შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მესამე თავი)
(მესამე თავი) მთელი ღამე ფიქრებში,თეთრად გაათენა.თვალწინ მხოლოდ ერთი ადამიანის თვალები ედგა და ეს ადამიანი ემილია იყო.მისმა სიხისტემ და ლურჯმა თვალებმა ასეთი ლაღი და მხიარული ადამიანიც კი საგონებელში ჩააგდო.ვერანაირი სახელი ვერ მოუძებნა არჩილმა იმ გრძნობას რასაც ემილიას სევდიანი და ლამაზი თვალების გახსენებისას გრძნობდა ,უცნაური გრძნობა ეუფლებოდა თითქოს კავშირი იგრძნო ,მაგრამ რატომ?ეს კითხვა არ ასვენებდა. * * * * -ემილია სამსახურში რა ამბები გაქვს?მიდი მოყევი(მოუთმენლად ჰკითხა მარიამმა დილა ადრიანად) -რა ამბები უნდა მქონდეს?ჩვეულებრივად მიდის ყველაფერი,გუშინაც მაგიტომ არ დამაგვიანდა?ესკიზებს ვხატავდი და დრო გამეპარა. -ხო ეგ გავიგე სხვა არაფერი სიახლე არ არის? -ახლახანს დავიწყე გოგო მუშაობა და რა სიახლე იქნება ასე მალე? -რავი.ჩემთან არის და(გაუღიმა მეგობარს) -ვაიმე,შენ რა გითხარი გეთქვა პირდაპირ რომ შენთანაა სიახლე რაღას შემოუარე სათქმელს.აბა რა სიახლეა?(მოუთმენლად გადაულაპარაკა დაქალს) -უფროსს ძალიან მოეწონა ჩემი დამზადებული კერძები ,გარდა ამისა რაღაც სიახლეები შევიტანე მენიუში ,ნუ მართალია უფროსის უკითხავად და მართალია ამას მისგან საყვედურიც მოჰყვა ,მაგრამ როდესაც კლიენტების შექება დავიმსახურე და მათ ჩემ მიერ შეთავაზებული კერძები ძალიან მოეწონათ უფროსმა შეფ-მზარეულად დამნიშნა(სიხარულით წამოხტა მარიამი და „მე ეს შევძელიო“ამის ნიშნად მუშტ შეკრული ხელი ცაში აიშვირა) -ყოჩაღ ჩემი გადარეული გოგო ,ყოჩაღ(დაქალს ჩაეხუტა ემილია და ლოყაზე აკოცა) -მადლობა, მადლობა.იმედია შენც გექნება მალე სასიამოვნო სიახლე -იმედია,უი მართლა ნინი სად არის კიდევ სძინავს? -ალბათ. -არა არ მძინავს უკვე -უი ნინი ადექი?ჩემო ლამაზო(ემილია დასთან მივიდა და მოესიყვარულა) -რა დამაძინებდა იმხელა ხმაზე ყვიროდით. -ერთი ამას უყურე რა(დატუქსვის ნიშნად მარიამმა ცერა თითი ცხვირწინ აუქნია) -რა გიხაროდათ ასე ძალიან? -მარიამი შეფ-მზარეული გოგოა უკვე,აღარ გვიკადრებს მალე(ღიმილიანი სახით გადახედა ნინის) -უი მართლა?გილოცავ გიჟო(ნინი მივიდა მარიამთან და კალთაში ჩაუხტა) -გოგო აღარ ხარ პატარა.ჩამიმტვრიე ძვლები.ადექი -ოოო არა.მოითმინე ცოტაც -ნინი შენ სჯობს ადგე და გაემზადო .სკოლაში მივდივართ -რააა?(უსიამოვნოდ წამოიძახა ნინიმ) -ხო რა იყო?რადგან საცხოვრებლად გადმოვედით გეგონა სკოლაში აღარ ივლიდი?მიდი გაემზადე -არა ეგ არ მეგონა უბრალოდ მეგონა ცოტახანს მაინც დამაცდიდი თავისუფლად ყოფნას -ჩამორჩები პროგრამას და მერე ნახე შენ წვალება.ბევრს ლაპარაკობ მიდი გაემზადე -კარგი რა ემილია კარგი რა. -აღარ გამამეორებინო მეორედ ,დროზე(მკაცრად უთხრა დას ) -ხო კარგი -ემილია რა იყო?რა მკაცრი ხარ -ამასთან ასე უნდა ილაპარაკო.როგორ მეპასუხებოდა -და რატომ არ უნდა შეგეპასუხოს?არ აქვს უფლება? -საკამათო თემაზე შემეპასუხოს არაფერს ვეტყვი პირიქით კარგიც იქნება აზროვნებას ისწავლის,არც მინდა რომ ჩემს აზრზე იყოს ,თავისი უნდა გააჩნდეს ,მაგრამ სკოლა სხვა თემაა ამას კამათი არ სჭირდება ,სკოლაში უნდა იაროს. -ხო როგორც გინდა,მე წავედი მაგვიანდება . -კაი მეც მალე წავალ ჯერ ნინის მივიყვან სკოლაში,დირექტორსაც უნდა დაველაპარაკო. -კაი ლამაზო ,საღამომდე მე წავედი(ერთმანეთი გადაკოცნეს და მარიამიც გაუდგა გზას) -ნინიიი,დროზე გაემზადე საჭმელიც უნდა ჭამო და არ დაგვაგვიანდეს -მოვდივარ რა იყო.(ბუზღუნით გამოვიდა ნინი თან იცმევს)თან ჩავიცმევ თან შევჭამ ბარემ ასე ვიზამ და დროსაც მოვიგებ(ახარხარდა ნინი) -ოხ შენ ვინ ხარ, მიდი დროზე ქენი ,გელოდები.მე ჩანთას ავიღებ და მოვალ. ნინი მალევე მორჩა საუზმეს და ემილიამ სკოლაშიც მიიყვანა ,არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ მიღებასთან დაკავშირებით და დირექტორმა სკოლა დაათვალიერებინა და კლასიც გააცნო -ნინი მე წავედი მაგვიანდება სამსახურში.წარმატებულ დღეს გისურვებ ჩემო სიხარულო(დას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა) -კაი დაიკო.შენც ასევე. ემილია სამსახურისკენ გაემართა სულ 10 წუთით შეაგვიანდა და ძალიან ანერვიულდა ამასთან დაკავშირებით ,რადგან ძალიან პუნქტუალური ადამიანია.კომპანიაში შესვლისას ბ-ნი ნოდარი დახვდა -ემილია,დააგვიანეთ -ვიცი უბრალოდ ჩემი და სკოლაში მივიყვანე ,დღეს პირველი დღეა მისთვის და დირექტორთან საუბარმა დიდი დრო წაიღო. -აქამდე არ დადიოდა?რამხელაა? -10 წლისაა.დადიოდა აქამდე მაგრამ ეს მეორე სკოლაა,ჩვენ ხომ სხვა ქალაქიდან გადმოვედით და შესაბამისად სკოლის გამოცვლა მოგვიხდა -მართლა?ეგ არ გითქვამთ.კარგი არაუშავს,მუშაობას შეუდექით(ღიმილიანი სახით უთხრა ახალ თანამშრომელს) არჩილი უკვე კომპანიაში ბრძანდებოდა და დაგვიანებული ემილიას დანახვისას საყვედურის თქმა გადაწყვიტა(მისი უფროსი მაინც იყოს) -ქალბატონო,სამსახურში დაგაგვიანდათ(მკაცრი ტონით მიმართა ემილიას) -ვიცი(არანაკლები სიმკაცრით მიმართა ემილიამაც) -კარგია თუ იცით,მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა თქვენი დაგვიანების მიზეზს თუ ამიხსნიდთ -უკაცრავად რაღაც ვერ გავიგე -რადა მიზეზი ამიხსენითთქო -და რატომ იმასაც ხომ ვერ მეტყოდით? -რას ჰქვია რატომ?აქ მუშაობთ და მე კიდევ ამ კომპანიის უფროსი ვარ -უკაცრავად მაგრამ აქ თქვენ არ აგიყვანივართ.სამსახურში ბიძათქვენმა მიმიღო და ჯერეგერთი არც თქვენი ასისტენტი ვარ რომ ანგარიში ჩაგაბაროთ,ვის მიმართაც ვალდებული ვიყავი მას უკვე ავუხსენი ყველაფერი და თქვენ რა პრეტენზია გაქვთ ვერ ვხვდები და თუ სხვა საქმე არ გაქვთ ჩემს სამსახურთან დაკავშირებით მე წავალ(ცოტახანს თვალებში უყურებდა გაშტერებულ აჩის ,შემდეგ მიტრიალდა და უკანმოუხედავად წავიდა და მისი კაბინეტის კარი ცხვირწინ მიუხურა ვაჟბატონს) -ვაიმეეე.ყოჩაღ ამ გოგოს,შენ კი არა მეც პირი დავაღე ,ხმის ამოღების საშუალება არ მოგცა(გაოცებული სახით უყურებდა ნიკა აჩის) -ყოჩაღ კი არა როგორ მელაპარაკებოდა ვერ გაიგე?რის უფლებას აძლევს თავს? -რა იყო თავმოყვარეობაზე შეგეხო?რა გინდოდა აბა?რატომ უსაყვედურე?მისი თქმის გარეშეც იცოდი რომ საყვედურის თქმის უფლება ელემენტარული იმიტომ არ გქონდა ,რომ არც რიგითი თანამშრომელია და მითუმეტეს არც შენი ქვეშევდომი,თუმცა შენ ხომ უნდა გესაყვედურა ისე ვერ გაჩერდებოდი და ღირსი ხარ,ეგეთი პასუხი გეკუთვნოდა.ამ გოგოს დღეიდან ძალიან ვაფასებ ყოჩაღ.(ტაშის დაკვრით გამოხატა მისი ემოცია ნიკამ, მაგრამ როდესაც აჩის გაცეცხლებულ სახეს გადააწყდა მასინვე შეწყვიტა და გამომეტყველებაც შეეცვალა) -ნიკააა..გაჩუმდი ჩემიც მეყოფა,ჭკუას ვასწავლი ამ გოგოს. -დაიწყო ამან თავისებურები ახლა.ერთს გირჩევ. ეს გოგო სხვებს არ ჰგავს ,ხომ ხედავ შენმა წარმტაცმა გარეგნობამაც ვერ მოხიბლა(ღიმილიანი სახით გადაულაპარაკა აჩის) -ნიკა გეყოს მეთქი უარესად ნუ მაღიზიანებ -რა არის აქ გასაბრაზებელი?რასაც იმსახურებდი ის მიიღე.რას მატრაკვეცობდი.უსაყვედურა ბიჭმა თურმე -ნიკაააა(იმდენად ხმამაღლა წარმოთქვა ,რომ გარშემომყოფთა ყურადღებაც მიიქცია)რა იყო რას მიყურებთ,საქმეს მიხედეთ(მკაცრად წარმოთქვა და კაბინეტის კარი მოიჯახუნა) -ეს ვინ არის ასეთი ?როგორ მელაპარაკებოდა.მაგრამ ისე საყვარელია ,რა ლამაზია ,რა ლამაზი თვალები აქვს.ვაიმე შე უბედურო რეებს ვბოდავ?როგორ გაბედა ასე საუბარი ჩემთან?ვაიმე ეს საბუთები ბიძაჩემთან უნდა შემეტანა სულ დამავიწყდა(უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და ბიძამისის კაბინეტისკენ გაემართა.) -ბიძია,შეიძლება შემოვიდე? -მოდი შვილო მოდი.მოხდა რამე? -არა ,საბუთები რომ მთხოვე აქ არის ,მე კი მოვაგვარე ყველაფერი მაგრამ შენ თუ გინდა გადახედე მაინც. -არა არ მინდა.სრულიად გენდობი ყველაფერში. -კარგი მაშინ წავალ და გადავგზავნი ამ საბუთებსაც -კარგი ბიძამისს დაემშვიდობა და კარი გაიხურა ამ დროს კი ემილიას შეხვდა . -საით გაგიწევია -ახალი ესკიზები უნდა ვანახო ბატონ ნოდარს. (აჩის ჩაეცინა და ემილიას კაბინეტის კარი გაუღო,ემილიაც არ დაიბნა და მაშინვე შევიდა) -მადლობაც არ მითხრა(გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და ოთახისკენ გაეშურა) -ბ-ნო ნოდარ შეიძლება? -მოდი შვილო მოდი. -ახალი ნამუშევრები მოვიტანე და თქვენი აზრი მაინტერესებს -მაჩვენე ნოდარმა ყოველი დეტალი კარგად დაათვალიერა .სახეზე აშკარად ეტყობოდა კმაყოფილება -ყოჩაღ ემილია მართლაც რომ ყოჩაღ. -ანუ მოგეწონათ? -მომეწონა რომელია ,ძალიან კარგია.გარდა ამისა ისედაც ვაპირებდი შენთვის დავალების მოცემას ,რომ შეგექმნა რაიმე ახალი რადგან მილანში მოდების ჩვენება იმართება ერთ კვირაში და მინდა რომ შენ და შენი ჯგუფი მოემზადოთ და გაემგზავროთ -რაა?კი მაგრამ ერთი კვირა ძალიან ცოტა დროა მოსამზადებლად.ვერ მოვასწრებთ -მოასწრებთ .მთავარია მოინდომო და ყველაფერი გამოგივა.აუცილებლად უნდა წარვადგინოთ შენი ნამუშევრები ,გარდა ამისა ეს კარგი იქნება არამარტო ჩვენი კომპანიისთვის არამედ შენი სახელის წარმატებისთვის .ბევრი ადამიანი გაგიცნობს. -კარგით .შევეცდებით ყველაფერი ისე გამოვიდეს, რომ კომპანიის სახელი არ შევარცხვინოთ . -წარმატებები შვილო -მადლობა ემილიამ მაშინვე შეატყობინა ახალი ამბავი მისი გუნდის წევრებს და მუშაობასაც მალევე შეუდგნენ.მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ და სახლში მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა და რადგანაც პარასკევი იყო შეეძლო გამოეძინა .10 საათამდე იძინა და შემდეგ ძილისგუდებისთვის საუზმეც მოამზადა . -ემილი შენ უკვე გღვიძავს?(მთქნარებით და თვალების ფშვნეტით გამობრძანდა ქალბატონი მარიამი)რომელზე დაბრუნდი წუხელ? -წუხელ კი არა ამ დილას მოვედი.7 იყო -რაა გოგო?თავს იკლავ მუშაობით .ასე არ შეიძლება და 3 საათი მარტო გეძინა?წადი დაიძინე ამას მე მივხედავ მიდი ადექი -არა გოგო ხომ არ გაგიჟდი?უნდა დავურეკო ახლაც თანამშრომლებს და მივიდე კომპანიაში. -ვერ ხარ?შაბათია დღეს -ვიცი მაგრამ ერთ კვირაში მილანში მოდის კვირეულზე მივდივარ,ჩემი ნამუშევრები უნდა წარვადგინო და როგორ მოვასწრებ არ ვიცი ასეთ მცირე დროში -რააა მართლა?ჩემი ნიჭიერი.ნუ გეშინია მოასწრებ ჩემო ყოჩაღო -კაი მიდი შენ ჭამე მე უნდა დავურეკო ჩემს ერთ-ერთ დამხმარეს რომ მივიდნენ კომპანიაში და მალე მეც წავალ. ემილიამ ყველა შეკრიბა და თავდაც იქ გაჩნდა .იმდენად ენერგიულად და დაუღალავად მუშაობდნენ რომ ერთ კვირაში შეკრევა და გამზადება და შემდგომ ნამუშევრების დახვეწვაც მოასწრეს და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ემილიას დამსხურებით. -ყოჩაღ ბავშვებო ყოჩაღ,ასეთ შედეგს არ ველოდი(აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნოდარი) -ყველაფერი ქალბატონი ემილიას დამსახურებაა(წამოიძახა ერთ-ერთმა მათგანმა და ამ დროს შევიდა ემილიაც ოთახში) -ზუსტად შენზე ვსაუბრობდით ახლა ემილია.ყოჩაღ კარგი ნამუშევარია -მიხარია თუ მოგეწონათ ,ყველაფერი მათი დამსახურებაა.ისინი რომ არა ვერ მოვასწრებდი(ნოდარს გაეცინა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა) -ემილია რაღაც უნდა გითხრა .შენთან ერთად ერთი ადამიანი მოდის ვინც იქაურ საქმეებში გაგარკვევს და დაგეხმარება, რომ სიტუაციას მოერგო.(უთხრა და ნიკას დაუძახა) -გამარჯობა(სასიამოვნოდ გაუღიმა ნიკამ და ხელი გაუწოდა) -გამარჯობა -ნიკა ემილიას უნდა გაყვე და დაეხმარო მილანში საქმეების მოგვარებაში -სიამოვნებით ბატონო ნოდარ -კარგი მაშინ თავისუფლები ხართ ნიკა და ემილია ხმის გაუცემლად დაშორდნენ ერთმანეთს .ნიკას არჩილმა დაუძახა -რა იყო აჩიკო? -რატომ დაგიძახა ბიძაჩემმა? -ემილიასთან ერთად მილანში მიშვებს მოდის კვირეულზე.საქმეებში დაეხმარეო -რაა?მე უნდა წავიდე იქ მასთან ერთად.ძალიან გთხოვ დამეხმარე რა,რომ მე გამიშვას -ნორმალური ხარ?რას დასდევ კუდში? -კუდში არ დავსდევ.დამეხმარები თუ არა?ბიძაჩემს უთხარი რომ სხვა საქმე გამოგიჩნდა და ვერ გაჰყვები და მაშინ მე ვეტყვი მე გავყვებითქო -ოოხ კარგი ხო ,ვეტყვი დაიძრნენ ნოდარის კაბინეტისკენ -ბიძია შეიძლება -შემოდით -ბ-ნო ნოდარ რაღაც უნდა გითხრათ.სხვა სასწრაფო,ძალიან სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და მე ემილიას ვერ გავყვები მილანში(ეუბნება ნიკა ნოდარს და თან აჩის უყურებს თვალებში,რომელიც თითქოს კარნახობს რაც უნდა თქვას) -გადადე ეგ საქმე.ესეც არანაკლებ სასწრაფოა -ვერა ვერ გადავდებ . -კარგი ბიძია რა იყო თუ ვერ მიდის ხომ ვერ დავაძალებთ.იქნებ მართლა სასწრაფო საქმე აქვს და იყოს აქ.მე გავყვები ემილიას თან ამას მოდის რა გაეგება .მე გავყვები(ნოდარი მიხვდა რაშიც იყო საქმე და მრავალმნიშვნელოვნად ჩაეცინა) -კარგი გაყევი (აჩის თვალები გაუბრწყინდა )მაგრამ არ გააბრაზო გოგო(თვალის ჩაკვრით უთხრა ნოდარმა) -კარგი(გაეღიმა და სახლში ჩემოდნის ჩასალაგებლად გაეშურა) -ემილია ,ემილია(სასიამოვნო ხმით მიმართა დერეფანში მოსიარულე ლამაზ მანდოლოსანს) -რა მოხდა?(მობეზრებულად გადახედა ბიჭს) -შენთან ერთად მიშვებს ბიძაჩემი მილანში,ნიკას საქმე გამოუჩნდა და ვერ მოდის -მერე მე რა ვქნა თუ გიშვებს წამოდი,ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ წამოვა(ჩაუვარდა კოვზი ნაცარში ბიჭს..უთხრა ემილიამ და დატოვა შენობა) -(ამ ყველაფრის გაგონებაზე ნიკას სიცილი აუტყდა) -რა გაცინებს ბიჭო? -მისი გაღიზიანება გინდოდა და თავად დარჩი პირში ჩალა გამოვლებული (სიცილს არ წყვეტდა ნიკა)ეს გოგო უკვე მიყვარს -რომ მოგდევ ეხლა ყბაში და მაგ ცარიელ თავში რაც ტვინი გაქვს იმასაც კედელზე მიგასხმევინებ მერე ვნახავ როგორ გაიცინებ(იმდენად გაბრაზებული ეუბნებოდა ამ ყელაფერს არჩილი ნიკას ,რომ ნიკა სადაც იყო მის ემოციება გასაქანს მისცემდა და მწარედ ახარხარდებოდა და სწორედ ამ მიზეზის გამო სჯობდა გასცლოდა აჩის) არჩილმა ემილიას ნომერიც გაიგო(რა იცის რაში დასჭირდეს)და გაეშურა სახლში ჩემოდნის და გეგმების ჩასალაგებლად.ემილიაც მალევე მივიდა სახლში და გეგმის შედგენა დაიწყო, რომ მილანში ერთი დღეც არ გაპარვოდა დაუგეგმავად. -ემილია რამდენი ხნით მიდიხარ?(ინტერესიანი მზერა მიაპყრეს ნინიმდა მარიამმა ემილიას) -დაახლოებით ხუთი დღით ალბათ -ამდენი ხანი რატომ? - ჩასვლიდან მესამე დღეს იმართება ჩვენება.მანამდე რეპეტიცია არის გასავლელი და საქმეები მოსაწესრიგებელი ბოლო დღეს კი თუ ვინმეს,რომელიმე კომპანიას მოუნდება სხვა ჩვენებების დაფინანსება ,ამასთან დაკავშირებით გაიმართება მოლაპარაკება -აჰა გასაგებია .წარმატებები ლამაზო იცოდე არ იცუღლუტო(თვალის ჩაკვრით გადაულაპარაკა დაქალს მარიამმა) -(ღიმილით უპასუხა ემილიამ და სახლი დატოვა) სადარბაზოდან გასულ ემილიას გარეთ აჩი დახვდა,რომელიც მანქანას დაყრდნობილი ჩვეული ღიმილიტ უცქერდა. -აქ რას აკეთებ?მისამართი საიდან გაიგე? -არც ისე ძნელი იყო მისამართის გაგება ,ჩვენთან მუშაობ ხომ არ დაგავიწყდა? -(ემილიამ უკმაყოფილების ნიშნად თავი გადაიქნია)კარგი და რატომ მომაკითხე? -ისედაც ერთად მივდივართ მილანში და ვიფიქრე მივაკითხავთქო(უთხრა და მანქანის კარი გამოუღო) -არ იყო საჭირო .ტაქსით წვალ -ტაქსით?ჩაჯექი მე წაგიყვან(ზედმეტად მკაცრადაც კი წარმოთქვა რასაც ემილიას გაოცებული გამომეტყველება მოჰყვა.ცალწარბ აწეული შეჰყურებდა და აშკარად არ აპირებდა აჩის მანქანით წასვლას.) -არ მინდა ტყუილად კარგავ დროს ჩემი სახლის წინ .სჯობს შენს საქმეს მიხედო და წახვიდე .მე თავადაც შევძლებ წამოსვლას -მომისმინე გოგო ,რას ჯიუტობ ვერ ვხვდები .შენს მოტაცებას კი არ ვაპირებ.ჩაჯექი რა იყო.აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ არ ჩაჯდები -ნუ მოიცვლი(ეს ფრაზა მიუგდო ემილიამ აჩის ტაქსი გააჩერა და წავიდა,ბიჭი გაშეშებული დატოვა და უკან წამითაც არ მოუხედავს) -აუ ეს ვინ არის ტო?ადამიანია საერთოდ?უკვე ნერვებს მიშლის(გაიფიქრა აჩიმ და თავადაც ჩაჯდა მანქანაში და აეროპორტისკენ გაემართა) იქ მისულს ემილია და მისი ჯგუფი დახვდა ,რომლებიც ელოდებოდნენ მას და ჩასასხდომად ემზადებოდნენ. -ცოტაც დააგვიანებდი და დარჩენა მოგიწევდა(მკაცრად მიახალა ემილიამ ) -(აჩიმ თავი მობეზრებულად გადაიქნია და პასუხის გაუცემლად გაჰყვა მათ) თვითმფრინავში მალევე ჩასხდნენ და დაადგნენ გზას მილანისკენ. აჩი ემილიას გვერდით მოკალათდა.ემილიას როგორც ყოველთვის ყურსასმენები ჰქონდა მომარჯვებული და წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობდა. მოულოდნელად ემილიას ტელეფონი ,რომელიც აჩის გვერდით იდო ,განათდა და აჩიმაც თვალი მოჰკრა ბიჭის სურათს ,რომელიც ემილიას ტელეფონის გარეკანზე ეყენა.ყველაფერი გასაგები გახდა.აი თურმე რატომ ექცეოდა ემილია ასე ცივად, შეყვარებული ჰყოლია.თითქოს გული დასწყდა აჩის ,მაგრამ რას იზამდა.ოცნება წართმეულ პატარა ბიჭს დაემსგავსა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.