიც მიდიოდნენ კარგი-ო მითხრა.

სემის წასვლის შემდეგ რამდენიმე სელფი გადავიღე მალე მომბეზრდა მარტოობო და იქვე მიმავალ ბილიკს გავყევი რომელმაც უფრო მაღლა ამიყვანა მთაზე და იქედან ისეთი კარგი ხედი იყო კიდეზე მივიწიე და იქ ჩამოვჯექი.
-კარგია აქ,-ამოვთქვი ჩემთვის და ჩამავალი მზის სხივებს თვალი გავუსწორე გარემო საოცრად ლამაზი იყო კიდევ ერთხელ ვუთხარი საკუთარ თავს რომ ბუნება საუკეთსო ხელოვანია და მონუსხულივით დავაცქერდი სამყაროს ჩემს დაბლა. სასიამოვნო სიო სახეზე მომელამუნა და თვალები დავხუჭე თუმცა მალევე ვინანე რაღაც რყევა ვიგრძენი და დავსრიალდი ძლივს მოვასწარი კლდეს ჩავებღუჭე და ვცადე ზემოთ ავმძვრალიყავი
-ლილა,-ვიღაც ღვთისნიერმა მომისწრო მაგრამ
-მაცადე მშვიდად სიკვდილი ადამინო,-ჯარედმა მაჯაში ჩამავლო ხელი და ამომათრია
-არაფრის ლილა
-მე არ მინდა რომ მადლობა გითხრა
-მაინც არაფრის
-აქ რაგინდა სათევზაოდ რატომ არ ხარ?
-იმიტომ რომ სემთან ერთდ რომ ვერ დაგინახე მივხვდი აქ რჩებოდი და შენთნ წამოვედი ვხედავ კარგად მოვიქეცი თორემ ისე მოკვდებოდი ვერავინ ვერ გაიგებდა
-ჯარედ მოდი ახლავე გავრკვიოთ. ბოდიშს გიხდი რომ პირველ დღეს ასე მოგექეცი მაპატიე ყველაფერი და წადი ჩემი და სემის ცხოვრებიდან გთხოვ.
-შენ გგონის ერთი ბოდიში მიშველის? შენმა სიტყვებმა ყველას ყურამდე მიაღწია შენ სერიოზული ჩრდილი მიაყენე ჩემს სახელს და ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ მართლი იყავი
-ჯარედ,-დავისისინე საცოდავად
-რამოხდა ზედმეტად ახლოს ხომ არ მოვედი?-წარბი ასწია
-ეს რა შუაშია მე მინდა რომ ცხოვრება დამაცადო მხოლოდ რვა თვე და სამუდამოდ წავალ ამ ქალაქიდან
-მე კი აქ დავრჩები და მომავალი არ მექნება არა?
-ეს არ მითქვამს
-მე ფაქტს გავუსვი ხაზი. კარგი მოდი ასე მოვიქცეთ შენ მე დამეხმარები რომ მინიმუმ კოლეჯში მოვხვდე მე კი შენ და სემს შეგეშვებით
-შენი აღრ მჯერა ჯარედ
-ესეიგი სიკეთის კეთებაზე მაინც უარს მეუბნები არა?
-არა დაგეხმარები,-მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ჯერ კიდევ ეჭირა ჩემი ხელი
-იცი შენი ერთდერთი მინუსი რა არის? მე არ მოგწონვარ
-რასიზამ ყველას ვერ მოეწონები,-მხრები ავიჩეჩე და ხელი ავამოძრავე რომ გავეშვი
-თუმცა ვერ უარყოფ რომ ჩემი სიახლოვე გაბნევს
-შენი სიახლოვე ვის არ დააბნევს? მუტანტი ხარ,-წარბი შევიკარი
-ოოჰ ლილა,-ხელები ჩემი სახის გასწვრივ დაიჭირა და ცერი გადამისვა სახეზე
-რატომ აკეთბ სულ ამას?
-უბრალოდ მომწონს ჩემს შეხებაზე გული როგორც გიფეთქვას,-ჩაიცინა და ხელები მომაშორა,-წამოხვალ სხვებთნ?
-ჰო,-ბილიკს ისევ უკან გავყევი და ბანაკშ რომ დავბრუნდი დავინახე როგორ მიყურებდა სემი.
-სად იყავი მასთნ ერთდ?
-სემ გეყოფა,-არ მინდოდა ვინმესთვის ამეხსნა. მინდოდა რაღაც მაინც დამეტოვებინა ჩემთვის აქამდე ჩემი ცხოვრება არ მქონდა და ახლა მინდოდა თუნდაც ის არაკომფორტული გრძნობა რაც ჯარედის მიმართ მქონდა როცა მიახლოვდებოდა ჩემთვის შემენახა.


ბაბუაწვერა 4
როგორც იქნა გავიდა ერთი მტანჯველი თვე და კარზე სანატრელი ზარიც გაისმა
-დედიკო,-შევყვირე მე და დედას გადავეხვიე
-ლილა როგორ მომენატრე,-დედამ მაკოცა და კარში შევიდა სადაც ჩემი და მამას მომზადებული რომანტიკული ვახშამი ელოდა მეც მაშნვე გამოვიხურე კარი და სახლიდან გამოვიპარე.
სემთნ წასვლა რატომღაც არ მინდოდა მე ისედაც მთლ დღს სემთან ვატარებ და ცოტა დასვენება სჭირდება. ასე რომ სახლთან ახლოს სკვერში წავედი და ხის ქვეჩი მიწაზე დავჯექი.
-ლილა?-თვალები გამიფართოვდა ჩემს წინაშე იდგა ჯარდი მეეზოვის ტანსაცმელში
-ჯარედ?
-ამდროს აქ რაგინდა?
-მე უბრალოდ ამაღამ ენთან ვრჩები და ვიფიქრე სანამ მშობლებთან ერთად დაბრუნდება აქ დავიცდი
-სემთნ რატომ არ წახვალ?-გამომცდელად დამაკვირდა
-სემს თავი მოვაბეზრე ისედაც სულ მასთნ ვარ,-მხრები ავიჩეჩე
-როდის დაბრუნდება ენი?
-ასე პირველისთვის,-მხრები ავიჩეჩე
-სამი საათი აქ უნდა იჯდე?
-ჰო
-კარგი წამოდი,-ხელი გამომიწოდა
-სად?
-დღეს ხომ გაკვეთილი გაგვიცდა ხო და ახლა ავანაზღაუროთ,-ცალი წარბი ასწია
-სად მეპატიჟები?
-ჩემთნ სახლში დედა მორიგეა კლინიკაში და ჩემი ძმა მარტოა აქ ვერ დავრჩები მარტოც ვერ დაგტოვებ
-იცი რა? წამოვალ,-ხელი გავუწოდე და უცბათ წამოვხტი

წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ჩემს თავს ჯერ იყო და მე და ჯარედი ერთმანეთს ვხოცავდით მერე მის მასწავლებობას დავთანხმდი ახლა კი მასთან მივდივარ სახლში. სულ გაგიჟდი ლილა სემი მართლია.
ჩემს მობილურზე ზარის ხმა გაისმა მაგრამ დავაიგნორე
-უპასუხე სემია,-მითხრა ჯარედმა
-არა ენი იქნება ან დედაჩემი
-დავნაძლევდეთ?
-რაზე?
-თუ შენ მოიგებ სახლში რომ მივალ პიცას გაომოგიცხობ თუ არა და შენ გამოაცხობ ჩემთვის პიცას
-თანახმა ვარ,-ხელი ჩამოვართვი და მობილური ამოვიღე
-ჯანდაბა,-აღმომხდა
-მე მოვიგე,-წაიღიღინა ჯარედმა
-რაიყო სემ?
-სადახარ გავისეირნოთ სადმე
-არა ხლა არ მცალია ხვალ იყოს კარგი?
-ნამდვილად?-ეწყინა მეც მეწყინა პირველად რაც ვიცნობ რომ დარეკა
-კი სემ ხვალ აუცილებლად გავისეირნოთ გპირდები
-კარგი ლილა მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ ტრისტან,-გადავიკისკისე და გავუთიშე
-ახლა გული ამერევა,-ჩაიცინა ჯარედმა
-მეც მერევა ხოლმე გული სელენას რომ ლოღნი სკოლის დერეფანში მაგრამ ჩუმად ვარ
-შენ რა მითვალთვალებ?
-არა რაში მჭრდება ეს?
-იქნებ გჭირდება
-ჯარედ რაზე შევთნხმნდით,-მკერდზე ხელი დავადე და მოვიშორე მერე კი მე მოვშორდი ხეს რომელზეც ზურგით ამაკრა
-მაპატიე,-ხელები ასწია და გზა განაგრძო.
მალე მივედით მაღალ კორპუსთნ და ჯარედი სადარბაზოში შემიძღვა.
-ეს ჩემი ბინაა,-ბინის კარი გააღო და მე აღმოვჩნდი ძველებურ სტილზე საკმაოდ გემოვნებით მორთულ სახლში
-მომწონს შენი ბინა
-მადლობა. მოდი,-ხელი დამავლო და მისაღებში შემათრია
-ყაჩაღო არ გძინავს?-მიმართა ტელევიზორის წინ მოკალათებულ ძმას
-არა დედა ეს წუთია წავიდა,-მხრები აიჩეჩა ბიჭუნამ
-ეს ლილაა ჩემი რეპეტიტორი,-ჩემკენ გამოიშვირა ხელი,-ეს კი,-თავის ძმაზე მიმითითა,- ლუკია
-საიამოვნოა,-მითხრა ბიჭუნამ ისე რომ ტელევიზორს არ მოშორებია
-საინტერესოა ვის მაგონებს,-ჩავილაპარაკე
-მე მისით ვამაყობ
-რატომაც არა შენი ასლია
-კარგი ლუკ იმედია გშია ლილა პიცას აცხობს ჩვენთვის,-წარბები ამითამაშა ჯარედმა
-მაჩვენებ სამზარეულოს?
-აქეთ

მაცივარში ყველაფერი ვიპოვე რაც მინდოდა და ასე ნახევარ საათში ჩემი წაგებული პიცა მზად იყო
-ძალიან გემრიელია,-შემომცინა ლუკმა
-მადლობა,-ჯარედს გადავხედე
-რას მიყურებ ეს ხომ მე მოვიგე შეუძლებელია ცუდი იყოს
-აუტანელი ხარ,-თვალები გამიწვრილდა
-ჩემი ბრალი არაა
-კარგი მე ამ ყაჩაღს დავაძინებ და მოვალ,-ძმას ანიშნა ამდგარიყო
-მე ავალაგებ და მისაღბშ დაგელოდები
-არა დატოვე მე მივხედავ,-ხელი აიქნია და ლუკი წაიყვანა
მეც ავდექი და მაგიდის ალაგება დავიწყე მალე მოვამთავრე საქმე რაუნდოდა სამი თეფშის და ერთი ლანგრის აღებას.
-ჯარედ გირეკავენ,-მობილური მაგიდაზე ჰქონდა დატოვებული მეც დავწვდი და იქეთ წავედი სადაც მეგულებოდა
-აქ ვარ ლილა,-შემომესმა ოთახიდან და მეც შიგნით შევაბიჯე
-გირეკავენ
ჯარედმა მცირე საუბარი გააბა სელენასთნ მე მანამდე ოთახი მოვათვალიერე და მივხვდი რომ ჯარედის ოთხში ვიყავი კედლებზე მისი და სელენას სურათები იყო და რამდენიმე ცნობილი კალათბურთელის პოსტერი (ბავშვის დაძინების შემდეგ გამოსაცვლელად შევიდა თვაის ოთახში ჯარედი).
-მადლობა ახლა რომ არ მეპასუხა იეჭვიანებდა
-გოგონები,-თვალები გადავატრიალე
-სემს გაუმართლა შენ რომ ჰყავხარ გინდა რომ თავი არ მოაბეზრო ეს იშვიათია
-სემს მე ვყავარ?-გავიოცე
-ხო,-მას სემი ჩემი შეყვარებული ჰგონია და მგონი სჯობს ასე იყოს
-კარგი დავიწყოთ,-წიგნები მაგიდაზე დააწყო და თვითონ საწოლზე წამოწვა
-ასე აპირებ მეცადინეობას?-ვიკითხე გაღიზიანებულმა
-დავიღალე მინდა რომ ცოტა დავისვენო,-საცოდავად შემომხედა.
-ხო კარგი ჯანდაბას იყავი ეგრე მაგრამ მომისმინე.
რომეოსა და ჯულიეტას კითხა დავიწყე ის წამდაუწუმ ამთქნარებდა
-მგონი საამისოდ ძლიან დაღლილი ხარ,-წიგნი დავხურე და მისკენ შევტრიალდი
-მოდი წამოწექი,-ხელი დაატყაპუნა საწოლზე
-კარგი,-მივედი და მეც გულაღმა დავემხე მის საწოლზე ისე რომ თეთრ ჭერს შევაჩერდი
-ბალიშის არსებობას არ სცნობ?
-თავი გეტკინა?
-ჰო
-შეიძლება?-ხელი გაშალა მეც თავი ავწიე და ზედ დავადე
-ასე სჯობს
-ჯარედ შეიძლება რაღაც გკითხო?
-გააჩნია
-რატომ აღარ მეგობრობ სემთნ?
-თვითონ რა გითხრა?
-მითხრა რომ როცა პოპულარული გახდი თქვენი გზები გაიყო
-სწორად უთქვამს. სემს ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა ფული, ჭკუა და შესაძლებლობა რომ ეს ჭკუა გამოეყენებია კიდევ სიმპათიურია მე კი მხოლოდ სახე გამაჩნდა და როცა მივხვდი რომ მეც შემეძლო რაღაცას მიმეღწია თუნდაც ამას საშუალო სკოლის დასრულებამდე გაეტანა სემს შევთვაზე კალათბურთის გუნდში შევიდეთ მეთქი მან კი -უსაქმური ხარო მითხრა მერე ყველაფერი თავისით მოხდა
-გასაგებია
-ჰო ყველას არ უმართლებს. სემს ყველაფერი აქვს თუ მე მძმე ტვირთის თრევით ვიყენებ კუნთებს ის პრესტიჟულ სპორტ კლუბებში დადის ამისთვის და ახლა მას შენც ჰყავხარ.
-მეე?
-ხო მე არასოდეს არ ვიქნებოდი შენნაირ გოგოსთნ
-რატომ?-ხმა გამიწყდა
-იმიტომ რომ მხოლოდ ხელს შეგიშლიდი მე ჩხუბისთვი ვარ შენ კი ვიღაც პერსპექტიული გჭირდება
-მე სწორედ ამას ვცდილობ აი ნახავ ამ შვიდ თვეში შენც პერსპექტიული ახალგაზრდა იქნები
-სემის მსგავსი მაინც ვერა,-მის მხარეს გადავბრუნდი და თვალებში შევხედე საოცარი თვალები ჰქონდა იშვიათდ მინახავს ასეთი ცისფერი თვალები
-ეს რაარის?-ხელი გამექცა და წვრილმკლავიანი მაისური გადვწიე
-ჩემი სვირინგი?-წამოიწია და მაისური მოიშორა,-მთელს ზურგზე გიგანტური ბაბუაწვერა ეხატა თვისი მფრინავი ფურცლებით
-საოცრებაა,-ხელი გადავუსვი ზურგზე და კარგად დავაკვირდი
-ეს ჩემი საყვარელი ყვავილია. ყველაზე მშვენიერი და მიუწვდომელი თუ მას მოწყვეტ ერთი წამითც არ გაგიჩერდება და მზისკენ გაფრინება, ეს ყვავილი არ იყიდბა ყველაზე ურჩი და სასურველი ყვავილია თანაც სურვილებს ასრულებს.
-საუცხოოა,-ისევ შოკში ვიყავი როცა შემობრუნდა და თვალებში ჩამაშტერდა
-შენც ბაბუაწვერას ჰგავხარ მისი ფოთლებივით მწვანე თვალები გაქვს, მისი ბუსუსებივით თეთრი კანი და დღეს მასავით კაშკაშა კაბა გაცვია,-გაიღიმა ბოლოს
-ჯარედ მე,-ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე,-უ..უნდა წავიდე,-ადგომა ვცადე
-არ წახვიდე გთხოვ ცოტახნას კიდევ დარჩი,-ყელში ბურთი მომებჯინა თავს უცნაურად ვგრძნობდი ასეთი რამ არასოდეს დამმართნია
-ენი უკვე დაბრუნდებოდა
-ვიცი რომ დაგპირდი მაგრამ,-ძალიან ნელა დაიხარა ჩემსკენ და მისი გრილი სუნთქვა რომ ვიგრძენი სახეზე აზროვნების უნარი დავკარგე ძალიანი ნელა მომიახლოვდა და ტუჩებზე მომწვდა.
აზრი არ ჰქონდა იმაზე ფიქრს რომ უნდა მეაზროვნა მეც ავყევი კოცნაში და კისერზე შემოვხვიე ხელები
-ლილა მე..
-არა არაფერი არ თქვა,-თითი დავადე ტუჩებზე
-მე არ ვიმსახურებ
-ამას მაშნ რატომ არ ფიქრობდი როცა პირველად აკეთებდი ამას?
-მაშინ ვბრაზობდი,-კოცნას შორის პაუზის დროს ამოვთქვამდით ხოლმე ასეთ სიტყვებს

-უნადა წავიდე,-როგორც იქნა მოვტვინე იმდენი რომ არასწორად ვიქცეოდი და მოვწყდი
-მიგაცილებ
-არა ლუკი მარტო არ დატოვო
კარი გამოვიხურე და ჯარედი მის მიღმა დარჩა. ლოყები საშინლად მიხურდა
„ლილა დებილი ხარ“-გავლანძღე საკუთრი თავი და ენის სახლისკენ წავედი.

მეორე დღეს რომ გავიხსენე რაც მოხდა საწოლზე ხმაურიანად დავებერტყე და ბალიში წამოვიმხე თავზე. დეტალებში მახსენდებოდა როგორ დავადე თავი ჯარედის ხელს როგორ ვათვალიერებდი მის სვირინგს და ყოველი ამოსუნთქვა როცა მკოცნიდა ყოველი სიტყვა ახლიდან ამოტივტივდა ჩემს თავში.
-ენ
-უკვე გღვიძავს?-ენი თამას იმშრაებდა და სარკისწნი ჩამოჯდა
-შეიძლებოდა რომ ჯარედი შემყვარებოდა?
-ლილა რას ამბობ?-თვალები დამიბრიალა სარკიდან,რატომ გადწყვიტე რომ გიყვარს
-გუშინ მის სახლში ვიყავი სანამ აქ მოვიდოდი
-მერე რამე მოხდა?-ენი ჩემთან მოვიდა და ისე დამაკვირდა ერთი წამით მეგონა რომ დედაჩემი ჩაუსახლდა
-არა უბრალოდ ვაკოცეთ ერთმანეთს,-ყველაფერი მოვუყევი იმ დღიდან მოყოლებული სპორტდარბაზში რომ მაკოცა
-ლილა ამას ახლა უნდა ვიგებდე?-არცერთი დიალოგი არ გამომიტოვებია
-ვაიმე ლილა რაუნდა ქნა ახლა?
-რას გულისხმობ?
-თუ ჯარედი გიყვარს შენს ოცნებებზე უარს იტყვი?
-რატომ უნდა ვთქვა უარი ჩემს ოცნებებზე ჯარედს ხომ არ ვუყვარვარ თანაც მე არვიცი მიყვარს თუ არა
-ამ ყველაფრის შემდეგ ასე ფიქრობ?-ისე გავხედე მიხვდა რომ უნდა აეხსნა
-მომისმინე სემთან როცა ხარ რას გრძნობ?
-ეს რაშუშია
-მიპასუხე
-მინდა რომ მოვეხვიო ის ისეთი საყვარელია მაგრამ ეს უბრალოდ ისეთი გრძნობაა როგორიც ჯერემის მიმართ მაქვს ხოლმე
-და ჯარედთან რომ ხარ?
-ენ ეს ჯერ საკუთრი თავისთვისაც არ მითქვამს
-რა არ გითქვამს?
-როგორ მსიამოვნებს მისი სიახლოვე როგორ გრძნობს ჩემი თითოეული უჯრედი მის სიახლოვეს
-ხო დაიკო გაები,-ენმა თავი გადააქნია
-ახლა სემს რა უნდა ვუყოთ?
-სემი საერთოდ რა შუაშია
-შენ გგონია გაპატიებს ამას?
-მე არაფერი დამიშავებია ესეც არ იყოს მე და სემი მეგობრები ვართ
-ამას რა მნიშვნელობა აქვს სემი და ჯარედი სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთს გადაკიდებული და ეს მხოლოდ იმიტომ არაა რომ ჯარედი პოპულარული გუნდის კაპიტანია ან სემი შეძლებული ოჯახის შვილი მათშორის კიდევ რაღაც ხდება და ეს უნდა გავარკვიოთ,-ენი ნამდვილი გამომძიებელივით იყურებოდა და მეც დამაფიქრა.
........
კომენტარს თუ არ დამიწერთ გაგებუტებით



№1 სტუმარი Guest Salo123

 


№2 სტუმარი natia

ძაან კარგია და უფრო დიდი თავები დადე რააა

 


№3 სტუმარი Guest marili gemovnebit

Momewona da sviringis gakete mominda :-) kargi ramaada gaagrdzele :-*

 


№4 სტუმარი lalka

hmmm sainteresod anvitareb movlenebs.es babuawveras agwerac momewona.veli shemdegs.

 


№5  offline წევრი ki si

natia
ძაან კარგია და უფრო დიდი თავები დადე რააა

Amaze didi tavis dadeba meechveba magram vcdi

Guest marili gemovnebit
Momewona da sviringis gakete mominda :-) kargi ramaada gaagrdzele :-*

Svirings tu gaskets surati aucileblad gamomigzavne. Madlobarom mogwons

Salo123
ძალიან კარგია.... იმედია მალე დადებ ახალ თავს❤❤❤

Ki aucileblad ahevecdebi male davdo

lalka
hmmm sainteresod anvitareb movlenebs.es babuawveras agwerac momewona.veli shemdegs.

Madloba sayvarelo <3

 


№6 სტუმარი Bubi

Dzaan magaria veli sulmoutqnelad shemdegs

 


№7 სტუმარი Ani

Dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent