შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეექვსე თავი)


5-07-2017, 04:00
ავტორი meilin
ნანახია 1 932

- რააა ??? შანსი არაა, კახეთში არ წავალ ნუცა, ან მე როგორ უნდა ჩამოვიტანო ეგ ღვინო, ალექსანდრე გაუშვი, მაინც არაფერს მიკეთებს.
- ალექსანდრე ისედაც მოდის, უბრალოდ მარტო ვერ ჩავა იქ, ჩემებს არ იცნობს და გაყევი რა, ძალიან გთხოვ, ხოიცი რო მე საქმეები მაქვს, გეხვეწები რაა. შრეკის კნუტის თვალებით მეხვეწებოდა ნუცა, რომ მის ბებია-ბაბუასთან წავსულიყავი კახეთში, ღვინის ჩამოსატანად, თან ბონუსი - ალექსანდრესთან ერთად. ამოვიოხრე, შემდეგ წამით დავფიქრდი და გონება გამინათდა. ეს კარგი შანსი იქნებოდა იმისთვის, რომ ალექსანდრეს სიცოცხლე ოდნავ მაინც გამემწარებინა.
- კარგი, ხვალ დილის 9-ზე ჩემთან იყოს.
- გიოს დავურეკავ რო მანქანა გათხოვოთ სანამ შენი გაკეთდება.
- არ გინდა, გააკეთეს უკვე და დღეს საღამოს გამოვიყვან პროფილაქტიკიდან.
- კარგი, ხვალ დილის 9ზე შენთან იქნება.
როგორც კი სახლში მივედი ეგრევე მზადება დავიწყე. შუა მზადებაში ვიმყოფებოდი, როდესაც დედაჩემმა დამირეკა.
- ხო დე, როგორ ხარ ?
- არამიშავს დედი, შენ როგორ ხარ ?
- რავი ვარ რა, მოვრჩი გამოცდებს და მიხარია.
- ძალიან კარგი, ვიცი რო კარგად ჩააბარებდი, დეე, როდისთვის აგიღო ბილეთები ? (1 წლის წინ ჩემები ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად და ჩემი ლუკაც თან წაიყვანეს, მე სწავლის გამო მომიწია დარჩენა)
- არვიცი დე. ჯერ საქმეები მაქვს, ნუცა თხოვდება..
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დედაჩემმა შეჰკივლა.
- რააა ???? არ გადამრიო, რატო არ მითხარი აქამდე, ნიკას მიყვება ?
- არა ნიკას არა. საწყალი დედაჩემი სულ დაიბნა. აბა.. ვის ??
- ალექსანდრე
- რომელი ალექსანდრე. დაიცა, არ მითხრა რო, შენი ყოფილი ალექსანდრე.
- არაა დედა ჩემი ყოფილი.
- ხო გიყვარდათ ერთმანეთი ?
- საიდან მოიტანე, რა სისულელეა.
- რა ეტაკა, როდის აქეთ რაც ნუცა უყვარს.
- როგორც ჩანს, უყვარს. დედაჩემმა ამოიოხრა.
- ვიცი მე მაგის ამბავი.
- არაფერიც არ იცი, წავედი ახლა მე, ჩამიკოცნე ლუკა და მამა. დაგირეკავ მერე.
- კარგი მიდი, მია, მიყვარხარ და ყველაფერი კარგად იქნება. ხმაში თანაგრძნობა შეერია.
- მეც მიყვარხარ. მობილური გავთიშე და ამოვიოხრე. დედას მაინც ვერაფერს გამოაპარებ, თუნდაც კილომეტრებით იყოს შენგან მოშორებული. მზადებას როგორც კი მოვრჩი ეგრევე დავიძინე, დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, მაგრამ ჩემი ძილის გადამკიე მაღვიძარას ხმა საერთოდ ვერ გავიგე და ჩამეძინა. ზარის განუწყვეტელმა ხმამ გამომაღვიძა. წამის მეასედში წამოვხტი და კარისკენ გავქანდი. ჯანდაბა, ჯანდაბა, მომკლავს. კარი სწრაფად გამოვაღე და ვითომ უკვე კარგა ხნის გამოფხიზლებული სახით, სანამ თვითონ რამეს მეტყოდა იქამდე დავასწარი.
- თითქმის მზად ვარ, 5 წუთი მინდა მხოლოდ.
- 5 წუთი ? ისე გამოიყურები შენს მოსაწესრიგებლად ხუთი კვირა არ ეყოფა დაჟე იესოს.
- მადლობა, შევუბღვირე და გამოვიწიე რომ შემოსულიყო.
- ნუ მიხდი მადლობას, მაგას ჩემს მოვალეობად მივიჩნევ. შემობრძანდა თავაწეული.
- შენ და შენი მოვალობები რა, არ მოგბეზრდა ამ მოვალობების, ღირებულებების და პრინციპების დოგმები ? კარი დავხურე და მხოლოდ ახლა დავაფიქსირე როგორ „ვიდზე“ ვიმყოფებოდი. ტრუსისა და გამჭვირვალე მაისურით.
- ეს არ არის დოგმა, ეს არის დასკვნა, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მივიღე. შენ კიდე გირჩევნია ტერმინის გამოყენებამდე მნიშვნელობა გადაამოწმოხოლმე. როგორც ყოველთვის ჰაერში ისვრი სიტყვებს ფეხებივით.
უნებლიედ გამეცინა. ბავშვობიდან მოყოლებული ჩვევა მქონდა, წამოწოლისას ფეხები ჰაერში ამქონდა, ან კედელზე ვალაგებდი. (ამაზე ბალეტმაც იმოქმედა).
- კარგად დაგიმახსოვრებია, როგორც ჩანს ეგ ფაქტი არც ისე გაღიზიანებდა.
- რომ მაღიზიანებდა იმიტომაც აღვნიშნე, უარყოფით კონტექსტში.
- აჰაა, რა თქმა უნდა, ყავას დალევ ?
- თუ ღმერთი გწამს, რომელი ყავა გადამივა ყელში შენი შემხედვარე, წადი ყანაში დადექი და ყვავები დააფრთხე, კაკრას მაგ „ლუქზე“ ხარ. ამხედ-დამხედა „მეცოდების“ სახით. გამეცინა.
- მაინც ყოველთვის მეგონა, რომ ზოფილიისკენ იყავი გადახრილი და ახლა მივხვდი, რომ „საფრთხობელები“ გიზიდავს, თან წარბი ავუწიე.
- ამქვეყნად უკანასკნელი ქალი რომ ყოფილიყავი, კუნძულზე ერთად აღმოვჩენილიყავით, ოცდაათი წელი რომ ციხეში გამეტარებინა და ქალი თვალით არ მყოლოდა ნანახი, ღმერთი რომ ჩამოსულიყო და ეთქვა შენზეა დამოკიდებული ადამიანის რასის გამრავლება და მიასთან დაწექიო, შენზე მაინც ვერ ამიდგებოდა. თვითმაყოფილმა ჩამიღიმა.
- ადამიანები როცა ხშირად ამტკიცებენ ერთი და იმავე რაღაცას, ხშირად საპირისპირო მოიაზრებახოლმე, ასე რომ შენი არცერთი სიტყვის არ მჯერა.
- ერთსა და იმავეს იმიტომ გიმეორებ და არა ვამტკიცებ, რომ შენს უნიჭო ტვინამდე ვერაფრით ვერ დავიდა. არსებობენ ბიჭები, რომლებსაც უბრალოდ არ იზიდავ, შეიგნე ბოლობოლო.
- რა თქმა უნდა, არსებობენ, შენს ნათქვამს განსაკუთრებით ის ამტკიცებს როგორ მიმზერხოლმე უკანალზე, ასე რომ, შენ მაგ კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნები.
- მისმინე შვილოჩემო, ადამიანის თვალს ზოგადად 2 რამ იპყრობსხოლმე, ან ძალიან ლამაზი, ან ძალიან მახინჯი, შენი არაა ლამაზი, ახლა დასკვნა შენთითონ გამოიტანე.
- დასკვნა უკვე გამოვიტანე, ასე რომ შენი ლაპარაკი ბევრს არაფერს შეცვლის, კმაყოფილმა გავუღიმე და აბაზანაში შევედი.
- აჰა ხომ ვამბობდი, შენი ტვინის ზედაპირი ხელოვნური თანამგზავრის სარკეებზე უფრო მოლიპულია, ჩაიცვი მალე და წავიდეთ სანამ აქ არ დამიტოვებია საუზმე.
15 წუთში მზად ვიყავი.
- საჭესთან შენ დაჯდები თუ მე დავჯდე ?
- ჩემს სიცოცხლეს შენნაირ დეგრადირებულს ვერ ვანდობ. უბრალოდ გავატარე და მეორე მხარეს მოვკალათდი, თვალები მეხუჭებოდა.
- ნორმალურად ატარე.
- პირველად არ ვჯდები, მითუმეტეს ღმერთს თავისთან კარგები მიყავსო, ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო, ირონიულად გამიღიმა და თავდაჯერებულმა დაქოქა მანქანა.. მალევე ჩამეძინა, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, როგორც კი გავახილე თვალი მიმოვიხედე, შემდეგ კი ალექსანდრეს მივაშტრერდი. და მაინც, რა სიმპათიურია. დეტალურად ვაკვირდებოდი მის ნაკვთებს, ღმერთო როგორ მენატრებოდა, რაა ახლოს იყო და თან რა შორს, როგორ მინდოდა შევხებოდი, მოვხვეოდი, ჩავხუტებოდი თუნდაც რამდენიმე წამით. ვერც კი ვიგრძენი როგორ ჩამომიცურდა ლოყაზე ცრემლები. სასწრაფოდ გავიხედე და ცემლები სწრაფად შევიმშრალე, თუმცა ახალი ნაკადი გადმოიღვარა, ამის დრო იყო ახლა ? ალექსანდრემ გადმომხედა, შემდეგ ისევ გაიხედა და უცბად ისევ შემომხედა. სასწრაფოდ გადააყენა მანქანა და რესკად დაამუხრუჭა. მე კი ცრემლებად ვიღვრებოდი და ვერც ვერაფერს ვამბობდი. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ თავის შემოუტრიალებლად მკითხა.
- არაფრის თქმა არ გინდა ? ნელ-ნელა გამომხედა სერიოზული სახით და დაჟინებით მომაშტერდა. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, რა უნდა მეპასუხა.
- მშია. დილით ჭამა ვერ მოვასწარი, აღელვებულად ვპასუხობდი, თან ტირილს ვუმატებდი.
- და ვსო ? ფანჯრისკენ გავიხედე.
- კი. ალექსანდრემ იმედგაცრუებულმა ჩაიცინა, თავი აქეთ-იქით გააქნია.
- ეს უკანასკნელი შანსი იყო. მანქანა დაქოქა.
- რისი მოსმენა გინდა ? ხმა არ ამოუღია, უახლოეს რესტორანთან გამიჩერა.
- წადი და ჭამე, მე დავიძინებ, მიპასუხა ისე, რომ ზედაც არ შემოუხედავს.
- მიპასუხე რისი მოსმენა გინდა, კიდე შენ ხარ უკმაყოფილო ? სასაცილოა იცი ? ეგოისტი ხარ, ცოლი მოგყავს და კიდე მე მელაპარაკები უკანასკნელ შანსებზე? გაცეცხლებული ვლაპარაკობდი.
- ეს უკვე მეორე შანსი იყო, რომელზეც უარი თქვი, მესამე არ იქნება, გადადი, ხომ გშიოდა ტირილამდე. ტვინში სისხლი ჩამექცა, სწრაფად გადმოვედი და კარი ისე მივუჯახუნე, ლამის ჩამოიმტვრა, ალექსანდრემ ურეაქციოდ დახუჭა თვალები, მარჯვენა მკლავი თვალებზე დაიდო დასაჩრდილავად და მშვიდად მიეცა ძილს. მე კი გაცეცხლებული მივაბიჯებდი, ამქვეყნად ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, დიდი სიამოვნებით გადავასხამდი ნავთს და ალექსიანად გადავწვავდი მაგ მანქანას. რა ლუკმა გადამივიდოდა ახლა მე ყელში, ცოტა ხანი გავიარ-გამოვიარე, დავმშვიდდი და უკან ჩავჯექი. ალექსანდრეს გამოეღვიძა.
- თუ გინდა მე დავჯდები საჭესთან, ფრთხილად გავხედე. ხმა არ გაუცია ისე დაქოქა და წავიდა.
- ახლა მაიგნორებ თუ რას შვები. ისტერიულად გამეცინა.
- დამაცდი გზაზე კონცენტრაციას ?
- მსგავსი რაღაცეები ხელს არასდროს გიშლიდა.
- ბევრი რაღაც იცვლება.
- გეთანხმები, მაგრამ ბევრი რამ არ შეცვლილა. ნუცა არ გყვარებია, არც ახლა გიყვარს და არც არასდროს შეგიყვარდება.
- როგორც ვხედავ მართალია როცა ამბობენ ადამიანი იმედით ცოცხლობსო. სადამდე ჩაეჭიდები ხავსს წყალწაღებულო ?
- შემომხედე და მითხარი რო ნუცა გიყვარს.
- სასაცილოა, შენ იმის გამო მოგდის ცრემლები, რომ გშია და გიკვირს ის, რომ მე ნუცა მიყვარდეს ? კარგი. ალისფერი თვალები შემომანათა
- ნუცა მიყვარს. ახლა დიდად დამავალებ თუ გაჩუმდები. გამეღიმა, მე ვხედავდი მის თვალებს, ვხედავდი მის ყოველ მიმიკას და სახის ცვლილებას. ამის გარდა მე მას უბრალოდ ვგრძნობდი. მთელი გზა ისე ვიმგზავრეთ, ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ბოლოს ჩავაღწიეთ ნუცას სახლამდე. მისი ბებია-ბაბუა თბილად მოვიკითხეთ, ალექსანდრე გავაცანი, მთელი დღე საქმეების კეთებას მოვანდომეთ და ერთმანეთისთვის მხოლოდ თითოოროლა სიტყვა გავიმეტეთ, ისიც საქმესთან დაკავშირებული. დილიდან მოყოლებული განწყობა არ შემცვლია, ერთი სული მქონდა როდის შევიდოდი ოთახში და დავიძინებდი, თავი მისკდებოდა. როგორც კი საწოლზე წამოვწექი რაღაცის ფხაკუნმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ოთახი მოვათვალიერე და კუთხიდან მომზირალი თაგვი შევამჩნიე. რამდენიმეწამიანი მზერითი კონტაქტის შემდეგ წივილ-კივილით წამოვხტი და ალექსანდრეს ოთახში შევვარდი, საწოლს უხეშად დავახტი და ნჯღრევით გავაღვიძე.
- რა ჯანდაბა გინდა ??!!! იმხელა ხმაზე მიყვირა ალექსანდრესი უფრო შემეშინდა ვიდრე იმ თაგვის.
- თ..თაგვი... სასოწარკვეთილმა ვუპასუხე.
- არაუშავს, გადაიტან, აქაც არიან თაგვები, ახლა როგორც მოხვედი, ისე გატრიალდი, გზა გახსოვს მემგონი ?
- ვერ გავალ, მეშინია, მეზიზღება, არ მინდა.. მუდარის თვალებით შევხედე.
- მე კიდე არ მინდა, რომ აქ იყო, ან შენით გახვალ, ან მე გაგიტან. არაადამიანი საქონელი !!!
- მაშინ ოთახი გამიცვალე. უკმაყოფილო სახით, კოპებშეკრული წამოდგა და კარი უხეშად გაიჯახუნა. ნაგავი.
მეორე დღეს დილიდან მოყოლებული თბილისამდე ისე ვიმგზავრეთ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ზუსტად ვიცოდი, რომ ნუცა არ უყვარდა, არ ვიცი რატო, მაგრამ ამას ვგრძნობდი, მაგრამ ისიც არ ვიცოდი რატომ ქონდა ჩემთან ასეთი დამოკდიებულება, არადა იმასაც ვხვდებოდი, რომ მისთვის სულერთი არ ვიყავი.
როდესაც სახლამდე მიმიყვანა, დინჯად გადმოვიდა, გასაღები გამომიწოდა და უხმოდ გატრიალდა.
- ამ ღვინოს რა უნდა ვუყო ? პაუსუხის გაუცემლად გზა გააგრძელა. ნერვები ამეთხარა, გულში გვარიანად შევუკურთხე და წიხლისკვრით შევაღე ჩემი სახლის კარი. პირველი რაც ხელში მომხდა წამის მეასედში აღმოჩნდა კედელზე. რამდენიმე წამი ოთახის შუაგულში ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ჩემი გონება წინა დღეებში მომხდარ ამბებს დატრიალებდა. იცოდა, რომ შიმშილის გამო არ ვტიროდი, ელოდებოდა ჩემგან რაიმე ისეთის მოსმენას, რაც სავარაუდოდ ბევრ რამეს შეცვლიდა, ელოდებოდა და უნდოდა კიდეც რომ მეთქვა. მაგრამ, ვერც ერთი ვერ ვაბიჯებდით ჩვენს სიამაყეს.



ბავშვებო, ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის, რედაქტირებას კიდევ უფრო დიდი დრო დაჭირდება და მინდა გითხრათ, რომ მიას და ალექსანდრეს პროტოტიპები თავის ყველაფრიანად ნამდვილია.



№1 სტუმარი Tiko

Aseti kaci rogor unda gikvardes.an es rogori megobrobaa.megobris kofils mikveba colad da tan mejvaredac mikavs.suleli qalebi metis girsi arian.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა საზიზღარია ალექსანდრე, თურმე შანსი აქვს მიას და არ იყენებს. ნერვები მეშლება კაცის ასეთ საქციელზე, თამნაც სიტყვებით ხო მიწასთან ასწორებს ამ გოგოს. ნუცასნაირი შტერი გოგო თუ არსებობდა არ მეგონა, ვერ წარმომიდგენია ასეთი მეგობარი რაში სჭირდება მიას და მეჯვარეობაზე ხო ზედმეტია საუბარი. როგორ მინდა მიამაც ისე გაამწაროს ალექსანდრე, როგორც თვითონ უშრობს სისხლს.
რადგანაც რეალურია ეს ყველაფერი, უფრო მერევა ბრაზი ალექსანდრეზე და ნუცაზე. ისე უფრო დიდი თავები მინდა. ისე ველოდები ხოლმე ახალ თავს, არანაირად არ მყოფნის❤❤❤ყოველდღე მოლოდინში ვარ❤❤❤

 


№3  offline წევრი meilin

Tiko
Aseti kaci rogor unda gikvardes.an es rogori megobrobaa.megobris kofils mikveba colad da tan mejvaredac mikavs.suleli qalebi metis girsi arian.

movlenebs win nu gavuswrebt

Chikochiko
რა საზიზღარია ალექსანდრე, თურმე შანსი აქვს მიას და არ იყენებს. ნერვები მეშლება კაცის ასეთ საქციელზე, თამნაც სიტყვებით ხო მიწასთან ასწორებს ამ გოგოს. ნუცასნაირი შტერი გოგო თუ არსებობდა არ მეგონა, ვერ წარმომიდგენია ასეთი მეგობარი რაში სჭირდება მიას და მეჯვარეობაზე ხო ზედმეტია საუბარი. როგორ მინდა მიამაც ისე გაამწაროს ალექსანდრე, როგორც თვითონ უშრობს სისხლს.
რადგანაც რეალურია ეს ყველაფერი, უფრო მერევა ბრაზი ალექსანდრეზე და ნუცაზე. ისე უფრო დიდი თავები მინდა. ისე ველოდები ხოლმე ახალ თავს, არანაირად არ მყოფნის❤❤❤ყოველდღე მოლოდინში ვარ❤❤❤

nuca mias bavshvobis megobaria da drois faqtori dzalian moqmedebs, momaval tavebshi bevri raghac gairkveva

 


№4 სტუმარი Tiko

Am tavis shinaarsidan aseti dsskvnis gamotana sheodzleba. ra movlenac ar unda mokves ,ra drois megobrobac ar unda gakavshirebdes adamiantan aseti megobrobis ar mwams da verc sachiroebas vxedav msgavsi urtiertobebis.tundac mis meti megobari ar kavdes.

Sinamdvileshi es niucas ki ara mias da aleqsandres qorwilis samzadisi agmochndeba.romelshic nuca aleqsandres exmareba da cxovrobdnen didxans da bednierad. :D

 


№5  offline წევრი meilin

Tiko
Am tavis shinaarsidan aseti dsskvnis gamotana sheodzleba. ra movlenac ar unda mokves ,ra drois megobrobac ar unda gakavshirebdes adamiantan aseti megobrobis ar mwams da verc sachiroebas vxedav msgavsi urtiertobebis.tundac mis meti megobari ar kavdes.

Sinamdvileshi es niucas ki ara mias da aleqsandres qorwilis samzadisi agmochndeba.romelshic nuca aleqsandres exmareba da cxovrobdnen didxans da bednierad. :D

vicodi ro msgavsi raghac sheidzlebodq bevrs efiqra. eg dzaan banaluria da mtlad isec araa, rogorc ggonia :D

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მეილინ გაგრძელება მინდა, გთხოოოვ. ყოველდღე მოლოდინის რეჟიმში ვარ❤უკვე მერამდენედ ვკითხულობ ამ თავებს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent