მარიამი (3)
მინდა გითხრათ, რომმ მარიამს აღარ ვაგრძელებ, ამ ისტორიას შემდეგი თავი აღარ ექნება როგორც იცით ყველა მეგობრობას აქვს თავისი მინუს-პლიუსები, მათ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მარიამს არასდროს ჰყვარებია, ამით ისარგებლა ანამ და გადაწყვიტა მოეტყუებინა, რომ ერთ-ერთ უფროსკლასელ ბიჭს უყვარდა, მარიამმა ადვილად დაიჯერა, იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა ანა, რომ შეუძლებელი იყო ეჭვი შეგეტანა მის სიტყვებში, შეიძლება ანას უნდოდა რომ მარიამსაც ყვარებოდა ვინმე, გამოუვიდა კიდეც ოღონდ მას მხოლოდ მოეწონა ის ბიჭი, რატომღაც ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა, არც შეუხედავს, არც სხვებივით მოჰქცევია, როგორც სხვა გოგოებს ექცევიან ხოლმე ბიჭები როცა მოსწონთ, მაგრამ არც ამან დააეჭვა მარიამი, იმდენად დაბრმავებული იყო ამ გატაცებით რომ ლამი ჰაერში ეფრინა. ეს ამბავი კარგად ნამდვილად არ დასრულებულა, რამოდენიმე თვის შემდეგ, ანა თვითონ გამოუტყდა მარიამს რომ ამ ბიჭს მარიამი კი არა თავად ანა ჰყვარებია, ამას არაფერი შეუცვლია მარიამში, მიხვდა რომ არც მას ჰყვარებია ის ბიჭი და ადვილად შეეგუა რეალობას, მერე დაჟე ეხმარებოდა კიდეც მასთან ურთიერთობის აწყობაში, მარტო ეს შეცდომა არ დაუშვა ანამ, ერთ მშვენიერ დღეს როა მარიამი სკოლიდან დაბრუნდა და სოციალურ ქსელში შევიდა, მისი კლასელები შეშფოთებულნი წერდნენ (( სადაა ანა? სადაა შენი დაქალი? რა ხდება, სადაა ანა? )) მარიამს შეეშინდა, თავში ათასი აზრი უტრიალებდა, ადგილს ვერ პოულობდა, არ იცოდა როგორ უნდა დაემშვიდებინა თავი და ისიც ვერ დაეჯერებინა რომ ანამ არაფერი უთხრა, არ იცოდა სად იყო, იქნებ თავს რამე დაუშავა ან სადმე წავიდა და დაიკარგა, ეს ფიქრები უტრიალებდა თავში.... - დიახ, დიახ, მაგრამ მარიამი რა შუაშია? ოთახში საუბრის ხმა შემოდის. - იქნებ მან იცოდეს სადაა? - ახლავე დავუძახებ. ფეხის ნელი ნაბიჯების ხმა ისმის, კარი გაიღო. - მარიამ გეძახიან... ეს მარის ბებო იყო, ძალიან საყვარელი და მოსიყვარულე, ისიც თინეიჯერი გეგონებოდათ. - ახლავე, მაგრამ ვინ? ნოუთბუქი საწოლზე გადადო და წამოდგა. - არ ვიცი, მემგონი ანას დედა და და. - რაა? რამე ხომ არ გითხრეს? - არა. მარიამი გარეთ გავარდა, ანას დედა ტიროდა, დანახულმა საშინლად შეაშფოთა მარიამი, მითუმეტეს იმ ფიქრების შემდეგ რაც თავს არ ანებებდა. - შვილო, ხომ არ იცი ანა სადაა? თვალებ აცრემლიანებული ანას დედა მარიამს ხელზე ეფერება. - მაპატიეთ მაგრამ არა, ჩემი კლასელებიც მე მწერენ, ჩემთვის მართლა არაფერი უთქვამს. შიშით და დაბნეულობით სავსე მარიამი, ნელა უსვამს ხელს მხარზე ანის დედას და თავადაც არ იცის როგორ დაამშვიდოს მაშინ როცა თავადაც საშინლად ნერვიულობს. - დაახლოებით მაინც არ იცი სადაა? - არ ვიცი, შეილება იმ მარისთანაა კორპუსებში რომ ცხოვრობს. - კარგი შვილო, მადლობა. სარსოწარკვეთილი ქალი მიბრუნდა და ნელი ნაბიჯებით წავიდა. ახლა მართლა ძალიან შეეშინდა მარიამს, აღარ იცოდა რა გაეკეტებინა, ან კლასელებისთვის რა ეთქვა ან ხალხისთვის, ეს კიდევ ყველაფერი არაა მშობლებმა და ბებომ მარიამს ანასთან ურთიერთობა აუკრძალეს, რა უნდა ექნა? დამორჩილდა მათ, თუმცა რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მოგონებები მაინც იცოცხლებენ. მოკლედ მარიამი მეორე დღეს იგებს, რომ ანა ვიღაც უცნობ ბიჭთან ერთად გაიპარა, შემდეგ კი სახლში დააბრუნეს. მხოლოდ ეს კი არა, დაინახა ანას შეყვარებული, აი სწორედ ის, რომელზე ანა ატყუებდა და მერე თავად შეუყვარდა, ის ბიჭი როგორ იდგა პოლიციასთან, ამან საერთოდ გააგიჟა, რა უნდა ეფიქრა? უბრალოდ საერთოდ ყველაფერი დაიკიდა და განაგრძო ცხოვრება... ( ნუ რათქმაუნდა ეს მხოლოდ თავის დარწმუნების მცდელობა იყო, რომ ყველაფერი დაიკიდა) მეორე დღეს სკოლაში ჩვეულებრივად ყურსასმენებით მივიდა, მაგრამ იმ განსხვავებით რომ უკანა მერხისკენ არც კი გაუხედავს, იქვე მეორე რიგში დაჯდა, მთელი გაკვეთილი ისე გავიდა რომ არაფერი უთქვამს, არ უკან მიუხედავს, არც განძრეულა, უბრალოდ სიბრაზეც არ გამოუხატავს, თითქოს გაითიშა... - მარი რა გჭირს? დასვენებაზე მივიდა ანა და ყურსასმენი გაოართვა. - რა მჭირს? მეგონა ყველაფერს ვეუბნებოდით ერთმანეთს. - და რა არ გითხარი? - შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ? როგორ არ მითხარი გუშინ რას აკეთებდი? ან ეს რა ჯანდაბამ გაგაკეთებინა? მე თუ არა ის ბიჭი მაინც არ შეგეცოდა? მერხიდან არც კი წამომდგარა, არც ანასკენ გაუხედავს, იჯდა კეპით და დაფას მიშტერებოდა. - დავაი რაა... დაუგდო მერხზე ყურსასმენები და კლასიდან გავიდა... დავაი რა.... დავაი რა..... დავაი რააა..... განუწყვეტლივ უტრიალებდა თავში ეს სიტყვები. - დავაი რა ხო? ხო და იყოს ეგრე.. ხმადაბლა ჩაიბურტყუნა და მთელი გულით ეცადა წაეშალა ის თავისი გულიდან და გონებიდან. ასე გავიდა მთელი დღე, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, მხოლოდ მაშინ როცა მეშვიდე გაკვეთილი გამოვიდა, ანა მივიდა მარიამთან, ისევ წაართვა ყურსასმენები... - არასდროს მითქვამს შენთვის დავაი რა? რა იყო ახლა ამაში გასაბუტი? - რა იყო გასაბუტი? ვინ ხარ? ჰიცნობ? აა ჰოო გამახსენდა... რა იყო გასაბუტი ჩემი ძმა და ის რომ ჩემთვის ახსნაც არ ინებე სიტუაციის მაშინ როცა ხალხის თვალში შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, როცა გკითხე კიდე ისე მითხარი დავაიო რომ არმგონია ეს უბრალო ხუმრობა ყოფილიყო.... ხო და ახლა მართლა დავაი... - კაი როგორც გინდა. ამის შემდეგ ერთად არასდროს ყოფილან, მართალია მარიამს ბევრი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის დაემტკიცებინა რომ მან მართლა არაფერი იცოდა და არც ანას ნაირი არ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.