შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივედი, ვნახე, შევიყვარე (მეოთხე თავი)


6-07-2017, 02:32
ავტორი Nanaga
ნანახია 2 951

ლანა კანდელაკი

ლანასთვის მეტად უცნაური დამთხვევა იყო ამ მამაკაცის ნახვა.
მეგობრებსაც რა თქმა უნდა აინტერესებდათ ყველაფერი.
მანაც არ დააყოვნა და ყველაფერი ამცნო მათ.
ანალოგიურად გაუკვირდათ დიანას და ირინკას, თუმცა ეს მხოლოდ დამთხვევას მიაწერეს და მალევე დაივიწყეს ყველაფერი.
ლანას ერთერთმა ივენთმა წარმატებით ჩაიარა, დიდი ყურადღება და ათასი მადლობა დაიმსახურა. მისთვის ეს უცხო ხილი არ იყო, საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და ამას მოელოდა კიდეც.
საბოლოოდ ჩაება ცხოვრების უწინდელ რითმს.
ყველაფრის გადახარშვა მოახერხა და ასე თუ ისე შეძლო თავის პატიება.
მილიონში ერთხელ გაიხსენებდა ხოლმე ალექსანდრეს, არ იცოდა რატომ ფიქრობდა ასე, თუმცა რადგან ჩვენ ვიცით მათი ამბავი, შეიძლება ისიც ინსტიქტურად გრძნობდა ყველაფერს. მაშინდელი ცეკვაც ღიმილით ახსენდებოდა, ფიქრები კი იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის, ხანდახან გონებას ცეცხლი ეკიდებოდა.

__________________________

ალექსანდრე დევდარიანი

ალექსანდრე ბედნიერი იყო იმით, რომ ლანამ ის ვერ იცნო.
ასევე უხაროდა ისიც, რომ ჰქონდა შანსი კიდევ დალაპარაკებოდა მისთვის უკვე საყვარელ ადამიანს.
ახლა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ლანა არ ჰგავდა სხვა გოგოებს და ეს ერთჯერადი სექ*ი არ ყოფილა.
ეს მისთვისაც მძიმე იყო და ეს ნამდვილად შეცდომა იყო.
ყველანაირი ინფორმაცია მოიძია ლანაზე, ნაცნობს თუ უცნობს ყველას გიჟივით მასზე ეკითხებოდა.
ყველაფერი იცოდა თითქმის მის შესახებ.
ალექსანდრეს არ ჰქონდა იმის გაჭირვება, რამე ვერ გაეგო მითუმეტეს რასაც მოინდომებდა, თან ამას დავუმატოთ ფაქტი, რომ თბილისი ძალიან პატარაა და ყველა ყველას იცნობს.
ღამ-ღამობით ხშირად ფიქრობდა ლანაზე და იმ ცეკვაზეც, თუმცა თავს უფლებას ვერ აძლევდა ლანას ფიქრებში საბოლოოდ დაუფლებოდა.
არც ეს ურთიერთობა იყო ალექსანდრესთვის ერთჯერადი სექ*სი.
სურვილი რომ კიდევ ერთხელ დაუფლებოდა ქალის სხეულს, მოსვენებას არ აძლევდა.
თუმცა გული სწყდებოდა იმაზეც, რომ ქალს ასე უნამუსოდ მოექცა.
მოკლედ საკმაოდ შარში იყო გახვეული მისი გონებაც.
საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სურდა ლანას კიდევ ერთხელ ნახვა.
ერთხელ და უსასრულოდ. უნდოდა მასთან საუბარი და მისი სურნელის, რომელიც ვანილისა და შოკოლადის სუნს წააგავდა, კიდევ ერთხელ შესუნთქვა.
მანქანა ლანას კორპუსის წინ გააჩერა, დიდ ხანს უყურებდა კორპუსს და გადაწყვეტილების სისწორეში რწმუნდებოდა, თუმცა რაც უფრო ბევრს ფიქრობდა, მით უფრო ერეოდა გონება გულს.
გაუაზრებლად აიღო ტელეფონი ხელში და ნომერი რომელიც უკვე ზეპირად იცოდა თითებმა თავისით აკრიფა.
გაბმული გრძელი ზუმერის შემდეგ, შეყოყმანდა უნდოდა გაეთიშა თუმცა სწორედ იმ მომენტში გაიგო ნაცნობი ქალის ხმა.
ხმა რომელიც არ ჰგავდა არავის ხმას და ზედმეტად დინჯი იყო.
- შენი ნახვა მინდა - პირდაპირ და ზედმეტი შესავალის გარეშე ამცნო ქალს.
- უკაცრავად რომელი ხართ? - დაიბნა ლანა, რადგან მან არც კი იცოდა ალექსანდრეს სახელი, თუმცა ხმით მიხვდა რომ ის იყო. ერთხანს მოეჩვენა ჩემი ფიქრები ხომ არ წაიკითხაო.
- შენი კორპუსის წინ ვდგავარ, ცოტახნით ჩამოდი და მერე ადი. - ტელეფონი გაუთიშა და დაელოდა როდის გამოვიდოდა ანთებული სადარბაზოდან ნაცნობი ქალი.
ლანამ იცოდა ვინც იქნებოდა, შეეძლო არც ჩასულიყო ან სულაც პოლიციისთვის გამოეძახებინა და ეთქვა ვიღაც გიჟი დგას და მითვალთვალებსო, თუმცა ეს არ გააკეთა რადგან სხეულის რაღაც ნაწილი ითხოვდა მის ნახვას და არ ჩასვლას აპროტესტებდა,
დენდარტყმულივით მოიცვა ქურთუკი და კიბეებზე კატის ნაბიჯებით დაეშვა.
მოეჩვენა რომ ის ერთი წუთი, რომელიც ჩასასვლელად სჭირდებოდა საათად გაიწელა.
გასასვლელში დაინახა ალექსანდრე, რომელიც ნერვიულად დააბიჯებდა და სიგარეტს ეწეოდა.
ქალის დანახვისას უმალ გადააგდო ახლად მოკიდებული სიგარეტი, მისკენ დაიძრა და წინ აესვეტა. რატომღაც მოუნდა გულში ჩაეკრა და ეკოცნა, თუმცა რაღაც ძალამ შეაკავა.
როგორ ხარ? - კითხა და ახალ ღერს მოუკიდა.
- კარგად ვარ, შენ? - ხელებ გადაჯვარედინებული, დაბნეული ლანას სახე ყველაფრად ღირდა.
- არამიშავს
არცერთს არ ამოუღიათ ხმა.
რაღაც შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოდგა.
ისევ ლანამ მოახერხა რაღაცის თქმა
- აქ რატომ ხარ, ან საიდან გაიგე ჩემი მისამართი?
ალექსანდრე შეყოყმანდა, მანქანას თავისუფლად მიეყრდნო და ცაში აიხედა, შემდეგ ისევ ლანას შეხედა და გაეღიმა.
- რომ გითხრა არ დამიჯერებ
- შენ სცადე და ამიხსენი - ლანას, რომელიც ცნობილი იყო ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად, ნერვები უკვე გიტარის სიმებად ჰქონდა დაჭიმული.
- მენატრებოდი - ისევ ურცხვად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ამჯერად გვერდით გაიხედა
ლანას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს და გამოაფხიზლესო
- მე არ მჯერა მაგ სისულელეების, რა გინდა ჩემგან პირდაპირ თქვი - ამჯერად შეუღრინა და უკან დაიწია
- აქ რატომ ხარ? - ამჯერად ალექსანდრემ შეუბრუნა კითხვა და გამომცდელი მზერით დააკვირდა
ქალი დაიბნა და გვერდით გაიხედა
- შენ არ გჯერა რომ მე მომენატრე, არადა ამ დროს ჩემს წინ დგახარ, მე შენთვის სრულიად უცხო ვარ, ან იქნებ სულაც არ ვარ უცხო, იქნებ შენც ისევე დაგამახსოვრდი როგორც მე შენ. არ გაქვს მიზეზი აქ იდგე, მაგრამ მაინც გიყურებ როგორ დგახარ ჩემს წინ, დაძაბული და ანერვიულებული.
ქალი დაიბნა, დაიმორცხვა და თავი ჩახარა.
იცოდა რომ ალექსანდრე სიმართლეს ამბობდა, მიზეზი კი არ იცოდა თუ რატომ იდგა აქ.
- უბრალოდ გამიკვირდა, მე შენ არც კი გიცნობ - თავი დაიძვრინა ლანამ და კიდევ უფრო შორს დაიჭირა.
- რომ დაინტერესებულიყავი იმდღეს, ალბათ გაიგებდი - ორაზროვნად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ. - მე ალექსანდრე ვარ დევდარიანი. - გაიღიმა და გამომცდელად შეხედა.
- სასიამოვნოა, ახლა რადგან გავარკვიეთ ყველაფერი და საქმე არ გაქვს ჩემთან, მე წავალ, ხომ დაიკმაყოფილე მონატრების შეგრძნება? ხოდა კარგად იყავი - ბოლო სიტყვები მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა, რაც იმის მანიშნებელი იყო რომ აღარ შემეხმიანოვო და სივრცეში ისე გაუჩინარდა როგორც სჩვევია ხოლმე.
ალექსანდრე დატოვა გახევებული, მალე მისწვდა მის ყურს თუ როგორ დაიჭრიალა ბორბალმა და სახლში დაფეთებული შევარდა, ფანჯრიდან გადაიხედა, დარწმუნდა რომ იქ არავინ აღარ იდგა და დივანზე მოიკუნტა.
რა უნდა ნეტავ, ღმერთო გამოცდას მიწყობ თუ რას გადამყარე ამ ადამიანს, რატომ ამირია ფიქრები ასე ძალიან.
თავისთვის იმეორებდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს.

_____________________

ალექსანდრე თავის თავზე ბრაზობდა, რას მოელოდა ქალისგან რომელიც არც კი იცნობდა ამ რეგვენს,
შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, მაგრამ როდესაც ახსენდებოდა ის ღამე, გული ცეცხლისგან ებუგებოდა, ვნებისგან და კიდევ.... კიდეც რაღაცისგან რაც თვითონაც არ იცოდა.
გადაწყვიტა რომ ეს სულელური გეგმა იყო და ქალს მეორედ არ ნახავდა.
გონებაში არ სურდა მისი დაკარგვა და საერთოდ ამოიგდო იდეა თავიდან, რომ ოდესმე ლანას სიმართლეს ეტყოდა.
საკუთარ თავზე გაბრაზებული მალევე გაითიშა და სიზმრების ქვეყანაში გადაეშვა.

____________________

გოგონები ლანჩზე ერთად გავიდნენ ნაცნობ კაფეში.
ლანამ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა მეგობრებისთვის და მათი აზრი მოესმინდა.
- გუშინ ჩემთან ალექსანდრე მოვიდა - უყოყმანოდ ჩაილაპარაკა.
ირინამ წარბი აწია და დიანას გადახედა, რომელსაც ლუკმა ყბაში გაუჩერდა.
- ვინარის ალექსანდრე? - ინტერესით იკითხა და ჩანგალი მაგიდაზე დადო.
- ბიჭი ბარიდან ვისაც ვეცეკვდე მაშინ. გუშინ დამირეკა და მითხრა რომ ჩემს კორპუსთან იდგა. ჩავედი და სრულიად უადგილოდ გამოაცხადა უბრალოდ მომენატრეო.
- და შენ რატომ ჩახვედი? - ირინამ იცოდა პასუხი მაგრამ მაინც აინტერესებდა თუ რას იტყოდა ლანა.
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა რას აკეთებდა ჩემს სახლთან - ჩაუჭრელი პასუხი გასცა
- იტყუები, შენ ეგ ტიპი მოგწონს. ბევრი დამთხვევაა - დაუფარავად ალაპარაკდა დიანა
- კარგი ახლა მომწონს არა ის, როგორ უნდა მომწონდეს ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ? ან რა მოწონებაზეა საუბარი, მგონი შეშლილია - ბოლო სიტყვები თვალმოჭუტულმა წარმოთქვა, გონებაში კი სერიოზულად შეეშინდა რომ ვინმე მანიაკი არ ყოფილიყო ალექსანდრე. - თანაც იმ ამბის შემდეგ... - ამჯერად ხმა დაუსევდიანდა
- ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ ამბავს არ გავიხსენებდით. ის ამბავი ძველია უკვე, შენ ახალი ცხოვრება გაქვს სადაც აუცილებლად იქნებიან ახალი კაცებიც! - გადაჭრით წარმოთქვა ირინამ.
- კიდევ თუ გამოჩნდება რას იზამ?
- აღარ ვნახავ, რა საქმე მაქვს მაგასთან? ისე სიმართლე ვთქვათ ერთი ორჯერ მეც ვფიქრობდი, არ ვიცი რატომ.
- იმიტომ რომ მოგწონს, როცა ლაპარაკობ ხმა გეცვლება და თვალებიც აგიციმციმდა - კიდევ ერთხელ ამცნო სიმართლე დიანამ.
- გეხვეწები რა ნუ სულელობ, არ მომწონს, არ ვიცნობ და როგორ უნდა მომეწონოს? - გაბრაზდა ძალიან მაგრამ უფრო საკუთარ თავზე რომ გრძნობა ასე ადვილად გამოეხატა
- კარგი შენი ნებაა.

__________________

კვირები ისე გავიდა, ალექსანდრე მის ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა.
გოგონები ადგენდნენ გეგმას თუ სად წასულიყვნენ დასასვენებლად.
ბევრი დრო არცერთს არ ჰქონდა თუმცა გადაწყვიტეს რომ ორი კვირა წასულიყვნენ ბათუმში, ვინაიდან საქმე თუ გამოჩნდებოდა მალევე ჩამოვიდოდნენ და თან სადაც არ უნდა წასულიყვნენ ერთად მაინც კარგად გაერთობოდნენ.

- საღამოს წავიდეთ თუ დილით? - განიხილავდნენ ერთად შეკრებილები.
- ღამით სჯობს, ჩემი მანქანით წავიდეთ და თუ დავიღლებით შევენაცვლოთ ხოლმე ერთმანეთს - აჟიტირებულმა ლანამ ჩაილაპარაკა და საზამთროს ნაჭერი გემრიელად გადაუშვა სასულეში.

გოგოებმა ყველაფერი მოაგვარეს, სასტუმრო დაჯავშნეს და წასასვლელად მოემზადნენ.
ლანა ძალიან ბედნიერი იყო რომ დროებით მაინც გაერიდებოდა სიტუაციას და დაისვენებდა, თან გოგონებთან ერთად, ეს იქნებოდა ნამდვილი სამოთხე.

ღამით მგზავრობა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, მაგისტრალი გადატვირთული არ იყო და თავისუფლად დადიოდა.
თან გზაში გეგმებს აწყობდა თუ რას გააკეთებდა იქ ჩასული. აუცილებლად დილიდანვე გადავიდოდა ზღვაზე და ძალიან ღრმად შევიდოდა წყალში.
თან საკუთარ თავზე ეცინებოდა რადგან ბავშვურად აჟიტირებული ლანა სულ სხვანაირი იყო, განსაკუთრებით როცა საქმე ზღვას ეხებოდა.

სასტუმროში პირდაპირ სანაპიროზე იყო.
გოგოებს მანქანაში ეძინათ მაგრამ მაინც აკლდათ გამოძინება და გადაწყვიტეს რომ პლაჟზე დილით გასულიყვნენ, ბოლოს და ბოლოს გამთენიის 4 საათი იყო და ძილის დრო ჯერ კიდევ ჰქონდათ.
ოთახებში გადანაწილდნენ.
ლანა დაღლილი შეწვა რბილ და მოწესრიგებულ საწოლში, თან ოთახს თვალი მოავლო და კმაყოფილმა ჩაიცინა.
ვერაფრით მოხუჭა თვალები, იწრიალა მაგრამ ვერ დაიძინა.
ცნება ძილი მისგან ამ საღამოს საკმაოდ შორს იყო.
საათს უსიამოვნოდ დახედა და ექვსი სრულდებოდა, გადაწყვიტა ბარგი ამოელაგებინა და შემდეგ საცურაოდ ჩასულიყო. გოგოების გაღვიძება აღარ მოუნდა რადგან ისინი საკმაოდ ღრმა ძილით ფშინავდნენ მანქანაშიც.
ყველაფერი მოაწესრიგა, საცურაო კოსტუმი ჩაიცვა და სარკეში საკუთარი თავი კმაყოფილმა აათვალიერა. ზემოდან მოსაცმელი გადაიცვა და კიბეებზე დაეშვა.
გადაწყვიტა, რომ ყავა დაელია და შემდეგ შეერთებულიყო ზღვის კამკამა ტალღებს.

_________________________

ალექსანდრე სასტუმროს ბარში იჯდა და საუზმობდა, თან შაკოს ელოდებოდა როდის ჩამოვიდოდა.
დახლთან საკმაოდ ლამაზი გოგონა დალანდა, რომელსაც გრძელი თმები ლამის უკანალამდე წვდებოდა, უცბად ლამის ბურგერის ლუკმა ყელში გაეჩხირა.
თვალები მოჭუტა და ქალის სხეულს დააკვირდა, პროფილში ამოიცნო რომ ეს ქალი ლანა იყო.
გონებამ და გულმა ერთნაირად შემოჰკრეს ტაში.
ეგონა მოეჩვენა, თვალები სწრაფად დაახამხამა და მოწყურებულმა წვენი დალია.
არა ნამდვილად ლანა იყო, არ ეჩვენებოდა,
რა ბედის ირონიაა! ფიქრობდა და თან უნდოდა ხმამაღლა გაეცინა.
'' ახლა კი აღარსად გაგიშვებ, საკუთარი ფეხით მოხვედი ჩემთან ''
ჩაილაპარაკა ბედნიერმა და ირონიულმა.
ფეხზე წამოდგა და გოგონასთან მივიდა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდებოდა ყავას.
- ყავაზე მე გეპატიჟები. - ჩაილაპარაკა და გვერდით დაუდგა.

_________

როდესაც მამაკაცის ხმა გაიგო, ყურებს არ დაუჯერა და დედნარტყმულივით შემობრუნდა. გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, თუმცა ალექსანდრესგან განსხვავებით მალევე მოვიდა გონს და ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა იქაურობა, შემდეგ კაცს შეხედა და გველურად დაუსისინა.
- შენ რა მე დამდევ? - შეუღრინა და წარბები უფრო კუშტად შეკრა
- არა გეფიცები დამთხვევაა - გაიღიმა ალექსანდრემ და სივრცეს თვალი მოავლო.
- მერამდენე დამთხვევაა? მე არ მჯერა ასეთი დამთხვევების - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ლანამ
- შენ არაფრის არ გჯერა. შეგიძლია ადმინისტრაციასთან გადაამოწმო რომ მეხუთე დღეა აქ ვარ, ასე რომ შემიძლია ვივარაუდო ეს შენ დამდევ მე - სცადა გახუმრება თუმცა ლანას რეაქციაც აინტერესებდა.
ლანამ იწყინა და თან გაბრაზდა მის ნათქვამზე.
მართალია არ შეიმჩნია თუმცა მაინც გულს ესიამოვნა ალექსანდრეს დანახვა,
თან უკვირდა კიდეც რომ ამხელა ბათუმში მაინც და მაინც აქ შეხვდნენ ერთმანეთს.
თუმცა მაინც იფიქრა რომ დასდევდა.
- მერე რა რომ აქ ხარ მეხუთე დღეა, არ გაგიჭირდებოდა ჩემი გეგმების გაგება და ტვინში შემოძვრომა, როგორც ჩემი მისამართი და ტელეფონის ნომერი გაიგე მაშინ - გველურად წაუსისინა და უნდობლობის მანიშნებელი მზერა კიდევ ერთხელ ესროლა.
- აი მე კი ძალიან გამიხარდა შენი აქ ნახვა - გაუღიმა ალექსანდრემ.
- როგორც მაშინ მოგენატრე არა? - ირონიული ტონი გააპარა ხმაში, საკუთარი თავის თვითონვე გაუკვირდა. წესით თუ ენატრებოდა ალექსანდრეს ლანა, კიდევ უნდა ეთხოვა მისთვის შეხვედრა და ბლა ბლა ბლა. ქალების ცირკულაციური ლოგიკა ხომ მოგეხსენებათ!
- დიახ, აი შენ კი კარგად დაგიმახსოვრებია ჩემი ნათქვამიც- თვალი ჩაუკრა ქალს.
- კარგად ალექსანდრე - გაბრაზებულმა აიღო ყავა და სანაპიროსკენ გავიდა.

ალექსანდრე უზომოდ ბედნიერი იყო მისი აქ ნახვით, ქალის მომხიბლავ და მადის აღმძვრელ სხეულს თვალი გააყოლა, სასწაულ სილამაზეს აფრქვევდა ირგვლივ.
მითუმეტეს როდესაც იმ ღამეს იხსენებდა და მის მოღეღილ მკერდს, ტვინში სისხლი უდუღდებოდა.
იქნებ ეს ყველაფერი მხოლოდ ვნება იყო?
მაგრამ სადაც ამდენი ქნა ბედმა, ესეიგი რაღაც მეტი იყო ვიდრე ვნება!
ამჯერად უკვე ნათლად შეხედა ყველაფერს და მიხვდა, რომ ეს ქალი ბედის საჩუქარი იყო ალექსანდრესთვის.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უჰჰ მაგარია ძალიან. რა საყვარლები არიან ორივე. კარგი და გამართული ნაწერია, კანფეტივით შემომეკითხა:დ

 


№2 სტუმარი annnastacia

ძალიან ძალიან კარგია))) ხშირად დადე და არ მიატოვო გთხოვ❤️

 


№3  offline მოდერი ენემი

აუუ არ მეყო რა მეტი მინდოდააა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent