შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასაკი ყველაფერს ცვლის (15)


5-07-2017, 23:35
ავტორი marishkka
ნანახია 1 936

ასაკი ყველაფერს ცვლის 15

11მარტიდან სრულიად ახალი კატერინა დაიბადა, მთელი დღეები მხოლოდ პროექტზე ვფიქრობდი, ჩემი დღის რეჟიმი ერთი და იგივე იყო
სკოლა, მასწავლებლები,მეცადინეობა, პროექტი.
იმდენი გავაკეთე რომ ბოლოს მართლა პროექტის ხელმძღვანელის ასისტენტობას წავკარი ხელი. სპონსორებზე ჩვენ დავრბოდით, საჭირო ნივთებსაც ჩვენ ვყიდულობდით მოკლედ კატერინა ეკრა ყველას პირზე.
იმდენად ჩავერთე ორგანიზებაში რომ სულ დამავიწყდა რომუნდა დამეძინა მეჭამა მესვა მესწავლა. ოჯახიც დამავიწყდა, ბიჭებიც და თორნიკეც. ის ადამიანი ვის სანახავადაც ვაკეთებდი ყველაფერს. ისე გავიდე 1 თვე და ისე მოვიდა 7აპრილი ვერცკი გავიაზრე ვერაფერი, უკვე გადამწვარი ვიყავი ამდენი მუშაობისგან და გადავწყვიტე გოგოებთან ერთად ისევ თავზე დამემხო ყველაფერი და რათქმაუნდა ასეც მოვიქეცი. კვლავ მარიამთან შევიკრიბეთ და მონატრებულ დაქალებს ჩავეფსკვენი
-ჩემი გოგოები როგორ მომენატრეთ
-კაწ ცოცხალი ხარ? რა წესია გადაყევი მაგ პროექტს რაა
-აუ ვიცი მარ
-გოგო რო დაიკიდო არა? რა დასუსტებულიხარ თვალებიც რას გიგავს (თინიკო
-აუ არა ჩემი ტრენერი უნდა ვნახო მაგ პროექტზე დამაგიტო ვიტანჯავ თავს ასე
-თუ მოკვდი იქამდე ვერავისაც ვერ ნახავ
-კაით ეხლა წამოდით სადმე დავლიოთ


”სადმე წასვლა” მეორე დღის დილის 9 საათზე სახლში მისვლით დასრულდა
-ვაიმეეე ღადაობთ დღეს ტრენინგია 4 ზე
საათს დავხედე და უკვე ორი იყო, ფართხაფურთხით წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში შევვარდი წყალი გადავივლე დღეს უნდა ვყოფილიყავი რაღაც ულამაზესობა, შავი მაღალწელიანი ჯინსი და შავი მაქმანებიანი ტოპი ჩავიცვი, ტყავის კურტკა მოვიცვი მაკიაჟი გავიკეთე და სახლიდან გავვარდი. ტაქსი გავაჩერე და მისვლამდე სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. თსუს პირველი კორპუსის კიბეებზე მშვიდად მივაბიჯებდი, ორი სართული ავიარე და აუდიტორიაში ამაყად შევაბიჯე. ლაშა ორგანიზაციის დამფუძნებელი მოომიახლოვდა და გადამკოცნა. იქვე იდგა პროექტის ხელმძღვანელიც ირაკლი რომელიც დაღლილი სახით მომიახლოვდა
-კაწ როვორც ჩემს ასისტენტს გევედრები, რეგისტრაცია გაატარე მონაწილეებს რაა.
-რა პრობლემაა, პროსტა გეხვეწები ყავა მომიტანე რა.
საფულიდან ბარათი ამოვიღე და ირაკლის გავუწოდე
-აუ მე ვერ გავალ ეხა ვინმეს უთხარი
-მოვკვდები აქვე ღამე ნათევი ვარ და ყავა რო არ დავლიო

-მე მოგიტან, როგორი გიყვარს? ხავერდოვანი ბარიტონი მოხვდა ჩემს სმენას და სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა
-ამერიკანო- შაქარი ორი.
ბარათი გავუწოდე, თორნიკემ წარბები აზიდა და მკვლელი მზერა მომაპყრო შემდეგგკი კიბეებზე ჩაირბინა.
-ამხელა ტრენერი კაცი ყავაზე გაუშვი?
-აუ თამუ მე ხოარ მითხოვია.
თამუნა კკდევ ერთ ერთი დამფუძნებელი იყო ისეთი კაი გოგო იყო იცებ ჩავდაქალდით ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად. როგორც 16 წლის ბავშვს ისე არავინ მიყურებდა და მათგან სწორედ ეს დამოკიდებულება მომწონდა.

მონაწილეებს რეგისტრაციას ვატარებდი როცა მაგიდაზე ყავა დამიდო თორნიკემ
-აუ, ძალიან დიდი მადლობა
-არაფრის... მითხრა ჩამწყდარი ხმით
-რა გჭირს ხმაზე?... ინტერესის თვალები მივაპყრე და ყავა მოვსვი
-39 სიცხის კვალობაზე კიდევ კარგად ვარ
ეს მითხრა და გამეცალა, მე ჩემი საქმე დავასრულე და აუდიტორიაში ტრენინგზე შევედი.
ჩახლეჩილი ხმით კითხულობდა თორნიკე ტრენინგს 2 საათის შემდეგ 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა და ხველებ ხველებით გავიდა აუდიტორიიდან.
ჩანთას ხელი დავავლე და ორგანიზატორებს ვუთხარი რო მალე დავბრუნდებოდი.
კოფისტაში ჩავირბინე და ჩაი ლიმნით ვიყიდე, 4პაკეტი შაქარიც გამოვართვი და კმაყოფილი მივაბიჯებდი აუდიტორიისაკენ შესვენება ჯერ არ დასრულებულიყო თორნიკე სიგარეტს ეწეოდა, და მისკენ წავედი.
-ჩემი ჯერია, ოღონდ თუ მოწევას გააგრძელებ ხმის დაბრუნება უფრო გაგიჭირდება.
-ვაა მადლობა ძალიან დიდი.
ასეთ ყურადღებას აშკარად არ ელოდა სიხარულისგან გამიღიმა და ისევ ისე ჩაეჩხვლიტა ლოყები. მისი ღიმილი ჭკუიდან მშლიდა, საუკეთესო ღიმილი ჰქონდა რაც კი ოდესმე მენახა.
-არაფრის თორნიკე ბიძია. თვალი ჩავუკარი და აუდიტორიისკენ წავედი.

-ვიღაცას სიცხიანი ტრენერი მოეწონა... ეშმაკური თვალებით შემომხედა ირაკლიმ (პროექტის ხელმძღვანელი)
-აუ, კაი რა.
-ეჰ კატერინ, მიდი მიხედე საქმეს. მთავარი ორგანიზატორი ხარ ბოლო-ბოლო.

იმ ღამეს ტრენინგი 9საათამდე გაგრძელდა, მეც ნელნელა მოვუყვებოდი გზას რუსთაველის მეტრომდე.
სახლში ავედი და ისევ მარტოობამ დაისადგურა.
აღარც გუკა.
დედა მუდამ მივლინებაში, ძმაც.
ნერვებ მოშლილმა გამოვაღე მაცივარი, აღარც საჭმელია. აი ის დრო მენატრება სახლში მოსულს მაკა რომ გამომიტანდა საჭმელს და მე, კაკი და დათი ერთად რომ შევექცეოდით მის გემრიელობებს. თვალებიდან ცხელი სითხე გადმომიგორდა არ შევიმჩნიე. მშვიდად ავკრიფე პიცერიის ნომერი პიცა გამოვიძახე. მის მოსვლამდე კი მაღაზიაში ჩავედი და სასუნაოები ამოვიტანე გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა. კარგად მოვკალათდი და კარზე ზარის ხმა გაისმა.
ფრატუნით გავედი და კარებში დათი შემრჩა.
-ვაჰ შენ როდის ჩამოხვედი?
-მომენატრე ჩემო ლამაზო
-მეც ძაალიან
მონატრებულ ძმას კისერზე ჩამოვეკიდე და ისე ვეხუტებოდი თითქოს ეს ჩვენი ბოლო ჩახუტება იყო.
-კაი გოგო ნუ დამახრჩვე
ცრემლები მოვიწმინდე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-რა გატირებს?
-არ ვტირი
წარბი მაღლა აზიდა და გბერდზე ჩამომოჯდა, მუხლებში თავი ჩავუდე ეს კი ნაზად მეფერებოდა თმაზე
-მიჭირს დათ, ძალიან. მაკა სულ სადღაც დადის, ამ სახლში ვერ ჩერდება. ნუ კაკი გასაგებია. შენც აღარ ხარ. მარტო დავრჩი ხვდები? გუკაც აღარ მყავს.
-გუკა? რა მოხდა?
-დავშორდით
-გაწყენინა მე რო მაგის დედას
-გაჩერდი გთხოვ.
-სხვა გოგო ყავდა ხო მაგ არაკაცს?
ხმა არ ამომიღია
-გასაგებია. სევდიანი თვალები მომაბყრო და მომაჩერდა
-გთხოვ ხშირად მოდი ხოლმე რა.
-ჩემო ანგელოზო არ მოიწყინო გეხვეწები. სულ ცოტაც და სულ ერთად ვიქნებით.
-კარგი ჰომ
-ორგანიზაციაში რა ხდება? ჩემი წარმატებული გოგო
-რავი ეხა მაქ პირველი პროექტი და მთავარი ორგანიზატორი ვარ.
-ჩემი ლამაზი. წამო ერთად დავიძინოთ დღეს მე და შენ როოგორც ბავშვობაში
გახარებული წამოვხტი და ზურგზე შემოვახტი ამხელა ვირი და სიცილ კისკისით გავედით საძინებელში. ამდენი ხნის მანძილზე პირველად მეძინა მშვიდად, პირველად არ დამსიზმრებია კოშმარები.

დილით 8ზე მაღლივში უნდა ვყოფილიყავი, 6საათზე წამოვხტი და თეთრ მუხლზე გახეულ ჯინსზე შავი ორი ზომით დიდი სვიტერი გადავიცვი, ტყავი მოვიცვი, და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. მაღლივში საკმაოდ ეციებოდა ამიტო თხელი პლედი ჩავაგდე დიდ ჩანთაში. 4 დღე იქ უნდა გაგვეტარებინა და რაღაც რუღაცეებიც წავიღე. ჩაი ყავა, შაქარი, ლიმონი მადუღარა და მსგავსი წვრილმანები.
ჩემს ხმაურზე დათი გამოვიდა ოთახიდან.
-ამ დილა უთენია სად გაგიწევია?
-მაღლივში
-მე გაგიყვან
-მსოფლიოში ყველაზე კარგი მყავხარ რააა
ღიმილით შევხედე და მანქანამდე ჩავიტანე რაღაცები.

მაღლივში მიმიყვანა დათიმ და ფულოც დამიტოვა. 12 სართულზე ავედი და აუდიტორიაში შევედი. ნაბშვებს მივესალმე და ირაკლის ვუხმე ჩემთან.
-ჩემი პროექტის ხელმძღვანელო იქნებ დღევანდელი აჯენდა გამაცნო.
-3 ლოკაცია გვაქ, აქიდან 2 მკვლელობის ადგილია. აქ მოამზადებიე ბავშვებს 3 აუდიტორია და ფოტოები და მასალები გააკარით შტაბი იქნება აქ.
-გასაგებია ყველაფერი. მარტო ჩვენ ვიქნებით, ექსპერტიზა რამე რა უნდა ვქნათ რომოითხოვონ? ლოკაციიდან ჯგუფებს წამოყვება თორნიკე და ისიქნება ექსპერტი. და რამე პატარა ხრიკიც მინდა რო ჩავაგდო დღეს, და უი. აი ეს თორნიკეს ნომერია, და დაურეკე ასე 10 ისთვის და უთხარი რო ლოკაციაზე წავიდეს ან აქ მოვიდეს. როგორც მოუხერხდება
-გასაგებია ყველაფერი.
-მიდი მიხედე იმათ გეხვეწები.
თავი დავუქნიე და აუდიტორიისაკენ წავედი, ყველაფერი ახლა იწყებოდა თავგადასავლებით სავსე 4 დღე მელოდა წინ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent