ბიზნეს ვუმენი (თავი 16)
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს, თვალებს ძლივს ვახელ ცოტა ხანი ალექსანდრეს რბილ ლოგინში ვნებივრობ მერე საწოლზე მჯდომი ვიზმორები და სააბაზანოსკენ მივდივარ. უკან გამოსვლისას ლოგინზე შავი კაბა მხვდება, მოკლე, საშუალო ზომის დეკოლტეთი და ზურგზე ოდნავ ამოღებული. ხელში ვიღებ, ძალიან დახვეწილი და ნაკლებად გამომწვევი კაბა სწორედ ისეთი მე რო ვიცვავ ხოლმე. გვერდზე წერილი უდევს, ვხსნი და კითხვას ვიწყებ: „ესე გეძინა აღარ გაგაღვიძე, სანამ არ დავბრუნდები არ წახვიდე კომპანიაში! მიყვარხარ.“ ღიმილით ჩავიცვი კაბა, ზომა ზუსტი იყო, მერე მაკიაჟი გავიკეთე. პირველად!! თმები დავისწორე და გავიშალე, თვალზე შავი ფანქარი წავისვი, ტუჩები კი კანისფერი პომადით შევიღებე, უნდა ვაღიარო ძალიან მომეწონა ჩემი თავი. სამზარეულოში გავედი და საუზმის მომზადება დავიწყე, როდესაც მოვრჩი მაგინა გავაწყე, ტელეფონი ავიღე და გიგას მივწერე: „გცალია რო ვილაპარაკოთ? მემონატრე უკვე ://// თან რაღაც უნდა გითხრა “ პასუხის ლოდინში პიტნის ჩაის მზადება დავიწყე, მალე ტელეფონი აწრიპინდა, გიგა სკაიპით მირეკავდა, მეც ღიმილით ვუპასუხე. ეკრანზე თვალებ ჩაშავებული, ლოგინში მწოლიარე და წელ ზევით შიშველი გიგა გამოჩნდა. -გაგაღვიძე ბიჭო? რას მერეკავდი მერე?... მერე ვერ დამირეკავდი რო რამეა? -ხო დამაინტრიგე შენ და მერე როგორ დავიძენებ მაგასავ ვნახავთ-გაზმორა და ლოგინზე წამოჯდა-რა იყო რა უნდა მომიყვე?....მოცადე... სად ხარ?... დავიჯერო ტვინი მოგემატა და სახლის გარემონტება გადაწყვიტე? თუ.... ბატონი ალექსადრე დიდის სახლში ნებივრობ-წარბები ამითამაშა. -მოიცა ჩემ ტვინს და ჩემი სახლის ინტერიერს რას ერჩი?-გავიკვირვე და ჩაი მოვსვი. -ძველებურია და შენ რატომღაც მოგწონს ეს ძველებურობა-მითხრა ისეთი სახით თითქოს ამას უნდა შევეწუხებინე. -რეებს ბოდიალობ? კიი ალექსანდრესთან ვარ, მასთან საცხოვრებლად გადასვლა შემომთავაზა-ამას თქმისას ღიმილი ვერ შევიკავე. -ვოვვვ-სიტყვა გაწელა გიგამ გაოცებულმა- რა უქენი ამ ბიჭს ესეთი შენი ატანა საკუთარ სახლშიც რომ მოუნდა. -გიგაა!-თვალები დავუბრიალე რაზეც გაეცინა. -კაი კაი... ისე კი ვიცოდი რომ შემოგთავაზებდა მაგას. -არა, შენ საიდან იცოდი ერთი? -ბოლოს რო შევამოწმე მეც კაცი ვიყავი-სიცილით მითხრა და მეც ავყევი. -ანუ არ აურყობ რომ ყველა კაცი ერთნაირია?-სიცილით ვკითხე და ჩაის დალევას მოვრჩი. -არა, მაგრამ ქალებთან მიმართებაში ადვიად ვიცნობთ ერთმანეთის აზრებს-კაი პროფესიონალივით ჩამომიყალიბა გიგამ, ლოგინიდან წამოდგა, ტელეფონი ფანჯარასთან მიიტანა და მისი სახლის ეზოში გადამახედა, სწორედ ისეთი სახლი იყო კინოებში რომაა, ბილიკი შუაში მიუყვებოდა სახლის ეზოს, გარედან ეზოს კი ხის თეთრი ღობეები ეკრა, ქუჩაში რამოდენიმე თინეიჯერი ბიჭები მიდიოდნენ. -აუ გიგა მაგარია... მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მანდ შენთან ერთად და...-სიტყვა არ მქონდა დამთავრებული გიგას ტელეფონი რომ გაუვარდა მერე შეშინებული სახით მიიღო. -რა აქ უნდა იყო ძლივს მოგიცილე კიდე შენ მეტენები კაცო?-ვაიმეეე, ეგრე ხო? -ნუ ეხლა კარგი მაშინ... ხო იცი შემიძლია ბევრი რამ მოვყვე ანასთან შენზე.... თან ხო იცი კარგ ამბებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ ცუდი კიდე უფრო ადვილად მამახსოვრდება-მაშინვე წაეშალა სახე და ფერი დაეკარგა, თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამეცინა. -კარგი რა იყო ვიხუმრე....აუ უნდა წავიდე რა-შეწუხეხბულმა მითხრა და საათს დახედა. -კაი ჭკვიანად-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და გათიშა. ალექსანდრე არ მოდიოდა ამიტომ ფეისბუქში შევედი, კიდევ 10 წუთი ვიყავი ისე, მერე კი კარების ხმა გაისმა და ალექსანდრეც შემოვიდა, ხელში ჩემოდანი ეჭირა. -სად იყავი ამდენი ხანი?-ჩემსკენ წამოვიდა და თან ამათვალიერა. -ძალიან ლამაზი ხარ, სიუპრიზი გამიკეთე-ღილიმით მომიახლოვდა და ჩემოდანი დადო-შენთან ვიყავი და შენი ნივთები წამოვიღე თან ჩემი მანქანაც წამოსაყვანი მავდა-ხელი წელზე მომხვია და ჩემ ბაგეებს დააცხრა. -ესე კი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ დაგვაგვიანდება-მოვწყდი და ჩემი ტყავის მოსაცმელი ავიღე, შემობრუნებისას ალექსანდრე სამზარეულოში დამხვდა და ჭამდა, ჩამეცინე და მისკენ წავედი. -რას აკეთებ? -ვჭამ-გამოვსებბული ნიკაპი მაღლა აწია, რომ ლუკმა არ გადმოვარდნოდა-გემრიელია-შემაქო და გადაიხარხარა, ვერ მივხვდი რა აცინებდა მაგრამ მეც ავყევი. მორჩა თუ არა კარებისკენ წავიდა მეც უკან გავყევი, ჩანთა მოვიკიდე და მანქანისკენ წავედი. -მე გიგას მანქანით წავალ კაი?-ჯერ არ მოეწონა აზრი არ უთქვამს, მაგრამ სახეზე ეწერა. -ხო კარგი-ბუზღუნით დამთანხმდა, მეც ჩავჯექი და მის მანქანას უკნიდან ავდევნე, მისი სახლიდან კომპანია არც ისე ახლის იყო. ტელეფონზე ალქსანდრე რომ მირეკავდა მეგონა საქმესთან დაკავშირებით რამე უნდა ეთქვა, ამიტომ ნაუშნიკები შევაერთე ტელეფონში და ვუპასუხე. -სალომე მიშველე-უცნაური ხმით მითქრა ალესანდრემ და დავინახე მისმა მანქანამ სისწრაფეს როგომ უმატა. -რა მოხდა? რატო მოუმატე სიჩქარეს? რამე პრობლემაა?-შეშინებულმა ვკითხე. -კი-იმანაც ისევ იმ უცნაური ტონალობით მიპასუხა. -რა მოხდა აღარ მეტყვი?-ვუკივლე ტელეფონში. -სალომე..-ისეც იგივე ტონალობა-ვიღაც... მომდევს ..ლურჯი მანქანით.... ქალია... არ ვიცი რა უნდა.... ისე კი ეტყობა რო ვერ მოვიცილებ ვერასდროს- ღმერთოოო, მე კიდე გამისკდა გული, რა აცანცარებს ამხელა ბიზნესმენ კაცს ერთი. გაბრაზება რომ შემჩნეოდა ტელეფონი გავუთიშე, მაგრამ სიცილი ვერ შევიკავე, მერე მთელი გზა მირეკავდა, მაგრამ არ ვპასუხობდი, სიცქარე რომ შეანელა და ჩემ მანქანას გაუსწორდა, მერე მე გავიჭერი წინ, ისიც მომყვა მაგრამ მაინც ვერ დამეწია, მერე შუქნიშანზე ისევ ჩემ გვერდით დადგა და ჩემსკენ დაიწყო ყურება, მეც ტელეფონი ავიღე და დავურეკე. -გინდა შევეჯიბროთ?-შევთვაზე ალექსანდრეს- თუ მე მივალ პირველი ერთ სურვილს შემისრულებ, კარგი?-ცოტა ხანი დუმდა მაგრეამ მერე მიპასუხა: -კარგი.-დამთანხმდა და თავ მომწონედ გადმომხედა-თუ მე მოვიგებ შენ შემისრულებ ერთ სურვილს. -კარგი მაინც მე მოვიგებ-სიცილით ვითხარი და გავუთიშე, შიქნიშანზე მწვანე ანთო თუ არა წინ გავიჭერი და მთელი სისწრაფით მიმყავდა მანქანა, მართალია ალექსანდრეს მანქანას უფრო კარგი ძრავა ქონდა მაგრამ მე უფრო კარგად შემეძლო ტარება. ეს გამოვიყენე და მანქანებ შორის მოხერხებულად გავძვერი, კომპანისს კიბეებთან ახლოს რომ მივედი უკან გავიხედე, ის არც კი ჩანდა, მანქანა დავაყენე და გადმოვედი, მანქანაზე მიყუდებული დავუწყე ლოდინი. მალე გამოჩნდა და მანქანიდან გაკვირვებული გადმოვიდა. -კარგი იყო, მაგრამ ეგ წესებს არ ეწინააღმდეგება? -წესებზე არაფერი გვითქვამს, ნუ წუნკლობ ერთი სურვილი უნდა შემისრულო,მაგრამ.... მოდი ეხლა არა მინდა-გამღიმა ხელი ჩამკიდა და კომპანიაში ესე შემიყვანა, როგორც ყოველთვის ისევ ჩვენ მოგვაშტერდა ყველა. -მგონი ესე აღარ უნდა შემოვიდეთ თორე ბიჭები გამჩნევენ და მომიწევს ყველა თანამშრომელი ბიჭი გაბვაგდო-ამაზე გამეცინა. -მაშინ ის მიმღებში რომ გოგოა ეგ გოგოც მიაყოლე, თორე ძაან გჭამს თვალებით.-ალექსანდრეს იმ გოგოსკენ გააპარა თვალი და გამიღიმა. -მაგას ვერ გავუშვებ ჩემი საყვარელია და მერე მე რა ვქნა-ამის თქმის გამო მუცელში ჩავარტყი, ის ოდნავ მოიკეცა მე კი გზა გავაგრძელე და თმა გამომწვევად გადავიყარე უკან, გაამართლა მართლა ყველა ბიჭი მე მიყურებდა, ლიფტში რომ შევედი, იქაც სულ ბიჭები იყვნენ მეც შევედი და წინ დავდექი, წელში გავსწრდი და თმაში ხელი შევიცურე, სარკიდან შევამჩნიე მათი სახელიბი და კინაღამ სიცილით ჩავიკეცე. ლიფტის კარები უნდა დაკეტილიყო ალესანდრემ რომ შეაჩერა და ღიმილიანი სახით შემომხედა, ბიჭს კი სერიოზული სახით ანიშნა რომ ლიფტი დაეტოვებინათ, ისინიც ეგრევე გავინენ. ჩემ გვერდით დადგა, წამში კედელზე ამაკრა და ზემოდან მიყურებდა. -გაფრთხილება მიღებულია-გიმილით მითხრა, მეც სიცილი წამსკდა. -ეხლა ხვდები რომ კაცების მოხიბვლა შემიძლია? და არ უნდა მეხუმრო მწარედ. -კაცების მოხიბვლა რომ შეგიძლია მაგრამ ამას მხოლოდ ჩემთან იყენებ მაგიტო მიყვარხარ-მოწყვეტით მაკოცა და ლიფტიდან გავედით, ჩემ კაბინეტთან მივედი და ოთხი საათის განმავლობაში არც დამიტოვრბია. შესვენება რომ დაიწყო ყავის დალევა გადავწყვიტე და გარეთ გავედი, ლიფტისკენ წავედი გზაში ანა რომ შემხვდა, ულამაზესი და უნაზესი სიარულის მანერის დატყვევებული ბიჭები კი პირ დაღებულები უყურებდნენ, ნეტა გიგა ყოფილიყო აქ სულ დააცლიდა ამ ყბებს- ამის გაფიქრებაზე გამეცინა და ანასკენ წავედი, დამინახა თუ არა ეგრევე გამიღიმა და გადამკოცნა. -აბა რას შვები ჩემ ძმაში შესულო ქამბატონო-ამაზე სიცილი ამიტყდა. -არაფერს ჩემ მეგობარში შესულო ანა-მასაც სიცილი აუტყდა, მაგრამ გიგა რომ გაახსენდა სახე უფრო გაუნათდა. -კაი, კაი-არ არსებული ცრემლი მოიწმინდა -ეხლა შენ ჩემთან ერთან უნდა წამოხვიდე. -სად? რამე საქმეა? -შენ სულ საქმეზე როგორ ფიქრობ? წამომყევი ვიღაც უნდა გაგაცნო-მითხრა და შებრუნდა მეც გვერდზე ამოვუდექი. -ვინნ? -გუდიანი-ჩუმად მითრა და გზა გაგრძელა. -სამსახურს ესე რომ ვტოვებ არა? -ეგ გუშინ სულ არ გახსოვდა-ღიმილით მითხრა-აბა რა მოხდა გუშინ მომიყევი!! -არადერი ისეთი. -ხო ადამიანი წკუიდან გადაიყვანე თურმე ისე უთხარი მიყვარხარო და მერე არაფერი მომხდარა? -ალექსანდრემ გითხრა? -ჩემი კაცი მყავს-ხელებით თოფის იმიტაცია გააკეთა და ვიღაც ბიჭს როგორც ჯაშუში ესე ამოეფარა. მის ამ ქცევაზე სიცილი ამიტყდა. -კაი, მართლა არაფერი მომხდარა მე კი გადავედი მასთან საცხოვრებლად, მაგრამ იმ პირობით რომ სხვადასხვა ოთახებში ვიქნებოდით-ამაზე სიცილი აუტყდა. -ხო აბა ტვინი წაიღო იმაზე ლაპარაკით, მე კი შევთავაზედ მაგრამ აური რომ მითხრასო და შენმი აზრით ეხლა ეგ შენ სხვა ოთახში დაგაწვენს- მის მანქანაში ჩავჯექით და წავედით. -კაი და მაინც სად მივდივართ?-ცოტა ხნის სიარულის მერე ვკითხე გზა რო არ მეცნო. -დედაჩემს და მამაჩემს შენი გაცნობა უნდათ-ამის გაგებაზე ჩემი დამემართა, გავშესდი, გავიყინე, გავქვავდი ყველა სიტყვა რაც არსებობს ჩემი მდგომარეობის ასახწერად. ანამ კიდე რაღაც მითხრა, მაგრამ არ გამიგია, ეგრევე უარყოფით რეჟიმზე წავედი. იქნებ არ მოვეწონო? იქნებ მეც იმ ქალის ნაირი ვეგონო? იქნებ ჩემზე იმფორმაცია მოიძიეს და იციან რომ უპატრონო ვარ და იმის გამო არ მოვეწონო? იქნებ ალექსანდრეს ჩემთან დაშორება აიძულონ? ფიქრებში გართულმა ვერც შევამჩნიე როგორ მივედით დიდ თეთრ სახლამდე. -არ მითხრა რომ ნერვიულობ?-ანას ხმამ გამომაფხიზლა. -რა თქმა უნდა ვნერვიულობ, ალექსანდრეს წარსულში ისეთი ადამიანი უყვარდა რომ რა გასაკვირი იქნება ჩემში ეჭვი რომ შეიტანონ?-საკმაოდ წყნარად ვუთხარი და ამით მეც გაკვირვებული დავრჩი, თითქოს საერთოდ არ ვნერვიულობდი. -დედაჩემი ფსიქოლოგია და დამიჯერე თუ რამე შეგატყო თავს არ შეიკავებს, მაგრამ მე მოვუყუვი ცოტა შენზე და რადგან შენ კარგი შთაბეწდილება დაგრჩა იმ გოგოზე ჩვენც მოგვეწონებაო.-ამის გაგონებამ დამამშვიდა და ბედნიერად გადმოვედი მანქანიდან. -ისე პირველად მითხარი რომ შენც მოგწონდი-სიცილით ვუთხარი. -ხოოო-ცოტა ჩაფიქრდა-მე დიდად არავინ მომწონს, ამიტომ უცნაურია შენ რომ მომეწონე, გამბედავი ხარ და ეს უბრალოდ მიყვარს შენში, თან დილით შენი ტრიუკები ვნახე მანქანაში რომ იჯექი, მაგარი იყო აქიდან რომ წავალთ შენ დაჯდები საჭესთან და ამჯერად ჩემთვის უნდა იქნა ეგენი-სიცილით მივეწევდით სახლისკენ. ასეთი დიდი და ლამაზი სახლი ჯერ არ მენახა, მაგრამმე დიდად მანც არ მომწონდა დიდი სახლები. სახლში შემიყვანა ანამ და მეც პირველ კლასელი ბევშვივით გავყევი უკან, სახლი შიგნიდან ძველი დროის ლამაზი ავეჯით იყო გაფორმებული. -შენ ხარ აქაურობის დიზაინერი?-ვკითხე ანას. -კიი, აბა ესეთ სილამაზეს ჩემ გარდა ვინ მოიფიქრებდა-შეიქო თავი სიცილით- და სხვათაშორის მე შენი სახლის ნახვაც მინდა ერთი მასტერკლასი უნდა ჩაგიტარო, შენი სახლი,გარდეროფთან ერთად უნდა მოვაწესრიგო. -მაგაზე დიდი ბრძოლა გვექნება-სიცილით ვუთხარი და ბაღში გავედი. ეხლა უკვე ვიცი ალესანდრე რომელ მშობელს გავს აშკარად დედას, ასე მეგონა ალექსანდრე ქალ ვერსიას ვუყურებდე, ანა კი მამამისის ქალი ვერსია გახლდათ, ჩვენი გასვლის თანავე ჩემი თვალიერება დაიწყეს. მათნან ახლოს რომ მივედი ფეხზე წამოდგნენ მეც გავუღიმე, ალექსადრეს მამამ ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი, დედამისი კი გადამეხვია. -გამარჯობათ ძალიან სასიმოვნოა თქვენი გაცნობა-გულახდილად ვუთხარი და სკამზე დავჯექით. -ჩვენთვისაც შვილო ანამ გვითხრა რომ ალექსანდრეს ერთი გოგო შეუყვარდა ამდენი წლის მერე... ალბათ შენ ყველაფერი იცი არა?-ცოტა ნაღვლიანად მკითხა ქალბატონმა ელენემ (ალექსადრეს დედა). -დიახ , ვიცი ქალმატონო ელენე..-რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ შემაჩერა. -რა ქალბატონო შვილო ელენე დამიძახე. -კარგით-თბილად გავუღიმე. -სად გაიცანი შვილო ჩემი ბიჭი-მკითხა ლევანმა(ალექსანრეს მამა) -რესტორანში-ცოტა გაუკვირდათ ჩემი ნათქვამი- მე რესტრანში ვმუშაობდი და სწორედ იქ შევხვდი ალექსანდრე პირველად, მაგრამ მე გარკვა რომ იმ კომპანიის უფროსი იყო, რომელმაც უნივერსიტეტიდან სტაჯიორად ამიყვანა.-მთელი ლაპარაკის მანძილზე ღილიმი არ მომშორებია სახიდან ისინი კი მიყურებდნენ. -თუ არ გეწყინება შვილო... რესტორანში რატომ მუშაობ?-მკითხა ელენემ. -შეძლებული ოჯახიდან დიდად არ ვყოფილვარ, ამიტომ იქ მუშაობა მიწევს. -ყოფილხარ?-გაკვირვებულმა მკითხა ლევანმა, ანამ მე გამომხედა და ცოტა დაიძაბა მაგრამ მე გავუღიმე ეს არც ისე ადვილი იყო სათქმელად მაგრამ არც სასწაულად ძნელი იყო. -მე ჩემი ოჯახი ავარიის შედეგად დავკარგე, ამიტომ მარტო მე მიწევს ჩემი თავის რჩენა-ისევ თბილი ღიმილით ვუთხარი, მათ კი ერთმანეთს გადახედეს შეწუხებულებმა. -გვაპატიე შვილო..-დაიწყო ელენემ. -არა რა არის საბოდიშო, ეს დიდი ხნის წინ მოხდა ამიტომ... ამაზე ლაპარაკი რომ არ მდომოდა ვიტყოდი კიდეც-სიცილი აუტყდათ სამივეს. -ხომ გითხარით გულახდილი გოგოა-თქო-უთხრა ანამ მშობლებს. -კარგით მოდის რამე მივირთვათ მოგშივდებოდათ.-თქვა ელენემ და მალე სუფრასთან გადავინაცვლეთ შიგნით, იქურობას თვალი მოვავლე და ელენემ ეს შეამჩნია. -მოგწონს აქაურობა? -დიახ, მაგრამ.... დიდად დიდი სახლების მოყვარული არ ვარ პატარა სახლებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან უფრო ადვილია მასთან შეთავსება და ყველაფერს უკეთ ურჩევ ადგილს-ვუთხარი და სკამზე დავჯექი. -ვაუ-წამოხდა ელენეს-ყველა ამბობს რომ ამ სახლში დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა შენ კიდე პატარა სახლები მომწონსო, უკვე ძალიან შემიყვარდი შვილო. იცი რომ ფსიქოლოგი ვარ? -დიახ. ანამ ეხლა მითხრა, მაპატიეთ დიდია არ ვიცნობ მაღალი წრის ხალხს უფრო სწორედ, რომ ვთქვა დიდად სხვა ადამიანების ცხოვრებით არ ვინტერესდები თუ მათ არ ვიცნობ. -სწორედ მაგას ვამბობ-დაიწყო ელენემ-ყველა გოგო შეამოწმებდა ალექსანდრეს ოჯახის ისტორია, მაგრამ შენ არ გაინტერესებს რადგან იცი რომ ალექსანდრე გიყვარს და მასაც უყვარხარ მეტი კი არაფერი განაღვლებს. ვიცი რაც ქენი კომპანიისთვის შენ ოჯახზეც ყველაფერი ვიცი დატალებში მოვიძიე შენზე იმფორმაცია და იმედი მაქ რომ არ მიწყენ ამის გამო რადგან ჩემ შვილს უკვე ატკინეს გული მეკი არ მინდა რომ ეს კიდებ განმეორდეს, მაგრამ შენ.... შენ სხვა ხარ შენ ოჯახზე ისე ლაპარაკობ რომ იმ ტკივილს არავის ანახებ და შენი თავით არავის აბეზრებ თავს. მე ეს ადამიანებში ძალიან მომწონს. შენ კი ძალიან შემიყვარდი, იმედია იმის გამო რომ შენზე იმფორმაცია მოვიძიე არ გწენია?-შეწუხებული სახით მკითხა ელენემ. - მე რომ თქვენ ადგილას ვყოფილიყავი იმ გოგოს რენდგენში გავატარებდი და საიდუმლოდ სიმართლის წამალს დავამზადებდი მერე კი დავკითხავდი-სიცილით ვუთხარი და ყველა ამყვა. ჭამის დროს კიდევ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ ალექსანდრეს მშობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ძალიან თბილად მექცეოდნენ, მერე ისევ გარეთ გავედით და ბაღში გავაგრძელეტ საუბარი როდესაც ტელეფონმა დამირეკა ალექსანდრე იყო, მე ბოდიში მოვიხადე და გვერძე გავედი სასაუბროდ. -სად წახვედი?-ტელეფონში იგრძნობოდა რომ ნერვიოლად ტრიალება სკამზე. -შენ მშობლეთან ვარ-ამის გაგებაზე ძირს საცემის ხმა გავიგე, დავიჟერო სკამიდან გადმოვარდა ამხელა კაცი? ხო დაანგრია მთელი შენობა და ეგაა. -რაა? სად? ვინ...ვინ წაგიყვადა? -ხო შენი მოვალეობა ანამ იკისრა აბა შენ სულ არ გახსოვარ-არ არსებული ცრემი მოვიწმინდე. -რა..რამე თქვეს ჩემზე? რამე ცუდი?-ნერვიულად მკითხა. -ალექსანდრე შეიძლება ამის თქმის უფლება არ მაქ მაგრამ... უკანასკნელი დებილი ხარ დედამიწაზე! ადამიანებს ესე უყვარხარ შენზე ამოდით მზე და მთვარე და შენ მეკითხები ცუდი რამე თქვეს ჩემზეო? ცუდი კი არა მოდი ეხლა აქ და შეურიგდი მშობლებს, ისე აქამდეც უნდა გაგეკეთებინა-ძლივს ამოვისუნთქე. -ეგრე ფიქრობ?-ღრმად ამოვისუნთქე და მშვიდად ვუთხარი. -შენი აზრით მე შენთვის ცუდი მინდა?...-გავიგე რომ მძიმედ ამოისუნთქა- მე მშობლები არ მყავს და ყველაფერს გავცემდი ეხლა რომ მათი ნახვის საშვალება მქონოდა... მეც ბევრჯერ გავუცრუე მათ იმედები, მაგრამ ისინი მაინც შენ ჩემი მშობლები იყვნენ და იქნებიან მუდამ.... შენ მშობლები გყავს რომლებსაც შენი შეცდომებით უყვარხარ და მხოლოდ იმის გამო რომ შენ შენ თავს ვერ პატიობ მათ არ უნდა მოწყდე... ეხლა კი მოდი აქ და რაც გინდა რომ ეხლა მე მითხრა მათ უთხარი- ვიგრძენი როგორ გამიღიმა. -მადლობა მოვდივარ-მითხრა და გამითიშა. ჩემ ადგილას დავბრუნდი. -რამე მოხდა შვილო? -არა არაფერი-თბილი ღიმილით ვუთხარი, ოცი წუთი ძირითადად ალქსანდრეზე ვლაპარაკობდით მისი პატარაობის ფოტოები რომ ვნახე ცუდად გავხდი. ისეთი მსუქანი იყო სახე და ტანი გაერთიანებოდა, ბურთს გავდა , თან იმხელა ლოყები ქონდა მთელი სახე ელამებოდა მათში, მაგრამ 14 წლის ასაკში ისეთი ტანი ქონდა პირი დავაღე, მაიკაშიც კი უჩანდა კუნთები, ჩემ სახეზე ელენემ გადაიხარხარა. -არაუშავს ზოგჯერ მეც მეპარებოდა ეჭვი ბავშვი შემიცვალეს მეთქი მაგრამ საკმაოდ მგავ...და-სიცილი უცებ შეწყვიტა და ჩემ უკან გაიხედა მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა, ლევანიმაც თვალი რომ გააპარა მისკენ და სევდიანად გაიღიმა მივხვდი რომ ალექსადნრეს უყურებდა. ელენე ნელა წამოდგა და მისკენ დაწყო სვლა ალექსადრე კი უბრალოდ იგდა თავ ჩახრილი, როგორც პატარა ბავში დანაშაოლს რომ აღიარებს. ელენემ პირზე ხელი აიფარა და ცრემელები წასკდა, ჯერ ხმოლოდ აკვირდებოდა თავის დიდი ხნის უნახავ შვილს მერე კი ისე მაგრამ მოეხვია რომ ამით ყველაფერი ნათელი იყო, გახარებულმა ალექსანდრემ დედა გულში ჩაიკრა და ჰაერში დაატრიალა, ამაზე თბილიად მარტო მე გამეღიმა დანარჩენები კი ტიროდნენ,ის ქალიც კი წეხან ჩაი რომ მომიტანა. ანას ცრელმები მოიწმინდა და გვერდით ღიმილიანი სახით დამიდგა. -არ ვიცი რა უთხარი ისეთი რაც მე არ მითქვამს მისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში მაგრამ ფაქტია რომ ამისათვის შენთან ყველა ვალში ვართ. -ხო აი მანდ კი შენი დახმარება დამწირდება მაგრამ ამაზე მერე ვილაპარამკოთ-თვალი ჩავუკარი და გავუღიმე. 10 წუთის შემდეგ უკვე ყველა ხელ ახალად გაწყობილ სუფრასთან ვიჯექით და ალექსანდრეზე სასაცილო ისტორიებს ვყვებოდით. ალექსანდრემ ჩემთან მოინდომა დაჯდომა მაგრამ დედამისმა დიდი ბოდიშის მოხდით მიიჯინა მის გვერდით. -სალომე შვილო ამასათვის ცხოვრების ბოლომდე ვერ გადაგიხდი მადლობას, შენ არც კი იცი რამდენი ადამიანი ცდილობდა რომ სახლში დაებრუნებინა, მაგრამ ზედმეტად ჯიუტი აღმოჩნდა-თქვა ელენემ და თავზე აკოცა შვილს-რაც გინდა ის მთწოვე ყველაფერს შეგისრულებ. -არაფ...-სიტყვა არ დამამთავრებინა. -ამას მხოლოდ ის უნდა რომ ჩემი ცოლო გახდეს, მეწუწუნებოდა ცოლად მომიყვანეო, მაგრამ მე ვარ უარზე-საკმაოდ დამაჯერებლად კი გამოუვიდა ნათქვამი. -დედა რამხელა წარმოდგენა აქ თავი-თავზეეე-შევიცხადე მე, ის კი სიცილს ძლივს იკავებდა- ვაიმე აი ვნახოთ შენ თუ არ გახვეწნინო ჩემთვის, რომ ცოლად გამოგყვე.-დავემუქრე მან კი განაიხარხარა. -ისე გთხოვ ხელს რომ დარწმუნებული ვარ აურს ვერ მეტყვი-კმაყოფილი სახით შემომხედა. - ნუ იარაღს თუ მომიშვერ რა თქმა უნდა უარს არ გეტყვი თორე აბა ისე არ გამოგყვები მე შენ, არ მინდა მე ბევრი ალექსანდრეებმა რო ირბინონ.-ამასზე ყველას გაიცინა. -ვნახავთ, ვნახავთ-თვალი ჩამიკრა და ჭამა გააგრძელო. -თქვენ სულ ესე ლაპარაკობთ შვილო?-გაოცებულმა ელენემ იკითხა და ღიმილიც შეეპარა. -აბა ისე არ ჩუმდება დედა და რა ვქნა მეც ადამიანი ვარ სულ მეხვეწება ცოლად მომიყვანეო, შენ კიდე იცი მე რა კაი გულის პატრონი ვარ და ხო ვერ დავწყვეტ ეხლა გულს-საცოდავად დაიწყო ლაპარაკი ბატონმა. -გულს მტკენ-არ არსებული ცრემლი მოვიწმინდე და სალფეტკით შევიმშრალე. -რას მემსახიობები ამხელა გოგო-სოფლური კილოთი თქვა ალექსანდრემ. -ვმასახიობობ?-შევიცხადე მე-არ მინდა ჩემი შვილები ბეჰემოტები რო იყვნენ, მერე იქნება შეენაირად ვეღარ გახდნენ ბეჰემოტები ვზარდო-ალექსანდრეს ისეთი სახე ქონდა სიცილი ვეღარ შევიკავე. -ჩემი ბავშვობის სურათები ანახეთ?-შოკირებულმა წაილუღლუღა ალექსანდრემ. -კი ბეჰე-ესე ვიცონოდი მუცელი ამტკივდა. -ხო ეგ არ უნდა გექნა-მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯებით მეც წამოვხტი და უკან დავიწყე სვლა თან სიცილისგან ნატკენ ყბებს ვიძელდი. -არა სად მიდიხარ ერთი, სად გამექცევი. -ბეჰემოტები სწრაფები არიან?-ნიკაპზე ხელი მოვისვი, ამ დროს კი ალექსანდრე სირბილით წამოვიდა ჩემსკენ, მეც სულ დამავიწყდა მისი მშობლები ისე გავიქეცი. მთელი ეზო შემომარბენინა ამ ცხოველმა, არა პატარა ეზო მაინც ყოფილიყო, ან შარვალი მცმოდა ხეზე ავძვრებოდი მაინც. ბოლოს დავნებდი, რადგან არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი, დამიჭირა და ზურგზე ისე შემიგდო თითქოს ბუმბული ვყოფილიყავი. -დამსვი ბიჭო სირცხვილია-სირბილისგან და სირცხვილისკან აწითლებული ვურტყავ ხელს მხრებზე. როცა დავინახე როგორი გაოგნებული და ღიმილიანი სახეებით გვიყურებდნენ მოსამსახურე პერსონა უფრო ავწითლდი. -მანამდე გეფიქრა ანგოლოზო-მითხრა სიცილით, რო დავინახე მის მშობლები მალე დაგვინახავდნენ ზურგზე ისეთი ვჩმიტე ღრიალი დაწყო, დამსვა და მეც გავექანე ჩემ სკამზე დავჯექი. -რა ხელი გაქ გოგო ჩამალურჯა-დაიწყო წუწუნი ალექსანნდრემ. -გაცე. -ღირსი ხარ-წყნარად უთხრა ანამ და წვენი მოსვა.კიდევ სადღაც 1 საათი ვიჯექით ესე და ალექსანდრეს ვუსმენდით როგორ იქენდა თავს. -კაი წავედით-თქვა ალექსანდრემ ჩემი ჩაწითლებული თვალები რომ დაინახა. -რა ქვია წახვედით?-აენთო ელენე-ძლივს დაგიბრუნე და ეხლა სად გაგიშვებ დღეს აქ დარჩებით. -არა, არა მე წავალ შენ დარჩი-შევთავაზე იდეა და ფეხზე წამოვდექი. -არ მაწყენინო შვილო დღეს დარჩი ჩვენთან , თან გვიანია ესე მარტო ხო ვერ ივლი. -არა ეს კი ივლის... მე რაც ამის ჩხუბი მაქ ნანახი.... იმათზე უფრო ვნერვიულობ ვინც ამას შეხედავს ან რამეს დააპირებს-თქვა ალექსანდრემ მაგრამ ელენემ თვალები გადაუბრიალა. -დარჩი შვილო ნუ უსმენ ამას ხუმრობს. -კარგით ამაღამ დავრჩები. -ვეტყვი ოთახი გაამზადონ- თქვა ელენემ და სახლში შევიდა, მალე დაბრუნდა უკან და გვაუწყა რომ ოთახი მზად იყო. ჩემი საძინებლისკენ გამიძღვა მეც წავედი შიგნით, რომ შევედი ალექსანდრეც უკან შემომყვა. -აქ რა გინდა შენ ოთახში წადი. -ბოლოს რომ შევამოწმე ჩემი ოთახი იყო-უცებ მოვედი აზრზე , მივხვდი რომ მე და ალექსანდრეს ერთ ოთახში უნდა დაგვეძინა, ამიტომ ელენეს გავაკედე. -ელენე შეგიძლიათ რომ მე..-უცებ უკნიდან ხელი ამაფარა და არაფერის თქმა არ დამაცადა ბატონმა. -რა იყო შვილო? -არა არაფერი რაღაც აინტერესენდა და მე ვასწავლი.-ხელი მუცეზე მოხვია, ამიღო და წამიღო, მთელი არ სიტყვის მნიშვნელობით. ოთახში შესულმა კარი ცაკეტა. -მე სხვა ოთახში დავიძინებ-ხელები გადავაჯვარებულე და თავი გვერდზე გადავხარე. -არა ჩემ ოთახში ჩემ გვერდით დაიძინებ-რაღაცის თქმა დავაპირე მაგრამ გამაჩერა-ყველა უკვე გაუშვა დედამ და რო უთხრა თვითონ დაუწყებს მომზადებას , არ გეცოდება?-ჯანდაბა. -რამე შენი გრძელი მაიკა მომეცი და შორტი-გაბუტულმა ვუთხარი ამაზე ტუჩი ჩატეხა და კარადიდან მომაწონა საწირო ნივთები, სააბაზანოში შევედი და გამოვიცვალე, გამოსვლისას უკვე მოგინში იწვა და ეძინა. გვერდზე მივუწექი, ისე საყვარლად ქონდა ტუჩები გაბუშტული გამეცინა, მერეღა გავიაზრე რომ ხელი ქონდა მოხვეული და გულში ვყავდი ჩახუტებული. -ბეჰე-დაბალი მაგრამ სიცილ შეპარული ხმით ვთქვი, მერე კი ლამევე გადავეშვი სიზმრებში. --------------------------------- დაგვიანებისათვის ბადიშით //// |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.