შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასაკი ყველაფერს ცვლის (14)


3-07-2017, 20:30
ავტორი marishkka
ნანახია 2 028

ასაკი ყველაფერს ცვლის 14

რეპეტიტორთან მივრბოდი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როცა კიბის საფეხურზე ფეხი არასწორად დავდგი და გადამიტრიალდა, დამყარულებელი კვნესა აღმომხდა, ეს ხმა მე თუ მეკუთვნოდა არ ვიცოდი. ტელეფონი მაშინვე ავიღე და სასწრაფოში დავრეკე. გუკა აგარაკზე იყო ძმაკაცთან მაკა ისევ მივლინებაში, რაც კაკიმ მიგვატოვა და იმ სილიკონისსახიანთან წავიდა საღეჭი რეზინივით რომ იწელებოდა, იმის შემდეგ მაკა სულ მივლინებებშია, ცდილობს სამსახურზე გადაიტანოს ყურადღება. სასწრაფო დახმარებაც მალე მოვიდა და ციციშვილის კლინიკაში გადამიყვანეს მაშინვე გოგოებთან დავრეკე, ისინი და გუკა მალევე მოვიდნენ ჩემთან თუმცა მნახველებს არ უშვებდნენ. მალევე რენტგენზე შემიყვანეს, ტკივილისგან სახეზე ფერი აღარ მედო. ექიმი პალატაში შემოვიდა და შეწუხებული სახით დაიწყო ლაპარაკი
-კატერინა, მესმის ის რასაც ახლა მოისმენ შენთვის ძნელი გადასატანი იქნება, თუმცა მინდა გითხრა რომ... რომ ცეკვას ვეღარ გააგრძელებ.
-რაა? მეხუმრებით ხო? გამეცინა თუმცა ეს სიმწრის სიცილი უფრო იყო
-სამწუხაროდ არა
პანიკურმა ტირილმა შეცვალა ჩემი სიცილი, პალატიდან ექიმი გავიდა, ფეხის ტკივილი აღარ მახსოვდა, ყველაფერი დამავიწყდა და ძალაგამოცლილი დავეხეთქე ლოგინზე. გუკა შემოვიდა და ლოგინზე ჩამოჯდა ჩემი ხელი მისაში მოიქციია და უბრალოდ მიყურებდა.
-გითხრეს?
-კი
-კი მაგრამ გუკა, არ შემიძლია ცეკვის გარეშე, შენც ხომ იცი არა
-დაიძინე პატარავ, დაწყნარდები და ყველაფერს გაანალიზებ.
გვერდი ვიცვალე და ფიქრებს მივეცი თავი, ყველაფერი მახსენდებოდა. პირველი რეპეტიცია, პირველი იმედგაცრუება საკუთარი თავით, პირველი მოტივაცია და ამ მოტივაციის შედეგად დამსახურებული პირველი სოლო, ბევრი ოფლი, ამ ოფლის შედეგად მიღებული გრამპრი, სუხიშვილების თიტქმის დასის წევრობა. ოცნებასთან ასე ახლოს ვიყავი და ხელიდან დამისხლტა. უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვიყავი. მომავალი 10 დღე რა მჭირდა იცით? ყველაფერს მოწყვეტილი ვიყავი. თიტქოს თვითგვემა და საკუთარ თავში ჩაკეტვა მიშველიდა და გამიმთელებდა კოჭს. სულ რაღაც 1 კვირის წინ, ვცეკვავდი რეპეტიციებზე დავდიოდი ვაწყობდი გეგმებს. და უეცრად! ... კიბეებზე ერთი ჩარბენა ცხოვრების თავდაყირა დაყენებით დასრულდა. უეცრად დამეწყო მონატრება იმ საქმის მიმართ რომელიც ჩემთვის უპირველესი იყო და ეს მონატრება აპათიად იქცა. ამ დღეების მანძილზე გუკა ერთხელაც კი არ მომშორებია გვერდიდან, მაშინ დავაფასე ეს ადამიანი სასწაულად და მივხვდი რომ მის გარეშე არარაობა ვიყავი. მაშინ ვიგრძენი როცა ფსიხოზის ზღვარზე მყოფი ყველას ვუყვიროდი, კედელთან ჩამუხლული ვქვითინებდი და ვეხვეწებოდი რომ მარტო დავეტოვებინე... ვლანძღავდი ვაგდებდი და მაინც ჩემთან იყო. სწორედ მან მომცა სტიმული და სწორედ მან გადამატანინა ეს დღეები. უკვე 23 თებერვალი იდგა... სულ რაღაც 2 დღეში ჩემი დაბადების დღე იყო... ეს დღე ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა იცით? რაღაც ამოუხსნელად მიყვარდა ვგიჟდებოდი ვაღმერთებდი ამ დღეს... არავის ვაძლევდი იმის საშუალებას რომ ჩემთვის ხასიათი გაეფუჭებინათ. ეს დღე ერთადერთი იყო როდესაც თავს ნამდვილ დედოფლად ვგრძნობდი. ეს ის დღე იყო ყველაფრის უფლება რომ მქონდა.
რა უცნაური ჩვეულებაა ისე, დაბადების დღის აღნიშვნა თიტქოს არ უნდა გიხაროდეს რომ 1 წლით ბერდები, უახლოვდები სიკვდილს. თუმცა 16 წლის ასაკში ამაზე ნაკლებად მაგრამ მაინც ფიქრობ... ასაკის მატებასთან ერთად გემატება პასუხისმგებლობა, და ასაკის მატებასთან ერთად სხვა ნეგატიური თანმხლები მხარეებიც ნელ-ნელა იჩენენ თავს.
მაგრამ, დაბადების დღე მაინც ის შესანიშნავი დღეა როცა შეგიძლია შენს განვლილ ცხოვრებას თვალი გადაავლო და კიდევ ერთ სიძნელეებით, უბედურებითა თუ ბედნიერებით სავსე წელს გაუღო კარები. დიდად მეხსიერებით ვერ დავიკვეხნი თუმცა მაინც მახსოვს ჩემი ყველა დაბადების დღე, სამზადისი მოლოდინი, მოლოცვები ყველა ტორტი მახსოვს რაც კი მქონია. ისიც კარგად მახსოვს როგორ განსაკუთრებულად მილოცავდნენ მთელი ოჯახი. ღამის 12საათზე ტორტითა და მაშხალებით. საუკეთესო მოგონებები. ყოველ დაბადებისდღეზე ნაბოლარა შვილისთვის ნაჩუქარი საუკეთესო საჩუქქრები.
ახლა რა შეიცვალა იცით? წლევანდელი დაბადების დღე ღამის 12 საათზე შეყვარებულმა მომილოცა პირველმა, ისიც მესიჯით. ჩემს დაბადებისდღეს ძილში შევხვდი. დედა მივლინებაში, მამა სხვა ქალთან. ძმა აზრზე არ ვარ სად არის დას კი მისი ოჯახი აქვს ორსულადაა და ეპატიება. თითოეულ ჩემს ოჯახის წევრს გამართლება მოვუძებნე ტრადიციის დარღვევისთვის და ზანტად წამოვდექი 25თებერვლის დილას. უკვე 16 წლის კატერინა, კვლავ იგივენაირად გაემზადა სკოლაში წასასვლელად.
კლასში შესვლისას ვირწმუნე რომ, ერთხელ მაინც შეძლებიათ ჩემს კლასელებს ნორმალურად მოქცევა და ჩემთვის ერთი ლამაზი დღის ჩუქება. ყველაფერი მორთული იყო და მილოცავდნენ ბედნიერებისგან ცრემლები მომდიოდა. ჩემმა გიჟმა დაქალებმა მთელი კლასი აიყოლია.
ჩემმა ძმამ ფული დამირიცხა ბარათზე ეს არის შენი საჩუქარი ბოდიში ბევრი საქმე მაქვს ვერ გნახავ დღესო. დიდი გოგო გამეზარდევო. დედამ დამირეკა და თვალცრემლიანმა ბოდიში მომიხადა პირველად გამოვტოვე შენი დაბადებისდღეო. წყენა არ შემიმჩნევია ისე დავემშვიდობე. ლისამ დამირეკა, ყველაზე ამაღელვებელი მისი მოლოცვა იყო.
-ჩემო ფერიავ, გილოცავ. გეხვეწები მაპატია რომ დავარღვიეთ ჩვენი ტრადიცია. რაც არ უნდა მოხდეს გახსოვდეს შენ ჩვენი სიხარული ხარ, ჩვენი ნანატრი უფლისგან ბოძებული სასწაული.
-მადლობა ლის
ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. საღამოს გოგოები წავედით კარაოკეში, მარიამთან ერთად საბა იყო, ნინასთან ზუკა და თინიკოსთან კი გიორგი, თაკოც დავპატიჟე მის შეყვარებულ იკასთან ერთად გუკას დავურეკე და საქმე მაქ დამაგვიანდებაო. შავი მოკლე კაბა მეცვა და კედები მაკიაჟი ძალიააან სადად და თმა როგორც ყოველთვის უბრალოდ ჩამოყრილი. 8 საათის მაგივრად 11ზე მოვიდა გუკა. ულამაზესი საათი მაჩუქა, თუმცა ყველაფერი თურმე ეს როდის იყო. ტორტი შემოიტანეს, სურვილი ჩავიფიქრე და სანთლები ჩავაქრეე, უცებ კი დაბადებისდღის სიმღერა ბრუნო მარსის Marry you-მ შეცვალა. გუკამ ულამაზესი ბეჭედი ამოიღო და ყოველგვარი დაჩოქვების და კითხვების გარეშე უბრალოდ ხელზე გამიკეთა აკანკალებული მოვეხვია
-რას აკეთებ?
-ჩემი შეყვარებულიდან საცოლე გახდი, ზუსტად ამ დღეს 25 თებერვალს 5 წლის შემდეგ მე და შენ ოფიციალურად ცოლ ქმარი გავხდებით, ჩავეხუტე და აკანკალებულმა დავიკავე ჩემი ადგილი.

ეს ჩახუტება უკანასკნელი აღმოჩნდა.

26 თებერვალი დილის 10 საათი, კატერინას ტელეფონზე სმს-მ, შეცვალა ყველაფერი. წერილის გამომგზავნი უცნობი იყო, მას ფოტო გამოუგზავნეს თუ როგორ კოცნიდა გუკა აი იმ ნინის კატერინას რომ ემუქრებოდა.
იცით რა დამემართა? იცით რა ძნელი აღმოჩნდა? ადამიანს ვაღმერთებდი, მის გარეშე წამიც კი აღარ მინდოდა. დავიჯერე ჩემივე ტყუილის რომ მიყვარდა, თორნიკე „დავივიწყე“. მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი.

-გუკა, ეს რა არის?
-კაწ აგიხსნი
-ამის ახსნა საერთოდ შეიძლება?... ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი
-დამაცადე...ხმას აუწია
-არ შემიძლია მე ასე არა, მირალატე მომატყუე
-ხოდა დაახვიე რა დავაი ვაფშე, ტვინი წაიღო ამას ელოლიავე ეხლა კიდე აქ.

ყველაზე დიდ შეურაცხყოფას გავუძელი, ტირილისგან ძალაგამოცლილი ვეგდე ოთახში როდესაც ახალი იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა, ისევ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას სტაჟირების პროგრამა ედო. ჰოდა, კატერინა დარჩია ახალ ცხოვრებას იწყებდა გუკა დადეშქელიანის გარეშე, თავზელაფგადასხმული, შეურაწყოფილი, განადგურებული 16 წლის გოგონა. ახალ ცხოვრებას იწყებდა და ცოცხლობდა იმედით, იმის იმედით რომ მის პირველ სიყვარულს, „მის ტრენერს“ ისევ ნახავდა.
ყველაფერი ჩემსა და გუკას შორის ისევე სწრაფად დამთავრდა როგორ სწრაფადაც დაიწყო. უბრალოდ, შეუჩვეველი მალევე შევეჯახე ცხოვრების მწარე რეალობას, ახლა კი ახალი თავგადასავლებისათვის ვემზადებოდი.
27 თებერვლის საღამოს ხელისკანკალით გავაგზავნე აპლიკაცია და სამოტივაციო წერილი.
მომავალი 1 კვირა სანამ გავიგებდით პასუხებს ჯოჯოხეთი იყო. თუმცა 8 მარტს შედგა პირველი შეხვედრა ორგანიზაციის და ახლა უკვე სტაჟიორი ვიყავი. რამოდენიმე პროექტის საორგანიზაციოში ჩავეწერე, და გაზაფხულის და ახალი თავგადასავლების დროის დადგომასთან ერთად ვბედნიერდებოდი.

პირველი პროექტისთვის დიდი შრომის გაღება დამჭირდა, გათენებული ღამეების ხარჯზე. იცით რა მაგარი სტაფი ყავდა ამ ორგანიზაციას? ერთი დიდი ოჯახი! საუკეთესო და უსაყვარლესი მეგობრები შევიძინე. პირველი პროექტი იყო გამოძიების იმიტაცია. სადაც თორნიკე იყო ტრენერიც, მოწვეული მსახიობიც და შემფასებელიც.

9 აპრილს ჩემს ცხოვრებაში პირველი ჩემით ორგანიზებული პროექტი დაიწყებოდა და 3 დღის მანძილზე გაგრძელდებოდა. თუმცა ჯერ მხოლოდ 10 მარტია, პირველი შეხვედრიდან 2 დღე გავიდა. კიდევ 1 თვე წინ არი, იმდენი უნდა გავაკეთო რომ საორგანიზაციო ჯგუფის ერთერთი უძლიერესი ორგანიზატორი ვიყო, ჰმ, ან კიდევ საერთოდ პროექტის ხელმძღვანელის ასისტენტი გავხდე. რა იცი რა ხდება.

ახალი თავგადასავლების და გაზაფხულის სუნი ღრმად შევისუნთქე და მორფეოსის სამფლობელოში გადავეშვი.


საინტერესო ამბები გელით წინ <3 გუკას და ჩემი ისტორია ასე ცუდად დასრულდა. დღემდე არ ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ის კი არა მლაანძღავს კიდეც ;დ მე მადანაშაულებს. როცა თვითონ მიღალატა. ხდება ხოლმე. როცა ვატყობდი რომ მიყვარდებოდა მაშინ გამოაჩინა მისი ნამდვილი სახე.

ფოტოზე გუკა და კატერინა არიან ნუ მიმსგავსებულები ;დ ეს დაბადებისდღემდე და იმ ამბებამდე :(( ველი ტქვენს კომენტარებს <3



№1 სტუმარი Guest bubu

momwons kargia, me ar momwonda maincdamainc katerina gukastan, trenertan ufro kargi iqneboda.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რატომ არიან ეს ბიჭები ასეთი პრიმიტიულები რატომ? ბიჭს უნდა თან გულაობა, თან ოფიციალური საცოლეც. სამწუხაროა, რომ ეგეთები თავიანთ შეცდომას ვერასოდეს მიხვდებიან და დარჩებიან მუდამ ესეთ ხისთავიანებად. მაპატიეთ ასეთი აგრესიული კომენტარისთვის, მაგრამ გამაცეცხლა ამ ბიჭის აზროვნებამ

 


№3  offline წევრი marishkka

Chikochiko
რატომ არიან ეს ბიჭები ასეთი პრიმიტიულები რატომ? ბიჭს უნდა თან გულაობა, თან ოფიციალური საცოლეც. სამწუხაროა, რომ ეგეთები თავიანთ შეცდომას ვერასოდეს მიხვდებიან და დარჩებიან მუდამ ესეთ ხისთავიანებად. მაპატიეთ ასეთი აგრესიული კომენტარისთვის, მაგრამ გამაცეცხლა ამ ბიჭის აზროვნებამ


ყველაზე ერთგული ვინც მეგონა ზუსტად იმან მიღალატა, თურმე შეყვარებულსაც კი არ უნდა ენდო.

 


№4 სტუმარი ანნა გელე

შემდეგი როდის დაიდება :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent