შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო შეხვედრა


5-07-2017, 01:25
ავტორი liar
ნანახია 1 876

ჩვეულებრივ ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე , ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე და ყველაფერს პოზიტიურად შევხედო ... ბავშვობიდან დამჩემდა ასე, არასროს მომწონდა როცა სხვებს შეეძლოთ ჩემი სისუტეების დანახვა. როცა ვიზრდებით კიდევ უფრო ვრწმუნდებით იმაში რომ , ერთადერთი ვისაც შეგვიძლია ვენდოთ საკუთარი თავია თუმცა ზოგჯერ ჩვენი თავისგან გაქცევას მაინც ვცდილობთ, ასე რამდენად ხშირად ხდება არვიცი ,მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი რომ ,როცა ერთი ვრჩებით მაშინ ვხვდებით რეალურად რას წარმოვადგენთ, ,რას განვიცდით , რისი მიღწევა გვინდა და ვისთან გვინდა…
ხშირად მომისმენია , წამიკითხავს : „ყველაზე მხიარულებს ყველაზე სევდიანი გული აქვთ“ ,თითქმის სულ ვეწინააღმდეგებოდი ერთი არგუმენტით: თუკი გულით მხიარული არ ხარ , ძალით ვერ გაიცინებ მეთქი ... არადა როცა გავიზარდე მაშინ მივხვდი დარდის დასაფარად ყველაზე კარგი იარაღი ღიმილი ყოფილა. ცუდია ასე რომაა , კარგი იქნებოდა ყველას შეეძლოს ყველას დასანახად გულწრფელი ემოციის გადმოცემა , გამოხატვა ... მაგრამ ასე არ ხდება , ჩვენ რეალობაში ვართ და ეს ცხოვრებაა, ვისთის მზიანი , ვისთის კი უღრანი ტყის მსგავსად გაუვალი ,სირთულეებით სავსე და დამღლელი..
მე ელენა მახათია ვარ 24 წლის ჩემს შესახებ ნელ-ნელა გიამბობთ , სტომატლოგი ვარ , მას შემდეგ რაც საქართველო დავტოვე საცხოვრებლად საფრანგეთში გადმოვედი უკვე 4 წელია აქ ვარ და სიმართლე გითხრათ აქ ყოფნა თავიდან ძალიან გამიჭირდა მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მქონდა აქ ცხოვრების სურვილი , თუმცა ადამიანი რას არ ეჩვევა ...
ჩემი ცხოვრება ამ ბოლო დროს ფილმს გავს სახელად :ზაფხული ,ჟანრი :დრამა , როლებში კი: მე და სამსახური ...
დღეს 5 ივლისია ... სხვა დამღლელი დღეებისგან განსხვავებით, დღემ ძალიან მშვიდად ჩაიარა დღეს მივხვდი რომ დამღლელ დღეებს ისე შევეჩვიე მშვიდ გრაფიკს ვეღარ ვეგუები და მივხვდი რომ დასვენება ძალიან მჭირდება ...
მთელიდღე იმაზე ლაპარაკში გავლიე როგორ მცხელოდა , ეხლა კი მეცინება მგონი ბუნებამ შეისმინა ჩემი გაუთავებელი წუწუნი და სიგრილის სახით წვიმა გამომიგზავნა, ისე წვიმა ძალიან მიყვარს , რატომ მიყვარს არვიცი მაგრამ იმდენ მოგონებასთან ასოცირდება, ყოველთვის სასიამოვნო ემოციებით ვივსები როცა წვიმს. წამით ჩავფიქრდი :როგორ მენატრება წყალტუბოში ყოფნა ,გიჟივით გავარდნა წვიმიან ამინდში ჩემს მეგობარ გვანცასთან ერთად და როგორ მენატრება წვიმისგან დასველებული წყალტუბოს მიწის სურნელი ,ისე შევისუნთქე თვალებ დახუჭულმა ჰაერი წარმოდგენით მგონი მართლა წყალტუბოში ვიყავი , ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე როცა უნებურად გამახსენდა რომ ხვალ 6 ივლისია და დამშვიდებული სახე მოწყენილით შემეცვალა ,გაბრაზებული წამოვდექი სავარძლიდან ,გავემართე საძინებილსკენ თან ბუზღუნით ვბუტბუტებდი როგორ მოვასწრო ამ 24 წლის გოგომ ამდენი რამ თითქოს ვინმე გაიგებდა და სხვა გააკეთებდა , შევწექი თუ არა ლოგინში ამ ბუზღნში როგორ ჩამეძინა ვერც კი მივხვდი ...
დილით ოთახში შემოჭრილი მზის სხივი სახეზე მეთამაშებოდა ფარდა ხან აკავებდა ხან არა ,თავის ჭკუაზე დათარეშობდა და სასიამოვნოდ მათბობდა ,მეღვიძა მაგრამ თალების გახელა არმინდოდა მაგრამ დიდხანს ასე ყოფნა არ დამცალდა.
Bonjour Madlen, oui , je ne l'ai pas oublié ,
Le soir, nous rencontrons (გამარჯობათ მადლენ ,დიახ , არ დამვიწყებია , სარამოს შევხვდებით ) საათს გავხედე მოსამზადებლად დრო საკმაოდ მქონდა...
ეს ქალი საფრანგეთში ყველაზე მაშტაბურ გამოფენებს აწყობს , ჩემი პაციენტი გალხდათ და როცა დავუახლოვდი აღფრთოვანებული დარჩა იმ ფაქტით რომ პარალელურად ხატვა ძალიან მიყვარდა , შემდეგ მოკლედ რომ გითხრათ ძალიან დამიახლოვდა და სულ ბოლოს მითხრა რეალურად რასაც წარმოადგენდა,მაშინ როცა ჩემი ნახატებიდან რამდენიმეს ფოტო ვანახე , ძალიან გაოცებული ვიყავი და ვერ ვიჯერებდი .. ბედნიერი წამოვდექი ლასლასით გავედი ოთახიდან ამოვიხვნეშე რადგან ვიცოდი რომ დღეს ყველაზე ემოციური დამღლელი და გრძელი დღე მელოდება, საერთოდ როცა რამეს ვაკეთებ ,როცა ახალ ნაბიჯებს ვდგამ ყოველთვის ვნერვიულობ ვიცი მამაცი უნდა ვიყო მაგრამ სიახლეები ძალიან მაშინებს ხოლმე ... გუშინ ტანსაცმელი საგულდაგულოდ გაავამზადე მაგრამ დღეს სულ სხვა ლუქზე შევაჩერე არჩევანი... საღამომდე უამრავი საქმე მქონდა , უამრავი პაციენტი მელოდებოდა , კლასიკური შარვალი მაღლები და ბრეტელიანი კრემისფერი ზედა ჩავიცვი მანქანის კარები გამოვაღე და სამსახურისკენ ავიღე გეზი .. საცობები , საცობები ,კვლავ საცობები .. აათს დავყურებდი არმინდოდა სამახურშ დამგვიანებოდა მაგრამ გარემოება სხვანაირად მიწყობს ხელს აშკარად ,არმიყვარს როცა არაპუნკტუალური ვარ პაციენტებთან ...
ნერვები ძალიან მეშლებოდა რამდენჯერმე დავრეკე და გავაფრთხილე კოლეგები რომ მაგვიანდებოდა და თკი 20 წუთში არმივიდოდი რომელიმე მათგანს მიეღო ჩემი პაციენტი..
როგორც იქნა დაიძრა მანქანათა მთელი არმია , როგორც კი თავისუფლება ვიგრძენი აბგონის გაკეთება დავაპირე გამომივიდა კიდეც და როცა მარჯვნივ უნდა მომებრუნებინა მანქანა ნაცნობ სახეს წავაწყდი საფრანგეთის ქუჩებში , თვალები სწრაფად დავხამხამე თავი გავაქნიე და როცა გავახილე იქ აღარ იყო ..
რეალობას ჩემს უკან მდგომ მანქანის სიგნალეებმა დამაბრუნა , სწრაფად გავაგრზელე გზა და თან საკუთარ თავს ვლანძღავდი ,ყოჩახ ელენა , ყოჩახ იმდენად გამოიჭედე ტვინი ფიქრით , გელანდება კიდეც .. ყოჩახ
სამახურშ როოგორც იქნა მივახწიე და ისე შევვარდი კაბინეტში გამარჯობის თქმაც კი დამავიწყდა კოლეგებისთვის
-ბოდიშით დაგვიანებისთის
-არაუშავს ,ექიმო , კი შემომთავაზეს დააგვიანდება ჩვენ მოგხედავთო მაგრამ ხომ იცით თქვენს გარდა არავის ვენდობი
-დიდი მადლობა , მაგრამ ისინიც ძალიან კარგები არიან, კარგით დამელოდეთ ორი წუთით ეხლავე მოგხედავთ..
ხალათი მოვირგე , ხელები კარგად დავიბანე , პაციენთიც მოვამზადე და მუშაობაც დავიწყე
-ხომ არ ნერვიულობთ
-არაა ,გენდობით
- სასიამოვნოა ამის მოსმენა, მოდით ეხლა წმალს გაგიკეთებთ რომ ვერაფერი იგრძნოთ თუკი კვლავ გექნებათ მგრძნობელობა ბურღის გამოყენების შემთხვევაში მითხარით ...
პაციენთი პაციენტზე მოდიოდა და მთავარი საღამო კი წინ მელოდა , ვნერვიულობდი ჩემს პატარა საღამოზე ცნობილი მხატვრები იქნებიან , მთელი დღე კუჭი მტკიოდა ამ ემოციით , და გულს ნორმალურად ვერაფერს ვუდებდი ... სამსახურს როგორც კი მოვრჩიი სახლში სწრაფად გავეშურე თან დღევანდელი შემთხვევა არმანებებდა თავს ფილმის კადრივით ჩაირბენდა ხოლმე მოულოდნელ მომენტში თვალწინ მისი სახე და კიდევ უფრო მაძლევდა საბაბს ნევრიულობისას თავს ვუუმეორებდი რომ უბრალოდ მომეჩვენა.
სახლში მისულმა ნივთები და ტანსაცმელი გზადაგზა მოვიცილე და სააბაზანოშ შევედი ,შხაპმა მომადუნა და დამამშვიდა , გამოსულმა პირსახოცი იქვე დავდე და საგულდაგულოდ შერჩეული შავი ზურგ ამოღებული კაბა გადავიცვი , წინ საკმაოდ ქონდა გული ამოღებული , მაღლები ჩავიცვი ,წითელი ტუჩსაცხი წავისვი და მწვანე თვალები კარგად გამოვკვეთე ,თმები ცალ მხარეზე გადმოვიყარე და საგამოფენო დარბაზისკენ გავემართე ...როგორც მადლენამ მითხრა მე ბოლო სტუმარი უნდა ვყოფილიყავი ,ბოლო და მთავარი ,გული ამოვარდნაზე მქონდა , ათასი ფიქრი მაწუხებდა ნეტა მოეწონათ? რომარ მოეწონოთ? ამ ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებდი არმჯეროდა რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.
მადლენამ დამირეკა და მითხრა რომ უნდა შევსულიყავი ...
შევედი თუ არა მადლეას ხმა ყურს მწვდა
-აი ჩვენი მთავარი სტუმარიც
წამიერად ყველამ ჩემსკენ გამოიხედა ,ცოტა დავიბენი არმეგონა თუ ამდენი სტუმარი იქნებოდა,ბედნიერებისგან ლამის გული მიმდიოდა ,მადლენასკენ მივდიოდი თანაც ღიიმილი არმშორდებოდა აპლოდისმენტებს თავის დაკვრით ვიგერიებდი ,მივედი თუ არა მთელი ძალით მოვეხვიე და მადლობა გადავუხადე , როცა მთელი ტანით შემვბრუნდი და მზერა სტუმრებზე გადავიტანე
ღიმიილანი სახე უემოციო, სახემ შეცვალა და მაშინ მივხვდი რომ არაფერი მომჩვენებია ,შიგნიდან წვა ვიგრძენი ემოციების ზღვა აღელდა ჩემძი მაიძლებდა მეტირა ..თუმცა საწინააღმდეგოს ვაკეთებდი და ჩემდა უნებურად გავარძელე ღიმილი .

დიდიხანია სიახლე არ დამიდია... არსებული ისტორიის ძირითადი დეტალები ნადმვილია ,მხატვრული მხარის გამო ზოგი რამ გამუქებული და გაბერილია ...უვრალოდ მინდოდა რომ დამეწერა ,იმედია მოვაერხებ იმ ემოციის გადმოცემას რაც გამაჩნია...



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საინტერესო დაწყებაა და პირველი თავისთვის ინტრიგაც მშვენიერია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent