შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიო სხვა თვალით (თავი მესამე)


4-07-2017, 18:53
ავტორი LevanB
ნანახია 1 221

"თავი მესამე"
"გამომშვიდობება"

დილით​ ხმაურმა გამაღვიძა რომლის შემდეგაც ძილი არაფრის ძალით არ მომეკარა, სკოლის მოსწავლის მსგავსად 5 წუთი საწოლში ვტრიალებდი , შემდეგ ძლივს გამოვფხიზლდი და ოთახი დავტოვე მაგრამ ნეტავ არ მენახა ის სურათი რაც თვალწინ დამიდგა.ცალთვალა სმიტი გუშინ ღამით გარდაცვლილიყო და ყველანი მისი ცხედრის გარშემო შეკრებილიყვნენ, ჯონი კი ფანჯარაში იცქირებოდა და სლუკუნებდა.
-ნიკ როგორც იქნა გაიღვიძე- შემომეგება რიჩარდი რომელსაც თითქოს საერთოდ არ აღელვებდა ეს ფაქტი მე კი ისევ სმიტს ვუყურებდი.
-საცოდავი მოხუცი- მითხრა მან​ და სევდიანად შეავლო თვალი​. - მე ძალიან მაგარი ინფორმაცია მაქვს შენთვის და ყოველი ჩვენგანისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა მანამდე სმიტის საქმეს მივხედავთ, შეგიძლია აქ დარჩე ემისთან ერთად .
-კარგი - ვუთხარი მე და თან ვუყურებდი​ როგორ გაახვიეს სმიტი ტომარაში შემდეგ ყველა წავიდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
ამ ყველაფრისგან შეწუხებული ემი იქვე იყო ჩამომჯდარი და ფიქრებში გართულიყო
-იქნებ რომ მივიდე ხელი შევუშალო - ვეუბნებოდი საკუთარ თავს
-ხომ შეიძლება მას საერთოდ არ ვაინტერსებდე და მხოლოდ მე ვხედავ მას როგორც ჩემს მომავალს... სისულელეა, დაველაპარაკები და ვნახავ რა გამოვა.
რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ და მაშინვე გამოფხიზლდა, მისი მწვანე თვალები ფართოდ მაკვირდებოდა და მეც ადგილზე გავიყინე როგორც ქანდაკება
-ნიკ , შენც აქ ხარ? - მკითხა დაბნეულმა
რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო ჩემთვის როდესაც ვერ მამჩნევდნენ მაგრამ მკითხველის დაღლა უაზრო დიალოგით არასდროს მიყვარს ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ ემის ვუთხარი რომ მომწონდა, პასუხად კი "ვნახოთ რა იქნება" მივიღე. საკმარისზე მეტიც ვილაპარაკეთ და არ მინდოდა რაიმე სისულელე მეთქვა ამიტომ დავწექი და მალევე ჩამეძინა.
ჩემმა შესვენებამ დიდ ხანს არ გასტანა რადგან როდესაც რყევის შედეგად გამეღვიძა თავზე რიჩარდი მედგა და იმრიჭებოდა
- ნიკ ძმობილო, წამოდი შეკრება მაქვს დაგეგმილი - მითხრა მან და პასუხს სანამ შევუბრუნებდი მანამდე გაუჩინარდა.
ცეცხლის გარშემო თითოეული ადამიანი იყო, მეც მალევე შევუერთდი და სათანადო ყურადღებით ვუსმენდი რიჩარდს ,რომელიც დიქტატორივით საუბრობდა
- მეგობრებო, პირველ რიგში არ მინდოდა ჩვენს შეკრებაზე ერთი ადამიანით ნაკლები ყოფილიყო მაგრამ ბედისწერამ ასე ისურვა, მე ძალიან მიჭირს ადამიანის დაკარგვის გადატანა, თქვენც იცით ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ რა მომივიდა და დღეს კიდევ ერთი საპატიო ადამიანი დავკარგეთ , ვინ იცის რამდენი ჩვენნაირი ადამიანი დარჩა იმად რაც იყო და ახლა კი ერთი მათგანით ნაკლები ვართ.მე ძალიან ვწუხვარ ჯონ მამაშენის გამო და მინდა იცოდე რომ ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისია. შემდეგ წამიერად გაჩუმდა, გაფართოებულ თვალებს შეხედა და განაგრძო.
რაც შეეხება დღევანდელ შეკრების მიზეზს ეს ჩვენს გამგზავრებას ეხება. ხანდახან ცვლილებები საჭიროა და თუ გარემოებას გავითვალისწინებთ ბოლო კვირაში უფრო მეტი ინფიცირებული მოადგა ჩვენს კარებს ვიდრე აქ გადმოსვლის მთლიან პერიოდში და ესეც რომ არ იყოს მე ნიუ-იორკში ნაცნობი ექიმი მყავს, ჩემი კარგი მეგობარია და სწორედაც რომ მასთან მინდა წასვლა
-საიდან იცი რომ ის ცოცხალია? - შეაწყვეტინა მაიამ . რიჩარდს სახე შეეშალა მაგრამ მალევე თავი ხელში აიყვანა და მშვიდად უპასუხა
- ვიმედოვნებ რომ არის . მოემზადეთ და ხვალ შუადღისას აქაურობას დავტოვებთ, ყველაფერი წამოიღეთ- თქვა და თავის ოთახისკენ მიაშურა.
- ნიუ-იორკი, ოცნებების ქალაქი - ვფიქრობდი ჩემთვის , შემდეგ კი წავედი , ჩანთა ჩავალაგე და ფიქრებში გავერთე. ამ ფიქრებმა კი შორს წამიღო...
დილის ხუთის ნახევარი იყო როდესაც საზარელი ხმების წყალობით გავიღვიძე. ხმები გარედან ისმოდა და მეც სასწრაფოდ იქითკენ გავემართე.
რიჩარდი ელისონი და მაია გარეთ იყვნენ​ და სათითაოდ ებრძოდნენ ინფიცირებულებს , დაახლოებით ოცამდე იქნებოდა ჩემი მოსვლისთანავე რიჩარდმა მომაძახა ისე რომ არც კი შემოუხედავს
- ძმობილო , გამოიყენებ მაგ დანას თუ ჟანგი როდის დაეტყობა დაელოდები? - გადაიხარხარა , რატომღაც მისთვის ეს გასართობად მეჩვენებოდა მაგრამ იგი მართალი იყო, დანა ამოვიღე და ელისონს გვერდით ამოვუდექი .წამიერად გამომხედა, ცალი წარბი აწია და ისევ საქმეს დაუბრუნდა, რომელიც ჩემს გარდა ყველას ეხალისებოდა. საერთოდ არასოდეს მიყვარდა ჩხუბი და ასე შემდეგ და სკოლაში ბევრი მჩაგრავდა კიდეც მაგრამ დრო შეიცვალა და აქ იქამდე "დაიჩაგრები" სანამ არ მოკვდები, დანა ძალიან ელავდა, ძლიერად მოვიქნიე და მიუხედავად იმისა რომ ზომბი ერთი თავში დარტყმით მოვკალი მხარი ლამის ამოვიგდე.უეცრად მაია დაეცა და სანამ მასთან ინფიცირებული მივიდოდა ელისონი მარჯვედ გადახტა და იქვე განგმირა. დასრულდა ბრძოლა და მის ველზე იდგა ოთხი ადამიანი , ყველაზე ჭკვიანი არსება და ოთხივე რა ამაყად გასცქეროდა ბრძოლის ველს
-გეგმები შეიცვალა მეგობრებო, აქედან ახლავე მოვდივართ - თქვა ბოლოს რიჩარდმა რომელიც თვითონაც ძალიან კმაყოფილი ჩანდა და "ბრძოლის ველს" ზურგი აქცია.
ნახევარი საათი მომზადებას დასჭირდა და როდესაც ყველა ავტომობილებში ვიყავით სევდიანად მივატოვეთ სახელოსნო, რომელმაც საკმაოდ კარგა ხანს შეიფარა ეს ხალხი და მეც გულახდილად დამხვდა , უკან დარჩა ზეთის სურნელი და ყველაფერი ეს . წინ კი ნიუ-იორკი იყო სადაც ახალი გადარჩენის იმედით მოვდიოდით, მხოლოდ და მხოლოდ იმედი და ვარაუდი გაგვაჩნდა მაგრამ დღესდღეობით ეს საკმარისი იყო ჩვენთვის, გზა ძალიან დიდი იყო ამიტომ მირჩევნია დავიძინო.



№1  offline წევრი Hot Chocolate

რატომღაც მგონია რომელიღაც წიგნს ვკითხულობ რომლის მიხედვითაც ჰოლივუდმა ფილმი გადაიღო. მომწონს ის რომ მოქმედებები არ იწელება მაგრამ იქნებ უფრო მეტი დაგეწერა შენი პერსონაჟების შესახებ დავუშვათ თითო თავი დაწერო იმ პერსონაჟების ცხოვრებაზე რომელიც ვირუსის გავრცელებამდე ჰქონდათ? ველი შემდეგ თავს. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent