ასაკი ყველაფერს ცვლის (17დასასრული)
წავიდა თორნიკე ჩვენ კი იქ დავრჩით, ქეთა ჩემთან მოვიდა გაღიმებული -გოგო, მთელი დაჯილდოებაა თორნიკე შენ გიყურებს. ბედნიერებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, კმაყოფილი სახით გავხედე სოფის ჩემს კიდევ ერთ ახლად შეძენილ უსაყვარლეს მეგობარს. -აუ აი თავს დავდებ ევასები რა -აუ ჰო იცი სოფ, არ მაქ მე მაგის ბედი. უკამყოფილოდ ჩავილაპარაკე და სახლისაკენ გავსწიე, დამღლელი დღის შემდეგ ცხელი დუშის ქვეშ ვიდექი და ისევ თორნიკეზე ვფიქრობდი, საკუტარ თავს ვეღარ ვერეოდი იმდენად მენატრებოდა, სულ მის გვერდით მინდოდა ვყოფილიყავი. სულ მასზე ვფიქრობდი. მივხვდი რომ გუკასთან სულ სხვა გრძნობა მაკავშირებდა. ხოლო თორნიკე სხვა იყო. „ჩემი ტრენერი“ თორნიკე მიყვარდა.... აბაზანიდან გამოვედი და სახის მასკა წავისვი თავზე პირსახოცშემოხვეული შევწექი ლოგინში და თერმომეტრი ავიღე. 39,3 ესღა მაკლდა ბედნიერებისთვის... -მაკაა... ხმაჩამწყდარმა გავსძახე -რა გჭირს კაწ? -აუ დეე.. სიცხე მაქ დაფეთებული მომვარდა მაკა -აი, მაინც გაიცივე თავი შე უსინდისო... წავალ ჩაის გაგიკეთებ თავი დავუქნიე და ტელეფონი მოვიმარჯვე... ფოტოები დავათვალიერე ღმერთო რა სიმპატიური იყო ეს ბიჭიი... ვაიბერში ლაშას ზარი შემოვიდა უკმააყოფილოდ ვუპასუხე მასზე მისი მწარე რეპლიკის გამო ისევ გაბრაზებული ვიყავი მაგრამ მაინც არ იყო ეს ბიჭი ცუდი. -კაწია რას შვები -რავი ლაშ შენ? -რავი გოგო რა ხდებოდა დაჯილდოებაზე აბა? -ისეთი არაფერი, რავი საუკეთესო ორგანიზაწორად დამასახელეს. -ვაჰ ვაჰ გილოცავ, რა ხმა გაქვს ? -ისა სიცხე მაქ -გოგო მართლა მოგწონს თორნიკე? მე მეგონა ხუმრობდი და მაშინდელისთვის ბოდიში პედოფილობაზე ცოტა მწარედ მომივდა -არაუშავს ლაშ მართალიც იყავი. -გოგოო, ყურები ნუ ჩამოგიყრია იმოქმედე -რა უნდა ვქნა? -მიწერე მიდი -არაა! -კიი მიდიდა სურათები გაუგზავნე, კატერინა მოქმედების დროა უნდა დაკერო შენ ეგ ბიჭი -ლაშა, საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას -დრო მიეცი, პატარა ხარ მასზე 8წლით, ჰო იცი მაგრამ ლამაზი ხარ თანაც ძალიან. -მარტო სილამაზე ხომ არ არის. -ჭკვიანიც ხარ კატერინ, გული არ გაიტეხო. -კაი ლაშ წავედი. -მიდი და მიეწერე იმას. ფიქრებში ჩავიძრე, რა მექნა არ ვიცოდი, თავმყოყვარეობა დამევიწყებინა და მისთვის მიმეწერა? თუ რა უნდა მექნა. მაინც გადავდგი ნაბიჯი და მივწერე „თორნიკე როგორ ხარ? ფოტოები გინდა?“ „კარგად შენ? აუ კი რა“ ფოტოები გავუგზავნე და მის პასუხს დაველოდე. „ნორმალურებია“ „ჰომ არის რა“ „მადლობა, სხვა ვიდეოები ნახე შენ ლოკაციების?“ „არა“ „არც ნახო ცუდ სიტყვებს ვამბობ მანდ“ „აჰაჰაჰ კარგიი“ „კაი კატერინა, წარმატებები მომავალ პროექტამდე“ „შენც“ ამ საუბრიდან ერთი თვის თავზე ორგანიზაცია დავტოვე, აღარც თორნიკესთან მქონია კონტაქტი. აღარცერთ პროექტზე ყოფილა, პროკურორი გახდა. გამოცდები ჩააბარა და უკვე სტაჟიორი პროკურორი იყო. მისი ცხოვრება ძალიან კარგად მიდიოდა და მე კიდევ მაგარი ვეკიდე, მისთვის უბრალოდ ფრენდზონაში მყოფი გოგო ვიყავი. და ალბათ აღარც ვახსოვდი. მე კი, მე სულელი მისგარეშე ყოფნას ვდარდობდი. იმ ადამიანის დაკარგვას განვიცდიდი რომელიც არც არასოდეს მეკუთვნოდა. მუდმივად უხასიათოდ დავდიოდი, რუსთაველს უთქვამს, სიყვარული აგვამაღლებსო, მე კი? მე რა გამიკეთა სიყვარულმა? ამაღლება კი არა, ღირსება შემილახა აბუჩად ასაგდები გამხადა, საკუთარი თავიც კი დამავიწყა. ბოლოს ორგანიზაციიდან წამოსვლამდე ირაკლის ვესაუბრე. -რატო მიდიხარ? -აღარ შემიძლია იკა. ღრმა ნაფაზია ამოვარტყი სიგარეტს -ნუ ეწევი კატ და მომისმინე, არ წახვიდე მაგისგამო რა, ძალიან სისულელეს აკეთებ. -იკა გავნადგურდი, არ შემიძლია გესმის, სული მეხუთება იქ ნამდვილად ვერ გავჩერდები სადაც ყველაფერი მის თავს მახსენებს. -ჰო იცი რომ მასაც მოსწონდი, თავს დავდებ მოსწონხარ. -და რა? ...სიმწრისგან გამეცინა -უბრალოდ, შენ ჩათვლი რომ ღრუზინია მაგრამ, რახან მასზე პატარა ხარ არ შემოგხედავს ხო იცი. -აღარ აქ მნიშვნელობა იკა, მას ვკიდივარ მე კი შემიყვარდა ცხოვრებაში პირველად ადამიანი რომელსაც ნორმალურად არვიცნობ მაგრამ მიყვარს გესმის? -არ ვიცი რა გითხრა -რა უნდა მითხრა? ვერაფერს მეტყვი... ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. როცა გიკიდებენ, გაუგებარია რატომ. საკმარისად ლამაზი რომ ვყოფილიყავი ან ჭკვიანი, უფრო საინტერესო უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო... ზოგჯერ ისე ვეფლობი ამ ტკივილში მეჩვენება რომ ღირსი ვარ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია და მერომ უკეთესი ვყოფილიყავი ყველაფერი გამოვიდოდა. -კატ, იქამდე იქნები უბედური ჰო იცი სანამ მას არ დაივიწყებ და არ შეეგუები. -საშინლად ძნელია დავიწყება იკა, ძნელია გულიდან ამოგდება. უბრალოდ, ყველაფერი შეჩვევაა. მე თითქმის შევეგუე მის ესეთ საქციელს, იმასაც შევეგუე რომ ერთად ვერასოდეს ვიქნებით. ადრე უფრო მტკიოდა გული, ახლა შევეგუე და ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია მისი მონატრება. მის დანახვაზე თუ ადრე დიდ ემოციებში ვიყავი ახლა აღარაფერს ვუტყობ. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ იმაზე ნაკლებად მიყვარს ვიდრე ადრე. -გადაწყვეტილება შენზეა ჩემო ლამაზო... უხმოდ მომიწმინდა ცრემლები და ჩამეხუტა. 2წლის შემდეგ. ანერვიულებული და ხელებაკანკალებული შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პასუხების სანახავად ვებ გვერდზე. იმდენად გაუჭირდა ამ ვებ გვერდზე შესვლა რომ ასე ალბათ გამოცდის წერა არ გასჭირვებია. მუხლები უკანკალებდა, გულმა ორი დარტყმა გამოტოვა როცა ქულები ნახა... -ღმერთო, ღმერთო შენ მიშველე ხმამაღლა წამოიკივლა ოთახში მაკა შემოვარდა -არ მიტხრა რო ვერ ჩააბარე უკვე გაწითლებული სახით უყურებდა მაკა -100%იანი გრანტით ჯავახიშვილის იურიდიულის სტუდენტი ვარ. -ჩემო ერთადერთო. ემოციები პიკს აღწევდა, კატერინას გონება მახვილობამ ისევ გაამართლა და სასურველ უნივერსიტეტში საყვარელ საქმეს დაეუფლებოდა ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურის საბუთები გერმანიაში გააგზავნა და ახლა ამაზე ნერვიულობდა... რათქმაუნდა სტიპენდიანტი და გერმანულის კარგად მცოდნე სტუდენტი გერმანიის უნივერსიტეტმა ხელიდან არ გაუშვა და ახლა უკვე გერმანიაში დაეუფლებოდა მაგისტრატურაზე სისხლის სამართალს. გახარებულმა პასუხები გულში ჩაიკრა და მეგობრებსა და მშობლებს ბედნიერმა ამცნო. აეროპორტში თალცრემლიანი ემშვიდობებოდა ახლობლებს ახლა უკვე შეუღლებულები უცქერდნენ სწავლას მოწყურებულ მეგობარს: მარიამი და საბა, თიკო და გიორგი და ნინა და ზუკა. თვალცრემლიანი ემშვიდობებოდნენ გოგოები ერთმანეთს -ყოველდღე დაგვირეკე რა კაწ -აბა რას ვიზავ გოგო... ეხუტებოდა მეგობრებს -ვინმე კაი ბიჭი ააგდე ეხლა -კაი რა... ბიჭის ხსენებაზე მას ისევ თორნიკე გაახსენდა და უჩვეულოდ მოექუფრა სახე -ისევ იმ პროკურორზე ნუ ფიქრობ მას შემდეგ 7წელი გავიდა -კარგი, წავედი თორემ თვითმფრინავზე დამაგვიანდება... ორ წელიწადში ზუსტად ამ დროს აქ ვარ. ისევ ჩამოუარა ყველას და გადაეხვია, ყველაზე მეტად მაკასთან და დათისთან გაუჭირდა დამშვიდობება თუმცა თავი ხელში აიყვანა და ექსკალატორზე ავიდა. უკან არც მოუხედავს ისე ავიდა ბოინგზე და მისი ადგილი დაიკავა. ჩვეულებრივ წარმატებებით დაამთავრა მაგისტრატურაც და ახლა უკვე პროკურორობისთის საბრძოლველად მიემართებოდა მშობლიურ ქვეყანაში. იმდენად წარმატებული იყო რომ მისი ამბავი გერმანიის ცნობილმა იურიდიულმა ფირმებმაც კი გაიგეს და სთავაზობდნენ სამსახურს, თუმცა კატერინა დარჩიას ერთად-ერთი მიზეზი ჰქონდა უკვე 26წლის შემდგარი იურისტი საქართველოში ბრუნდებოდა, მომავალი 4წლის მანძილზე პროკურორობას ხოლო შემდეგ კი მოსამართლეობას გეგმავდა. ისევ იგივე ემოციებით ჩამოვიდა ორი წლის შემდეგ ტრაპიდან და მონატრებული ადამიანებისაკენ გაემართა. მარიამს რომელიც გვერდს საბას უმშვენებდა მუცელი საყვარლად გამობურცვოდა იქვე იდგა უკვე 10 წლის მისი დისშვილი ალექსანდრე და კაცივით ელოდებოდა მონატრებულ დეიდას. ყველანი ისეთი საყვარლები იყვნენ რომელ ერთს ჩახუტებოდა აღარ იცოდა. ასე ხვევნა კოცვნაში გაიარეს აეროპორტის გასასვლელი და ყველანი მაკასთან ავიდნენ სახლში. ბედნიერი იყო ქალი ამდენი ხნის შემდეგ მისი შვილის სამეგობრო კვლავ ერთად რომ იყო, საბას ძმაკაციც მათთან იყო. თითქოს რაღაცნაირად გულში გაკრა ამ ბიჭმა კატერინას, თორნიკეს აგონებდა. 10წელი გასულიყო მას შემდეგ თუმცა გოგომ იმდენად ძლიერი სიყვარული შესძლო რომ ამ 10წლის მანძილზე შეყვარებულიც კი არ ჰყოლია. წარმატებით ჩააბარა პროკურატურის გამოცდები და ახლა უკვე სტაჟიორი პროკურორიც გახდა, ყველასდა გასაკვირად კატერინას და გიგას წყვილი (საბას ძმაკაცი) შედგა და მალევე პატარა და საყვარელი ქორწილი გადაიხადეს. შვილზე არც ფიქრობდა კაწია, იმდენად იყო სამსახურის საქმეებში გართული, რომ არაფრისთვის ეცალა. რამოდენიმეჯერ გაიგო თორნიკეს შესახებაც. ლაშაც ნახა რომელიც უკვე შემდგარი და საკმაოდ კარგი პროკურორი იყო თუმცა თორნიკე ერთხელაც კი არ ენახა 10 წლის მანძილზე. არც არავისთვის უკითხავს მის შესახებ. თავს არწმუნებდა რომ უკვე გათხოვილი ქალი იყო და სულაც არ აინტერესებდა სად იყო მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. 2წლის შემდეგ. დაბადებისთანავე დედის მკერდს ინსტიქტურად მიაგნო... სულ ტყუილად ააცმაცუნა პაწია ტუჩები რძე აღარ ჰქონდა დედას. ცოტა იტირა. მერე გაიტრუნა დედის გამხდარი სხეულიდან გადმოსული სითბო საბნად გადაეფარა და ჩაეძინა. -კარგი ბიჭია! დაარღვია სიჩუმე ექიმმა.. რას დაარქმევთ? -თორნიკე... აღმოხდა ქალს. თორნიკე გიგაური, 3 კილო და 500 გრამი. 53სანტიმეტრი. მანქანების ღრჭიალი. ჟეშტის ხმა, აქა იქ ისმოდა სასწრაფოს სირენის ხმებიც, უმცროსი გიგაური იბადებოდა უფროსი კი მის ახალდაბადებულ შვილთან მიმავალი სიკვდილს ებრძოდა. უკუღმა ტრიალდება ბედის ბორბალი. ისევ თორნიკესთვის აგგრძელებდა კატერინა სიცოცხლეს. თუმცა ახლა უკვე ის მისი შვილი იყო. 28წლის ასაკში ხელახლა შეიგრძნო პატარა თორნიკეს სიყვარული რომელმაც ყველაფერი გადაფარა. 28წლის ასაკში უამრავი სიძნელის გადატანამ ქალს ოდნავ ნაოჭები გაჩინა, თუმცა მაინც უღმერთოდ ლამაზი იყო. 2წლის წინ გიგას გამო ჩაცმული თეთრი კაბა, ასევე მის გამო ჩაცმულმა შავმა კაბამ შეცვალა. ისევ ბედის ანაბარად დარჩა კატია, ახლა უკვე თორნიკესთან ერთად. 3წლის შემდეგ. ქუსლების კაკუნით შევიდა საძინებელში, იქვე მძინარეს შუბლზე აკოცა ჩანთა მოიმარჯვა და საქალაქო სასამართლოსაკენ გასწია. უკვე მესამე პროცესი იყო მისი მოსამართლედ ყოფნის ამპლუაში. მუხლამდე შავ კაბაზე მანტია გადაიცვა და დარბაზში შესავლელად კოდექსები მოიმარჯვა. -გთხოვთ აბრძანდეთ მოსამარტლე მობრძანდება. ამაყად ქუსლების კაკუნით შეაბიჯა დარბაზში და მისი ადგილი დაიკავა. ბრალდების მხარის წარმომადგენლებისკენ გაიხედა და თიტქოს ნაცნობი სახე შენიშნაო თუმცა ყურადღება არ მიუქცევია ისე დაიწყო საუბარი. -თბილისის საქალაქოსასამართლო, განიხილავს სისხლის სამართლის N1258761 საქმეს, ლაშა ქურდაძის წინააღმდეგ რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლში. სხდომას გავუძღვები მე მოსამართლე კატერინა დარჩია. ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე თითქოს დენმა დაარტყაო ისე ჭყიტა „ნაცნობმა“ პროკურორმა თვალები. -სხდომის მდივანს ვთხოვ წარმოადგინოს ვინ არიან დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულები -დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს მხარს უჭერს ადვოკატი ნიკოლოზ ნინიძე, ხოლო ბრალდების მხარეს მხარს უჭერს თორნიკე გოგატიშვილი. აი, თურმე საიდან ეცნობოდა კატერინას ეს პროკურორი. პროცესი 4საათს გრძელდებოდა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მას სასჯელის უმცირესი ვადა მიესაჯა. ამაყად წამოდგა კატერინა სკამიდან და დარბაზი დატოდვა. საქალაქოს გასასვლელში ისევ შეეჩეხა თორნიკეს. -კაწ რამდენი ხანი აღარ მინახავხარ -თორნიკე ბიძია გაუღიმა თბილად. -რას შვები აბა? გათხოვდი? -კი, თუმცა მეუღლე გარდამეცვალა. -შვილები? -პატარა ბიჭი მყავს 2წლის. -ვაიმე რა მაგარია, რა ჰქვია? ამის კითხვას ყველაფერი ეკითხა სჯობდა. -თორნიკე -თორნიკე? ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა კაცს, ჩაეღიმა ისევ ისე... როგორც 15წლის წინ... ისევ ისე ჩაეჩხვლიტა ლოყები. -შენ? მოიყვანე ცოლი? -კი... თუმცა გავშორდი -გასაგებია... კარგი უნდა წავიდე -არ დამეკარგო კაწ. თავის დროზე რომ არ დაგეკარგე უკეთესი იქნებოდა, გულში გაიფიქრა ქალმა, გადმოგორებული ცრემლი უკუ აგდო და 15წლის შემდეგ პირველად ნანახ პირველ და უკანასკნელ სიყვარულს კვლავ მოშორდა. ისევ ერთმა პროცესმა შეცვალა კატიას ცხოვრება როგორრც მაშინ 15 წლის უდარდელი გოგონა რომ მივიდა ორგანიზაციაში. 30წლის იყო კატია, 38ის კი თორნიკე, თითქოს დიდი არაფერი მაგრამ, მაშინ, 15წლის წინ, ასაკმა ყველაფერი შეცვალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.