მოუხერხებელი გამომძიებელი 10
მუხლებზე ლეპტობს ვიდებ და რას ვხედავ! ლაშა ამილახვარი ჩემს მეგობრობის თხოვნას ეთანხმება. მე, რომ არ გამიგზავნია? ვინ გააგზავნა? ვფიქრობ და საჭირო პასუხს ვპოულობ! ჩემთან მოსულმა ლაშა ამილახვარმა, გააკეთა ეს ყველაფერი! ვითომ, ძალიან მინდოდა, რა მეგობრებში დამატება! კარგი, ვაღიარებ მინდოდა! ლეპტობს გვერდზე ვდებ და მარიამი გვერდზე მიჯდება: -თემის დაწერაში დამეხმარები?-მთხოვს ის. -რა გაქვს დასაწერი?-ვკითხულობ მე. -,,ცდა ბედის მონახევრეა"-მპასუხობს მარიამი. -მოიტანე, კალამი და ფურცელი.-ვეუბნები მე და თან აზრებს ვალაგებ გონებაში. მარიამი ფურცელს წიგნზე დებს და ჩემს მითითებებს ასრულებს. *** დილით მაღვიძარა მაღვიძებს და ჩემი გონებაც მალევე ხვდება, რომ მოკლეხნიანი შვებულება დამთავრდა. ვდგები და ჩუსტებში ფეხს ვყოფ. აბაანაში თავს ვიწესრიგებ და შემდეგ კარადას ვადგები. ატმისფერ კაბას ვიღებ და ტანზე ვირგებ. ჩემებს ვემშვიდობები და კიბეებზე ჩავდივარ. ცოტა ფეხი მაწუხებს, თუმცა ვცდილობ ნორმალურად ჩავიდე. ტაქსს ვაჩერებ და სამსახურის მისამართს ვკარნახობ. ჩემი მობილური რეკავს და ყურზე ვიდებ: -ხო, დიანა! -სად ხარ?-მეკითხება ის. -ტაქსში!-ვპასუხობ მე. -იგვიანებ და კიდევ არ გაგიბრაზდეს, ბატონი ლაშა!-მაფრთხილებს დიანა. -მალე მოვალ!-ვთიშავ მობილურს. ხო, მართალია ცოტა მეშინია, თან მისი დასჯის მეთოდები. მეღიმება და ცოტახანში მანქანა სამსახურის წინ ჩერდება. ფულს ვაწვდი და გადმოვდივარ. ბანკში შევდივარ და ყველა სათითაოდ მკითხულობს. ჩემ სამუშაო მაგიდასთან მონატრებული მივიდვარ. -ფეხი კიდევ გტკივა?-შეწუხებული მეკითხება დიანა. -იმდენად აღარ, მაგრამ მტკივა.-ვპასუხობ მე. ჩემთან ლაშას მოადგილე მოდის: -სოფია, ბატონი ლაშა კაბინეტში გიბარებთ! -რა ხდება?-ვეკითხები მე. -თვითონ შეგატყობინებთ!-მეუბნება ის. კაბინეტისკენ მივემართებუ და კარებზე ვაკაკუნებ: -შეიძლება? -შემოდი!-მპასუხობს ლაშა. კარებს ვაღებ და შიგნით შევდივარ: -უნდა გამაგდო, რომ დავიგვიანე?-შეშინებული ხმით ვეუბნები მე. -მაგაზე სერიოზული საქმე გვაქვს, სოფია!-მეუბნება დაბოხებული ხმით.-გვიჩივიან! -რატომ?-გაკვირვებული ვეუბნები. -ელზა გიორგაძისთვის კრედიტი არ მიგიცია და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი უსამართლოა და მისი საბუთებიც არ შეგიმოწმებია.-მპასუხობს ის. რა სისულელეა! ყველას საბუთბს ვამოწმებ და უმიზეზოდ არავის მიუვიდოდა უარყოფითი პასუხი! ახლა მეც და ლაშასაც გვიჩივიან, რადგან ის უფროსია და ამჟამად ის მართავს. -ჩემს ადვოკატს დავუკავშირდები!-მეუბნება ლაშა. თავს ვუქნევ და ანერვიულებული სკამზე ვჯდები. -ქალბატონო მაკატერინე, გამარჯობა!-როგორც მივხვდი ეს ადვოკატია. ის რას პასუხობს არ მესმის, მაგრამ შეხვედრა დღეს იმართება. ლაშა მობილურს მაგიდაზე დებს და მე მიბრუნდება: -ახლა ადვოკატი მოვა და ყველაფერს მას უამბობ როგორც რა მოხდა. -რათქმაუნდა!-ვეუბნები მე და წყალს ვსვავ. ცოტახანში კაბინეტში, ახალგაზრდა მაღალი, ქერათმიანი, ელეგანტური, ლამაზი ქალბატონი შემოდის. ხელს მართმევს და მეცნობა. -მაკატერინე!-მას საქმიანი სახე უჭირავს და მოხიბლული ვრჩები მისით. -სოფია!-ვეცნობი მეც. -გამარჯობა, ბატონო ლაშა!-ესალმება ლაშასაც. -გამარჯობა! რამეს დალევთ?-სთავაზობს ლაშა. -არა, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!-სავარძელში ჯდება და ჩვენ გვიყურებს.-პირველრიგში მომიყევით, რა როგორ მოხდა! შეუმოწმეთ საბუთები, არ შეუმოწმეთ და ხო კიდევ, ელზა გიორგაძის საბუთები მომიტანეთ.-ამბობს ის. მე და ლაშა ერთმანეთის გევრდით ვზივართ და ლაშა ხელს ხელზე მადებს, როცა ამჩნევს, რომ ვნერვიულობ. ასეთ საქმეებში, დაბნევა ვიცი და ვცდილობ ჩემი თავი ავიყვანო. ლაშა თავის მდივანს უხმობს და საბუთების მოტანას სთხოვს. მე კი მოყოლას ვიწყებ. ყველაფერი მოვუყევი, ყოველი დეტალი. როგორ მოვიდა ის ქალბატონი, ის, რომ სხვა ბანკებშიც ქონდა სესხი და წესების თანახმად სესხს ვერ მივცემდი. -ამ საბუთებს მე დავიტოვებ, გადავხედავ!-აბობს ქალბატონი მაკატერინე და მობილურზე ურეკავენ. ეკრანზე იხედება და ეღიმება: -უკაცრავად!-ფანჯარასთან მიდის და მობილურს იღებს: -ხო, დათა!-პასუხობს ის. ........ -ახლა შეხვედრაზე ვარ და მერე დაგირეკავ!-ეუბნება მაკატერინე. .......... -მეც!-ამბობს და გაღიმებული მოდის ჩვენსკენ. -უკაცრავად!-იძახის და ადგილს იკავებს.-ორივე ყურადღებით უნდა იყოთ და ასევე თუ რამე კავშირი გექნებათ ელზა გიორგაძესთან, პირველრიგში მე უნდა გამაგებინოთ!-გვეუბნება ადვოკატი. -რა თქმა უნდა!-პასუხობს ლაშა. -კარგით, ახლა მე დაგტოვებთ და მობილურები არ გათიშოთ, ნებისმიერ დროს შეიძლება დამჭირდეს თქვენთან კონტაქტი!-მოგვმართავს ის . -კარგად ბრძანდებოდეთ!-ვემშვიდობებით და კაბინეტში მარტო ვრჩებით. -კარგი გოგოა!-ვამბობ მე. -დარწმუნებული ვარ ამ საქმეს კარგად გაართმევს, არცერთი სასამართლო არ წაუგია!-მეუბნება ლაშა. -ხოდა ამ საქმისაც არ უნდა გვეშინოდეს!-ვეუბნები და ჩვენს ხელებს დავჰყურებ.-ხელი გამიშვი!-უშედეგოდ ვცდილობ ხელის განთავისუფლებას. -ახლა, მაინ გაჩერდი!-ღიმილიანი სახით მეუბნება ლაშა. თავს მის მხარზე ვდებ და ორ რაღაცაზე ვფიქრობ: ერთი-ლაშა ამილახვარზე! მეორე-სასამართლოზე! სამუშაო საათების დასრულებისას გარეთ გამოვდივარ და ტრანსპორტს ველოდები. ჩემს წინ ლაშა დგას, მანქანით და ყურადღებას არ ვაქცევ. ჩევნს ურთიერთობას, რომ დავუფიქრდე სასაცილოა. ერთ მომენთში ერთმანეთით ვტკებით, მეორე მომენტში ერთმანეთს ვაბრაზებთ და ძალით ყურადღებას არ ვაქცევთ. ფეხი მტკივა და სახეს ვმანჭავ. -დაჯექი!-კარებს მიღებს ლაშა. -არ მინდა!-ვპასუხობ მე. -დაჯექი!-არ იშლის თავისას. -არ მინდა!-არ ვიძვრი ადგილიდან. უცბად ლაშა ჩემსკენ მოიწევს და ხელში ავყავარ და მანქანაში ძალით მსვავს. -რას აკეთებ?-ვითომ ვუბრაზდები, მაგრამ მსიამოვნებს. -ხომ ხედავ ფეხი გტკივა!-მეუბნება ლაშა. მეც ვჩუმდები და გზას გავყურებ. ჩემს სადარბაზოსთან მანქანას აჩერებს და მეც კარებს ვაღებ. -ორი წუთით, იყავი!-მეუბნება ლაშა და მას ვუყურებ. თმაზე ხელს მისვამს და მანიშნებს, რომ გადავიდე. -მიყვარხარ!-მესმის ხმა. ვჩერდები, თუმცა უკან არ ვტრიალდები. მისკენ ვიხედები და იღიმის, ოღონდ ისე არა, როგორც მას სჩვევია, ირონიული ღიმილით. მის სახეზე ირონიის ნაკვალევიც კი არ არის, არამედ სითბოსია, რომელიც ჩემამდე აღწევს. მანქანას ძრავს და მიდის. მეც ვუყურებ და სასიამოვნოდ მეღიმება და ამ ყველაფერმა ჩემში სითბო, სიამოვნება, დაბნეულობა, სიხარული და სამყაროს შეცვლა. -------------------------------------------- პატარა სიუპრიზებით დავბრუნდი, ჩემო საყვარლებო! ვფიქრობ კარგად განვავითარე სიუჟეთები, თუმცა ამას თქვენგან ველი, როგორ მოგწონთ! ადვოკატი მეს გმირებიც ვიხილეთ და იემდია მოგწონთ და შემაფასებთ. სურათზე ლაშაა გამოსახული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.