უცნობი ცოლი (2)
რამდენი ხანი ეძინა სანდრას არ იცის, მაგრამ ხვდებოდა ,რომ საღამო იყო. ამას აფიქრებინებდა: 1. გარეთ შებინდებული იყო 2. დიდი საათი, რომელიც დიდ კეთილმოწყობილ ოთახში ეკიდა. ისტერიკების ატეხვა არ ჩვეოდა და არც ახლა აპირებდა. ტანზე დაიხედა და თეთრი პერანგი შეამჩნია . ,,ალბათ მესიზმრემბა" გაიფიქრა, ხელზე მაგრად იჩქმიტა საშინლად ეტკინა და სახე დამანჭა ,მერე ნატკენ ადგილას ხელის გადასმა დაიწყო. ოთახს თვალი მოავლო , არც ისე პატარა ოთახი იყო . ვერცხლისფერ ფერში გაწყობილი . ორი კომოდით ,თითო კომოდზე სანათი იდო, ორადგილიანი საწოლით, ტრილიაჟითა და კარადით . შუშის კარი ,რომელიც მისგან მარჯვნივ იყო სავარაუდოდ სააბაზანოში გადიოდა ,ხის კარი კი რომელიც მის წინ ასვეტილიყო ალბათ, მთავარ კორიდორს უერთდებოდა. უცებ კარი გაიღო და ლამაზი გოგო შემოფარფატდა ,უნიფორმით, მუქი ფერის თმითა და ლამაზი ღიმილით. -გამარჯობათ ქალბატონო ,მე ნათია ვარ -გაგიმარჯოთ- დაბნეულმა უპასუხა -სიმართლე გითხრათ, დათა როგორც აგღწერდათ ,გაცილებით უფრო ლამაზი ხართ . -უკაცრავად გეშლებით, იქნებ თვითონ დათა მანახოთ? მან უკვე მნახა? -არა, სამსახურიდან ახალი დაბრუნებულია ,თავის ოთახშია -იქნებ მის ოთახამდე მიმაცილოთ? -დიახ, ახლავე -ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა ნათიას სახეზე ,სანდრამ თეთრ პიჟამაზე თეთრი ხალათი მოიცვა, ფეხები ასევე თეთრ ფლოსტებში გაყო და ფრატუნით აედევნა გოგოს . ოთახიდან გამოსვლისთანავე შენიშნა დიდი ჭაღი, ვარაუდობდა რომ ძალიან ძვირადღირებულიც იქნებოდა . სახლს ღია ყავისფერი ინტერიერს, ამშვენებდა თეთრი მარმალილოს იატაკი . გაოცებისგან პირი ლამის ღია დარჩა , მაგრმა წამში გამოაფხიზლა ნათიას ხმამ. -შიგნითაა -მათ წინ მდგარ კარებზე მიუთითა მოსამსახურემ. -მადლობა-მორცხვად ჩაუღიმა სანდრამ, ნათია მაშინვე გაქრა .სანდრამ დააკაკუნა,კარს იქეთ ცივმა ,ხრინწიანმა ხმამ გაიჭექა. -შემოდით -კარები შეაღო და საწოლის გვერდით მდგარი შორტის ამარა ,ტანზე გადამძვრალი დათა შეეფეთა .ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგომ . ბოლო ძალა, რომელიც საიდანღაც მოძებნა თავის სხეულში, შეკრიბა და ძლივს გასაგონად დაიწყო ლაპარაკი. -იქნებ გადაიცვათ , თავს უხერხულად ვგრძნობ. -თქვენ რა ,შიშველი ბიჭი არასდროს გინახავს? -აშკარა სარკაზმი დაკრავდა ბიჭის ხმას . აცხარებულმა სანდრამ ,გულში თავი გაკიცხა, საერთოდ ენა რატომ ამოვიღეო, მაგრამ შეტევაზე მაინც ვადავიდა . -ჯადაბა!გააკეთებთ თუ ,არა რაც გთხოვეთ? -გაცხარდა სანდრა -რათქმაუნდა არა !-დათას სახეზე ღიმილმა გადაურბინა -ვინ ბრძანდებით? -გაიკვირვა ბიჭმა -ძლივს გონივრული კითხვა! ,-თვალების ზემოთ აპყრობა, სანდრაზე უკეთ არავის გამოდიოდა, ახლაც ასე მოიქცა - სიმართლე გითხრა ,მეც მაქვს ეს კითხვა .შენ ვინ ხარ? რატომღაც ყველას შენი საცოლე ვგონივარ . -ჰო,არა ვარ ცუდი ბიჭი, საქმროდ-ისევ უწყვეტი სარკაზმი. -ღმერთო!შენ რა მეღადავები? -თავს ვეღარ იკავებდა სანდრა და ბოლო ხმაზე ყვიროდა. -ისევე როგორც შენ -დათა აბაზანაში შევიდა ონკანის ხმა გაისმა . ისმოდა ხმა როგორ ეხეთქებოდა იატაკს ,წყლის წვეთები. გოგოს ტირილი აუარდა ,მამა სასტიკად ცემდა ,მაგრამ იქნებ აეხსნა და ყველაფერი სწორად გაეგო . არა, როდის მომხდარა ზაზას რამე სწორად გაეგო და სანდრა არ ეცემა. ლენკა ანერვიულდებოდა .აი რას ვერ იტანდა ,ყველაზე მეტად სანდრა . დედამისის ნერვიულობას მომკვდარიყო ერჩივნა.ტირილს უფრო უმატა. ონკანის ხმა შეწყდა, დათა სააბაზანოდან გამოვიდა -ღმერთო! რა მოგივიდა? -შემკრთალი ხმით იკითხა ბიჭმა . სანდრას ხმა არ გაუცია. -სიმართლე თქვი?- ხმა ჩაუწყდა დათას, თვალები მაგრად დახუჭა, რომ წარმოედგინა რა მოხდა. -ჰო -თავი დაუქნია ასლუკუნებულმა გოგომ -ჯანდაბა !- იღრიალა ბიჭმა . 20 წუთის მანძილზე არცერთ ამოუღია ხმა , დათა დროდადრო თმებში გიჟივით შეიცურებდა ხელს,თითქოს იქ რაღაცას ეძებსო. -ჯანდაბააა!-ისევ იღრიალა , იცოდა ეს შეცდომა ძვირად დაუჯდებოდა. ტელეფონს წვდა და ნომერი აკრიფა, მხოლოდ მისი ხმა ესმოდა სანდრას. -ბიჭო რა გააკეთეთ! .... მე რა გითხარით თქვე ს*რებო? .....ვინ მომიყვანეთ სახლში? .....რა სალომეა სართოდ უცნობი გოგოა....თქვენ ხომ არ გაუბერეთ?.....რას ქვია მარტო ეს გოგო შემოვიდა ჩიხში....ფოტო არ ქონდათ იმ შობელ-ძაღლებს?....წადით თქვენი....-ყურმილი დაკიდა ,თავიდან აკრიფა ნომერი . -სად ხარ სალომეა? .... დღეს რატომ არ შემხვდი?.... რა...რა ქენი? -დათამ იგრძნო, ფეხზე დგომას ,რომ ვერ შეძლებდა და სწრაფად დაეშვა საწოლზე-კი მაგრამ ... როგორ შეგეძლოთ....შენც უბრალო ძუკნა ხარ!!...ჯანდაბამდეც გზა გქონიათ ორივეს !-იღრიალა და ტელეფონი იქვე მიაგდო. -გაეთრიე ჩემი ოთახიდან -ისევ ბღავილი აღმოხდა ამ უკანასკნელს. სანდრა შეცბა ,შიშმა და კანკალმა ერთად აიტანა .ოთახი ტირილით დატოვა. საწყალი გოგო! რას გრძნობდა საერთოდ ვინმეს ანაღვლებდა? ისევ იმ ოთახში შეიჭრა ტირილით ,,რა ჯანდაბაა ღმერთო? აუცილებლად მე? მე უნდა დამემართოს ყველა უბედურება? სამართალი საერთოდ არაა? "გონებაში მანამდე იმეორებდა ერთიდა იგივე ფრაზას ,სანამ არ ჩაეძინა . **** დათა გიჟს გავდა ,როცა ჯერ უცნობი გოგო დაინახა მისი საცოლის მაგივრად ,მერე სულ გადაირია ,რომ გაიგო საყვარელმა ქალმა ,როგორ მიატოვა და მის საუკეთესო ძმაკაცს გაყვა ცოლად.ლუკა წულეისკირი, ის ლაჩარი ნაბ*ჭვარი რომელმაც საცოლე წაართვა.ნუთუ ამდენად სულელი იყო?ნუთუ ასე დაებრმავებინა სიყვარულს, რომ მათი ინტიმური ურთიერთობის შესახებ ვერაფერი გაიგო?ტელეფონი აწკრიალდა, იფიქრა ალბათ ვინმე მირეკავს რადგან მითხრან ,,საბედნიეროდ , შენ ფარულ კამერაში გაებიო" მაგრამ მამამისი რეკავდა -ალო-მომაბეზრებლად უპასუხა ტელეფონს, როგორ აეხსნა რომ სალომეამ მიატოვა და მის ნაცვლად სხვა ქალი მოიტაცეს -შვილო ,ტელევიზორი თუ ჩართე საერთოდ? -არ მეცალა . - თითქმის ყველა არხი შენზე გადმოსცემს , ჟურნალისტებს ვერ ვუმკლავდებით, როგორი ლამაზი გოგოა მოგვწონს . -მამა იმ გოგოს არ ვიცნობ. -რა რა თქვი?-ხმა ჩაუწყდა კაცს -ჰო აი ასე ნამდვილმა საცოლემ მიმატოვა და ვიღაც სხვა მომიყვანეს სახლში. -მომისმინე დათა, არ ვიცი რა ხდება მაგრამ, ხალხს ჩვენზე ლაპარაკის უფლებას არ მივცემ . ეგ გოგო დაითანხმე რომ ცოლად მოიყვანო !აუცილებლად-კბილებში გამოსცრა გიამ -მამა მე არ მინდა -დედაშენს ერთხელ ძლივს გადავატანინეთ გულის შეტევა შენი ძმის გამო, ექიმმა თქვა მეტს ვერ გადაიტანსო იცოდე ,ღმერთი არ გაგიწყრეს და მეორედ შენ გამო არ მოხდეს.-ღმერთო, დედის სიკვდილს ისევ უცნობი ცოლი ერჩივნა . რაც არ უნდა მომხდარიყო, ახლა ამ გოგოს რომლის სახელიც არ იცოდა ცოლობაზე დათანხმებდა . -კარგი მამა -დანებდა ბიჭმა ,ტელეფონი გამორთო და გაბრაზებულმა ლოგინზე დაანარცხა. ახლა უნდა დაელია, აუცილებლად უნდა დაელია . საღ გონებაზე ყოფნა ჭკუიდან შეშლიდა .ასე როგორ შეეძლოთ? ნუთუ არაფრის სირცხვილი არ გააჩნდათ? ასე როგორ დაეცნენ? ნუთუ, რასაც საუკეთესო ძმაკაცი და საყვარელი ქალი ეუბნებოდა ყველაფერი ტყუილი იყო?ნუთუ, ეს დრო ტყუილში ცხოვრობდა? ეს სიყვარული, ეს მეგობრობა ყველაფერი ილუზია იყო !საფეთქლები დასკდომას ქონდა , იქვე მდგარ არყის ბოთლს წვდა და აცახცახებულ ბაგეებზე მიიყუდა . სასმელმა ყელი ჩაწვა ,მაგრამ ეს სიმწარე ჯერ მის კუჭს, შემდეგ მთელ ორგანიზმს მალამოსავით მოედო .ერთი ბოთლი არაყი სულ ჩაცალა ,,ჯანდაბა - ჩაისისინა მეტი ოთახში არ მაქვს ,ჩანს გასვლა მომიწევს " ოთახის კარი გაიჯახუნა და მარცხენა გრძელი კიბით ჩავიდა. სამზარეულოში შევიდა და არყის ბოთლს ისევ წვდა. ,,ნეტავ სად წავიდა უცნობი ცოლი? მოდი შევუაროთ და გავიცნოთ" წარბები ააფახურა ბიჭმა .ამჯერათ მარჯვენა კიბეს აუყვა და კარზე დააკაკუნდა . ,,მოვდივარ" ნამძინარები ხმა გაისმა ოთახში. ,, ჰო ,ვაღიარებ ლამაზია !, კარგი ხმაც ჰქონია "დათამ კედელს ცალი ხელით მიეყრდნო , ფეხები გადააჯვარედინა და გოგოს დაელოდა .კარი გაჩხაკუნდა და ზღურბლს იქეთ თვალებ დასიებული სანდრა გამოჩნდა. -რა ხდება? -ინტერესით მოავლო თვალი არემარეს სანდრამ -გინდა გავისეირნოთ? -ვინებმა? -ჩვენ -გოგონამ გულიანად გადაიკისკისა -გაგიფრენია -რა? -დღეს მისტერ უდუდებულესობა სიუხეშის სტუმართ მოყვარეობით ვისარგებლებ ,ხვალ სახლიდან წავალ და ამ საშინელ დღეს გონებიდან ამოვიგდებ ,თითქოს არც არასდროს მომხდარაო-უხეშად უპასუხა გოგომ და კარს ხელი კრა, რომ ჩაკეტილიყო. მაგრამ დათამ ფეხი დაუდო და კარები შეაჩერა. გოგოს ტანში წვდა და ზურგზე მოიგდო -ღმერთო!- იწივლა მან-დამსვი შენებს გავაღვიძებთ! -არ არიან სახლში -ნათია? -ეგეც წავიდა -ნიშნის მოგებით უპასუხა ბიჭმა და ცალი ხელით კარს მიაწვა ,რომელიც დიდ ეზოში გადიოდა . -ჯანდაბას ,დამსვი და წამოვალ-დათამ ნელა დაუშვა სანდრა, მიწაზე -აბა -დაიწყო დათამ -მომიყვები შენზე? -რა საჭიროა? -უბრალოდ მომიყევი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა, სანდრა დაყვა მის ნებას და ლაპარაკი დაიწყო. -სანდრა ლაგვილავა ,18 წლის მე12 კლასელი , სადაც ვცხოვრობ იცი ,მყავს პატარა ძმა,დედა და მამა. ვხატავ და ვმღერი -ჩემი ჯერია -ჩაიღიმა და ბოთლიდან არაყი მოსვა ბიჭმა ,სანდრას ჩაეღიმა აშკარად საყვარელი ბიჭი ჩანდა დათა, მოეწონა მისი თვალები, ლოყები რომელიც ყოველ ჩაღიმებაზე ღრმად ეჩუტებოდა . -დათა ჩაჩუა 25 წლის , ძმა, და და დედ-მამა მყავს ,ვმუშაობ, .- არაყი სანდრას გაუწოდა . მაგრამ პასუხად უარი მიიღო. -ეწევი? -არა -ცადე მოგეშვება-ამჯერად ,,სობრანე" გაუწოდა სანდრას,გოგონამ თითებ შორის მოიქცია სიგარეტი. დათამ ასანთი ამოაძვრინა ჯიბიდან და გაუკიდა . ამ შემთხვევით ისარგებლა და გოგონას სახეზე უფრო კარგად დააკვირდა . რატომღაც ჩაეღიმა .სანდრამ ღრმა ნაფაზი დაარტყა და მისდა გასაკვირად, არც კი დაუხველებია. -დაუჭირე მუღამი?-თავი გადააქნია გოგომ -პირველად ვეწევი -პირველისთვის მაინც კარგად გამოგდის,შეყვარებული გყავს ალბათ -უარის ნიშნად ,თავი გაქნია სანდრამ. -სამწუხაროა , რატომ დაშორდით? -ვარაუდებში მაგრად გიჭირს -დამცინავად მიუგო გოგომ -ანუ? -არ მყოლია -რატომ? -მამაჩემის გამო-მთვარის შუქზე ჩალურჯებული მკლავი დაანახა. დათას ენა ჩაუარდა . ხმას ვერ იღებდა მაგრამ გოგოს არაფლის მთქმელმა მზერამ მაინც აალაპარაკა. -დიდი ხანია? -12წელი -ხშირად გცემს? -მხოლოდ მაშინ ,როცა გავაბრაზებ. -და შენთან...? -ოჰ არა -შეკივლა გოგომ-ქალიშვილი ვარ , ის უბრალოდ, იმიტომ მცემს ,რომ არ უნდა ხალხმა ჩვენს ოჯახზე რამე ცუდი თქვას , მხოლოდ ესაა . სხვა არაფერი -ისევ ღრმა ნაფაზი. -მაინც არაა სწორი -ეგ შენი საქმე არაა!საერთოდ რატომ გიყვები ,აინტერესებს კი ვინმეს?-ცხვირიდან კვამლი გამოუშვა გოგომ -არა, მე მაინტერესებს. ანუ არავინ გყვარებია. -მ..მ-უარის ნიშნდ ,გაურკვეველი ხმა გამოცა და თავი გააქნია . -დღეს, ახალ ამბებში ვიყავით-ისე, სხვათა შორის წარმოთქვა ბიჭმა. -ანუ მამჩემმა მაგ ხერხს მიმართა, მისი საამაყო ქალიშვილი რომ მოეძებნა-გამოსცრა სანდრამ და კვლავ ნაფაზი დაარტყა. -იმედი უნდა გაგიცრუო და -არა . ჩემ გამო მოხვდი . მე და შენ ხალხმა ცოლ -ქმრად შეგვრაცხა. -არა ... არაა... არ არსებობს -სახის გამომეტყველება შეეცვალა და ისტერიული სიცილი აუარდა გოგონას -ასე უბრალოდ ვერ მოვხვდებოდით ახალ ამვებში,დღეში ათას გოგოს მაინც იტაცებენ , მანდამაინც ჩემს მოტაცებას ვერ მოყვება ამხელა ამბავი -თმებში ხელები შეიცურა სანდრამ -დამშვიდდი სანდრა . -ღმერთო არა !მამა მომკლავს, ცემისგან მომკლავს , ვერ გადავურჩები . ნამდვილად მომკლავს-აი ახლა კი უმტყუნა ნერვებმა .ბოლო ხმაზე ყვიროდა და ხელებს აქეთ იქით იქნევდა . დათამ ხელები დაუჭირა , გულზე მიიკრა გოგო ფართხალებდა, ტიროდა და გაურკვევლად ბუტბუტებდა. -გთხოვ მითხარი... გთხოვ რომ მატყუებ ...ის მომკლავს ,გესმის ? მომკლავს . -დამშვიდდი ,ხელს ვერ დაგაკარებს. -შემპირდი , შემპირდი, რომ არ მოვკვდები- კვნესოდა გოგო. დათა ხმას ვერ იღებდა -ის მაინც მომწვდება ,მომკლავს , მომკლავს....აუცილებლად მომკლავს ...-ისევ ერთიდა იგივეს ბუტბუტებდა გოგო , დათას გულზე მიეხუტებინა და თმებზე ხელს უსვმდა. ვერ ხვდებოდა 12წელი როგორ გაძლო ცემაში, ხმა ამოუღებლდ როგორი იტანდა ამ ყველაფერს . დასუსტებული სხეული ხელში აიყვანა და საძინებელში საწოლზე ფრთხილად მოათავსა . ოთახიდა გავიდა . *** ლაგვილავების ოჯახში ლავამ ამოხეთქა. თავიდან ეგონათ, რომ გოგო გასული იყო დაქალთან ერთად ,მაგრამ როცა ნინას დაურეკეს და მან უპასუხა არ ვიცი სადააო მღელვარებამ იმატა. -შენი ბრალია -თითით მამას მიმართავდა ყველაზე უმცროსი- ჩემი და თუ სადმე მკვდარი იპოვეს, შენი ბრალი იქნება -დედამ ამ სიტყვებზე შეკივლა -მოკეტე და შენს ოთახში გადი-იღრიალა ზაზამ -თორემ რას იზამ? მეც მცემ ? იცოდე ,რომ ვერ ვიპოვოთ ჩემი ხელით მოგკლავ. -რამდენს ბედავ შე გაუზრდელი, ლაწირაკო ! როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს! -შენც არ მყავდე რომის პაპი -შეუღრინა უმცროსმა -გიირგი მოკეტე ,თორემ ენას ამოგგლეჯ. -დედა ტელევიზორი ჩართე ,ახალი ამბები იწყება, იქნებ რამე ახალი გავიგოთ-ნახევარი საათი ჩუმად ისხდენ, სანამ არ გაიჟღერა საბედისწერო ფრაზამ . ,,მინდა გული დავწყვიტო ქართველ მანდილოსნებს და ვაცნობო მათთვის სამწუხარო ინფორმაცია, ჩაჩუების გვარის უმცროსმა წარმომადგენელმა, დათა ჩაჩუამ რამოდენიმე საათის უკან ცოლი შეირთო, მან არც მეტი, არც ნაკლები საცოლე გაიტაცა და ახლა მათ აგარაკზე, წყნეთში იმყოფებიან .ჩვენმა ჯგუფმა, მოიპოვა ამ ულამაზესი ქალბატონის ,სანდრა ლაგვილავას ფოტო მასალა . ახლა თქვენ ხედავთ ,ამ ულამაზეს გოგონას, რომელმაც დათას გული რამოდენიმე თვეში სრულიად დაიპყრო" . სახლში წამშივე გაიჟღერა კმაყოფილმა ,იმედით სავსე და მკაცრმა კომენტარებმა. -ყოჩაღ დაიკო!-სიხარულით ტაში შემოკრა გიორგიმ -ღმერთო !მადლიბა, ცოცხალია -დედამ ხელები ერთმანეთს შემოაჭდო , მაღლა აიხედა თითქოს იქ ,ზემოთ, ვიღაცა დაინახა და ელაპარაკებაო. -ჩემი ხელით მოვკლავ მაგ ალქაჯს, როგორ გამიბედა!უზრდელი , შეარცხვინა ჩვენი გვარი ! ფუფ მაწანწალა. ახლავე მომეცით მანქანის გასაღები, მივდივარ-ღრიალებდა ზაზა -ხვალ წავალთ მამა ,ხვალ-გაეღრიჭა ბიჭი -შენ არავინ გეკითხება! -ოჰ ,როგორ გეკადრება -მანქანის გასაღები ხელში აათამაშა გიორგიმ. -ზაზა დაწყნარდი ,გთხოვ , ხვალ წავიდეთ. დღეს ვერ ჩავალთ შუა ღამემდე ,ასე რომ ხვალ დაწყნარებულზე დავილაპარაკოთ და სანდრა დავაბრუნოთ. -ჩემი და თუ ამ პირანიასთან დაბრუნდება, სულელი იქნება. -ენა ჩაიგდე გიორგი! ....კარგი ლელა. ***** ანა ჩაჩუამ სიხარულისგან კივილი მორთო ,ლევანი ისევ უკმაყოფილოდ იღრინებოდა , გია გულში თავისი შვილით ამაყობდა, ნატო კი ყელეფონზე აუარებელ ზარებს პასუხობდა და ყველას მადლობას უხდიდა მოლოცვისთვის. -დიდი ვერაფერი გოგო-დაიწყო ლევანმა -ჰო შენ შავგვრემნები გევასება და მაგიტომ, ისე ძალიან ლამაზია , რა ტან ფეხი აქვს! ღმერთო, ჩემი რძალი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია!-ნატოს გაეღიმა ანას ამ საქციელზე . -ხომ ლამაზია დედა? -ახლა დედას მიმართა ანამ -კი მაგრამ მთავარი სულიერებაა შვილო ,მოიცა ჯერ გავიცნოთ -კარგით რა ნუ შეჭამთ ტვინს -არა ,სახეზე ეტყობა როგორი თბილი და წყნარია აბა ლევანის საცოლის მაგვარი ალქაჯი კი არაა-ნიშნის მოგებით უთხრა გოგომ -იცი რას გეტვი? მე ცოლი მეღირსა მაინც და შენ შინაბერა დარჩები მაგ ენის გამო. -ჰააჰ, მე შინაბერა დავრჩები და ქალიშვილი მოვკვდები მაგრამ ვაი რომ შენ ბ*ზებთან დაკარგე ვაჟიშვილიბა, მაგრამ მაინც მარტოსული მოკვდები -ღმერთო ანა რა სიტყვებს ხმარობ?! -შეუღრიმა მამამ -კარგი ,ჰო დავიშალით ეხლა -ანამ ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა .ლევანმაც მიბაძა . ოთახში მხოლოდ ცოლ-ქმარი დარჩა -დავიძინოთ? -მიდი და მეც მოვალ საყვარელი-ოთახში გაისტუმრა ქმარმა ცოლი. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და დათას დაურეკა -ალო-გაისმა ტელეფონში ხმა -შვილო ,ტელევიზორი თუ ჩართე საერთოდ? -აღელვებულმა უპასუხა მამამ -არ მეცალა . - თითქმის ყველა არხი შენზე გადმოსცემს , ჟურნალისტებს ვერ ვუმკლავდებით, როგორი ლამაზი გოგოა მოგვწონს . -მამა იმ გოგოს არ ვიცნობ.-ამ სიტყვების გაგონებაზე მიწა გასკდომოდა ერჩივნა -რა ...რა თქვი?-ხმა ჩაუწყდა კაცს -ჰო აი ასე ნამდვილმა საცოლემ მიმატოვა და ვიღაც სხვა მომიყვანეს სახლში. -მომისმინე დათა, არ ვიცი რა ხდება მაგრამ, ხალხს ჩვენზე ლაპარაკის უფლებას არ მივცემ . ეგ გოგო დაითანხმე რომ ცოლად მოიყვანო !აუცილებლად-გული უსკდებოდა კაცს -მამა მე არ მინდა -დედაშენს ერთხელ ძლივს გადავატანინეთ გულის შეტევა შენი ძმის გამო, ექიმმა თქვა მეტს ვერ გადაიტანსო იცოდე ,ღმერთი არ გაგიწყრეს და მეორედ შენ გამო არ მოხდეს.-იცოდა დედის სიკვდილს არაფრით დაუშვებდა დათა და ზუსტად ამ ადგილს დაარტყა გიამაც . -კარგი მამა-ტელეფონი ფამორთო და იქვე მიდო . გრძნობდა, რომ სულ კარგად ვერ იყო ,ამიტომ ცოლს უხმო წნევა გამიზომეო. ***** სანდრა გუშინდელი ამბავისთვის თავ-ბედს იწყევლიდა, არ სჯეროდა მისი სისუსტე, რომ ასე ადვილად გაამჟღავნა. მისაღებ ოთახაი შევიდა ,დათა ჟურნალს კითხულობდა, მიესალმა .ბიჭმა ისე შემოხედა თითქოს ეუბნებოდა ,,საერთოდ რატომ გამოჩნდი,ჯანდაბაშიც წასულხარო".სანდრა დანაშაულის გრძნობით სამზარეულო ოთახში შევიდა , ნათია რომ ვერ დაინახა გაახსენდა, რომ კვირა იყო ამიტომ იფიქრა , დასვენების დღე აქვსო. მაცივარი გამოაღო ,დიდი რაოდენობით კვერცხი გამოიღო . ჯერ ბლინების კეთება დაიწყო, შემდეგ კვერცხი შეწვა , ,,ყიყლიყოებიც", ყავა მოხარშა და სასადილო ოთახში მაგიდაზე დაალაგა ყველაფერი. ისევ დათას შეუბრუნდა. -საუზმე მზადაა . -ბიჭმა გულგრილად ამოხედა და წამოდგა -ვერ ჩაიცვი?-ახლა მიხვდა, რომ მხოლოდ პიჟამა ეცვა. -იცი...ჩემი ტანსაცმელეი ვერ ვიპოვე . -ნათია წაიღებდა -ზედაც არ უყურებდა ისე ლაპარაკობდა . ,,ესეც ,ასე - ფიქრობდა გოგო, არა და რაღაცით გამორჩეული მეგონა,მეგონა ის მაინც მომექცეოდა ადამიანურად ,თურმე სად ბანაობ"-სიმწრით ჩაიღიმა გოგომ . ისევ მარჯვენა გრძელ კიბეს აუყვნენ, ამჯერად პატარა ოთახში შევიდნენ, რომელიც სანდრას, მთელს სახლში ყველაზე მყუდრო და უბრალო ეჩვენა . ერთი კარადითა და პატარა კომოდით, რომელზეც პრინცესებითა და მარტორქებით მოხატული სანათი იდო . ერთსაწოლიანი ლოგინით, რომელსაც ვარდისფერი გადასაფარებელი ამშვენებდა ,მუდამ დაშვებული ჟალუზებით ,კედლებს წითელი შპალერი ამშვენებდა ,შპალერებს კი ფოტოები. ფოტოებზე გამოსახული ხალხი აშკარად ბედნიერი ჩანდა. პატარა, საყვარელი, გოგო , ღიპიანი კაცი, რომელსაც 32ვე კბილი გადმოელაგებინა სიცილისგან ,ხნიერი ქალი რომელიც უსაზღვრო სითბოს აფრქვევდა ,მისი თვალებიდან , აი დათაც ,როგორც ყოველთვის იღიმოდა და ლოყა ეჩუტებოდა ,სანდრასაც გაეღიმა , ფოტოზე კიდევ ერთი სილუეტი იყო, აშკარად დათაზე 1-2 წლით დიდი , შუბლი შეეკრა და იბდღვირებოდა, გუნება წაუხდა გოგოს , დათასკენ შეტრიალდა. ის რაღაცას გამწარებით ჩიჩქნიდა. თან ბუზღუნებდა. -ნეტავ ამ ბავშვს რამე გრძელი არ გააჩნია?-სანდრა ხვდებოდა როგორ უშლიდა ნერვებს მისი აქ ყოფნით დათას ,ხვდებოდა როგორ უნდოდა ეყვირა ,,გაეთრიე სახლიდან ,ცხოვრება დამინგრიეო" მაგრამ ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო. ამიტომ, დიდ ყურადღებას არ აქცება . -აჰაა -გამარჯვების აღსანიშნავად შესძახა ბიჭმა ,სანდრას გაეცინა, დათა შემოტრიალდა და სანდრას მოკლე ჯინსის შორტი და ტოპი ზედა გაუწოდა. -მადლობა -ძლივს გასაგონად ამოთქვა გოგომ . -არაფლის -ცივად უპასუხა ბიჭმა. სანდრა საძინებლისკენ გაემართა , ტანზე გამოიცვალა .მის გრძელ და სუსტ ტანს ,ძალიან კვეთდა ტანისამოსი. გარდა ამისა, 15 წლის ანას შორტი, მეტისმეტად მოკლე იყო მისთვის.მოკლე შორტში და უფრო მოკლე ტოპში( რომელიც ლიფს ძლივს ფარავდა ) გამოწყობილმა სანდრამ თმები ,,ცხენის კუდივით" შეიკრა უკან, წინ ორი ღერი თმა ჩამოუშვა და სასადილო ოთახში გავიდა .დათა ტელეფონზე საუბრობდა თან ყავას სვამდა , სანდრას დანახვაზე ყბა მოექცა,მოლაპარაკე კაცს, რომლის ხმაც ტელეფონში არ წყდებოდა, სთხოვა დალოდებოდა და ყურმილი დაუკიდა . მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ,ყავა ფინჯანზე დაასხა და სამზარეულო კარადაზე მიყრდნობილ სანდრას გაუწოდა . სანდრამ ფინჯანი გამოართვა ,თვალებით მორცხვად მიშტერებოდა იატაკს. დათამ დრო იხელთა ,მარცხენა ხელი შიშველ ტანზე შემოხვია, სანდრა შეკრთა, გონზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა, ამასობაში ბიჭმა მარჯვენა ხელი კეფაში შეუცურა და ცხელი ტუჩები მიაკრო გოგონას , მერე ნაზი კოცნით ყელს აუყვა , სანდრამ თავბრუდამხვევ სიამოვნებას ვეღარ გაუძლო და ამ უკანსასკნელს ხვნეშა აღმოხდა. ქვედა ტუჩზე იკბინა, რომ თავი ზედმეტი ბგერების გამოცემებისაგან შეეკავებინა . ბიჭი მიხვდა რას გრძნობდა ის და ჩაეღიმა ,სანდრა თითქოს და ამ შეუმჩნეველმა მანერამ გამოაფხიზლა . დათას მკერდში ჩააფრინდა ,უბიძგა, ბიჭი წაბარბაცდა და უკან დაიხია -რას აკეთებ იდიოტო? -მკაცრი ხმით დაიწყო გოგონამ ,იმ მღელვარების გადასაფარად, რასაც შიგნიდან გრძნობდა. -გკოცნი და ეს შენ ძალიანაც მოგწონს -გაეღიმა დათას -თავი შეიკავე ! არაფერიც არ მომწონს -კარგი, მოდი დაჯექი, ვისადილოთ და მერე შენ ტანსაცმელების საყიდლათ გავიდეთ , თორემ მეძავივით გაცვია - ,,მეძავი" ამ სიტყვის გაგონებაზე , სანდრას ყელში ბურთი შემოაწვა ბღავილი უნდოდა , ძალა მოიკრიბა რომ პასუხი გაეცა დათასთვის -ბოდიში, რომ ვერ გავითვალისწინე ერთი იდიოტი თუ საცოლის მაგივრად მე მომიტაცებდა და ბარგი არ წამოვიღე -სალომიას ნუ ახსენებ -შეჰყვირა ბიჭმა -თუ გინდა ჭამე თუ არა და გადი ოთახიდან , სანდრა წყნარად მიუჯდა მაგიდას და ჭამა დაიწყო ,ყავა დაისხა და სიგარეტს გაუკიდა , თითებ შორის მოიქცია და დათას დაუწყო ყურება . თითქმის ნახევარი საათი უყურებდა, დათა ამოხედავდა თუ არა ,ისე მოაჩვენებდა თავს თითქოს სივრცეში იყურებაო. როგორც იქნა, ეს სასოწარკვეთილებით სავსე დუმილი დათამ დაარღვია. -ცოლად გამომყვები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.