მივედი, ვნახე, შევიყვარე (თავი მეექვსე)
მიუხედავად იმისა, რომ ლანა არასდროს მალავდა ცხოვრებისეულ დეტალებს მეგობრებისგან, და ყოველთვის ერთმანეთს უყვებოდნენ ყველაფერს. მაინც გადაწყვიტა, რომ წინა ღამით მომხდარი დეტალები დაქალებისთვის არ ეთქვა. არ ნიშნავს რომ მათ არ ენდობოდა, უბრალოდ არ უნდოდა საკუთარი თავისთვის ფუჭი იმედები მიეცა, რადგან ბოლომდე დარწმუნებული არ იყო საკუთარი თავის შესაძლებლობებში და ბოლომდე არც ნაპატიები ჰქონდა ყველაფერი. არ სურდა მეგობრების თვალში ცერცეტი და ქარაფშუტა გოგო გამოჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ამბავი თვეების წინ მოხდა და მეგობრებიც კიარ გაკიცხავდნენ, პირიქით გაუხარდებოდათ მისი ბედნიერება. საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არაფერი შეემჩნია და უბრალოდ მოვლენების განვითარებას დალოდებოდა. თანაც რატომღაც ტვინში ჩაიბეჭდა რომ დიანა მართალი იყო და მას ალექსანდრე მართლა მოსწონდა. არა კი არ მოსწონდა, აგიჟებდა მისი სიახლოვე და ასეთი შეგრძნებები არც მანამდე ჰქონდა გამოცდილი. თანაც ეშინოდა ალექსანდრეს რამე არ გაეგო მისი წარსულიდან. საბოლოოდ ხვდებოდა, რომ სჯობდა ყველაფერი თავის თავში ჩაემალა და გრძნობები სააშკარაოზე არ გამოეტანა, დაქალები ნამიოკებით მაინც მიახვედრებდნენ ალექსანდრეს ყველაფერს. ნაშუადღევს ნაბახუსევმა და მოშიებულმა გაიღვიძა. სარკეში დიდ ხანს ათვალიერებდა საკუთარ თავს, თითქოს ახლა უფრო ცდილობდა რომ ალექსანდრესთვის თავი მოეწონებინა, აღარ სურდა მისგან გაქცევა, პირიქით ფიქრობდა, რომ ალექსანდრე ერთადერთი ადამიანი იყო ვინც მას მდგომარეობიდან გამოიყვანდა და საკუთარი თავის ნდობას დაუბრუნებდა. საფულე და ტელეფონი აიღო, კარები ჩაკეტა და ქვემოთ სასადილოდ ჩავიდა. გოგოებს მიწერა, რომ პლაჟზე დარჩენილიყვნენ და ისიც მალე შეუერთდებოდა. რამდენიმე ლუკმის შემდეგ ჩანგალი გვერდით გადადო, წვენი მოსვა და ნაცნობი ნომერი აკრიფა. დედის ხმის მოსმენისას, სასიამოვნოდ დაუარა გრძნობებმა მთლიან სხეულში. დედასთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ბავშვობიდან მეგობრობდნენ და არაფერს უმალავდა, კარგად იცოდა, დედა ის ადამიანი იყო ვინც რაც არ უნდა მომხდარიყო მის გვერდში დადგებოდა, თუმცა წარსულის ცოდვის გახსენება და განხილვა ნამდვილად არ სურდა, იცოდა რომ დედას გული ეტკინებოდა და მაქსიმალურად თავს არიდებდა მასთან კონტაქტს. ხმა აკანკალებულმა და აცრემლებულმა დადო ტელეფონი და ხელი თვალებზე აიფარა. თითქოს მოსწყდა სამყაროს და ისევ კაიფში გადაეშვაო. მოულოდნელად იგრძნო ვიღაც როგორ შეეხო მის კისერს და შემდეგ ცხელი ტუჩები როგორ მიაწებეს ლოყაზე. თვალები დაფეთებულმა გაახილა და ხელთ გაღიმებული ალექსანდრე შერჩა. ესიამოვნა მამაკაცის დანახვა, თუმცა მაინც და მაინც შესამჩნევად არ გამოუხატია. - როგორ ხარ ალექს? - ღიმილით მოიკითხა მამაკაცი - არამიშავს, როგორ გეძინა? არ მეგონა თუ ასე ადრე გაიღვიძებდი - ბარიტონი საკმაოდ დამთბარი და საოცრად მშვიდი ჰქონდა ალექსანდრეს. - ხო, გვიან ვწვები და ადრე ვდგები - გაეცინა ლანასაც. ალექსანდრე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, როდესაც შემოსასვლელში შაკო დალანდა. უცბად თვალებში სიწითლემ დაუარა, არ უნდოდა შაკოს ლანასთან რამე შეემჩნია, მაგრამ მალევე დამშვიდდა და დარწმუნდა ძმაკაცის ნდობის ფაქტორში. ხელით ანიშნა რომ მათ მაგიდასთან მისულიყო. შაკო ეჭვის თვალით უყურებდა წყვილს. თუმცა არაფერი შეიმჩნია და მხიარული ნოტით მივიდა მათთან - გამარჯობა - ჩაილაპარაკა და ალექსანდრეს მიერ გამოწეულ სკამზე დაჯდა. - შაკო, ეს ლანაა, ლანა ეს კი ჩემი ახლო მეგობარი და ძმაკაცი შაკოა, აქ ერთად ვისვენებთ - ღიმილით გააცნო ერთმანეთი. - ძალიან სასიამოვნოა, სხვათაშორის შენზე მსმენია - ორაზროვნად ჩაილაპარაკა შაკომ და გოგონას თვალი ააყოლა, დარწმუნდა ალექსანდრეს მიერ აღწერილ სილამაზეში და კმაყოფილმა შეუქო მამაკაცს გემოვნება, ოღონდ რა თქმა უნდა გონებაში. - მართლა? რას გიყვება ხოლმე ჩემზე? - სიცილით წარმოთქვა ლანამ და ლოგიკურად მიხვდა, რომ ალექსანდრესგან ექნებოდა რამე გაგონილი, თუმცა ის არ იცოდა, რომ მხოლოდ გაგონილი კი არა შაკო დეტალურად იყო ინფორმირებული ღამის შესახებ. - მაგას თვითონ გეტყვის - გაიცინა შაკომაც და ალექსანდრეს დაძაბული გამოხედვა და მძიმე ამოსუნთქვა არ გამოპარვია. ჰოლსა და კაფეტერიას შორის კარებში, ორი მომხიბვლელი გოგონა გამოჩნდა, რომელიც აშკარად მათი მაგიდისკენ მიდიოდნენ. ლანამ თავი მიატრიალა და მონატრებული დაქალები რომ დაინახა, გულში ჩაიცინა. გოგოები ჯერ ლანას უყურებდნენ მოჭუტული თვალებით, შემდეგ კი ორ ერთმანეთზე სიმპატიურ მამაკაცს. - გამარჯობათ - ერთხმად ჩაილაპარაკეს და მაგიდასთან დასხდნენ. - ესენი კი ჩემი მეგობრები არიან, დიანა და ირინკა. გაცნობის ცერემონიამ წარმატებით ჩაიარა. გოგოები რაღაცაზე ხითხითებდნენ, ლანას არ გამოპარვია მათი ხითხითის მიზეზი და თვალები ორივეს დაუქაჩა, მიანიშნა რომ უნდა გაჩერებულიყვნენ. - დი, არ გინდა გავიაროთ ქალაქში? - მიუბრუნდა ირინკა დაქალს და თვალი ჩაუკრა, ლანას რა თქმა უნდა არც ეს გამოპარვია და უსიამოვნოდ გადაატრიალა თვალები. - შაკო წამოდი რა შენც, თან უკეთ გაგიცნობთ. ალექსანდრეს ასე თუ ისე ვიცნობთ - ისევ ჩაიხითხითა დიანამ. - მოიცადეთ რა, ხომ უნდა გავსულიყავით პლაჟზე? - თავის დაძვრენის მიზნით ჩაილაპარაკა ლანამ - ჩვენ უკვე ვიყავით, თან ახლა ცხელა და დავიწვებით. აი ალექსანდრე და შენ გადადით და რამდენიც გინდა ინებივრეთ - დაუფარავად ჩაილაპარაკა ირინამ და სამი ადამიანი სიმაღლის მიხედვით გაემართა კარისკენ. ისევ მარტო დარჩნენ. - სპეციალურად გააკეთეს - ჩაიცინა ლანამ და ხელით მაგიდას დაეყრდნო. - ვიცი, მაგრამ მათ რა იციან ჩემს შესახებ? - ალექსანდრესაც ჩაეცინა - არაფერი, ხომ არ დაგავიწყდა მათთან ერთად რომ ვიყავი როცა ვიცეკვეთ? - თითქოს ლანამ მიანიშნა, რომ წუხანდელი ღამის შესახებ არ იცოდნენ არაფერი და ალექსანდრეც დაამშვიდა. - გავიდეთ საცურაოდ? - ალექსანდრემ დააიგნორა წინა მისივე კითხვა და ლანას პასუხი. - გავიდეთ. ერთად გადავიდნენ ახლო მდებარე პლაჟზე, ალექსანდრეს მაინც და მაინც არ სიამოვნებდა მამაკაცების მზერა, რომელიც ლანაზე იყო მიმართული და მიშტერებული თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა ნერვების მოთოკვას. ლანამ ხელით ანიშნა ჩავიდეთო, როდესაც ყველაფერი დააბინავა. ალექსანდრეც წამოდგა და თითქოს სხვის დასანახად ლანას წელზე ნაზად შემოხვია ხელი. არ გამორჩენია მისი აცახცახებული ორგანიზმი და ღიმილიანი სახე. - ვგრძნობ რომ მიყურებ - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ, რომელიც მზეს ეფიცხებოდა და ცალი ხელით ლანას თმას ეთამაშებოდა. ლანაც უცბად გასწორდა და თავი გაატრიალა. - საიდან მოიტანე - ჩაიბუტბუტა თავისთვის და მუშტები სირცხვილისგან შეკრა. - გინდა სადმე წავიდეთ? - მოულოდნელად მზე დაუჩრდილა ალექსანდრემ ლანას. ისიც მონოტონურად წამოიწია და სათვალე შუბლზე აიწია - სად? - იკითხა აჟიტირებულმა - სადმე ლამაზ რესტორანში, ერთი ჭიქა ღვინო დავლიოთ, შემდეგ ვიცეკვოთ და მერე რაც გინდა გავაკეთოთ - დამთბარი ხმით საუბრობდა ალექსანდრე და თან მის მუხლზე წრეებს ხაზავდა. ლანას ძალიან ესიამოვნა მამაკაცის შემოთავაზება, განსაკუთრებით სიამოვნებდა ფაქტი რომ საღამოს მასთან ერთად გაატარებდა, უკვე შეეჩვია მასთან ყოფნას და რაც მთავარია ამოუხსნელ ემოციებს იწვევს მასში ეს ადამიანი. - კარგი, ოღონდ მოვემზადები - ჩურჩულით ჩაილაპარაკა ბედნიერმა ლანამ წყალი სწრაფად გადაივლო, მოწესრიგდა და კაბების არჩევა დაიწყო, ბევრი არაფერი ჰქონდა წამოღებული თუმცა რადგან ის ბუნებით მდედრობითი სქესის იყო და გიჟდებოდა ქალურობაზე, რამდენიმე კაბა მოიძებნებოდა მის გარდერობში. მაკიაჟს მკვეთრს არასდროს იკეთებდა, ქუსლებსაც მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო იცმევდა. ბათუმში არც კი ჰქონდა წამოღებული. მალევე ნახა მისთვის შესაფერისი, შაბიამნისფერი კაბა რომელიც წელში გამოყვანილი იყო და მუხლს ოდნავ აცდენილი. განსაკუთრებით მოეწონა მისი ფეხები, რომელიც თავმომწონედ შეფერილიყვნენ ოქროსფრად. ფეხზე მხოლოდ კლასიკური კედები ჩაიცვა და კიბეზე ნარნარით დაეშვა. ალექსანდრე უკვე ბარში იდგა და ლანას მოსვლას ელოდებოდა, თან უკმაყოფილოდ საათს უყურებდა. - არადა ვცდილობდი მაქსიმალურად სწრაფად მოვსულიყავი - აფხუკუნდა ლანა და მხარზე ოდნავ შეეხო. - სასწაულად ლამაზი ხარ - ჩვეული დამთბარი ხმით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო ლანას გემოვნებით და ვიზუალით. მანდილოსანი მსუბუქი ბიძგით წინ გაატარა, თვითონ უკნიდან კარგად შეათვალიერა და როდესაც მიხვდა, რომ მზერა საჯდომზე გადაიტანა, თავის ფიქრებზე და თავზე გაეცინა. რესტორანი, სადაც მივიდნენ, ულამაზესად იყო მოწყობილი. ხედი პირდაპირ ზვღვაზე იშლებოდა, ვერანდა სულ სიმწვანეში ბიბინებდა. პერსონალი ოფიციალური ფორმებით დადიოდნენ, საზოგადოებაც საკმაოდ დახვეწილად და გემოვნებიანად იყო შემოსილი. წყნარი მუსიკის ფონზე ყველაფერი ბევრად ლამაზი ჩანდა, განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ზღვისგან მოტანილი სიო. ლანას თითქმის ყოველთვის ლამაზ რესტორნებში უწევდა სიარული, უმეტეს შემთხვევაში სამსახურეობრივი საქმისთვის, თუმცა ასე არასდროს არცერთი მოსწონებია. ალბათ იმიტომ, რომ ის ალექსანდრესთან ერთად იყო. - ყველაფერი როგორი ლამაზია - ჩაილაპარაკა აღტაცებულმა - მიხარია, რომ მოგეწონა - ყურთან დაუჩურჩულა ალექსანდრემ და წყვილს მენეჯერი გადაეღობათ. ალექსანდრემ მენეჯერს სახელი და გვარი უთხრა, მანაც მაშინვე მაგიდასთან მიაცილა. მოკლედ რომ ითქვას წყვილს თან გადაჰყვა ზრდილობით და ყურადღებით. ლანას ისედაც ცეცხლ მოკიდებულ სხეულს, კიდევ უფრო სიამოვნებდა წითელი, ნახევრად მშრალი ღვინო. თითქოს დროის შეგრძნება დაკარგა, თითქოს სადღაც მიფრინავდა. უყურებდა ალექსანდრეს და სურდა მისი სახის თითოეული ნაკვთის დამახსოვრება, უნდოდა სულ ასე კარგად ეგრძნო თავი, გრძნობდა, რომ ზედმეტად ეჯაჭვებოდა მამაკაცს და ეს ერთდროულად ახარებდა და თან აგიჟებდა. - იცი შენში რა მომწონს ყველაზე მეტად? - მომენტალურად ჰკითხა ალექსანდრემ დაუფარავად. მომწონსო?! ეგონა მოესმა. პატარა ბავშვივით დაიბნა და აჟიტირდა, რატომ ვერაფერს უხერხებს ეს გოგო ამ გრძნობებს?! ნათლად გამოესახე სახეზე სიწითლე - რა? - ჰკითხა ბავშვური აღტაცებით - ის რომ ყოველთვის ასეთი გაწონასწორებული და მშვიდი ხარ, ერთ დროულად შეგიძლია იყო ქალურიც და თან ბავშვურიც. მომწონს როგორ ცახცახებ ჩემს შეხებაზე და როგორ გიკრთის თითოეული ნერვი. - ლანას ნერვებმა მართლაც რომ ''აიშვა'', თითქოს ჩაკეტილი სივრციდან გამოვარდნენ და აქეთ იქით ერთმანეთს დაეჯახნენ. გრძნობდა ალექსანდრეს გრძნობას მის მიმართ და საერთოდ არ თვლიდა ამ ყველაფერს უბრალო ფლირტად. მთლიანად იცვლებოდნენ ერთმანეთთან. - ალექსანდრე - ჩაილაპარაკა დარცხვენილმა და აწითლებულმა - მე არ მინდა რომ გული გეტკინოს - ალუღლუღდა და სივრცეს მოავლო თვალი - მინდა რომ ვიცეკვოთ - დააიგნორა მისი პასუხი რადგან იცოდა რის თქმასაც აპირებდა, მაქსიმალურად აარიდა თავი ქალის თვითგვემას. ფეხზე წამოდგა და ქალიც ნაზად წამოაყენა, წელზე ხელი მშვიდად მოხვია და გულზე აიკრა. იგრძნო როგორ ცახცახებდა მისი სხეული ერთიანად, შემდეგ ნიკაპ ქვეშ ორი თითი ამოსდო და თავი ააწევინა. - მე გული იმით მეტკინება, თუ თავს რაღაც რაღაცებში დაიდანაშაულებ - ნაზად ეამბორა შუბლზე და ქალის სხეული კიდევ უფრო აიკრა გულზე. ორივე დამშვიდებულები და ჩახუტებულები იდგნენ, თითქოს არც არავინ არსებობდა მათ გარშემო. მათ ნაზ მოძრაობებს კიდევ უფრო ალამაზებდა ის წყნარი მუსიკის ფონი, რომელიც ექოსავით გაისმოდა. ღამით ისევ სანაპიროზე გავიდნენ. არ ლაპარაკობდნენ, უბრალოდ ტკბებოდნენ ერთმანეთის ყურებით და ერთად ყოფნით. - გოგოები მომკლავენ მთელი დღეა არცერთი მინახავს ნორმალურად - ჩაიცინა ლანამ და თავი მუხლებზე დადო. - ხო შაკოც დაინტერესდება, რატომ გავქრი - მიხვდა ლანამ რაც იგულისხმა - მაშინ კორპუსთან რომ მოხვედი, იმის მერე რატომ აღარ გამოჩნდი? - კითხა ქალმა დანანებით და შეტრიალდა რომ კარგად დაენახა მამაკაცის რეაქცია - ალბათ ოდესმე მაგას აგიხსნი - თქვა და ქალი უფრო ახლოს მიიზიდა სხეულისკენ. - ყველაფერს თავისი დრო აქვს - ყურთან უჩურჩულა და ტუჩები კისერზე მიაწება. სასიამოვნოდ დააჟრიალა ლანას. ეს კაცი მასზე სერიოზულად მოქმედებს, ასე ჰგონია თითქოს მთელი სიცოცხლეა იცნობს. - არასდროს მომატყუო კარგი? - ჩაილაპარაკა დანაღვლიანებულმა, თითქოს სურდა ალექსანდრესთვის თავისი დარდის მიზეზი გაემხილა, მაგრამ ეშინოდა იმ რეაქციის რასაც მიიღებდა. თითქოს ალექსანდრეს ცხელი წყალი გადაასხეს. სული აუდუღდა და შეუწუხდა. როგორ უნდოდა სიმართლის თქმა თუმცა ძალიან უჭირდა. იცოდა ამით ლანას მხოლოდ ტკივილს მიაყენებდა. რატომ ფიქრობდა ასე ძალიან მის ტკივილზე? იქნებ სჯობდა მაინც სიმართლის თქმა, მაგრამ ვერ აპატიებდა საკუთარ თავს ლანას დაკარგვას, რადგან გრძნობდა რომ ეს ქალი მის გონებაში, სულში და გულში უკვე ურცხვად დააბიჯებდა. დიახ უყვარდა ლანა და არ სურდა ოდესმე მისთვის სიმართლის გამხელა. - არა ლანა, მე შენ არასდროს მოგატყუებ - ჩაილაპარაკა მის ტუჩებთან და ნაზად შეეხო მის ბაგეებს. იგრძნო ქალის ათრთოლებული სხეული. უფრო მომთხოვნი გახდა, თმაში ხელი ნაზად შეუცურა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. მათ შორის მანძილი საერთოდ აღარ იყო. მიხვდა, რომ ლანასაც იგივე გრძნობა ჰქონდა. იწვოდა ისიც მისი სიყვარულით და ახლა მხოლოდ ერთმანეთით არსებობდნენ. გრძნობა ვერაფრით დააკავა ლანამ. სურდა რომ მის მკლავებში დამდნარიყო და ისევ ხელახლა აღმოცენებულიყო. კაბის ქვემოდან იგრძნო როგორ შეუცურა ხელი, შემდეგ თამამად დაათამაშებდა წელზე. მთლიანად აღეგზნო, თვითონაც თამამად შეუსრიალა მაიკის ქვეშ ხელი. - ალექსანდრე სირცხვილია, სანაპიროზე ვართ - აშკარა ვნება იგრძნობოდა ლანას ხმაში, ნელა მოშორდა მის ტუჩებს და მანძილი ოდნავ შესამჩნევად გაზარდა. - მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ - ზემოდან მოექცა მამაკაცი და ისევ დაუნდობლად ეცა მის ტუჩებს. რომ არა სანაპირო, ალბათ ვერაფერი დააკავებდა ალექსანდრეს, შემდეგ ნაზად დაშორდა ქალს, ჯერ ცხვირზე აკოცა, შემდეგ თვალებზე და შუბლზე, გვერდით გადაწვა და ქალის თავი მკერდზე დაიდო. ურცხვად დაათამაშებდა მის თმებში ხელებს. ლანა კი იწვა გატრუნული და თითით მის მუცელზე წრეებს ხატავდა. _____________ ძალიან მახარებს თქვენი თითოეული კომენტარი. სავარაუდოდ იმედებს არ გაგიცრუებთ და ლანას ვაღირსებ რეალურ ბედნიერებას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.