შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (1)


6-07-2017, 18:50
ავტორი Cicinatela17
ნანახია 1 613

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
აი ასე: ყოველთვის ყველაფერი დასაშვებია.
ცხოვრებას კანონები არ აქვს და ვერც სურვილების მიხედვით განკარგავს მას.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, შეგიძლია შენივე სურვილით მართო ის, მაგრამ არა ყოველთვის. რაღაც მომენტში აუცილებლად თვითონ გააგრძელებს შენი ისტორიის წერას.
ამას ბედისწერას, იღბალს თუ ღმერთის ნებას დავარქმევთ მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია ეს ასეა...
ზოგჯერ ისე გრძელდება ყველაფერი შენ გაფიქრებულიც რომ არ გქონდა.
ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდი შესაძლებელი იქნებოდა ასე გაგრძელებულიყო ყველაფერი და მარჯვნივ მიმავალს მარცხნივ გადაგეხვია.
შენი ოცნებები სხვა ოცნებებს შეეცვალა და მტავარი მიზნები გაეფერკმთალებინა.
მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და შენ ვერ დაუშლი მას დაწეროს შენი ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები.
სხვა მხრივ კი მჯერა არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. ძირითად კალაპოტს ჩვენ ვქმნით, ბედისწერა კი მხოლოდ გვეხმარება.
ცხოვრება ხშირად გვაყენებს არჩევანის გზაგასაყრის წინაშე. გზას კი ჩვენ ვირჩევთ.


****
კონსერვატორიის დარბაზი ხალხით სავსე ელოდებოდა ქართველი ახალგაზრდა პიანისტის გამოჩენას.
პირველად ინსტრუმენტს რომ მიუჯდა 4 წლის იყო. მანამდე საოცარი სმენა გამოავლინა და მას შემდეგ მუსიკა მისი განუყრელი მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი გახდა.
ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. კონსერვატორიაში მისი პირველი კონცერტი იმართებოდა.
ლიზა ჯუღელი გამოჩნდა სცენაზე.
შავი გრძელი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა.
სადა მაკიაჟი და ტუჩებზე წითელი პომადა ესვა.
ცდილობდა გაბედულად გამოსულიყო, მაგრამ გამოცდილი თვალი ადვილად შეამჩნევდა მის ნერვულობას.
თვალი, რომელიც კარგად იცნობდა.
და ასეც იყო.
წინა რიგში იჯდა ადამიანი რომლის გარეშეც ლიზას ცხოვრებაც არ წარმოედგინა, ადამიანი რომელიც ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო მისი და ყველაზე დიდი იმედიც.
ანდრეა იყო ადამიანი, რომელიც მას ყველაზე კარგად იცნობდა, დედაზე კარგადაც კი და ხედავდა მის ნერვიულობას.
როიალთან მიმჯდარმა მას გახედა, ღრმად ამოისუნთქა და დაკვრა დაიწყო.
მისი ყურება ერთი სიამოვნება იყო, მოსმენა კი-მეორე.
მთელი გრძნობით უკრავდა, ისე თითქოს სახლში იყო და მხოლოდ ანდრეა უსმენდა...

***
მისაღები ოთახის კედლები სავსე იყო სურათებითა და აფიშებით.
რამდნეიმე ანტიკვარული ნივთიც, ლარნაკები სადაც მინდვრის ყვავილები ეწყო. შუაში დიდი მრგვალი მაგიდა და იასამნები.
იქვე იდგა დივანი და ორი სავარძელი. ორი დიდი ფანჯარა, რომელიც ქალაქის ძველ უბანს გადაყურებდა. ფანჯრებთან კი უამრავი მცენარეს და მათ შორის მარცხენა კუთხეში შავი როიალი იდგა.
მაღალი შავგვრემანი ქალი გამოვიდა სამზარეულოდან.
შავი თმა გადაეწია და უკან კუდათ ქონდა შეკრული.
ახალგაზრდა იყო, თუმცა თვალებს დარდი და ტკივილი ამჩნდათ. ჩაწითლდებოდა და ეტყობოდა ღამე ნათევი იყო, ან შესაძლოა ნამტირალებიც.
წინსაფარი იქვე მიაგდო დივანზე. სადილის კეთება ახლახან დაემთავრებინა, სანამ ვინმე მოვიდოდა დრო ჰქონდა. ინსტრუმენტს თავი ახადა და დაკვრა დაიწყო.
ისევ ისე უკრავდა, როგორც წლების წინ. მთელი შეგრძნებით, თავდავიწყებით.
ახლა პირიქით, წარმოიდგენდა რომ დიდ სცენაზე იდგა და მაყურებლის წინაშე უკრავდა. უამრავი მსმენელის თვალები უყურებდნენ. სინამდვილეში კი სახლში თავის ძველ როიალს ეჯდა და უკვე თითქმის დაკვრა დავიწყებული თითებით ეხებოდა კლავიშებს.

ასე უკრავდა დიდხანს. და ალბათ სულ ასე გააგრძელებდა, რომ არა ტაშის ხმა.
თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
თვალები გაახილა და დაკვრა შეწყვიტა.
ტაშს კი დამცინავი ხმაც მოყვა.
-თავი ისევ ვარსკვლავი ჰო არ გგონია?!-კბილებში გამოცდა მაღალმა 35წლამდე კაცმა, გატრიალდა და სამზარეულოსკენ დაიძრა.-უაზროდ ჟღარუნს მოეშვი როიალის და მოდი სადილი მაჭამე!-იქიდან კი მკვახედ გამოსძახა და მაგიდას მიუჯდა.
ქალი ინსტრუმენტს მოშორდა და სამსახურიდან დაბრუნებული ქმრისთვის სადილის გაწყობს შეუდგა.
შემდეგ წინ დაუჯდა და ხელს თავი ჩამოაყრდნო.
-ბავშვი სად არის?-კაცი უგემურად ღეჭავდა საჭმელს და ცოლს ზედ არ უყურებდა.
-შენ უნდა გამოგეყვანა! და ისევ დაგავიწყდა.- მობეზრებულმა ჩაილაპარაკა.
-შენ რას მიკეთებ?! ადექი და გამოიყვანე!- კბილებში გამოსცრა- თუ მერე ვინღა დაუკრავს როიალზე?! ან ვინ გაეპრანჭება კაცებს?!-ამაზრზენად უყურებდა ცოლს.
-სისულელებს ნუ ამბობ!-დაიკივლა ქალმა. ვერ იტანდა ქმრისგან ასეთ სიტყვებს, ღალატზე რომ მიუთითებდნენ. ამ დროს მთელი კანი ეწვოდა, ისე თითქოს მჟავა დაასხესო. წამოდგა და ზურგით დადგა.
-რას ვამბობ ტყუილს? ან მე რა ვალდებული ვარ შენი შვილი ბაღიდან გამოვიყვანო?
ქალი გაბრუნდა და გამზადება დაიწყო, რომ ბავშვის გამოსაყვანად წასულიყო.
-სიგარეტი და ლუდი წამომიღე!- უკან მიეწია ქმრის სიტყვები.
გზაში ცრემლებს ძლივს იკავებდა. ამდენ დამცირებას თითქოს ვეღარ იტანდა. ყოველდღე ემატებოდა და ემატებოდა, ის კი იტანდა და ყოველდღე მაინც თვლიდა რომ მალე ძალა არ ეყოფოდა და გაიქცეოდა ქმრისგან, რომელიც წლებია მონსტრად ქცეულიყო და აღარ უყვარდა.

*****
კულისებში ანდრეა დახვდა მინდვრის ყვავილების თაიგულით ხელში. მისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით და მაგრად შემოხვია კისერზე ხელები.
-შეუდარებელი იყავი!-ყურში ჩაჩურჩულა ქმარმა.
-ისე ვნერვიულობდი ვერ აგიღწერ!
-ვიცი! ვგრძნობდი!
-შენ რომ გიყურებ მერე ვწყნარდები და მერე უკვე დაკვრას რომ ვიწყებ ყველაფერი მავიწყდება!
აჟიტირებული იყო, ანდროც მერამდენედ ისმენდა მის მნიშვნელობას ლიზასთვის და როგორ აწყნარებდა მისი იქ ჯდომა.
ამის გამო უწევდა სულ მოგზაურობა. მის არცერთ კონცერტს არ აცდენდა. ყველა საქმეს გადადებდა და მაინც ჩავიდოდა ნებისმიერ ქალაქში.
თვითონ იურისტია.
10 წლის იყო,ლიზა რომ გაიცნო კონცერტის რეპეტიციაზე, ლიზა 7ს. მშობლებს ძალით დაყავდათ აქამდე. მას შემდეგ კი 10 წლედშიც კი გააგრძელა სწავლა.
მისი ეს ტრანსფორმაცია მუსიკის მიმართ კი იმ პატარა შავგვრემანი გოგოს ბრალი იყო პატარაობიდანვე თავი, რომ შეაყვარა და დღემდე გაგიჟებით უყვარს.
ლიზა ბოლომდე გაყვა საყვარელ პროფესიას. ანდრო მოყვარულად დარჩა, რომელიც ცოლს არსად ტოვებდა მარტოს.
ეს ალბათ არამარტო დიდი სიყვარულის გამო ხდებოდა, არამედ ამ ჟესტის უკან სხვა რამ იმალებოდა.
სამწუხაროდ გვგონია ადამიანს კარგად ვიცნობთ და მისი ყველა თვისება ვიცით, მაგრამ რაღაცეებს ადამიანები პროფესიონალურად ნიღბავენ და ამ თვისების გამოვლინებებს სხვა რაღაცეემის მიღმა ტოვებენ.

წარმატებული კონცერტის აღსაღნიშნად რესტორანში წავიდნენ, მხოლოდ ის ორნი. ეს ტრადიციად ჰქონდათ, კონცერტის შემდეგ ერთად ვახშმობდნენ და ლიზა თავის შეგრძნებებს უზიარებდა. იმის მიუხედავად რომ უკვე გამოცდილი და წარმატებული პიანისტი იყო, ყველა კონცერტის წინ ღელავდა, განსაკუთრებით სამშობლოში გასამართ კონცერტებზე.
-ლიზა შვილზე გეფიქრა იქნებ.-შეაპატარა ანდრომ. იცოდა აზრი არ ქონდა, მაგრამ თავის სურვილს ვეღარაფერს უხერხებდა.
-ანდრეა, მერამდენედ იწყებ ამ თემაზე საუბარს?ჯერ ახალგაზრდები ვართ, ჯერ არ მინდა! ჯერ კარიერას უნდა მივხედო! შენ რა გენაღვლება, ჩემი გასაზრდელი იქნება!
-ჰო იცი რომ არ იქნება! ძიძას ავიყვანთ!-მარჯვენა ხელზე დაადო ხელი და ეფერებოდა, როცა ლიზამ ძლიერად გაწია.
-არაფერიც! ვიცი ვეღარ ვიმოგზაურებ ამდენს! თან რა გეჩქარება 28 წლის ხარ! მეორედ ამ თემაზე აღარ დამელაპარაკო! სანამ მეარ გადავწყვეტ!
-კარგი.-თავი ჩახარა ანდრეამ, წამოდგა და კარისკენ წავიდა. ერთი დაუძახა ლიზამ, მერე კი კერძის მირთმევა განაგრძო.
ასეთი იყო, ცივი.
თავისი ფასიც იცოდა.
თავადაც მოწონდა ანდრო ბავშობაში, არა ალბათ უფრო თინეიჯერობაში, მაგრამ აწვალებდა და ეს უფრო მოწონდა. მასზე გაგიჟებული ანდრო ყველაფერს რომაკკეთებდა მისთვის, ის კი არაფრად აგდებდა!
24 წლის ცოლად გაყვა.
მარტო იმიტომ, იფიქრა ამაზე მეტად სხვას ვის შევუყვარდებიო და ცოლად გაყვა!
თვითონ უყვარდა?
კი, უყვარდა. მაგრამ ალბათ უფრო მეგობრულად! მასთან იყო სულ და ბოლოს ყველა გასაჭირში სულ მის გვერდით იდგა. სხვანაირად ვერც იქნებოდა და ამ ყველაფრის გამო უყვარდა და აფასებდა. ძალიან ბევრს ნიშნავდა ამავდროულად ანდრეა მისთვის. ერთადერთ საყრდენად მიაჩნდა. დედა ყავდა მარტო, მამის გარეშე გაიზარდა, დედამისიც არ იყო მის გვერდით, ყველაფერს აკეთებდა შვილს არაფერი მოკლებოდა და მთავარი დააკლო ლიზას, დედის შეგრძნება არ ქონდა. ანდრეაზე ამიტომაც იყო მიჯაჭვული არაფერი წარმოედგინა მის გარეშე, არ უყვარდა, მაგრამ მასში საყრდენს ხედავდა, დახმარების ხელს ნებისმიერ სიტუაციაში, სხვა კი რა უნდოდა მას.
მოწონდა ისიც, სულ რომ ყველგან დაყვებოდა და არ წუწუნებდა, ის რომ მის პროფესიაში კარგად ერკვეოდა და რჩევებსაც აძლევდა.
ნამდვილი გრძნობა-სიყვარული კი რა გითხრათ?!

****
-მაა! მამა!-კარი გაღებული არ იყო 5 წლის გოგონა ყვირლით რომ შეიჭრა სახლში და მამას ძებნა დაუწყო.
-მისაღებშია!-უთხრა დედამ და კარი დახურა.
-მააა!-შევარდა მისაღებში და პირდაპირ მამამისის კალთაში მოკალათდა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა. გოგონამ ხელები მჭიდროდ შემოხვია ყელზე. -მომენატრე მა!
-მეც ჩემო სიხარულო! -ანდრეამაც გულზე მიიკრა გოგონა.-რა ხდებოდა ბაღში?
-აუ რავი რა!- დიდი ქალივით გადაჯდა პატარა და ფეხიფეხზე გადაიდო.-მოკლედ სულ ძალის ძალით მაჭამეს ისევ წვნიანი!-მობეზრებულად გადააქნია თავი.
ანდრეას ამაზე სიცილი აუტყდა და ღუტუნი დაუწყო. ამას კი ბავშვის კისკისი მოყვა.
მარიამთან სულ სხვაგვარი იყო ანდრეა. ძალიან უყვარდა, მისთვის არაფერი არსებობდა სხვა როცა მარიამი იყო, რამე თუ ჭირდებოდა შეეძლო მთებიც გადაედგა მისი კმაყოფილი ღიმილის დასანახად. ათამამებდა და ყველაფერს უსრულებდა. ლიზა ამას ვერ იტანდა. იმასაც კი რომ ხედავდა ბავშვს ეხებოდა ეკლები აყრიდა.
ლიზას საშინლად ეპყრობოდა. თითქოს არც არსებობდა როგორც ქალი, მხოლდო მოსამსახურე იყო, ხანდახან თითქოს გონება მარიამის დედადაც კი ვეღარ აღიქვამდა.
ლიზა გაუფერულდა მისთვის, აღარაფერი იყო. მხოლოდ გამარჯვების ჯილდო, ჯილდო რომელიც მობეზრდა და აღარაფრად აგდებდა. მხოლოდ მოსამსახურე! და ფიზიოლოგიის დასაკმაყოფილებლად, ესეც უემოციოდ, მხოლდ მოთხოვნილება იყო.
ლიზას ეზიზღებოდა თავი ამის ატანა რომ უწევდა. მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო. აღარაფერი გააჩნდა უკვე. არც კარიერა. არც სიყვარული. მხოლოდ მარიამი აძლებინებდა. მისი ნათელი წერტილი იყო და მხოლოდ მის გამო არ ნანობდა არაფერს.
ესეც მისი არჩეული გზა იყო. იცოდა მარტო ვერაფერს გახდებოდა. ისიც იცოდა შვილისთვის ესე ჯობდა.
რეალურად კი მარტოობის ეშინოდა. ანდრეას გარეშე ყოფნის ეშინოდა.
ძულდა, მაგრამ იცოდა მის გარეშე არაფერი იყო.
მაგრამ ანდრეამ ერთ უბრალო უბედურ დიასახლის ცოლად აქცია.
იცოდა ეს მისი შურისძიება იყო და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა.


****
-ლიზა!-სამსახურიდან დაბრუნდა ანდრეა, ლეპტოპის ჩანთა იქვე დადო და გასაღებიც ჩააგდო უჯრაში.-სახლში ხარ?-გასძახა ცოლს.
მისაღებიდან მისი ხმა გამოდიოდა, ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკებოდა გამწარებული. ანდრეა სამზარეულოში შევიდა და მაცივრიდან ლუდი გამოიღო. ლიზა უკმაყოფილო სახით შევიდა და მაგიდასთან ჩამოჯდა, ღრმად ამოიოხრა. ანდრეამ ლუდის ბოთლი მოიყუდა და ღიმილით გახედა ცოლს, დარწმუნებული იყო უაზრო მიზეზით იქნებოდა ცუდ ხასიათზე და ამხიარულებდა უკვე ეს. იცოდა რომელიმე მისი დაქალი იზავდა რამე სისულელეს და ესეც ამაზე იქნებოდა გაბრაზებული და ნერვებმოშლილი.
-რა გაცინებს ანდრეა??-ანდრეას მხოლოდ უსაზღვროდ გაბრაზებული ეძახდა, ისე მისთვის ანდრე იყო.
-შენი სახე!
-ახლა მიზეს გეტყვი და აღარ იქნები ესეთი ბედნიერი!-მიუჯდა ქმარს გვერდით, ლუდი წაართვა და თვითონ მოიყუდა.
-აბა მოყევი, ლენკამ შენზე თქვა გასუქდაო თუ ანიტამ რახმანინოვს ვერ უკრავს კარგადო?-თან ეცინებოდა.
-ხვალ მივფრინავ ფლორენციაში!
-რააა??-ახლა ანდრეა წამოხტა-მოიცა ჰო არ იყო ეგ დაგეგმილი?!
-გამარჯობა! არა რაღაც კონკურსია თუ რაღაც, მოკლედ მე უნდა დავუკრა! და ხვალვე მივფრინავ, ეხლა დამირეკა აგენტმა.
-მე ვერ წამოვალ!-მიუჯდა გვერდით
-ვიცი და მაგაზე გავბრაზდი! რომ ვერ დაგინახავ დარბაზში და ყველაფერი გავაფუჭო ჰო უნდა მოვკლა ლენკა??
-ვაიმე ლიზააა შენ თუ არ აფრენდე! რა უნდა აგერიოს გოგო ამდენი წელია უკრავ!
-ჰო იცი შენ რომ არ მიყურებ უფრო ვნერვიულობ!-ჩაეხუტა ქმარს.
-რამდენი დღით მიდიხარ?
ლიზამ თავი დახარა, იცოდა ანდრე გაბრაზდებოდა დიდ დროზე.
-2 კვირა, ტოსკანის რაღაც ფესტივალია და იქაც უნდა დავუკრა.
-ჰო არ გააფრინეთ შენ და ლენკმ? უჩემოდ ამდენხანს შანსი არ გაქ!
-ანდრე არც მე მომწონს მაგრამ გადაწყვეტილია!
-კარგი როგორცკი შევძლებ ჩამოვალ!
-ანდრეა შენ რა ეჭვიანობ??
-რა შუაშია?
-თავშია! უშენოდ ვეღარ უნდა წავიდე?
-აკი უშენოდ ვერ ვუკრავო?
-ეგ სხვადასხვააა!
კიდევ დიდხანს გააგრძელეს კამათი.
სულაც არ სურდა ლიზას მარტო წასვლა, უბრალოდ პრინციპის საკითხი იყო. ანდრეს ატყობდა ხასიათის უჩვეულო შტრიხებს, რასაც ადრე არ დაკვირვებია. რაც აღიზიანებდა და არ დანებდებოდა...
მეორე დღეს თვითფრინავში იჯდა და საყვარელი ქვეყნისკენ მიფრინავდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent