შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1998 #ნიკუშა


8-07-2017, 00:55
ავტორი Kalina
ნანახია 1 533

აბა, შემდეგი დარტყმისთვის მოემზადე:
მოდი, ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ჩოლოყაშვილები ხედავენ, როგორ იტანჯება ფალავანდიშვილი ანასტასიას დაკარგვით. იციან რომ ის მისი სუსტი წერტილია.
რას მოიმოქმედებს ეშმაკურად მოაზროვნე გონება?
ჰო, ჰო. ზუსტად ის, რაც შენ იფიქრე.
გაგი ოსტატურად დაუახლოვდა ანასტასიას და მისი ნდობაც მალე მოიპოვა.
თუმცა, ცოტა ხანში, ერთ-ერთი სკოლელის დაბადების დღეზე გაგიმ ანასტასიას გაუპატიურება სცადა. როგორც იქ მყოფი მოსწავლე ამბობს:
,,ტუალეტიდან კივილის ხმა ყველამ გავიგეთ. ნიკომ, თითქოს ხმა იცნოო, პირველი გავარდა ტუალეტის კართან და ორი მიწოლით ჩამოაგდო. ამირეჯიბიც ეხმარებოდა, აბა რას იზამდა. არ ვიცი, ამ ქაოსში ჩოლოყაშვილი სად გაძვრა. შიგნით რომ შევიხედე, ნიკო ანასტასიას ეხუტებოდა და ჩუმად რაღაცეებს ეუბნებოდა, მგონი ეუბნებოდა, ხელებს დავამტვრევ ამ საქციელისთვისო.
ანასტასია გონს რომ მოვიდა, ნიკო უხმოდ მოიშორა და ტვალეტიდან გამოვიდა.
არა, არა. სანამ გამოვიდოდა, უთხრა(დუმს), ჰო. რაღაც უთხრა. დამაცადეთ გავიხსენო. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რას მიზამენო. "
***
არადა, მთელმა სკოლამ იცოდა ფალავანდიშვილს ჯაფარიძე როგორც უყვარდა. მთელმა თბილისმა.
ანასტასიას უკან გაკიდებია და რაღაცის თქმა დაუპირებია. არ მოუსმინა ანასტასიამ და მართალიც ქნა.
აქედან დაიწყო ჩოლოყაშვილების და ფალავანდიშვილების დაპირისპირება.
სიტუაციას ამძიმებდა ისიც, რომ უფროსი ჩოლოყაშვილი გამომძიებელი იყო და ფალავანდიშვილის საქმეები პირველმა გამოაჭენა იმ დროს მოქმედი გაზეთის პირველ გვერდზე. წარმოგიდგენია?
გამწარდა, მაგრამ რას გამწარდა ზაალი. ეგონა, წინანდელივით მიუჩქმალავდნენ საქმეს.
საწყალი გოგო სულ ჩაიკეტა თავის თავთან. მეზობლები ყვებიან:
,,ის ბიჭი, ქერა, ყავისფერთვალებიანი, ყოველ ღამე(ხაზგასმით) მოდიოდა ანასტასიასთან. დიახ, არ ვაჭარბებთ. ყოველ ღამე. ყოველ ღამე მის კართან ატუზული უხსნიდა, რას ნიშნავდა თავისი პატარა ანასტასია მისთვის.
თუმცა, ვერ უგებდა გოგო და ვერ გაამტყუნებ.
ჰოდა, მოდიოდა ეს ბიჭი და მთელ ღამეებს მის კართან ატარებდა.
ერთხელ გალეწილი მთვრალი მოვარდა და იქვე კართან მიეძინა.
ანასტასიას კარი გაუღია და შიგნით შეუთრევია.
არა, მაინც რა კეთილი გოგოა. რა უქნეს, დედა. როგორ დაასევდიანეს ეს ახალგაზრდა გოგო, როგორ გააუბედურეს...
მეორე დილით ბიჭის ყვირილის ხმა ისმოდა ბინიდან. "
***
-მიყვარხარ, გოგო, ძალიან, ძალიან მიყვარხარ! არ შემიძლია, ეს დედამო... ბოდიში, ბოდიში. ვერ ვძლებ ტასასო... ვერა... ხოიცი მამაჩემი ჩემ თვალში რასაც წარმოადგენს... გეხვეწები დაივიწყე სუყველაფერი და წამო, გავიქცეთ, ტასასო... სადაც გინდა, იქ წაგიყვან, სადაც შენ გენდომება, ყველგან წამოგყვები, ოღონდ შენ მითხარი.
ხედავ? არ მინდა თხოვნა, უბრალოდ მითხარი. რამდენი ხნითაც გინდა...
ტასი... არა, ჩემო პატარა, ნუ ტირი... გაივლის, ტასასო გაივლის... მე სულ აქ ვიქნები, შენს კართან. თუ გინდა წავალ, შენს თავს ვფიცავარ, სულ წავალ. ოღონდ ნუ მთხოვ რო დაგივიწყო, ყველა სურვილს შეგისრულებ, ოღონდ ეგ არ მთხოვო... როგორ შემიძლია, მე, შენი სიყვარული შევაჩერო, ჩემო ციმციმა გოგო...
-ნუ მეძახი ეგრე!! წავიდა ის დრო, როცა მართლა ვარსკვლავებს მამსგავსებდი! ეხლა მხოლოდ სიბნელე დარჩა ჩემში, ნიკო! წადი, გთხოვ! ვერ ხედავ, როგორ მტკივა? ვერ ხედავ, როგორ მიცემს გული?! აი... ნახე!
-ჩემო პატარა, ჩიტივით გიცემს გული... ჩემო პაწაწუნა...
-ნიკო...
-ეგრე ნუ მეძახი... ეგ შენ არ უნდა დამიძახო! შენ იცი, რაც უნდა დამიძახო!
ხმამაღალი ქვითინის ხმა ისმოდა. მერე მეორე ხმის სლუკუნიც აჰყვა.
-შენ არ იტირო, რა... შენ რომ ტირი, ესე მგონია მთელი სამყარო თავზე მემხობა... თუმცა მართლა ესეა. ღმერთო, როგორ მიყვარხარ... მტკივა, ტასასო, შენი ტკივილიც მე მტკივა! შენ ხო შენი საყვარელი ხალხი გტკივა, მე ისინიც და მამაჩემი რო მამაჩემია ისიც მტკივა! ჩემო სიყვარულო, მოდი ჩემთან... ნუ გეშ...
მერე დაცემის ხმა გაისმა. სწრაფი ნაბიჯების ხმაც.
-ტასი! ჩემო ფერია! მიდი გამოფხიზლდი! ნუ მანერვიულებ, ჩემო სიყვარულო, არ დაიძინო... აი, ესე... მე მიყურე და თვალები არ დახუჭო, კაი? არა, არ დახუჭო. ჰო, ვსიო. ჩემო პატარა... ჩემო სიყვარულო, ჩემო ციმციმა, როგორ დამეტანჯე, პატარავ. ჩემგან არ გეყო და იმ... ნაძირალა ჩოლოყაშვილმაც გაგტეხა, ჩემო სიცოცხლე...
ბიჭიც ტიროდა.
ანასტასია ალბათ, კედელთან ახლოს დაეცა, რადგან მეზობლებს ლაპარაკი მკაფიოდ ესმოდათ.
***
,,ღმერთო, ბიჭის ხმა... ეს რა იყო... ასეთი ცხოვრებაში არაფერი მომისმენია. თითქოს... ჯვარი წერია სუყველას მარა, თითქოს ვიღაცის დაკარგვას გლოვობდა. ასეთი მოწიწებით, მოკრძალებით, სიყვარულით, სითბოთი მე არ მახსოვს ვინმე თავის შეყვარებულს ელაპარაკებოდეს. "
***
ყველა წინადადებაში ბიჭი სიყვარულს უხსნიდა პატარა ანასტასიას. მერე ანასტასიამაც ამოიღო ხმა:
-ნიკუშ...
თითქოს ბიჭი ვაკუუმიდან სუფთა ჰაერში ჩააგდეს, ჰაერი ისე ხარბად ამოისუნთქა, თითქოს ამ ერთ სიტყვას მთელი ცხოვრება ელოდებოდა, თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა, შვებით ამოისუნთქა.
-ჩემო ციმციმა... ჩემო სიყვარულო... ჩემო ფერია... სუნთქვა ხარ ჩემი... გული ხარ ჩემი...
ბიჭი ჩუმად ჩურჩულებდა. მაგრამ ამ სიტყვებს ისე გულისხმობდა, თითქოს ყვიროდა, ისე მკაფიოდ ისმოდა.
-ნიკუშ... შენ ვერც კი გაიგებ ვერასოდეს რას ნიშნავს როცა რაღაც სიმაღლეზე დგახარ, რაც სულ არ არის მაღალი. ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს ამ სიმაღლიდან ერთიანად დანარცხება სიცივეზე... როგორი ტკივილია, წამოდგომა რომ გინდა და რომ ვერ დგები. როგორია, როცა, შენი სახლის კარს ათობით კაცი წი-წიხლით აღებს და ვერასოდეს გაიგებ, როგორია იარაღის გაბმული სროლა. ვერასოდეს გაიგებ, როგორ იყვირებენ ტკივილისგან ის ადამიანები ვინც შენ ყველაზე მეტად გიყვარს. ვერასოდეს გაიგებ, როგორია სიკვდილის წინ მათი განწირული ხმა...
***
,,გოგონა დაცლილი ხმით ლაპარაკობდა. ეჭვი არ იყო, მთელი ტანით ცახცახებდა. მისი ყბების კანკალის გამო, კბილების წკაპუნი კედლის მიღმაც მესმოდა. ბიჭი სლუკუნებდა. "
***
გასუსული უსმენდა. მთელი სამეზობლო ანასტასიას კართან შეყრილიყო. ანასტასია კი გულიდან უშვებდა იმ სიტყვებს, რასაც ამდენი ხანი ერთგულად დაატარებდა:
-ჰო, ნიკუშ, ვერასოდეს გაიგებ, როგორია შენი მშობლების კივილის ხმა. როგორ შეეხვეწებიან ვინმეს... არ მომკლაო! როგორ შეეხვეწებიან ვინმეს, ბავშვებს ობლად ნუ დამიტოვებო!! ვერასოდეს გაიგებ, როგორია როცა იღვიძებ იაზრებ, რომ ოჯახი აღარ გყავს, და საწოლის მეორე ნაწილი, რომელსაც პატარა დაიკო და ძამიკო გითბობდნენ... ძალიან ცივია... მათი თბილი ხელების შეხება ლოყებზე, რომ ვეღარ გაგაღვიძებს... ვერასოდეს გაიგებ, რას ნიშნავს როცა გონს მოდიხარ და იაზრებ, რომ ამ დამპალ, დაუნდობელ სამყაროში სულ მარტო დარჩი! ვერასოდეს გაიგებ... და არც მინდა რომ გაიგო! არ მინდა, იმიტომ რომ მიყვარხარ! მიყვარხარ იმ დანარჩენ სამყაროზე მეტად, ასე რომ მიმეტებს და სხვა ყველა რომ აღმერთებს... როგორ შეიძლება არ მიყვარდე, ნიკუშ... მაგრამ მე ამას ვერ შევძლებ. ვერ ვიზამ. ეს ჩემი მშობლების შეურაცხყოფა იქნება...
მეყვარები ყოველ დღე და ყოველ ღამე.
ყოველ იმ ღამეს, აქ, ჩემს კართან რომ მოხვალ და ისევ ჩურჩულით რომ ამიხსნი სიყვარულს.
ყოველ იმ ღამეს მეყვარები, მთვრალი გაუგებრად რომ იბუტბუტებ ჩემს სახელს, სანამ არ ჩაგეძინება...
ყოველ იმ ღამეს მეყვარები, სულელივით რომ გამიცინებ და ჩემო ციმციმაო, რომ მეტყვი...
მაგრამ, აღარ ვციმციმებ, ნიკუშ... ხედავ? ჩავქრი, დავბნელდი... ვიცი, შენ მამაშენთან რა შუაში ხარ მაგრამ... ძალა არ მეყოფა... ისედაც ყოველ ღამე...
-არა... არა. იმეორებდა ბიჭი ჩუმად.
-ჩშშ... როგორ არა. შემომხედე, თვალებში მიყურე. ხედავ ვარსკვლავებს?
-ტასასო... ნება მომეცი, რომ აგაციმციმო... გაგაბედნიერო... ხომ იცი, რომ არ დავნებდები... მაგიჟებ, იცი რა მემართება, რომ გიყურებ?! იცი, რა მეწყება ტანში? აი, ესე, სულ ესე დამდის ჟრუანტელი. რომ გიყურებ...
როგორ ზიხარ, როგორ წევხარ, როგორ ხატავ, როგორ მღერი, როგორ გიშტერდება ხოლმე ერთ ადგილზე მზერა, როგორ ათამაშებ ნერვიულად პასტას, მოწყენილი რომ ხარ... როგორ ამთქნარებ, როცა გეძინება... როგორ გეჩხვლიტება ნიკაპი, ტასასო, სანამ ტირილს დაიწყებ... აი, ახლაც. როგორ გიწითლდება ხოლმე ცხვირი გაბრაზებისას... როგორ მინდა ხოლმე, იმ ცხვირზე ბევრი გკოცნო ხოლმე...
და შენ მეუბნები, რომ მე ეს გრძნობა შევაჩერო?
მაგას ვერ ვიზამ, ჩემო ციმციმა. არ ანათებ... მერე რა, ღამით, ცაზე ვარსკვლავები ხომ ავდრის დროს არ ჩანან ხოლმე, ჩემო პაწაწო... მე ეს არ მაინტერესებს! ტასო, ნახავ, რა მალე გამოიდარებს.
-მიყვარხარ...
ანასტასიას პირველად გაეღიმა.
ძლიერად ჩაიხუტა ნიკუშამ ტასო გულში. ხელებს არაფრით უშვებდა.
-მეც მიყვარხარ, პატარავ, ძალიან მიყვარხარ.
ტასასო მთელი სახით იღიმოდა.
მერე უცებ დასერიოზულდა.
-შეიძლება, რაღაც გთხოვო?
-რაც გინდა.
-გთხოვ, ჩოლოყაშვილს არაფერი დაუშავო. არ იმსახურებს, კარგი?
-რა?
-ჩოლოყაშვილითქო. არაფერი უქნა. არ მინდა, მაგასთან რამე საერთო გქონდეს.
-ეგ შენ აღარ გეხება. ჩემი პატარას შეურაცყოფას არავის არ ვაპატიებ. როგორ მოგატყუა... როგორ გააკეთა ეგ... აუ, რას ვუზამ მაგას, ხელები წინასწარ მტკივა.
-ნიკუშ...
-ჩშშ, ცხოვრება. შენ არაფერი გეხება. მამა-შვილი აშავებენ და უნდა ასწავლოს ვინმემ მაგათ ჭკუა.
-მამამისს არაფერი დაუშავებია.
თავი ჩახარა. ვერაფერი უთხრა. ან რა უნდა ეთქვა.
ვერაფერი ვერ თქვა.
ვერც იტყოდა.
უბრალოდ ლოყაზე აკოცა ტასოს და წამოვიდა.



დიდი ბოდიში, იმას ვისაც ეს ემოცია არ ეყოფა. მართლა გულოთ ვცადე.
ვინც არ უნდა კითხულობდეს,
რასაც არ უნდა ფიქრობდეს ამ ნაჯღაბნზე,
ყველაფერი დამიწერეთ.
უნდა ვიცოდე, რაზე უნდა ვიმუშავო.
მადლობა წინასწარ.
მიყვარხართ



№1  offline წევრი ki si

Magaria gadasarevia kargia da aset komentarebs rom vwer jer arcert siaxles ar daumsaxurebia ase es sityvebi. Saocrebaa ragacnairad tbili vgijdebi aset istoriebze tan yvelaze metad imotom momwons rom qartvelebzea da ragacnairad ufro mdzafrad ganicdi mokled dzaan momwons savse var emoviit da gaagrdzele aucileblad samoci tavi ro iyos me wavikitxav didi siamovnebit. Bolos sisulele vtqvi xo kai araushavs. <3

 


№2  offline წევრი Kalina

ki si
Magaria gadasarevia kargia da aset komentarebs rom vwer jer arcert siaxles ar daumsaxurebia ase es sityvebi. Saocrebaa ragacnairad tbili vgijdebi aset istoriebze tan yvelaze metad imotom momwons rom qartvelebzea da ragacnairad ufro mdzafrad ganicdi mokled dzaan momwons savse var emoviit da gaagrdzele aucileblad samoci tavi ro iyos me wavikitxav didi siamovnebit. Bolos sisulele vtqvi xo kai araushavs. <3

აუ შენ რა კარგი ხარ♥️ მადლობა დიდი♥️ მაგრამ, სამოც თავს ვერ შეგპირდები
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline მოდერი ენემი

აუუ მეტირებოდა, და თან როგორ, იმედი მაქვს ერთად იქნებიან, მარა ეს რა ხდება რატო ყვება ვიღაც ან ვინ უსმენს ეგ დაამატ რა. <3 მალე ველი ახალ თავს

 


№4  offline წევრი Kalina

ენემი
აუუ მეტირებოდა, და თან როგორ, იმედი მაქვს ერთად იქნებიან, მარა ეს რა ხდება რატო ყვება ვიღაც ან ვინ უსმენს ეგ დაამატ რა. <3 მალე ველი ახალ თავს

მიხარია შენი შეფასება♥️ კი, ყველაფერს მომდევნო თავებში გავიგებთ, მანამდე დაძაბულობას ვინარჩუნებთ...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5 სტუმარი Guest everything

esaaa adamiano najgabni???? argadamrio da ar gadamdgaaa

 


№6 სტუმარი სტუმარი კატო

ნუ სუელობ უმაგრესია ძალიან მსიამოვნებს შენი ისტორიების ითხვა არც ერთი არ დამიწუნებია ჯერჯერობით რაც წავიკითხე და იმედია ასე გაგრძელდება წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაშიც და სიყვარულშიც ძალიან მაგარიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent