ბაბუაწვერა 5
-დილა მშვიდობის ჩემო სიცოცხლე,-დედაჩემის მომღიმარი სახე უკვე ხუთი თვის უნახავი მქონდა და ძალიან მესიამოვნა პირველი დილას ის რომ დავინახე. -დილა მშვიდობის დედიკო,-საწოლზე წამოვჯექი და დედას შევხედე -სკოლაში დაიგვიანებ მიდი მოემზადე მეც ჩავიცვამ და სკოლის შემდეგ გამოგივლი აქ ატელიეს გახსნა მინდა და ადგილი უნდა მოვძებნო ამისთვის. -კარგი,-დედამ გასვლისას მაკოცა და მეც სასწრაფოდ დავიწყე მომზადება რატომღაც მინდოდა რომ სკოლაში მალე წავსულიყავი. -დილა მშვიდობის,-მამიკოს კისერზე ჩამოვეკიდე და შემდეგ პოლიციელის ფორმა გავუსწორე. -დილა მშვიდობის პრინცესა. -რამდენი რამ გამომიტოვებია ამ ხუთ თვეში. შენ რა საუზმეს ამზადებ? -ხო აბა ამ ქალბატონისთვის რომ მეცადა მშიერს მომკლავდა,-მხრები აიჩეჩა მამამ და დედა გულზე მიიკრა -იცით რაა მე ჯერ კიდევ აქ ვარ,-ბლინებიანი თეფში მოვიდგი,-რამაც საყოველთაო სიცილი გამოიწვია. -დილა მშვიდობის,-ასეც ვიცოდი რომ მოტოციკლის ბრუხუნი სემისას ეკუთვნოდა -დილა მშვიდობის სემუელ,-მიმართა მამამ მკაცრად და თეფში დაამატა -არა მისტერ პირს მე უკვე ვისაუზმე უბრალოდ ლილას მოვაკითხე -კარგი ახლავე ჩამოვალ,-კიბეები ავირბინე და უკნიდან მესმოდა როგორ ეცნობოდა დედა სემს. -წავედით? -ჰო მე და სემი გარეთ გავედით და ფანჯრიდან დედას მზერა რომ ვიგრძენი გამეცინა -დედაჩემი გვიყურებს არა? -ჰო,-წარბი შეიკრა სემმა -კარგი ტრისტან მიდი წავედით თორემ დავაგვიანებთ,-სემი მოტოციკლზე მოკალათდა და მეც უკან შემომისვა. მივეჩვიე სემის მოტოციკლით მგზავრობას და ჩემი შეგრძნებებიც ამასთნ დაკავშრებით ნელ-ნელა გაქრა. გაკვეთილები გაიწელა და მოსაწყენიც კი გახდა. ადრე გაკვეთილი მოსაწყენი არასოდეს არ მგონებია ახლა კი თითქოს არ შემეძლო ასე უბრალოდ ვმჯდარიყავი. იცით რაიყო ამ ქალაქში ყველაზე ცუდი და საშინელი? მე გამაფუჭა ამ ადგილმა ერთდერთი რისგამოც დავთანხმდი აქ გადმოსვლას იყო ის რომ პატარა, მყუდრო ადგილი იყო მოსახლეობაც სულ ცოტაა და ვიფიქრე რომ მეცადინეობას უფრო გულმოდგინედ შევუდგებოდი მაგრამ შევცდი მას შემდეგ რაც ამ სკოლაში ფეხი შემოვდგი ყველაფერი შეიცვალა. -ლილა სადახარ?-ენი ცხვირწინ ხელს მიქნევდა -აქვარ ენ აქ -შენ რა გაკვეთილს არ უსმენდი?-გამომცდელად შემომხედა -ცოტა -ჯარედზე ფიქრობდი არა?-თვალები გაუწვრილდა -ენ!-მთელი დილა ვცდილობდი ჯარედის სახელი გონებაში არ გამევლო მაგრამ ვინ გაცდის -რამოხდა? -ვცილობდი ჯარედზე არ მეფიქრა -მაპატიე არ ვიცოდი,-მხრები აიჩეჩა ენმა და ერიკი რომ დაინახა მისკენ გაიქცა -ენ სად მიდიხარ? -ფორმა ჩაიცვი და სპორტის გაკვეთილზე შევხვდებით,-მომაძახა შორიდან და გაიქცა. სპორტის გავეთილზე რომ შევედი ჯარედი და დენი უკვე გუნდებს ანაწილებდნენ სემი კუთხეში იდგა სავარაუდოდ დენის გუნდში იყო და ელოდა როდის დაიწყებოდა თამაში -მე ლილას ვირჩევ,-ჯარედი სემს უყურებდა და თან ჩემკენ იშვერდა ხელეს -ლილა მეორე ნახევარში გადადი,-მითხრა დენიმ და მასწავლებელს ბურთი მიაწოდა. მეც გადავედი ჯარედის ნახევარში და დაველოდე როდის დამთვრდებოდა გაკვეთილი მაგრამ რატომღაც ყველაფერი სხვანაირად წავიდა. მწვრთნელმა ბურთი ჰაერში ააგდო დაძაბული ჯარედი და დენი მას აჰყვნენ და ბურთიც ჯარედმა ჩიგდო ხელში. თავიდან როგორც ყოველთვის გამოცდილ მოთმაშეებს ესროდა ბურთს და მცირე ანგარიშით ვაგებდით მაგრამ მოულოდნელად ჩემს მხარეს გამოიხედა ყველამ იცოდა რომ სუსტი მოთამაშე ვიყავი და ჩემს აყვანას არავინ არ ცდილობდა ამოტომ ჯარედმა ბურთი ჩემი მიმართულებით ისროლა მეც ავიღე და აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება სად შეიძლებოდა რომ ბურთი მესროლა მაგრამ ყველა მოთმაშე ჩემკენ მორბოდა ამიტომ გავიქეცი და ის იყო ბურთი კალათში უნდა მესროლა რომ ჰაერში აღმოვჩნდი და ბურთი აცილების მაგივრად კალათში ჩავტენე. -ყოჩაღ ბაბუაწვერა,-ჯარედმა ჩამომსვა და ცხვირზე დამკრა ხელი -შენ რა გაგიჟდი? -არა რატომ,-მხრები აიჩეჩა -იმიტომ რომ ამათ შეეძლოთ გადავეთლე -ხომ არ გადაგთელეს,-ზარის ხმაც გაისმა და ყველა კარისკენ დაიძრა -ლილა მოდიხარ? -ახლავე სემ ერთი წამით -დღეს სკოლის შემდეგ დედასთან ერთად უნდა წავიდე დაგირეკავ და გეტყვი რომელ საათზე შევძლებთ მეცადინეობას პრობლემა ხომ არ არის? -არა რათქმაუნდა ხო და კიდევ მე ეს დავწერე,-უკანა ჯიბიდან დაკეცილი ფურცელი ამოაძვრინა და გამომიწოდა -ეს რა არის? -რომეო და ჯულიეტას მხატვრული ანალიზი -მართლა?-მაშინვე დავიწყე ფურცლის გაშლა -ლილა წამოდი რაა,-სემი უკვე ძალიან ბრაზობდა -ახლავე სემ ცოტახანი -ახლა არ წაიკითხო შემოთავაზება მაქვს ამასთნ დაკავშრებით -რა შემოთავაზება? -თუ ეს ანალიზი მოგეწონება ერთ დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ სასეირნოდ ყოველგვარი წუწუნის გარეშე თუ არ მოგეწონება აღიარებ რომ უნიჭო მასწავლებელი ხარ -კარგი,-გამოწვდილ ხელზე ხელი დავადე მე და დედამ რამდენიმე გასაქირავებელი ფართი მოვინახულეთ და ერთი ავარჩიეთ კიდევეაც დედამ ვერ მოითმინა და მაშინვე დაიქირავა -ახლა აქ ჩემი ნივთები უნდა გადმოვიტანოთ და მუშაობასაც დავიწყებ -ახალი იდეების სუნი მცემს,-წავიღიღინე მე -ხო აქ რომ ჩამოვედი გონება გამინათდა ჯადოსნური ადგილია არა? -ჰო დედა ასეა -კარგი საყვარელო ახლა ლანჩი უნდა ავიღო და მამას სამსახურში წავუღო სახლში დარჩა ამაღამ მორიგეა განყოფილებაში ასე რომ შენ თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე და იმეცადინო. გზას დედაჩემის ახალი ატელიედან ფეხით დავადექი და ჯარედის ნომერზე ტექსტური შეტყობინება გავაგზავნე „დედასთან სეირნობა დავასრულე ერთ საათში შემიძლია რომ მოვიდე“ „კარგი სად შევხვდეთ“-მივიღე პასუხი უმალვე „არვიცი ჩემთან შეძლებ მოსვლას“ „მანდ ხომ დედაშენია“ „მერე რამოხდა დედაჩემი ხალხს არ ჭამს“ „კარგი მოვალ“ მობილური ჯიბეში ჩავიდე სახლში შევედი და სააბაზანოს მივაშურე აბაზანიდან გამოსულმა საათს რომ დავხედე თვალები შუბლზე ამივიდა აი რახდება როცა განრიგით ცხოვრობ და ყველაფერი წამებში გაქვს გათვლილი ბანაობისთის ყოლეთვის მხოლოდ ოცი წუთი მქონდა ახლა კი მთელი საათი სააბაზანოში ვიყავი. -როგორც იქნა უკვე წასვლას ვაპირებდი,-კარი ბოლომდე არც მქონდა გაღებული ჯარედის წუწუნი რომ გავიგონე -მისაღებში დაჯექი და ახლავე მოვალ -კარგი შოკოლადი მოგიტანე,-ჯიბიდან შოკოლადი ამოაძვრინა და გამომიწოდა -მადლობა მიყვარს ეს შოკოლადი,-გამოსაცვლელად ავედი და თმა არც გამიშრია უბრალოდ ავიწიე და ჯარედთნ ჩავედი -დავიწყოთ -ჰო,-დღეს ჯარდეი განსაკუთრებით მონდომებული იყო მთელი მასალა თავად წაიკითხა და დამატებით საკითხავი „ნუ მოკლავ ჯაფარას“ სხაპასხუპით მომიყვა -გადასარევია ხომ ვთქვი ნიჭიერი ხარ -როგორ ფიქრობ გამოვა აქედან რამე? -ხვალ თამაშის შემდეგ გეტყვი -შენც მოდიხარ თამაშზე?-გაიკვირვა -ჰო რაღაც რაღაცეები წავიკითხე კალათბურთის შესახებ და ვფიქრობ თუ კარგად ითმაშებ შეძლებ რომელიმე კოლეჯის მწვრთვნელი მოხიბლო და ამის მერე კი შენზე იქნება დამოკიდებული -მადლობა ლილა -ძალიან მინდა რომ მომავალი გქონდეს ჯარედ -თუ ასეა ყველაფერს გავაკეთებ რომ კოლეჯში მიმიღონ,-ჩაიცინა და წიგნების ჩალაგება დაიწყო -ეს შენთვისაა -ეს რა არის? -ნახე,-ინტერესეით მოხსნა შესაფუთი ქაღალდი -წიგნი? -ეს უბრალი წიგნი არაა „ქარიშხლიანი უღელტეხილია“ მგონი უნდა მოგეწონოს ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეჩუქებინა მერე კი ეს დავინახე მაღაზიის ვიტრინაში -მადლობა ვხედავ რომ ძვირფასია შენთვის -ჰო ასეა,-რატომ აქვს ამ თვალებს ჩემზე ამხელა გავლენა -კარგი მე წავალ,-კარის ხმა გაისმა და ორი აზრი არაა დედა მოვიდა -საღამო მშვიდობის,-დედა გაოცებული შედგა მისაღების კაართან -საღმო მშვიდობის მისის პირს -ნახვამდის ლილა -ხვალამდე ჯარედ. დედამ ერთხანს მიყურა გაოცებულმა მერე ჩემს წინ დივანზე დაეშვა და თვალებში ჩამხედა -ვინაა ეს სიმპათური ბიჭი ან ის ვინიყო დილით რომ გამოგიარა?-რაპუნცელივით მიყურებდა -სემი ჩემი მეგობარია დედა ჯარედს კი უბრალოდ ვამეცადინებ,-წამოვდექი -ლილა პირს დაჯექი ახლავე,-დედაჩემი არასოდეს ყოფილა ტიპური მშობელი რომელიც ყველაფერს გიშლის პირიქით ყოველთვის მეუბნებოდა რომ სიცოცხლით დავმტკბარიყავი. -დედა მართლა არაფერი -ხომ მომიყვები თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება შენს ცხოვრებაში პატარავ? -კი დედიკო,-დაბრეცილი ტუჩებით რომ მიყურებდა ისეთი საყვარელი იყო -კარგი ახლა იმეცადინე წადი,-მეც მეტი რა მინდოდა წამოვხტი და დაკითხვიდან გავიქეცი. „დედაშენი კარგი ქალია“-ჯარედის შეტყობინება რომ წავიკითხე გამეღიმა „მადლობა“ „ლილა მართლა გგონი რომ ყველაფერი გამოვა?“ „ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული“ მეცადინეობა რომ დავიწყე მოვახერხე და ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა დროებით მაინც მოვიშორე თავიდან. მე ყოველთვის უგრძნობი ადამინი ვიყავი ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი და არასოდეს მიფიქრია რომ რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლებოდა ისე მომხდარიყო რამე რაც წიგნებში. დილით რომ გავიღვიძე უკვე ძალიან მაგვიანდებოდა ამიტომ ჩავიცვი და კისრის ტეხით შევხტი სემის მანქანაში ელისი მივიყვანეთ და ჩვენც გადმოვედით სკოლისწინ. -დღეს ჩვენი გუნდის თამაშია ხომ წამოხვალ? -რისთვის შენ ხომ არ მოგწონდა კალათბურთი -ხო მაგრამ მინდა რომ ვუყურო,-მხრები ავიჩეჩე -მეგონა დღეს სასეირნოდ მივდიოდით -კარგი რაა სემ გთხოვ არ გამიბრაზდე -რა აზრი აქვს?-თვალები გადაატრიალა -ნეტავ ვიცოდე რატომ მიბრაზდები -ლილა ახლა გაკვეთილზე მივდივარ -ძალიან კარგი,-მეც გაბრაზებული მოვბრუნდი და კლასისკენ წავედი. სემზე გაბრაზებულს არც მომიკითხავს ისე დავავლე ხელი ენის და იმ მოედანზე წავედით სადაც ჩვენი სკოლის გუნდი მნიშვნელოვან თამაშებს თამაშბდა ხოლმე -აქ რამინდა? ერიკი დღეს სადღაც ჯანდაბაში მიდის ბიჭებთან ერთდა და მინდოდა სანამ წავიდოდა გაგვესირნა -ჯარედს დავპირდი მოვალ მეთქი ასე რომ წამოდი -კარგი წავედით,-ჩემზე მეტად აუჩქარა ნაბიჯს და წინ წამიძღვა. -ენ ასე ჩქარა რატომ მივდივართ? -იმიტომ რომ გვეჩქარება ლილა,-გამეცინა და ენს უკან მივსდიე მოედანზე ქაოსი იყო მოთამაშეები გულშემატკივრებში იყო არეული და სრული განუკითხაობა სუფევდა. ჯარედის ძებნა რათქმაუნდა არ დამიწყია ადგილი დავიკავე მესამე რიგში და ენიც გვერდით მოვისვი -მაინც რატომ ვართ აქ? -იმიტომ რომ ჯარედს დავპირდი ხომ გითხარი,-მხრები ავიჩეჩე ენი მიხვდა რომ მეტს ვერაფერს დამაცდევინებდა და თავი დამანება. -ლილა შეგიძია წამოხვიდე?-მომესმა ჯარედის ხმა -სად უნდა წამოვიდე? -ქვემოთ გუნდის წევრებთნ დაჯექი -ენის ვერ დავტოვებ და ესეც არ იყოს იქ სელენა უნდა დაჯდეს -რა სულელი ხარ ლილა წამოდით,-ენი მაშინვე წამოხტა და ხელი დამავლო -მადლობა ენ,-ჩაეცინა ჯარედს და ცისფერი თვალები გაუნათდა -ჩემი სახელი იცის,-ენი ჩემსკენ დაიხარა და ისეთი ბავშვური ბედნიერებით მითხრა ეს მეც გამეღიმა. თამაშმა შესანიშნავად ჩაიარა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ჩემი ახალი სკოლის გუნდმა ხალხი ფეხზე წამოიჭრა ისინი ყვიროდნენ, უსტვენდნენ, ტაშს უკრავდნენ და უხაროდათ, გულრწფელად უხაროდათ. სელენა ფეხზე წამოხტა და ჯარედს კისერზე ჩამოეკიდა მე კი სხვებთან ერთად ფეხზე ვიდექი და დებილივით ვუკრავდი ტაშს. „მაშასადამე შექსპირის მიერ დაწერილ პიესაში იყო რაღაც ისეთი რაც არ მომეწონა მაგრამ ჩემი აზრი არც ისეთი მნიშვნელოვანია. რაებს ვბოდავ ლილა სულ შენი ბრალია. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ შენ იდეალური მასწავლებელი ხარ (და ვიცი რომ ტექსტის მხატვრულ ანალიზში ეს არ უნდა დავწერო) მაგრამ მაინც გითხარი. რაც შეეხება პიესას ვფიქრობ რომ შექსპირი კაცმოძულე იყო (ამას იმედია არავის არ ეტყვი თორემ არ მაცოცხლებენ) იმიტომ რომ მას არცკი უფიქრია რომ ეს წყვილი იმისდა მიუხედვად რომ გამოგონილი იყო მაინც გრძნობდა ტკივილს.“ ჯარედის მოცემული ფურცელი ისევ დავკეცე და მაგიდაზე დავდე მერე კი მობილურს გადავწვდი „აბა სად მივდივართ?“ „რას გულისხმობ?“ „შენი ანალიზი წავიკითხე იდეალური არ იყო მაგრამ პირველის კვალობაზე საკმაოდ კარგია“ „მადლობა დავგუგლე“ „რაა?“ „ვხუმრობ ლილა რაგჭირს“ „იცოდე მართლა თუ დაგუგლე ვერ გადამირჩები“ „ხვალ დილით ათზე გამოგივლი ტბაზე წავალთ“ -შეიძლება შემოვიდე? -კი სემ შემოდი,-სემი იმ დღის შემდეგ არ მინახავს -ლილა რაღაც უნდა გითხრა -მოდი დაჯექი -როგორ ხარ?-საწოლზე ჩამოჯდა და შემომხედა -თავი მტკივა ისე მშვენივრად -ლილა მე უნდა მოგიყვე სანამ ის მოგიყვება,-სემი ისეთი თვალებით მიყურებდა შემეშნდა რომ რამე სერიოზული მოხდა -რა უნდა მომიყვე? -გთხოვ არ შემაწყვეტინო და კარგად მომისმინე -კარგი,-სემი ასეთი სერიოზული არასოდეს მინახავს. -მე და ჯარედი,-დაიწყო სემაა,-იმიტომ არ დავშორდით ერთმანეთს რომ მან კუნთები დაიყენა და კალათბურთის თამაშ დაიწყო. მე და ჯარედი ბავშვობიდან საუკეთესო მეგობრები ვიყავით ერთ დღეს დედაჩემს სტუმარი ეწვია. მაშინ უკვე საშუალო სკოლაში ვსწავლობდით ეს ორი წლის წინ იყო. მე ჯარედი დავპატიჟე ვახშმად რადგან ის ქალი თავის შვილთან ერთად მოდიოდა სტუმრად და ვიფიქრე კარგად გავერთობით მეთქი მაგრამ სასტიკად მოვტყუვდი. კარზე ზარის ხმა გაისმა და დედას სტუმარი თავის შვილთან ერთდ შემოვიდა. ის ჩვენი ასაკის გოგონა აღმოჩნდა ძალიან ლამაზი იყო, იმდენად ლამაზი რომ მეც და ჯარედსაც თავი მაშინვე დაგვაკარგინა მოგიყვებოდი დეტალებში მაგრამ ეს ყველაფერი ახლაც ძალინ მტკივა ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვი რომ უცოდველი ღიმილის მიღმა ნამდვილი ავსული იმალებოდა. ის ორივეს გვიყენებდა, თამაშობდა ჩვენი ბავშვური გრძნობებით და ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ მე დავინახე ის და ჯარედი როგორ ცეკვავდნენ წვიმაში და როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. თვალებზე ბინდი გადამეკრა ადამიანი რომელიც ჩემთვის ძმასავით იყო საშინლად შემზიზღდა ღამით მის სახლში წავედი და ვუთხარი თავი დაანებე მე ის მიყვარს თქო -მეც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ სემ რას მეუბნები,-ძალიან დაიბნა ჯარედი -აი ამას,-ფოტო გავუწოდე სადაც ერთმანეთს დიდი სიყვარულით შევცქეროდით და ჯარედმა ნელა დაიწყო უკან დახევა ბოლოს კი სულ ჩაიკეცა -ეს როგორ შეიძლება? -ჯარედ ის მართლა ძალიან მიყვარს უნდა დამითმო -არავითრ შემთხვევაში სემ შენ ყველაფერი გაქვს რაც გინდა. ხომ შეიძლება ის მაინც იყოს ჩემი?-ასე ნივთივით რომ ლაპარაკობდა მასზე ამან ჭკუიდან გადამიყვანა და სახეში დავარტყი. არასოდეს არ დამავიწყდება ის თვალები რომლითაც მაშინ ჯარედმა ამომხედა ვიგრძენი როგორ ვძულდი. მითხრა „შენთან იმიტომ ვმეგობრობდი რომ შენი ფულები და მამაშენის კავშრები მჭირდებოდა“-ო ის გოგო წავიდა და უკან არასოდეს დაბრუნებულა მე კი მას შემდეგ ასე უმეგობროდ დავრჩი მგონია რომ ყველა მეგობარი ჯარდეივით მომექცევა. -სემ ეს,-დავიწყე მე მაგრამ სიტყვები ვერ მოვძებნე -არა ლილა არ დამისრულებია. -უნდა იცოდე რომ მე... მ..ე,-ეტყობოდა როგორ უჭირდა საუბარი -რა სემ მითხარი -მე დავინახე როგორ გიყურებდა ჯარედი იმ დღეს როცა პირველად შეხვდით და მინდოდა რომ რომ.... შენთვის თავი შემეყვარებინა,-ელდამ დამიარა სხეულში და გავშეშდი,-მინდოდა ახლა მაინც მიმეღო ის რაც ჯარედს უნდოდა მაგრამ ვერ შევძელი მართლა ძალიან შემიყვარდი შენ საუკეთესო მეგობარი ხარ და მინდა რომ მეგობრები ვიყოთ. მაპატიე ლილა მე შენს გამოყენებას ვცდილობდი ჯარედის წინააღმდეგ მაგრამ არ გამოვიდა რადგან შენ სხვანაირი აღმოჩნდი -კი მაგრამ სემ როგორ იფიქრე რომ ....,-სათქმელს თავი ვერ მოვაბი,-წადი გთხოვ უნდა დავფიქრდე ახლა ძალიან მიჭირს. მთელი ღამე ვებრძოდი თავს არ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა როგორ უნდა მოვქცეულიყავი და სააერთოდ თავს ცუდად ვგრძნობდი. დილით ზარის ხმამ გამომაღვიძა შაბათი იყო ამიტომაც გვერდი ვიცვალე და ისევ დავხუჭე თვალები. ცოტახანს კიდევ გაგრძელდა ჩემი მშვიდი ძილი და სულ მალე ოთახში დედაჩემის ქუსლების კაკუნი გაისმა -ლილა დაბლა ის სიმპათიური ბიჭია -სემს უთხარი რომ მისი ნახვა არ მინდა -სემი კი არა ჯარედი გელოდება სადღაც უნდა მივიდეთო,-ახლაღა გამახსენდა რომ ჯარედთან ერთად ტბაზე მივდიოდი -კარგი დედა უთხარი რომ მალე ჩამოვალ -დააა სად მიდიხართ? -არვიცი დედა რომ მივალ დაგირეკავ კარგი? -ლილა ხომ იცი რომ ცუდი დედა ვიქნები თუ ახლა ყვირილს არ დავიწყებ მაგრამ გენდობი -არ გაგიცრუებ იმედებს ესეც ხომ იცი,-დედამ შუბლზე მაკოცა და ოთახიდან ისევ გაკაკუნდა. ზოზინით ავდექი და კარადა გამოვაღე არ ვიცოდი ტბა სად იყო ამიტომ ტოპი შორტი და კუბოკრული პერანგი ჩავიცვი კედები და ქვემოთ ჩავედი. -დილა მშვიდობის,-შემომცინა ჯარედმა -წავედით სანამ მამა მოსულა,-მეც გამეღიმა ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო. ჯარედის მანქანაში მგზავრის სკამზე მოვკალათდი -რატომ ხარ ასეთ ხასიათზე წასვლა თუ არ გინდა დავრჩეთ -არა ეს არაფერ შუაშია მაპატიე მე შენ დაგპირდი და სხვაზე არაფერზე ვიფიქრებ,-ვცადე გამეღიმა და სემის სიტყვები ცოტახანს მომეშორებინა ფიქრებიდან. -ლილა მისმინე გუშინ მწვრთვნელს ველაპარაეკე და მითხრა რომ თუ მოვინდომებ შევძლებ რომ სადმე კარგ გუნდში მოვხვდე -ეს ხომ კარგია,-გზაში კიდევ ბევრი სისულელე ვთქვით და ორ საათში როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე -წამოდი მოტორიანი ნავით გაგასეირნებ,-ჯარედმა თვალის მომჭრელად გამიღიმა და იქვე მდგარ მოტორიან ნავზე მანიშნა -არა ხომ იცი რომ ცურვა არ ვიცი და თუ გადავვარდები ვერავინ მიშველის -რა სისულელეა არ გადავარდები -მაინც მეშინია,-ბავშურად დავიკრიფე გულზე ხელები -მე ხომ აქ ვარ სულელო,-ცოტახანს ვუყურე ჯერ ჯარედს მერე ნავს და ბოლოს ტბას -კარგი წამოვალ,-ვთქვი ფიქრის შემდეგ და ჯარედის გამოწვდილ ხელს ხელი დავდე საკმაოდ საინტერესო სანახაობა იყო როგორ ცდილობდა ჯარედი გამქირავებლისაგან ესწავლა როგორ ემართა მოტორიანი ნავი ბოლოს როგორც იქნა კაცს ფული გადავუხადეთ (უნდოდა სულ თვითონ გადაეხადა მაგრამ უფლება არ მივეცი) და ნავზე ავედით. ნავი მთელი დღით დავიქირავეთ და ღმერთს მადლობა თავზე ფერადი ნაჭერი ჰქონდა გადაკრული თორემ მზე ისე აცხუნებდა ცოცხალი ვერ გადავურჩებოდით. -ესეც ასე,-როგორც იქნა მოვძებნეთ შედარებით ჩრდილიანი ადგილი და ნავი გააჩერა -კარგია აქ,-თვალი მოვავლე იქაურობას და რბილ სავარძელზე გადავწექი -ნამდვილად,-ჩემი კუბოკრული პერანგი თავზე დაიმაგრა და თავისი მაისური გვერდით მოისროლა კიდევ ერთხელ შევავლე ბაბუაწვერას სვირინგს თვალი და მისი სიტყვები გამახსენდა „ერთი წამითაც არ რჩება ტყვეობაში. მოწყვეტის თანავე მიფრინავს მზისკენ მსგავსად ჩვენი ოცნებებისა“ -მეც მინდა ასეთი სვირინგი,-წამოვაჭექე დაუფიქრებლად -მერე ეგ რა პრობლემაა დღესვე წავედით,-მომნუსხველად გამიღიმა და ჩემს ქვემოთ იატაკზე ჩამოჯდა -ვაიმეე,-წამოვიყვირე როცა თავი მძიმედ დამადო მუცელზე -ნუ წიკვინებ ლილა -დემონო ადექი ასე მომკლავ,-ამოვიწიკვინე ისევ და კიდევ ვაპირებდი რაღაც მეთქვა მაგრამ ჩემი მობილური ახმაურდა ჯარედმა მეორე მხარეს დადებულ მობილურს დახედა და მომაწოდა -ვინაა ტრისტანი? -არ მინდა მასთნ საუბარი გაუთიშე -არაფრის დიდებით არ გავთიშავ თუ არ მეტყვი ვინაა,-თან სიცილით იგუდებოდა -სემი,-ვთქვი ბოლოს -და არ პასუხობ? -უბრალოდ რაღაც მითხრა მე კი პასუხი არ მაქვს -კარგი,-გულგრილად დააჭირა წითელ ღილაკს და მობილური ისევ სავარძელზე მოისროლა -რატომ ეძახი ტრისტანს? -მამაჩემმა დაარქვა -კარგი სემზე ალერგიული ვარ მოდი სხვა რამეზე ვისაუბროთ კარგი -წინააღმდეგი არ ვარ. -რადგან შეთანხმება ჩემს სასარგებლოდ იყო კითხვებს დღეს მე დავსვავ -არ მომწონს ეგ აზრი -არ მაინტერესებს ახლა შენს გაკვეთილზე არ ვარ,-ამრეზად გადავხედე რაზეც დემონურად ჩაიცინა და დაიწყო -შენი უცნაური სახელით დავიწყოთ რატომ ლილა? -არ მოგწონს ჩემი სახელი?-აქამდე ეს არავის უკითხავს -არა ძალიან მომწონს უბრალოდ მაინტერესებს -მამამ შეარჩია -ესიგი რასაც შენზე ამბობენ მართალია მამიკოს გოგო ხარ არა? -მერე რა? -არაფერი მამაშენი მამაჩემთან შედარებით საოცრებაა -სამაგიეროდ შენ დედა და ლუკი გყავს დედაჩემი კი ხან ერთ ქალაქშია ხან მეორეში და ხუთი თვე ვერ ვხედავ ხოლმე. ჯერემის კი არაფერი აინტერესებს თავისი მუსიკის გარდა -კარგი შემდეგი კითხვა რატომ აკლავ თავს სწავლას? -მართლა? -რატომაც არა მაინტერესებს -ერთხელ დედაჩემის დეიდამ მითხრა ქალს ან სილამაზე უნდა ჰქონდეს ან ჭკუაო ეს მაშინ ვერ გავიაზრე მაგრამ ერთხელ სარკეში რომ ვიყურებოდი მივხვდი რასაც გულისხმობდა და მას შემდეგ ვმეცადინეობ. -ვინ გითხრა რომ ლამაზი არ ხარ?-ჟრუანტელმა დამიარა ეს რომ მითხრა და ენი მომაგონდა ამ ყველაფერს ვიმახსოვრებდი რომ მისთვის მომეყოლა. -თავად მივხვდი მე არავინ მპატიჟებდა პაემანზე დაწყებით სკოლაში და ჩემი სათვალიანი და ბრეკეტიანი კლასელის მეტს არავის უთქვამს რომ მოვწონდი,-სახე დავმანჭე -ეს შენი სილამაზის კი არა ჭკუის ბრალია კაცებს აფრთხობს ჭკვიანი ქალები აი მაგალითად მე არასოდეს დავუშვებ რომ შენ ჩემი შეყვარებული ან მითუმეტეს ცოლი იყო რადგან არ მინდა ყველაფერი შენს კისერზე იყოს.-„ყოჩაღ ჯარედ მთელი დღე ჩამაშხამე“-არაფერი მიპასუხია მის არცთუ ისე სასიამოვნო კომპლიმენტზე -ლილა ჩაგეძინა? -არა მაგრამ მალე ჩამეძინება -კარგი დაისვენე მე ამ ნავს ნაპირთან მივიყვან და მანქანაში დაიძინე ცხელა. -კარგი,-სულერთია მაინც ერთი სული მაქვს სახლში მივიდე ეს რა მითხარი ჯარედ. ვცდილობდი სახეზე არაფერი არ შემტყობოდა მაგრამ მგონი ისედაც ყველაფერი მეხატა ცხვირპირზე. -ლილა შენ რა ნაწყენი ჩემზე ხარ? -არა შენზე რატომ უნდა ვიყო ნაწყენი მე უბრალდ სემი მომენატრა,-სემი ხომ მიყენებდა მე რომ ჯარედი გაებრაზებინა ხო და მეც გამოვიყენებ მას -რა? -ჰო გუშინ ღამე ჩემთან იყო და ვიჩხუბეთ -რაზე თუ საიდუმლო არაა,-არც მიფიქრია დამემალა -იცი? მან მიამბო რატომ გადაეკიდეთ ერთმანეთს -ნაბი*ვარი -ასე ნუ ამბობ -შენ თივთონ არ დამიძახე ასე მხოლოდ იმიტომ რომ სპორტდარბაზში გაკოცე მან კი ამდენი რამ დამიშავა -შენ ჩემთის არ გითქვამს რომ უნდა გეკოცნა უბრალოდ ჩახუტებაზე შევთანხმდით -ხო მაგრამ ნეტავ გენახა როგორ მიყურებდა სემი როცა გკოცნიდი ან იმდღეს როგორ შემომხედა როცა მთიდან დავბრუნდი შენთან ერთად -რატომ ვარ მე თქვენს ხელში სათმაშო,-დავიყვირე რაც ძალა და ღონე მქონდა -სათამაშო არხარ ლილა უბრალოდ სემს ყოველთვის ის უნდოდა რაც მე მინდა -ჯარედ ერთხელ მაინც გააკეთეთ ის რაც მე მინდა და სახლში წამიყვანე დღევანდელი დღე უკვე საკმაოდ ჩამიშხამეთ. ............... წინა კომენტარები ძალიან მომეწონა (ისე რომ იცოდეთ) ასე რომ შეგიძლიათ კიდევ გამიზიაროთ თქვენი აზრი არ მეწყინება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.