შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად რომ დაგინახე...(16)


3-07-2017, 15:35
ავტორი sati
ნანახია 2 657

უცებ კარზე კაკუნი გაისმა.
-ვინაა?-ლიზა არავის არ ელოდებოდა... ხოლო დიტო.
-სურპრიზია.
დიტომ კარი გააღო და ოთახში მანჩო შემოვიდა. შეჰკივლა და ლიზას გადაეხვია.
-ჩემი გოგო, როგორ გაზრდილხარ, როგორ შეცვლილხარ.... ჩემი პატარა გოგო.
-მანჩო როდის ჩამოხვედი?
-შენმა ქმარმა დამირეკა და მითხრა რო ჩამოხვედით და მაშინვე ჩამოვედი. ისე მომენატრე. ჩემი გაწამებული გოგო.
-მეც ძაან მანჩო.
-აბა პატარა სადაა?
-ოთახშია ძინავს.
-მერე ვნახავ.
-აბა არ გშიათ? უცებ დავტრიალდები და ყველაფერს გავაკეთებ.
-ქალბატონო...
-არანაირი ქალბატონო, კიდე უფრო ბებერად ვგრძნობ თავს-გაეცინა მანჩოს.
-მანჩო, თქვენ თუ ამ ადამიანს რამეს აჭმევთ მე მედალს მოგცემთ, ფეხმძიმედ რომ იყო მაშინაც კი არ ჭამდა წესიერად.
-ყველაფერს გავუკეთებ რაც უყვარს და შეჭამს, შეჭამს. ამ პატარა ბიჭს რა უნდა?
-მანჩო, ამას ჯერ საჭმელებს არ ვაჭმევ, მარტო ფაფებს და ზოგჯერ სუპებს.
-და ესეც შენნაირი უზნეო ხო არ უნდა გახადო?
-არა მანჩო, არა. ნელ-ნელა დავაწყებინებ.
-კაი, აბა შევედი მე სამზარეულოში-მანჩო სამზარეულოში შევიდა და დიტო და ლიზა მარტო დატოვა.
-დიტო... მანჩო... ჩამოიყვანე იმიტომ რომ? იქ ოჯახი ყავს იცი ეგ?
-იმიტომ რომ სანამ სამსახურში ვიქნები ფსიხოზი არ დაგემართოს. სერიოზულად მანერვიულებ უკვე ლიზა.
-კარგად ვარ,ა რაფერი არ მჭირს. ეხლა მთელი დღე თავს არ დამანებებს, მაშინაც მეყო მანჩოს აღზრდები.
-ლიზა, ხო გიყვარს მანჩო?
-კი, ამგრამ....
-ხოდა არანაირი მაგრამ... მე მინდა ჭამა, მშია სასტიკად , მანჩო ბავშვთანაც დაგვეხმარება, საჭმელსაც გააკეთებს ხოლმე და შეგვეძლება გარეთ გასვლა როცა გვინდა.
-კაი. უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის მანჩოს 2კაცი გააყოლე ხოლმე სახლში და უკან წამოიყვანონ ხოლმე დილაობით.
-თქმა არ ჭირდებოდა მაგას, უკვე გავაფრთხილე ბიჭები.
-ძაან კაი-ლიზამ აკოცა დიტოს და ოთახში გავიდა.
მეორე დღისთვის დიტომ მართლაც დანიშნა შეხვედრა გიორგისთან. ხოლო როგორც კი გიორგი ოფისიდან გავიდა ლიზა, შავებში გადაცმული შევიდა კომპანიაში და მისაღებში მივიდა.
-გამარჯობა, მე შეხვედრა მაქვს დანიშნული ბატონ გიორგისთან.
-რომელზე?
-ახლა მქონდა.
-არა, ეხლა სხვა შეხვედრაზეა წასული.
-ა, უკვე გავიდა?
-დიახ. 2წუთის უკან,მითხარით სახელი და გვარი, თავიდან ჩაგწერთ.
-არა... მისი შვილი აქ არის?
-ბატონი ლევანი?
-არა, ისიც გასულია. მალე უნდა დაბრუნდეს.
-ა, ოფისთან რომ დაველოდო შეილება?
-დიახ. მეორე სართულზე პირველივე კარი არის ბატონი ლევანის ოფისი, ხოლო ჰოლის ბოლოში კი ბატონი გიორგის.
-დიდი მადლობა.
-თქვენი სახელი და გვარი? ბატონ ლევანს რომ შევატყობინო ვინ ელოდება.
-ელენე მელიქიძე.
ლიზა ზევით ავიდა ამ დროს კი ლევანიც მოვიდა.
-ბატონო ლევან.
-გისმენ მეგი.
-ზევით ერთი გოგონა გელოდებათ, ამბობს რომ მამათქვენთან ჰქონდა შეხვედრა და თქვენი დალოდება გადაწყვიტა შემდეგ.
-რა ქვია?
-ელენე მელიქიძე.
-ეგეთს არავის არ ვიცნობ.
-ალბათ მამათქვენის მეგობარია.
-არც მამა არ იცნობს ეგეთს არავის. ავალ ვნახავ.
ლიზა მანამდე გიორგის ოფისში იყო.
-არ მჯერა უეჭველი გექნება სადმე სეიფი, ან რაიმე მტკიცებულება. სახლში რომ რამე ყოფილიყო ვიპოვიდი.
ლიზა
ყველგან მოვძებნე ყველა უჯრა გამოვაღე, კარადების უკანაც ვნახე მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ამ დროს კარი გაიღო და გავშეშდი. უკან არ გამიხედავს, არ ვიცოდი ვინ იყო.
-შენ ხარ... მომეცი ერთი მიზეზი მაინც თუ რატომ არ უნდა მიგაბრიდო აქვე, ან მამაჩემს რომ არ დავურეკო და დავაჭერინო შენი თავი.
ხმა არ ამომიღია. უკანაც ვერ ვიხედებოდი. მაშინ ნაბიჯების ხმა გავიგე, უკვე ჩემ უკან იდგა, ეს ვიცოდი რადგან მისი სუნთქვა მესმოდა.
-ლიზა, თუ ელენე რაც გქვია, დამდებ პატივს და გამომხედავ? თუ ესე გინდა მოკვდე?-მის ხმაში ირონია იგრძნობოდა, ვიცოდი რომ არ მომკლავდა. მაგრამ შეტრიალებას და მის თვალებში ჩახედვას სიკვდილი მირჩევნოდა. ეს მან კარგად იცოდა. მაინც მოთიმნებით მელოდებოდა, იმედი ჰქონდაა რომ მეთითონ გავტრიალდებოდი, ეს მას უფრო სიამოვნებდა... ჩემი წამება.
-როგორ მიცანი?-ძლივს ამოვილუღლუღე.
-შემდეგზე ტატუ უკეთ დამალე.
ჯანდაბა... შავი ვარდი...
-შემოტრიალდები?
-არა-მოწყვეტით ვუთხარი. ზუსტად ვიცოდი რა გამომეტყველება ექნებოდა. ალბათ ცალი წარბი ჰქონდა აწეული და მაშტერდებოდა სერიოზული გამომეტყველებით.
მეც ძალა მოვიკრიბე და შევტრიალდი. ის თავიდან ბოლომდე შეცვლილი იყო. წვერები მოშვებული, ჩასისხლიანებული თვალები, აბურძგნული თმები და დაკუჭული საროჩკა... მემგონი ოდნავ მთვრალიც იყო. სულ სხვანაირი იყო, მიუხედავად ამისა ისევ ისეთი მომთმენი იყო და წყნარად მელოდებოდა.
-თუ ჩემი მოკვლა გინდა პირდაპირ დამიმიზნე იარაღი.
-ლიზა, როგორც ყოველთვის მოუთმენელი ხარ და ზუსტად მაგან დაგღუპა. მიზეზი რატომაც არ გბრიდავ არის მამაშენი.
-ვერ გავიგე?
ლევანი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამამისის სკამს და მასში ჩაეშვა. შემდეგ მანიშნა ჩამოჯექიო.
-არ ვაპირებ დაჯდომას, არ მაინტერესებს არაფერი, გარდა მტკიცებულებებისა რომელიც მამაშენს აქვს მამაჩემზე.
-ლიზა, დაჯექი. თუ არადა ვერასდროს გაიგებ სიმართლეს.
-რო არ დავჯდე არ მეტყვი?
-არ გეტყვი, დაცვას გამოვუძახებ და გაგიტანენ აქედან.
თან მაკვირდებოდა, ჩემ სახეს ათვალიერებდა, შემდეგ ტანს. მეც დავჯექი.
-წყალი არ გინდა?
-რომ მომწამლო და ისევ მომიტაცო? არა, არ მინდა.
-ხო.
-მეტყვი დროზე?
-ლიზა, იმ დღეს რომ მოგეთმინა და არ გაქცეულიყავი გაიგებდი რომ დედაჩემის მკვლელი ვიპოვე.
-ჰა?
-მამაშენი არაფერ შუაში იყო- ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა-ბიძაჩემს არალეგალური ბიზნესი ჰქონდა, ამის შესახებ გაიგო დედაჩემმა, მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და პატრულში წავიდა. ეს პანიკაში ჩავარდა, ისიც მანქანაში ჩაჯდა და გაეკიდა, მაგრამ სანამ დაეწეოდა, დედაჩემი სიჩქარეში სხვა ავტომობილს შეეჯახა. ჩვენ დიდიხნის განმალობაში გვეგონა რომ ეს მამაშენი იყო, რადგან მაშინ მას და მამაჩემს დიდი კონფლიქტი ჰქონდათ. ბიძაჩემს შეეშინდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და ამიტომ ყველაფერი დამალა და მამაშენს გადააბრალა. იმ ბიზნესის გამო კი აგო უკვე პასუხი.
-ციხეშია?
-არა, ჩვენ ოჯახს ესე ვერ შევარცხვენთ.
არ ვიცოდი როგორ მომეხდინა რეაგირება.
-ესე იგი იმდენი ხანი მაწვალებდი ბიძაშენის შეცდომების გამო ხომ?!! მამაჩემი კინაღამ შეეწირა ამ ყველაფერს!!! ამას როგორ ამინაზღაურებ ლევან?!-წამოვუხტი და ყვირილი დავიწყე.
-არ ვიცოდით. რომ დაგეცადა გაიგებდი ყველაფერს.
-2წელი შიშში ვიცხოვრე. საქართველოში ფეხი ვერ ჩამოვადგი, არ ჩათვალე საჭიროდ რომ ეს გეთქვა ჩემთვის?! ჰა ლევან?!
-არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა.
-ახლა იცი ხომ?
-ლიზა, მე შენ მიყვარდი, არაფერი არ დამიკლია შენთვის, ყველანაირად ვცდილობდი რომ კომფორტში გეცხოვრა, შენ კი გაიქეცი, დამტოვე ფაქტიურად ყველა ჩემი ახლობლის წინაშე და შემარცხვინე.ამის შემდეგ 2 წელი ვიცხოვრე გატეხილი სახელით. ახლა კი ვიგებ რომ ქმარი და შვილი გყავს, პირველ რიგში ვაპირებდი შენ ნახვას და ყველაფრის ახსნას, მაგრამ ვიცოდი რომ არ მიმიკარებდი. ლიზა, ჩემზე ცუდად არ ყოფილხარ.
-არა, გეხვეწები არ გინდა. შენ ოჯახი დამინგრიე, ცხოვრება გამინადგურე...
-ლიზა, შენც გიყვარდი.
-კი ლევან, მიყვარდი. მაგრამ აღარ მიყვარხარ.
-ბოლოს... რეზი რომ ვნახე სოფელში, გადავწყვიტეთ ერთად მოგვეძებნა ნამდვილი დამნაშავე, მაგრამ შენი მოუთმენლობა...
-აღარ მინდა მეტის მოსმენა.
-არც მე, რადგან სიმართლე გითხარი, შეგილია წახვიდე.
უცებ გავშტერდი.
-ხო...წავალ.
-კი, ეგ კარგად გეხერხება. ანუ აღარ გიყვარვარ?
-არა. შენ?
-უკვე აღარც მე.
-გასაგებია.
-ლიზა, სანამ გადავიფიქრე დროზე დატოვე ოფისი.
მის თვალებში რაღაც ადამიანური შევატყვე. ამ სიტყვებს არ გულისხმობდა... არ უნდოდა რომ ოფისი დამეტოვებინა.. მაგრამ რადგან მან სიმართლე მითხრა... მეც ვალდებული ვიყავი ყველაფერი მეთქვა მისთვის.
-ლევან... რაღაც უნდა გითხრა.
-რა?
-არაფერი... ნახვამდის-სწრაფი ნაბიჯებით გავედი ოთახიდან და როგორც კი კარი მოვიხურე ჩავიკეცე. კარის უკან ნაბიჯების ხმა გავიგე. შემდეგ კი გაჩერდა. ტირილი დავიწყე... მინდოდა რომ კარი გაეღო და ჩამხუტებოდა. რომ შემომხვეოდა და როგორც არ უნდა შევწინააღმდეგებულიყავი დავეჭირე და აღარ გავეშვი. მინდოდა რომ სიმართლე მეთქვა... არა, ამას ვერ გავაკეთებდი. მე უკვე ქმარი მყავდა და ამას ვერ შევცვლიდი. წესით ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო რადგან მამაჩემის სახელი გაიწმინდა.... შემეძლო შიშში აღარ მეცხოვრა... მაგრამ საქმე იმაში იყო თუ რამდენ ხანში მიხვდებოდა მაქსიმე რომ მამამისი დიტო არ იყო. უცებ სახელური ჩამოიწია და მთელი სისწრაფით გავიქეცი ქვევით, ოფისიდან გავედი და მანქანაში ჩავჯექი. სასწრაფოდ დავქოქე და სახლში წავედი.სახლში გიჟივით შევვარდი. საძინებელში შევედი, ჩემოდანს ხელი მოვკიდე და გიჟივით დავიწყე ჩალაგება. დიტო გამოვიდა მისაღებიდან.
-რას აკეთებ ლიზა?!
-მივდივარ.
-სად მიდიხარ?
-სხვაგან, დიტო დამანებე თავი!!
-რა გიქნა იმ ახ**მა!
-არაფერი, დიტო მომშორდი!!-ბოლო ხმაზე ვუყვირე, ჩემოდანი ხელში ავიღე, მაქსიმე ავიყვანე და გარეთ გავედი. მანჩო და დიტო კიდე გამომეკიდნენ.
-ლიზა, შვილო რას აკეთებ.
-ლიზა, რა მოხდა?! რა გავაკეთე?!!
-არაფერი, უნდა წავიდე... არ გამომყვე
-ლიზა, გეხვეწები არ წახვიდე.
წამით შევყოვნდი მაგრამ მალევე მოვედი გონზე სსწრაფად ჩავსვი მტირალი მაქსიმე მანქანაში და მეც ჩავჯექი. შემდეგ კი ისევ გავეცალე ამ სახლს და აეროპორტში წავედი.
***
მაპატიეთ ამდენი ხანი რომ გალოდინეთ... გარკვეული მიზეზები მქონდა... მაგრამ ვეცდები რომ მალ-მალე დავდო ხოლმე. <3



№1 სტუმარი Guest bubu

eh liza liza, ar unda gatxoviliyo ara, danarchrni yvelaferi momwons, kargia.

 


№2 სტუმარი ქეთი.იი

აი,ეს მესმის ძალიან კარგია და აღარ მალოდინო რაა!

 


№3  offline წევრი an12na

Gtxov ra sheb mainc agar gawelo droze dstove eseni ertad t
<3 xvalve dadeb shemfegs.?

 


№4 სტუმარი kusa13

ძალიან მოუთმენელი, სულელი და უნებისყპფო გოგოა ლიზაა ალბათ ასეც გეგმავდი მაგრამ ცოტა ზედმეტი გაქცევა ,ტირილი ეცადე ასე ვთქვათ და გაარკვიო საკუთარ თავში ლევანი მეცოდება ლიზამ უნდა გააცნობიეროს რომ ლევანის კი არა გიორგის ბრალია თავები გაზარდე კარგიი გელოდებიი <3 კარგი ეს ისტორია მომწონს კრიტიკა კი ცუდად არ მიიგო გაუმჯობესებაში დაგეხმარება <3 <3 :**

 


№5 სტუმარი Guest nata

magariiaa maqsime levaniis shviliiaa....

 


№6  offline წევრი sati

kusa13
ძალიან მოუთმენელი, სულელი და უნებისყპფო გოგოა ლიზაა ალბათ ასეც გეგმავდი მაგრამ ცოტა ზედმეტი გაქცევა ,ტირილი ეცადე ასე ვთქვათ და გაარკვიო საკუთარ თავში ლევანი მეცოდება ლიზამ უნდა გააცნობიეროს რომ ლევანის კი არა გიორგის ბრალია თავები გაზარდე კარგიი გელოდებიი <3 კარგი ეს ისტორია მომწონს კრიტიკა კი ცუდად არ მიიგო გაუმჯობესებაში დაგეხმარება <3 <3 :**

Ara piriqit. Lizas personaji tvitonac chamoukalibebelia (chemnairad :D) amitom amastan ertad moutmeneli da rodesac ragacas aketebs shemdeg nanobs, daufiqrebelia da sulswrafi. Amitom aqvs amdeni problema. Sustia magram cdilobs rom dzlieri gamochndesm

 


№7 სტუმარი Guest ნინო

დღეს იმედია დასებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent