შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო შეხვედრა 2


6-07-2017, 01:29
ავტორი liar
ნანახია 1 567

მიუხედავად იმისა რომ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი ,მზერას ვარიდებდი მაინც ყოველ წუთს ,ყოველ წამს ვგრძნობდი მის მზერას მწვავდა და შინაგანად მანადგურებდა , როგორ მინდოდა გავქცეული ყავი ყველა შეკითხვა დამესვა , პასუხი მიმეღო ყველაფერზე რაც ამდენი ხნის მანძილზე მტანჯავდა და მშვიდად ყოფნის საშვალებას არ მაძლევდა , მეგონა სადმე თუკი შევხვდბეოდი უემოციო და იმდენად ძლიერი ვიქნებოდი გულსაც კი არმივცემდი „ხტუნვის“ საშვალებას, ამ მომენტში კი საკუთარი თავი შემეცოდა მე ხომ მივხვდი რომ კვლავ უძლური ვარ და ამდენიხნის მანძილზე ვერ შევძელი , ვერ შევძელი ... ვცდილობდი გარეგნულად არაფერი დამტყობოდა , თავი მაინც ამაყად მეჭირა და ეს შინაგანად კიდევ უფრო მამძიმებდა მინდოდა გავქცეულიყავი და ჩემთვის მარტო დამეცალა ემოციების ზღვა რომელიც ამ მომენტში ხელს ძალიან მიშლიდა ...
- შეიძლება თქვენთან გასაუბრება.. ჩემი ფიქრებიდან ერთ-ერთმა სტუმარმა გამომიყვანა..
-დიახ რა თქმა უნდა
-ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით ... ერთ-ერთ ნახატთან მიმიყვანა
- კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა
-ამ ნახატმა ძალიან დამაინტერესა რომ იყიდებოდეს შევიძენდი დიდი სიამოვნებით , ორიოდე სიტყვით მინდა მოვისმინო ამ ნახატის ისტორია , რატომ ასე სევდიანი თვალები ,ვატყობ ბუნება გხიბლავთ და გიყვართ
- დიახ ,ბუნებაში ყოფნა ძალიან მიყვარს ,რაც შეეხება ნახატს რამდენიმე წლის წინ დავხატე ვფიქრობ მაშნდელ სულიერ მდგომარეობას გადმოსცემს მოსაყოლი არაფერი მაქვს , უბრალოდ იმ ემოციათა გადმოცემა ძალიან მინდოდა რასაც იმ მომენტში განვიცდიდი სულ ეს არის.
- საინტერესო პიროვნება ხართ , ვიმედოვნებ კვლავ შევხვდებით შემდეგ გამოფენებზე უფრო დიდი მაშტაბით
-უკაცრავად? გავოცდი
- დიახ, მინდა საზოგადოებამ გაიგოს თქვენს შესახებ
- არც კი ვიცი რა გითხრათ, მადლენა შემოგვიერთდა
- აბა ჟორჟ ხომ საამაყო გოგონა ვიპოვე
- ნამდვილად მადლენ, აღმოჩენაა მინდა უფრო დიდი მაშტაბებს გასცდეს
ყურებს არ ვუჯერებდი , მთელი ძალით მოვეხვიე მადლენას სხვანაირად არვიცოდი როგორ შემეძლო მადლიერების გამოხატვა
-დიდი მადლობა , უღრმესი მადლობა , ჟორჟმა წითელი ღინო მოსვა და საპასუხოდ ჩემი ხელი მოიქცია თავისაში
- მადლობა საჭირო არ არის , მიყვარს როცა ნიჭერ ადამიანებს ვეხმარები ,ცალი თვალი ჩამიკრა და დაგვტოვა.
-მადლენ არვიცი რა გითხრა , მე უბრალოდ ისეთი აღელვებული ვარ ,ჩემთვის ძალიან ბევრს აკეთებთ
-შენი დამსახურებაა ასეთი კარგი რომ ხარ , დაღლილი სახე გაქვს მაგრამ ბედნიერი
-დღეს ბევრი საქმე მქონდა მაგრამ , თქვენი წყალობით ბედნიერი ვარ
-ჩემო გოგონავ ...
ჩემს ნახატთან პირისპირ დავრჩი და ყველა მოგონებამ ერთიანად იყარა თავი , ემოციებმა რომლებსაც 4 წლის წინათ განვიცდიდი თითქოს თავი შემახსენა და ვხვდებოდი აქ დიდხანს ვეღარ გავჩერდებოდი ...
სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს დაშლა .
თვალებით გაუთვითცნობიერებლად მას დავუწყე ძებნა მაგრამ მივხვდი რომ იქ აღარ იყო , თითქოს შვება ვიგრძენი მაგრამ სადღაც გულიც დამწყდა, ერთი კითხვა დანახვის წამიდან თავში მიტრიალებდა -რა უნდა? აქ რაუნდა...
ყველას დავემშვიდობე და როცა გალერეა დაცარიელდა მადლენს კვლავ მივუბრუნდი და მადლიერების ნიშნად ვახშამზე დავპატიჟე ჩემთან სახლში ,თითქოს ამით მეც ვცდილობდი გავქცეოდი საკუთარ თავს იმას ვინც სახლში მისვლისას ცრემლების ტბას დააყენებდა.
მადლენა 40 წლის ქალია ძალიან აქტიური და ლამაზი , ბევრი რამ აქვსგამოვლილი, ზოგჯერ ვეხუმრები ხოლმე რკინის ქალი ხარ მეთქი , შვილი ყავს 16 წლის ბერინი და ნატვრის თვალს ეძახის ,სამჯერ გადაურჩა სიკვდილს მახსოვს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი, განადგურებული ენერგია გამოცლილი მადლენა ,მაგრამ დღესაც რომ ძლიერად და ამაყად დგას და საამაყოდ აკეთებს თავის საქმეს ეს მომწონს მასში ,ვცდილობ მაგალითი მისგან ავიღო ხოლმე ..
მიუხედავად იმისა რომ ჩევნს შორის კატასტროფულად დიდი განსხვავება არ არის ასაკში , მის მიმართ დიდ მორიდებას და რიდს განვიცდი , აზრს ხშირად ვეკითხები... დედა ქართველი ჰყავს მამა ფრანგი, როცა გამიცნო სიხარულს ვერ მალავდა ამხელა საფრანგეთში ქართველს შევხვდი და ისიც როგორსო , ვეჩხუბებოდი ხშირად ასე ნუ მაქ თავში ამივარდებამეთქი ..
ძვალმსხვილი და ეშხიანი ქალია , აი ისეთი ჩვენ რომ ვიტყვით ხოლმე : “კარგი ხელისმოსაკიდებელი ქალია მოდის და მოაქვს“
ქმარს გასცილდა ორი წლის წინათ , იძახდა სიყვარული გამოგონილი მცნებაა ჩვენ ადამიანები ვეძახით მას შეჩვევას როცა თვისებები იცვლება და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ სიყვარულიც მაშინ ქრებაო ...
შენ როოგორ ფიქრობ სიყვარული რა არისო ერთხელ მკითხა- როცა იცი რომ არ მოვა , მაგრამ იმედი მაინც გაქვს , ცხოვრებას განაგრძობ წარსულში არიხედები მაგრამ დაბრუნების იმედი მაინც თან დაგყვება მეთქი .ისე ვუპასუხე არც კი დავფიქრებულვარ თითქოს ამ კითხვას ველოდი ამდენი ხანი...
როცა ეს პასუხი მოისმინა ისეთი ეჭვნარევი თვალებით შემომხედა არასდროს დამავიწყდება, მასში ყველაფერი კითხებოდა...
-ელენა ვინმე გიყვარდა?
- შეიძლება ...
-მომიყევი ,დახმარება შემიძლია?
-სხვა დროს მადლენ , სხვა დროს...

ელენ დიდი სიამოვნებით წამოვიდოდიდ მაგრამ დაღლილები ვართ ხვალ შევხვდეთ და სადმე გავიდეთ საყვარელო.
მიდნოდა წამომყოლოდა მარტო დარჩენა არმინდოდა მაგრამ აღარ დამიძალებია ...
როგორც კი მარტო აღმოვჩნდი სახლისკენ მიმავალ გზაზე ცრემლებმა თაავისთის იწყეს სახეზე ჩანჩქერივით გადმოსვლა
-ყოჩახ ელენა , იტირე მიდი იტირე, რისთვის ტირი ? ყოჩახ .. საკუთარ თავს ვლანძღავდი..
როგორც კი მივედი სარკეში აკუთარ თავს ვაკვირდებოდი , ჩაშავებული თალები ,მაკიაჟით მოთხუპნული მთელი სახე , კვლავ ამივარდა ტირილი თითქოს ამით იმ ნაღელის ამოღებას ვცდილობდი რაც ასე მწვავდა თითქოს ამდენი წლის მანძილზე დაგროვებული ტკივილი, მონატრება,ინტერესი , რომელიც მანადგურებდა ვცდილობდი ამით ამომეტანა , რომ შემძლებოდა ჩემს სულში ხელის შეყოფა და იმ ადგილის მიგნება სადაც ეს ემოცია გროვდება ბურთის სახით გვებჯინება კისერში და ზოგჯერ ტირილის საშვალებასაც არ გვაძლევს ერთიანად მოვიქცევდი მუჭში და ისე შორს გადავაგდებდი ჩემამდე გზა რომა რ გამოეგნო...
- რატომ ამდენი წლის შემდეგ ღმერთო , რატომ ... რატომ შევხვდი ... აქ რატომაა , რაუნდა ,რას წარმოადგენს.. იქნებ ცოლთან ერთად არის... ამის გახსენებაზე ოთახს მივაშურე თითქოს სიტყვა ცოლმა დამაბრუნა რეალობაში კაბა გავიძვრე და საცვლების ამარა შევწექი ლოგინში ... მაინც ვტიროდი დროდა დრო ვტიროდისაკუთარ თავს არ ვგავდი ჩემში წლების წინ არსებული ემოციური ბავშვური , ლაღი და ცქმუტუნა ელენე დაბრუნდა ,რომელაც ყველაფერი იოლად მიჰქონდა გულთან ...
როდემდე , როდემდე უნდა მეტკინოს გული ... თალები დავხუჭე და ჩემდა უნებურად დავბრუნდი წარსულში სადაც ყველაფერი მაშნ დაიწყო როცა 13 წლის ვიყავი .
-ლია ჩაიცვი გვაგვიანდება ,როდემდე უნდა გელოდო კარგიი რა
-კარგი მიშო , დამელოდე რა გახდა ზედას გადავიცმევ და წავიდეთ .
-მა სად მიდიხართ რამითხარი?
- ჩემი მეგობრები იკრიბებიან მა და დედაშენმა დამაღამა რომ მივალთ ალბათ წასულები დამხვდებიან,ბოლო სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა დედას გასაგონად... გამეცინა და მკლავზე მუშტი ომვარტყი გაუძელი მა და ოთახში შევედი
კაკუნით გამოვიდა დედაჩემი ისეთი ლამაზი იყო თალს ვერ ვწყვეტდი
-დეე როგორი ლამაზი ხარ
-ლოდინად ღირდა ელენ ხო იცი, ცალი კუთხე ჩატეხა მამიკომ და წელზე მოხვია ხელი
-დე წამოდი რა შენც ტანსაცმელი გაგიმზადე ჩაიცვი და წავიდეთ
-აუ გვანცა დარჩებაო ხომ მითხარი რომ წამოვიდე მარტო ხომარ დავტოვებ თან , იქ მე რაუნდა ვაკეთო პატარა ვარ თქვენ დიდები ხართ
-კარგი კარგი ... კარი ისე ჩაკეტე რომ გავაღოთ , უცხოს არავის გაუღო , თავი არმაჯავრო ,ჭკვიანად იყავი დე
-კარგი ჰო დღეს მერამდენედ მიმეორებ იგივეს.
მიხაროდა მარტო სახლშ ყოფნა , ტელევიზორს ვუყურებდი გვანცაც რომ მოვიდა , ჩვენებურად ვერთობოდით , ხან რას ვაკეთებდით ხან რას , სოციალურ ქსელში დავძვრებოდი ახალი ხილი იყო მაშინ და ჭკუაზე არვიყავით მეგონა რაღაც სასწაულს ვაკეთებდით .. ბოლოს დაქანცულებმა ლოგინს მივაგენით და ისე ჩაგვეძინა ჩეემების მოსვლა სულ არ გამიგია
დილით „ყიყლიყოს“ გემრიელმა სუნმა ცხვირი ამიწვა და ისე გავედი სამზარელოში არც ხელპირი დამიბანია , როგორ მახსოვს დედაჩემი სასაცილო რეაქცია
-დედა ბალიში აგიფეთქეს მოწესრიგდიდი და მოდით ჭამე გზაშ დამაწვია სიტყვები , გვანცაც გააღვიძე
-მოვწესრიგდი და გვანცას გაღიძება დავიწყე
-გვანც, გაიღვიძე
- მმმმ
-მმმ და ზმუილი არვიცი გაიღვიძე ვჭამოთ ,ძალიან მშია (მაში პუტკუნა ბავშვი ვიყავი )
-კარგი ჰოო, აუ რაგემრილი სუნებიაა
-ჰო , მოდი მოდი ... ოთახიდან გავდიოდი დედაჩემის და მამაჩემის საუბარისთის ყური უნებურად რომ მეკრა
-აუ რა კარგი ბიჭი ჰყავს მანანას, ელენე რომ დიდი იყოს გავაცნობდი მაგრამ 5 წელი ბევრია ,
-ნუ მიშლი ია ნერვებს ,რეებზე ფიქრობ
-არა ბიჭოს , ჯერ რა გაწონასწორებული იყო , სიმპატიური ,კარგი სიტყვა პასუხი ჰქონდა
გავიფიქრე ვერარის დედაჩემიმეთქი და მეტისთის ყური აღარც დამიგდია სამზარეულოშ შევედი და გემრიელად ვილუკმებოდი .



№1 სტუმარი Guest დეა

კარგია❤ გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent