მივედი, ვნახე, შევიყვარე (თავი მეხუთე)
ლანა კანდელაკი როდესაც ლანამ ცურაობით გული იჯერა, სასტუმროში დაბრუნდა. თან ეჭვის თვალით ათვალიერებდა იქაურობას, ეშინოდა ალექსანდრე კიდევ არ შემომეფეთოსო და გულში ბედს წყევლიდა. რაღა მაინც და მაინც ერთ სასტუმროში მოვხვდითო. სიბრაზე მთლიანად ეკიდებოდა, ასეთი რაღაც არასდროს დამართვნია. ყოველთვის მშვიდად და აუღელვებლად უყურებდა მამაკაცთან ურთიერთობას, არც თაყვანისმცემელი აკლდა და მათაც ასევე მშვიდად იშორებდა. ვერაფრით გაეგო რატომ ემართებოდა პანიკა ამ კაცის დანახვისას და რატომ ვერ ისვენებდა გული. იმ ამბის შემდეგ წიკები მაინც დარჩა, ჯერ ეშინია ურთიერთობების. თანაც ყველაფერზე გული აქვს აცრუებული. მკაცრად გადაწყვიტა რომ სასტუმრო უნდა გამოეცვალა და ირინკას ოთახი კაკუნით აიკლო, თან დიანას ურეკავდა სასწრაფოდ გამოდიო. - აუ კაი რა ლან, რომელი საათია რა უბედურებაა - საათს გახედა ირინამ რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებულიყო ნორმალურად, საათი კი უკვე 11 ს უჩვენებდა. - რა ხდება გოგო გაგიჟდი? - მოჭუტული და აბურძგნული თმით შემოვიდა დიანაც. მის დანახვაზე ლანამ ჩაიხითხითა და ფანჯარა სასწრაფოდ გამოაღო. - ის აქ არის - თქვა აუღელვებლად და სივრცეს გახედა, თან თავი დივნის საზურგეზე დადო და უმისაამართოდ გაშალა ხელები - ვინ ის? - გაურკვევლად წარმოთქვა დიანამ და წყლის ჭიქა ბოლომდე ჩაცალა. - ვინ და ალექსანდრე, აქ არის, წეღან შევხვდი ქვემოთ. - მისი სახელის ხსენებისას უაზროდ დაუარა ცხელმა ტალღამ მაგრამ სიბრაზე ისევ წინა პლანზე გადმოვიდა და დასახული გეგმის ასასრულებლად მოემზადა. - მაგას რაღა უნდა აქ? - ამჯერად ლენკა ჩაერთო საუბარში, რომელიც არანაკლებ გაკვირვებული იყო - ასე, შემთხვევით აქ არის. მეხუთე თუ მეოთხე დღეაო ზუსტად არ მახსოვს. მოკლედ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან - ამპარტავნულად ჩაილაპარაკა ლანამ და დაქალების თანხმობის მისაღებად მოემზადა. - რატომ? რამე დაგიშავა? მანიაკია? გაწუხებს? - კითხვების კორიანტელი დააყენა ირინამ - არა - წარბის აწევით უპასუხა დაქალს - აბა მაშინ რატომ უნდა წავიდეთ? რადგან ეგ აქ არის? - შეტევას არ წყვეტტდა ირინა - ლანა მომისმინე, ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ქაჯური საქციელები დაგჩემდა - საუბარში უკვე დიანაც ჩაერთო, რომელიც მართლა შეწუხებული იყო ლანას წიკებით და უაზრო როშვებით - მერე რა რომ აქ არის? ჩვენ ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, ფული გადავიხადეთ და რის გამო იხევ უკან რომ ვიღაც ბიჭი დაინახე, რომელიც კვირებია არ გამოჩენილა? იყოს მერე და რას გიშლის? შენ რა გემართება? ქაჯობაო? ნერვი აუთამაშდა ლანას. არ ესიამოვნა რაც უთხრა დიანამ ალბათ უფრო იმიტომ, რომ ხვდებოდა მის სიმართლეში. მართლაც კი რა ჰქონდა დაშავებული მამაკაცს რომ მისთვის ამხელა ყურადღება დაეთმო? ლანა ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო, მაგრამ ახლა თვითონაც ვერ გაეგო რა აწუხებდა. - უბრალოდ, არ მინდა ჩემს სიახლოვეს იყოს! აუ რა გავაკეთო - ღონებამიხდილმა ჩაილაპარაკა - ვაიმეე ნუ გამაგიჟებ რა ძალიან გთხოვ, რა გინდა გოგო მაგ ბიჭისგან? შეეშვი რა. იყოს და გაისწოროს თავისი, ყოველ წუთს კი არ შეეჩეხებით ერთმანეთს, და საერთოდ დიანა მართალია, რას გაკაპასდი იმ ამბის მერე, შენ აქ ჯდომას და გამოყრუებას ხომ არ აპირებ? სადღა ნახავ მაქსიმუმ ერთხელ შეგხვდეს და ისიც შემთხვევით - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ირინამ და ბარგიდან საცურაო კოსტუმი ამოიღო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ძილს აღარ აპირებდა და საცურაოდ გადიოდა. - კარგი კარგი, ჯანდაბას ვიყოთ! მაგრამ არაფერი არ მითხრათ მაგ ადამიანზე - თითის აწევით გააფრთხილა ორივე - განსაკუთრებით შენ ქალბატონო, რომ ატყდი მოგწონსო მაშინ - დიანას მიუბრუნდა და თითი ცხვირთან დაუტრიალა. დაქალებმა ხელი აიქნიეს მის უაზრო გამოხტომაზე და დიანაც მოსამზადებლად გავიდა. _____________________________________ ალექსანდრე დევდარიანი. მამაკაცი სიხარულისგან ლამის ხტოდა. ღმერთო ამხელა კაცი რამ გამოასულელა? პატარა ბავშვივით აჟიტირდა. სასწრაფოდ დაურეკა შაკოს და სთხოვა, რომ ბარში ჩასულიყო. შაკომაც რა თქმა უნდა არ დააყოვნა და ფიქრებიდან გამოიყვანა ძმაკაცი. - ლანა ჩვენთან ერთად არის - ამჯერად აუღელვებლად ჩაილაპარაკა და ცალყბა ღიმილით მოავლო არემარეს თვალი - ხანდახან იმდენი დამთხვევაა, მგონია ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები - შაკომაც შეამჩნია უჩვეულო მოვლენები. - მაგაზე ფიქრი ადრეა, რადგან აქ გამომეცხადა თავისი ფეხით ესეიგი ღმერთიც ჩემ მხარესაა - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა - მგონი შენ ეგ გოგო შეგიყვარდა! შეგიყვარდაო? თითქოს თავში ფიქრები აირია, რა თქმა უნდა ვერც ალექსანდრე და ვერც შაკო ამას ვერ ხედავდნენ მაგრამ ალექსანდრე გრძნობდა როგორ მოძრაობდნენ ქაოსურად ტვინში ყველა ფიქრი რაც ლანას უკავშირდებოდა. - მოიცა რა თუ ძმა ხარ, ისედაც არეულ გონებას ნუ მირევ - შეუღრინა ძმაკაცს - ერთი დამანახე მერე ვინ არის ასეთი ეგ გოგო, შენი გული რომ წამებში დაიპყრო - არ ეშვებოდა ძმაკაცი და თან გულწრფელად აინტერესებდა ლანა, მითუმეტეს კარგად ატყობდა ცვლილებას ალექსანდრეს თვალებში და ქცევებში. ___________________ მწველი მზე საოცრად ეკიდებოდა ლანას სხეულს. იმდენად ლამაზი და ნაზი იყო, შეუძლებელი იყო ამდენ ხალხში არ შეგემჩნია. წყლიდან ამოსვლისას გრძნობდა როგორ უყურებდნენ მამაკაცები დაგეშილები, მისთვის კი ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო და კუთვნილ ადგილს უბრუნდებოდა. გოგოები ერთმანეთის მიყოლებით იწვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. როდესაც შუა დღეს მზემ იმატა და ხალხიც ნელ-ნელა დაიშალა, გადაწყვიტეს, რომ გამოეცვალათ და სადმე წასულიყვნენ. - ჯერ ვჭამოთ გეხვეწები, მერე რაც გინდა ვქნათ - წუწუნებდა დიანა რომელსაც მეორე სახელი ''შიმშილა'' ბავშვობიდანვე უწოდეს. საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ აჭარული ხაჭაპური აუცილებლად უნდა ეჭამათ და შემდეგ ქალაქი დაეთვალიერებინათ. ყველაფერი მართლაც ისე წავიდა, როგორც დაგეგმეს. დიანა გემრიელად შეექცეოდა აჭარულს და იმდენად სიამოვნებდა, დაქალების რეპლიკებსაც კი აიგნორებდა მისი ტვინისა და ენის რეცეპტორები. შუადღეს ქალაქი დაათვალიერეს, უამრავი სურათები გადაიღეს, საღამომდე ინებივრეს, შემდეგ ეშმაკის ბორბალზეც იმხიარულეს. არცერთს აღარ ჰქონდა არაფრის თავი, თითქმის მთელი ქალაქი ფეხით მოიარეს. ღამით დაქანცულები დაბრუნდნენ სასტუმროში, ოთახებში გადანაწილდნენ. ლანამ როგორც ყოველთვის ვერც ახლა მოისვენა და გადაწყვიტა პლაჟზე მარტო ჩასულიყო. სასწაულად მოუნდა დალევა. პლედითა და ლუდით ხელში გაემართა სანაპიროსკენ. ხალხი საკმაოდ ცოტა იყო, მარტო არც არავინ ჩანდაა, აქეთ იქით მხოლოდ წყვილები ან მეგობრები ისხდნენ. უკან გამაყრუებელი მუსიკის ხმა ისმოდა და მთელი ცა ნათდებოდა ლაზერებით. პლედი ქვებზე დააფინა, ლუდი მოიყუდა მოწყურებულივით და ფეხები გადააჯვარედინა. სასწაულად ესიამოვნა ზღვიდან მოტანილი სიო. თმები ლამაზად და გრაციოზულად ჰქონდა ჩამოშლილი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი შორტი და მაისური ეცვა, მაინც ალბათ ყველა იქ მყოფ გოგონას აჯობებდა ვიზუალურად. - რამოდენიმე წუთი გაჰყურებდა ჰორიზონტს, შემდეგ აქაიქა მიფანტულ ხალხს რომელიც ასევე პლაჟზე ნებივრობდნენ თვალი მოავლო და სევდიანად ამოიოხრა. გაახსენდა ის ღამე. ალბათ ვერასდროს იგრძნობდა თავს სრულფასოვან ადამიანად. შემდეგ ფიქრები მის და უნებურად ალექსანდრეზე გადაიტანა. - რა დამთხვევაა - ჩაილაპარაკა თავისთვის. მომენტალურად გაეღიმა როდესაც მამაკაცის გაოცებული და ბავშვური მზერა იგრძნო დილით. - მარტო დალევა არ შეიძლება - ყურთან მოესმა ნაცნობი და ამავდროულად მონატრებული ხმა. გულში გაიღიმა და გაიფიქრა '' აი კიდევ დამთხვევა '' თავი არ მიუბრუნებია, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და უთხრა - შემომიერთდი მერე რა პრობლემაა. ალექსანდრესთვის მისი შემოთავაზება მოულოდნელი არ იყო, იცოდა რომ ლანასაც, მიუხედავად მისი ხანდახან ალეწილი სახისა და უხამსი გამოხტომებისა, მაინც სიამოვნებდა ალექსანდრეს სიახლოვეს ყოფნა. ამაში იმ ღამეს დარწმუნდა როდესაც პირველად ჰქონდა მასთან სე*სი. დანამდვილებით იცოდა ეს ქიმია მხოლოდ კაიფით არ იყო გამოწვეული. - მარტო რას აკეთებ? - მეგობრული ხმით კითხა და გვერდით მიუჯდა. - გოგოებს სძინავთ, მე კიდევ ვერაფრით დავიძინე - მერე? მარტო რომ სვამ არ გეშინია? რამე ცუდი რომ დაგემართოს? - გამომცდელად დააკვირდა მის სახეს და არ გამოპარვია ლანას წამოწითლებული სახე, თითქმის ათასმა მიმიკამ ერთად იჩინა თავი - თავს როგორმე თვითონ მოვუვლი, ძიძობა არ მჭირდება - კბილებში გამოსცრა და სიმწრისგან გააძაგძაგა ალექსანდრე კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ქალი ნანობდა ყველაფერს და მისი ხასიათის ცვლილების მიზეზიც სწორედ ის ''უგრძნობი'' ღამე იყო. - ხანდახან მგონია, რომ მართლა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები - გაეღიმა ალექსანდრეს და ლანას ისევ დააშტერდა, აგიჟებდა ეს ქალი ამხელა კაცს. მისი ლამაზი ცხვირი და სუნი, რომელიც ყველგან იგრძნობოდა. ლანამ უცბად მოატრიალა თავი და მიხვდა რომ მამაკაცი დიდ ხანს და დაჟინებით აშტერდებოდა. - რატომ? - მასაც გაეღიმა - იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამთხვევაა, ვერც წარმოიდგენ იმდენი - თვალი ჩაუკრა - როგორ ვერ წარმოვიდგენ, მეც შენთან ერთად ვეხვევი მაგ დამთხვევებში - დარწმუნებით ჩაილაპარაკა ლანამ - რატომ ხარ ასეთი სრულყოფილი? - წინ დაუჯდა ალექსანდრე და მის თვალებს მიაშტერდა - შენ ჩემზე ბევრი რამე არ იცი და მაგიტომ გეჩვენები სრულყოფილად - წარსული შეცდომა გაიხსენა ლანამ და თვალი აარიდა ალექსანდრეს - მე ყველაფერი ვიცი ლანა და ამიტომ გეუბნები რომ სრულყოფილი ხარ. ლანას ტვინი ადუღდა, ყურებიდან გადმოვიდა და ლავასავით ყველაფერი წალეკა. უცბად გონებაში იფიქრა, რა იქნებოდა ალექსანდრემ მის შესახებ ის ამბავიც რომ იცოდეს რაც კლუბში მოხდა? ღმერთო რა სირცხვილი იქნებოდა! გონებაში ფიქრობდა და თან მაქსიმალურად ცდილობდა ნერვები მოეთოკა. მაგრამ რატომ ღელავს ასე. რაში აინტერესებს თუ როგორი გამოჩნდება ის ალექსანდრეს თვალში? - და მაინც რა იცი ჩემს შესახებ? - თითქოს უნდოდა ალექსანდრესგან მოესმინა სიმართლე და დაენახა მისი ზიზღით აღსავსე თვალები. - ის რომ სრულყოფილება ხარ - ისევ ჩაეღიმა და ღიმილში ლანაც აიყოლია. - მოსაწევს მოწევ? - ურცხვად შესთავაზა და ჯიბიდან პატარა დაჭმუჭნული ფურცელი ამოიღო სადაც სავარაუდოდ მწვანე ფაქტი ჰქონდა შენახული, მეორე ჯიბიდან კი სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ქვაზე დადო ლანას მის ნათქვამზე რეაქცია არ ჰქონია, პირიქით უფრო მეტად მოეწონა მისი პირდაპირობა და შემოთავაზება. - შეაკეთე - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა - სად მიდიხარ? - ალექსანდრეს გაოცებული სახე სანახავად ღირდა - ლუდს მოვიტან, უჩემოდ არ დაიწყო იცოდე თორემ გავბრაზდები - გაეცინა გოგონას და გაუჩინარდა. სულ მალე პარკით ხელ დამშვანებული წამოადგა ალექსანდრეს თავზე და ისევ ძველებურ პოზას დაუბრუნდა. - დარწმუნებული ხარ რომ არ ინანებ და არ გაითიშები? - ალექსანდრემ თითქოს შეფარვით სცადა გაეხსენებინა წარსული ცოდვა - დარწმუნებული თავის დროზე უნდა ვყოფილიყავი რაღაც რაღაცებში, ახლა არ მადარდებს - მოსაწევს მოუკიდა ლანამ და ღრმა ნაფაზი რამოდენიმე წამი გააჩერა ფილტვებში, შემდეგ გამოუშვა და ალექსანდრეს მიაწოდა. - შენზე მომიყევი რამე - ფეხები აიკეცა და ხელებით დაეყრდნო ლანა. - ხანდახან ჭკუიდან გადაგყავარ ხოლმე - გაიღიმა ისევ ალექსანდრემ და ლანას გადააწოდა - როდისღა? თვეში ერთხელ გამოჩნდები ხოლმე, ისიც ორჯერ შემთხვევით - გაეცინა უკვე თვალებ ჩაწითლებულ გოგონას და ცოტა სითამამეც შეაპარა საუბარში, თან ყურებამდე გაიკრიჭა - ვიცოდი მაშინ ბარში რომ იქნებოდი - მომგებიანი ღიმილი შეაგება ქალს - ვხვდები რომ იცოდი, მაგრამ რატომ ამიკვიატე ასე ძალიან? - მე რასაც ავიკვიატებ იმას სერიოზულად ვეკიდები - დარწმუნებით ჩაილაპარაკა. - მე ასაკვიატებელი ადამიანი არ ვარ - ისევ შეახსენეს ძველმა ცოდვებმა თავი - მე კიდე ვფიქრობ რომ ხარ!- მკაცრად ჩაილაპარაკა - ხომ გეუბნები შენ მე არ მიცნობ - ამანაც არ დააკლო სიმკაცრე - აუ რა გრუზი ლაპარაკი გცოდნია, არ დაგაბოლა? მოდი ცოტა ხასიათზე დაბალი ღობე ხომ არ ხარ თავს რომ იდანაშაულებ ყველაფერში? - მართლა მობეზრდა ლანას თვითგვემა, თან ზუსტად იცოდა რომ ლანა იმ ღამეზე საუბრობდა და იმაზე უფრო მეტად ბრაზდებოდა, რომ მისთვის სასურველი ადამიანისთვის არ შეეძლო ორიოდე სიტყვა შეეშველებინა ნუგეშის სახით, არ შეეძლო ეთქვა რომ ეს შეცდომა კი არ იყო, არამედ ბედის საჩუქარი. უხ როგორ ბრაზდებოდა საკუთარ თავზე და ყველაფერზე! უნდოდა ეთქვა მაგრამ მაინც რაღაც ძალა აკავებდა, იცოდა რომ სიმართლით ქალს დაკარგავდა, ამიტომ მწარე ტყუილს ამჯობინებდა. აგიჟებდა მისი კისკისი რომელიც ძალიან კარგად იცოდა რატომაც და საიდანაც იყო გამოწვეული. მოსწონდა მისი ლამაზი ნაკვთები, როგორ დაისერიოზულებდა სახეს და შემდეგ მეორე წამს როგორ ეცინებოდა ისევ. ღიმილით აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას. '' როგორ შემოიჭერი და დაატრიალე ჩემი ცხოვრება '' ფიქრობდა და ეღიმებოდა. უნდოდა ეს წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო. - დაგაბოლა? - კითხა ლანამ მოურიდებლად, თითქოს თვითონ ზედმეტად გასული არ ყოფილიყო. - საკაიფოდ, თუ გინდა დავამატოთ. გადაწყვიტეს, რომ კიდევ მოეწიათ, პარალელურად ლუდს სვამდნენ და თანდათან თენდებოდა კიდევაც. საიდანღაც გიგა მიქაბერიძის სიმღერის ხმა გაიგონეს. - შენც გესმის თუ უბრალოდ მე ვარ ზედმეტად დაბოლილი? - იკითხა ლანამ და შორტისა და მაისურის გახდა დაიწყო. ზღვისკენ წავიდა, საერთოდ არ ადარდებდა რომ ნახევრად შიშველი, საცურაო კოსტუმში იდგა ალექსანდრეს წინ და მითუმეტეს ისევ კაიფში. - მაგრად ხარ შენ უკვე - გაეცინა ალექსანდრეს - ეს ზღვა რომ შავია დამნაშავეა? - იკითხა ლანამ და მასაც გაეცინა - წამოდი ვიცურაოთ, მაგრად ასწორებს. მიდი მიდი ჩამოდი ნუ გეშინია მე გადაგარჩენ - იცინოდა და ზღვაში ჩადიოდა. - ლანა არ გინდა რა, ნასვამი ხარ - მზრუნველი ტონი იგრძნობოდა ალექსანდრეს ხმაში. - ალექსანდრე, მოდიხარ თუ არა? - თქვა და წყალში დელფინივით გაცურა. ალექსანდრესაც გაეცინა, მაიკა გადაიძრო და სირბილით გადახტა წყალში. რამოდენიმე წუთში ორივე ტივტივასთან იყო და ეკიდებოდნენ. - აუ რა მაგარია, ღმერთო რა მაგარია - იცინოდა ლანა და თან წყალში ხტუნაობდა ალექსანდრე მის მოძრაობებს აკვირდებოდა და თან იღიმოდა. - ალექს სიმართლე მითხარი, მაინც და მაინც ჩემთან რატომ მოხვედი საცეკვაოდ მაშინ, იმ დღეს? - იმიტომ რომ მინდოდა კიდევ ერთხელ მეგრძნო შენთან სიახლოვე - თვალი ჩაუკრა და ნაპირისკენ გაცურა. - წავედით ლანა, წყალი ცივია და ახლა გარეთ გავაგრძელოთ საუბარი. ორივე წყლიდან ამოვიდა, ლანა ვარსკვლავივით გაწვა და ხელები გაშალა. - ჩაიცვი თორემ გაცივდები - ისევ მზრუნველი ტონი ჰქონდა ალექსანდრეს - ის უფრო ცუდია ტანსაცმელს რომ დავასველებ და მერე შემაშრეს, ასე რომ მე დამიჯერე რასაც ვამბობ - აშკარად კარგად ჰქონდა სასმელი და მწვანე მოკიდებული. - იცოდე შენი ლამაზი სხეული ჭკუიდან გადამიყვანს - ჩაეცინა ალექსანდრეს და ხელის ზურგი ბარძაყზე აუსვა. ლანას დააჟრიალა სიამოვნებისგან, თითქოს ეცნო შეხება. - ალექს არ გინდა - მუდარა ჩამდგარი ხმით უთხრა მაგრამ მამაკაცმა მისი მუდარა არაფრად ჩააგდო და ზემოდან წამებში მოექცა. - არ შემიძლია - დაიჩურჩულა მის ტუჩებთან, თვალები ჩააყოლა მთლიან სახეზე და მკერდდთან გააჩერა. შემდეგ ძალიან ნაზად აკოცა ნახევრად შემშრალ ყელზე და ყურთან ისევ დაუჩურჩულა - ძალიან მომენატრე - ამჯერად მისი ტუჩები ლანას ტუჩებთან გაჩერდა და მოწყვეტით აკოცა. ხელით ლოყაზე მოეფერა და ცერა თითი თვალზე გადაატარა, კონტური მოხაზა თითქოს სურდა მისი სახის შესწავლა და სამუდამოდ დამახსოვრება. ლანა რომელიც ამ დროის მანძილზე თვალ დახუჭული იყო, გრძნობდა ალექსანდრეს ადუღებულ და ტვინში მოწოლილ სისხლს, ძალიან უნდოდა კიდევ ერთხელ შეეგრძნო მისი ტუჩები. ალექსანდრემ კი უკან დამნაშავესავით დაიხია და ირონიული მზერა ესროლა გოგონას, რომელიც წამოწითლებული და ამჯერად უკვე თვალ გახელილი აკვირდებოდა მის მოძრაობას. - რატომ მაკოცე? - ხმა უკანკალებდა ლანას - იმიტომ რომ მე ასე მინდოდა! - ვიბრაციასავით ისმოდა ალექსანდრეს ხმა, თითქოს მარტო ლანას კი არა ქვეყნიერებას ესმოდა - შენ სულ იმას აკეთებ რაც გინდა? - ყოველთვის, აი ახლაც - კიდევ ერთხელ დაიხარა და ამჯერად უფრო მომთხოვნად აკოცა. ხელი თმაში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა, შემდეგ დაიხვია და ტუჩებიდან ცხვირზე ნაზად ავიდა. - მალე მზე ამოვა, გინდა ვუყუროთ თუ ავიდეთ სასტუმროში? - ჩვულ პოზას დაუბრუნდა და დამთბარი ხმით კითხა გოგონას, რომელიც ისევ იწვა და ემოციების ზღვაში ცურავდა. - მოგვიწევს ვუყუროთ, ეს ხომ ასეთი ლამაზი სანახაობაა. - გაუაზრებლად ჩაილაპარაკა ლანამ და წამოდგა. - დარწმუნებული ვარ შენი სილამაზით დაჩრდილავ აისს - ჩაიცინა ალექსანდრემ და ერთი მოძრაობით გოგონა ფეხებს შორის მოიქცია. ___________________________ სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება და კულმინაციას უახლოვდება! :დ მოგწონთ მათი წყვილი? თქვენი აზრით ვათქმევინოთ ალექსანდრეს სიმართლე დავტოვოთ ასეთი ბედნიერები და გაურკვევლები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.