შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ...11...


7-07-2017, 20:30
ავტორი kethrine
ნანახია 1 839

ალექსის კაბინეტში ვზივარ ცოტა ანერვიულებული და ველოდები თავად ურჩხულს. ურჩხულთან შესახვედრად რომ შენი ფეხით წახვალ, რა ხასიათზე ან რა გრძნობით უნდა იყო ხომ წარმოგიდგენიათ? ჩემს ფიქრებზე მეღიმება და თავს აქეთ-იქით ვაქნევ. კარის ხმაც მესმის და ვიძაბები
-მეორედ ამდენ ხანს მალოდინებ და ვეღარ მნახავ-ვითომ დავემუქრე
-მეორედ არ გალოდინებ და მესამედ შენ მოგინდება ჩემი ნახვა-დარწმუნებული მპასუხობს.
-მოვედი. რაზე უნდა დამელაპარაკო? ჩემი თვალის გარსი, ბადურა, ნერვები და კიდე უამრავი წვრილმანი, ზეპირად ვიცი-საუბარს ვცვლი
-იზი რა მოხდა?
-სად რა მოხდა?-მართლა მიკვირს
-სად და შენთან...-ყურებს არ ვუჯერებდი, მართლა ამის სალაპარაკოდ დამიბარა?!
-ალექს, ალექსანდრე... რა ბევრს იღებ შენს თავზე?-ირონიულად ვპასუხობ და ჩაცინების ხმაც მესმის, გვერდით მიდგება და მხარზე ხელს მადებს, მე კი უფრო ვიძავები
-იცი რომ გაჩერებული საათიც არ იტყუება და ორჯერ მაინც, უნებურად ამბობს სიმართლეს?
-რა შუაშია აქ საათი?-დავიღალე უკვე მისი ორაზროვნობით
-რადგან ვერ ხედავ, არ ნიშნავს რომ არ გრძნობ და არ გტკივა-ხელებს სახეზე მკიდებს...გული მიჩქარდება, სუნთქვაც მიხშირდება, თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო
-შენ... ყველასთან ასეთი ხარ?- მართლა მაინტერესებს და ჩემს სმენას ისევ ოდნავ ჩაღიმების ხმა ესმის
-შენ როგორ გგონია იზი? ოღონდ გულით მითხარი-თბილი ხმით მითხრა, მე კი ორმაგად ავნერვიულდი, ვგრძნობდი თავში ქაოსი დამეწყებოდა.
-არა... -ჩუმი ხმით წარმოვთქვი-და ეს ცუდია ალექს-ცხვირის წვა დავაიგნორე და ვეცადე არ მეგრძნო
-რატომ იზი? რა არის ამაში ცუდი?
-ალექს მე...მე არ შემიძლია...
-იზი მომიყევი რა მოხდა, გთხოვ
-არ შემიძლია ალექს, მაპატიე გთხოვ... იქნებ ოდესმე... მაგრამ ახლა არა -ცრემლები წამომივიდა, მან კი უთქმელად ჩამიხუტა, პირველი გულწრფელი ჩახუტებით. გულში სითბო ჩამეღვარა. უფრო ავტირდი და ვიგრძენი, მივხვდი რომ ჩემი ამბავი მასაც ეტკინებოდა. რატომ? არვიცი, უფრო სწორად არ მინდოდა მცოდნოდა. არვიცი რამდენი ხანი ვისხედით ასე, მის მკერდს მიყუდებული, გატრუნული... არაფერს ზედმეტს არ ამბობდა, არც აკეთებდა... საოცრად მომინდა ეს მისგან წამოსული სითბო და თანაგრძნობა ამეღო, სახლში წამეღო და არასდროს გამეშვა. სულ ჩემთან, გულში ყოფილიყო.
-მეშინია, რომ ამ ოთახიდან გავალ და ვერასოდეს ვერ ვიგრძნობ თავს ისე, როგორც აქ, შენთან-გულიდან წამოსული სიტყვები ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.
-შენ ჩემთან ყოველთვის იგრძნობ ამ სითბოს...-ჩუმი, მომნუსხველი ხმით მითხრა და ვიგრძენი რომ ფიქრობდა... ჩემი მდგომარეობის მიზეზზე ფიქრობდა.
-მე მოვალ ორშაბათს... და მე შენ, ყველაზე მეტად გენდობი-ღრმად ამოვიოხრე და ცრემლები უკვე მერამდენედ მოვიწმინდე
-ვიცი-მხოლოდ ეს მითხრა, ხელი შემიშვა და ცრემლები მომწმინდა. თმები გამისწორა... შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა.
რამე მოხდა? არც არაფერი, მაგრამ საოცრად მშვიდი ხასიათით, დამშვიდებული წავედი სახლში. ალექსი? რას წარმოადგენდა ჩემთვის? როგორც იქნა საკუთარ თავს საჭირო კითხვა დავუსვი, მაგრამ საჭირო პასუხი ვერ გავეცი. მიუწვდომელი ადამიანი, რომელიც საჭიროზე ძვირფასი იყო ჩემთვის... ადამიანი რომლის გარეშეც ვერ ვიქნებოდი...

ორშაბათს, დილით მივედით ისევ მე და ლელა... როგორც უწინ, ახლაც რაღაც სითხე ჩამასხა თვალში და ოპერაციის რიგს დაველოდეთ. არ მინდოდა მაგრამ ვნერვიულოვდი, არ მინდოდა შემტყობოდა, მაგრამ მეტყობოდა. ნიკამაც დამირეკა, ვუთხარი... კი იცოდა ოპერაციას რომ ვიკეთებდი, სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, გადამეხვია, წარმატებებიც მისურვა. დასწრებაც უნდოდა, მაგრამ საქმეს ვერ მოცდა, მეც ვიუარე, არ მინდოდა აქ დალოდება. გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ალექსის გვერდით ნიკა არ მინდოდა? ალბათ არა. თან დღესვე ხომ არ იქნებოდა პასუხი, ამიტომ ორივესთვის აჯობებდა ცალკე ყოფნა.
წინა ოპერაციისგან განსხვავებით, ცოტა დიდხანს გაგრძელდა, ვიცოდი და მჯეროდა რომ ალექსიც ისევე ნერვიულობდა როგორც მე, მასაც ისევე უნდოდა დადებითი და კარგი შედეგი, როგორც მე.
საოპერაციოდან გამოსულს გვერდიდან არ მომშორებია, ვცდილობდი მეთქვა და ამეხსნა რომ ეს უკვე მის მოვალეობაში არ შედიოდა. ის კი ჯიუტად იმეორებდა
-იზი, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო და რა არა. გაჩუმდი და დაისვენე-ჩვეული სიმკაცრით ბუზღუნებდა, მაგრამ იმას არ ფიქრობდა რომ მეც მინდოდა სუნთქვა და თავისუფლება. მასთან ერთად კი შეუძლებელი იყო. არ მაკომპლექსებდა მაგრამ იყო რაღაც რასაც ვერ ვხსნიდი. ლელა სახლში გავუშვი, რადგან ალექსი არ მტოვევდა, თავიდან კი მანაც იუარა მაგრამ დავითანხმე.
საავადმყოფოს პალატაში ვიწექი, ის კი ჯიუტად არ გადიოდა პალატიდან
-ალექს წადი რამე მაინც ჭამე-უკვე ნერვებმოშლილმა ვუთხარი
-არ მინდა-მკაცრად მომიგო
-სულ ასეთი მკაცრი რატომ ხარ? ერთი კვირა, სანამ ამ თვალს არ გაბინტავ, მასე უნდა მსდიო და არაფერი ჭამო?
-არ მინდა იზი, უბრალოდ დაიძინე კარგი? აქ ვიქნები, თუ რამე დაგჭირდა-სავარძლის ხმა გავიგე, ახლოს მოიწია, ჩემი ხელი დაიჭირა და აკოცა. ცოტა შევკრთი, არ ველოდი. თუმცა მესიამოვნა, თან ძალიან. ხელზე ხელი მოვუჭირე
-მადლობა-დაბალი ხმით ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე
-ჩუუ-მხოლოდ ეს მითხრა... ან მე არ მახსოვს, ისე დამეძინა ვერ მივხვდი.



-დე მოხვდით? ისევ მოხვედით? ხომ აღარ წახვალთ?-მშობლების ნახვით გახარებული, აჟიტირებული პატარა ბავშვივით დავრბივარ მათ გარშემო
-იზი, ფრთხილად! გარშემო უამრავი დაბრკოლებაა, ფეხს წამოკრავ ისე, როგორც უკვე წამოკარი...
-ნუ გეშინია მამი, შენთან ვართ-გულში მიხუტებს მონატრებულ შვილს მე კი ისევ ვტირი. ვტირი და ისევ ვტირი.
-არ მიმატოვოთ რა... ...-თუმცა ხელს მიშვებენ, ერთმანეთს კიდევენ და ისევ მიდიან...
-დეეე... მააა.... ნუ წახვალთ, რატომ მტოვებთ? ეგაა შენს გვერდით ვართო? ვინ მეყოლება?-გავკივივარ ისე თითქოს საერთოდ არ მადარდებს არავინ მათ გარდა. ჩემს დაძახილზე მამაჩემი ბრუნდება და მიღიმის, დედაც იგივეს აკეთებს. მე კი მინდა გავიქცე და ორივეს ჩავეხუტო მაგრამ ვერ ვმოძრაობ, მდუღარე ცრემლები ერთი მეორეს ანაცვლებს...
-შენ ყველაზე კარგი გყავს-ორ ხმაში მეუბნევიან და ისევ ბრუნდებიან. ჯერ მათ ვეძახი, მერე კი ბოლო იმედს ვუხმობ და მასაც ისეთივე გამყინავი ხმით ვუყვირი
-მიშველე... გთხოვ... ხომ მითხარი, ხომ შემპირდი. მიდიან, ისინი ისევ მიდიან ალექს გთხოვ, ალექს-რაც ძალა და ღონე მაქვს ვკივი და ტუჩებზე რაღაც ფაფუკს ვგრძნობ. იმდენად ტკბილია რომ არ მინდა მომშორდეს. ხელებს ვითავისუფლებ და ტუჩებზე ვიდებ... არაფერი.. ცარიელია, თავს გვერდით ვხრი
-გამოფხიზლდი?-ბუნდოვნად, შორიდან ჩამესმის ჩემი იმედის ხმა და ვგრძნობ რომ ისევ ძილში ვაპირებ წასვლას
-იზი, გამოფხიზლდი!
-მე... დედა... მამა... ალექს...-ვბუტბუტებ და უკვე მეც ვცდილობ გამოვფხიზლდე
-ალექს? რა ხდება?-გაკვირვებული ვკითხულობ და თავის ტკივილს ვაიგნორებ
-არაფერი... ცუდი სიზმარი ნახე-აღელვებული ხმით მპასუხობს
-ცუდი კი არა კარგი იყო, უბრალოდ იქაც დამტოვეს-სევდიანად ვპასუხობ და ხელებს ტუჩებზე ინსტიქტურად ვიდებ
-იმიტომ ტიროდი ისე ძალიან... ახლა კარგად ხარ?-მზრუნველად მკიდებს ხელს, ხელზე
-კი. როგორ გამომაფხიზლე?-ოდნავ ჩაახველა
-დაგიძახე-უცბად მპასუხობს-იზი, შეგიძლია წახვიდე სახლში, ლელაც მოვა უკვე სადაცაა...ერთ კვირაში აგხსი კარგი? დროებით და წარმატებები-შუბლზე მკოცნის და მიდის. ხანდახან რა წამოუვლის ხოლმე საკითხავია... ცოტა დავმშვიდდი და წამოვდექი, ლელა მოსულიყო უკვე, გადამეხვია და ჩამიხუტა... ასე ჩუმად, უთქმელად წავედით სახლში,იგივე წამლების დალევაც თავიდან დავიწყე, იგივე ლოგინი, ნერვიულობა, მოუსვენრობა, რწმენა და რათქმა უნდა იგივე იმედი, ოღონდ უფრო დიდი. იმ საღამოსვე მინახულა ნიკამ, ეცადა გავემხიარულებინე როგორც ყოველთვის
-ჩემი ყველაზე გემრიელიიი-ძლიერად ჩამეხუტა და თავზე მაკოცა
-ნიკა, გამგუდავ-სერიოზულად ვუთხარი და ოდნავ ვუჩქმიტე, მანაც წამოკივლება არ დააყოვნა
-ლელა ამ ბავშვმა ზრდილობა სულ არ იცის. უნდა ასწავლო რომ ჩქმეტა არ შეიძლება-სერიოზული ხმით მიმართა გოგონას და ფართოდ გაიღიმა.
-მოდი ბატიბუტი მოვხალოოთ-აზრი გამოთქვა ლელამ და ვითომ შენიშვნაც დაიმსახურა
-გოგო მაგას პოპკორნი ქვია-გაპრანჭულად შეუსწორა ნიკამ და უკვე გავიღიმე
-დიდი ხანია პოპკორნი დაერქვა?-სული რომ მოითქვა ლელამ, თავისი სიტყვის დაცვაც სცადა -მე რაც მასწავლეს ის ქვია გასაგებია?-დაამთავრა გამოსვლა და ტაფაც გაზზე დადო. -ისე ამას ხო ტაფა ქვია?-სერიოზულად დაინტერესებული ხმით კითხა ნიკას
-მაგის სხვა სახელი არ ვიცი-ბავშვურად ჩაიდუდღუნა, ამ დროს კი ზარიც გაისმა ტელეფონზე, ლელამ მომაწოდა და მეც სიცილით ვუპასუხე
-გისმენთ
-ვატყობ კარგ ხასიათზე ხარ. თავს ხომ უფრხილდები?-მზრუნველი ხმით დაიწყო
-კი ალექს მადლობა დიდი,შენ როგორ ხარ?
-ეცადე არ ინერვიულო... მე რავი ნორმალურად-რაღაც გადაღლილი და სევდიანი ხმა ქონდა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი რადგან როცა მე მჭირდება, ყოველთვის ჩუმად თუ ხილულად, სულ ჩემს გვერდით მეგულება. ახლა კი ალბათ მას ჭირდებოდა ჩემგან სულ მცირე მაინც. ამიტომ თავი ვალდებულად ვიგრძენი მეკითხა
-მოვიდე?-ცოტა ხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი ასევე ჩუმად წარმოთქვა
-არა, არა იზი... ამისთვისაც გმადლობ. -რაღაც აწუხებდა მაგრამ მივხვდი არც თქმა უნდოდა. რომ მივსულიყავი არც მაშინ მეტყოდა, ახლა რომ გავჯიუტებულიყავი და ჩავძიებოდი, არც ეს გამოიღებდა შედეგს
-კარგი... როგორც გინდა-ჩუმად ვუთხარი და დაველოდე რას იტყოდა. ისევ ჩუმად იყო რამდენიმე წუთი მერე კი მშვიდად მითხრა
-მადლობა იზი... კარგად
-კარგად- ვუთხარი და გავუთიშე. გულში რაღაც ჩამწყდასავით, ლელას და ნიკას ხუმრობაზე აღარ მეცინებოდა. ალექსიზე ვფიქრობდი, რატომ დამირეკა რა აინტერესებდა ან რა უჭირდა
-იზ მე უნდა წავიდე,მერე კიდევ შემოგირბენ კარგი?- უცბად მითხრა ნიკამ ის რასაც ველოდი. ღიმილით დავუქნიე თავი და ლოყაზე ვაკოცე
-საყვარელი ხარ-სახე დამიჭირა და შუბლზე მაკოცა. დავიცადე სანამ გავიდოდა და დაქალს მივუბრუნდი
-ლელ დამავიწყდა აქამდე მეკითხა, იმ ბიჭისკენ რა ხდება? რა ქვია?
-მეც უნდა მეთქვა შენთვის-ტაში შემოკრა და გვერდით დამიჯდა-მოკლედ ხომ გითხარი უნივერსიტეტში მხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, იმ დღეს შენ უნდა გამოგყოლოდი ექიმთან, ხოდა ვიფიქრე მარკეტში გავივლი რაღაცეებს ვიყიდითქო-გულისყურით ვუსმენ და ოდნავ მეღიმება, ის კი აგრძელებს- იზ მე კი სწრაფად ავიღე რაც მინდოდა მაგრამ სალაროსთან რიგი იყო, მე კიდევ შენთან მეჩქარებოდა... ჩემს წინ ვიღაც ბიჭი იდგა, სიგარეტი და ყავა ქონდა ნაყიდი... როცა მოლარემ ნივთები გაუტარა აღმოჩნდა რომ საფულე მანქანაში დარჩენია, მოლარეს უთხრა წავალ და უცბად მოვიტანო, მეშველათქო გავიფიქრე მაგრამ რად გინდა, ეს ქალი რას პასუხობს იცი? სანამ არ გადაიხდი, სხვას ვერ გავატარებო, ხოდა მოთმინება ამომეწურა და რომ ვიჭყავლე, ოღონდაც აქ ნუ დამაბერებთ და მე გადავიხდი, მეჩქარებათქო, მერე შევხედე სახეზე და ის არ ყოფილა? კი გავიფიქრე რა მატლიკინებდათქო მაგრამ რაღას ვიზავდი, ანგარიში გავასწორე და მერე დამპატიჟა კაფეში, მადლობას არ გეტყვი, სანაცვლოდ დაგელოდებიო-ისეთი აჟიტირებული ყვებოდა, მისი სიხარული მეც გადმომედო
-ჩემი ლამაზი გოგო, როგორ მიხარია. როდის მიდიხარ?
-დღეს დამპატიჟა-ლოყაზე მკოცნის და იცინის. ლელაც გადიოდა სახლიდან მეკი გული რატომღაც ალექსისკენ მიმიწევსა. ხომ ყოფილხართ ისე, რომ თითქოს კარგად ხართ, მაგრამ მაინც რაღაც გიღრნით გულს? მეც ასე ვიყავი...
-მეც უნდა წავიდე, ალექსმა დამიბარა, მგონი რაღაც საბუთები დარჩა-ახსნისგან თავი შევიკავე
-მარტო? გინდა წამოგყვე?-მაშინვე შემომთავაზა ლელამ
-შენ რა გაგიჟდი?-ლამის ვიკივლე-რომ მოვალ, მომიყვები ყველაფერს. ტაქსით წავალ-ვუთხარი და მართლაც ასე მოვიქეცი, მძღოლი დამეხმარა კლინიკაში მისვლაში. შენობაში კი მიმღების გოგონა. კაბინეტის წინ ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა, სანამ მე ამდენს ვფიქრობდი, ამასობაში თავად გაიღო კარები
-იზი? შენ აქ...-დაბნეული ლაპარაკობდა
-მარტო ხარ? -ნელა ვკითხე
-კი შემოდი, საბუთები მოვაწესრიგე და გავდიოდი. როგორ ხარ?
-კარგად. შენ?-ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა
-რამე პრობლემაა? თვალები ხომ არ გტკივა ან გეწვის?-მაშინვე დაიწყო დაკითხვა
-არა, არა ალექს კარგად ვარ მართლა. მე შენთან მოვედი. რატომ დამირეკე რამე მოხდა?-ინტერესიანი ხმით ვკითხე
-არა...-ყოყმანით მითხრა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. არაფერი მითქვამს,მხარზე ხელი დავადე და ოდნავ მოვუჭირე. ხელზე ხელი დამადო, ტუჩებთან მიიტანა და თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა
-ხომ დაინახავ იზი, ხომ დამინახავ? -ყურებს არ ვუჯერებდი, ის ჩემზე ნერვიულობდა. რათქმა უნდა ექიმი იყო და გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობდა მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ექიმის მიერ პაციენტის მიმართ ყურადღება, ეს რაღაც მეტი იყო და ეს რაღაც გულს მიფორიაქებდა
-მე გენდობი და მჯერა. შენ ჩემი იმედი დაგარქვი, იმედი და რწმენა კი საუკეთესო რამაა მსოფლიოში-როგორ ვუთხარი არ მახსოვს. მხარზე თავი დავადე და მივეყრდენი.
ალექსისთან თავს ყველაზე დაცულად და სანდოდ ვგრძნობდი, ნელ-ნელა გავიაზრე და მივხვდი. . . ვხვდებოდი მაგრამ იმდენად ვიყავი გრძნობების თვალითაც დაბრმავებული, რომ ვეღარაფერს ვეღარ ვარქმევდი სახელს. და რა მოხდებოდა რომ გამეცნო ალექსი, ავარიამდე, ან რა მოხდება თუნდაც ახლა, როცა უკვე ვიცი რომ ნიკას მიმართ ჩემი გრძნობები არ შეიცვლება, და რა ვუყო იმ ღამეს, რომელმაც ყველაზე შავად იმოქმედა ჩემზე და ჩემს მეხსიერებაზეც...
რაღაც ვიცოდი
რაღაცას მივხვდი...
მაგრამ რას? საბოლოოდ მე ისევ არვიცი...


______________
აღარ ვიცი მოგწონთ თუ არა მაგრამ მაინც ვაგრძელებ. მაინც ყველა მიყვარხართ :დდდ ჩემჯ პოზიტივები ართ. მადლობა ჩემო გოგოებო დიდი...



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ თუ არ მომწონს. ვგიჟდები, ისეთი კარგია, კითხვისას სითბო მეღვრება გულში. როგორ მაბედნიერებს ახალი თავის დადება ვერ წარმოიდგენ❤❤❤

 


№2  offline წევრი kethrine

Chikochiko
როგორ თუ არ მომწონს. ვგიჟდები, ისეთი კარგია, კითხვისას სითბო მეღვრება გულში. როგორ მაბედნიერებს ახალი თავის დადება ვერ წარმოიდგენ❤❤❤

ჩემო გამხარებელო, როგორ მახარებ და მაბედნიერებ ვერ ხვდები... ❤❤❤ უზომო მადლობა ჩემო პოზიტივო... აი ყველანაირად ვეცდები მალე დავდო ხოლმე... ❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

არც უნდა გეკითხა ეგ.ეს ისტორია რომ არ დაასრულო გავაფრენ.ალექსი ვაიმე ვგიჟდები ამ ადამიანზე და მომაშორე ნიკა დროულად smile რაღაცნაირად საყვარელი და თბილი თავი არის.უფრო გამოჩნდა ალექსის დამოკიდებულება.ვგიჟდები მე შენზე ტკბილო
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი kethrine

La-Na
არც უნდა გეკითხა ეგ.ეს ისტორია რომ არ დაასრულო გავაფრენ.ალექსი ვაიმე ვგიჟდები ამ ადამიანზე და მომაშორე ნიკა დროულად smile რაღაცნაირად საყვარელი და თბილი თავი არის.უფრო გამოჩნდა ალექსის დამოკიდებულება.ვგიჟდები მე შენზე ტკბილო

შენ ხარ თბილი და ტკბილი ლან.... ყოველთვის რომ მამხნევებ და გვერდით მიდგახარ. მადლობა ჩემი კარგი უღრმესი... ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№5 სტუმარი No on

Patara tavebi damxvda da at momieia gateneba madloba shen.... Es nnuka ar momwons mre da moashore droulad raa..... Vegar vitmen ise mainteresebs gagrdzeleba shen muzas utxari nu ciglutobs.......

 


№6  offline წევრი kethrine

No on
Patara tavebi damxvda da at momieia gateneba madloba shen.... Es nnuka ar momwons mre da moashore droulad raa..... Vegar vitmen ise mainteresebs gagrdzeleba shen muzas utxari nu ciglutobs.......

ნონა როგორ მაკლდი ❤❤❤❤ გამიხარდი.... ვეცდები, ვეცდები და კიდევ ერთხელ ვეცდები მალე დავდო. მადლობა შენ რომ მყავხარ და მამხნევებ.
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent