შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი22)


7-07-2017, 20:03
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 607

-do you speak english?
-so so.
-good, and sorry? - ხელები გადავაჯვარედინე და დაველოდე მის პასუხს.
-What? sorry - ისე გაიკვირვა თითქოს ვერ მიხვდა რა ვიგულისხმე.
-are you kidding me? - აგდებით გავიცინე და გაკვირვებული სახით შევხედე.
-possible. - მარცხენა ტუჩი ჩატეხა, მერე კი გაიცინა.
-stupid, - მოვტრიალდი და კიბეები ჩავირბინე.
-ნიაა, - მეძახდა დეიდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, დაბლა რომ ჩავედი ცოტა დავიბენი, მაგრამ 3 წუთში ნინიც გამოვიდა ლიფტიდან, და ეგრევე მომახალა.
-არ იუ ქიდდინგ მი არა? - გადაიხარხარა, - კაი რა მოგივიდა, მამაშენივით ფიცხი ხასიათი გაქვს.
-რა გითხრა ფრანგულად?
-გამარჯობაო, და ხომ კარგად ხარო? მოკლედ ძალიან თავაზიანი ბიჭია 4 წელია რაც ჩემი მეზობელია, და ისიც კი აიყოლიე ხომ ხედავ, ყველას ეგრე თავისუფლად კი არ ესაუბრება, პირიქით დიდი მოწიწებით და თავშეკავებულობით. შეყვარებული არ ყავს. - ჩამიღიმა და მხარი მსუბუქად გამკრა ბოლოს.
-როგორც ჩანს ნიტასთნ არ გისაუბრია.
-ყველაფერი რიგზეა? რა მოხდა?
-კაი დაივიწყე, მერე მოგიყვები.
-როგორც შენ გინდა.
მოკლედ პარიზის ქუჩებზე მე რა უნდა ვთქვა, ყველამ კარგად იცის მისი მშვენიერება და მომხიბვლელობა. მე პირადა თავი სამოთხეში მეგონა. ჯერ როგორც ნინიკომ თქვა სალონში მივედით, სტილისტების ნახევარი გოგონა იყო ნახევარი კი ბიჭი, ერთ-ერთ მხიარულ ბიჭს მოვკარი თვალი, ძალიან პოზიტიური და მხიარული იყო, რომ შევხედე რატომღაც გამეღიმა, პირველი უმნიშვნელო დეტალი რამაც ბედნიერება მაგრძნობინა, სურვილი გამიჩნდა რომ ის მოსულიყო და მას მოვეწესრიგებინე. როცა სავარძელში დავჯექი და სარკეში ჩავიხედე, დავინახე რომ არა ის ბიჭი არამედ მის გვერდით მდგომი ახალგაზრდა გოგონა წამოვიდა, გული დამწყდა, მაგრამ მარცხენა მხარეს რომ გააგრძელა გზა გამიხარდა, თურმე ნინიკოს სტილისტია, ჩავიცინე, ნინიკოს ვუყურებდი რომ, ვიგრძენი როგორ შეეხო თმას ფაქიზად მსხვილი თითები. თავს ვერ მივატრიალებდი ამიტომ სარკეში ჩავიხედე და, ოლააა დიახ, დიახ, დიახ! ეს ის ბიჭი რომელმაც გამამხიარულა, მომენტალურად გამეღიმა, ისევ ფრანგულად მითხრა რაღაც, დეიდას გავხედე. ის კი მიხვდა და გადამითარგმნა.
-ლამაზი ღიმილი გაქვს გოგოო.
-მადლობა, -ქართულად ვუთხარი მე, მომენტალურად შემომხედა თვალები გაუნათდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ნინის ვთხოვე გადაეთარგმნა რასაც მეტყოდა.
-ძალიან კარგი თმა გაქვს უბრალოდ დაზიანებულია, ნახე თანდათან გიმუქდება, მაგრამ ქერა ხარ ხო, შეგვიძლია ყოველგვარი საღებავის გარეშე დავაბრუნოთ, ქერა გოგონა.
-როგორც თქვენ მირჩევთ.
ისე ნაზად მეხებოდა თმაზეე, შემდეგ ათასგვარი რამე რუმეები, მე თვალები დავხუჭე და ბოლომდე მივენდე მას, თმა ოდნავ დამიხვია, მერე კი სახეზე ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთა,
-ყოველთვინ ნუ იქნები ასეთი უბრალო. შენ ძალიან იშვიათი ქვა ხარ რომელიც ძვირად ფასობს.
სარკეში რომ ჩავიხედე დიდი არაფერი იყო შეცვლილი, მაგრამ ორიგინალურად გამოვიყურებოდი.
-ნიაკო შოკი ხარ დეიდა.
- ვაიმეე, მადლობააა, - გავუკრიჭე - კაი რა,
-კაი გაიცანი ეს ოლივერია,
-ჩემი სტილისტი, ხო?
-რათქმაუნდა მამაა, - გაიცინა ოლივერმა, ჩვენ კი გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს, ძალიან გაგვიკვირდა ქართულად რომ დაილაპარაკა, რათქმაუნდა სუფთად და ზუსტი გამოთქმებით არა, ეტყობა დიდი ხანია აღარ საუბრობს ქართულად.
-კარღით ჰო, რა მოგივიდატთ?
-ეეე, ქართველი ხაარ?
-მთლად არა,
მოლედ ოლივერი აქ დაბადებულა, მაგრამ 13 წლამდე დიდ დროს საქართველოში ატარებდა რადგან მამა ართველი ყოლია, თუმცაღა მამაც საფრანგეთის მოქალაქე იყო უკვე, ასე და ამგვარად ვიპოვე ქართველი ბიჭი, რომელთან შემეძლო ქართულად მესაუბრა. მისი ნომერი ჩავიწერეთ და რათქმაუნდა სოციალურ ქსელშიც დავიმეგობრე.
სალონიდან რომ გამოვედით თითქმის ყველა მაღაზიაში შევედით და არც ერთი მათგანიდან ცარიელი არ გამოვსულვართ, უპირატესობას რატომღაც შავს ვანიჭებდი, რათქმაუნდა როგოც საქართველოში იციან ვაიმე შავი რატო არ აცვია? ასე აქ არავინ იტყოდა, მაგრამ რატომღც ასე მსურდა. თუმცა ბევრი ლამაზი, ღია და მუქი ფერის სამოსი შევიძინეთ. ყველაფერი ვიყიდეთ თმის სამაგრიდან დაწყებული წინდებით დამთამვერული, არაფერი არ გამოგვრჩენია. ბოლოს ნინიკომ მაქსს დაურეკა,
-რაო?
-ნახევარ საათში გამოვალო, - რატომღაც მოწყენილობა შევნიშნე ნინის.
-ანუუუ, ნახევარი საათი ჯერ კიდევ გვაქვს, მოდი სადმე წავიდეთ?
-სად?
-ეგ შენ უნდა გკითხო, სადმე ისეთ ადგილას მინდა წასვლა სადაც ყველაფერს ერთად დავინახავ, მთელ პარიზს. იცი ეგეთი ადგილი?
-ამ ჩანთებით?
-მერე რა.
-სულ გადაირიე ხო? - გაიცინა ნინიმ.
-კაი, რა.
-ნუ გეშინია ყველაფრის ნახვას მოასწრებ, თუ გინდა საერთოდ აქ დარჩი.
მისმა სიტყვებმა ძალიან ღრმად ჩამაფიქრა,
-ჰო მართლა შეგიძლია საფრანგეთის მოქალაქე გახდე და აქ დარჩე, საქართველოში კი დასასვენებლად ჩახვალ ხოლმე. - ნინიკოს საუბარი ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ შეაწყვეტინა, ტელეფონი რომ გახსნა დავინახე როგორ თბილად ჩაეღიმა. მე კი ისევ მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა, მომავალზე უფრო ფართოდ და ღრმად დავიწყე ფიქრი. ფიქრიდან ნინის წამოყვირებამ გამომაფხიზლა,
-წავედით.
-სად? რა ხდება?
-მაქსმა თქვა გამოვედი და კაფეში გელოდებითო,
ისეთი გახარებული იყო მაქსის ნახვით თითქოს დიდი ხანი არ ენახა და ძლიერ მონატრებოდა. მის შემხედვარეს მშურდა კიდეც, მაგრამ მან თუ შეძლო და დიდი დარტყმის შემდეგ ფეხზე მყარად დადგა ესეიგი ამას მეც შევძლებ და თანაც უფრო უკეთესად. კაფეში რომ შევედით ისეთი ჰარმონია სუფევდა, ძალიან სასიამოვნო იყო, მაქსი განმარტოებით კუთხეში იჯდა და ხედს გაჰყურებდა, რაღაცნაირად მოწყენილობაც დაჰკრავდა, მაგრამ ნინი რომ დაინახა გაშლილი ხელებით თვალები ვარსკვლავებივით გაუბრწყინდა. პატარა ბავშვებივით იყვნენ აი 16 წლის შეყვარებულებივით, რომ დავინახე როგორ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ თვალზე ცრემლი მომადგა, და ჩემდა უნებურად სანდროსთან გატარებული პატარა მოგონებები გამახსენდა, მაგრამ ახლა მათ ურთიერთობასაც არ მივაყენებ ზიანს, გავიღიმე და მეც მათ შევუერთდი, მათ პირდაპირ სკამზე დავჯექი. ისინი კი ჩემს წინ ხელჩაკიდებულნი ისხდნენ მანამ სანამ ნინიმ არ შემომხედა, არაფერს არ ვიმჩნევდი და ვერ მივხვდი რატომ. მაქსს ხელი გაუშვა, ჩაახველა და ხელები მაგიდაზე დააწყო.
-გოგონებო არაჩვეულებრივები ხართ, ნია შენ კი ნამდვილი პრინცესა ხარ.
-ნუ მაწითლებ, ნინიკო ბევრად ლამაზია.
-ნუ იტყუები. - ჩაერთო ნინიც.
-აბა რას მიირთმევთ.
-მე კრუასანები და ყავა მინდა, თქვენ? - ვკითხე მაქს და ნინიკოს.
-მოდი ჩვენც იგივე.
-დიდი დრო ჩვენდა სამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ მაინც წავალთ და ნიასთვის ახალ ტელეფონს და ლეპტოპს ვიყიდით, დანარჩენი ნივთები მოდი სხვა დროისთვის გადავდოთ.
-კარგი. - დავეთანხმე მე, მაგრამ ნინი უკმაყოფილო იყო.
-კი, მაგრამ. - დაიწყო ნინომ, მაგრამ მაქსმა აკოცა და შეაწყვეტინა.
-საზიზღარო, - უთხრა ნინიმ მაქსს როცა მისი ბაგეები გათავისუფლდნენ. მერე კი მაქსმა გამიღიმა და თვალი ჩმიკრა.
კაფედან რომ გამოვედით, შემდეგ რომელიღც ტექნიკის მაღზიაში მივედით, ტაქსიდან რომ ჩამოვედი, პირი დავაღე და წარმოიდგინეთ რომ შევედით როგორი რეაქცია მქონდა. გაოგნებული ვიყავი, მაქსის რჩევით, მაგრამ ჩემი აზრის გათვალისწინებით, მაქსთან შეწინააღმდეგებას დავრწმუნდი რომ აზრი არ აქვს, ბოლოს APPLE MACBOOK AIR 13" (MMGF2LL/A) შევიძინეთ და ვთხოვე რომ ჩემი მობილურით კმაყოფილი ვიყავი და ცოტა ხნის შემდეგ გვეყიდა ახალი ტელეფონი. თხოვნამ გაამართლა, როგორც კი სახლში მივედი ნინიკოს ვუთხარი რომ სასწრაფოდ უნდა დაგვერეკა ბათუმში.
-ფუუ, რა დებილიი ვარ, - ჩემ თავზე გაბრაზებულმა ამოვიოხრე მე, როგორც კი სახლში შევდგი ფეხი.
-ამჯერად რატო? - მკითხა ნინიმ.
-სახლში არ დამირეკია, ლუკა თავის სიამაყეს ხო არ გადააბიჯებს, თმუნაც ვერ დამიკავშირდება, ნიტამ ალბათ შენ გელაპარაკა ხო?
-ხო, დამავიწყდა შენთვის მეთქვა, თან გეძინა და მითხრა დაანებე დაისვენოსო, გაერთოს მოეშვას და მერე თვითონ დამირეკავსო.
-ჯანდაბა, ნომერი არ მაქვს ნინი.
-კარგი არ ინერვიულო მოდი ნოუთბუქი ჩართე და დაურეკე, ან facebook -ში ნაახე, და მე მაქსს ვეტყვი სამსახურის მერე რაიმე კარგი ნომერი გიყიდოს. facebook - ში შევედი 5 შეტყობინება,
* ნია ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, შენ არასწორად გაიგე, ჩვენი ჩხუბი იმედია წარსულს ჩაბარდება და ისევ ვიმეგობრებთ. <3...
- ფუ შენი, რა ჯანდაბააა, როდის ვიყავით მეგობრები? დააჯენდა ახლა დედამისი და სიტყვა სიტყვით უკარნახებდა სიტყვებს, იდიოტი.

* პრივეეტ.
-----
* აუ პროფილის ფოტო დამილაიქე და ძაან მჭირდება.
ხალხო თქვენ სულ გარეკეთ ხო?

* ნია რა ქენი ჩახვედი?
ნია ხომ კარგად იმგზავრე?
რამე პრობლემები ხომ არ შეგექმნა?
გოგო ნუ გადამრიე ცოტა ხნის წინ შემოსული იყავი, რატო არ მწეერ?
ახლა გული გამისკდებაა, ნიაააააააააა.
-ვაიმეეე, თამუნა ალბათ გამბურდღავს.

* მანდ კარგია არა?
-კი დეი, ძაან მაგარია. - მივწერე ნიტას, - მომენატრე.

უცებ გაიხსნა უჯრა, "აგრესიული" რომ წავიკითხე, ეგრევე შეტყობინება წავიკითხე.
-რატომ არ დარეკე?- ლუკა ჩემი სიცოცხლე,
- ნომერი არ მქონდა, თან ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა, დღეს კი ნინიმ დილიდან საყიდლებზე გამიყვანა. ჩემს თავზე ვბრაზობ რომ ვერ დავრეკე, არ გამიბრაზდეთ რა.
-არაუშავს
....
-არ ინერვიულო, მოგწონს პარიზი?
-რათქმაუნდაა.
მაგრამ მე მაინც ჩემი ბათუმი მირჩევნია. ხო ხვდები არა?
-კარგია, თამუნა საღამოს მოვა და თუ დარეკავ გაუხარდება, თან ძალიან ანერვიულებულია, აქამდე რატომ არ დარეკა ან რატომ არ მომწერაო,
- კაი საღამოს 9 - ისთვის დავრეკავ, არ დააგვიანოთ,
-უკაცრავად მაგრამ შენთან რომ 9 ჩვენთან 6 - 7 საათია, ზუსტად აღარ მახსოვს.
-ხოო, როგორც არის, მაშინ მომწერეთ და დაგირეკავთ.
-კაი საღამომდე, ჭკვიანად.
-კაი, გკოცნი.
seen.
ნინი მთელი ამ დროის განმავლობაში, აივანზე იყო გასული და ვიღაცას ელაპარაკებოდა. ნოუთბუქი ჩემს ოთახში გავიტანე და მაგიდაზე დავდგი, მერე ტანსაცმელებს მივუჩინე თვისი ადგილი. ყველაფერი მოვაწესრიგე. ტანსაცმელი არ გამომიცვლია მაგრამ თმის ნაწილი მაღლა ავიწიე. მერე ვერანდაზე გავედი და მოაჯირს იდაყვებით დავეყრდენი. არ ვიცი რატომ მაგრამ სანდრო გამახსენდა, ნუთუ ეს ყველაფერი მართლია, ასე უბრალოდ წასვლა, კარგით რა, მეც რა იდიოტი ვარ, ყველაფრის აუხსნელად როგორ წავიდოდა? მაგრამ არ მაინტერესებს, ამას მწარედ ვანანებ ჩემი მისდამი გულგრილობის ნახვით და არაფრისმთქმელი თვალებით. პირობას ვდებ საკუთარ თავთნ რომ გავხდები წარმატებული ქალი. დაე ყველა კაცს ეშინოდეს ჩემი სანდროს ჩათვლით. ჩემი სიძლიერით დავაბნევ. ხოლო როცა მივხვდები რომ უკვე დროა სანდრო დიასამიძე ვინახულო, აუცილებლად მოვიკრებ მთელს ჩემ ძალას და ამას გავაკეთებ. როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე, შევამჩნიე რომ ჩემი ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა და რამდენიმე წუთის შემდეგ ასფალტზე ეცემოდა.


~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ნია რომ გავაცილეთ, სამწუხაროდ ისე ვერ დავემშვიდობე როგორც მინდოდა, არ ვიცი რამ შემიშალა ხელი. ნია როგორც კი თვალს მიეფარა მაშინვე მოვტრიალდი და გარეთ გამოვედი, თამუნაც გამომყოლია,
-ლუკა.
-ჰო -მკვახედ მივუგე მე
- აღარ იცი არა ბრაზი ვისზე ამოანთხიო.
-თმუნა ისევ დაიწყე არა?
-ლუკა გეყოს, გეყოს კარგი? როდემდე აპირებ გვერდიდან უყურო ცხოვრებას? ვერ გამიგი რა გემართება, იმას რასაც მარტივად უნდა შეხედო, მთელი არსებით განიცდი, ხოო ის რომელიც უნდა გეტკინოს და ძალიან ახლოს მიიტანო გულთან, რომ მერე მოგეშვას , უბრალოდ იკიდებ, და მარტივად უყურებ. აღარ ვიცი რა გიყო. ყველაფერზე საკუთარ თავს ნუ იდანაშაულებ გესმის? ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა ხდებოდეს. და შეეგუე ამას. ან არ შეეგუო მაგრამ ხმამაღლა თქვი, გულში ნუ იკლავ ბრაზს, ერთ რაღაცაზე გაბრაზდები და მერე რამდენიმე დღის შემდეგ სულ უმნიშვნელოზე ამოყრი ყველაფერს.
-აუ, თამუნა, თავი დამანებე რა.
-კაი, - ჩახლეჩილი ხმით თქვა თამუნამ და მიტრიალდა, წამიერად გავაცნობიერე რომ დაუნდობლად მოვექეცი თმუნას, ერთ-ერთ გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა, მომენტალურად გავიქეცი და უკვე წასვლა დააპირა რომ კარის სახელურს მოვქაჩე და კარი გავაღე,
-რა გინდა?
-მიიწიე.
-თავი დამანებე, - მითხრა და თავი მიატრიალა.
-აუ ბიძია გთხოვ არ წახვიდე რა, ერთი წუთით, - მანქანას მოვუარე და მეორე მხრიდან ჩავჯექი.
-თამუ
-........
-აუ, ბოდიში რა,
-........
-გეფიცები, არ მინდოდა, ვაფშე სხვანაირად უნდა მეთქვა, დებილი ვარ და ვერ გავაცნობიერე რას ვამბობდი,
-........
-აუ შენ თავს ვფიცავარ, ნერვები მეშლება ხმას რო არ იღებ, - ჩემდაუნებურად ხმას ავუწიე და მძღოლს გავხედე, არაფერს იმჩნევდა, თითქოსაქ არ იყო.
-ნახე პროსტა არ მირიგდება,
-ბაბუ ეგრე ადვილი ნუ გგონია შენ ქალის შემორიგება. - შუქი რომ გაანთო, მისი სახე კარგად გავარჩიე, მოხუცი ბაბუა იყო, თეთრი თმით და ულვაშებით,
-როგორ მოვიქცე?
-გააჩნია რა დააშავე.
-უხეშად დაველაპარაკე.
-აუუ, ეგ რა გიქნია ბიჭო, ეგ იმის ტოლფასია, გიყვარდეს და ცოლობას არ თხოვდე, - გადაიხარხარა ბაბუმ, მე კი მის სიცილზე გამეცინა, აი თამუნა კი უფრო გაღიზიანდა.
-დიდი დრო უნდა მისვლამდე?
-არა ბაბუ მალე მივალთ, ძალიან ფიცხები ხართ ეს ახალგაზრდები, არ შეიძლება ასე.
-სულაც არა, მე არ ვარ ფიცხი და საერთოდ, ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ,- ჩაერთო თამუნა
-ჰო, ნამდვილად, მაგრამ თუ გაბრაზდაა. კარგი მე ვიცი რასაც ვიზავ.
-......... - არ დაინტერესებულა მაგრამ მე მაინც გავაგრძელე.
-მამაშენთან მივალ და ვთხოვ რომ შემირიგდე.
-თუ გინდა რომ სამუდამოდ ვეღარ მნახო,, რატომაც არა, მიდი და უთხარი, - ჩაიბურტყუნა თამუნამ,
მთელი გზა ვედუდღუნებოდი რომ გამოეხედა, ან ეპატიებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი
-თამჩოოო, გთხოოვ რა ხომ იცი ჩემ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
-მართლაა? და მხოლოდ შენი მოთმინება რომ გადარდებს, თვალი გაახილე იქნებ სხვასაც აქვს მოთმინება.
-მოვედით, - გააჩერა მანქანა ბაბუამ, და ალბათ სიტუაციის განმუხტვა უნდოდა.
-ეს დედა .......ი ხომ გითხარი რომ არ მინდოდა? და მხოლოდ ჩემი რომ არ მადარდებს ამდენს იმიტომ გეხვეწები ამდენს, - იმდენად უცებ ა ხმამაღლა ვიყვირე რომ თამუნა შეხტა, მერე ჩუმად კარისკენ მიტრიალდა და კარი უნდა გაეღო, რომ მკლავზე ხელი მოვუჭიხე და მოვქაჩე, შემოვატრიალე, და მოულოდნელად დავეწაფე მის ტუჩებს, ხელი თმებში შევუცურე და თვის დაღწევის საშუალება არ მივეცი, როცა მოვდუნდი და ფიქრებით მოვწყდი სამყაროს თამუნა ხელიდან დამისხლტა და მანქანიდან სწრაფად გადავიდა, მეც გადმოვედი, მაგრამ კარებთან ვიდექი და ვუყურებდი როგორ გაიქცა სახლისკენ, არც კი მოუხედავს, კარი რომ დახურა, ისევ ადგილზე ვიდექი გაქვავებულივით, მერე თამუნას ოთახში შუქი აენთო, უცებ გამოიჭყიტა ფანჯრიდან და რო დამინახა, ლოყებ აწითლებულმა სწრაფად მოშორდა ფანჯარას, თავზე ხელი გადავისვი, ჩავისუნთქე და ისევ მანქანაში ჩავჯექი. სახლში რომ მივედი, არავინ იყო, ან ვინ უნდა ყოფილიყო, სრულიად ცარიელი სახლი, სიმშვიდე, ეს მაღიზიანებდა, ჩემი ნიაკო უკვე მომენატრა, მისგარეშე სუნთქვაც კი მიჭირს, ტელევიზორი ჩავრთე მაგრამ ფიქრებში წავედი, - ეს რა გავაკეთე ტოო, თამუნას როგორ ვაკოცე, ღმერთო ჩემო არ ვიცი რა ვქნა, აუუ მაგრად გავიჭედე, რას მივაწერო ჩემი საქციელი, ასე უბრალოდ არ მივდივარ და გოგოებს არ ვკოცნი. ტელეფონი ავიღე და სანდროსთან დავრეკე, არ ვიცი რატომ, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი არავინ აიღებდა.
-.....
-.....
-.....
-.....
-ალო? - ბოლო ზარის მერე ვიღაცამ აიღო და მეც არ დავაყოვნე, ჩემი ნათქვამი ვითომც არ გაეგო, მხოლოდ სუნთქვის ხმა მესმოდა.
-ნოე შენ თუ ხარ?!




მოდი აქ დავასრულოთ, რადგან ვთქვი დავდებ თქო დავდე, ეს თავი ალბათ დიდი ვერაფერი, მაგრამ წავა რა. ჩემს ისტორიაში ოცნებები ხდება...



№1 სტუმარი Mar

Meica dasruldaa es iyo martooo?

 


№2 სტუმარი Guest elene

Vaimee ra magariaaa

 


№3  offline მოდერი bla.ell

Sayvareli da kargi istoria iyo cota guli ki damwyda rom damtavrda://magram araushavs axals dadeb sad waxvaljoyar momanatro tavi aba shen iciheart_eyeswarmatebas gisurveb axal muzastaan chemo usayvarlesoo❤❤

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

Guest elene
Vaimee ra magariaaa

აჭარბებ❤

bla.ell
Sayvareli da kargi istoria iyo cota guli ki damwyda rom damtavrda://magram araushavs axals dadeb sad waxvaljoyar momanatro tavi aba shen iciheart_eyeswarmatebas gisurveb axal muzastaan chemo usayvarlesoo❤❤

გოგო ასეთი სულელი გგონივარ? ასე უცნაურად როგორ დავასრულებდიი? მე ბოდიში- მე ვიგულისხმე ეს თავი თქოო smiley არაა, ასე ნამდვილად ვერ, ჯერ ყველაფერი უნდა დავალაგო და მერე დავასრულებ. რატო ხარ ასეთი თბილი და საყვარელი? ყველა შენი კომენტარი გაღიმების საშუალებას მაძლევს, სულ ველოდები როდის წაიკითხავ.❤❤❤❤

Mar
Meica dasruldaa es iyo martooo?

არ დასრულებულა ჯერ.

 


№5  offline მოდერი bla.ell

უფ შენ არ მოგესპო ხელებეეეjoy მეც არ ვიფიქრე სე რატო დამთავრდათქო:დდ იმიტომ არ შემიფასებია დიდად :დდ ბარემ გამარკვევს და მერეთქო:დდ მაშ ეს ტავი მართლაც კარგი იყო ქალბატონო და ველი შემდეგ თავს,ეგ შენს მიმარყ ვარ თბილი დ ასაყვარელი თორე აბა ჩემს ძმას კითხე?!joy ან ჩემს მეგობრებსbowtie❤❤უტკბილესოოო❤❤

 


№6  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
უფ შენ არ მოგესპო ხელებეეეjoy მეც არ ვიფიქრე სე რატო დამთავრდათქო:დდ იმიტომ არ შემიფასებია დიდად :დდ ბარემ გამარკვევს და მერეთქო:დდ მაშ ეს ტავი მართლაც კარგი იყო ქალბატონო და ველი შემდეგ თავს,ეგ შენს მიმარყ ვარ თბილი დ ასაყვარელი თორე აბა ჩემს ძმას კითხე?!joy ან ჩემს მეგობრებსbowtie❤❤უტკბილესოოო❤❤

უეჭველი იფიქრე - არა ეს რა არი, როგორ არი. არ ყოფილა ეს გოგო მთლად დალაგებული. ხო? joy ვაიმეეე, რა მყავს ეს მეე. ჩემი სოიოს ნაყინი ❤ joy ❤❤❤

 


№7  offline მოდერი bla.ell

s.a-cicinatela-m.m
bla.ell
უფ შენ არ მოგესპო ხელებეეეjoy მეც არ ვიფიქრე სე რატო დამთავრდათქო:დდ იმიტომ არ შემიფასებია დიდად :დდ ბარემ გამარკვევს და მერეთქო:დდ მაშ ეს ტავი მართლაც კარგი იყო ქალბატონო და ველი შემდეგ თავს,ეგ შენს მიმარყ ვარ თბილი დ ასაყვარელი თორე აბა ჩემს ძმას კითხე?!joy ან ჩემს მეგობრებსbowtie❤❤უტკბილესოოო❤❤

უეჭველი იფიქრე - არა ეს რა არი, როგორ არი. არ ყოფილა ეს გოგო მთლად დალაგებული. ხო? joy ვაიმეეე, რა მყავს ეს მეე. ჩემი სოიოს ნაყინი ❤ joy ❤❤❤

ჰაჰა გიჟი რო ხარ ფაქტი ისეც სახეზეაjoy სოიოს ნაყინი რამ გაგახსენააა ჰაჰაjoy საკალელო სეეენsmilekissing_heart

 


№8  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
s.a-cicinatela-m.m
bla.ell
უფ შენ არ მოგესპო ხელებეეეjoy მეც არ ვიფიქრე სე რატო დამთავრდათქო:დდ იმიტომ არ შემიფასებია დიდად :დდ ბარემ გამარკვევს და მერეთქო:დდ მაშ ეს ტავი მართლაც კარგი იყო ქალბატონო და ველი შემდეგ თავს,ეგ შენს მიმარყ ვარ თბილი დ ასაყვარელი თორე აბა ჩემს ძმას კითხე?!joy ან ჩემს მეგობრებსbowtie❤❤უტკბილესოოო❤❤

უეჭველი იფიქრე - არა ეს რა არი, როგორ არი. არ ყოფილა ეს გოგო მთლად დალაგებული. ხო? joy ვაიმეეე, რა მყავს ეს მეე. ჩემი სოიოს ნაყინი ❤ joy ❤❤❤

ჰაჰა გიჟი რო ხარ ფაქტი ისეც სახეზეაjoy სოიოს ნაყინი რამ გაგახსენააა ჰაჰაjoy საკალელო სეეენsmilekissing_heart

რავიცი უცებ ყველაზე მეტად რაც მომინდა, თან სოიოს ნაყინი ყველა ნაყინს მირჩევნია. მაინც რა. ❤ joy blush
ტკბილი ძილი სიყვა... ❤

 


№9  offline მოდერი bla.ell

s.a-cicinatela-m.m
bla.ell
s.a-cicinatela-m.m
bla.ell
უფ შენ არ მოგესპო ხელებეეეjoy მეც არ ვიფიქრე სე რატო დამთავრდათქო:დდ იმიტომ არ შემიფასებია დიდად :დდ ბარემ გამარკვევს და მერეთქო:დდ მაშ ეს ტავი მართლაც კარგი იყო ქალბატონო და ველი შემდეგ თავს,ეგ შენს მიმარყ ვარ თბილი დ ასაყვარელი თორე აბა ჩემს ძმას კითხე?!joy ან ჩემს მეგობრებსbowtie❤❤უტკბილესოოო❤❤

უეჭველი იფიქრე - არა ეს რა არი, როგორ არი. არ ყოფილა ეს გოგო მთლად დალაგებული. ხო? joy ვაიმეეე, რა მყავს ეს მეე. ჩემი სოიოს ნაყინი ❤ joy ❤❤❤

ჰაჰა გიჟი რო ხარ ფაქტი ისეც სახეზეაjoy სოიოს ნაყინი რამ გაგახსენააა ჰაჰაjoy საკალელო სეეენsmilekissing_heart

რავიცი უცებ ყველაზე მეტად რაც მომინდა, თან სოიოს ნაყინი ყველა ნაყინს მირჩევნია. მაინც რა. ❤ joy blush
ტკბილი ძილი სიყვა... ❤
joyნუუ რაოატივში ვარ:დდ სოიოს ნაყინი მიწოდე მაშsmile❤❤ტკბილი ძილი ჩემო საყვარელო მწერალოოheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent