შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის თვალებისფერი ღამე (სრულად)


8-07-2017, 16:46
ავტორი ირინა
ნანახია 19 617

უცნობის თვალებისფერი ღამე...
ხანდახან ბედნიერება ისე ახლოს ჩაგვიფრენს ხოლმე, რომ ფრთასაც კი გვახებს, სწორედ ამ დროს უნდა ვიმარჯვოთ, რომ ხელი ჩავკიდოთ მაგრად და აღარსად გავუშვათ... მაგრამ რა ვქნათ, რომ მოქნილი ფრთები აქვს და სინათლის სიჩქარით დაფრინავს?! არაფერი.... დაველოდოთ, კიდევ როდის გამოჩნდება, რომ უკვე მომზადებულები შევხვდეთ და საიმედოდ მოვმწყვდიოთ ჩვენს მკლავებში.
თუმცა, ბედნიერება ძალიან პირობითი ცნებაა... შეიძლება ბევრისთვის საერთოდ უცნობიც კი... ჩვენ ხომ უბრალოდ ვარსებობთ, ბედნიერება და სიხარული კი ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ , ზუსტად მაშინ, როცა იმედი გადაგვეწურება, როცა იმაზე ვიწყებთ ფიქრს, რომ უაზრობაა ყველაფერი და ჩვენც ნელ-ნელა , ნაბიჯ-ნაბიჯ ვკარგავთ ჩვენს ინდივიდუალურობას, ჩვენს ადამიანურობას, სწორედ ამ დროს მოგვევლინება ხოლმე რაღაც, ან ვიღაც, რომელიც ხელს გამოგვიწვდის და არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამაოების უაზრო მორევში ჩავიძიროთ. მთავარია, ხელი მაგრად მოვჭიდოთ... იმდენად მაგრად, რამდენადაც შევძლებთ, რომ მივცეთ ჩვენი ხსნის საშუალება.
ალბათ, ასე იმედგადაწურულს ღმერთი ხსნას გვიგზავნის ხოლმე. იმედს. ხელჩასაჭიდს და სწორედ მაშინ უნდა ვიმარჯვოთ, რომ ჩევეჭიდოთ. სწორედ ესაა ბედნიერება... ნამდვილი ბედნიერება... ხსნა... და იმედი, რომ რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ..


......
ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული გოგო ვიყავი, არც გარეგნულად , არც ხასიათით... ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლიდი... ჰოოოო... ეს მე ვთვლიდი ასე, თორემ აბა სხვებისთვის გეკითხათ?! ჩემი სახელის გაგონებაც კი სრულ გაოცებას იწვევდა მათ თვალებში, მაგრამ მე ყურებამდე გაკრეჭილი ველოდი მათ დამშვიდებას, რომ ახლა ჩემი ხასიათის ღირშესანიშნაობებზე გადამეტანა ყურადღება, ამჯერადაც არ ვიკლებდი გაოგნებულ მზერას... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მე ვარ თეოთეყიფიანი... სისხლით , ხორცით, სულით და აზროვნებით რაჭველი.
დაახლოებით 9 წლის ვიყავი,პირველად რომ დავფიქრდი, საკუთარ სახელზე და დედასთან ტირილით მივედი, იმის გასარკვევად, თუ რატომ მერქვა ასეთი უცნაური „რამ“, მან კი ღიმილით მიპასუხა, რომ ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამაყად უნდა მეტარებინა მისი შერჩეული სახელი.... მეც აღარ მიმიქცევია კლასელების დაცინვისთვის ყურადღება,ყოველთვის ამაყად ვდგებოდი ხოლმე ფეხზე, როცა ჩემს სახელს და გვარს კითხულობდა მასწავლებელი... მალე ყველა შეეჩვია, უმეტესად თეოს მეძახდნენ, მხოლოდ დედა მეძახდა თეოთეს, არცერთხელ არ დაუძახებია „თეო“.... თანდათან მეც მომეწონა, შევეჩვიე და ბოლოს ისე შემიყვარდა, რომ სიხარულით თვალები მიციმციმებდა, როცა ვინმე თეოთეს მეძახდა, თუმცა შესწორებით არავისთვის შემისწორებია და არ მითხოვია, თეო არ დამიძახოთთქო... განსხვავებული მხოლოდ სახელი არ მქონია...
ხასიათითაც ცოტა „უცნაური“ვიყავი... მე ვფიქრობ, რომ სრულიად ნორმალური ხასიათი მქონდა , ისევე როგორც სახელი, მაგრამ რატომღაც ხალხს, ჩემი ხასიათიც უცნაურად მიაჩნდა. კონკრეტულად კი ის, რომ მუდამ მომღიმარი დავდიოდი, სულ კარგ ხასიეთზე ვიყავი, არც ქუჩაში მარტო სეირნობისას ვიშორებდი სახიდან ღიმილს, რასაც გამვლელების გაოგნებული სახეები მოყვებოდა ხოლმე. არ მესმის, რატომ გახდა ყველაფერი ასეთი ნაცრისფერი, რატომ ჩამოსტირის ქუჩაში ყველას სახე და რატომ დადიან ჭირისუფლებივით... შეიძლება, ამ კითხვებმაც განაპირობა, ჩემი ხასიათი. მინდა , რომ ცხოვრებისეულ პატარა სირთულეებს ღიმილით შევხვდე, რადგან ტირილით ვერაფერს ვუშველი... მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემი ბედნიერება ჩემს ოჯახშია. დედისერთა ვარ, თუმცა ეგოისტი არა. ჰო, ცოტა ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ გამიგია, დედისერთები ეგოისტები არიანო... საბედნიეროდ ასე არ ვარ, გამიმართლა მშობლებში, მეგობრულ და მოსიყვარულე ოჯახში... რომელთათვისაც ყოველი საღამო ზეიმი იყო, რადგან ყველა ერთად იკრიბებოდა და მშვიდად განიხილავდნენ დღის ამბებს. 20 წლის მანძილზე, ერთხელაც არ მახსოვს მშობლების ჩხუბი, როგორი სტრესული დღეც არ უნდა გვქონოდა, მაინც ღიმილით და სითბოთი სავსე თვალებით ვსაუბრობდით, რადგან ვიცოდით, რომ ყველაფრის მიუხედავად, პრობლემები მოგვარებადია და ერთმანეთის იმედი უნდა გვქონოდა... აი ზუსტად ეს გახდა ჩემი ღიმილის საიდუმლოც, მიკვირდა, რატომ არაფერი უხაროდა ხალხს, რატომ ტიროდნენ და წუწუნებდნენ გამუდმებით, რატომ ვერ ტკბებოდნენ ცხოვრების პატარა საჩუქრებით, რატომ არ შეეძლოთ დაენახათ, სადღაც მიყრუებულ , ბინძურ კუთხეში ამოსული პატარა ია და ამით დატკბობა. მე კი ასეთი წვრილმანები მაბედნიერებდა... მახარებდა.... განსაკუთრებით კი მაშინ მიბრწყინდებოდა თვალები, როცა ქუჩაში შემთხვევით, ათასში, ან მილიონში ერთხელ მაინც მოვკრავდი თვალს უბრალოდ მომღიმარ ადამიანს, მაშინვე მოვიმარჯვებდი ხოლმე ჩემს ფოტოაპარატს და ჩხიკ.... უცებ აღიბეჭდებოდა მათი ღიმილი ჩემს ფირზე და გონებაში......







.....
სიცივისგან გაყინულმა, სწრაფად გავაჩერე ყვითელი სამარშუტო ტაქსი და ერთადერთი თავისუფალი ადგილი დავიკავე... სკამზე მოკალათებულმა გაწითლებული ცხვირი თბილ კაშნეში ჩავმალე და სითბოთი ნასიამოვნები გავიტრუნე... საღამოს 10 საათი იქნებოდა უკვე და დიდ საცობში მოვყევით, წინასაახალწლო აურზაურის გამო კი დიდხანს ვერ დავიძვრებოდითადგილიდან. დაახლოებით 2 წუთში ვიღაც ბიჭი ამოვიდა, წამით მოვკარი თვალი, შავი დუტის ქურთუკი ეცვა და კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული, მაგრამ მაინც არ გამომპარვია მისი საოცარი თვალები. ხელში დიდი, სპორტული ჩანთა ეკავა და გამომდინარე იქიდან, რომ ადგილები აღარ იყო და ფეხზე მოუწია დადგომა, ჩანთა მოუხერხებლად დაიჭირა ხელში და ჩემ გვერდზე აისვეტა. თვალი ავაყოლე მის ჩაცმულობას, სპორტული შარვალი და ბოტასები ეცვა.-ალბათ სპორტსმენია.. გავიფიქრე ჩემთვის.
-მომეცით, ჩანთას დაგიკავებთ. ავხედე უცნობს, რომელიც აშკარად ვერ ახერხებდა თან ფეხზე დგომას და თან დიდი ჩანთის მოხერხებულად დაჭერას. მანაც ღიმილით ჩამომხედა და აი ამ წამს ნათლად დავინახე მისი სახე. მიუხედავად, ზამთრისა, მაინც ძალიან შავგვრემანი იყო, თხელი წვერი , საშუალოდ სქელი, ულამაზესი ტუჩები, ზედმეტად, ზედმეტად, ზედმეტად ლამაზი ცხვირი, დაახლოებით ისეთი , ძველ ბერძნულ ქანდაკებებს რომ აქვთ ხოლმე. პირველად ვნახე, ბიჭის ასეთი უნაკლო ცხვირი და საბოლოოდ დიდი, ლამაზი თვალები, რომლის ფერიც კარგად ვერ გავარჩიე და რომელსაც საყვარლად აფახუნებდა შავ წამწამებში... ის იყო გამოშტერებულმა ხელი გავუწოდე, რომ ჩანთა მოეცა, ვიღაცამ, უკანა სკამიდან მძღოლს გაჩერება სთხოვა და ისიც ჩავიდა.
-გმადლობთ, ადგილი გათავისუფლდა და ბარემ დავჯდები. გამიღიმა უცნობმა და ამჯერად საერთოდ გამოვშტერდი, მისმა ღიმილმა მომაჯადოვა, იმდენად ლამაზი და გულწრფელი ღიმილი ჰქონდა, თვალი ვერ მოვწყვიტე.. რამდენიმე წამი ვუყურებდი და არც ის მაშორებდა მზერას, მაგრამ როგორღაც თავი ხელში ავიყვანე და ჩანთას ხელი გავუშვი. უცნობიც ღიმილით გამშორდა და თავისი ადგილი დაიკავა.. რამდენიმე წამი კიდევ გაოგნებული ვიჯექი და ვცდილობდი მისი სახის თითოეული დეტალი გამეხსენებინა, მისი ღიმილი წარმომედგინა... მაგრამ დაღლილობამ თავისი ქნა, მთელი დღე ლექციებზე ვიყავი და სულ გამომეცალა ძალა, ამიტომ თავი საზურგეს მივაყრდენი და გავინაბე ნიაზ დიასამიძის მუსიკის ფონზე, რომელიც მძღოლს დაბალ ხმაზე ჰქონდა ჩართული... საცობი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, 20 წუთი მაინც არ დავძრულვართ ადგილიდან, მეც ფანჯარაში დავიწყე თვალების ცეცება და სულ გადამავიწყდა უცნობი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ასე ამაფორიაქა. კარგა ხანს ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი გამვლელებს, სანამ ვიღაც კაცს არ მოვკარი თვალი, მარჯვენა ხელი მუცელზე ჰქონდა მიჭერილი, მარცხენას კი ხან თავზე ისვამდა, ხან სახეზე. ფანჯრიდანაც კი შევატყვე, რომ ფერი არ ჰქონდა, ნაბიჯიც ერეოდა, სანამ საბოლოოდ იქვე არ ჩაიმუხლა... გამვლელები კი ყურადღებას არ აქცევდნენ... ჩვენ ისევ ერთ ადგილას ვიდექით და არ ვიძროდით.. ფეხზეწამოვიწიე, რომ კარგად დამენახა, რა დაემართა უცნობს, მაგრამ ვერ გავარჩიე, ოდნავ უკან შევაბრუნე თავი და შევამჩნიე, როგორ წამოიწია ფეხზე წეღანდელი შავგვრემანი ბიჭიც. ვიფიქრე, ჩასვლას აპირებსთქო, მაგრამ როგორც კი ადგილს დავუბრუნდი, ისიც დაჯდა... ადგილიდან ისევ არ დავძრულვართ... მაგრამ არც უცნობი წამომდგარა ფეხზე... მეტს ვეღარ მოვითმენდი, მძღოლს ფული მივაჩეჩე ხელში, მაშინვე ჩამოვვარდი ტრანსპორტიდან და უცნობთან გავიქეცი.
-კარგად ხართ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ვკითხე შეწუხებულმა და მის წინ ჩავიკუზე, რომ სახის დანახვა შემძლებოდა.
-კი , კი, კარგად ვარ მადლობა.. ამოიხავლა უცნობმა, თუმცა ხმაზეც ეტყობოდა, რომ არ იყო კარგად.
-რას ქვია კარგად ხართ, ფეხზე ვერ დგებით. სასწრაფოში ხომ არ დავრეკო??
-არა არაა... სასწრაფო არ მინდა. შეშფოთდა ის.
-მაშინ, ტაქსამდე მიგიყვანთ და სახლში გაგიშვებთ. ავღელდი მე, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ყველა შესაძლო ვარიანტს ხმამაღლა ვაჟღერებდი.
-არა, დაიკო მართლა არ მინდა... მადლობა, აი ეგ წყალი მომეცი მარტო, ხელში რომ გიჭირავს და მეტი არაფერი არ მინდა შენგან.. ამომხედა უცნობმა და სვენებ-სვენებით მიმითითა წყალზე, რომელიც ხელში მქონდა ჩაბღუჯული. მე ინსტიქტურად ბოთლს დავხედე და ის იყო, უცნობისთვის უნდა გამეწოდებინა, რომ ვიღაც ამესვეტა წინ, ჩემგან ზურგით იდგა და მთლიანად ფარავდა უცნობს, რომლისთვისაც ბოთლი უნდა გამეწოდებინა. გაკვირვებულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ, მხარბეჭიან ბიჭს და გვერდით გავედი, რამდენიმე ნაბიჯით, რომ ბოთლი მიმეცა უცნობისთვის, თუმცა ახალმოსულმა გაწვდილ მარჯვენაში გრძელი და ლამაზი თითები წამავლო და ისევ თავის ზურგს უკან დამაყენა, წამიერად მოვკარი მის ცხვირს და შავ თვალებს მზერა და მაშინვე ვიცანილამაზთვალება უცნობი. თუმცა ამჯერად აღარ იღიმოდა, პირიქით, ზედმეტად სერიოზული სახე ჰქონდა და მეც უნებურად დავყევი მის ნებას, მის ზურგს უკან დავდექი და გულისფანცქალით დაველოდე მოვლენების განვითარებას.
-ცუდად ხარ? მიმართა ჩემს წინ მდგომმა ლამაზთვალებამ, რომელსაც ჯერ კიდევ ხელი ჰქონდა ჩემზე ჩაკიდული, ცუდად მყოფ უცნობს. ახლაღა შევნიშნე, რომ ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ჰქონია, მაგრამ იმდენად სასიამოვნო,რომ უცებ გამაკანკალა.
-ჰოო ბრატ... რაღაც ვერ ვარ... ამოიახავლა ისევ უცნობმა.
-გასაგებია... ჩაილაპარა თავისთვის შავთვალებამ, მერე კი მე მომიბრუნდა. -ორი წუთი აქ დამელოდე კარგი? ოდნავ ჩემსკენ გადმოიხარა და ისევ ისეთი ღიმილით დამელაპარაკა, რომლემაც წეღან ასე მომნუსხა.
-კარგიი... ჩავიბურტყუნე დაუფიქრებლად და მისი სახისთვის თვალი არ მომიშორებია.
-კარგი გოგო ხარ. გამიღიმა ისევ და ის ჩანთა გამომიწოდა, რომლის დაჭერასაც რამდენიმე წუთის წინ ვთავაზობდი, შემდეგ უცებ გასწორდა და კვლავ უცნობისკენ შებრუნდა. ფეხზე წამოაყენა , ცალი ხელი თავის მხარზე გადაახვევინა და ნელი ნაბიჯით გაუყვა საკმაოდ პატარა მანძილს გაჩერებამდე. ტაქსი გააჩერა, უცნობი ფრთხილად ჩასვა უკანა სავარძელზე, შემდეგ წინა კარი გამოაღო, მძღოლს რაღაც გადაულაპარაკა, უკანა ჯიბიდან საფულე ამოიღო და აშკარად ფული გადაუხადა. მერე ნელა გასწორდა, მანქანის კარი მიხურა და დაელოდა, სანამ ადგილიდან არ დაიძრა, ჩვენი გარეთ ყოფნის განმავლობაში, საცობი ცოტა შემცირდა და ტაქსმაც ადვილადდ მოახერხა წასვლა. საფულე ისევ უკანა ჯიბეში ჩაიდო და ღიმილით შემობრუნდა ჩემკენ... გაშტერებული ვუყურებდი, როგორ მიახლოვდებოდა ნელ-ნელა და ვგრძნობდი, როგორ მიელავდა მუცელში ყველაფერი.
-არ ჯობდა, სასწრაფო გამოგვეძახა??? ვკითხე ცოტა შეშფოთებულმა, როცა შავთვალება ჩემთან მოვიდა.
-არა, ისეთი არაფერი არ სჭირდა, რომ სასწრაფო გამოგვეძახა. გამიღიმა უცნობმა და ჩანთა გამომართვა, რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.
-ჰოოოო.... რა სჭირდა?? ჩავეკითხე მორიდებულად.
-მოდი ვთქვათ, რომ სასმელი სჭირდებოდა უბრალოდ და სულ ეს იყო... უცნობი ისევ მიღიმოდა და თავის შავ თვალებს არ მაშორებდა, რაზეც ჩემი გული უფრო გამალებით ფეთქავდა და უხერხულობისგან ზედაც ვერ ვუყურებდი... მას კი ამაზე უფრო მეტად ეღიმებოდა და მეტი დაჟინებით მაკვირდებოდა.
-გასაგებია... ჩავილაპარაკე ჩემთვის და მარჯვენა ფეხით ასფალტზე გაურკვეველი ფიგურების მოხაზვა დავიწყე, თუმცა ვგრძნობდი, რომ ის ისევ მიყურებდა. -შენ რაღატომ ჩამოხვედი სამარშუტო ტაქსიდან?? ვკითხე გაუბედავად.
- მმ.... ძალიან კარგი გოგო ხარ, მართლა... გამაკვირვე შენი ქცევით, იმდენად გამაკვირვე, რომ არც კი ვიცი რა გითხრა, მაგრამ მაინც საშიში იყო.... არც კი იცი, იმ კაცისნაირი ხალხი რაზეა წამსვლელი, რომ ის მიიღოს, რაც ასე სჭირდება, მაგრამ შენ ვერ მიხვდები, ზედმეტად გულკეთილი ხარ მაგისთვის... დაინახე, რომ ხალხი გვერდს უვლიდა და არავინ ეხმარებოდა, შენ კი არც დაინტერესებულხარ რატომ არავინ აქცევდა ყურადღებას, უბრალოდ მიხვედი და მთელი გულით შესთავაზე უცნობს დახმარება... მართლა აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ სხვა დროს ფრთხილად იყავი კარგი??? უკვე გითხარი, რომ მსგავსი ხალხი საშიშია. მე დაბნეული ვუსმენდი უცნობს და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. თითებს პატარა ბავშვივით ვიმტვრევდი, მარჯვენა ფეხით კი ფიგურების „ხატვას“ არ ვწყვეტდი.
-შენ რატომ არ წახვედი ტაქსით? ვკითხე ცოტაოდენი დუმილის შემდეგ, იმ იმედით, რომ ამ კითხვაზე მაინც დამიბრუნებდა პასუხს.
-არ ვიცი, უბრალოდ არ მომინდა, კარგიც ვქენი.. ბოლო სიტყვები თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მე მაინც გავიგე. -წამოდი, სამარშუტო ტაქსი მოდის და გავაჩეროთ. მითხრა ცოტახსნის დუმილის შემდეგ და მომავალი ყვითელი მომავალი ტრანსპორტისკენ გამახედა.
-კარგი, მაგრამ შენ ისევ ამით წამოხვალ? ვკითხე გაუბედავად და კიდევ ერთხელ შევეჩეხე მის მომნუსხველ ღიმილს.
-კი, ასე უფრო მშვიდად ვიქნები, რომ თავი კიდევ რამე საფრთხეში არ ჩაიგდო. თვალები გაოცებისგან შუბლზე ამივიდა, ხმის ამოღება კი ვერ მოვახერხე. ჩემმა ასეთ მდგომარეობაში დანახვამ უფრო გაახალისა და ამჯერად კი არ გაიღიმა, გულიანად გაიცინა ... შუბლიდან კეფაზე გადაინაცვლა ჩემმა თვალებმა, ის კი სიცილს არ წყვეტდა. -წამო, წამოდი დროზე , თორემ ესეც გაგვასწრებს. მითხრა ჯერ ისევ ხითხითით და ხელი აიქნია ტრანსპორტის გასაჩერებლად. ადგილები აღარ იყო, ამჯერად ორივეს ფეხზე მოგვიხდა დადგომა, მაგრამ ხმას აღარ ვიღებდით, ოდნავ ვაპარებდით ხოლმე ერთმანეთისკენ თვალს და გვეღიმებოდა, ხელში მოქცეული ჩანთა კი ისევ აწუხებდა... ამიტომ გადაწყვიტა, ზემოთ თაროზე შემოედო, დიდი ძალისხმევა დასჭირდა , მაგრამ საბოლოოდ მაინც „შეტენა“, რასაც ჩემი ჩაცინება მოყვა, პასუხად მასაც გაეცინა და ისევ გამომაშტერა, ისევ ოცნების სამყაროში გადამისროლა, ისევ ჟრუანტელი და პეპლების აფორიაქება მომგვარა მისმა ღიმილმა და საოცარმა თვალებმა ...მუხლებში ძალა გამომაცალა , ვიდექი და გაშტერებული ვუყურებდი, ის კი შეგნებულად არ მარიდებდა ლამაზ თვალებს და სიცილს, მოულოდნელად, მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა და მე ისედაც გაოგნებული და ფეხზე ვარაუდით მდგომი, ინერციით წინ გადამაგდო. ინსტინქტურად გავიშვირე წინ ორივე ხელი, რომ ძირს არ დავცემულიყავი, თუმცა იმ წამს დაცემა ნამდვილად ჯობდა, გონზე რომ მოვედი უცნობის ძლიერ მკლავებში ვიყავი მოქცეული, რომელიც ეშმაკური ღიმილით დამყურებდა და მგონი არც აპირებდა ჩემ გაშვებას, ხელით კი აშკარად მას ვეყრდნობოდი, გაფართოვებული თვალები მისი სახიდან ნელ-ნელა მკერდზე გადმოვიტანე და ჯანდაბა, ორივე ხელი მის დიდ, დაკუნთულ და ნავარჯიშებ მკერდზე მქონდა მიბჯენილი და ფრჩხილებით ვიყავი ჩაფრენილი, ალბათ, რომ დაინახა ვეცემოდი, წინ გადამიდგა , დაცემას კი გადამარჩინა, მაგრამ მე ფაქტიურად მის მკერდზე ვიძალადე... ტრანსპორტში ჩუმი ფხუკუნი ატყდა , მეც მაშინვე მოვეგე გონს, ფეთიანივით მოვშორდი და აწითლებული სახე დაბლა დავხარე, რომ როგორმე დამემალა.
-მადლობა. ჩავილაპარაკე ხმადაბლა და თავი კიდევ უფრო დაბლა დავხარე. უცნობს პასუხი არ დაუბრუნებია, თუმცა ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას და თავსაც დავდებდი, რომ ისევ იღიმოდა. სამაგიეროდ, მგზავრები არ იშურბდნენ ჩემი მისამართით კომენტარებს. -ნახე? ვითომ წონასწორობა ვერ შეიკავა და სპექტაკლი გაითამაშა, რომ იმ ტიპს დაეჭირა. -ოხ, რა არიან ეს გოგონები რა.. -დაინახე შე ჩემა? ლამის საჯაროდ გააუპატიურა... ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები, საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა და გულს მიგლეჯდა, ისედაც შერცხვენილი თავის მაღლა აწევას ვეღარ ვბედავდი, ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა თვალები ცრემლით, წამით ავხედე უცნობს და დავინახე, როგორ შეიცვალა მისი თბილი ღიმილი გაბრაზებით, ყბების ძვლები დაეჭიმა, მანამდე მკრთალი და პატარა ძარღვი ამოებერა კისერზე, მუშტები ისე ჰქონდა შეკრული, რომ სულ გაფითრებოდა. საერთოდ, ვერასდროს ვერ ვიტანდი უხერხულ სიტუაციებს, ზედმეტად ემოციურად აღვიქვამდი, მარტივად რომ ვთქვა, არასდროს შემეძლო ასე უბრალოდ „დაკიდება“, არც ეს ფაქტი ყოფილა გამონაკლისი... რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ გულიანად ვიხარხარებდი მეგობრებთან ერთად ამის გახსენებაზე, მაგრამ იმ წამს მერჩივნა მიწა გამხეთქვოდა. ფიქრებიდან ვიღაცის შეხებამ გამომაფხიზლა. სწრაფად გავიხედე გვერდზე და უცნობი შემრჩა ხელთ. ძლიერი მკლავი მხარზე გადამხვია და ჩემს ყურთან დაიხარა.
-ლაპარაკში ამყევი...ჩამჩურჩულა და იქვე დამიტოვა კოცნა. იმ წამს ჩემს ორგანიზმში დაახლოებით იგივე მოხდა, რაც რაკეტის გაფრენისას ხდება ხოლმე, დავიქოქე, შემდეგ კი ისეთი სისწრაფით მოვწყდი დედამიწას, რომ თვალი ვეღარ გამომაყოლა ვეღარავინ. ჩემი დარცხვენა, გაოგნებამ შეცვალა, ეს ბიჭი ჩემი თვალების გადმოკარკვლას ლამობდა მგონი, კიდევ ერთხელ დავჭყიტე გაკვირვებულმა თვალები და პირღია მივაჩერდი. -გოგო, რამდენჯერ უნდა გითხრა ფრთხილად იყავითქო. „გამიჯავრდა“ უცნობი და თვალები ლამის მართლა გადმომცვივდა.
-მე.. მეეეეეეე.... სიტყვები ვერ ვიპოვნე. გაოცებული მივშტერებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეთქვა, ან რა უნდა გამეკეთებინა.
-ჰო ჰოო შენ.... ჩემი პატარა, სულელი გოგოო... ჩაილაპარაკა უცნობმა ძალიან თბილად , მხარზე გადახვეული ხელით თავისკენ მიმაბრუნა და გულში ჩამიკრა. -არ გაინძრე რამდენიმე წამი და ხალხიც შეწყვეტს ჭორაობას. ჩამჩურჩულა ყურში, შემდეგ კი თავზე მაკოცა და უფრო ძლიერად მომხვია ხელები. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. გაყუსული ვიდექი და ვეკვროდი უცნობ მამაკაცის მკვრივ სხეულს და მისი სასიამოვნო სუნით ვიჟღინთებოდი. -შეყვარებული ყოფილა შე ჩემა, რა გაუპატიურება აგიტყდა ეე?! გავიგე ვიღაც ბიჭის ხმა. -უი გოგო, მეც არ ვთქვი... უცხო მეგონა და მეთქი ძალით გაითამაშათქო.. -ჰოდა ჯერ კარგად გაერკვიე ხოლმე და ნუ გიყვარს ეს ჭორაობა რა... უცნობის ხერხმა აშკარად გაჭრა, „მოძალადე“ აღარ ვიყავი და აღარც მათი აღარ მრცხვენოდა, რასაც ვერ ვიტყვი ბიჭზე, რომლის მკავებში მოქცეულიც თავის აწევას ვერ ვახერხებდი სირცხვილით. გაშეშებული ვიდექი და არც ამჯერად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა... ამ სიტუაციიდანაც უცნობმა გამომიყვანა. ხელი ჩამკიდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, როგორც აღმოჩნდა, ვიღაც ჩავიდა და ადგილი გათავისუფლებულიყო. მსუბუქად მიბიძგა ხელით და მეც სკამზე დავჯექი გაოგნებული. ხმას არ ვიღებდი, ფანჯარაში ვიყურებოდი , თუმცა ვერაფერს ვხედავდი... არც ის მცემდა ხმას. რამდენიმე წუთი ასე ვიმგზავრეთ. შემდეგ კი დაიხარა და ჩემი ფანჯრიდან გაიხედა გარეთ, იმდენად ახლოს იყო, იმდენად, რომ მისი სუნთქვა სახეს მწვავდა, წამის მეასედში მისი სახე ჩემსას შეეხო, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა , რომ ჩემში ატომური ბომბი აფეთქებულიყო. სანამ მე ბობმის განეიტრალებას ვცდილობდი, უცნობი ისევ წელში გასწორდა და ჩანთა ჩამოიღო. -ალბათ , მალე ჩავა. გავიფიქრე ჩემთვის და ისევ ფანჯარაში გავიხედე, მხოლოდ მაშინღა დავინახე, რომ ჩემს გაჩერებას გავცდი. -გააჩერეთ... დავუძახე მძხოლს ხმამაღლა და ფეხზე წამოვდექი. უცნობმა კიდევ ერთხელ დამასაჩუქრა მომაჯადოვებელი ღიმილით და ჩემს ადგილას დაჯდა.. ის იყო ფულის გადახდა დავაპირე, მაგრამ მძღოლმა მითხრა რომ უკვე გადახდილი იყო, უცებ მივბრუნდი და ისევ უცნობის საოცარ ღიმილს და თვალებს წავაწყდი.
-მადლობა, ყველაფრისთვის მადლობა... წამოვიძახე მე და მის ჯერ გაოგნებულ, შემდეგ კი თბილ სახეს დავაკვირდი, მერე უცებ შემოვბრუნდი და სწრაფად ჩამოვხტი. წამით კიდევ მოვკარი თვალი, ფანჯრიდან მიყურებდა და ოდნავ შემოატრიალა თავი , როცა ტრანსპორტი დაიძრა, შემდეგ კი საერთოდ წავიდა და ჩემი გულიც თან წაიღო... მისმა თვალებმა, მისმა ღიმილმა, მისმა ხასიათმა, მისმა ხრინწიანმა ხმამ, მისმა ჩახუტებამ, სუნთქვამ, აღნაგობამ, პატარა წვერმა, ლამაზმა ტუჩებმა, კაპიუშონმა, ლამაზმა თითებმა, მასთან გატარებულმა მაქსიმუმ 20 წუთმა სამუდამოდ წამართვა გული... რომელიც მანამდე არავისთვის არ აძგერებულა ასე... ჩემი გული ჩემი აღარ იყო...
-თეოთე... აქ რას აკეთებ? ფიქრიდან გამომარკვია ჩემი საუკეთესო დაქალის ხმამ, რომელსაც ფანჯარა ჩამოეწია და იქიდან მიყურებდა. ჰო მართლა, ელენე კიდევ ერთი ის იშვიათი ადამიანია, რომელიც სრული სახელით მომმართავს. უნივერსიტეტის დაწყებიდან პირველ დღეებში გავიცანი და მას შემდეგ ჩვენი გზები სამუდამოდ გადაიხლართა ერთმანეთში. დაახლოებით ისე მიყვარს, როგორც დედა, დიახ, დედა!!! ისე მტუქსავს ხოლმე, როგორც დედაჩემი და ისე ვუყვარვარ, როგორც დედას. კიდევ, ჩემს სახელს სრულად წარმოთქვამს, ისე , როგორც დედა.
-ჰოო.. ისა.. სახლში მივდივარ. ჩავიბურტყუნე მე და მანქანის კარი გამოვაღე. -ამ წამს ჩამოვედი ტრანსპორტიდან, შენ სადღა მიდიხარ? ამჯერად მე ვკითხე და ღვედი შევიკარი.
-შენთან მოვდიოდი და ზუსტად კარგ დროს შეგხვდი რა.. რას შვები აბა ჩემო ერთადერთო??? გაიკრიჭა ელენე და მანქანა ადგილიდან დაძრა.
-შეყვარებული ვარ! არც ვაციე, არც ვაცხელე, პირდაპირ მივახალე და რომ არა ღვედი, ალბათ თავითაც გავიტანდი საქარე მინას, სწრაფი დამუხრუჭების გამო. -გოგო... ფრთხილაად... დღეს რაღაც ძალიან „რესკად“ ამუხრუჭებთ ყველა , რა ხდება ეე.. ავდუდღუნდი და ნატკენ მხარზე მოვისვი ხელი.
-რააა?? რა შეყვარებული გოგო, სულ გადაირიე??? ჩემი ბურდღუნი დააიგნორა ელენემ და გაოცებული თვალებით შემომხედა.
-არა , მართლა..
-ვინაა?? ვიცნობ მე? ან როდის დაიწყეთ შეხვედრა, ან მე რატომ არაფერი ვიცი, ან რა ქვია, ან რავიცი მეე... დროზე ახლავე ამოშაქრე ყველაფერი, სანამ ძალით არ გაგიტეხე ეგ თავი... მიაყარა მან და სახე დაძაბა.
- და რა გითხრა, არც მე ვიცი არაფერი, არც ის ვიცი, რა ქვია, არც ის, ვინაა, 20 წუთის წინ შევხვდი, მაგრამ მიყვარს.. ისე მიყვარს, რომ არ ვიცი.... არც ის ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ ვგრძნობ , რომ მართლა მიყვარს, ვიცი, მჯერა....... სისულელეა, მაგრამ ჩემი თითოეული უჯრედი გრძნობს, რომ შეუყვარდა ის ბიჭი...
-ვაიმე დედა, მგონი მაინც დაარტყი თავი ხო?? და ახლა ბოდავ. შემომხედა ელენემ სწრაფად და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, რომ სავარაუდო „ჭრილობა“ ეპოვნა.
-ეეეე.... არ დამირტყამს თავი.. მართლა მიყვარს... ავბურტყუნდი და ყველაფერი დეტალურად მოვუყევი.
-თე.. არ მგონია, რომ გიყვარდეს, ალბათ აგაფორიაქა ამ ყველაფერმა და გულიც მაგიტომ აგიჩქარდა.. ჩაილაპარაკა მან და დაფიქრებულმა შუბლი მოისრისა.
-არა, ვგრძნობ ელე, როგორ არ გესმის, მართლა ვგრძნობ... ვერ აგიხსნი ასე, მაგრამ ვიცი, რომ მიყვარს...
-მართლა?
-ჰო........
-და რა უნდა ქნა ახლა? სახელი მაინც ვერ გაიგე?
-ვერა... არაფერი არ ვიცი საერთოდ...

-და ის?
-ის უბრალოდ წავიდა .... წავიდა და თან წაიღო ჩემი გული... ამოვილუღლუღე მე და თავი დავხარე, რომ ცრემლები შემეკავებინა. მაგრამ ელე ჩამეხუტა , მეც გული ამიჩუყდა და გასაქანი მივეცი ემოციას, ტირილით რომ გული ვიჯერე, მერეღა მკითხა ჩემმა დაქალმა.
-თეოთე, როგორ გგონია, ის რას ფიქრობს შენზე?
-ისიც იმავეს, რასაც მე მასზე... ჩავილაპარაკე მე, უკანასკნელი ცრემლი მოვიწმინდე და დაქალს გავუღიმე, მაგრამ ეს არ იყო ყალბი, პირიქით...
-და ხომ შეეძლო მაშინ ეკითხა რამე, რატომ წავიდა ასე ?
-დაიბნა ალბათ... მაგრამ ვიცი, რომ მასაც რაღაც გრძნობა აქვს, მაშინ მივხვდი, როცა მასზე ჩახუტებულმა გულის ცემას მოვუსმინე... ვიცი, ვგრძნობ...
-კი მაგრამ....... ოოოხ თეოთე რაა.. რატომ ხარ ასეთი უცნაური და რატომ არ შეგიძლია ნორმალური ადამიანივით სიყვარული?! და სად უნდა იპოვნო ის ბიჭი?
-არსად არ ვაპირებ ძებნას. თვითონ მოვა.
-ოხ, როდის ერთი??? დამცინა ელენემ და მანქანა ისევ დაძრა.
-არ ვიცი... მაგრამ, ვიცი, რომ მოვა...... აუცილებლად მოვა!!! ბოლო სიტყვები ფაქტიურად ჩემთვის ჩავიჩურჩულე და უცნობის თვალებისფერ ღამეს გავუშტერე მზერა...


















............
ძლივს.. ერთი სემესტრიც და უნივერსიტეტს დავამთავრებ... სამსახურის გამო , ლექციებზე ხშირად ვერ ვასწრებდი მისვლას და მხოლოდ გამოცდებზე დავდიოდი, მაგრამ სადიპლომოს წერას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, ამიტომ განცხადება დავწერე სამსახურიდან წასვლის თაობაზე და მთლიანად სწავლაზე მოვახდინე კონცენტრირება. ლექციებზეც აქტიურად დავიწყე სიარული... ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა... სქელი ქურთუკები თხელმა ჟაკეტებმა ჩაანაცვლეს... მეც მოვირგე ერთ-ერთი ასეთი თხელი მოსაცმელი და სეირნობით გავუყევი უნივერსიტეტისკენ ქუჩას... თან ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და მომღიმარი სახეების ფირზე აღბეჭდვა განვაგრძე... ორი წელი გავიდა უკვე მას შემდეგ, რაც პირველად შემიყვარდა... ორი წელი და არანაირი სიახლე მისგან.... მისი სახე გონებაში საერთოდ წამეშალა, რამდენჯერ არ ვცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ აღვიდგინე, მახსოვდა მისი ღიმილი, თვალები, რომ შავგვრემანი იყო, სიმაღლეც მახსოვდა და დაკუნთული ტანიც, ქურთუკის ფორმა და ჩანთის ფერიც კი არ დამვიწყებია. ყველა დეტალი მახსოვდა, მაგრამ ერთიანობაში მაინც ვერ ვახერხებდი მისი სახის აღდგენას... თავიდან ყოველღამე ვტიროდი, ელეს შეგონებების მიუხედავად, მაინც ჯიუტად განვაგრძობდი მის სიყვარულს, არა უფროსწორად, თავს კი არ ვაიძულებდი, უბრალოდ მიყვარდა. მიყვარდა და მორჩა... ვერავის ვერ ვამჩნევდი და არავის გრძნობას არ ვღებულობდი.... შემდეგ სევდამ ნელ-ნელა დამანება თავი და მხოლოდ ღიმილი დამრჩა, ღიმილით ვიხსენებდი იმ საოცარ წუთებს და ღიმილითვე ვამბობდი , რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ ვისზე, ეს დიდი, უუუუდიდესი საიდუმლო იყო.... დღეები გადიოდა, მე კი გულში განვაგრძობდი მის სიყვარულს, რომელიც არაფრით არ ნელდებოდა... რამდენჯერ ვცადე, არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა.... მაინც მიყვარდა....
საირნობაში დრო სულ გამეპარა და ლექციაზეც დავაგვიანე, ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და მორიდებულად ავიტუზე იქვე.
-უკაცრავად , ქალბატონო ლალი, შეიძლება?! ვკითხე ლექტორს, რომელმაც ზუსტად იმ წამს გადაშალა ჟურნალი სიის ამოსაკითხად.
-ოჰ, როგორ მოხდა, რომ გვიკადრე?ჟურნალიდან თავი ამოწია ლექტორმა და ირონიულად ამათვალიერა . -დაბრძანდით, იმდენი ხანია არ გამოჩენილხართ ჩემს ლექციაზე , გაპატიებთ 5 წუთი დაგვიანებას. მე ხმისამოუღებლად, დარცხვენილმა გავიარე ოთახი და ბოლო რიგის მესამე მაგიდაზე დავჯექი. აუდიტორია საკმაოდ დიდი იყო, დაახლოებით 60 ადამიანს იტევდა და მხოლოდ რამდენიმე ადგილი იყო თავისუფალი, ამიტომ ერთი სული მქონდა დავმჯდარიყავი, რომ ამდენი უცხო თვალის ყურადღებისგან ამერიდებინა თავი ... ასეც მოვიქეცი, სწრაფად დავიკავე ადგილი და წიგნში ჩავრგე თავი. ლექტორმაც სიის ამოკითხვა დაიწყო. ეს ლექცია სავალდებულო იყო ყველა ფაკულტეტისთვის, ამიტომ ბევრ უცხოშეკრებილიყო ერთად. ამისდამიუხედავად, თავი მაინც არ ამიღია წიგნიდან, სანამ ლექტორმა უცნაური, მაგრამ საინტერესო სახელი არ ამოიკითხა.
-დანტე მიქიანი... წარმოთქვა ქ.ლალიმ და დარბაზს მოავლო თვალი. მეც რატომღაც თვალების ცეცება დავიწყე, სანამ ბოლო მერხთან ვიღაც ბიჭი არ დავინახე.
-ვარ.. წარმოთქვა უემოციოდ და კიდევ რამდენიმე წამს გაჩერდა ფეხზე, თუმცა ეს დრო საკმარისი იყო მის დასათვალიერებლად. ღია, დახეული ჯინსი, კედები და ტანზე მოტკეცილი შავი, გრძელმკლავიანი მაისური ეცვა, საიდანაც ზედმატად კარგადაც კი ჩანდა მისი ნავარჯიშები მუცელი და მკერდი, საკმაოდ მაღალი იყო და განიერი მხრები, ძლიერ მკლავებთან ერთად ძალიან ამშვენებდა. ზევით ავაყოლე თვალი. მუქ კისერზე ღიად ეტყობოდა რამდენიმე ძარღვი, სახეზე რომ გადავედი, გულმა ისე დამიწყო ფეთქვა, რომ მეგონა მთელ აუდიტორიას ესმოდა, სუნთქვა ისე გამიხშირდა , რომ თავბრუ დამეხვა, ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი ნელ-ნელა აზროვნების უნარს... ძლივს წამოვდექი ფეხზე და ბარბაცით მივედი ფანჯარამდე, ხელის კანკალით გამოვაღე და გარეთ გადავეყუდე.
-შვილო კარგად ხარ? მომესმა ქალბატონი ლალის ხმა და მეც ნელ-ნელა დავწყნარდი.
-დიახ, დიახ... ჩავილაპარაკე და ისევ ჩემს ადგილს მივაშურე. ჩუმად გავაპარე მზერა დანტესკენ და ამჯერად დაწყნარებული დავაკვირდი მისი სახის ნაკვთებს. როგორ ძალიან ჰგავდა იმ უცნობს, რომელსაც ჩემი გული ვაჩუქე, მაგრამ არა, მე ის მისი ღიმილის და საოცარი თვალებისგამო შემიყვარდა, ეს კი რადიკალურად განსხვავდებოდა... შავი წარბები შეეჭმუხნა და გრძელი წამწამებიდან უემოციოდ აცეცებდა უფსკრულისფერ თვალებს რომელიც შავი არ იყო, მაგრამ ძალიან მუქი ჩანდა... ჩემი უცნობის თვალები კი ღამესავით იყო, ვარსკვლავებით მოფენილი ცასავით, მის თვალებშიც ვარსკვლავები ციმციმებდნენ... მაგრამ დანტე?! არაა.... ის ნამდვილად არ იყო... ჩემი უცნობი ისე იღიმოდა, ლაპარაკის უნარს მაკარგვინებდა... ეს კი... საშუალოზე დიდი ტუჩები მომუწული ჰქონდა , ყბის ძვლები კი დაჭიმული, თითქოს ვიღაცას უბრაზდებაო. ნახშირივით შავი, დატალღული თმა შუბლზე დაუდევრად ჰქონდა ჩამოყრილი, წვერისაგან საგულდაგულოდ გაესუფთავებინა პირ-სახე. ცხვირი კი საოცრება.... ზედმეტად ლამაზი... საერთო ჯამში ისეთი ლამაზი იყო... ისეთი სრულყოფილი... როგორც....... როგორც მიქელანჯელოს „დავითი“... თითქოს მისი სახის თითოეული ნაკვთი წლების განმავლობაში იძერწებოდა რუდუნებით და საბოლოოდ მიაღწია კიდეც სრულყოფილებას... გაშტერებული მივჩერებოდი და შემობრუნებას ვერ ვახერხებდი, ალბათ, იგრძნო, ჩემი დაჟინებული მზერა და მანაც შემომხედა... ზუსტად მაგ წამს დავრწმუნდი, რომ ის და ჩემი უცნობი, სხვადასხვა ადამიანები იყვნენ. იმდენად უემოციო და ცხოვრებისგან მობეზრებული სახე და თვალები ჰქონდა, რომ სადღაც დაიკარგა მისი სრულყოფილება... იმ ნაცრისფერ მასას გავდა, რომელიც მუდამ მოღუშული სახით გადაადგილდება ქუჩაში და სიცოცხლის ხალისს აკარგვინებს ყველა ბედნიერს... მე კი უცნობი სწორედ იმის გამო შემიყვარდა, რომ იღიმოდა, თავისი თბილი ღიმილის და ხასიათის გამო... რომელიც, სამწუხაროდ, ამ ბიჭს ნამდვილად არ ჰქონდა....
-თეოთე ყიფიანი. ფიქრებინდან ამჯერადაც ლექტორის ხმამ გამომიყვანა.
-დიახ, ვარ! დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და გაოცებულ აუდიტორიას მოვავლე თვალი. უკვე შეჩვეული ვიყავი, რომ ჩემი სახელის გაგონებისას ყველა ინტერესით მათვალიერებდა, ამიტომ არც ამჯერად დავბნეულვარ, მობეზრებულად დავიკავე ჩემი ადგილი და ისევ დანტესკენგავაპარე თვალი, რომლის უემოციო სახეზეც ინტერესიანი მზერა შევნიშნე...წარმოდგენაც კი არ მაქვს , რაზე საუბრობდა ლექტორი ორი საათის მანძილზე...ჩემი გონება იმ წამს დანტეს გარდა ვერაფერზე ვერ ფიქრობდა, თვალს ვაპარებდი მისკენ და მის შავ თვალებს ვეჩეხებოდი პირდაპირ... არც ერთხელ არ შევბრუნებულვარ ისე, რომ მისი მზერა არ დამეჭირა. ეს არ იყო თბილი, ან ინტერესიანი თვალები, დაჟინებით მიყურებდა, იმდენად დაკვირვებით, რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ მაინც არ ვწყვეტდი მისკენ შეტრიალებას. ლექციის დასრულებისთანავე, წიგნების ჩალაგება დავიწყე ჩანთაში, რომ დანტესთვის რამე მეკითხა და საბოლოოდ გამექრო ვარაუდი იმის შესახებ, რომ სწორედ ის იყო, ვინც ორი წლის წინ შემთხვევით შემხვდა... მაგრამ, ზედმეტად არარეალურად ჟღერდა... როგორ შეიძლებოდა, იმ ადამიანის სახე არ მხსომებოდა, ვინც მიყვარდა, ან როგორ შეიძლებოდა ამაზე ორჭოფობა, მაგრამ მე ის მხოლოდ ერთხელ ვნახე და მისი ღიმილი და ბრჭყვიალა, საოცარი თვალები, სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს თავში... დანტეს კი არც ერთი არ ჰქონდა... ჩანთა სწრაფად ჩავალაგე და აუდიტორია მოვათვალიერე, თუმცა მიქიანი ვეღარსად ვიპოვნე.. სწრაფად გავვარდი გარეთ, მაგრამ ვერც იქ მოვკარი თვალი. დაფიქრებული გავუყევი დერეფანს, იმაში ღრმად დარწმუნებული, რომ ამ ლექციას აღარასდროს გავაცდენდი.
ასეც მოვიქეცი... ყოველ ოთხშაბათს, ზუსტად 12:10 წუთზე აუდიტორიაში ვიჯექი ხოლმე ჩემს ადგილას და გულის ფანცქალით ველოდი დანტეს გამოჩენას, ისიც ხან დაგვიანებით, ხან კი თავის დროზე მოდიოდა... ისევ თვალებით კონტაქტი... თუმცა ეს საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მე მართალი ვიყავი და დანტე არ იყო ჩემი უცნობი... ის ზედმეტად თბილი იყო მიქიანისგან განსხვავებით.. ეს კი მუდამ ჩაფიქრებული, სერიოზული სახით დადიოდა... არავის ეკონტაქტებოდა ლექციაზე და 2 საათის გასვლისთანავე აუდიტორიიდან ელვის სისწრაფით ქრებოდა. თუმცა არ ავიწყდებოდა ჩემთვის დაჟინებული თვალებით ყურება, რომელიც უკვე ზურგს მიწვავდა...
ერთ-ერთ ოთხშაბათსაც საკმაოდ მშვიდად შევაღე აუდიტორიის კარი და ჩემს ადგილს მივაშურე, დანტე იქ დამხვდა.. მისი ყურება ისე აღარ მაფორიაქებდა, როგოც თავიდან, ამიტომ ღიმილით დავიკავე სკამი და ჩანთიდან წიგნები ამოვალაგე. მიქიანი ჩვეულ ფორმაში იყო... კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული და მუსიკას უსმენდა ყურთსასმენებში. ლექციის დაწყევისთანავე მოწესრიგდა და უხალისო მზერა მიაპყრო ლექტორს. საბედნიეროდ, აღარც ყურადღების კონცენტრირება მიჭირდა დანტეს გამო, ამიტომ მთელი გულისყურით ვუსმენდი მონათხრობს და მნიშვნელოვან თემებს რვეულში ვინიშნავდი. ლექციის ერთი საათი მალე მიიწურა და ის იყო, მეორე საათი უნდა დაწყებულიყო, ლექტორმა შენიშვნა მისცა ბიჭს, რომელსაც შესვენებაზე ყურსასმენები ეკეთა და მათი მოხსნა „სთხოვა“.
– კი, მაგრამ ახლა ხომ შესვენებაა და რატომ უნდა მოვიხსნა? შეეპასუხა შენიშვნის ადრესატი.
– იმიტომ , რომ მე ასე მინდა. შენ ხომ არ დაგავიწყდა , რომ ჩემს ლექციაზე ხარ და აქ არავის მივცემ უფლებას, ისე მოიქცეს, როგორც თვითონ უნდა.
– მართლა არ მესმის , რა არის ცუდი და შეცდომა იმაში, რომ შესვენებაზე მუსიკას მოვუსმენ?!
– უბრალოდ ის, რომ მე არ მსიამოვნებს ამის ყურება და თუ რამე არ მოგწონთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
– გავალ. არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს. კარგად ბრძანდებოდეთ. უცნობმა ყურთსასმენები ისევ გაიკეთა და გასვლისას კარი მთელი ძალით მოიჯახუნა. ლექტორმა კი კმაყოფილმა ჩაიცინა.’
– უკაცრავად, მაგრამ რა უფლება გქონდათ, რომ ცოტნე ლექციიდან გააგდეთ? აქამდე მშვიდად მჯდარი დანტე, ახლა ფეხზე წამომდგარიყო და ისე ესაუბრებოდა ლექტორს.
– ბატონო დანტე, მე არავინ გამიგდია, თქვენმა მეგობარმა თვითონ მოინდომა ლექციის დატოვება.
– კი, მაგრამ თქვენ აიძულეთ. შესვენება არის იმისთვის, რომ სტუდენტმა დაისვენოს და გამოიყენოს ეს დრო ისე, როგორც თვითონ სურს და რა დაინახეთ იმაში არასწორი, რომ შესვენებაზე მუსიკას უსმენდა ადამიანი?
– როგორც მოგახსენეთ, ჩემს ლექციაზე ყველა მოიქცევა ისე, როგორც მე მინდა და თუ რამე არ მოგწონთ, შეგიძლიათ თქვენც მიბაძოთ თქვენს მეგობარს და მიბრძანდეთ ლექციიდან. აქ აჯანყებულების ადგილი ნამდვილად არ არის.
– დიდი სიამოვნებით. არც მე მსიამოვნებს ისეთი ლექტორის ლექციის მოსმენა, ვინც სტუდენტებს პატივს არ სცემს და მათ უფლებებს ლახავს. მაგრამ ჯერ რაღაცას ვიტყვი. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ადამიანი , რომელიც თავის სახელს ბოროტად იყენებს, არ არის ღირსი , ამხელა ძალაუფლებისა. თქვენ ლექტორი ხართ და არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ ბავშვები უფრო კარგად სწავლობენ და იქცევიან იმ ლექტორის ლექციებზე, რომლებიც უყვართ. მაგრამ თქვენი ეშინიათ და იძულებულები არიან, გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც მათ პრინციპებს სცდება. ყველაფრის მიუხედავად, გემორჩილებიან, რადგან იციან, რომ არის ლექცია და იქცევიან ისე, როგორც თქვენ გინდათ. მაგრამ რაც შეეხება დასვენებას. ეს არის დრო, რომელსაც სტუდენტი იყენებს განსატვირთად და ახალი ლექციისთვის მოსამზადებლად. თქვენ თუ გაქვთ უფლება, შესვენებაზე ისარგებლოთ ტელეფონით, ნახოთ ნაცნობები, წაიკითხოთ ჟურნალები. ან თუნდაც ხატოთ. რატომ სტუდენტს არ შეუძლია, მოუსმინოს მუსიკას, მითუმეტეს ყურსასმენით, რომელიც არავის არაფერს უშლის. თუ სტუდენტს არ სჭირდება დასვენება? თქვენი საქციელი უკვე დესპოტიზმს სცდება . თქვა დანტემ და აუდიტორიიდან გაქრა. ლექტორს ისევ ჩაეღიმა, წყობიდან გამოვყავდი ამ დესპოტ ქალს, რომელიც ყველანაირად ცდილობდა თავისი ძალაუფლების ლექციაზე გამოყენებას, რადგან აუდიტორიის გარეთ , უბრალო მოხუცი იყო, რომლის სიტყვასაც ფასს მხოლოდ ზრდილობის გამო არ უკარგავდნენ.
– ახლა კმაყოფილი ხართ? სკამიდან ამჯერად მე წამოვდექი. გულში ერთდროულად ბრაზი და სიამაყის გრძნობა მქონდა. ვბრაზობდი ჩემს ლექტორზე, მაგრამ დანტე.... დანტემ გამაოცა, მან საკმაოდ კარგი აკადემიური მოსწრება ერთი ხელის მოსმით გაინადგურა, რადგან გამოექომაგა უდანაშაულო ბიჭს და თავის სიმართლეს და ალალ გულს შესწირა ქალბატონი ლალის ძალიან კარგი რეკომენდაცია, რომელიც მომავალში ყველა ორგანიზაციის კარს გაუხსნიდა, სადაც მუშაობას მოინდომებდა. საოცარი იყო.... ცივი, უკარება, მაგრამ საოცარი.... პირღია ვუყურებდი მის უფსკრულივით თვალებს, რომელშიც იმხელა ბრაზი იკითხებოდა, წამით შემეშინდა კიდეც...
– ვერ გავიგე? მომიბრუნდა ლექტორი და ცივი თვალები შემომანათა.
– ახლა კმაყოფილი ბრძანდებით?! ლექციიდან ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი რომ გაუშვით?
– შეგიძლიათ თქვენც უკან მიჰყვეთ თქვენს ამხანაგებს. მითხრა მან და ისევ ისე გაიცინა.
– დიახ, ახლავე მაგრამ მეც მინდა რაღაცის დამატება. იმის ნაცვლად, რომ შეცდომა გეღიარებინათ, მეორე უდანაშაულო სტუდენტიც გააგდეთ ლექციიდან და ჩემი სახით ახლა მესამეც დატოვებს აუდიტორიას, რადგან არ ვაპირებ, ვიჯდე და ვისმინო ისტორიები ჰიტლერის სისასტიკეზე და სტალინის დაუნდობლობაზე, ადამიანისგან, რომელიც თვითონ ექცევა სტუდენტებს დაუნდობალად. კარგად ბრძანდებოდეთ. მე ჩანთას დავწვდი და გასასვლელისკენ ავიღე გეზი, მაგრამ გოგონას ნაზი ხმის გაგონებამ შემაჩერა.
– აღარც მე მინდა თქვენს ლექციაზე დარჩენა. უთხრა გაფითრებულ ლექტორს და მხარში ამომიდგა.
– მეც გავდივარ.
– ვეღარც მე გავჩერდები თქვენს ლექციაზე.
– ნახვამდის.
– ქალბატონო ლალი, დაფიქრდით თქვენს საქციელზე. მე სულაც არ ვაპირებდი ბუნტის მოწყობას, მაგრამ ალბათ, ბავშვებს მოთმინება ჰქონდათ დაკარგული, დანტეს სიტყვებმა კი ყველას გამბედაობა შეგვძინა და ამიტომ გადაწყვიტეთ აუდიტორიის დატოვება. მიხარია, რომ დანტესნაირი ადამიანები კიდევ არსებობენ, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან უდანაშაულოების დასაცავად, რომლებიც ყოველთვის სიმართლის მხარეს არიან და არ ფიქრობენ, მოუტანთ თუ არა მათ ეს სიმართლის თქმა სარგებელს.. კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო ლალი. დავასრულე საუბარი , ჩანთა ავიღე და ბავშვებთან ერთად გარეთ გამოვედი, მაგრამ ლამის გული გამისკდა, როცა კართან ხელებგადაჯვარედინებული, გაბრაზებული დანტე დავინახე.
– რატომ ჩაერიე? მკითხა მან და პირველად გავიგე მისი ბოხი, ოდნავ ხრინწიანი ხმა... მთელ ტანში გამცრა, იმდენად მკაცრი ხმა და თვალები ჰქონდა, წამით შემეშინდა კიდეც.
– მეე.... მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. ამოვიბლუყუნე ძლის გადაბმული სიტყვები და დასჯილი ბავშვივით ავიტუზე მის წინ.
– ჰოო?! და მერე მაგ აზრის გამო, რომ პრობლემები შეგექმნება, ვერ ხვდები?
– და შენც შეგექმნება დანტე პრობლემები... პირველად წარმოვთქვი მისი სახელი და იმდენად მესიამოვნა, მინდოდა კიდევ გამემეორებინა.
– შენი საქმე არაა, მე რა დამემართება, მაგრამ შენ არ უნდა ჩარეულიყავი... რატომ ეძებ გამუდმებით შარს, არ მესმის.
– და მაშინ არც შენი საქმე არაა, მე რას ვიზამ და რას ვიტყვი. ნერვებს მიშლიდა უკვე მისი უხეშობა. -ან საიდან მოიტანე, რომ შარს ვეძებ? მგონი პირველად შევხვდით აქ და როდის შემამჩნიე ერთი, რომ შარს ვეძებ? ამჯერად მეც გამიმკაცრდა ხმა და პირველად შევხედე ამაყად უფსკრულისფერ თვალებში.
– ჰო... აქ შევხვდით... პირველად აქ შევხვდით.. თითქმის ჩურჩულით თქვა, შემდეგ კი ცინიკურად გამიღიმა და ხმისამოუღებლად წავიდა.
– არა.. ეს მართლა არაა ნორმალური. რა უნდა, რას მებრძვის, მე მისი მხარე დავიჭირე, მისით აღვფრთოვანდი, ეს კიდევ... დეგენერატი... უმადური... სულ შარს ეძებო, როდის მნახა ერთი შარში.. იდიოტი... მივდიოდი და ხმამაღლა ვბურდღუნებდი გამწარებული, თუმცა ამ შემთხვევამ იმაში მაინც დამარწმუნა, რომ დანტე ნამდვილად არ იყო ჩემი უცნობი, ის ასე უხეშად არასდროს დამელაპარაკებოდა....
დღეები სწრაფად გადიოდა, მომდევნო ოთხშაბათს მთელი ჯგუფი, დანტეს გარდა, კუთვნილ აუდიტორიაში ვისხედით, ახალი ლექტორის მოლოდინში, მაგრამ ჩვენი იმედები სადღაც გაქრა, როცა კაბინეტში ისევ ქალბატონი ლალი შემოვიდა , რექტორის თანხლებით და ყველას ბოდიში მოგვიხადა მომხდარის გამო. ასევე, გვაუწყა, რომ სწორედ ის განაგრძობდა ჩვენი ჯგუფისთვის ლექციების კითხვას. მე კიდევ ერთხელ მოვავლე უხალისოდ თვალი აუდიტორიას, იმ იმედით, რომ დანტეს დავინახავდი, მაგრამ ის არ იყო....
-უკაცრავად, მაგრამ დანტე მიქიანი სად არის? დავსვი კითხვა იქამდე, სანამ რექტორი გარეთ გავიდოდა და ვიგრძენი, როგორ დაიწყო ყველამ თვალების ცეცება.
-სამწუხაროდ, ბატონი დანტე გაირიცხა უნივერსიტეტიდან, დაუმორჩილებლობის, პროკაციის და სალექციო პროცესის ჩაშლის გამო. ასევე მან შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ლალის, ამიტომ, მისი ჩვენს უნივერსიტეტში გაჩერება ყოვლად დაუშვებელი იქნებოდა... ჩამოარაკრაკა რექტორმა და ნიშნისმოგებით გადახედა მთელ ჯგუფს.. მის თვალებში კი იკითხებოდა, რომ ჭკუას თუ არ ვისწავლიდით, ჩვენც ანალოგიური გველოდა. ვიგრძენი , როგორ გავფითრდი სახეზე ბრაზისგან.
-დანტეს შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებია და თუ მართლაც ვისაუბრებთ ცუდად ქცევაზე, მგონი ჯობს, რომ პირველად თქვენი თანამშრომელი გაამტყუნოთ, რომელიც თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავი ვერ შევიკავე მე და ხმამაღლა შევეკამათე რექტორს.
-თქვენ, პატარა ქალბატონო, მგონი გავიწყდებათ სად ხართ! აქ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, ახლა კი დაიკავეთ თქვენი ადგილი და ამ თემაზე ლაპარაკს გიკრძალავთ, კიდევ ერთი სიტყვა რომ დაძრათ წინა კვირის ინციდენტზე, ან ბატონ დატეზე, თქვენს თავს დააბრალეთ, რაც მოხდება. გამიცინა რექტორმა და კარისკენ გაეშურა.
-ღმერთო ჩემო.... და რატომ არავინ არ გვისმენს ბოლომდე? ან რატომ გააგდეთ მხოლოდ დანტე? მეც ისეთივე დამნაშავე ვარ , როგორიც ის, მთელმა ჯგუფმა დავტოვეთ ლექცია და რატომ გაუშვით მხოლოდ ის?
-იმიტომ, რომ სწორედ მან აგიყოლიათ და ამასთან, მთელ ჯგუფს ვერ დაგატოვებინებდით უნივერსიტეტს. მიპასუხა მან და კიდევ ერთხელ ამათვალიერა ცინიკურად.
-მე არ ვცემ პატივს იმ უნივერსიტეტს, სადაც სიმართლეს ებრძვიან... მე ვერ დავრჩები იმ უნივერსიტეტში, საიდანაც უსამართლოდ გააგდეს სტუდენტი, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, სადაც ლექტორები ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ. მე სინდისის ქენჯნით მოვკვდები, თუ ამ ლექციაზე წყნარად გავაგრძელებ ჯდომას, მაშინ, როცა ვიცი, რომ დანტე უსამართლოდ გაუშვით... ასე, რომ თქვენის ნებართვით, ჩემივე ნებით მივდივარ ამ წუმპიდან, სულ რომ გაუნათლებელი დავრჩე, აქ სწავლას მაინც მირჩევნია. დავასრულე სიტყვით გამოსვლა თუ არა ჩანთას დავწვდი და კარისკენ წავედი, გასვლამდე კიდევ ერთხელ მოვავლე აუდიტორიას თვალი, იმ იმედით, რომ კიდევ ვინმე დაუჭერდა მხარს სიმართლეს, მაგრამ ამჯერად, სიმართლე უნივერსიტეტის დატოვებას ნიშნავდა და შესაბამისად, არც მსურველი იყო არავინ, ყველა ძირს იყურებოდა, ზოგი თითებს იმტვრევდა, ზოგი ჩანთას აწვალებდა, მაგრამ თვალებში შემოხედვას ვერავინ ბედავდა. მე კიდევ ერთხელ ღიმილით გადავხედე ყველას, დახვამდისთქო, მივაძახე და სწრაფად დავტოვე კაბინეტი. მაშინვე ღრმად ამოვისუნთქე, როგორც კი აუდიტორიიდან გამოვედი, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე და მიუხედავად მისი სირთულისა, მაინც არანორმალურად ბედნიერად ვგრძნობდი თავს, იმიტომ რომ სიმართლის გამო დავისაჯე, იმ სიმართლის, რომლისკენაც დანტემ მიჩვენა გზა...
ჩემი საყვარელი მოთხრობა ჯემალ ქარჩხაძის „იგი“ იყო. იგიინდივიდია, ჩამოყალიბებულიდაგამართულიადამიანი. ისხელოვანიათვითხელოვნებაკიმისსულშიდაძრწისგარეთგამოსვლასმოწყურებული,გამოსვლასკიესთეტიკურიგრძნობადაფიზიოლოგიისბატონობისგანთავდახსნილისიყვარულიაიძულებს.ისცდილობსუხეში, ფიზიკურიკავშირითშებღალულისაყვარელიქალისსახისგანგათავისუფლდესდაუწინდელიმშვენიერებადაუბრუნოსმას.ზუსტად – სილამაზისგრძნობადასიყვარულიაღვიძებსიგიშიხელოვანსადაშემოქმედს.
ისგამორჩეულიიყოარამარტოფიზიკურად, არამედიმითაც , რომსხვებისგანგანსხვავებით , ფიქრშიათენებდაღამეებს,სულიერსაზრდოს, მარტივ , მაგრამზოგადსაკაცობრიოკითხვებზეპასუხსეძებდა, მაშინროცამისიავხორცობითგამძღარი“თანამოძმეები”ძილშიჰპოვებდნენსიმშვიდეს. ავტორიბრბოსფსიქოლოგიასგვიხატავს, ისეთს , როგორიცახლაა- დამოკიდებულს. ბრბოშიმოხვედრილადამიანსხომსაერთოაღგზნებაგადაეცემა, კარგავსკრიტიკულიგანსჯისუნარსდაემორჩილებამასისმოქმედებას. ბრბოსრასაცერთი-ყველაზემაღალსაფეხურზემდგომიადამიანიუბრძანებსიმასასრულებს. აქედანდაარამარტოაქედანგამომდინარე ,შეიძლებაითქვას,რომრაზეცადამიანისფსიქოლოგიაადაფუძვნებული, ეპოქისშეცვლასთანერთადარიცვლება, მხოლოდვითარდებადაახალ-ახალთავისებურებებს,პრინციპებსადაფასეულობებსიძენს.
იგიპირველითავისუფალიპიროვნებაადედამიწაზე, მაგრამთავისუფალპიროვნებასთანერთადამქყვეყნადჩნდებატირანიაც, თავისუფლებისწინააღმდეგმიმართულიძალადობაც. საერთოდადამიანსყველანაირისიახლეაშინებსდაუკუაგდებსმას, ალბათ “იგის” შემთხვევაშიცტირანიითგანხორციელებულიმოქმედებისმიზანიცინოვაციისგონებისბნელკუნჭულშიგამოკეტვაა. თითქოს ,ესორი “თავისუფლება” და “ძალადობა” ერთმანეთისგანგამომდინარეობსდაყველანაირიქმედებააუცილებლადგამოიწვევს-უკუქმედებას.
იგიშიიყოისრაცბევრჩვენგანშიდღესაცარაა-ემოცია.მასსიტყვებისდეფიციტიდამოზღვავებულიგრძნობაჰქონდა, ახლა, ჩვენსთაობაშიკიპირიქით–სიტყებისრახარუხიდაგრძნობებისდეფიციტია.მანწასვლისშემდეგისეთიკვალიდატოვა , რომელსაცვერანაირიწვიმადაქარბუქივერწაშლის. მისმანახევარმადატოვამიწისფსკერიდაგაქრა, ხოლონახევარიქვაზეამოტვიფრულიდარჩა. იგისნახატებიხომმისივესხეულიდანიყოგამოტყორცნილიდარაღაცუხილავიძალითაღბეჭდილი?!
ჩემთვის დანტე იყო იგი... გასნხვავებული, წელში გამართული, საოცარი... ის საკუთარი აზრის დასაცავად შეებრძოლა ტირანს და წავიდა.... წავიდა, მაგრამ დატოვა თავისი კვალი ჩემში, კვალი, რომელსაც არ გადავუხვევდი... დანტემ მე სწორად მოქცევა მასწავლა და „წელში გასწორებისკენ“ მიბიძგა. “იგისგანსწორედისდარჩა, რაციგიშიიგიიყო”..... ასე იყო დანტეც.. დანტე ჩემთვის იგი იყო.










......
-ელე.... სად ხაარ? ჩავძახე ყურმილში და ტაქსი გავაჩერე.
-რა გაყვირებს გოგო, გიგი უნდა ვნახო, შენ რა გჭირს? რა ომახიანად ხარ? მიპასუხა ბურდღუნით.
-უნივერსიტეტიდან წამომოვედიიი........ წამოვიყვირე მე და რადენიმე წამი გავჩუმდი, რომ მისთვის გონზე მოსვლა მედროვებინა.
-რაა... რა ქენი? გაკვირვება, ინტერესი, ბრაზი ერთდროულად იგრძნობოდა მის ხმაში.
-რაც გაიგე, ახლა სახლში მივიდავ, ნახევარ საათში ჩემთან დაერჭე, თორემ ყველასთვის ცალ-ცალკე მოყოლის თავი არ მაქვს. ვუთხარი მე და სანამ კიდევ მიმალანძღავდა, ტელეფონი გავუთიშე.
ერთ საათში უკვე ჩემს სამზარეულოში ვიჯექი დედასთან, მამსთან და ელესთნ ერთად და თავს გადამხდარ ისტორიას ვყვებოდი საკმაოდ მშვიდად.
- ვაიმეეე.... მოგიკვდეს შვილო დედა. რა უნდა ვქნათ... ტიროდა მაია და შეშინებული სახით მიყურებდა.
- მაა... მიბრაზდები? ყურადღება არ მივაქციე დედაჩემის ქოთქოთს და გიორგის გავხედე, რომელიც მესამე ღერს ეწეოდა. მამა ჩემთვის ეტალონი იყო, ადამიანობის ეტალონი... მეამაყებოდა, რომ მისი შვილი ვიყავი, ყოველთვის ვეკითხებოდი აზრს და ისიც მარიგებდა, ცხოვრებას მასწავლიდა. არასდროს არ გამიგონია მისგან ხმამაღალი სიტყვა. ის ჩემი სამაგალითო, საამაყო პიროვნება იყო და ყველაზე ბედნიერი ვიყავი ხოლმე, როცა ვინმე გიორგის მადარებდა. ამჯერადაც მისი აზრი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, დედა ყოველთვის მხარს მიჭერდა, უბრალოდ გარკვეული დრო სჭირდებოდა დასაწყნარებლად, არც ამჯერად მომხდარა გამონაკლისი, მეც ვადროვე როდის დამშვიდდებოდა და მამას მივუბრუნდი
- ოხ თეოთეე.... რატომ ხარ შვილო ასეთი მოუსვენარი რატომ? მითხრა მამამ დანანებით, მაგრამ მაინც თბილად გამიღიმა.
- მა... მე მართალი ვარ, როგორ მეყურაბინა მშვიდად ამ უსამართლობისთვის? დანტე ხომ ტყუილად გააგდეს, რა ნამუსით ვმჯდარიყავი ისევ ლექციაზე? ერთი წამითაც კი არ ვნანობ, ჩემს საქციელს, დრო უკან რომ დაბრუნდეს, მე მაინც იგივეს ვიზამდი. ამაყი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ შენ , მხოლოდ შენ თუ არ მოგწონს ჩემი ქცევა, მივალ და რექტორს ბოდიშს მოვუხდი, ოღონდ იმიტომ არა, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იმიტომ რომ, არ მინდა ინერვიულო.. როგორ მოვიქცე?
- ჩემი თხა... შენ მომიღებ ბოლოს შე არანორმალურო. მოდი ჩემთან.. გამომიშვირა მამამ ხელები და მეც სიხარულით ჩავუხტი კალთაში. -ბოდიშს? ბოდიშს შენ კი არა, ისინი უნდა იხდიდნენ, ვამაყობ შენნაირი შვილით... ვამაყობ, რომ ადამიანი გამიზრდია და თუ იმ ბიჭს კიდევ ნახავ სადმე, უთხარი, ნამდვილი ვაჟკაცი ხართქო და სახლშიც მოიპატიჟე, აღარ მეგონა , ეგეთი კაცები თუ არსებობდნენ. გამიცინა გიორგიმ და თმა ამიჩეჩა, ტრადიციულად.
- არა, შეხედეთ, ერთი ამათ.. რა გიხარია ბიჭო, დაგრჩა შვილი გაუნათლებელი. რა უნდა ქნას ახლა, სად უნდა წავიდეს? წყალს გაატანა ამდენი წლის შრომა და ნათენები ღამე. შენი თავი მაინც არ გენანება შვილო? ტირილს განაგრძობდა დედაჩემი.
- მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევ, იქოთქოთებს და დაწყნარდება. ყურში ჩამჩურჩულა გიორგიმ და ორივე ავფხუკუნდით, რასაც დედაჩემის უარესი გაწიწმატება მოყვა.
- მაია დეიდა, კარგით რა, თქვენც ხომ აცხნობიერებთ, რომ თეოთე ცუდად არ მოქცეულა? სინდისის ქენჯნა არ მოასვენებდა, იმ ლექციებზე რომ გაეგრძელებინა სიარული. რაც შეეხება, მაგ ქალბატონის განათლებას, მაგაზე ნუ ინერვიულებთ, ჩემთან წავიყვან უნივერსიტეტში, დედაჩემს დავურეკავ ახლავე და მოაგვარებს ყველაფერს, ხვალიდანვე შეძლებს სწავლის გაგრძეელებას და წელსვე დაამთავრებს, ამისთანა აკადემიური მოსწრების სტუდენტებს ყველგან სიამოვნებით ხვდებიან, ასე რომ დამშვიდდით და იამაყეთ, რომ ასეთი კარგი ადამიანი გაზარდეთ. უთხრა ელენემ და დედას მოეხვია. მე და გიორგის კი გამამხნევებლად ჩაგვიკრა თვალი. -ახლა კი ბოდიში, თეოთეს მოგტაცებთ ცოტახნით და თქვენ ისაუბრეთ. მე უცებ წამოვხტი ფეხზე, მშობლებს მადლობის ნიშნად მოვეხვიე და ჩემს ოთახში წავედი, სადაც ელე მელოდებოდა უკვე.
- აბა?! ხო ამაყობ ჩემით? გავეკრიჭე საწოლზე წამოწოლის, მეც გვერდით მივუწექი და მუცელზე თავი დავადე.
- ვამაყობ რომელია, ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი დაქალი მყავს. მითხრა მან და თმაზე დამიწყო მოფერება. არ არსებობდა სიტუაცია, რომ მას ჩემი მხარი არ დაეჭირა, ყოვველთვის გვერდში მედგა და ყოველთვის კბილებით მიცავდა, მტყუანი ვიყავი თუ მართალი, შენიშვნას მხოლოდ მაშინ მაძლევდა, როცა დამიმარტოხელებდა ხოლმე, არც ეს სიტუაცია იყო გამონაკლისი.
- ელე, ახლა რა უნდა ვქნა? ვკითხე ხმისკანკალით.
- რა უნდა ქნა და ემოციური მზადყოფნა უნდა გამოაცხადო, მალე ახალ უნივერსიტეტში გადადიხარ , სწავლის ბოლო საფეხურზე და საკმაოდ გაგიჭირდება.
- და დარწმუნებული ხარ, რომ მიმიღებენ?
- მიღებული ხარ ჩათვალე. ახლა ის მითხარი, როდის უნდა დაწყნარდე? რატომ გაფორიაქებს დანტე ასე ძალიან? მეგონა , ბოლო დროს დამშვიდდი და შენ ამ დროს ისეთი ნაბიჯი გადადგი, ყველა გაგვაოგნე.
- ოო... დავმშვიდდი კიდეც, უბრალოდ ისეთი დიდებული იყო, ისეთი საოცარი, რომ ასე დაიცვა ცოტნე... არავინ არ გამოექომაგა, ის კი პირველი იყო... განსხვავებულია, როგორ გითხრა, ადამიანია.. ინდივიდია...
- და ნერვები რომ მოგიშალა?
- ახლა აღარ მეშლება, ახლა გმირივით მყავს, რომელსაც უნდა მივბაძო.
- ეეე....... რა უყავი ჩემს დაქალს? დამიბრუნე ახლავე.
- ოო ელე კარგი რა.. სულ როგორ დამცინი. გავბუსხე ტუჩები და მის თითებს მივეცი თავი, რომელიც ჩემს თმებში საამურად დაფუსფუსებდნენ.



ელეს დანაპირები მართლაც ამისრულდა, ორ დღეში მოგვარდა ყველაფერი და მეც ახალი უნივერსიტეტის -ახალი მეოთხეკურსელი გავხდი. საბედნიეროდ, ადაპტაცია არ გამჭირვებია, ან რა იყო მისაჩვევი, სანამ გარემოს შევეგუე, სწავლაც დასრულდა... კიდევ ერთი წარჩინებით უნივერსიტეტდამთავრებული უმუშევარი შეემატა საქართველოს.... გამოსაშვების შემდეგ, სახლში გავიარე, უკვე მომზადებული ბარგი ავიღე და ჩემს რაჭაში, ჩემს ხვანჭკარაში გავეშურე, რომ ბებოსთვის ტკბილი ლოყები დამეკოცნა... რადენჯერ მიფიქრია, მასთან საცხოვრებლად გადასვლაზე... რამდენჯერ მიოცნებია, ჩემს ლამაზ სოფელში ცხოვრება, არავის რომ არ აინტერესებს ფული, უბრალო რამეები უხარიათ და სახეზე გულწრფელი, თბილი ღიმილი აქვთ... წავიდოდი და ჩემს ცოდნას იქ უსასყიდლოდ დავხარჯავდი. ადგილობრივ სკოლაში დავიწყებდი მუშაობას, ბავშვებს სხვადასხვა საგნების მომზადებაში დავეხმარებოდი, მოხუცებს წნევას გავუზომავდი, საღამოობით კი მყუდროდ მოვეწყობოდი ბებოს გვერდით, ის თმაზე მომეფერებოდა, მე კი მხიარულად მოვუყვებოდი იმ დღეს თავზე გადახდენილ ამბებს. -ღმერთო, როგორ მიყვარდა ჩემი ტკბილი ბებოს დანაოჭებული ხელები, დიდი, მწვანე თვალები, ასაკისთვის შეუსაბამოდ ახალგაზრულად რომ ბრწყინავდნენ მუდამ... როგორ მიყვარდა მისი თითოეული ნაოჭი, ყოველი მათგანი სიცოცხლის რაღაც მონაკვეთს რომ ნიშნავდა... მისი გრძელი, ჭაღარა თმა, კოსად რომ აიწევდა ხოლმე. მისი თბილი ხმა... მისი კეთილი გული.... როგორი ტკბილი იყო მასთან გატარებული ყოველი წამი... ოცნება ოცნებად რჩებოდა, მე კი ისევ თბილისში განვაგრძობდი ცხოვრებას და მუხლჩაუხრელად შრომას , რომ წარმატებისვის მიმეღწია, მაგრამ?! წარმატება რისთვის მჭირდებოდა? ისევ და ისევ იმისთვის, რომ ბევრი ფული მქონოდა, მე კი ვერ ვიტან ფულს... აი აქ უკვე ვიბნეოდი, ფულს ვერ ვიტან, მატერიალისტ ხალხს ვერ ვიტან... მინდა ურუგვაისპრეზიდენტხოსემუხიკას მსგავსად ვცხოვრობდე, პატარა სახლში, მქონდეს ჩემი ბაღი, სადაც საკუთარი ხელით მოვიყვან მოსავალს, ხოლო ჩემს ხელფასს მთლიანად ქველმოქმედებას მოვახმარებ. თუმცა, მე პრეზიდენტი არ ვარ! შესაბამისად, არავინ მომცემს ფულს, თუ სოფელში დავჯდები.... მაგრამ დიდი ოცნება მქონდა... მოხუცებულობამდე მიმეღწია წარმატებისთვის, მომეგროვებინა ბევრი ფული და მეც ქველმოქმედებაში დამეხარჯა, ჩემთვის მხოლოდ საარსებო მინიმუმი დამეტოვებინა და მერე გადავსულიყავი სოფელში საცხოვრებლად..... ამ ფიქრებში, ჩემ მონატრებულ სახლსაც მივადექი.
-ბეეეეეეეეეე............. ვიყვირე ბოლო ხმაზე და კისრისტეხვით შევვარდი ეზოში.
-თეოთე, მოხვედი ბებო... ბებო დაგეწამლოს შენ, ბებოს იმედო, ჩემო ანგელოზო.... გენაცვალოს ბებო.... ეზოშივე მომეგება გულო და მწვანე თვალები აუწყლიანდა.
-ოო კარგი გულო რა, რა გატირებს, ნუ გახდი ასეთი ემოციური ვახ. გამეცინა მე და მოხუცი გულზე მივიკარი. სხვათაშორის, „ბებო“ დაახლოებით 10 წლის შემდეგ აღარ დამიძახია, სულ გულო-ს ვეძახდი და არც მას ჰქონდა რამე საწინააღმდეგო, ამბობდა, რომ საკმაოდ მორცხვი ვიყავი და რაც უფრო მეტად მიყვარდა ადამიანი, მით უფრო მეტად ვიხსნებოდი მასთან, ამიტომ სიამოვნებდა და ხალისობდა , როცა სახელით მივმართავდი... პასუხად არც მე ვაკლებდი ხალისს და სულ სიცილ-სიცილით ვატარებდით მთელ ზაფხულს.
-როგორა ხარ ბებო გენაცვალოს აბა? როგორ მომანატრე ეგ ყალთაბანდი თავი, შე ქაჯანა შენა ... გამიღიმა ბებომ და ცხვირზე დამკრა თითი.
-რავი გულიკო, მე რა მიშავს, შენ მყავდე მთავარია კარგად. აუ გულო მშიაა, მიდი ახლა დაფანცქვალდი შენებურად და შენი ხაჭაპურები დამიცხვე რა, თუ გიყვარვარ. ყელი ორი თითით გამოვიწელე და საცოდავად შევხედე.
-ახლავე ბებო შემოგევლოს, ახლავე შვილო... შენ ოღონდაც რამე ჭამე და... მიდი ბებო, გამოიცვალე შენ მანამდე და კატოსთან გადაირბინე, წუხელ ამბობდა, მომენატრა ეგ ეშმაკის ფეხიო და ნახე შვილო , სირცხვილია, თან უთხარი საღამოს ჩვენთან გადმოვიდეს , თავისი შვილიშვილიც წამოიყოლოს, ისეთი კარგი ბიჭია ბებო, შენი ხნისა იქნება, მაგას გაახარებს ღმერთი , ისე გვეხმარება, მაგისთანა ბიჭი არ დადის დუნიაზე. ისე კი მიკვირს ბებო, აქამდე როგორ ვერ გაიცანი, მაგრამ ის იმ დროს ჩამოდის, როცა შენ ქალაქს ბრუნდებდი და მაგიტომაც... არ ჩუმდებოდა ბებო და წინდაუკან დარბოდა , ოღონდ რა უნდოდა, თვითონაც არ იცოდა.
-ოხ... ვინაა ერთი ამისთანა ჰა?? რაო გულიკო, სასიძოდ ხომ არ მოგეწონა? თვალი ჩავუკარი ბებოს და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
-ნადვილად არ დაიწუნება, ბებო.. იმნაირი კარგი ბიჭია, გულს რომ გაგიხარებს, ხომ იცი, მე ეგეთები არ მეშლება. ოქროს ბიჭია ბებო, მაგრამ ძალიან სერიოზული და აბა შენ იცი ახლა, შენებურად არ გადარიო. გამიცინა გულომ და მსუბუქად მიბიძგა ოთახისკენ. მეც უცებ გამოვეწყვე, ჯინსის შორტი, თავისუფალი მაისური და საზაფხულო ჩუსტები მოვირგე და ღიღინ-ღიღინით გავუყევი ორღობეს... ის იყო კატოს სახლს მივადექი, რომ მეზობლის ქალს მოვკარი თვალი, შვილიშვილთან ერთად. მისასალმებლად დავაპირე მისვლა, მაგრამ პატარას ფეხსაცმელი გასძვრა და ზუსტად კატოს სახლის წინ ჩამომდინარე პატარა რუში ჩაუვარდა.
-ცემი ბაციააა........ დედიტომ გუცინ მიკიდაა.... აააააააა............. ატირდა პატარა და პატარა თითებით ბებოს კაბაზე მოეჭიდა.
-მოიცა ბები, შენ არაფერზე ინერვიულო, დავიჭერთ, სად წაგვივა. უთხრა ნათელამ და იქვე მიგდებულ გრძელ ჯოხს დაწვდა. გაოგნებული ვადევნებდი მის ქმედებას თვალს და გააზრებას ვერ ვახერხებდი, როგორ უნდა დავხმარებოდი. ნათელა კატოს სახლის წინ გადებულ პატარა ხიდზე გაწვა და გრძელი ჯოხით შეეცადა ფეხსაცმლის ამოღებას. მაშინვე გონს მოვეგე, მისკენ ავიღე გეზი დასახმარებლად. უცებ კი ნიავი ქარში გადაიზარდა, წამოწოლილ ნათელას გრძელი კაბა თავზე წამოაფარა და მთელი სისრულით წარმოაჩინა მისი პუტკუნა ფეხები , რომლებიც ტოტებიან ტრუსებში უფრო სასაცილოდ გამოიყურებოდა... წინ გადადგმული ფეხი გამიშეშდა და გაშტერებული მივაჩერდი ქალს, რომელიც არა და არ დაწყნარდა, სასაცილოდ ხვანცალებდა და აზრადაც არ მოსდიოდა კაბის გასწორება... როგორ არ მინდოდა იმ წამს სიცილი, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე, როცა ნათელას ფრიალა , ტოტებიან ტრუსებს შევხედე. მთელი ძალით ვუჭერდი კბილებს ქვედა ტუჩს, რომ არ გამცინებოდა, მაგრამ ცრემლებს რას ვუზამდი?! ღაპა-ღუპით გამდიოდა და ბანცალით მივდიოდი ხიდამდე. ხმა არ ამომიღია, ისე ჩავხტი რუში, რომ ნათელას, ჩემი სიცილისგან შეცვლილი ტემბრი არ გაეგო და ფეხსაცმელს დავწვდი, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როცა ქალისკენ ღიმილით შევბრუნდი, ფეხზე რაღაცის შეხება ვიგრძენი. მუხლამდე წყალში ვიდექი და ვერ ვხედავდი, რა მეხებოდა, ვიფიქრე ხავსიათქო და ფეხი ზემოთ ავწიე, თუმცა იქ ხავსის მაგივრად გველი დამხვდა შემოხვეული და მეც მთელ ხმაზე დავიწყე კივილი.
-მიშველეეეეეეეეეეეთ................... დამეხმარეეთ..... ვერასდროს ვერ ვიტანდი ქვეწარმავლებს და მცოცავ არსებებს და ლამის გული გამისკდა, როცა გველი დავინახე.
-მოგიკვდეს შვილო ნათელა ბებო. მოდი ამოძვერი და მე მოგაშორებ მაგ უხსენებელს. ხმააუკანკალდა ნათოს.
-ნათელა ბებო, კარგით რაა... როგორ ამოვიდე ასეე.... უარესად ავბღავლდი და ფეხი გავიქნიე ქვეწარმავლის მოსაშორებლად, მაგრამ ის უფრო მჭიდროდ შემომეხვია ფეხზე .. ხმამაღლა ვტიროდი და მაშველს ვეძახდი. მოულოდნელად კატოს სახლიდან ვიღაც გამოვარდა, ერთი ხელის მოსმით მომაშორა ქვეწარმავალი, შემდეგ კი ხელში ამიტაცა და ისე ამომიყვანა წყლიდან. იმდენად ვიყავი შეშინებული, რომ აზრადაც არ მომსვლია მისთვის სახეზე შეხედვა. მთელი ძალით ვეკვროდი ტანზე და ვცდილობდი, როგორმე თავს გადამხდარი ამბავი დამევიწყებინა .
-კარგად ხარ? ჩამესმა ნაცნობი ბოხი ხმა და შეშინებულმა ავხედე უცნობს, ზუსტად იმ წამს იმხელა ხმაზე ვიკივლე, რომ გველის ამბავი მოგონილი იყო.
-შენ... შენ აქ საიდან??? გაოცებულმა ვკითხე დანტეს, რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა და მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე.
-ბებოსთან ვარ , რა იყო, ასე გაგიკვირდა ჩემი დანახვა?! გამომცდელად შემომხედა და ისევ ჩაიცინა.
-შვილო, თეოთე, როგორ ხარ? მომიკვდეს თავი, სულ ჩემი ბრალია, რაც დაგემართა. საუბარში ჩაერთო ნათელაც და უხერხულად აიწურა.
-კარგით, ნათელა ბებო რა, არ გრცხვენიათ, რა ბოდიში.. აი თქვენი ფეხსაცმელი. გავუღიმე მოხუცს და ფუმფულა ლოყაზე ვაკოცე.
-გაგახარებს დანტე, შვილო, ღმერთი. შენ რომ არა, რა ეშველებოდა ამ გოგოს არ ვიცი. მართლა , კატო სახლშია? ამჯერად დანტეს მიუბრუნდა და კინაღამ თვალები გადმომცვივდა,რ ოცა გავიგე, რომ კატოს შვილიშვილი იყო. ჩემი საყვარელი კატოსი, რომელთანაც ბავშვობის უმეტესი ნაწილი მქონდა გატარებული, სულ მეუბნებოდა,რომ თავისი შვილიშვილები უნდა გაეცნო, მაგრამ ვერასდროს ახერხებდა, რადგან, როცა მე თბილისში ვბრუნდებოდი, დანტეს ოჯახი სწორედ მაშინ ჩადიოდა რაჭაში. ის იყო, დანტესთვის შეხედვა ავაპირე, რომ კიდევ ერთხელ მომესმა კატოს ჭიშკარის ხმა და ინსტინქტურად იქითკენ შევბრუნდი, ყველანაირი შიში , გაოცება და გაურკვევლობა დამავიწყდა, როცა იქ ჩემი საყვარელი მოხუცი დავინახე.
-კატო ბებოო... მივვარდი მე და მონატრებული ლუყები დავუკოცნე.
-ეს ვინ მოსულა... ჩვენი გოგო, სადა ხარ შვილო, რომ აღარ ჩამოდიხარ , ასე უნდა მოგვანატრო თავი? ხმა აუკანკალდა მოხუცს.
-ვიცი, ვიცი, მაგრამ ბოლო დროს იმდენი საქმე მქონდა, ვეღარ ვახერხებდი ხშირად ჩამოსვლას, თუმცა გპირდებით, რომ გამოვასწორებ. გავუღიმე მე და კიდევ ერთხელ ჩამოვეკიდე მოხუცს კისერზე.
- დანტე, მოდი შვილო აქ, მიუბრუნდა კატო შვილიშვილს და თავისთან იხმო. -გაიცანი, ეს არის თეოთე, გულოს შვილიშვილია, რამდენი ხანია ბებო მინდა, ერთმანეთი გაგაცნოთ, მაგრამ ვერ მოგვიხერხდა.. ამჯერად კი ნამდვილად გავაპარე დანტესკენ თვალი და მხოლოდ მერეღა შევამჩნიე, რომ წელს ზემოთ შიშველი ბრძანდებოდა, მუხლამდე შორტი ეცვა და ისედაც შავ კანზე, მზე უფრო მოჰკიდებოდა... ისე ეშმაკურად მიყურებდა, დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-გამარჯობა თეოთე... სასიამოვნოა შენი გაცნობა. მითხრა და ისეთი ღიმილით დამასაჩუქრა, თავბრუ დამეხვა.
-ჩჩჩემთთვისაც.. ენა დამება, თუმცა თვალს მაინც ვერ ვაშორებდი. -კატო ბებო, ბებიაჩემმა საღამოს გადმოვიდეს ჩვენთან და თავისი შვილიშვილიც წამოიყოლოსო, ხაჭაპურს აცხობს და უნდა, რომ თქვენც მოხვიდეთ. ჩამოვურაკრაკე გეგმა და ისევ ეშმაკურად მომღიმარი დანტესკენ გავაპარე თვალი.
-კი ბებო, მა რას ვიზამ.. დანტე, მიდი შვილო, ბაღში გადი და ვაშლი დაკრიფე ცოტა, ეს თხაც წაიყოლე, ხეებზე ძრომაში ბადალი არ ჰყავს. ანიშნა კატომ ჩემზე, თვითონ კი მოშორებით მდგარ ნათელასთან მივიდა...
-ესეიგი თეოთე ხომ? მომიბრუნდა დანტე და უცნაირად გამიღიმა. -არ მეგონა, აქ თუ გნახავდი.
-ჰოო... არც მე მეგონა.. დავიჩურჩულე და თავი დაბლა დავხარე.
-წამოდი, შეგამოწმო ერთი, როგორ დაცოცავ ხეებზე.. ხელით მსუბუქად მიბიძგა ბაღისკენ და თვითონაც ჩემთან ერთად წამოვიდა.
-შენზე კარგად რომ ვიცოცებ დარწმუნებული ვარ. ვთქვი ამაყად.
-ჰო რავი შეიძლება... მე მაიმუნობაზე არ მაქვს პრეტენზია. ჩაიხითხითა და მოახერხა კიდეც ჩემი წყობიდან გამოყვანა.
-აუტანელი.. ჩავიდუდღუნე და რამდენიმე დაბიჯით გავუსწარი, რომ მისი ირონიული ღიმილი აღარ დამენახა. საკუთარი ხუთი თითივით ვიცოდი კატოს ბაღი და უპრობლემოდ მივაგენი ჩემს საყვარელ ვაშლის ხეს, რომელიც ყველაზე მაღალი და ასაკოვანი იყო, იქ მდგარ ხეებს შორის. წამის მეასედში ავცოცდი ტოტზე და ამჯერად მე ჩამოვხედე ნიშნისმოგებით ცოტა არ იყოს გაოცებულ დანტეს. -რაღას უყურებ, ამოდი დროზე, თუ სიმაღლის გეშინია? ჩავძახე კმაყოფილმა და კიდევ უფრო ზევით ავცოცდი.
-არაა.. სიმაღლის არ მეშინია, უბრალოდ, მე სიმაღლე მიწყობს ხელს და ხეზე ასვლის და ზედმეტი გარჯის გარეშეც შემიძლია ხილის დაკრეფვა... ჩაიღიმა, გრძელი ხელი უპრობლემოდ ჩასჭიდა ტოტს და მშვიდად დაიწყო ვაშლის კრეფვა. უნდა ვაღიარო, რომ ქვევით ტოტებზე უფრო კარგი ვაშლი იყო, მაგრამ მე ვერ ვწვდებოდი და ტოტი ისეთი თხელი იყო, რომ ვერც გადავცოცდებოდი, ამიტომ პირდაპირ მაღლა ავედი. ახლა კი ვუყურებდი, როგორ უპრობლემოდ ასწია დანტემ მარკვენა ხელი და ასევე უპრობლემოდ განაგრძო ვაშლის კრეფა.
-რა იყო, სიმაღლეს მახარბებ?! აუტანელი... ჩავიბურდღუნე და ერთ-ერთ ერთ ტოტზე დავიწყე გამწარებულმა ვაშლის კრეფა. დაახლოებით 5-6 ცალი რომ მოვწყვიტე, მხოლოდ მერეღა გამახსენდა, რომ არც პარკი წამიღია, არც რამე მსგავსი, რომ ვაშლი ჩამეწყო. ისევ ბურდღუნით ჩავცოცდი ქვევით და მოქირქილე დანტე არ შევიმჩნიე.
-რაოო... მარტიშკა, ხეზე ძრომა იცი, მაგრამ ის არა, რომ ხილისთვის პარკი დაგჭირდებოდა? ხითხითს არ წყვეტდა ის, რაზეც უფრო მეტად გამოვდიოდი წყობიდან.
-შენი საქმე არაა! მივახალე და ისევ ზემოთ ავბობღდი, მას შემდეგ რაც პარკი ავიღე... კარგა ხანს ხმას არც ერთი არ ვიღებდით.. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, ის ალბათ თავისაში. -არა, ამ ბიჭში, ორი განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს ნამდვილად, ერთი-ჩემთვის სამაგალითო, მისაბაძი, რომელმაც თავი გაწირა ფაქტიურად უცხო ადამიანისთვის და გველისგან გადამარჩინა... მეორე-კი ... აუტანელი, საზიზღარი დანტე !!! რომელიც დიდ სიამოვნებას ღებულობდა, ჩემი დაცინვით. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის მაინც საოცარი იყო... საოცარი ბიჭი, საოცარი სახელით... -დანტეე.... ჩავძახე ცოტახანში და შევეცადე , ფოთლებში მისი სახე გამერჩია.
-რა იყო? მისი ხმა რაღაცნაირად შეცვლილი მეჩვენა, აღარც ცინიზმი აღარ ჟღერდა... უბრალოდ თბილი, სასიამოვნოდ ბოხი ხმა ჰქონდა და ვგრძნობდი, რომ იმ წამს რაც არ უნდა მეკითხა, არაფერზე არ გამეხუმრებოდა.
-გველების არ გეშინია?
-კიი.. საზიზღრები... ისეთი ზიზღით წარმოთქვა, ოდნავ გააჟრჟოლა კიდეც. -პრინციპში, ყველაფრის მეშინია, რამაც შეიძლება დამაზიანოს, იმიტომ, რომ შეიძლება დამაზიანოს.... ისეთი საყვარელი იყო ამ წამს.. ისეთი გულწრფელი, გამეღიმა, ისე ბუნებრივად ლაპარაკობდა, მომინდა მივსულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი.
-და.. თუ გეშინია, მაშინ წეღან?!....
-აბაა.. მეც ეგ არ მიკვირს?! რა მინდოდა, რას გამოვიდე თავი.. რომც ეკბინა შენთვის, ეჭვი მეპარება, რომ რამეს დაგაკლებდა. ჩაიხითხითა და კვლავ ვაშლის კრეფა განაგრძო.
-აუტანელო.! სულ რომ არ დამცინო, არ შეგიძლია ხო? ჩავძახე უკმაყოფილოდ... -მაგრამ შენ ხომ მაინც გადამარჩინე... გავიფიქრე ღიმილით და კვლავ ხილს მივუბრუნდი. რამდენიმე წუთში გავსებული პარკით ქვემოთ ჩავცოცდი და ლამის გული გამისკდა, როცა დავინახე, რომ დანტეს ჩემზე ოთხჯერ მეტი მაინც ჰქონდა მოკრეფილი . ხმისამოუღებლად ჩავაწოდე პარკი და კიდევ ერთხელ დავაიგნორე მისი ხითხითი. -არა , ამ ბიჭს აშკარა სიამოვნებას ანიჭებს ჩემი გამწარება. ჩავიბურდღუნე და ტოტიდან ჩამოვხტი... მაგრამ რატომღაც ძირს არ დავხტი. ქვემოთ ჩავიხედე და დავინახე, რომ ჰაერში ვეკიდე და ფეხებს საცოდავად ვაფართხალებდი, როგორც ჩანს , ჩამოხტომისას შორტით პატარა, მოტეხილ ტოტს გამოვედე და ზედ დავეკიდე.... ისე ავფართხალდი, რომ ხეზე დარჩენილი ვაშლებიც ძირს ჩამოცვივდა და ერთი თავში დამეცა...
-ვაიმე....ვაიიიიიი...............ვაიმე.................................. ააააააააააააააააააააა......................უხ...............ვააახ...................... არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა დანტე, ისე იცინოდა, ცრემლები სდიოდა ღაპა-ღუპით... ადგილზე ხტუნვის შემდეგ მიწაზე გაწვა და ისე განაგრძო ხარხარი. -ღმერთოოო....... ვაიმეე..... ააააა........... მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა, გაკეთებით კი ვერაფერს აკეთებდა, შიშველი ხოხავდა მიწაზე და ცალი ხელით ცრემლებს იწმენდდა... სპეციალურად არ ვთხოვდი დახმარებას. ისეც განვაგრძობდი ხეზე ფართხალს და უკვე ტირილის პირას მივედი, როცა წელზე რაღაცის შეხება ვიგრძენი. დაბლა დავიხედე და დანტე დავინახე. სრულიად დამშვიდებულიყო.. ორივე ხელი წელზე მომიჭირა და უპრობლემოდ ჩამომხსნა ხიდან, თუმცა ძირს არ დავუსვივარ, წელზე ჰქონდა ისევ ხელები შემოხვეული და თვალებში მიყურებდა... მაგრამ ეს თვალები აღარ იყო უფსკრულივით შავი, ცივი და ბრაზიანი... არა... ახლა ისეთი თვალები ჰქონდა... ისეთი... როგორიც უცნობის თვალებისფერი ღამე იყო... ისეთივე სხივი ჰქონდა, ისეთივე თბილი იყო. თვალები გაოცებისგან შუბლზე ამივიდა , ეს დანტესაც არ გამოჰპარვია და მომაჯადოვებლად გამიღიმა...
-ვაიმე....... ამოვიხავლე კანკალით და დანტეს კარგად დავაკვირდი... არა , ნამდვილად ის იყო, ნამდვილად ჩემი უცნობი იყო... არა, არა , არ მეშლებოდა, არავისში არ ამეროდა ის საოცარი თვალები და ღიმილი.... მომნუსხველი საოცარი ღიმილი... დედამიწის ზურგზე სხვას რომ არავის ჰქონდა. გულმა ისე დამიწყო ფეთქვა, ისე დამეხვა თავბრუ, დანტეს რომ არ ვყოლოდი იმ წამს ხელში, აუცილებლად დავეცემოდი. -შეეენ.....
-მე... გამიღიმა და ისევ ის საოცარი გრძნობა დამიტოვა, რაც ორი წლის წინ.
-შეეენ............
-მეე...... ამჯერად უკვე გაეცინა .
-დანტე, შენ..... ორი წლის წინ... შენნ..... ის კაცი რომ გახდა ცუდად... შენ ხომ?! .... შენ არ?! სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი, გაოგნებული მივშტერებოდი უკვე ნაცნობ და ასე მონატრებულ სახეს და ვგრძნობდი, როგორ ირეოდა ჩემს თავში მილიარდი ფიქრი ერთდროულად.
-გაგახსენდი, როგორც იქნა... გაიცინა დანტემ და უფრო მეტად მიმიკრო სხეულზე.
-შენ... შენ რა... იცოდი? ნამდვილად ჭკუიდან გადავიდოდი. -ანუ ამდენი ხსნის განმავლობაში მხოლოდ მე ვერ ვხვებოდი, რომ შენ...
-ჰო... როგორც კი შემოგხედე , მაშინვე გიცანი, რასაც შენზე ვერ ვიტყვით, ისე რაღა დაგიმალო და არ მეგონა, თუ ვერ მიცნობდი.
-მე.... ვიფიქრე, მაგრამ ისეთი გაბრაზებული სახე გქონდა, აღარც იღიმოდი, აღარც ისეთი თვალები გქონდა, ამიტომ, დავიჯერე, რომ შენ ის არ იყავი...
-აი მე კი, ხომ ხედავ რომ მაშინვე გიცანი ... გამიღიმა დანტემ..
-ჰოო... რა პატარაა სამყარო... რას ვიფიქრებდი, რომ კატოს შვილიშვილი, იქნებოდა ორი წლის წინანდელი უცნობი, რომელიც ჩემი ჯგუფელიც აღმოჩნდა ცოტახანი და ვერ ვიცანი... უცნაურია ყველაფერი. გამეღიმა მეც.
-ზედმეტად უცნაურიც კი... დანტემ მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადაიტანა და მაშინვე დავიძაბე, მის ხელებში ავფართხალდი და მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ ნახევრად შიშველი იყო.
-ეეე... გამიშვი ხელიი... ვკნაოდი საცოდავად და მის მკლავებში ფართხალს არ ვწყვეტდი.
-კი ბატონო, როგორც გინდა. მიპასუხა ღიმილით და ისე უცებ გამიშვა ხელი, რომ მე მიწაზე დადგომა ვერ მოვასწარი და ძირს დავეხეთქე.
-აუტანეელოოოო......... ავუბღვირე და ცალი ხელით ნატკენი წელი დავიზილე.
-ბავშვო. ჩაიცინა მან და დიდი ნაბიჯით გადამაბოტა ზედ.
-ფეხსაც თუ არ დამადგამ გამიხარდება.. მივაძახე გამწარებულმა, მაგრამ მას ჩემთვის ყურადღება აღარ მოუქცევია, ისე განაგრძობდა სიარულს . -ეგრე ხო? გავიფიქრე და ძირს დაგდებულ ვაშლს დავწვდი, რაც ძალა მქონდა მოვისროლე და შედეგმაც არ დააყოვნა. პირდაპირ ცხრიანში-თავში გავარტყი და მან რამდენიმე ნაბიჯი ინსტინქტურად წაიბარბაცა, რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა . გამწარებული მომიბრუნდა , ამჯერად მე ვიკრიჭებოდი, მაგრამ როცა მის შეშლილ სახეს მოვკარი თვალი, მივხვდი , რომ კარგი დღე არ დამადგებოდა, სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ისევ ხეზე ავფოფხდი, იმ იმედით, რომ დანტე არ ამომყვებოდა, მაგრამ, ოოოჰ... როგორ მწარედ შევცდი.. ერთ ნახტომში უკვე ზევით იყო და გამწარებული მიყურებდა. -აუ დანტეე... ვიცი ხო, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ კარგი რაა... შენ დაიწყე, რატომ დამაგდე მაშინ ძირს? საცოდავად ვეტიტინებოდი და თან უკან უკან ვიხევდი, მაგრამ არც ის ჩერდებოდა, ჩემი მიმართულებით განაგრძობდა სიარულს და სრულად აიგნორებდა ჩემს სიტყვებს. უკვე ძალიან თხელ ტოტზე ვიდექი, თან საკმაოდ მაღლა, ერთი ნაბიჯიც რომ გადამედგა უკან, ძირს დავვარდებოდი. -დანტეე.. კარგი რაა... გადავვარდები.. ისევ არ ვჩუმდებოდი მე და ხან მიქიანს ვუყურებდი და ხან ტოტს, რომელიც აშკარად ვეღარ მიძლებდა.
-მოდი აქ! ხმადაბლა, მაგრამ იმდენად მკაცრად მითხრა, რომ გული ამიჩქარდა , შეშინებულმა გადავდგი ნაბიჯი წინ, მაგრამ ფეხი ცუდად დავდგი და ხიდან ჩამოვვარდი.
-ვაიმეე... ერთი ესღა დავიძახე ძირს რომ დავვარდი და პატარა ბავშვივით ავტირდი.
-ეეე... თეოთე... კარგად ხარ? ერთ წამში უკვე ჩემ გვერდზე იყო ჩამუხლული დანტე და დასისხლიანებულ ხელ-ფეხზე მიყურებდა.
-მტკივაა... ამოვიკნავლე საცოდავად, ცალი ხელით ცრემლები უხეშად მოვიშორე და ტუჩები გავბუსხე.
-სულელო ბავშვო, თუ სირბილი არ შეგიძლია, სად მირბოდი, ან როგორ იფიქრე, რომ მართლა გაგიბრაზდი, იმ ტოტზე მე იმიტომ ვეღარ გადმოვედი, რომ მაშინვე ჩატყებოდა,რ ოგორც კი ფეხს დავდგამდი და შენ კიდევ ჯიუტად განაგრძობდი უკან დახევას... სულელო... ამჯერად დანტე აღარ ჩუმდებოდა, გაბრაზებული ათვალიერებდა ჩემს დაკაწრულ ხელ ფეხს და შავ წარბებს არაფრის დიდებით არ ხსნიდა.
-ბოდიშიი.... ყურადღება არ მიმიქცევია მისი ბრაზისთვის, ისე ჩავიბურდღუნე დარცხვენილმა და თავი ჩავქინდრე დამნაშავე ბავშვივით.
-სულელო.. დაიჩურჩულა დანტემ, მაგრამ მაინც გავიგე და ვიცოდი, რომ იმ წამს იღიმოდა... ჩემთან ახლოს მოვიდა და ისევ ხელში ამიყვანა.
-რას აკეთებ? ვკითხე გაკვირვებულმა და მის მკლავებში კიდევ ერთხელ გავფართხალდი.
-დამშვიდდი, ფეხი შეშუპებული გაქვს და დაგეჭიმება, რომ იარო, ჯობს, დაასვენო დღეს, ამასთან, ეჭვი მაქვს კიდევ რამე უნდა დაიმართო... და საერთოდ, სიარული არ იცი? რატომ გებლანდება ფეხები ჩვილი ხბოსავით და რატომ იზიდავ შარს? ჩამოსული არ ხარ უკვე მეორეჯერ დამჭირდა შენი გადარჩენა. დანტეს მშვიდი სახე ისევ ბრაზმა შეცვალა.
-შენ ნორმალური არ ხარ საერთოდ? ვინ გთხოვა მერე, ან ერთხელ, ან მეორეჯერ ჩემი დახმარება, დამანებე თავი. დამსვი და მშვენივრად წამოვალ რა.. ავბურდღუნდი მეც, მაგრამ მას რეაქცია არ ქონია, ისე განაგრძო გზა. -ცუდი დანტე... დავიჩურჩულე ტუჩებგამუსხუმლა, მაგრამ , როგორც ჩანს, მის სმენას ჩემი სიტყვები მაინც მისწვდა და ჩუმი ჩაღიმებაც გამოიწვია. -სად მივდივართ? ვკითხე გაკვირვებულმა, როცა თავის სახლს აუარა გვერდი.
-შენთან მიმყავხარ. ჯობს წამოწვე და ფეხი დაასვენო, მერე კი უკან დავბრუნდები, ვაშლს წამოვიღებ და ისევ შენთან მოვალ, ოღონდ კატოსთან ერთად.
-ოჰ... ყველაფერი დაგეგმილი ჰქონია ბიჭს.. იმედია, ჩემი ხიდან ჩამოვარდნაც სპეციალურად არ დაგეგმე. ჩავიცინე მე და თვალებმოჭუტულმა ავხედე დანტეს.
-მოგხვდება ახლა... დამიბღვირა და უფრო მოხერხებულად დამიჭირა ხელში.
-დანტეე.. მიხარია, რომ გიპოვნე .... ამდენი ხნის შემდეგ.... დავიჩურჩულე და თავი გულზე დავადე, რომ გაწითლებული ლოყები დამეფარა... თუმცა, ამ სიტყვებს მთელი გრძნობა , გული და მონატრება ამოვაყოლე... რამდენჯერ წარმომიდგენია ამ ორი წლის მანძილზე , როგორ მოვიქცეოდი, სამდე ქუჩაში შემთხვევით რომ შემხვედროდა.. მეგონა გული გამისკდებოდა , კისერზე ჩამოვეკიდებოდი, მაშინვე ვეტყოდი ჩემი გრძნობების შესახებ... მაგრამ.... რეალურად.... უბრალოდ მიხაროდა... მიხაროდა, რომ დანტე რეალური იყო... მიხაროდა, რომ შემეძლო შევხებოდი, მიხაროდა, რომ დანტე-ჩემი იგი, ჩემი მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა ჩემი პირველი სიყვარული... ჩემი ერთი ნახვით სიყვარული... არ ვამბობ, რომ მაშინაც მიყვარდა, რადგან იმ წამს დანტეში ორ ადამიანს ვხედავდი, ერთი-ჩემი ორი წლის წინანდელი უცნობი იყო, მეორე კი- „იგი“, რომელმაც ჩემი აზროვნება მთლიანად შეცვალა და ამავდროულად, არასდროს უშვებდა ჩემი გამწარების შანსს ხელიდან. -მართლა მიხარია.....
-მეც.... ჩემსავით ხმადაბლა თქვა დანტემაც და დავინახე, როგორ თბილად გაეღიმა. ამასობაში, სახლამდეც მივაღწიეთ.
-მოხვედით ბებო გენაცვალოთ? კარში გამოგვეგება გულო, მაგრამ კინაღამ გულის შეტევა მიიღო, როცა დასისხლიანებული დამინახა. -რა დაემართა დანტე, შვილო, რა სჭირს ამ თხას, ან ხელში რატომ გყავს? აქოთქოთდა ბებო და მილიონი კითხვა დააყარა ერთდროულად მიქიანს.
-არაფერი გულო ბებო, ვაშლის დაკრეფვაში მეხმარებოდა და შემთხვევით ხიდან ჩამოვარდა. ნუ ინერვიულებთ თქვენ. გაუღიმა ბებიაჩემს, შემდეგ კი ჩემს ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა. -როგორც ჩანს, ბებიაშენიც რომელიღაც ცხოველს გადარებს... მიდრეკილება გაქვს ეტყობა ცხოველებისკენ... ჩაიხითხითა და როცა ჩემი გამწარებული სახე დაინახა, გარეთ მდგარ სავარძელში ჩამასვენა და ისევ ბებიაჩემს მიუბრუნდა. -გულო ბებო, მადლობა დაპატიჟებისთვის, სახლში წავალ, წყალს გადავივლებ, თორებ დღეს პატარა თხამ ძალიან მაცინა და სიცილისგან მიწაზე მახოხა, საღამოს კი ბებოსთან ერთად გესტუმრებით. დროებით... გაიკრიჭა წასვლის წინ, როცა გაცოფებული დამინახა და უკანმოუხედავად გავიდა ჭიშკრიდან.
-დეგენერატი, საზიზღარი... უუუხ... რას ვუზამ. ვაჩვენებ როგორც უნდა ჩემი გამწარება. ვაიმეეე,მ ცხოველი მართლა.. ნადირი. მივაყარე სულმოუთქმენლად და მაგიდაზე დადებულ წყლის ჭიქას გადავწვდი.
-რა მოგივიდა ბე? რატომ ჩხუბობ დანტეზე? აფორიაქდა ბებიაჩემი და ჩემს წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
--რა რატომ ვბრაზობ გულო?! ნერვებს მიშლის, აუტანელია, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ რაღაცაზე არ დამცინოს. უუუხ....
-არა ბებო გენაცვალოს, არაა დანტე ცუდი ბიჭი. კარგად რომ გაიცნობ მიხვდები, ეგ მხოლოდ გარეგნულად ჩანს ეგეთი მხიარული და მასხარა, თორემ, იმხელა სევდას და დარდს ატარებს ბებო გულით, შეიძლება მოსმენასაც ვერ გაუძლო. მითხრა ბებომ და ჭრილობების დამუშავება დამიწყო.
-რატომ? რამე სერიოზული შეემთხვა? თუ?!.... იმდენად დავინტერესდი ბებოს სიტყვებით, რომ ტკივილი სულ გადამავიწყდა.
-არა ბე, არაა აუცილებელი, მაინცდამაინც რაღაც საშინელი დაგემართოს, რომ დასერიოზულდე და ცხოვრების სისასტიკეს ჩახედო თვალებში, უბრალოდ დანტე ძალიან ღრმა ადამიანია, ხანდახან ბებო, მილიონში ერთხელ, იბადება ადამიანი, რომელიც თავის თავზე წინ ხალხის დარდს აყენებს, რომელსაც ყველა და ყველაფერი აღელვებს საკუთარი თავის გარდა, რომელიც სიცოცხლეს გაწირავს სხვის დასახმარებლად და რომელიც მუდმივ მწუხარებაშია, რადგან ხედავს , რამდენად მანკიერად ცხოვრობენ ადამიანები, რამდენად ზედაპირული გახდა მათი ყოფა, ხედავს , რომ არსებობენ და არ ცხოვრობენ, არ აინტერესებთ არაფერი, აღარ აქვთ გრძნობები.... ამ ყველაფერს ხედავს ბებო და სტკივა, სული სტკივა... რომ ძალა არ აქვს ყველა შეცვალოს, ძალა არ აქვს, რომ მსოფლიოს შეებრძოლოს... არ ვიცი ბებო, მგონია, რომ რამდენიმე საუკუნით გვიან დაიბადა, მაშინ, როცა ხალხს თავისი სული აღარ ადარდებს და ღმერთის რწმენა აღარ აქვთ... ნუ განსჯი ბებო დანტეს ქცევას, გახსოვს, რას გასწავლიდი? თვალებში უყურე ბე, თვალები გეტყვიან სიმართლეს, ისინი არასდროს იტყუებიან, თუ გინდა ადამიანის სულს ჩასწვდე, მის თვალებს მზერა არ მოაშორო. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცევიან, ან რას ამბობენ, რადგან ხშირად ადამიანი იძულებულია, ისე მოიქცეს ან ის თქვას, რასაც რეალურად არც ფიქრობს და არც უნდა , მაგრამ თუ შენ ამ დროს თვალებში უყურებ, დაინახავ პატარა სხივს მათ მზერაში და სწორედ ის მიგახვედრებს მის ნამდვილს განცდებს... არც დროს აქვს ბებო მნიშვნელობა, თუ ადამიანი პირველივე დანახვით არ დატოვებს კარგ შთაბეჭდილებას, რა დროც არ უნდა გავიდეს, მაინც არ მოგეწონება. თვალები თუ მოგწონს ადამიანის, ესიგი ისიც მოგწონს, მისი ნაკლებით და დადებითი თვისებებით, ჰოდა, როგორ შეიძლება ბე, რომ დანტეს თვალები არ მოგწონდეს? გადაშლილი წიგნივითაა... დაასრულა ბებომ საუბარი და ამასთან ერთად ფეხის შეხვევაც. -შენ რა შთაბეჭდილება დაგრჩა ბე, პირვალად რომ ნახე? ან მისი თვალებმა რა განცდა დაგიტოვა?
-მე.... ისა............. სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი, თუმცა გონებაში ბებოს სიტყვები მიტრიალებდა... როგორ შეიძლებოდა , მისი თვალები არ მომწონებოდა... მისი საოცარი, წმინდა , რეალური თვალები... ზაფხულში სავსე მთვარის დროს რომ არის ხოლმე ცა სხვადასხვაფრად შეფერილი, მოლურჯო, მომწვანო, მოყავისფრო, ცოტაც მოშავო, ჭრელი, ზაფხულის სავსე მთვარეობისას აჭრელებული ღამისფერი თვალები.... ან პირველი შეხვედრა... მაშინაც ხომ სრული გადატრიალება მოახდინა ჩემს აზროვნებაში... არ მომეწონა პირველი შეხვედრისას?! მოწონება, მგონი არაა ის სიტყვა, რომელიც ჩემს მაშინდელ მდგომარეობას აღწერდა... ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ბებო სიმართლეს ამბობდა, დანტე ხომ ჩემთვის „იგი“ იყო, ისიც ვიცოდი, რომ ჩემი ნერვების მოშლით უბრალოდ ხალისობდა და გულით არც ერთ სიტყვას არ მეუბნებოდა, მაგრამ იმ წამს თავს ვერ ვიკავებდი, მინდოდა საკუთარი ხელით მომეგუდა და სწორედ ამ დროს იღვიძებდა ხოლმე მებრძოლი სული ჩემში, რომელიც ბატონი დანტესთვის ჭკუის სწავლას ლამობდა... -მეეე......... გულო, თბილისში რომ ჩავალ, ბოქსზე ვიწყებ სიარულს.. ჩავილაპარაკე მოჭუტული თვალებით და ხელები მუშტებად შევკარი.
-რა ბოქსი შვილო, რაზე გელაპარაკები და შენ რაზე ფიქრობ?! თავში ხელი წამოიკრა ბებომ და გაოცებულმა შემომხედა.
-ზუსტადაც , რომ შენს საუბარს განვაგრძობ ბე, ბოქსი უნდა ვისწავლო, რომ დანტე ვცემო....წამის მეასედში წარმოვიდგინე, როგორ ვაგდებდი ვაჟბატონს ნოკაუტში და სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადამირბინა.
-ეეეჰ.... არ იქნება შვილო შენი გამოსწორება, არა.... ამდენი გელაპარაკე და შენ კიდევ.... საცოდავად შემომხედა გულომ და თავი დანანებით გადააქნია. როგორ მიყვარდა ხოლმე ამ დროს, როგორ მიყვარდა ღმერთო....
--ოოოხ... კარგი გულიკო რა, ხო იცი მე „არასპრავედლივად“ არავის დავარტყამ? არც სუსტებს ვჩაგრავ, დიდი -დიდი „რაზბორკა“ მოვუწყო, სულ ეგაა და ეგ, რა განერვიულებს კაცო?!
-რაო შვილო? რას მოუწყობ? ეგ რა არის ბებო? ან სუსტი ვინაა ბებო??? დაიბნა ბებიაჩემი და საცოდავი სახე , გაოგნებულით შეცვალა, ისეთი საყვარელი იყო იმ წამს ვეღარ შევიკავე თავი, მტკივანი მკლავები დავივიწყე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-ჩემი ტკბილი, თბილი, კეთილი გულო..... ბე, ჩემი მისაბაძი ადამიანი ხარ, მეც მინდა, შენნაირი გული, შენნაირი სანდომიანი მინდა ვიყო... ჩემი ოცნებაა ეგ... ვუთხარი და ლოყები დავუკოცნე.
-ბებო გენაცვალოს, მე რა მისაბაძი ვარ შვილო, შენ გაცილებით დიდი გული გაქვს, ბევრს მაიმუნობ უბრალოდ და არ ჩანს.... შენ ყველაზე კეთილი ხარ ბებო.. შენ თვითონაც კი ვერ აცნობიერებ როგორი. ამჯერად გულო ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა. ყველაზე მეტად მიყვარდა შუბლზე კოცნა, იმიტომ რომ სითბოსთან , სიყვარულთან და მზრუნველობასთან ასოცირდებოდა...
-გულიკოო..... მგონი ხაჭაპური დაგეწვაა... ჩავიხითხითე მის მკლავებში და კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე, მონატრებული ხაჭაპურის უკვე დამწვარი სუნი.
-დედააა......... მომიკვდეს თავიი.... უცებ წამოხტა ფეხზე და სამზარეულოსკენ გაეშურა.. მე კი თბილი და სიყვარულით სავსე მზერა დავადევნე თან.

დაახლოებით , საათნახევარში კი უკვე მაგიდის გარშემო ვისხედით, კატოსთან და დანტესთან ერთად და ძველი ისტორიების გახსენებით ვირთობდით თავს.
-არა, გულო, ის როგორ იყო? კრუხი რომ ააგდო?! კიდევ ერთხელ გულიანად გაიცინა კატომ და ბებოს მუდარით სავსე მზერა მიაპყრო. მე კი დანტესკენ გავაპარე თვალი, რომელიც ვაშლს თლიდა, თუმცა სახეზე არანაირი ემოცია არ აღებეჭდებოდა.
-როგორ და... პატარა იყო, იქნებოდა ასე 4-5 წლის, ჰოდა ჩემი ცხონებული ქმარი დაბრუნდა სამსახურიდან და სანამ მე სადილი მოვუმზადე, ეს ქალბატონი საქათმეში შეპარულა, კრუხი აუგდია და თვითონ მოკალათებულა კვერცხებზე.... მთელი სახლი გადავატრიალეთ, სად არ ვიყავით, ისიც კი ვიფიქრეთ, ჩუმად ხომ არ გავიდა სახლიდანო და ბოლოს ქათმების კაკანი რომ გავიგეთ, იქით მივაშურეთ და რას ვხედავთ, ზის ეს თხა კრუხივით თვალებდაჭყეტილი , მთლიანად კვერცხში ათქვეფილი.... ორი კვირა ვერ მოვაშორეთ ლაყე კვერცხის სუნი ამ ლაყეს მართლა... გადაიხარხარა ბებომ და მეგობარს შეხედა, რომელსაც სიცილიდან უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.. მე ისევ დანტეს გავხედე, რომელიც უკვე ვაშლის დაჭრაზე იყო გადასული. ტუჩის კუთხე ჰქონდა ჩატეხილი, თუმცა სიცილით მაინც არ იცინოდა.
-ვაახ... გულო, გულო, ერთი ისიც მოყევი რა, ფეხსაცმელი რომ დაგიჭრა... ცალი ხელით ცრემლი მოიწმინდა კატომ, მეორეთი კი მე წამომარტყა თავში მოფერებით.
-უუჰ... ეგ არ თქვა შე ქალო.... რუსეთიდან ჩამოვიტანე ტყავის ფეხსაცმელები, მიხაროდა, ახალგაზრდობის ოცნება ავისრულე მეთქი, იმდენად ვუფრთხილდებოდი, ჩაცმაც კი მინანებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქალბატონი „მიზანში სროლამ“ გაიტაცა, ჰოდა, ერთხელაც, ნათესავის ქორწილში უნდა გადავსულიყავი და ჩემი სანაქებო ფეხსაცმლის ჩაცმა განვიზრახე, მაგრამ რას ვხედავ, ამ ყალთაბანდს ტუფლებისთვის „ენები“ დაუჭრია და „ლაგატკა „ გაუკეთებია. თუ გადამირჩებოდა არ მეგონა. სიცილით გადმომხედა გულომ.
-აღარ შემიძლიააა......... ამოიხავლა კატომ და წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა, რომ როგორმე გული მოეთქვა. მე კი ისევ მიქიანს გავხედე, იმაში დარწმუნებულმა , რომ ვაშლისგან ამჯერად უკვე კომპოტს , ან ჯემს ამზადებდა, მაგრამ შევცდი, თავი დაბლა ჰქონდა დახრილი და ქვედა ტუჩს ისეთი ძალით აჭერდა კბილებს, რომ სულ გათეთრებოდა. -ჰაჰ... გეცინება ხომ?? გავიფიქრე ჩემთვის და ბებოს მივუბრუნდი.
-გულოო... აუ ისიც მოყევი რა, ტომატში რომ ჩავჯექი....
-დედააა....... ეგ როგორ გამომრჩა, უფრო გახალისდა ბებო და ამბის თხრობა დაიწყო. -შემოდგომის პირია და ტომატის მომზადება განვიზრახე. ეს თხაც რა თქმა უნდა, ჩემთან იყო, ჰოდა ჩემო კატო, დიდი ქვაბი რომ მაქვს ხომ გახსოვს?! იმაში მოვადუღე და გარეთ დავდგი გასაციებლად, იქვე ვტრიალებდი და მერე სამზარეულოში შევედი სანელებლების გამოსატანად, გამოვდივარ და ქალბატონი ქვაბში ზის და გემრიელად წუწაობს ჩემი ტომატით... ამჯერად დანტემ მართლა ვეღარ შეიკავა თავი... ბოლო ხმაზე ახარხარდა... წყლის დალევასაც კი ვეღარ აახერხებდა. ბებო და კატოც აყვნენ სიცილში... თუმცა, სულ არ მწყინდა, მეც ვხალისობდი მათთან ერთად, როგორც იქნა, დანტე დამშვიდდა და წყლის ჭიქა მოიყუდა, თუმცა ზუსტად ამ დროს შემომხედა, წარმოიდგინა, რა სანახავი ვიქნებოდი ტომატის ქვაბში და პირში ჩაგუბებული წყალი ყელში გადასცდა, თან ახველებდა, თან იცინოდა, თან ცრემლები სდიოდა, შეშინებული მოხუცები კი გამწარებულები ურტყამდნენ ზურგში ხელებს . რის ვაი-ვაგლახით გადაყლაპა ნერწყვი დანტემ და ცრემლებმორეულმა გამომხედა უკმაყოფილოდ.
-მე რას მიყურებ, ჩემი რა ბრალია შენ თუ წყლის სმა არ იცი?! შევუბღვირე მეც, ის კი ხმისამოუღებლად წამოდგა და ჰაერზე გავიდა. ცოტახანს კიდევ დავრჩი მოხუცებთან, შემდეგ კი მეც გარეთ გავედი და ჩემს საყვარელ ჰამაკში დანტესაც მივაგენი. უჩუმრად მიიწია გვერდზე და მეც მაშინვე ჩამოვჯექი, რომ კიდევ ერთხელ დავმტკბარიყავი რაჭის ვარსკვლავებით მოჭედილი ცით.
-თეოთე... უნივერსიტეტიდან რატომ წამოხვედი? მკითხა ცოტახსნის დუმილის შემდეგ და ამჯერად ლამის მე ამიტყდა ხველა.
-შენ საიდან იცი, რომ წამოვედი? ვკითხე გაოგნებულმა და მისი სახის ნაკვთებს დავაკვირდი, რომ გამომეტყველება გამერჩია ღამით.
-ცოტნემ მომიყვა ყველაფერი. ისიც ვიცი, როგორ დამიცავი და როგორ შესწირე შენი კარიერა ჩემ გამოსარჩლებას, მაგრამ არ ღირდა... რომ ვერ დაგემთავრებინა?! რომ არ მიეღე სხვა უნივერსიტეტს , მაშინ რას იზამდი? არ უნდა მოქცეულიყავი ასე დაუფიქრებლად... დანტე საუბრობდა, მაგრამ მის ხმას ვეღარ ვცნობდი, სადღაც გაქრა, ბოხი , ბუბუნა ტემბრი, ხმააკანკალებული ჩურჩულებდა და ოდნავღა მესმოდა მისი სასიამოვნო ხრინწი...
-უბრალოდ, მეც მინდოდა სიმართლის მხარეს ვყოფილიყავი, აღარ მინდა, უსამართლობის თანამზრახველი ვიყო... არც ერთი წამით არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება და ამაყი ვარ იმით, რაც გავაკეთე... იგივე რომ განმეორდეს, მაინც ასე მოვიქცეოდი.. ვუთხარი და თავჩაქინდრულ დანტეს გავხედე, რომელსაც იდაყვები მუხლებზე მიებჯინა და წელში მოხრილიყო.
-ჰოოო.... მაგრამ..ხმა უარესად აუკანკალდა, ვგრძნობდი, რომ თავს დამნაშავედ თვლიდა , ჩემი გადაწყვეტილების გამო, ამას კი ვერ დავუშვებდი.
-არავითარი მაგრამ, ოცნებებში ნუ წახვალ დანტე, შენს დასაცავად არ გამიკეთებია არაფერი, მე უბრალოდ სიმართლე ვთქვი. სულ ეს იყო. ვუთხარი მე , მაგრამ ვიგრძენი, რომ გულში რაღაც ჩამწყდა... უბრალოდ არ მინდოდა, თავი დამნაშავედ ეგრძნო და პირველივე ტყუილი დავახეთქე, რაც თავში მომივიდა.
-გასაგებია... ჩაილაპარაკა ხმაჩამწყდარმა ისე, რომ თავი ზევით არ აუწევია.
-ჰო... მე ნებისმიერისთვის ასე მოვიქცეოდი. დავამატე მორიგი სისულელე და მაშინვე გავჩუმდი, რომ აკანკალებული ხმა არ შეემჩნია.
-ანუ ნებისმიერისთვის.... არ გინდა თეოთე, ნებისმიერისთვის ასე ნუ გაწირავ მეტჯერ თავს. ამ დროის განმავლობაში პირველად აწია თავი ზევით და მე შემომხედა.
-შენი საქმე არ არის მე რას და როგორ გავაკეთებ.. ვიყვირე მე და ავისმომასწავლებლად შევუბღვირე, თუმცა თავადაც ვერ ვხვდებოდი რა მინდოდა, არ მინდოდა თავი დაედანაშაულებინა ჩემი გადაწყვეტილების გამო და საშინელებებს ვეუბნებოდი, ის კი მშვიდად განაგრძობდა ჩემთან საუბარს და ამით უფრო მეტად მარწმუნებდა, იმაში თუ რამდენად საოცარი იყო.
-თეოთე, ზედმეტი მოგდის, არაა საჭირო ყვირილი. მითხა მშვიდად, თუმცა ვატყობდი, რომ დაძაბული იყო.
-თუ არ მოგწონს ჩემი ხმის ტემბრი, აბრძანდი და წადი, არავინ გაიძულებს ჩემ მოსმენას და არც არავინ გაძლევს უფლებას, ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო.
-გეყოფა.. მის ხმაში გაღიზიანება ბრაზმა შეცვალა, მაგრამ მაინც ცდილობდა თავის გაკონტროლებას.
-აუუუ....... რატომ არ მანებებ თავსს.... შემეშვი უბრალოდ რა და გავჩუმდები მეც.
-უზრდელი და თავნება გოგო ხარ, გგონია, ყველაფერი ყოველთვის ისე იქნება, როგორც შენ გინდა, მაგრამ ეგრე არაა, ცხოვრება გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე შენ გგონია, სხვა დროს ასეთ ყვირილს არ შეგარჩენდი, მაგრამ ახლა უბრალოდ არ მინდა შენთან ჩხუბი. შენ თვითონ მაინც რომ იცოდე, რატომ ბრაზობ, კარგი იქნება. მითხრა მკაცრი ტონით და ფეხზე წამოდგა.
-შენ.... როგორ ბედავ და უზრდელს როგორ მეძახი?! აუტანელო, მართლა უზრდელო. ვწიკვინებდი მე, თუმცა დანტე ყურადღებას აღარ მაქცევდა, ოთახში შევიდა, დაახლოებით ხუთ წუთში კი კატოსთან ერთად გამოვიდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას შინისკენ.

-ღმერთო რა იდიოტი ვარ... რა მინდოდა, რატომ ვაწყენინე ასე? მე უბრალოდ არ მინდოდა თავი დამნაშავედ ეგრძნო და რა სისულელები ველაპარაკე.... საზიზღარი ვარ, აუტანელი... ღირსი ვიყავი მაგრად გაველანძღე... ყელში თითქოს დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი და გადაყლაპვას ვერ ვახერხებდი, კარგა ხანს ვიყავი ჩემი თავის ლანძღვით დაკავებული, მაგრამ მოულოდნელად თავზე საყვარელი, თბილი თითების შეხება ვიგრძენი. ბებო გვერდით მომიჯდა და თმაზე მომეფერა.
-ბეე...... ცუდად ვარ... ამოვიხავლე მე , გულომ კი თბილი მკლავები მომხვია და მეც საბოლოოდ ამიჩუყდა გული, იქამდე ვიტირე სანამ ცრემლი არ გამიშრა. -გულოო, არ მკითხავ , რატომ ვტიროდი? შევეკითხე მას შემდეგ, რაც ცოტა დავმშვიდდი.
-არა ბებო, ჯობს , რომ შენით მოაგვარო ყველაფერი, თუ საჭიროდ ჩათვლი, შენ თვითონ დამელაპარაკები. უბრალოდ ის მითხარი, შენი ბრალი იყო, თუ დანტესი? მკითხა მშვიდი ხმით.
-ჩემი.. ამოვიბურდღუნე მე და ისევ მხარზე დავადე თავი. აღარაფერი აღარ უკითხავს, აღარც მე მითქვამს რამე. შემდეგ კი ისევე უხმოდ შევედით სახლში და ჩვენს საწოლებს მივაშურეთ.





















........
კიდევ სამი დღე დავრჩი რაჭაში, თუმცა დანტესთვის თვალი აღარ მომიკრავს. შეგნებულად არც არაფერს ვკითხულობდი. და არც ბებო მეუბნებოდა რამეს. თბილისში დაბრუნების თანავე ზღვაზე წავედი ელესთან და გიგისთან ერთად... შემდეგ მარტვილში, გიგისთან... შემდეგ ყაზბეგში.... ტაო-კლარჯეთში და ჯუთაში... სამმა თვემ ისე სწრაფად გაიარა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი... დღისით ტრადიციულად ვიკრიჭებოდი და ყველას პოზიტიურ განწყობაზე ვაყენებდი, მაგრამ ღამით.... ღამით იყო დანტე... ვუყურებდი მის თვალებისფერ ღამეს და უფროდაუფრო ვიძირებოდი სევდაში...
საზაფხულო არდადეგები დეკანის ზარის შემდეგ დასრულდა, რომელმაც სამსახური შემომთავაზა კერძო კომპანიაში. სიხარულით ცას ვეწიე, ელენეს და გიგის დავემშვიდობე და თავპირისმტვრევით გავვარდი თბილისში. სამსახურში მეორე დრესვე გამოვცხადდი. საკმაოდ კარგი, შვიდ სართულიანი შენობა იყო. უფროსის მდივანმა ჩემს კაბინეტამდე მიმაცილა, მას შემდეგ, რაც გასაუბრება გავიარე და უცებ გაუჩინარდა. ფანჯრები გამოვაღე, რომ ღრმად ჩამესუნთქა მონატრებული თბილისის ჰაერი. იმ წამს ისეთი გახარებული ვიყავი, იმდენად მოულოდნლად მოხდა ყველაფერი, რომ გააზრებაც კი ვერ მოვასწარი.. ახლა კი უკვე სამსახურიანი გოგო ვიყავი... ჩემი კაბინეტი მესამე სართულზე იყო, და უზარმაზარ სტადიონს გადაჰყურებდა, სადაც ყოველდღე ვარჯიშობდა ერთიდაიგივე გუნდი, როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, ჩვენი შენობის პირველი სართული ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდს ეკუთვნოდა და შესაბამისად ეს გუნდი ვარჯიშობდა ხოლმე.. დღეები სწრაფად გადიოდა, ამასობაში კი სამსახურსაც შევეჩვიე . თავისუფალ დროს ფეხბურთის ყურებაში ვატარებდი, ჩემი ფანჯრიდან... ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა... მალე კი ნაცრისფერი ზამთარიც მოვიდა და უფრო მეტად მოსაბეზრებელი გახდა ყველაფერი. დანტე კი......... ის უბრალოდ აღარ ჩანდა... მასზე ფიქრები შემცირდა, თუმცა, სიზმრებში მაინც მოდიოდა ხოლმე ჩემთან.
-თეოთეე, შესვენებაზე გარეთ ხომ არ გავსულიყავით? ფიქრებიდან გამომარკვია ჩემმა თანამშრომელმა და მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
-აუ.. მეზარება ნინო, თან ცივა რააა... სხვა დროს იყოს კარგი? საცოდავად გავუღიმე და მის ჩხუბის მოლოდინში თვალები მოვჭუტე, არც შევმცდარვარ.
- ოო... კარგი თეო რა, სულ არ მჭირდები, წავალ და ვინმე სხვას ვეტყვი. გაიბუსხა ნინო და ფეხზე წამოდგა.
-აი ხვალ წავიდეთ, მე დაგპატიჟებ სადაც გინდა, აბა რას იტყვი?
-ჰოოო... ეგ კარგი აზრია.. გაეცინა და სანამ გავიდოდა ლოყაზე მსუბუქად მაკოცა. -ხვალ, რომ გადათქვა, იცოდე, ჩემი ხელით მოგკლავ.
-კარგი ჰოოო... გავიგე.. გამეცინა მეც და ხტუნვა-ხტუნვით მიმავალნ ნინოს გავაყოლე თვალი. რამდენიმე წუთი კიდევ ვბეჭდე კომპიუტერში საბუთები, მაგრამ ზურგი ამტკივდა და ფეხზე წამოვდექი. ოთახში გავიარ-გამოვიარე, ინსტინქტურად ფანჯრისკენ გავიხედე და ლამის გული გამისკდა, როცა კარში დანტე დავინახე. თვალები დავჭყიდე, მეგონა მეჩვენებოდა, წამის მეასედში გამოვაღე ფანჯარა და უფრო დაკვირვებით შევხედე, არა, ნამდვილად ის იყო.. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე, მაგრამ ალბათ იგრძნო მზერა და ზევით ამოიხედა... მანაც გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, მალევე მოეგო გონს და თამაში განაგრძო, მე კი ჯიუტად არ ვშორდებოდი ფანჯარას, შიგადაშიგ ისიც ამომხედავდა ხოლმე წარბებშეჭმუხნული, მაგრამ იმდენად სწრაფად მაშორებდა მზერას, რომ თითქმის შეუმჩნეველი იყო ამის დაფიქსირება. გული გასკდომას მქონდა, ნერვიულობსგან ისე მცხელოდა, საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ყინვას. იქამდე ვიდექი ღია ფანჯარაში, სანამ ბიჭებმა თამაში არ დაასრულეს და შენობაში არ დაბრუნდნენ. მოწყვეტით ჩავეხეთქე სავარძელზე და შევეცადე ყველაფერი აღმედგინა, თუმცა ვერ ვახერხებდი, თავში თითქოს გონგებს ურტყამდნენ, გული გასკდომას მქონდა.... დენდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე და მესამე სართულზე ჩავვარდი, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი ფიქრებით საკმაოდ დიდხანს ვიყავი დაკავებული და ფეხბურთელები უკვე წასულან. დაცვას ვკითხე დღევანდელი მეკარის შესახებ და როგორც მითხრეს, ის გუნდის ახალი წევრი იყო და დღეიდან მოყოლებული ყოველდღე აქ ივარჯიშებდა და ითამაშებდა.
-აი ეს მესმიის..... რამდენჯერღა უნდა გადაიკვეთოს დანტე ჩვენი გზები... გავიფიქრე და გაოგნებული ავუყევი კიბეებს.













........
მომდევნო ორი კვირა სამსახური აღარ გამხსენებია, ჯულიეტასავით ვიდექი ფანჯრიდან გადაყუდებული და ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა, იცინოდა, იბღვირებოდა, ფიქრობდა და მოძრაობდა დანტე... ხანდახან თვითონაც დამდებდა ხოლმე პატივს და გამოაპარებდა თვალს ჩემკენ, მაგრამ ხანდახან... ისიც უემოციოდ. ქვევით ჩასვლას და მის ნახვას კი სპეციალურად გავურბოდი, მზად არ ვიყავი მასთან შესახვედრად.
ამ ორი კვირის განმავლობაში კი ჩემი მშობლები საბოლოოდ დავიყოლიე და მარტო გადავედი საცხოვრებლად, სამსახურთან ახლოს. დანტეთი ტკბობის სიამოვნებას კი ისევ ვერ ვუშვებდი ხელიდან.... როგორც კი თავისუფალ დროს ვნახავდი, მაშინვე ფანჯარაში გავიჭყიტებოდი ხოლმე და კიდევ ერთხელ ვაბედნიერებდი თავს, მისი ხილვით გამოწვეული სიხარულით. რამდენი წამიც არ უნდა მეყურებინა, გული მაინც ვერ ეჩვეოდა, ისეთი გამალებით ცემდა, მაგრამ თუ თვითონაც ამომხედავდა, ამ დროს საერთოდ ჩერდებოდა და მერე გაათასმაგებული ძალით იწყებდა ფეთქვას.
ორი კვირის შემდეგ კი გადავწყვიტე, რომ უკვე სირცხვილი იყო ასე ფანჯრიდან ყურება და ან უნდა მივსულიყავი, რომ დავლაპარაკებოდი, ან საერთოდ აღარ უნდა გამეხედა გარეთ. რა თქმა უნდა, მისვლა და დალაპარაკება შემრცხვა, ამიტომ მეორე ვარიანტს დავჯერდი და ჩემი გეგმის შესრულებაც დავიწყე. მთელი დღის განმავლობაში წამითაც არ გამიხედავს გარეთ, სამსახურის საქმეებში ვიყავი თავიდან ბოლომდე ჩართული, ვიდრე ნინომ არ გამომაფხიზლა.
-თეოთეეე............. შემომივარდა კივილით ოთახში.
-რა დაგემართა გოგო? გამისკდა გული? ავხედე შეშინებულმა და ძირს დაყრილი ფურცლების წამოსაკრეფად დავიხარე.
-რა ხდება და გადავწყვიტე, დღეიდან სექსბომბა გავხდე.... წარმოთქვა ამაყად და წელში გაიჯგიმა.
-რა?? რა.... რა უნდა გახდეე? წამის მეასედში შეიცვალა ჩემს სახეზე შეშინება -გაოცებით, შემდეგ კი ისეთი ხარხარი ამიტყდა, ძირს დახრილი , იქვე დავეცი და მთელი შენობა თავზე დავიმხე. -რაა????? რა თქვიიი?? ვაიმეე.......... სიცილს ვერ ვწყვეტდი მე.
-რაც გაიგე, ხომ იცი, პირველი სართული საფეხბურთო გუნდს რომ ეკუთვნის, ჰოდა, იქ სატრენაჟორო დარბაზიც გაუხსნიათ და ნებისმიერ მსრუვლეს შეუძლია სიარული. წარმოიდგინე, უბრალოდ, რამდენი ლამაზი ბიჭი იქნება... უუუჰ..... თვალს წყალს დავალევინებთ, იფ .. იფ.... მოსალოდნელი სიამოვნების გაფირებაზე ნინომ ხელები მოიფშვნიტა და საცოდავად შემომხედა.
-ოოო....... აბა დამეკარგე ახლა აქედან. ტრენაჟორები არა , ბალეტი კიდევ... ან რა ბიჭები აგიტყდა, რაღამდენჯერ უნდა წაიმტვრიო ცხვირი, შენ ამ რომანებით? შევუბღვირე მე და ძლივს შეკოწიწებული ფურცლები ისევ მაგიდაზე დავაწყვე.
-ყველაფერს გეფიცები, ხმას მართლა აღარ გაგცემ, მარტო მრცხვენია სიარული, მართლა ბიჭების ხამი ვეგონები ყველას.
-და ხარ კიდეც... გავეკრიჭე მე და სკამზე დავეხეთქე.
-ღმერთს მადლობა უთხარი, რომ დღეს მჭირდები, თორემ სათითაოდ ჩამოგაცლიდი ოცდათორმეტივე კბილს... მითხრა ცინიკური ღიმილით და ჩემ მოპირდაპირედ დაჯდა.
-ეგ დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ თუ არ დავიწყებ იქ სიარულს, მაინც ჩამომიღებ ყველა კბილს ხომ?
-ყოჩაღ თეო... უკვე მომწონს. ჰა, რას იტყვი აბა?
-ოოო, კარგი ჰოო..... ოღონდ პირობას არ გაძლევ, რომ სულ ვივლი, მხოლოდ საღამოს საათებში.
-კარგი, ჰო... როცა შენ გინდა. ისე, რაღა საღამო?
-იმიტომ, რომ დანტე მაგ დროს უკვე წასულია ხოლმე. გავიფიქრე ჩემთვის, თქმით კი სხვა რაღაც ვთქვი. -შენ არ თქვი ,კარგი ბიჭების გამო მინდა სიარულიო? ჰოდა, საღამოობით უფრო ბევრნი არ იქნებიან? ჩავეკითხე გამომწვევად და შევატყვე, როგორ აუციმციმდა თვალებში ნაპერწკლები.
-ჰოოო........ უუუჰ, რა გოგო მყავხარ! წამოხტა და კალთაში ჩამიხტა.
-მაგრამ, იცოდე, ერთხელაც კი რომ დააპირო და რომელიმე ბიჭი გამაცნო, ან დაიწყო ისევ მაჭანკლობა, პირობას გაძლევ, ხმიასმოუღებლად წამოვალ უკან, გასაგებია?
-კი , კი! შენ წამომყევი კაცო და ბიჭებს ჩემს თავზე ვიღებ, სადაა საშენო კაცები.. ამჯერად ის გაიკრიჭა და ფეხზე წამოდგა.
-გადამრევ ნინო შენ !
-ვიციი... ხალხის გადასარევად ვარ დაბადებული. წამოდი, აბონიმენტები უნდა ვიყიდოთ, რაც მალე დავიწყებთ, მით უკეთესი. ნინომ ხმის ამოღება არ დამაცადა, ისე წამომაგდო სკამიდან, თუმცა წამით მაინც მოვასწარი ფანჯარაში გახედვა, სტადიონზე აღარავინ იყო. -ესეიგი, წავიდა უკვე... გავიფიქრე ჩემთვის და უკვე დამშვიდებული გავყევი არანორმალურ თანამშრომელს.
ხუთ წუთში უკვე დარბაზში ვიყავით და მობეზრებული ვუსმენდი დაკუნთულ ინსტრუქტორს, რომელიც წესებს გვიხსნიდა და ნინოც გაბრწყინებული შესცქეროდა, ცოტახანში უკვე შეუძლებელი გახდა მათი ყურება და გარეთ გამოვედი. ის იყო, კარის ზღრურბლს გადავაბიჯე, ვიღც მკლავში წამწვდა და კედელს მიმანარცხა, თვითონ კი წინ ამესვეტა, ტკივილისგან დამანჭული სახე ძლივს გავასწორე და გაცოფებულმა ავხედე უცნობს.... რომელიც რატომღაც დანტე აღმოჩნდა.
-შენ სულ გადაირიე ხომ? გამოსცრა კბილებში და დაბლა დაიხარა, რომ თვალებში ჩაეხედა.
-და მე მეკითხები მაგას? ლამის პარალიზებული დამტოვე, ისე შემომაწყვიტე კედელს და კიდევ მე არ ვარ ნორმალური? არც მე დავაკელი ტონი და პირველად გავუსწორე მზერა ასე თამამად.
-რატომ მეთამაშები? მიუხედავად იმისა, რომ ცუდი განათება იყო და ადგილიც არ იყო მაინცდამაინც ნათელი, შევატყვე, რომ მისი საოცარი თვალები მუქი, უფსსკრულიდფერი იყო , ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ან მე მიბრაზდებოდა ძალიან, ან ვიღაც შემოაკვდებოდა.
-რას გეთამაშები? დავიბენი მე და წამისწინანდელი გამბედაობა ქარს გავატანე.
-დაჭერობანას ! ვერ ხვდები ხომ , რას ვგულისხმობ? ამჯერად ცინიზმი ჟღერდა მის ხმაში.
-რომ ვხვდებოდე, არ გკითხავდი.
-აქ რომ მუშაობ გავიგე უკვე, მაგრამ რატომ მიყურებ ხოლმე ფანჯრიდან? ჩამოსვლას და ისე ლაპარაკს ვერ ბედავ ხო?
-და რა დარწმუნებული ხარ, რომ შენ გიყურებ? შენ გარდა მილიონი ბიჭი თამაშობს ქვევით კიდევ.
-ჰოო? მაშინ კონკრეტულად რომელს უყურებ ხოლმე? ვსო... მომენატალურად ჩართო დანტემ ჩემი გამწარების რეჟიმი. ახლა უკვე ხალისობდა ჩემთან ლაპარაკით.
-არაა შენი საქმე, მგონი იმდენად ახლოს არ ვართ, რომ ჩემ პირად ცხოვრებაზე გელაპარაკო არა? შევუბღვირე მე.
-არა , რატომ? შენ მარტო მითხარი ვის დაადგი თვალი, შემიძლია , ახლავე გაგაცნო, ან საერთოდ, ხვალ სტადიონზე ჩამოდი და უფრო ახლიდან დააკვირდი ბიჭებს, ამბობენ, ახლოდან უფრო სიმპატიურები არიანო. -არაა... აშკარად ძალიან ხალისობდა. ტუჩის კუთხეც კი ჩატეხა ცოტა...
-იდიოტი ხარ!!! მივაძახე მე და წასვლა დავაპირე, მაგრამ ამაოდ.
-მე შენ მგონი გაგაფრთხილე, რომ მხოლოდ ის ერთი შემთხვევა იყო, როცა ეგეთი ტონით ლაპარაკის უფლება მოგეცი, მაგრამ ისიც გითხარი, რომ მეტჯერ არ მოგითმენდი. როგორ მოვიქცე, რომ დაიმოკლო ეგ ენა? ვგრძნობდი როგორ გაუმკაცრდა ხმა და როგორ უცებ შეიცვალა მისი განწყობა.
-თავი დამანებე და ვეღარ გაიგებ ჩემს ხმას... ჩავიბურტყუნე მე, მაგრამ მშვენივრად ვაცნობიერებდი, რომ ამჯერადაც ზედმეტი მომივიდა.
-ჰოო??? მაშინ ჯერ შენ დამანებე თავი. მგონი, არ გაგკარებივარ ამ დროის განმავლობაში, არც რამე მითქვამს, მაგრამ მთელი დღეები ფანჯარაზე ხარ გადმოკიდებული და კიდევ მე დაგანებო თავი?
-მე უკვე გითხარი, რომ შენ არ გიყურებთქო და შესაბამისად, შენ არ გეხება მე ფანჯრიდან გადავიხედები, თუ საერთოდაც გადმოვხტები.
-კარგი, ასე ვქნათ... ამჯერადაც ჩემი გამწარების რეჟიმზე გადასულმა გზა გამითავისუფლა და ცინიკურად ჩამომხედა. -წადი თეოთე, მეტჯერ აღარ შეგაწუხებ... მითხრა და თვალი გამომაყოლა, როგორ მოვდიოდი, თუმცა სიტყვა მაინც დამაწია. -უი , სულ დამავიწყდა, ჩვენი ძველი ნაცნობობის ხათრით, შემიძლია გაგაცნო ბიჭები, ფანჯარასთან არ გაცივდე, პირდაპირ მოდი სტადიონზე და რომელსაც თითს დაადებ იმას მოგგვრი ლანგრით.
-აუტანელოოოო....... მივაძახე გამწარებულმა და კიდევ ერთხელ მოვკარი მის მოხითხითე სახეს თვალი. მისი სიცილი უკვე ნერვებს მიშლიდა, სიცილი , რომლის გამოც ადრე ჩემი გული გადაირია, ახლა ნერვებს მიშლიდა. -აუტანელი, საზიზღარი, ცუდი, ცინიკოსი დანტე... ვამკობდი გულში და კიბეებზე გამწარებული ავდიოდი.
კაბინეტში შესვლისთანავე სავარძელში ჩავეხეთქე და ფიქრი დავიწყე, მაგრამ არ დამცალდა. ტელეფონი აწკრიალდა და მეც უხალისოდ დავწვდი აპარატს.
-რა გინდა?! შევუღრინე ელენეს და ჭერს მივაჩერდი.
-ღმერთო, რა თბილი ხარ თეოთე? ჩაიფრუტუნა ჩემმა დაქალმა. -ინგლისურის მასწავლებელი გიპოვნე, თან ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ახლოს. შენ კორპუსში ცხოვრობს, შენსავე სართულზე. ჰაა მაღიარე ხომ მაგარი ვარ? დედაჩემის სტუდენტი ყოფილა ადრე და იმან მითხრა, მეც მაშინვე დავუკავშირდი და აღმოჩნდა, რომ შენი კარის მეზობელი ყოფილა, ხომ მაგარია? ჩვენი ტოლია, ძალიან საყვარელი გოგოა, ლიზი ჰქვია. არც დრო იქნება პრობლემა, გვიან ამთავრებთ ორივე მუშაობას და როგორ გვიანაც არ უნდა მიაკითხო, მაინც მიგიღებს... აი ასე.. დღეს საღამოს გააკითხავ და გაიცნობ , გაასგებია? დაასრულა ელენემ თხრობა და გასუსული დაელოდა ჩემს რეაქციას.
-ვააა........ ყოჩაღ შენ... მართლა გამაოცე ახლა. მაგრამ თვალი არ მომიკრავს ჩემი მეზობლისთვის აქამდე და... ჩავილაპარაკე დაფიქრებით.
-ადამიანო, ორი კვირაც არაა რაც მანდ გადახვედი და თან სახლიდან დილის 8 საათზე გადიხარ და ღამის 11-ზე შედიხარ, სად უნდა დაგენახა ძალიან მაინტერესებს? აბურდღუნდა ელე.
-ჰოოო... კარგი ნუ გაიქაფე, საღამოს გავალ. ძმა ხარ რა . გავიკრიჭე მე და სანამ მომდევნო შტურმს დამატეხდა თავზე, ტელეფონი გავუთიშე.





........
კიდევ რამდენიმე საათი შევყოვნდი სამსახურში, იმდენი საქმე მქონდა, დანტეზე გაბრაზება სულ გადამავიწყდა. სახლში დაქანცული მივედი, ჩანთა მისაღბშივე მივაგდე და მეზობელთან გავედი. კარი შუა ხნის, ძალიან სანდომიანმა ქალმა გამიღო, მაშინვე დადებითად განვეწყვე მის მიმართ.
-გამარჯობა, მე თქვენი კარის მეზობელი ვარ, ორი კვირაც არ იქნება რაც გადმოვედი. ჩავილაპარაკე უხერხულად და მომღიმარ ქალს შევხედე.
-შემოდი შვილო, რა კარში მელაპარაკები. გამიღიმა მან და შინ შემიძღვა. -ვიცი შვილო, რომ ორი კვირის წინ გადმოხვედი, რამდენჯერმე გამოვედი შენთან, თუმცა სახლში არ დამხვდი. მითხრა მას შემდეგ, რაც მაგიდასთან მიმიჩინა ადგილი, თვითონ კი ჩაის მზადება დაიწყო.
-იცით, მე ვმუშოაბ , დილით ადრე გავდივარ და გვიან ვბრუნდები ხოლმე შინ, მაგიტომ ვერ გაგიცანით აქამდე, ბოდიშს გიხდით. ჩავილუღლუღე და თვი დაბლა დავხარე დამნაშავე ბავშვივით.
-ვაიმე, რას ამბობ, რა ბოდიში, არ გრცხვენია? გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა დასამშვიდებლად. -მე ეკა მქვია შვილო, თუ რამე დაგჭირდეს , ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა შენთვის.
-დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, მე......
-უყურეთ ერთი... ქალბატონო არა და მის კიდევ, ეკა დამიძახე. სიტყვა გამაწყვეტინა და ყასიდად გამიბრაზდა.
-იცით, მეუხერხულება. ვერასდროს ვერ მივმართავდი უფროს ადამიანებს სახელით, ვერც შენობით ფორმას ვგუობდი, მხოლოდ ბებო იყო გამონაკლისი.. ორი-სამი წლითაც რომ ყოფილიყო ადამიანი ჩემზე დიდი, რაღაცნაირი რიდის გრძნობა მიჩნდებოდა და ვერაფრით ვაიძულებდი ხოლმე თავს, რომ სახელით მიმემართა.
-რა საყვარელი ხარ. გულწრფელად გაეღიმა ეკას. -ჰოდა , მაშინ ეკა დეიდა დამიძახე. რაც არ უნდა იყოს, ჩემი შვილების ტოლი ხარ.
-კარგით , ეკა დეიდა, ნამდვილად ასე სჯობს. უი, სულ დამავიწყდა. მე თეოთე ყიფიანი ვარ, თქვენც ანალოგიურად, შეგიძლიათ ჩემი იმედი იქონიოთ, ყველაფრით დაგეხმარებით, რაც შემეძლება.
-თეოთე.... რა ლამაზი სახელი გაქვს. ჩაილაპარაკა ეკამ დაფიქრებით.
-დიდი მადლობა, სხვა დროს მეუბნებოდნენ, უცნაური სახელი გაქვსო... თქვენ კი...
-ჰოო.. ისე მსიამოვნებს წარმოთქმა, გამორჩეული სახელი გაქვს და გამორჩეული ადამიანი იქნები. გამიღიმა ეკამ და კიდევ ერთხელ გადმისვა თმაზე ხელი. იმ წამს ისე ჰგავდა დედაჩემს , გული ამიჩუყდა...
-დეეე დავბრუნდიი... გაისმა სასიამოვნო, ნარნარი ხმა და მალე ოთახში, ლამაზი, შავგვრემანი გოგო შემოვიდა, რამდენიმე წამი თვალი ვერ მოვაშორე, ისეთი მშვენიერი იყო. ნახშირივით შავი თმა პატარა მხრებზე ეყარა , მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სერიოზული სახე ჰქონდამ მისი თვალები მაინც სიხარულისგან ბრჭყვინავდა და პაჭუა ცხვირს საყვარლად ჭმუხნავდა.
-ლიზი გაიცანი, ეს თეოთეა, ჩვენი კარის მეზობელი. ეკამ ჩემი თავი გააცნო ახალმოსულ შვილს და სკამზე მიუთითა დასაჯდომად.
-გამარჯობა, სასიამოვნოა, ძლივს ჩემი ტოლი მეზობელი არ გადმოვიდა?! თორემ დავიღალე უკვე ამ კაპლებით და წნევის აპარატებით. გაიცინა ლიზიმ და გვერდით მომიჯდა.
-ლიზი, იცი მე შენთან რაღაც საქმე მქონდა. ჩავილაპარაკე გაუბედავად და მასპინძლებს გადავხედე.
-ინგლისურის თაობაზე ხომ არა? მკითხა ეშმაკურად.
-კი, საიდან იცი?
-ელემ დამირეკა. წამო, ჩემს ოთახში გავიდეთ და იქ დავილაპარაკოთ. მითხრა მან და ისე წამოხტა ფეხზე, ჩემს პასუხს არ დალოდებია.
-მიდი შვილო გაყევი, თორემ მაგას ისეთი გრაფიკი აქვს, კიდევ როდის დაელაპარაკები ღმერთმა იცის. გამიცინა ეკამ და მსუბუქად მიბიძგა ლიზის ოთახისკენ.
-ერთი სიტყვით, მოდი როცა გინდა, ან მოვალ როცა მომინდება. როცა სახლში ვიქნებით. გაიკრიჭა ლიზი და საწოლზე გადაწვა.
-მშვენიერია, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. გამეცინა მის პირდაპირობაზე და დივანზე მოვკალათდი მის მოპირდაპირედ.
-ჰო, დეტალებზე მერე ვილაპარაკოთ რა. ახლა ისეთი დაღლილი ვარ , არ მაქვს არაფრის თავი მართლა.
-აი ზუსტად... ხვალიდან მივხედოთ რა. გავიკრიჭე მეც.
-თეოთე , ნაჭამი ხარ? იმდენად უცებ შეცვალა თემა, რომ დავიბენი.
-მმ.. არა, ისა, ახლა მოვედი სახლში და ვაპირებდი, რომ........
-დეეეეეე....................გვშიააააააააა................ იყვირა ლიზამ ბოლო ხმაზე და ეკას პასუხმაც არ დააყოვნა.
-გამოდით მერე, მზადაა ყველაფერი.
-აუუ... ლიზი, მე... სირცხვილია რა.. ვბლუყუნებდი თავდახრილი.
-თუ ძმა ხარ , ნუ წითლდები ახალმოყვანილი პატარძალივით რა. ადექი და წამოდი. ადრე თუ გვიან, უნდა შეგვეჩვიო. დედამ გაიგო, მარტო რომ ცხოვრობ და მოსვენებას მაინც არ მოგცემს ხოლმე, აღარც მე შეგეშვები, ასე რომ, დაწყნარდი და წავედით სამზარეულოში. დაასრულა თხრობა და ხტუნვა-ხტუნვით გაკუნტრუშდა. მეც უკან გავყევი და დაახლოებით 10 წუთში მართლა ვეღარანაირ დისკომფორტს ვეღარ ვგრძნობდი. გულიანად ვიცინოდი ეკასთან და ლიზისთან ერთად. ხან მე ვუყვებოდი ჩემ შესახებ, ხან ისინი, მაგრამ ჩემი ხალისი, ლამისსიკვდილმა შეცვალა.
-დეეეეეეეე............. მშიაააააა.......... გავიგე ნაცნობი ბოხი, ხრინწიანი ხმა და ჩაკბეჩილი კარტოფილი ყელში გადამცდა, როცა სამზარეულოში დანტე შემოვიდა.
-ეეე..... აქაც შენ ხარ ტო? საიდან გაჩნდი ჩემთან? არც მიქიანს აკლდა გაკვირვება. გაფართოებული თვალებით მიყურებდა და აზრადაც არ მოსდიოდა ჩემი დახმარება.
-რა სარგადაყლაპულივით დგახარ ბიჭო, მოდი აქ, დაიხრჩო ბავშვი. შეუბღვირა ეკამ და ისიც მომენტალურად მოეგო გონს. წამის მეასედში გაჩნდა ჩემთან და ისეთი ძალით დამკრა ზურგში ხელი, რომ მგონი კარტოფილი კი არა, ყველა კბილი ერთდროულად გადავყლაპე.
საკმაო დრო დამჭირდა სუნთქვის დასარეგულირებლად და როგორც კი ეს მოვახერხე, მაშინვე გაოცებულმა შევხედე დანტეს.
-რა ხდება შვილო? საიდან იცნობ თეოთეს? ჰკითხა გაკვირვებულმა ეკამ და ორივეს გადმოგვხედა.
-მე საიდან ვიცნობ , ეგ გრძელი ამბავია, თქვენ როგორ მოხვდით აქ ერთად , მე ეგ უფრო მაინტერესებს. უპასუხა დანტემ ისე, რომ ჩემთვის ეჭვისთვალი არ მოუშორებია.
-ჩვენი კარის მეზობელია, ორი კვირის წინ რომ გადმოვიდა ის, თან ჩემი ახალი მოსწავლეა. ამაყად გაიჯგიმა ლიზი და გამამხნევებლად თვალი ჩამიკრა.
-ვააახ........ ღმერთო, რაც ის სახლი დაცარიელდა, მას შემდეგ გეხვეწები, ლამაზი გოგო გადმოვიდესთქო და ეს თხა გამოუშვი? თეატრალურად აღმართა ხელები ზემოთ და დანანებით გადააქნია თავი.
-უუუხ....... ამოვიხრიალე ჯერ ისევ სუნთქვაგახშირებულმა და ავისმომასწავებლად შევუბღვირე.
-რა საძაგელი ხარ დანტე. დაჯექი ახლა , ჭამე და მერე გააგრძელეთ საუბარი. უთხრა ეკამ და თვითონ მისაღებში გავიდა.
-აჰაა... ესეიგი მეზობლები ხომ? აბა რა სარგებლობა შეიძლება შენნაირმა მეზობელმა მომიტანოს? გაიკრიჭა დანტე და წამში გადასახა მაგიდას პირჯვარი... კიდევ ერთი ახალი და საოცარი თვისება მასში.
-ეკა დეიდას და ლიზის ვეღარ შევხედავ მერე თვალებში, თორემ დიდი სიამოვნებით დაგმართებდი რამეს. არ შევიმჩნიე მისით აღფრთოვანება, ისე შევუღრინე.
-აჰა, ხომ გესმის ლიზი? საშიში ადამიანია, მარტო არ დარჩე ამასთან, მძევლად არ აგიყვანოს ჩემ გასამწარებლად.
-ნუ ბოდიალობ ერთი თუ კაცი ხარ რა... ყასიდად გაბრაზდა ლიზი და თავში მსუბუქად წამოარტყა ხელი.
-არა, მართლა, რას ვიფიქრებდი, რომ აქ დამხვდებოდი ეე... მერამდენეღა უნდა შევეჩეხოთ ასე მოულოდნელად ერთმანეთს? ლიზი, იცი ეს ქალბატონი ვისი შვილიშვილია? ამჯერად დას გადახედა, რომელსაც სულ არ ეცალა ჩვენთვის, ისე გაფაციცებით ჭამდა.
-ვისი? ამოიბლუკუნა და კარტოფილი რის ვაი-ვაგლახით გადაყლაპა.
-ვისი და გულო ბებოსი. აი კატო რომ გვეუბნებოდა ხოლმე უნდა გაგაცნოთო და ვერ მოახერხა აქამდე.
-რააააააა?????? ამჯერად კი ნამდვილად გაოცდა ლიზი და ჭამას თავი ანება.
-ჰოო.. გამეღიმა მე. -მეც ეგრე გამიკვირდა, როცა დანტე ვნახე ამ ზაფხულს, ნუ პრინციპში დანტესთან რაც მაკავშირებს, ყველაფერი ზედმეტად უცნაური და საოცარია. გამეცინა და ეშმაკურად მომღიმარ დანტეს გავხედე.
-უი, ლიზი, ცოტახანში ბიჭები ამოვლენ, ფეხბურთს უნდა ვუყუროთ და ხომ დამეხმარები რაღაცების მომზადებაში? ისე , ქალბატონო, შენც შეგიძლია დახმარება.
-მარტო დახმარება არა, ფეხბურთის ყურებაც შემიძლია და თამაშიც რაღა დაგიმალო, ოღონდ კომპიუტერში. გავიკრიჭე და ოდნავ გაკვირვებულ დანტეს ამაყად გადავხედე.
-კაი რა, ფეხბურთს თამაშობ? ჰოდა დღეს დარჩები, ჯერ ფეხბურთს ვუყურებთ ერთად, მერე ვითამაშებთ.
-მოსულა.
-აუუ.. თეოთე, შენღა აკლდი ამათ რა.. წაიბურდღუნა უკმაყოფილოდ ლიზიმ და წვენით სავსე ჭიქა გამოცალა. -ან ვინ მოდის საერთოდ? იმედია, ის სანდროც არ მოვა.
-ლიზა რა გინდა? ლაშა და თოკო მოდიან, შეიძლება სანდროც წამოიყვანონ, პრობლემაა რამე? რატომ აითვალწუნე , რას გიშლის? აშკარა გაღიზიანება დაეტყო დანტეს, მაგრამ მთლი ძალით თოკავდა თავს.
-არ მომწონს უბრალოდ და მორჩა. ვერ ვიტან ეგეთ ტიპებს, მაღიზიანებს. იყვირა გამწარებულმა და ფეხზე წამოხტა.
-ჰოდა მე შენ მოწონება-არ მოწონებაზე არ ვარ, ჩემი ძმაკაცი არაა ეგ და თოკომ თუ წამოიყვანა სახლიდან ვერ გავაგდებ. კიდევ ერთი, ტონი აკონტროლე ძალიან გთხოვ და თუ ჩემი მეგობრების ნახვა არ გსიამოვნებს, შედი შენს ოთახში და ცხვირი არ გამოყო იქიდან, სანამ არ წავლენ. დანტე ძალიან ხმადაბლა საუბრობდა, მაგრამ მის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში ფოლადი ჟღერდა... წამით გამაცია, მისი თვალები ტრადიციულად გამუქდა და მივხვდი, რომ ძალიან ბრაზობდა.
-იცი, რომ ასე არაა, მე მიყვარს შენი მეგობრები, ჩემთვის ძმებივით არიან , პატივს ვცემ და როგორც შემეძლება ისე დავეხმარები ყოველთვის, ამ სანდროს ვერ ვიტან უბრალოდ და რა გავაკეთო.. თვალები აუწყლიანდა ლიზის, მე კი ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, გაშტერებული ვუყურებდი ხან ერთს , ხან მეორე და არც ერთი დაწყევლილი აზრი არ მომდიოდა, როგორ უნდა განმემუხტა სიტუაცია.
-ჰოდა , ამიხსენითქო ლიზა , რატომ ვერ იტან ასე? რატომ არ გესმის, რომ „უბრალოდ არ მომწონს“ არაა პასუხი? მეც არ მომწონს შენი რამდენიმე დაქალი, მაგრამ მგონი არ გიშლი მათ სახლში მოყვანას.
-კარგი, ბოდიში , ზედმეტი მომივიდა. დაიჩურჩულა ლიზამ. თეფშზე დატოვებული რამდენიმე კარტოფილი ძალით შეჭამა და მოჩვენებითი სიმშვიდით გავიდა ოთახიდან, მაგრამ მშვენივრად დავინახე, რომ რამდენჯერმე შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი, დანტე კი სპეციალურად არ უყურებდა.
-თეოთე, შეგიძლია, გაყვე? მკითხა ხმაჩამწყდარმა და დავინახე, როგორი სევდით აევსო თვალები... -და გამირკვიო, რატომ ვერ იტანს ასე? გოგოებს არ გესმით, მაგრამ არასწორია, უბრალოდ გავაგდო სახლიდან ვიღაც, მხოლოდ იმიტომ , რომ ჩემს დას არ მოსწონს... ლიზი ყველაზე კეთილი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ და გამორიცხულია , ასე უბრალოდ აითვალწუნოს ვინმე, დამეხმარე რა... მის ხმაში ისეთი მუდარა ჟღერდა, ყველაფერს ისედაც მივხვდი.
-კარგი დანტე, შენ არ ინერვიულო. ფეხზე წამოვდექი მე და გასვლა დავაპირე, მაგრამ მისმა ხმამ შემაჩერა.
-მადლობა... და შენზე ნაწყენი არ ვარ.. ამდენი ხნის განმავლობაში ვიცი, რომ გრცხვენოდა ზაფხულში მომხდარის და მაგიტომ ვერ ბედავდი ქვემოთ ჩამოსვლას და ჩემ ნახვას... ყველაფერი ვიცი თეოთე, ისიც ვიცი, რომ ზაფხულში უბრალოდ გინდოდა თავი დამნაშავედ არ მეგრძნო, ამიტომ მითხარი ყველაფერი... ნუ იქცევი პატარა ბავშვივით...... ღმერთო... არ იყო დანტე ადამიანი... როგორ შეეძლო.. როგორ... როგორ შეეძლო, რომ ასეთი საოცარი ყოფილიყო, ასე ჩვეულებრივ წარმოეთქვა თითოეული სიტყვა და ჩემში მაინც დიდი აფორიაქება გამოეწვია... როგორ ახერხებდა ამას.... რამდენად მაღლა უნდა ყოფილიყო სულიერად, რომ ასე ღრმად ჩამარხულ ფიქრებს მიმხვდარიყო... რამდენჯერ უნდა გამაოცო დანტე კიდევ?ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ ხმის ამოღებას კი ვერ ვახერხებდი. -თეოთე, გაიგე რაც გითხარი? მკითხა ცოტახანში, როცა ხმა არ გავეცი.
-კი.... დავიჩურჩულე მე და უკანმოუხედავად გავვარდი ლიზის ოთახში, მაგრამ ლაპარაკი ვერ მოვახერხე. ლიზი საწოლზე ტანსაცმლითვე მიწოლილიყო და ჩაძინებოდა. ფრთხილად მივაფარე პლედი და ფეხაკრეფით გამოვიპარე უკან.
-რაო? მკითხა დანტემ, რომელიც კარადას ცალი მხრით იყო მიყრდნობილი და გულზე ხელები ჰქონდა გადაჯვარედინებული.
-ეძინა.. დავიჩურჩულე და იქვე ავიტუზე უხერხულად.
-გასაგებია. მიპასუხა წარბშეჭმუხნულმა და დაფიქრებული დაესვენა სკამზე.
- დანტე, ეკა დეიდა სადაა? გამიკვირდა წეღან რომ არ შემოვიდა.
-ჰო, მამამ დაურეკა, სამსახურში გაუარა , ბიძაჩემის დაბადების დღეა და იქ უნდა წასულიყვნენ სტუმრად.
-აა.. მე კიდევ ვერც დავემშვიდობე. დავილაპარაკე დანანებით და მაგიდის ალაგება დავიწყე.
-თეოთე, კარის მეზობელი ხარ, თან აღარ მოგცემს ახლა მოსვენებას, ასე რომ ნუ იღელვებ დედაზე. საღამოობით მარტო მაინც აღარ დაგტოვებს, ან ჩვენთან იქნები, ან ჩვენ ვიქნებით შენთან და ასე... გამაცნო სამომავლო გეგმა დანტემ და ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-საყვარელი დედა გყავს.. გამეღიმა მეც. -ლიზიკოც ძალიან შემიყვარდა უკვე. ჩემი მშობლებიც გამოვლენ ამ უქმეებზე, რაღაცები უნდა შეცვალონ სახლში და გაგაცნობთ.
-ჰოდა ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი ღვინო მაქვს და დიდი სიამოვნებით დავხვდები . შენ ოღონდ ამ მაგიდას შეეშვი რა. მე თვითონ მოვუვლი, ცოტა დავწყნარდე და...
-გაუხარდება მამას... და არ ვწუხდები, უცებ დაგეხმარები ყველაფერში და წავალ.
-თეოთე, არ წახვიდე რა.... ისევ ის მუდარანარევი ხმა, რომელიც ადგილზე მყინავდა. -ბიჭები ამოვლენ წუთი-წუთზე და მინდა , რომ აქ იყო და ლიზის დააკვირდე, გოგოები რაღაც უცნაურები ხართ და შენ უკეთ გაუგებ.
-კარგი დანტე, არაა ახსნა საჭირო. დავრჩები აბა რას ვიზამ. გავუღიმე და ხელში აღებული თეფში კინაღამ ძირს დამივარდა, როცა მისი ძველი, თბილი ღიმილი დავინახე სახეზე.
-საოცარი ხარ... მითხრა ხმადაბლა და თავისი ზაფხულის ვარსკვლავებით მოჭედილი ღამისფერი თვალები ჩემსას გაუსწორა.
-მე კი არა, შენ ხარ საოცარი.... დავიჩურჩულე და შევნიშნე, როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე, მაგრამ თემა უცებ შევცვალე. -რომ გაგანადგურებ ფეხბურთში, მერე ნახავ , როგორი საოცარიც ვარ. გავიკრიჭე მე და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე.
-აჰაა... ეგ სულ დამავიწყდა. მაგასაც ვნახავთ . მითხრა ნიშნისმოგებით და კარის გასაღებად წავიდა. რომელსაც მეგონა მალე ჩამოიღებდნენ კიდეც. როგორც ჩანს, მძინარე ლიზიკოც კარგად გვარიანად დააფეთეს. შეშინებული სახით გამოვარდა გარეთ და დაბნეულმა მიმოიხედა გარშემო, მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა რაც ხდებოდა, როცა დანტემ კარი გააღო და სამი ბიჭი შემოუშვა სახლში.
-ბიჭო, ადამიანურად დაკაკუნება არ შეგიძლიათ? ან ზარი დაგერეკათ, რას ჩამოაგდეთ ეს კარი. ადადღანდა დანტე და დაბღვერილმა გადახედა ძმაკაცებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ.
-ლიზიკოო, როგორ ხარ? ჰკითხა მაღალმა, ყავისფერთმიანმა ბიჭმა და ლოყაზე აკოცა.
-კარგად ლაშა, შენ როგორ ხარ? ღიმილი შეაგება ლიზამაც.
-რა მიჭირს შენი ძმის ხელში.
-ლიზიიიიიი.... დაიგრგვინა შედარებით დაბალმა , სიმპატიურმა ბიჭმა და ლიზას თმა აუწეწა.
-აუუუ თორნიკე!!! როდისღა უნდა გადაეჩვიო შენ ასეთ რამეებს ოო? აბუზღუნდა ლიზა.
-რომ გათხოვდები მერე. გაიკრიჭა თოკო და ინტერესიანი მზერა გამოაპარა ჩემკენ.
-არა, ამისი საშველი არაა რა... გაიცინა მანამდე ჩუმად მდგარმა, ქერა , ცისფერთვალებმა ბიჭმა და წამიერად უსიაამოვნოდ გამაჟრჟოლა. ისე გამომწვევად უყურებდა ლიზის, მეც კი ვიგრძენი, რომ აუტანელი ბიჭი იქნებოდა. ლიზი სახეზე წამოწითლდა და ბოდიშის მოხდის შემდეგ ოთახში შებრუნდა „მოსაწესრიგებლად“.
-ბიჭებო, გაიცანით, ეს თეოთეა , ჩვენი ახლობელი. ისევე შეიყვარეთ, როგორც ლიზი გიყვართ... გასაგებია?! მიმართა ნაძალადევი ღიმილით ბიჭებს, მაგრამ მეც კი მივხვდი, რამხელა ფასი ჰქონდა მის სიტყვებს და ბიჭებმაც ხმისამოიღებლად დაუქნიეს თავი. „სასიამოვნოაო“ ერთი ესღა მითხრეს და მისაღებში გაიკრიფნენ ერთმანეთის მიყოლებით.
-დანტე, გავყვე ლიზიკოს? ვკითხე მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ბიჭები ოთახში შევიდნენ.
-არა, არ გინდა. გამოვა მალე თვითონ. წამო შენ ჩვენთან და დაიწყე შენი გამოძიება. გამიცინა, ცხვირზე საჩვენებელი თითი დამკრა მსუბუქად და ბიჭებთან გაეშურა. მე კი კიდევ ერთხელ დამტოვა თავისი ღიმილით მონუსხული და გამოშტერებული. -ვერ ვიტან რომ იღიმის!!! ისევ დამცინოს ის მირჩევნია, არ ვშტერდები მაინც და პასუხს ვუბრუნებ. გავიფქრე მე და თავბრუდახვეული შევბარბაცდი სამზარეულოში. დაწყებული საქმე მოვამთავრე და მისაღებში გავედი. ბიჭები უკვე მოკალათებულიყვნენ ტელევიზორის წინ და დაძაბულები ელოდნენ თამაშის დაწყებას.
-ბიჭო, მიდი რა ჭიქები დაითრიე ლუდისთვის. უთხრა თორნიკემ დანტეს და პარკებიდან ლუდის ბოთლები, ჩიფსები და მზესუმზირა ამოაწყო.
-ახლავე. თქვა დანტემ, მეც თავით მანიშნა გამომყევიო და ერთად გავედით სამზარეულოში.
-აუ, თეოთე, დამეხმარე რა, მისაღებში რაღაც საჭმელები გავიტანოთ . აფუსფუსდა დანტე და მაცივარში თავი შერგო.
-უიმეე.. ნუ მებლანდები ფეხებში გეხვეწები. გადი და მე თვითონ მოვძებნი ყველაფერს. ვუთხარი შეწუხებულმა, როცა რამდენჯერმე ფეხი წამოვკარი და დაცემას გადავრჩი.
-ეე... შენ ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება, იცი რა გემრიელად ვამზადებ? მითხრა და ამაყად გაიჯგიმა.
-რაღაც არ მჯერა. გამეცინა მე და ეჭვისთვალით ავათვალიერე.
-დაგიმტკიცებ მალე. მოიცა, ჩემს დას დავუძახებ მაშინ და ის მოგეხმარება.
-არაა საჭირო, აქ ვარ უკვე. სამზარეულოში შემოვიდა ლიზი და როგორც შეძლო ისე გაუღიმა დანტეს.
-კარგით, მე გავალ მაშინ. თქვა მან და გარეთ გავიდა, გასვლისას კი კიდევ ერთხელ შემომხედა მუდარანარევი თვალებით.
-დამშვიდდი ცოტა? ვკითხე მას შემდეგ, რაც დანტე სამზარეულოდან გავიდა.
-კი.. ბოდიში რა, უბრალოდ თავი ვერ გავაკონტროლე. ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და კარადიდან თეფშები გამოალაგა.
-კარგი, რა ბოდიში არ გრცხვენია ?! თუ რამის მოყოლა მოგინდება, იცოდე, რომ ყოველთვის მზად ვარ მოგისმინო ... ვუთხარი და გამამხნევებლად გავუღიმე.
-ვიცი თეოთე და მადლობა.. აუ, ამას გამატანინებ მისაღებში. მიმითითა სალათის დიდ თეფშზე .
-კი აბა რას ვიზამ. კიდევ რამე?
-არა, ჯერ მხოლოდ ეგ სალათი. თეფშებზე დავალაგებ დანარჩენს და მერე გავიტანოთ.
-კარგი.. მივაძახე მე და თეფშმომარჯვებული გავეშურე მისაღებისკენ, კართან კი სანდრო შემეჩეხა. ღიმილით დამითმო გზა და ოთახში შემატარა. მე კი ინტერესიანი მზერა გავაყოლე, მაგრამ როგორც კი საპირფარეშოს კარს მიღმა გაუჩინარდა, მაშინვე გავაგრძელე ჩემი გზა. თეფში მაგიდაზე დავდგი და დანტეს გავხედე, რომელიც მუხლებზე იდაყვებით იყო დაყრდნობილი და ქვევიდან მიყურებდა. ოდნავ ქვევით ჩაიწია, იმის ნიშნად, რომ გვერდით მივჯდომოდი და მეც მაშინვე დავყევი მის ნებას. ხმისამოუღებლად დავჯექი დივანზე და წამში ჩავერთე დაძაბულ მატჩში.
-ეე....... არასწორია ძმაო..... იღრიალა თოკომ და ფეხზე ისეთი სისწრაფით წამოხტა, შიშისგან შევხტი.
-რა გაღრიალებს ნადირო. დაეგდე რა სადაც ეგდე და ნუ გაბურღე ტვინი. შეუბღვირა ლაშამ და მკლავზე დაქაჩა, რომ დამჯდარიყო, მაგრამ თოკო მაინც ვერ ისვენებდა.
-ვერ ხარ შე ჩემა? რატო დანიშნა ჯარიმა რატომ? რა შუაში იყო საერთოდ? ღრიალებდა თორნიკე და ხელებს უმისამორთოდ იქნევდა აქეთ-იქით.
-დაჯექი. იმდენად ხმადაბლა თქვა დანტემ, რომ მეგონა თორნიკე საერთოდ ვერ გაიგებდა, თუმცა შევცდი, დასჯილი ბავშვივით შემოხედა ძმაკაცს, რომელსაც ლუდის დასხმა არ შეუწყვეტავს და სავარძელში ჩაესვენა ყურებჩამოყრილი. მე ჯერ თოკოს გადავხედე, შემდეგ ლაშას, რომელსაც ძლივს ეღირსა მყუდროდ თამაშის ყურება, ბოლოს კი დანტეს.... ის ისევ ლუდს ასხამდა, ამჯერად სანდროს ჭიქაში და აღელვების ნიშანიც კი არ ეტყობოდა სახეზე, არც მას და არც ბიჭებს... ნუთუ ამდენს ნიშნავს, მისი უბრალო სიტყვა?! როგორ? როგორ გააჩუმა ასე უბრალოდ ამხელა კაცი... ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა, მაგრამ მოულოდნელად ისევ სანდროს ადგილს გადავხედე და მერეღა გამახსენდა, რომ საკმაოდ დიდხანს შეყოვნდა საპირფარეშოში. სწრაფად წამოვხტი ფეხზე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. კარი დახურული დამხვდა და გულმა რეჩხი მიყო. გაუბედავად მივედი და სახელური ჩამოვწიე. ისე ვღელავდი, მეგონა ჩემი გულის ცემა მთელს სახლში ისმოდა.
-რა გინდა რაა?! რატომ არ მანებებ თავს? როგორღა აგიხსნა , რომ შემეშვა? მომესმე ლიზის ხმა და სწრაფად შევაღე კარი.
-რა ხდება? ვიკითხე შეშფოთებულმა და სანდროზე გადავიტანე მზერა, რომელსაც ლიზისთვის ჩაეჭიდა მკლავში ხელი და მთელი ძალით უჭერდა.
-არაფერი კაცო, რა უნდა ხდებოდეს. მითხრა ნაძალადევი ღიმილით ლიზამ და მისი ხელისგან გაითავისუფლა თავი. -ტკბილი აღარ გვქონია აღარაფერი და გინდა თუ არა მე ამოვიტანო... სცადა სიტუაციის ახსნა, მაგრამ მაინც საეჭვოდ ღელავდა. -თეოთე, მე მაღაზიაში წავალ, შენ ესენი გაიტანე ოთახში რა.
-მოიცა, დამელოდე და ერთად წავიდეთ. ვუთხარი მეც და ისე, რომ პასუხს არ დავლოდებივარ თეფშებიანად გავვარდი მისაღებში. ფაცხა-ფუცხით დავალაგე მაგიდაზე და ტელეფონს დავწვდი.
-სად მიდიხარ? მომესმა დანტეს ხმა და ელვის სისწრაფით გავიაზრე, უნდა მეთქვა თუ არა მისთვის მომხდარის შესახებ. თავის შეკავება ვარჩიე, დაზუზტებით არაფერივიცოდი და არ მინდოდა, ტყუილად ენერვიულა.
-მაღაზიაში გავალთ მე და ლიზი და უცებვე დავბრუნდებით.
-მარტო ხომ არ წახვალთ მერე ამ შუაღამით? ისევ არ დამანება გასვლა.
-ჰოო.. რა მოხდა მერე?!
-არა, დამელოდე, მეც წამოვალ. ჩემი ბუზღუნისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ისე მოიცვა ქურთუკი და გავიდა სამზარეულოში. -სადაა ლიზა? მკითხა როცა მეც იქ შევედი.
-აქ დავტოვე, სანდროც აქ იყო. ვუთხარი თეფშებს გავიტან და წავიდეთთქო, მაგრამ... ახლა.. დავინახე როგორ დაეჭიმა დანტეს ყბის კუნთები, ხელები მუშტებად შეკრა და თვალები გაუმუქდა. წამში ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და რაღაც ნომერი აკრიფა. მაგრამ ტელეფონი მაგიდაზე აწკრიალდა .
-ფუ ამის... შეიგინა ხმადაბლა და ამჯერად მეორე ნომერი აკრიფა, მაგრამ იმ ტელეფონის ხმა ლიზის ოთახიდან მოდიოდა. -მოვკლავ.. გამოსცრა კბილებში და ისე გავარდა გარეთ, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. თავპირისმტვრევით გავეკიდე უკან და მხოლოდ მაშინ დავეწიე, როცა სადარბაზოდან გავიდა. -სად აპირებდით შენ და ლიზი წასვლას? მკითხა მან, აშკარად ვატყობდი, რომ მაქსიმალურად ცდილობდა, თავის კონტროლს და სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ხმა ნერვიულობისგან უთრთოდა და ტუჩები გალურჯებოდა.
-ტკბილი არ გვაქვსო ლიზიმ და უნდა გვეყიდა რამე. დანტემ უსიტყვოდ შეცვალა გეზი და საპირისპირო მხარეს წავიდა. იმდენად სწრაფად მიდიოდა, რომ მე სირბილითაც ვერ ვეწეოდი. ის იყო, მაღაზიასთან შევუხვიეთ, რომ ლიზის ხმაც მოგვესმა.
-ჩემს ძმას ვეტყვი იცოდე, დამანებე თავი, ბოლოჯერ გაფრთხილებ. შემეშვი საერთოდ.. დანტე ისე გავარდა, რომ წეღანდელი მოგონილი იყო, გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ლიზის კივილი გავიგე, დენდარტყმულივით მოვწყდი ადგილს და მათკენ გავქანდი. ადგილზე მისულს კი საშინელი სანახაობა დამხვდა. სანდრო ძირს იყო გართხმული, დანტე კი ზომოდან მოქცეოდა და გამწარებული ურტყამდა მუშტებს, ხმის ამოღებას არ აცლიდა.
-მოგკლავ... აქვე, ჩემი დის თვალწინ მოგკლავ...... ხრიალებდა ხმაჩამწყდარი და გადატყავებულ მაჯვენა მუშტს გამწარებით ურტყამდა. იმ წამს გაგიჟებულ ვეფხვს გავდა, რომელიც მხოლოდ მაშინ დაწყნარდებოდა, როცა მტერს საბოლოოდ გაანადგურებდა. -არ გაცოცხლებ... შენ.. როგორ გაბედე.. თავში როგორ გაივლე საერთოდ... შენ............ მოგკლავ... მოგკლავ სანდრო და მერე თავსაც მოვიკლავ, რომ აქამდე ვერ დავინახე როგორი არაკაცი ხარ.....
-დანტეე...... დანტეე..... გაჩერდი გთხოოოვ... კიოდა ლიზი და გაგიჟებული ძმის დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ დანტეს არაფერი ესმოდა. იმ წამს აფექტის მდგომარეობაში იყო და შეიძლებოდა ისე შემოკვდომოდა, რომ ვერც მიხვდებოდა. მაშინვე მასთან გავჩნდი და მოქნეული მარჯვენის გაკავება ვცადე, მაგრამ უხეშად მომიშორა და ძირს დავვარდი.. მხოლოდ მაშინღა მოეგო გონს. სანდროს თავი მინაება და მე მომვარდა.
-თეოთე... კარგად ხარ? ჩემთან ჩაიმუხლა შეშინებული და ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია.
-კი, კი კარგად ვარ, ფეხზე წამოვდექი და შეშინებულ ლიზისთან მივედი.
-სახლში მინდა... ამოიხავლა ძალაგამოლეულმა და მხარზე დამადო თავი.
-დანტე, წავიდეთ რა. მივუბრუნდი დანტეს, რომელიც ძირს უგონოდ გართხმულ სანდროს დაყურებდა.
-ჰოო.. მაგრამ ამას ასე ვერ დავაგდებ. ადით სახლში და ბიჭებს უთხარით ჩამოვიდნენ რა. ტელეფონით ლაპარაკის არც თავი მაქვს და არც ნერვები.
-და შენ?! ვკითხე ეჭვით და შეშინებულმა შევხედე, მოსალოდნელი ჩხუბის გაფიქრებაზე.
-მე აღარ ვიჩხუბებ , ნუ ნერვიულობ, მაგრამ ამას ასე მომაკვდავს მაინც ვერ მივაგდებ. წადით თქვენ და მეც მალე დავბრუნდები გპირდები. მითხრა და ოდნავშესამჩნევად გამიღიმა, თუმცა ეს სრულიად საკმარისი იყო... მისი უბრალოდ მჯეროდა, რადგანაც მითხრა, ესეიგი მართლა აღარ სცემდა... მაგრამ მისი სული, მისი ადამიანურობა..... კიდევ ერთხელ გამაოცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ერჩივნა იმ წამს მასთან ჩხუბი, ახლა იმაზე ღელავდა, მომაკვდავს რომ ვერ დატოვებდა... ასეთი ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ... ან მხოლოდ მილიონში ერთი თუ იბადება და მე გამიმართლა, რადგანაც ერთ-ერთს ვიცნობ და ის დანტეა... აუტანელი, ჯიუტი დანტე... რომლის თვალებმაც ზაფხულის ცა შემაყვარა..... რომლის ადამიანურობამაც საკუთარი თავის მიმართ აგრესია გამიჩინა, რომ მე ამდენს არც ვფიქრობდი და არც ვღელავდი სხვებზე, მისმა სიმართლემ, ჩემი ცხოვრება შეცვალა..... ის იგი იყო.... იგისაგან კი ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო........



















.............
ხმისამოღებლად წავედი ლიზისთან ერთად სახლში და მაშინვე თავის ოთახში შევიყვანე. შემდეგ კი ბიჭებს ვუთხარი, რომ დანტე ელოდათ გარეთ, ზუსტი მდებარეობა ავუხსენი და მხოლოდ თვალიღა მივადევნე, როგორ გაცვივდნენ გარეთ... მე კი ისევ ლიზისთან შევედი, ემოციებისგან გადაღლილს ჩასძინებოდა. ტანსაცმლიანად იწვა საწოლზე მოკუნტული და ძილშიც კი შფოთავდა. საწოლზე ჩამოვუჯექი, პლედი მივაფარე და თმაზე დავუწყე მოფერება.. ნელ-ნელა წარბებიც გახსნა და მშვიდად განაგრძო სიზმრების სამყაროში მოგზაურობა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი ასე, ფიქრისგან თავი მისკდებოდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვნერვიულობდი დანტეს კიდევ არ ეჩხუბა... უბრალოდ ვგრძნობდი, რომ მთელი ცხოვრება თავს დაიდანაშაულებდა... არაფერს იტყოდა, ისევ გაიღიმებდა, ისევ დამცინებდა... მაგრამ..... გული კიდევ ერთი სევდით დაუმძიმდებოდა, რომელსაც არასდროს არავისთან არ გაამხელდა... ფიქრებიდან კარის ხმამ გამომიყვანა. ფრთხილად წამოვდექი, რომ ლიზის არ გაღვიძებოდა და ფეხაკრეფით გავიპარე ოთახიდან. ხმისამოუღებლად გავყევი დანტეს მისაღებში... რაღაცნაირი , დაღლილი მეჩვენა, აღარც გაბრაზებული, აღარც ნაწყენი... უბრალოდ დაღლილი იყო... თვალები კი ზამთრის ცასავით ნაცრისფერი გახდომოდა, აი ისეთი, რომ გვგონია მოთოვსო, მაგრამ არაფერი არ ხდება... უბრალოდ ნაცრისფერია და ცივი.... სავარძელში ჩაესვენა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები მაგრად დახუჭა. ვიცოდი, რომ იმ წამს არ ღირდა მასთან ლაპარაკი. ზედმეტად კარგი იყო, იმისთვის რომ სანდრო ხმამაღლა დაედანაშაულებინა და ზედმეტად მართალი იმისთვის, რომ მასზე კიდევ ელაპარაკა მომხდარის შემდეგ... საკადრისი პასუხი გასცა, ახლა კი ლაპარაკს უბრალოდ არ ჰქონდა აზრი... არც დამელაპარაკებოდა, უბრალოდ საქმით იტყოდა თავის სათქმელს.
ჩუმად გავიპარე სააბაზანოში და სააფთიაქო ყუთი მოვძებნე. ვცდილობდი, მისთვის მყუდროება არ დამერღვია. ძალიან ფრთხილად ჩავიმუხლე სავარძელთან და მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე დასამუშავებლად. საშინლად ჰქონდა გადატყავებული და მწარეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა, არც კი შეტოკებულა.
-ყველასთან მართალი ვიყავი ყოველთვის... მთელი ცხოვრების მანძილზე არავისთან არაფერი არ შემშლია... ყველასთან სწორად ვიქცეოდი და მაინცდამაინც ჩემს დასთან შემეშალა... ერთადერთხელ მითხრა ვიღაცაზე , არ მომწონსო, მე კი....... მე უბრალოდ არ დავუჯერე... შენი ხუშტურის გამო როგორ გავაგდოთქო სახლიდან ის კაცი... და აი შედეგიც... გული მოვუკალი... არ დავუჯერე.... ყველასთან მართალი ვიყავი ყოველთვის და ჩემს დასთან შემეშალა.... ერთსადაიმავეს იმეორებდა ხმაჩამწყდარი, მაგრამ თვალებს მაინც არ ახელდა. ხელი შევუხვიე და მის გვერდზე დავჯექი . თმაზე დავუწყე მოფერება. მან კი ჩემს კალთაში ჩადო თავი და გაინაბა. -თეოთე... რა ვქნა ახლა? როგორ გამოვასწორო შეცდომა?
-შენ არაფერი არ შეგშლია დანტე, შენ სიტუაციის გარკვევა გინდოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდი გადაწყვეტილებას, მეც მაგიტომ არ დამტოვე აქ? არაფერი არ შეგშლია... ცამდე მართალი ხარ. იმდენად მართალი ხარ, რომ ყველაფრის მიუხედავად სანდრო მარტო არ დატოვე... როგორ იდანაშაულებ საერთოდ თავს. ლიზიმ ყველაფერი კარგად იცის, არც რამეში გადანაშაულებს, ეშინოდა , რომ გაბრაზდებოდი და იმიტომ არ გეუბნებოდა , სანდროს შესახებ არაფერს. სერიოზული არაფერი მომხდარა, უბრალოდ თავისი ყურადღებით მოსვენებას არ აძლევდა... შენ არ ინერვიულო დანტე... თვი არ დაიდანაშაულო... დარწმუნებული ვარ, ლიზიც რომ გაიღვიძებს იმავეს გეტყვის... ვსაუბრობდი მე და თმაზე მოფერებას განვაგრძობდი. მაგრამ ხმას რომ არ მცემდა , ოდნავ დავიხარე და დავხედე. ჩასძინებოდა, ან უბრალოდ თავს მაჩვენებდა. რაც არ უნდა იყოს, მაინც არ ვაჩერებდი თითებს და ათას სისულელეს ვეჩურჩულებოდი, რომ როგორმე დამემშვიდებინა... ცოტახანში კი მეც წამართვა ძილმა თავი.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, წვალებით ვუპასუხე და დანტეს ხმა მაშინვე ვიცანი.
-თეოთე, მე ვარჯიშზე წავედი და შენც გაიღვიძე , თორემ სამსახურში დაიგვიანებ.
-რომელი საათია?! ვკითხე თვალების ფშვნეტით და წინ წამოვიწიე.
-8 ხდება უკვე. გავიგე პასუხი და მაშინვე ფეთიანივით წამოვხტი ფეხზე. ფართხა-ფურთხით წამოვკრიფე ჩემი ნივთები და ტან ტელეფონს არ ვთიშავდი.
-ლიზიც გავაღვიძო? ვკითხე ქოშინით და მისი ოთახის კართან შევყოვნდი.
-არა, ეძინოს. დღეს არ წავა სამსახურში, მოვაგვარე უკვე ყველაფერი.
-ჰო..ჰოო.. წავედი მე.. მივაყარე და ტელეფონი გავთიშე, მაგრამ მაინც მოვასწარი მისი ფხუკუნის გაგონება.












……..
ელვის სისწრაფით მოვემზადე და გავქანდი სამსახურში. საბედნიეროდ, არ დავაგვიანე. სწრაფად შევვარდი კაბინეტში და ფანჯარა გამოვაღე. ისე მიცემდა გული, მეგონა პირველად უნდა დამენახა... მაგრამ... პირველად ხდებოდა , მართლა. აქამდე ვემალებოდი, მეშინოდა, ვღელავდი. ახლა კი ხელის დაქნევაც შემეძლო და მისი თამაშის მშვიდად ყურებაც.
-თეოთე... იღრიალა ფანჯრის გამოღებისთანავე დანტემ და ხელი დამიქნია გაკრეჭილმა. პასუხად მეც გავუღიმე. მაგრამ როცა მისი გუნდელების გაკვირვებული და მოცინარი სახეები დავინახე, მომენტალურად გამახსენდა, რომ სტადიონზე მის გარდა კიდევ უამრავი მოთამაშე იყო. დარცხვენილმა დავხურე ფანჯარა, მაგრამ ამჯერადაც მოვასწარი დანტეს ფხუკუნის დანახვა და გაგონება.
იმდენი საბუთები დამხვდა მაგიდაზე, სულ გადამავიწყდა ყველაფერი, თავით ჩავერგე საქმეში და მთელი დღე ადგილიდან არ ავმდგარვარ. ზურგი რომ გამიბუჟდა, მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ დიდი ხანი არ ავმდგარვარ და შესვენება გადავწყვიტე, სწორედ ამ დროს გაისმა კარზე მსუბუქი დაკაკუნება და სანამ პასუხს გავცემდი , დანტემ შემოყო ოთახში თავი.
-ჰელლოო...... შეიძლება შემოვიდე? მკითხა და ჩემ წინ სავარძელში ჩაეხეთქა.
-არა, არ შეიძლება. ვუპასუხე ღიმილით და სკამიდან წამოვდექი.
-უჰ... მიდი ერთი შენ გაზრდას, წყალი მომირბენინე რა. დაიჯღანა და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოალაგა.
-იქნებ ყავა? ვუთხარი ზრდილობიანად, მანაც გაკვირვებულმა ამომხედა, მაგრამ როცა ჩემი სახე დაინახა, ყველაფერს მიხვდა.
-ეჰეჰეე.. ერთ ჭიქა წყალს მაყვედრი გოგო? მიდი, მიდი დროზე და წავედით. დააიგნორა ჩემი სახე და უფრო კარგად მოეწყო სავარძელში.
-ჯერ ერთი, ფეხები ჩამოალაგე და მერე, სად მივდივართ?
-უჟმური.. ჩაიდუდღუნა და ფეხები უფრო კარგად შემოაწყო მაგიდაზე. -სად უნდა წავიდეთ, სახლში, დაგიმთავრდა გენიოსო სამუშაო საათები უკვე. მიპასუხა მან და თვალებით წყალზე მიმანიშნა საცოდავად. მე მაშინვე საათს დავხედე და აშკარად გავოცდი, როცა საღამოს 7 საათი დავინახე.
-უი.. დღეს იმდენი საქმე მქონდა, ვერც კი შევნიშნე დრო როგორ გავიდა. ჩავილაპარაკე გაოგნებულმა და დანტეს წყლით სავსე ჭიქა გავუწოდე.
-უიმეე... გაჩედი გოგოო......... მითხრა ცინიკურად და ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-ფუუუ........ რა იყო ახლა ეგ??? კარგი რააა.... მეტჯერ აღარ მითხრა ეგ ფრაზა, თორემ მოგკლავ და იცი,რ ომ გამკეთებელი ვარ. დავიმანჭე მე.
-აჰაა... რადგანაც ნერვები გეშლება, ხშირად მომიწევს კიდევ გამოყენება. გაიკრიჭა დანტე და ფეხზე წამოდგა. -ჰაა.. მოემზადა დროზე და წავედით რა. მოვკვდი მთელი დღე შიმშილით.
-და წასულიყავი მერე, რას მელოდებოდი? ვკითხე და ქურთუკი მოვიცვი.
-და ვინ გითხრა, რომ შენ გელოდებოდი? ვარჯიში გამიგრძელდა უბრალოდ დიდხანს და მაგიტომ შევყოვნდი. ჩაიდუდღუნა მან და კარებისკენ წავიდა ბურდღუნით.
-ჰოო .. დილის 7 -დან საღამოს 7-მდე... ასე თუ გააგრძელა თქვენმა გუნდმა, ლიგასაც მოიგებთ. გამეცინა და ყურადღება აღარ მიმიქცევია მისი ბუზღუნისთვის , ისე გამოვედი ოთახიდან. ფეხით გავუყევით სახლამდე გზას და დაახლოებით 20 წუთში მივაღწიეთ კიდეც.
-წავედი მე. ვუთხარი, როცა კართან მივედით მთქნარებით და ჩანთაში გასაღების ქექვა დავიწყე. მას კი ხმა არ გაუცია, ისე ჩამავლო კაპიუშონში ხელი და თავისი სახლისკენ წამათრია. -დავიხრჩე, ვერ ხარ შენ? გამიშვი ხელი. ვხრიალებდი მე. მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა, მიდიოდა და მიმათრევდა კაპიუშონით. თავისი სახლის კარი უპრობლემოდ გააღო და მხოლოდ მაშინ გამიშვა ხელი, როცა სახლში შევიდა და კარი მიკეტა.
-სად მიდიხარ, ჩვენთან მოდი რა, აქ ვივახშმოთ და მერე ფეხბურთი ვითამაშოთ. გუშინ ხომ ვერ მოვახერხეთ? ისეთი თვალებით შემომხედა, ხმა აღარ ამომიღია. უბრალოდ ქურთუკი გავიხადე და მას გავუწოდე, თვითონ კი ლიზისთან დავაპირე ოთახში შესვლა, მაგრამ მისი ხმა სამზარეულოდან გავიგეთ და იქით მივაშურეთ.
-მოხვედით? ზუსტად ახლა დავასრულე ვახშმის მომზადება, ხელები დაიბანეთ და მოდით რა. გვითხრა ფქვილში ამოგანგლულმა და ისევ თავისი საქმე განაგრძო. -უი, ბიჭო, დღეს დედა და მამა ისევ იქ რჩებიან. ნამეტანი გაუტკბათ ნათესაობა ხო იცი ... გაიცინა ლიზიმ. მე და დანტემ გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს და სააბაზანოსკენ ავიღეთ გეზი.
-ლიზი როგორ ხარ? ვკითხე დანტეს შემოსვლამდესამზარეულოში და მაგიდასთან დავიკავე ადგილი.
-კარგად თეოთე. მადლობა გუშინდელისთვის... ძალიან დამეხმარე მართლა.. მითხრა მორიდებით და ჭადები თეფშზე დაალაგა. სწორედ ამ დროს შემოვიდა დანტეც.
-ლიზი, მე... მე... ბოდიში. მხოლოდ ამის თქმა მოახერხა, მაგრამ ამ ერთ სიტყვაში იგრძნობოდა ყველა ემოცია, რასაც განიცდიდა, ის ტკივილი და ის სევდა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და მის თვალებს ზამთრის ცის ფერს ხდიდა.
-რატომ მიხდი დანტე ბოდიშს? არაფერი არ გაქვს საბოდიშო. პრინციპში სანდროც არ არის ძალიან დამნაშავე, უბრალოდ მომწონხარო მითხრა და მილიონჯერ გამიმეორა. ცუდი არაფერი უკადრებია, მართლა, არ ვიცავ, უბრალოდ მე არ მსიამოვნებდა, როცა ყოველ წამს მიმეორებდა ამას და.... აქამდე მაგიტომ არ გითხარი, რომ ვიცოდი მსგავსი რეაქცია გექნებოდა, არ გამიბრაზდე რა და ნუღარც სანდროს გაუბრაზდები, უხერხულად ვგრძნობ თავს... ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ასე სცემე. ხომ მოაგვარებ დანტე ყველაფერს? ხომ მოაგვარებ?! ლიზი ძმას ამღვრეული თვალებით უყურებდა და პასუხის მოლოდინში დაძაბულ სახეს ვერ იშორებდა.
-შენ ნურაფერზე ნუ ინერვიულებ. ველაპარაკე დღეს მე უკვე სანდროს და გავარკვიეთ ყველაფერი.
-ჰოდა , აღარ ვილაპარაკოთ რა ამ თემაზე და მითუმეტეს ის არ მინდა, რომ შენ ინერვიულო , ან თავი დაინდანაშაულო უსაფუძვლოდ. კარგი? გაუღიმა ლიზიმ თბილად და ერთი თავით მაღალ ძმას ჩაეხუტა.
-კარგი. დაიჩურჩულა დანტემაც და ხელები შემოხვია. მომენტალურად გაუხდა თვალები ისეთი საოცარი, როგორიც მე მიყვარდა.
-დავსხდეთ ახლა, თორემ გაცივდა საჭმელი და ჩამეყარა წყალში ამდენი ხნის წვალება. გაიკრიჭა ლიზა და პირველი მიუჯდა მაგიდას, ჩვენც მას მივბაძეთ. ისე ვიყავით დაღლილები, რომ ხმა არც ერთს ამოგვიღია, გემრიელად ვილუკმებოდით და მხოლოდ თვალებით კონტაქტს ვჯერდებოდით.
-ესეც ასეე...... ახლა რაზეც გინდათ მელაპარაკეთ.. ძლივს თვალებში გამოვიხედე , მოვკვდი დღეს მშიერი კაცი ეე... გაიზმორა და კმაყოფილმა გადაგვავლო თვალი.
-ჰოდაა დუელში გიწვევ... გავუცინე მე და და ჩანგალი მოვიღერე.
-ლიზი, მანდილი მოამზადე, დუელი აქვს შენს ძმას. გაიკრიჭა დანტე და გაკვირვებულ ლიზის გადახედა, რომელიც აშკარად ვერ ხვდებოდა საქმის ვითარებას. -ჰა, ადექი დროზე და დავიწყოთ თამაში. მოგვაძახა დანტემ და სამზარეულოდან გავიდა სიცილით.
-მოიცა, რას აპირებთ თქვენ? მკითხა გაკვირვებულმა ლიზამ.
-წამოდი და დაინახავ. გავუცინე და მეც დანტეს გზას დავადექი.
-წაგებული რას აკეთებს? ვკითხე დანტეს როცა მისაღებში შევედი.
-მოგებულს პასუხობს ყველა კითხვაზე, მთელი ღამე. თან ხვალ შაბათია, სამსახურში არ ხარ წასასვლელი და აქ დარჩი ბარემ, რომ მთელი ღამე გაგამწარო.
-მაგასაც ვნახავთ, ვინ ვის გაამწარებს რა. გავიცინე და თავდაჯერებულმა გადავხედე.
-თქვენ რა ფეხბურთის თამაშს აპირებთ? გვკითხა გაოცებულმა ლიზამ და ჩაის ჭიქები დააწყო მაგიდაზე.
-დიახ, დიახ. შენი ძმა უნდა გავამწარო. გავიჯგიმე მე.
-რაღაც ეჭვი მეპარება, საკმაოდ კარგად თამაშობს და ჯერ არ მახსოვს , ვინმესთან წაეგოს, ასე , რომ ნუ დასთანხმდები. გამიღიმა ლიზიმ და მრავლისმეტყველად ჩამიკრა თვალი.
-ჰმ... არც მე ვარ ცუდი მოთამაშე. მამა სულ ბიჭზე ოცნებოდა და მეც ბავშვობიდან შემაყვარა ფეხბურთი.. ასე რომ დანებებას არ ვაპირებ.
-ეეეჰ... თქვენგან განსხვავებით, მე ხვალ ვმუშაობ და რაღაც მასალები მაქვს დასამუშავებელი. ზრდასრულებივით როცა დაიწყებთ საუბარს, დამიძახეთ მეც შემოგიერთდებით. მოგვაძახა ლიზამ და ოთახიდან სწრაფად გავარდა, რომ დანტეს ნასროლი ბალიში აეცილებინა.
-აჰაა... დავიწყოთ? მკითხა ეშმაკურად და ჯოისტიკი მოიმარჯვა.
-დავიწყოთ. მე ბაიერნით ვთამაშობ, არ მაინტერესებს.
-ითამაშე მერე, ვინ გიშლის, მე მაინც რეალს ვირჩევ.
-უუხ... მაინც წააგებ. შევუბღვირე მე და დივანზე კომფორტულად მოვეწყვე.
-გაჩერდი გოგოოო........ ისევ ის ცინიკური, გამაღიზიანებელი ფრაზა და ჩემი გამწარებული სახის დანახვით გამოწვეული ფხუკუნი.
-რომ წააგებ, მერე გიჩვენებ გაჩერებას. საზიზღარო. ჩავიბურდღუნე მე და თამაშიც დაიწყო. უნდა ვაღიარო, რომ მართლა ზედმეტად ძლიერი მოწინააღმდეგე იყო ჩემთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგდებით თამაშობდა, პირიქით, მთელი სერიოზულობით იყო თამაშში ჩართული და ყველა ჩემს შეტევას ბლოკავდა. საბოლოოდ მაინც წავაგე, 3-2 დასრულდა თამაში დანტეს სასარგებლოდ.
-ბოლო გოლი არ ითვლება, ჯარიმა იყო. ჩავიდუდღუნე მე და გაბუსხული მივაჩერდი მოცინარ დანტეს.
-ჰო ჰოო... „სუდია პიდარასტ“... რა ჯარიმა გოგო, გაგანადგურე. ვსო! რაც არ უნდა გკითხო დღეს ყველაფერზე მპასუხობ, გასაგებია? მკითხა ნისნისმოგებით და ჯოისტიკი დივანზე მიაგდო.
-ჰო .. ვიცი! რა გაინტერესებს აბა?!
-ვის უყურებდი ხოლმე ფანჯრიდან?
-შენ. ვუპასუხე ხმადაბლა და დავინახე, როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-ჰოო... ის კი ვიცი, რატომაც არ მოდიოდი ჩემთან სალაპარაკოდ. მაშინ მეორე კითხვა, გახსოვს პირველად როგორ შევხვდით ერთმანეთს?
-კი...
-ჰოდა, რა იფიქრე მაშინ ჩემზე?
-ვიფიქრე, რომ ყველაზე ლამაზი ღიმილი გაქვს დედამიწის ზურგზე, რომ შენი თვალები ზაფხულის სავსემთვარეობისას აჭრელებული ღამის ცასავითაა... გავოგნდი, როცა ჩამოხვედი და იმ უცნობს დაეხმარე. დამბურძგლა, როცა ჩამეხუტე, რომ ხალხს ჩემზე ჭორაობა შეეწყვიტა... გული დამწყდა, რომ არ ჩამომყევი, რადგანაც მივხვდი, რომ შეიძლებოდა ვეღარასდროს მენახე. კიდევ ერთხელ შევხედე დანტეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდახრილი მისმენდა, მაინც დავინახე, რომ იღიმოდა.
-როცა მეორეჯერ მნახე?
-ეგ უნივერსიტეტში იყო. იმდენად შეცვლილი მეჩვენე ამ ორი წლის განმავლობაში, რომ ვერც კი გიცანი. აღარ იღიმოდი, სულ იბღვირებოდი.... მაგრამ მერე მოხდა ის ინციდენტი... და მაშინ იგი შეგარქვი... ვაღიარე, რომ შენნაირი ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ, მისაბაძ ადამიანად გაგიხადე... შენი სიმართლის შემშურდა და ამაყად ვიგრძენი თავი, როცა შენს მითითებულ სწორ გზას დავადექი მეც . ეგეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ საკუთარი თავით. ვთვლი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მივიღე და ეს შენი დამსახურებაა, შენი და შენი მართალი ხასიათის.
-და ახლა რას ფიქრობ?
-ახლა? ახლა ვფიქრობ, რომ ხარ ჯიუტი, აუტანელი, მაგრამ საოცარი დანტე... უბრალოდ არ მესმის ასეთი საოცარი როგორ შეიძლება იყო. სულიერად ლამაზი ხარ, გარეგნულად ლამაზი ხარ, სახელიც კი ლამაზი გაქვს... არ შეიძლება უბრალოდ რომ ადამიანი ასეთი სრულყოფილი იყოს, ღმერთმა კალთით დაგაყარა სიკეთე, ადამიანურობა... ცხოვრებაში არ შემხვედრია შენზე სწორი, შენზე მართალი, ალალი და კეთილი ადამიანი. გავოგნდი, როცა დავინახე, როგორ დაჯდა თორნიკე, შენს უბრალო სიტყვაზე, როცა ლაშამ ლამის დაახეთქა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია... დამბურძგლა, როცა შენს დაზე ასეთი ემოციით ყვებოდი, როცა თავს იდანაშაულებდი იმაში, რაც არ დაგიშავებია. როცა სანდრო მარტო არ დატოვე, როცა გველი მომაშორე, მიუხედავად იმისა, რომ შენ თვითონ გეშინოდა, როცა ჩემი ხუშტურები აიტანე... შენ დანტე ხარ... ერთადერთი დანტე... განსაკუთრებული დანტე, განსაკუთრებული სახელით.... იმდენი რამის თქმა მინდა კიდევ, იმდენის, მაგრამ... უნიჭო ვარ... არ მაქვს ძალა, რომ ჩემი ემოცია ბოლომდე გადმოვცე.. უბრალოდ არ მაქვს საკმარისი სიტყვების მარაგი.. პირველად ვლაპარაკობდი დანტესთან ჩემს ემოციებზე და ღელვასთან ერთად თავისუფლებასაც ვგრძნობდი, რადგანაც საკმაოდ რთული იყო ამხელა ფიქრების საკუთარ თავში შენახვა.
-მეე... არც კი ვიცი რა გითხრა. გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვს ჩემზე თეოთე, არ ვარ ისეთი კარგი, როგორადაც მახასიათებ...მითხრა დაბნეულმა და პირველად შემომხედა ამ დროის მანძილზე.
-მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ რასაც ვფიქრობ და ვამბობ.... ასე რომ ჩემი სიტყვების სისწორეშიც დარწმუნებული ვარ და ნუ მედავები გეხვეწები. გავუცინე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მაგრამ ის მაინც დაძაბული იყო.
-წადი, დაიძინე ახლა.
-აღარაფერი არ უნდა მკითხო?
-არა, აღარ მინდა... თუ რამის თქმა მოგინდება, მინდა , შენ თვითონ , შენი სურვილით მითხრა და არა ნაძლევისგამო. ზედმეტად ბეევრი გალაპარაკე ისედაც და ბოდიშს გიხდი მაგისთვის. წადი ახლა, კარგად გამოიძინე, ხვალ ქალაქგარეთ მივდივართ და ენერგია დაგჭირდება.
-ეეე.. სად მივდივართ? ხვალ რომ დედა და მამა მოდიან მერე ჩემთან?
-საღამოს დავბრუნდებით უკან, ნუ ნერვიულობ და სად მივდივართ -ეგ სიურპრიზია.
-აუუ, მაშინ მირჩევნია სახლში დავრჩე რა , მოვემზადები ხვალისთვის რა.
-კარგი, ასე იყოს. ტელეფონი არ გამორთო, რომ დილით დაგირეკო.
-კარგი და როგორი ტანსაცმელი დამჭირდება ეგ მაინც მითხარი?
-რაც შეიძლება თბილი. ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. -წამოდი, გაგაცილებ.
-რა გაცილება მინდა, შენ გვერდზე ვცხოვრობ.
-დროზე, გელოდები. ყურადღება არ მიუქცევია ჩემი სიტყვებისთვის. დაფიქრებულმა გამიღო კარი და წინ გამატარა.
-ღამემშვიდობის დანტე. ვუთხარი როცა კარი გავაღე. მან კი უბრალოდ თავი დამიქნია და დაფიქრებული შებრუნდა შინ. დუდღუნით შევედი სააბაზანოში და ცხელი წყლის ქვეშ გავიტრუნე. მალევე დავწექი დასაძინებლად და ემოციებისგან დაღლილს, მაშივე წამართვა ძილმა თავი. დილით კი დანტეს ზარმა გამაღვიძა.
-ჰოო... ვუპასუხე ჩურჩულით .
-ნახევარ საათში მზად იყავი. ჩამძახა ტელეფონში ომახიანად და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი , იქამდე გამითიშა.
-იდიოტი.. წამოვიყვირე ხმამაღლა და ფეხზე უცებ წამოვხტი. ზუსტად ნახევარ საათში კი უკვე გამზადებულმა გავაღე სახლის კარი და კედელზე ცალი მხრით მიყრდნობილ დანტეს შევუბღვირე.
-რა კარგ ხასიათზე ხარ დილიდან.. მომაძახა ზურგს უკან და ჩემთან ერთად დაეშვა კიბეზე.
-სად მივდივართ აბა? დავაიგნორე მისი ცინიზმი და ძალამოსულმა ხელები გავავარჯიშე.
-სად და ყაზბეგში. მომესმა სადარბაზოში ნაცნობი ხმა და მეც ხმის ავტორისკენ გავიხედე, იქ კი გაკრეჭილი თორნიკე შემრჩა ხელთ.
-თორნიკე გამარჯობა. ვუთხარი ღიმილით და საკოცნელად წამოსულ ბიჭს ლოყა დავახვედრე.
-დილამშვიდობისა თეო, წამოდით დროზე თორე ლაშა მანქანაში ზის და ისე იბღვირება, იქ უფრო ცივა, ვიდე ყაზბეგში.
-აუ თქვენ.... რა გელაპარაკოთ საერთოდ რა... ხელი ჩაიქნია დანტემ და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას მანქანამდე. ჩვენც მას მივყვებოდით.
-მოიცა, ლიზი არ მოდის? ვიკითხე, როცა მანქანაში მხოლოდ სამ ბიჭთან ერთად აღმოვაჩინე საკუთარი თავი.
-არა, მაგას ეგეთი პონტები არ ევასება ტო, თან დღეს მუშაობს და. გაიკრიჭა ისევ თორნიკე და ჩემ გვერდით მოთავსდა. დანტე კი ლაშას მიუჯდა წინ და ამ უკანასკნელმაც მაშინვე დაძრა მანქანა.
-აჰაა.. გასაგებია... ისე ამ სიცივეში რა ყაზბეგი აგიტყდათ? ვიკითხე მე და სამივეს თვალი მოვავლე.
-ასეთ სიცივეშია ყაზბეგი ყველაზე მაგარი. აი ამ ბედოვლათს სახლი აქვს იქ და უქმეებზე მივდივართ ხოლმე, მწვადების საჭმელად, წარმოდგენა არ გაქვს რა გემრიელია ყაზბეგის სუფთა ჰაერზე შემწვარი ხორცი. გაიცინა ისევ თოკომ და საჭესთან მჯდომ ლაშას წამოარტყა თავში. მან კი პასუხად მხოლოდ შეუბღვირა და ისევ გზას გახედა.
-ლამაზი ბუნებაა ძალიან, ნახავ მოგეწონება. ჩემკენ შემობრუნდა დანტე და ისე თბილად გამიღიმა, ყაზბეგამდე ვეღარ მოვახერხე ხმის ამოღება... ლაშას სახლის მიმართულებას რომ დავადექით , გზად მოხუცი შეგვხვდა... ნელი ნაბიჯით მიიკვალავდა გზას , ზამთრის საშინელ სუსხში. ლაშამ გვერდით ჩაუარა და მშვიდად განაგრძო გზა. მე კი თვალები ამიწყლიანდა... წარმოვიდგინე, როგორ სციოდა იმ მოხუცს და გული მომიკვდა. უკან შევბრუნდი და სევდიანი გავყურებდი მას, როცა დანტემ დაიგრგვინა.
-გააჩერე. ლაშამ მომენტალურად დააჭირა მუხრუჭს ფეხი და მე ინერციით წინ გადავვარდი.
-რა მოხდა ტო? ლამის გული გამიხეთქე. თქვა შეშინებულმა ლაშამ და გულზე ხელი მიიჭირა.
-და გული მაშინ არ გაგისკდა, როცა ამხელა თოვლში და სიცივეში მიმავალი მოხუცი დაინახე? აზრადაც არ მოგივიდა , რომ გაგეჩერებინა ხო? გამოსცრა კბილებში დანტემ. ლაშას ხმა არ გაუცია, უკან გაიხედა, შემდეგ კი მანქანა უკუსვლით დაძრა და ზუსტად მოხუცთან გააჩერა.
-ბაბუ დილამშვიდობის, საით გაგიწევია? ფანჯრიდან თავი გაყო დანტემ და მოხუცს გაუღიმა.
-მშვიდობა მოგცეთ შვილო ღმერთმა. აი აქვე მივდივარ ბაბუ, მაგრამ თოვლის გამო მიჭირს, აღარც მუხლი აღარ მემორჩილება, ვეღარც თვალებიდან ვხედავ.
-დაჯექი და იქ მიგიყვანთ, სადაც გენდომება. გაუღიმა დანტემ. მოხუცმაც ღიმილით დაუკრა თავი და სიცივისგან გაყინული თითებით გამოაღო უკანა კარი. მე შუაში მივიწიე და მოხუცს ადგილი გავუთავისუფლე.
-გამარჯობათ შვილებო.. გაგახარებთ ღმერთი, მეგონა ვეღარასდროს მივაღწევდი სახლამდე ისე შემცივდა. თქვა შემცივნულმა და ყველას ღიმილით მოგვავლო თვალი.
-გამარჯობა. ვუპასუხე მე და გახარებული დანტეს მივაჩერდი. ისეთი ამაყი ვიყავი იმ წამს მისით... კიდევ ერთხელ გამაოგნა... ამ ბიჭის სულს და სიკეთეს არ ჰქონდა საზღვარი. ვითომ პატარა, უმნიშვნელო რაღაც გააკეთა, მაგრამ არა, რატომ უმნიშვნელო? რატომ თოკოს და ლაშას არ მოაფიქრდათ, მოხუცისთვის მანქანის გაჩერება? ეს მათთვის ნორმალური მოვლენა იყო, სწორედ ამით განსხვავდებოდა დანტე ყველასგან, ის ყველაზე პატარა დეტალსაც კი ამჩნევდა და არასდროს არ ტოვებდა გაჭირვებულს დახმარების გარეშე, არასდროს ხუჭავდა თვალს ვიღაცის ტკივილზე... იმასაც კი ვერ ვხვდებოდი, რანაირად ახერხებდა ამდენი ადამიანის ტკივილით ცხოვრებას, მას ხომ მარტო ნათესავები არ აღელვებდა, არა, დანტე ყველასთვის იყო.... მას ყველას გაჭირვება აწუხებდა და ყველას ტკივილი სტკიოდა..... დანტე ყველაზე საოცარი იყო....
ფიქრებში წასული ვერც კი მივხვდი, როდის მივედით მოხუცის სახლამდე. მადლობის ნიშნად რამდენიმე ჩურჩხელა დაგვიტოვა, დაგვლოცა და თავის ტკბილ სახლში შევიდა. ღიმილით გავაყოლე თვალი და როცა ჭიშკართან მისი მომღიმარი ცოლი დავინახე, კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული. ხელკავი გამოსდო და მეუღლესთან ერთად გაუჩინარდა ჭიშკარს მიღმა.
ჩვენც მალევე მივედით ლაშასთან. სახლი ძალიან მყუდრო და თბილი იყო მიუხედავად ასეთი სიცივისა. ბიჭებმა სწრაფად დაანთეს ბუხარში ცეცხლი და ოთახიც შეშის სასიამოვნო ტკაცუნის ხმამ მოიცვა... იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი გარემოთი, რომ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი იქ სამუდამოდ...
მალევე გავაწყვეთ მაგიდა და გარშემო შემოვუსხედით. სუფრის გაძღოლა დანტემ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ის და ლაშა სვამდნენ, მაინც ზედმეტი რუდუნებით და სიფრთხილით ასრულებდნენ ქართული სუფრის ყველა წესს და ამით ინარჩუნებდნენ ძველ ქართულ სულს... თოკო საჭესთან უნდა დამჯდარიყო, ამიტომ ვერ სვამდა, თუმცა ეს სულაც არ უშლიდა სახალისო ისტორიების გახსენებაში ხელს.
-დღეს 25 თებერვალია... ამდენი წლის მერე, ვსხედვართ სუფრასთან და რა შეგვიძლია?! მხოლოდ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც შეეწირნენ საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელ არმიას და სამუდამოდ გააწითლეს ეს დღე საქართველოს ისტორიაში... რა უნდა ვთქვათ... როგორ გადავუხადოთ მადლობა იმ თავგანწირვისთვის... იმ საშინელი დღისთვის... მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ვერაფერს გახდებოდნენ, მაინც არ დაიშურეს თავი.. მაინც სიცოცხლის ბოლო წვეთამდე განაგრძობდნენ საქართველოს დაცვას... ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მათი სახელი არასდროს მივცეთ დავიწყებას, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვეთ მათ შესახებ... ფეხზე წამომდგარმა დაიწყო საუბარი დანტემ... ისეთი სხვანაირი იყო, სერიოზული და ამაყი... სიტყვის თქმისაც კი მომერიდა... საქართველოზე შეყვარებული ქართველი, რომელიც სიამაყით საუბრობდა ქვეყნის წარსულზე და ხმაც კი უთრთოდა.... სამივე გასუსულები შევცქეროდით აზროვნებით საერთოდ სხვა საფეხურზე მყოფ დანტეს და გულისფანცქალით ველოდით ყოველ მის მომვდევნო სიტყვას.. მანაც არ დააყოვნა, ბოხი, ხრინწიანი ხმით დაიწყო ლექსის თქმა და საერთოდ სხვა განზომილებაში გადამიყვანა.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
გულღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
დაცხრა კოჯორი და ტახმელა
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად, გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!


თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...
იმხელა გრძნობა , იმხელა ემოცია იკითხებოდა მის თითოეულ სიტყვაში, ცრემლები ვერ შევიკავე. ხელის გულით ვიშორებდი, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგორებულ ცრემლებს და დამშვიდებას ვეღარ ვახერხებდი. დანტემ ლექსი დაასრულა, ჭიქა ბოლომდე გამოცალა და ღიმილით გადმომხედა.
-საქართველო არასდროს არ განადგურდება, იმიტომ რომ კიდევ სტკივათ, მისი ტკივილით დღესაც ტირიან ქალები... ჩაილაპარაკა ღიმილით და კიდევ ერთხელ გადმომხედა მაგიდის თავიდან.მე უხერხულად შევიშმუშნე და თავი დაბლა დავხარე. -ახლა კი დროა წავიდეთ, თორემ მაგ ქალბატონის მშობლებიელოდებიან და გაგვიბრაზდებიან, დროზე რომ არ დავაბრუნოთ სახლში. ბიჭები უპრობლემოდ დასთანხმდნენ. სახლი მივალაგეთ და მანქანისკენ ავიღეთ გეზი. დანტე ამჯერად ჩემ გვერდით დაჯდა.
-შენ წინ არ იჯექი წეღან? ვკითხე ჩურჩულით.
-ახლა აქ მინდა. მიპასუხა იგივე ტონით და მხარზე თავი დამადო. -არ შემაწუხო, თბილისამდე გამოძინება უნდა მოვასწრო. განაგრძო საუბარი და უფრო კომფორტულად მოკალათდა .
-როგორც თქვენ ინებებთ. ჩავილაპარაკე ირონიულად, მაგრამ მაინც ისე გავაკეთე, როგორც მას უნდოდა. გავისუსე და თბილისამდე მართლაც არ გავნძრეულვარ. სახლში მისულებს დედა და მამა უკვე შინ დამხვდნენ. დანტემ ბიჭები სახლში შეიყვანა, მერე კი ჩემთან გამოვიდა და ჩემს მშობლებს გაეცნო, მათაც რომ გაიგეს კატოს შვილიშვილი იყო, სიხარულით ცას ეწივნენ და დიდი სიამოვნებით დასთანხმდნენ მიპატიჟებას. ლამის გათენებამდე მხიარულობდნენ. დანტეს მშობლებიც შინ დაგვხვდნენ და სიხარულით მიიღეს ჩვენი ოჯახი. ძალა გამოცლილი მაშინვე გავითიშე, როგორც კი ბალიშზე თავი დავდე.



















...........
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ზლაზვნით წამოვიწიე იდაყვებზე და შემდეგ ფეთიანივით წამოვხტი, როცა გამახსენდა რომ ეკლესიაში უნდა წავსულიყავი. სწრაფად მოვემზადე, სამზარეულოში მოფუსფუსე დედას ლოყაზე ვაკოცე და თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეზე. ტაძარში საკმაოდ დიდხანს შევყოვნდი, იქიდან კი სულიერად ამაღლებული გამოვედი და სეირნობით გავუყევი გზას სახლამდე... ზამთრის მიუხედავად, საკმაოდ თბილი და მზიანი დღე ესტუმრა თბილისს... სახლის ქვემოთ კი ნამდვილი გაზაფხული დამხვდა. მზიან ამინდს მონატრებული ბავშვები გარეთ გამოკრეფილიყვნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ. უუხ როგორ მიყვარდა ეს პერიოდი, გარეთ ბავშვების ჟრიამული რომ ისმოდა გამუდმებით... მუხლებგადატყავებულები რომ დარბოდნენ და ენერგიას ბოლომდე ვერ ხარჯავდნენ.
-ბავშვებო, მეც მათამაშებთ? მივედი ერთ-ერთ ბავშვთან და ჩანთა იქვე, სკამზე მივაგდე.
-და კაბა რომ გაცვია? ამომხედა დაკვირვრევებით.
-მაგისთვის კაბას არ აქვს მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, აღარც ახსოვდა, რომ კაბა ეცვა. გავიგე ნაცნობი ბოხი ხმა და ზანტად შევბრუნდი მისკენ.
-დანტეეე.... იყვირეს ბავშვებმა ერთდროულად და გარს შემოეხვივნენ. ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, უნებურად მეც გამეღიმა.
-რატომ უყვარხარ ბავშვებს ასე? არ იციან, ალბათ, რა აუტანელიც ხარ. ვუთხარი ყალბი ღიმილით, როცა ჩემ გვერდით დადგა.
-არა, ბავშვები გრძნობენ ნამდვილ სიყვარულს... წრფელ და ალალ გულს. ასე რომ......
-ისინიც გააბი ხო შენს მახეში? ჩავიბურტყუნე ჩემთვის, მაგრამ როგორც ჩანს მაინც გაიგო.
-და კიდევ ვინ გავაბი? მკითხა ხითხითით და დაეჭვებით შემომხედა.
-ყველა. მოვუჭერი მოკლედ.
-მაინც?? არ მეშვებოდა დანტე.
-ოოო... დამანებე თავი , ვახ. შევუბღვირე და ბურთისკენ გავეშურე.
-იცი მაინც, როგორ უნდა დაარტყა? მკითხა ხითხითით და ორ ნაბიჯში დამეწია.
-შენ წარმოიდგინე და ვიცი.
-არა, ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ კაბაში საკმაოდ რთული უნდა იყოს ბურთის დარტყმა. სიცილს ძლივს იკავებდა.
-შენი საქმე არაა, აი ნახავ ახლა. ბავშვებო, ბურთი მომეცით. გავძახე ბიჭებს და მათაც მაშინვე გამომიგორეს. ბურთი ფეხებთან გავისწორე. ჩემი აზრით კარგად მოვზომე მანძილი კარამდე, შემდეგ კი რამდენიმე ნაბიჯი უკან დავიხიე და მთელი სისწარაფით გავქანდი. ბურთი ისეთ სიმაღლეზე ავარდა ზევით, რომ კარგ მეკარეს შეშურდებოდა, მეც კი მიკვირს, სად მქონდა ამხელა ძალა. სამწუხაროდ, კარი არა, მაგრამ მეზობლის ფანჯარა ავიღე შტურმით.... წამში ყველაფერი გაიყინა, ხმას აღარავინ იღებდა.. სანამ პირველი სართულის ჩამტვრეული ფანჯრიდან ქალის განწირული კივილი არ გავიგე.....
-უუუხ თქვე ნადირებო... მერამდენე ფანჯარა უნდა გამოვცვალო ჰა? ღმერთი არა გწამთ? გადით შვილო გვერდზე ითამაშეთ. ჩემი ფანჯარა კარს გავს? რა გინდათ რა? თქვენ უნდა მომიღოთ ბოლო?? ქოთქოთებდა ქალი და ხელებს უმისამართოდ აქნევდა. ბავშვები რამდენიმე წამი გასუსულები იდგნენ , შემდეგ კი ყველამ ერთდროულად დაიწყო ყაყანი.
-ჩვენგან რა გინდათ მერი ბებო ?! აი ამან ჩამოამტვრია თქვენი ფანჯარა. ან როგორ მოაწვდინა მანდამდე ბურთი.. ქალმა გაოცებულმა გადმომხედა და თავში ხელი წამოიკრა.
-ტიტუუ........ ახლა კიდევ გოგოებიც მერჩიან. რა გინდა შვილო, რაა? რამდენი წლის ხარ? რა დროს შენი ბურთი და ეგეთი მასხრობებია? რა ვქნა ახლა მეე...... აბა შენ ქალი ხარ? ჩემ დროს ქალი როგორ გაიხედავდა ბიჭების თამაშებისკენ... როგორ გაბედავდა,მხოლოდ დედა-შვილობანას ვთამაშობდით ხოლმე, აი ეგაა, რომ გადაგვარდით ეს თაობა, ქალი -ქალს აღარ ჰგავს და კაცი -კაცს. აბა გაგონილა ეგეთი რამე? სადა ვთქვა რომ გოგომ ჩამიმტვრია ფანჯარა?! მოხუცი არ ჩუმდებოდა, მე კი დასჯილი ბავშვივით თავდახრილი ვიდექი და გაწითლებული ვუსმენდი მის ლანძღვას. სიტუაცია დანტეს სიცილმა განმუხტა, ჯერ ოდნავ აფხუკუნდა, შემდეგ კი ისეთი ხმით ახარხარდა, ყველა მას უყურებდა... წამში გადაიქცა ინციდენტი სახუმარო თემად და ყველამ სიცილი დაიწყო, მერი ბებოც კი ვეღარ ახერხებდა სერიოზულად ლაპარაკს.
-არაა...... აბა სადა ვთქვა შვილო, რომ ამხელა გოგომ ჩამომიმტვრია ფანჯარა ჰა??? მეკითხებოდა სიცილით და ცალი ხელით ცრემლებს იწმენდდა.
-მერი ბებო, თქვენ მადლობა თქვით, რომ მხოლოდ ერთი ფანჯარა ჩალეწა.... ხითხითებდა დანტე და მარჯვენა ხელს მუცელზე იჭერდა. -ვაიმეე... ვაი... აღარ შემიძლია.. სიცილისგან უკვე ხრიალებდა... სხვებიც მას გავდნენ, ვეღარავინ ვეღარ ლაპარაკობდა. ერთიანად გაწითლებულიყვნენ. ზოგი მიწაზე იკლაკნებოდა, ზოგი ხტუნავდა, ზოგი ცრემლებს იწმენდდა. მე კი ვიდექი დარცხვენილი და ჩემს თავს ვწყევლიდი...
-წადი ახლა შენ სახლში , მე მოვაგვარებ ყველაფერს და მეც ამოვალ. ჩამჩურჩულა დანტემ ყურში. მე დაეჭვებულმა გავხედე, მაგრამ ის აღარ იცინოდა, სრული სერიოზულობით მელაპარაკებოდა. ხმისამოუღბლად დავუქნიე თავი. ჩანთა ავიღე და სადარბაზოსკენ გავეშურე.
კართან დედა დამხვდა წარბშეკრული.
-თეოთე.. ისეთი ხმით დაიწყო, მივხვდი, რომ ყველაფერი იცოდა. -ამის გამო გადმოხვედი მარტო საცხოვრებლად? შენს უბანში არ გყოფნიდა მეზობლის ფანჯრები და ახლა ამ ქუჩის განადგურება განიზრახე ხომ?
-შენ საიდან გაიგე? ვკითხე ღიმილით, მაგრამ მან წარბები მაინც არ გახსნა,
-იმხელა ხმაზე აკივლებდი შვილო იმ ქალს, ჩვენ კი არა მთელმა კორპუსმა გაიგო, ფანჯრიდან გიყურებდით. გარეთ გამოვიდა გიორგიც.
-სახლში მაინც შევიდეთ და ისე მეჩხუბეთ, არ შეიძლება? ჩავიბურდღუნე მე, მაგრამ ზუსტად ამ დროს დანტეც გამოჩნდა კიბეზე.
-გამარჯობა... ღიმილით მიეგება ჩემს მშობლებს.
-გაგიმარჯოს შვილო... სახლში შევიდეთ, თორემ სირცხვილია მართლა აქ დგომა, გაიღიმა მამამ და ჯერ დანტე შეატარა შიგნით, შემდეგ თვითონ შეყვა.
-მე არ შემიშვებთ? ჩავიბურტყუნე უკმაყოფილოდ და მოდუდღუნე მაიას გვერდი ავუარე. 10 წუთში უკვე მაგიდის გარშემო ისხდნენ ჩემი მშობლები დანტესთან ერთად, მე კი ობოლი ბავშვივით თავჩაქინდრული ვიდექი და ვუსმენდი, როგორ უყვებოდა მიქიანი წეღანდელ ჩემს ამბავს.
-და როგორ ააგდო მაგ სიმაღლეზე ბურთი? ან რა ძალით დაარტყა, რომ იმხელა ფანჯარა ჩალეწა. იკითხა მამამ და დანტეს გახედა.
-მეც ეგ არ მიკვირს გიორგი ბიძია? თუ რამე, თქვენს შვილს მივებარები მოსწავლედ რაა... გაიცინა დანტემ და გიორგიც აიყოლია..
-არა... იმ ქალის ხმა არ დამავიწყდება. როგორ ლანძღავდა ჩემს შვილს... ხითხითებდა მამა და ხელებს ასავსავებდა. -მე კიდევ ვამბობდი გოგო მყავსთქო.... მარა აბა?! ჯერ ჩვენს უბანში გაანადგურა ყველა მეზობლის ფანჯარა, ახლა თქვენთან გადმოვიდაა.. ვერ წყნარდებოდა მამა . დანტეც გემრიელად ხითხითებდა.
-თქვენ არ ინერვიულოთ, მოვაგვარე უკვე ყველაფერი. არაა მერი ცუდი ქალი, ასე ყვირის ხოლმე, თორემ კეთილია. რომ დაწყნარდება, ჩავიყვან ამ ქალბატონს , ბოდიშს მოუხდის და ეგაა. გაიღიმა დანტემ და მზერა ჩემკენ გამოაპარა.
-გაგახარებს დანტე შვილო ღმერთი. რა ბედნიერები იქნებიან შენი მშობლები, ასეთი შვილი რომ ჰყავთ. მე კი ეს თხა იქნება ბოლოს რომ მომიღებს. დუდღუნი გააგრძელა დედამ
-კარგი ქალო, რა მოხდა ხო... ბავშვია, ჩაუტყდა ფანჯარა, დიდი ამბავი. გამომექომაგა მამა და თვალი ჩამიკრა გამამხნევებლად.
-ვინაა ბავშვი, ამხელა გოგოა, ხომ შეუძლია ცოტა ნაზად მოიქცეს. ყალთაბანდი გაზარდე. ჰოდა მიდი და ინერვიულე ახლა. ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს მე იქ არ ვყოფილიყავი. -არა, ასე ვერ დავტოვებ ამ ამბავს. თეოთე ყიფიანო, დასჯილი ხარ, დღეიდან ერთი თვის მანძილზე გეკრძალება ეზოში ბავშვებთან ერთად თამაში. თქვა დედამ გაბრაზებული სახით. მაგრამ მისი სიტყვები რომ გავიაზრე, სიცილი ვერ შევიკავე, ხმამაღლა ავკისკისდი... მამა და დანტეც ჩემს დღეში იყვნენ. მალე კი დედაც აგვყვა. იქამდე ვიცინეთ, სანამ ძალა საბოლოოდ არ გამოგვეცალა.
-გაიგე გოგო შენ? დასჯილი ხარ დღეიდან. გიორგიმ დედას სიტყვები გაიმეორა და კიდევ ერთხელ აგვიტყდა სიცილი. როგორც იქნა დავწყნარდით და მაშინვე მერისთან წასვლა გადავწყვიტე, გადადება აღარ მინდოდა. დედამ დილით მომზადებული ნამცხვარი მომაჩეჩა და დანტესთან ერთად გამიშვა მეზობელთან. მერი ნამდვილად კეთილი ქალი აღმოჩნდა,ღიმილით მიიღო ჩემი ბოდიში და ხუმრობით გაიხსენა მომხდარი. საკმაოდ დიდხანს შევყოვნდით მასთან, შემდეგ კი დავემშვიდობეთ და გარეთ გამოვედით, იმ პირობით, რომ მეტჯერ აღარ დავუმტვრევდი ფანჯარას.





















..........

-თეოთე, შენ ადი სახლში რა, მე რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი , სამსახურში გნახავ დილით.
-კარგი, მადლობა დანტე. ჩავილაპარაკე ჩუმად და ოდნავ გავუღიმე.
-მიდი , მიდი გაიქეცი, დროებით. მომაძახა, შუბლზე მაკოცა და სანამ გონზე მოვედი, სადღაც გაქრა... ყოველთვის ყველაზე მეტად მიყვარდა, როცა შუბლზე მკოცნიდნენ. ჩემთვის სითბოსთან და სიყვარულთან ასოცირდებოდა, მეგონა, რომ დაცული ვიყავი და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. პრინციპში , დედას გარდა, არც არავის უკოცნია და ახლა დანტემ ისე ამაფორიაქა სუნთქვის დარეგულირება ძლივს მოვახერხე.
ნელ -ნელა ავუყევი სახლამდე საფეხურებს და გაშტერებული შევედი ჩემს ოთახში. ფიქრებისგან დაღლილს მალევე წამართვა ძილმა თავი. ისიც კი ვერ გავიგე, ჩემი მშობლები როდის წავიდნენ. ღამით გამეღვიძა. საათს რომ დავხედე 2 სრულდებოდა. პირსახოცს დავავლე ხელი და სააბაზანოში შევედი. შემდეგ მაღვიძარა დავაყენე და ისევ სიზმრების სამყაროში გადავეშვი.
ისე წავედი სამსახურში და ისე გავატარე 4 საათი, რომ დანტესთვის თვალი არ მომიკრავს სტადიონზე. ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ცოტა ავღელდი. უგულოდ დავიწყე საბუთებში ქექვა და სწორედ ამ დროს ჩემი კაბინეტის კარი ხმაურით გაიღო და ფორმასა და ბუცებში გამოწყობილი დანტე ამესვეტა წინ.
-რა ჯადაბაა, სად ხარ აქამდე? ან ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? ავბურდღუნდი მაშინვე.
-რა იყო , ინერვიულე? სახეზე ღიმილი შეეპარა, თუმცა მაშინვე დასერიოზულდა.
-თამაში გვაქვს დღეს, ახლა დაიწყება 10 წუთში, და მოვედი, რომ დადებითად დავიმუხტო. მითხრა მან და სერიოზულად ამათვალიერა.
-როგორ უნდა დაიმუხტო?
-დადებითად. მიპასუხა მშვიდად.
-ჰოდა როგორ?
-აი ასე. მითხრა , ცალი ხელი მაჯაში წამავლო, ფეხზე წამომაგდო და მთელი ძალით ჩამიხუტა გულში. ისე მიჭერდა მკლავებს, თითქოს შეწინააღმდეგების ან თავი მქონდა და ან სურვილი. მსუბუქად მოვხვიე მეც ხელები და ყურში ჩავჩურჩულე.
-წარმატებები დანტე... წამიერად გააკანკალა.
-არაა... მე ასეთ რეაქციას არ ველოდი, მეგონა დაიწყებდი დუდღუნს და მომზადებული მოვედი. მითხა გაკვირვებულმა და ინტერესით შემომხედა თვალებში.
-აი თამაში რომ დამთავრდება, მერე გიჩვენებ მე შენ ... ახლა კი წადი, თორემ დაიწყო თამაში უშენოდ.
-შენ ხომ კაცს არაფერს დააცდი რაა... აბურდღუნდა და გარეთ გავიდა. მეც უკან გავყევი. -სად მიდიხარ? მკითხა გაკვირვებულმა.
-სტადიონამდე გაცილებ, რომ დადებითი განწყობა არ გაგინელდეს.
-ვაა.. დღეს რაღაც მაშინებ. მითხრა მან, მაგრამ დავინახე, როგორ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე. უკვე სტადიონის შესასვლელთან ვიყავით. მან ხელთათმანები მოირგო და კიდევ ერთხელ შემომხედა.
-ფანჯრიდან გიყურებთ კარგი? გავუღიმე გამამხნევებლად.
-კარგი...
-რამდენ ბურთსაც აიღებ, იმდენ სურვილს შეგისრულებ. კარგი?
-ვააახ.... მომიწევს დღეს დაღლა, როგორც ვატყობ. გაიცინა მან და თასმის შესაკრავად დაიხარა. მაგრამ ხელთათმანით ვერ მოახერხა. -ფუ ამის... ჩაიბურტყუნა თავისთვის და მოხსნა დააპირა. მაგრამ მე არ ვადროვე. დავიხარე და თასმა მაგრად შევუკარი. გაოგნებული მიყურებდა, ხმას არ იღებდა.
-წარმატებებს გისურვებ დანტე... გავუღიმე მე, ის კი დაიხარა, შუბლზე მაკოცა და ხმისამოუღებლად შეაბიჯა სტადიონზე. კიდევ ერთხელ დამტოვა გაოგნებული. .. -ჩემს აზროვნებას თუ რამე დაემართა, დანტეს ვუჩივლებ. ჩავიბურტყუნე მე და ელვისსისწრაფით ავვარდი კაბინეტში, რომ თამაშის დაწყება არ გამომპარვოდა.
დაძაბული თამაში იყო... არც ერთი გუნდი არ აძლევდა მოწინააღმდეგეს ლიდერობის მოპოვების საშუალებას... დანტე კი........... ის უბრალოდ ბრწყინავდა... ამ დროის მანძილზე , მილიონჯერ ვნახე მისი ვარჯიში, მაგრამ თამაში პირველად... აბსოლუტურად ყველა ბურთი აიღო , რაც მისი კარის მიმართულებით ისროლეს, კულმინაცია კი პენალტი იყო... არ ვიცი, შეიძლება მხოლოდ ჩემთვის იყო საოცარი , მაგრამ მაინც დაუჯერებელი იყო, როგორ მოახერხა იმ ბურთის აღება. დანტე კარის ცენტრში იდგა, ფეხბურთელმა სწრაფი გამორბენით, მთელი ძალით დაარტყა ბურთს და მარჯვენა, უკიდურესად ზედა კუთხეში გაუშვა, ფრენა უნდა შესძლებოდა ადამიანს, რომ ისეთი სისწრაფით ნასროლი ბურთის მიმართულება გამოეცნო და გადახტომა მოესწრო, მაგრამ ესეც რომ მოეხერხებინა, ბურთის აღება ვეღარ უნდა მოეხერხებინა... მაგრამ დანტემ შეძლო... ბუმბულის სიმსუბუქით ახტა მარჯვენა კუთხეში ,, თითები მოარტყა ბურთს და კარს მიღმა გადააგდო... ისეთი ჟივილ-ხივილი ატყდა, მთელი სტადიონი ზანზარებდა. გუნდელები დანტეს მისცვივდნენ, ზოგი კისერზე ჩამოეკიდა, ზოგმა მხარზე დაჰკრა, ყველაზე მაღალმა კი თავში წამოარტყა და გაუღიმა. გაბადრული ვუყურებდი ამ სანახაობას, მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა, როცა დანტემ ჩემკენ გამოიხედა და სიცილით ჩამიკრა თვალი.
საბოლოოდ, ანგარიში 1-0 დასრულდა, დანტეს გუნდის სასარგებლოდ, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნებოდა ყველაფერი, დანტე რომ არ ყოფილიყო... ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმ თამაშში... უბრალოდ დაფრინავდა, არ დადიოდა. გონზე ტელეფონის ზარმა მომიყვანა.
-ჰო ლიზი... ჩავძახე ომახიანად .
-რა გაყვირებს გოგო, გამისკდა ყური. ამოიხავლა საცოდავად.
-შენმა ძმამ თამაში მოიგო ლიზიკო, ამ წამს დასრულდა..
-ჩემმა ძმამ ,თუ ჩემი ძმის გუნდმა? მკითხა გამომცდელად.
-ჰოო.. ისა.. შენი ძმის გუნდმა.. ჩავიბურტყუნე დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით და ტუჩები გავბუსხე.
-კარგი ჰო .. ნუ დაიბენი. აუ თეოთე, მოკლედ, ამ კვირაში ვერ გამეცადინებ რა, კატო ყოფილა შეუძლოდ და მშობლებთან ერთად მივდივარ რამდენიმე დღით.
-უიი... რას ამბობ? რა დაემართა?
-ისეთი არაფერია, ნუ ღელავ, უბრალოდ მაღალი წნევები აქვს...
-კარგი ლიზი, მთავარია კატო იყოს კარგად, რა პრობლემაა, როცა გეცლება, მაშინ ვიმეცადინოთ.
-მადლობა თეო... წავედი ახლა, თორემ ეკა მეძახის და მომკლავს, პასუხს რომ არ ვცემ. გაიცინა ლიზიმ .
-კარგი.. გკოცნი ..
-მეც თეო.. ჩამძახა მხიარულად და ტელეფონი გამითიშა. გული დამწყდა , რომ რამდენიმე დღე ვეღარ ვნახავდი დანტეს. სტადიონზე გადავიხედე, მაგრამ იქ აღარავინ იყო... -ჩაიცვამს და წავა... გავიფიქრე და ნირწამხდარი ჩავეხეთქე სავარძელში, მაგრამ ფიქრი არ დამცალდა. ოთახში დანტე შემოვიდა და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, მთელი ძალით ჩამეხუტა. ისე მიჭრდა ხელებს, სუნთქვას ვეღარ ვახერხებდი.
-გავიგუდეე.. ამოვიხავლე საცოდავად.
-უიი ბოდიში. მითხრა და ხელი გამიშვა. -მოვიგეთ... მითხრა გაკრეჭილმა და ფანჯარას მხრით მიეყრდნო.
-ვიცი, მოიგეთ... შენ მოიგე..საოცარი იყავი.. დანტეს მზერა უცებ გაოცებამ მოიცვა, შემდეგ კი სიხარულმა.
-რა ბედნიერი ვარ იცი? ვიღაც ტიპები იყვნენ გერმანიიდან და ჩემი გუნდში აყვანა უნდათ. ვერც კი აგიღწერი ისეთი გახარებული ვარ. დანტეს საოცარი თვალები სიხარულიგან ციმციმებდნენ, ისეთი გულწრფელი და ბავშვური იყო იმ წამს... მეც უნებურად გამეღიმა.
-გილოცავ დანტე.. ნამდვილად იმსახურებ მსოფლიოს წამყვან გუნდებში თამაშს. გისურვებ, რომ ეს პირველი ნაბიჯი ყოფილიყოს შენს კარიერაში. გავუღიმე მე.
-თეოთე.. იცი ჩემი ოცნება რა არის? არა, უფრო სწორად მიზანი, ან ყოველშემთხვევაში, თავს ვიტყუებ , რომ მიზანია და ოდესმე აუცილებლად მივაღწევ ამ დასახულ მიზანს! მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. მინდა, რაც შეიძლება მეტი ბურთი ავუღო მოწინააღმდეგეებს. მინდა , რომ ჩემი კვალი დავტოვო ქართულ ფეხბურთში და რომ, ყველა ქართველი ამაყად წარმოთქვამდეს ჩემს სახელს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი შრომაა მაგისთვის საჭირო, მაგრამ მე არ მეზარება, დედას გეფიცები, არაფერს არ დავიშურებ, საკუთარ თავს არ დავზოგავ, ოღონდ მივაღწიო ამ მიზანს... ისეთი ემოციით ყვებოდა, მისი ბოხი, ხრინწიანი ხმის გაგონებისას, ტანში ჟრუანტელი მივლიდა... ვამაყობდი, გული მეც გამალებით მიცემდა მისი მოსმენისას...
-არაა ეგ ოცნება, მიზანია დანტე... მიზანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ , რომ მიაღწევ...
-მადლობა თეოთე.. არც კი იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის შენი სიტყვები... მის გულწრფელობაზე გამეღიმა.
-დანტე, შენ არ მიდიხარ რაჭაში?საუბარი უცებ გადავიტანე სხვა თემაზე.
-აუ არა... ჯობს თბილისში დავრჩე, რაღაც საქმეები მაქვს და....
-რა საქმეები?
-არაა ეგ შენი საქმე, მეტიჩარა. გაეცინა დანტეს და ცხვირზე დამკრა თითი. -ვსო, წავედი ახლა მე. ბიჭებმა მოგება უნდა აღვნიშნოთ. შენ ბევრი არ იბოდიალო, სახლში მიდი პირდაპირ და ეცადე გზად აღარავის ჩაულეწო ფანჯარა. გაიკრიჭა და სწრაფად გავარდა გარეთ, რომ რაღაც არ ჩამერტყა.
-იდიოტი. ჩავიდუდღუნე , როცა კარი მივხურე და ბაგე ღიმილმა გამიპო. როგორ მეზარებოდა იმ წამს მუშაობა... ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ სიხარული არ ვიცოდი სად წამეღო. ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. დაგროვებულ საქმეებს საკმაოდ გვიან დავასრულე და დაღლილი გავემართე შინისკენ.






...........
10 საათი ხდებოდა, როცა სახლში მივედი და მაშინვე სააბაზანოს მივაშურე. ცხელმა წყალმა ყველა დაღლილობა მომიხსნა. კარგა ხანს ვიდექი შხაპის ქვეშ, მაგრამ კარზე გამწარებულმა ბრახუნმა მყუდროება გამიფანტა , ხალათი მოვიცვი და თავპირისმტვრევით გავვარდი გარეთ, კინაღამ გული გამისკდა, როცა კარზე მიყუდებული, დასისხლიანებული დანტე დავინახე.
-შემოვალ რა. მითხრა ხმაჩახლეჩილმა და საცოდავად შემომხედა. გული მომიკვდა ასეთ დღეში რომ დავინახე. უხმოდ გავიწიე გვერდზე და დანტე სახლში შევატარე. პირდაპირ მისაღებისკენ აიღო გეზი და დივანზე მორთხმით დაეცა... მთელი ძალით ვაჭერდი კბილებს ქვედა ტუჩს, რომ არ ამტირებოდა.. დაბნეულმა მოვიძიე სააფთიაქო ყუთი და მასთან ჩავიმუხლე.
-არაფერს მკითხავ ? ამომხედა მან და მზერა მალევე მომაშორა.
-არა... ვუპასუხე ჩურჩულით და ყუთი გავხსენი.
-გეხვეწები, გამოიცვალე რა... მე ტანსაცმელზე დავიხედე და სირცხვილისგან ლამის მოვკვდი, როცა მოღეღილი ხალათისამარა დავინახე ჩემი თავი. სწრაფად გავვარდი ჩემს ოთახში და რაც მომხვდა , ის ჩავიცვი, სველი თმა კი უბრალოდ გვერდზე გადავიყარე და ისევ დანტესთან გავედი. ქვევიდან ამომხედა და როცა ჩაცმული დამინახა, პირველად გამისწორა მზერა.
-გახსოვს, დღეს გითხარი , გერმანელები იყვნენ და ჩემი წაყვანა უნდათ გერმანიაშითქო? მე უხმოდ დავუქნიე თავი და მისი ჭრილობების დამუშავება გადატყავებული ხელით დავიწყე, რომელიც სანდროსთან ჩხუბის მერე ისევ არ ჰქონდა მორჩენილი. -ჰოდა, წეღან, ბიჭები დასალევად რომ წავედით, ჩემმა მწვრთვნელმა ჩემი გუნდელის სადღეგრძელო დალია, რა თქვა იცი? ! დანტეს ხმა შეეცვალა... უფრო ჩუმი და უფრო სევდიანი გაუხდა. -თქვა, რომ ის ბიჭი მიდიოდა გერმანიაში. ის, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, სამაგიეორდ , ჩვენი ტრენერის ძმიშვილი იყო. თეოთე, იცი შენ, რა რთულია, რომ ვიღაც დააინტერესო შენი თამაშით? ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფეხბურთს თამაშობენ, როგორ გინდა თავი ისე გამოიჩინო, რომ შენით დაინტერესდნენ და საზღვარგარეთ მიგიწვიონ სათამაშოდ. მაგრამ...... მიუახლოვდები ოცნებას ერთი ნაბიჯით და ვიღაც ზურგში ჩაგარტყამს დანას, რომ რეაგირება ვერ მოასწრო... განა იმ ბიჭის მშურს?! არა, ის რა შუაშია, 2 წელიც არაა რაც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს, ჩვენს გუნდში ერთხელაც კი არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, ერთხელაც კი არ მოურგია ხელთათმანი და არ დაუცავს საკუთარი კარი, მთელი გულით მომილოცა, როცა ვუთხარი, გერმანელებმა კონტრაქტი შემომთავაზესთქო, მაგრამ საღამოს თვალებში ვეღარ მიყურებდა, რატომ? იმიტომ რომ არაკაცი ბიძა ჰყავს, თვითონ კიდევ ბავშვია და არ იცის, როგორ მოიქცეს....... დანტე რამდენიმე წამი გაჩუმდა, აკანკალებული ხმა დაირეგულირა და ისევ განაგრძო...-რატომ ვცხოვრობთ თეოთე ადამიანები ასე არასწორად? არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მე ვარ სწორი, არა... პირიქით, შეიძლება მე ყველაზე დიდი დამნაშავე ვარ დღეს... მაგრამ თავი ვერ შევიკავე, გარეთ გავედი მწვრთვნელთან ერთად სალაპარაკოდ , მან კი რა მითხრა იცი?! მითხრა, რომ მე ნიჭიერი ვარ, რომ კიდევ მილიონი შანსი მომეცემა და მისი ძმიშვილისთვის ყველაფერი დასრულებული იქნებოდა, ახლა რომ არ წაეყვანათ, თურმე ბევრი უხვეწნია, რომ დათანხმებულიყვნენ იმ ბიჭის წაყვანას. ერთი წელი გამოსაცდელი ვადა ექნება, თუ არ მოეწონათ, გამოუშვებენ... მე კი??? მე რა ვქნა? მითხრა, რომ ძლიერი ვარ, რომ გადავიტან და ორმააგი ძალით შევუდგები ვარჯიშს... ძლიერი??? ჰმ..... ძლიერი..... ვარ თეოთე ძლიერი? არ ვიცი.. დამიჯერე, მე თვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა , ან რატომ მინდა... არაფერი არ ვიცი... მაგრამ მაინც ვერ ვჩერდები, არ ვნებდები, მაგრამ ისიც არ ვიცი, რისთვის... ვითომ კი დამისახავს რაღაც გეგმები და ვიბრძვი ვითომ მაგისთვის... ჩემს ყოველდღიურობას და შრომას ახსნა რომ მივცე მაგიტომ, მაგრამ მარტო რომ მიჭირს?! მიჭირს, მაგრამ არავინ მიწვდის ხელს, განა ვერ ხედავენ, რომ ცუდად ვარ, როგორ არა, ხედავენ... მაგრამ მაინც ყველა ჩემგან ელის შველას, ყველას უნდა დაიჯეროს, რომ კარგად ვარ, ყველა ფიქრობს, რომ ვიცი რაც მინდა, მაგრამ არაა ასე.... მე კი... მე მაინც მინდა , რომ ასე ეგონოთ, თითქოს სიამოვნებას ამით ვიღებ, მიხარია, რომ გაჭირვების დროს ჩემი იმედი აქვთ და მეც ვეხმარები , როგორც შემიძლია, ამიტომ, ძლიერი ვგონივარ ყველას.... ყველას დედამიწის ზურგზე.... არავინ ერიდება ჩემ მიმართ ლანძღვას და შეურაცხყოფას, არავინ ფიქრობს წინასწარ, როგორ უნდა დამელაპარაკონ, რადგან დანტე რკინის არის და მაინც არ ეტკინება.... მაგრამ მტკივა... ყველაზე მეტად მე მტკივა..... ასეა, მაგრამ მე მაინც არ ვნებდები....... ოღონდ უკვე იმიტომ, რომ იმედს ვერც ჩემს თავს და ვერც ამ ხალხს ვერ გავუცრუებ... ვხედავ, რომ დიდ ცოდვაში, სიბინძურეში ტრიალებენ ირგვლივ, ამპარტავნებით და სიხარბით არიან სავსეები..მაგრამ მე შეიძლება უარესიც კი ვარ....ამიტომ ვერ შევიძულებ, ვერავის ვერ შევიძულებ......... მე კი მაინც ვიბრძვი........ ვიბრძვი, მაგრამ მაინც არ ვიცი, რა მინდა......... დანტეს ხმას ვეღარ ვცნობდი, სადღაც გამქრალიყო ის ბოხი ტემბრი, ასე რომ გამოარჩევდა ყველასგან, მხოლოდ ხრინწი და სევდა იგრძნობოდა მის ტონში, ცხოვრების სიმწარეზე მწარედ ეცინებოდა... ასეთი ღიმილი ჰქონდა აკრული და ისე მელაპარაკებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რამხელა ბურთი ჰქონდა გაჩხერილი ყელში... როგორ სჭირდებოდა, რომ ვიღაცას მისთვისაც ეკითხა „როგორ ხარ დანტე“? ვიღაცას ისიც ენუგეშებინა... თავდახრილი განვაგრძობდი მისი ჭრილობების დამუშავებას და ჩამოყრილი თმით ვცდილობდი ცრემლების დაფარვას... მან კი მაინც იგრძნო... ასეთ ვითარებაშიც კი მიხვდა... მარცხენა ხელის ნიკაპზე მსუბუქად მომავლო და თვალებში ჩამაშტერდა. -შენ რატომ ტირი? გიკვირს ხომ ასეთ მდგომარეობაში ჩემი ნახვა? ჩემგან ასეთი სიტყვების მოსმენა? თბილად გამიღიმა... მაგრამ ამ ღიმილში არ იგრძნობოდა არანაირი სიყალბე... უხეშად მოვიშორე ცრემლი ორივე თვალიდან და დანტეს ჩავეხუტე... ისეთი ძალით ვუჭერდი მკლავებს, რომ მთელად დარჩენილი ადგილები , მე დავულურჯე...წამით გაოგნდა, მერე კი თვითონაც შემომხვია მკლავები და გაისუსა... იმდენი რაღაცის თქმა მინდოდა... მაგრამ არაფერს ვამბობდი... ჯიუტად არ ვიღებდი ხმას, მაგრამ არც ხელს ვუშვებდი... სიტყვები არ მჭირდებოდა იმ წამს... არც დანტეს არ სჭირდებოდა ჩემგან რამის მოსმენა... უბრალოდ ვეხვეოდი და ვცდილობდი, როგორც შემეძლო ისე შემემსუბუქებინა ეს ტკივილი... კარგა ხანს ვისხედით ასე, სანამ არ ვიგრძენი, რომ დანტეს ჩაეძინა, ფრთხილად დავადებინე თავი დივანზე და დარჩენილი ჭრილობები დავუმუშავე. ფეხაკრეფით გავიპარე ჩემს ოთახში , სქელი პლედი გამოვიტანე და მივაფარე, შემდეგ კი მისი თავი კალთაში ჩავიდე და თმაზე იქამდე ვეფერებოდი, სანამ ემოციებისგან დაღლილს მეც არ ჩამეძინა.
მაშინვე გავახილე თვალი, როგორც კი მზის პირველი სხივი ამოიწვერა.... მაშინვე, როცა ცა დანტესფერი გახდა. რამდენჯერ მიფიქრია, რა ფერი იყო დანტე.... რამდნჯერ... მაგრამ ის უბრალოდ საოცარი იყო და მხოლოდ ერთ ფერს ვერ ვჯერდებოდი. სანამ საბოლოოდ დღესა და ღამეს შორის გარდამტეხი პერიოდის ფერზე არ მივედი. ის დაახლოებით ისეთი ფერი იყო, როგორიც ცა არის დილის 4-5 საათზე, როცა მთვარე ჩასვლას იწყებს და მზე ამოსვლას, ამ დროს ცა ყველაზე მუქია და ვერ გაარჩევ, ღამეა თუ თენდება.. დანტეც ასეთია... ვერ გაარჩევ დღეა თუ ღამე.. თუ კარგად არ იცნობ... მაგრამ ჩემთვის ის დღეც იყო და ღამეც... უფრო სწორად კი გარდამტეხი პერიოდი იყო დღესა და ღამეს შორის, დაახლოებით დილის 4-5 საათი... ყველაზე ლამაზი დრო და ყველაზე ლამაზი ფერი დღე -ღამის განმავლობაში.... ჩემთვის დანტე იმედის ფერი იყო, ისეთივე, როგორიც ცა მზისპირველი სხივის გამოჩენისას არის ხოლმე, იმედისფერი, ჭრელი, როცა ის პირველი სხივი ფანტავს სიბნელეს და იწყებს დედამიწის განათებას.. ყოველი ახალი დღე ხომ ახალი იმედია.... დანტე კი თვითონ იყო იმედის ფერი, ისეთივე, როგორიც მზის პირველი სხივის გამოჩენისას არის ხოლმე ცა.... იმ იმედის ფერი, რომ ადამიანებს კიდევ აქვთ ადამიანურობა შერჩენილი, იმ იმედის, რომ კიდევ არსებობენ დანტესნაირი ადამიანები, რომლებიც სხვისი ტკივილით ცხოვრობენ... იმ იმედის, რომ თამამად დაუძახებ მისნაირ პიროვნებას ინდივიდს.... იმ იმედის, რომ წელში მოხრილ საზოგადოებაში, კიდევ დააბიჯებს ამაყად გაჯგიმული პიროვნება, რომელიც იმედია ყველა დანარჩენისთვის.... მაგრამ......... ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მისთვის? ყველას მოგვწონს, რომ გვყავს ვიღაც, ვისაც შეიძლება დავეყრდნოთ, შველა ვთხოვოთ, აზრი ვკითხოთ... მაგრამ დანტე ვის უნდა დაეყრდნოს? ვის უნდა დაელაპარაკოს? ვის უნდა სთხოვოს დახმარება? მე ხომ გუშინ ერთი სიტყვაც კი ვერ ვუთხარი, რაც დაამშვიდებდა.... მე ხომ ვერაფერი ვერ გავაკეთე, რაც ანუგეშებდა.... რა უნდა ქნას მან? ჩემთვის ის იმედისფერი იყო..... მაგრამ მისთვის ვინ იყო იმედი???
საშინელი განცდით გავახილე ორივე თვალი, თუმცა დანტე აღარ დამხვდა. მის ადგილას ქაღალდის პატარა ნაგლეჯი ვიპოვნე.
„თეოთე,
მე რაჭაში მივდივარ, აღარ მინდა ცოტახანი თბილისში ყოფნა, როგორც კი დავწყნარდები და საკუთარ ფიქრებში გავერკვევი, მაშინვე დავბრუნდები უკან. დიდი მადლობა გუშინდელისთვის. დროებით....
დანტე“....











............
წერილი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი... ვგრძნობდი, როგორ სჭირდებოდა მას ახლა ვიღაცის თანადგომა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი ... გაბრაზებული წამოვდექი ფეხზე და ოთახში წინ და უკან სიარული დავიწყე.... მოულოდნელად კი თავში მშვენიერმა აზრმა გამიელვა. სწრაფად მოვწესრიგდი და გარეთ გავვარდი. სანამ ტაქსის გავაჩერებდი, დანტეს ტრენერის ნომერი გავარკვიე. არ გამკვირვებია,როცა მითხრა, რომ ჯერ ისევ სახლში იყო. სწრაფად ავიღე მისი მისამართისკენ გეზი და 10 წუთში უკვე მის კართან ვიყავი ატუზული. კარი შუახნის ქალმა გამიღო, რომელიც სავარაუდოდ მეუღლე შეიძლებოდა ყოფილიყო.
-დილამშვიდობის, უკაცრავად ბატონი გოგი აქ ცხოვრობს? ვკითხე ღიმილით.
-დიახ შვილო. თქვენ ვინ ხართ?
-იცით, მე რაღაც საქმეზე ვარ, შეგიძლიათ რამდენიმე წუთი რომ დაუძახოთ?
-კი ბატონო, შემობრძანდით. გამიღიმა ქალმა და სახში შემატარა. მისაღებში შემიძღვა, თვითონ კი სადღაც გაუჩინარდა. მყუდრო სახლი იყო, პასტელურ ფერებში გაწყობილი. ძველებურ ხის მაგიდასთან მდგარი სკამი გამოვწიე, დავჯექი და მოთმინებით დაველოდე მის გამოჩენას... გოგიმაც არ დააყოვნა. მაღალი , ბრგე კაცი შემოვიდა ოთახში. სახე სულ დალურჯებული ჰქონდა, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო და ფეხზე წამოვდექი.
-გამარჯობა ბატონო გოგი, მე გესაუბრეთ წეღან ტელეფონზე. გავუღიმე და მარჯვენა გავუწოდე ხელის ჩამოსართმევად. კაცმა ინტერესით ამათვალიერა, ხელი ცივად ჩამომართვა და სკამზე ჩამოჯდა.
-აბა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ბატონო გოგი, მე დანტეს ნაცნობი ვარ და...
-აჰ .. გასაგებია. რაო, დანტემ შენთან იწუწუნა, რა უსამართლოა ცხოვრება და გამოგაგზავნა, რომ საქმე მოუგვარო? მკითხა ირონიულად და ცოლს თვალებით ანიშნა გარეთ გასულიყო.
-უკაცრავად? მგონი დანტეს კარგად იცნობთ და ისიც იცით, რომ არასდროს არავისთან არ წუწუნებს და მითუმეტეს, არავის სთხოვს დახმარებას, რომ გამიგოს აქ ვარ, ალბათ თავისი ხელით მომკლავს, მაგრამ იმედი მაქვს,რომ ამას ვერ გაიგებს , ვერასდროს, ხომ ასეა ბატონო გოგი? ვკითხე ნერვებმოშლილმა და მკაცრი მზერა გავუსწორე კაცს, რომელიც უკვე მაღიზიანებდა.
-კარგი, რა გინდოდა აბა გისმენ?
-სულ ერთი კითვა მაქვს და გულწრფელი პასუხი მჭირდება. ან კი, ან არა. ის ბიჭი, რომელსაც გერმანიაში აგზავნით, დანტეზე კარგი მეკარეა? ვკითხე და დავინახე, როგორ შეეცვალა გამომეტყვებლება, როგორ შეცბა და წამისწინანდელი ირონიული მზერა დაბნეულობამ როგორ შეუცვალა.
-არა... ჩალაპარაკა ხმადაბლა და მზერა ამარიდა.
-გასაგებია... დანტეს რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ იმ ბიჭს უშვებთ?
-იმას წარმატებები უსურვა და ჩვენ ცოტა შელაპარაკება მოგვივიდა.
-მაგას ისედაც ვხედავ. რა უნდა ქნას ახლა დანტემ? ან ის კაცები როგორ დაგთანხმდნენ?
-ყველაფერს ნაცნობი სჭირდება.
-აააჰ... გასაგებია, სულ დამავიწყდა,რომ ფეხბურთი ბიზნესია, სადაც ნაცნობი თუ არ გყავს , არაფერს წარმოადგენ და არა სპორტი, რომელშიც ნამდვილ ტალანტებს ეძებენ. ბატონო გოგი, ერთი კითხვაც და მორჩა. თქვენ ფეხბურთს თამაშობდით?
-კი. მარცხენა ნახევარმცველი ვიყავი.
-და რა რეაქცია გექნებოდათ, თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან გუნდში? მაგრამ თქვენს მწვრთვნელს ნაცნობობით თავისი ახლობელი რომ გაეშვა, რომელიც მოყვარულის დონეზეც კი ვერ თამაშობს კარგად? დაჟინებულ მზერას არ ვაშორებდი კაცს, რომელსაც მიტკლის ფერი დასდებოდა.... ხმას ვერ იღებდა, გრძელ თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდა და მზერას ვერ მისწორებდა.
-ჩემი ძმიშვილი ახლა რომ არ გამეშვა, სამუდამოდ წერტილი დაესმებოდა მის კარიერას. გერმანიაში კი შანსი აქვს, რომ ბევრი ვარჯიშის წყალობით თავისი მონაცემები აიმაღლოს და რაღაცას მიაღწიოს.
-და დანტეს კარიერას თქვენი ხელით დაუსვით წერტილი. იმიტომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს , საქართველოში ფეხბურთი იყიდება... ტალანტებს არ აფასებენ და ფულიანი მამიკოს ბიჭებს ათამაშებენ, რომელთათვისაც ეს სპორტი უბრალოდ მორიგი ახირებაა და მეტი არაფერი, ისინი, კი ვისაც მართლა უნდათ და უყვართ ფეხბურთი, თქვენნაირი ადამიანების გამო თამაშგარეთ რჩებიან... მეტი აღარაფერი მაქვს მე სათქმელი ბატონო გოგი, უბრალოდ იცოდეთ, რომ თქვენ თქვენი ხელით დაუსვით საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერას წერტილი. ეჭვი მეპარება, რომ კიდევ გაუხარდება დანტეს ოდესმე ფეხბურთის თამაში. იმედი მაქვს, ჩემი ვიზიტის შესახებ მაინც ვერ გაიგებს ვერაფერს. კარგად ბრძანდებოდეთ და წარმატებები თქვენს ძმიშვილს... საკმაოდ მშვიდად დავასრულე საუბარი, ფეხზე წამოვდექი და ნელი ნაბიჯით გავედი ოთახიდან. კართან გოგის მეუღლე მელოდებოდა.
-ხომ მშვიდობაა შვილო? მკითხა შეშინებული სახით.
-კი კიი... მშვიდობაა ქალბატონო, ბოდიშს გიხდით, რომ ასე ადრიანად შეგაწუხეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. გავუღიმე მას და უკანმოუხედავად გავედი გარეთ. როგორც კი სადარბაზოდან გამოვედი, მაშინღა ვიგრძენი ნერვიულობა. კედელს მივეყუდე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. ზამთრის სუსხმა მალე მომიყვანა გონს. საათს დავხედე. 9 -ის ნახევარი იყო უკვე, სამსახურში კიდევ მოვასწრებდი წასვლას, მაგრამ ვიცოდი, რომ გულს ვერ დავუდებდი ვერაფერს. მეჯერს დავურეკე და რამდენიმე დღით გათავისუფლება ვთხოვე, ისიც უპრომლემოდ დამთანხმდა. შემდეგ ჩემებთან გადავრეკე, ვუთხარი, რომ რაჭაში მივდიოდი 2-3 დღით , დედაჩემის წუწუნის თავიდან ასაცილებლად , უბრალოდ ვთქვი, რომ ძალიან დავიღალე და გულოს ნახვა მინდოდა. ისიც დამთანხმდა. სწრაფად წავედი სახლში. ნივთები ხელის ერთი მოსმით ჩავყარე ჩანთაში და გარეთ გავვარდი. ღიმილით მივდიოდი. თითქოს რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო... რაღაცნაირად იმედს ვიტოვებდი, რომ ჩემი გოგისთა ნ ვიზიტი უშედეგოდ არ დასრულდებოდა... თუმცა ეგაც რომ არა, უბრალოდ არ მინდოდა იმ დროს დანტეს მარტო დატოვება...

ბარგის ჩალაგებამ და წვრილმანი საქმეების მოგვარებამ საკმაო დრო წაიღო. რაჭაში მხოლოდ გვიან ღამით ჩავედი. სახლში მისულს კი შუქი ჩამქრალი დამხვდა. გულოს სძინავსთქო ვიფიქრე და მისი ჩახუტების სურვილი მეორე დღემდე დავთრგუნე. ბარგი ჩემს ოთახში ავიტანე და მაშინვე ლიზის დავურეკე.
-ჰოო თეოთე... მომესმა მისი ხალისიანი ხმა და წამში მოვედი მეც განწყობაზე.
-რას შვები აბა?
-არაფერს, დანტე ჩამოვიდა დღეს, რაღაც უცნაურად იქცევა, კი იცინის, მაგრამ მაინც არ მომწონს. თითქოს რაღაცას გვიმალავს, აღელვებულია. რაც მოვიდა მის მერე სძინავს. შენ ხომ არ იცი რამე? მკითხა შეშინებულმა.
-არა, მე საიდან... ვიცრუე თვალისაუხამხამებლად და მაშინვე თემა შევცვალე, რომ არ ტყუილში არ გამოვეჭირე. -შენ რას აკეთებ?
-აუუ რავიცი რა, ბებომ დაიძინა, ამ ვაჟბატონსაც სძინავს, დედა და მამაც დაწვნენ უკვე და რა ვაკეთო არ ვიცი... მომბეზრდა უკვე ოო... დაიწუწუნა ლიზიმ.
-გინდა გაგახარო? ამ წამს ჩამოვედი რაჭაში. ორი დღე დავრჩები . გამოვიდე შენთან?
-აააააააა............ რა მაგარიაა... იყვირა ლიზიმ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თუ არა, ერთი ადამიანი მაინც გააღვიძა სახლში.
-რა გაყვირებს გოგო, გამისკდა ყური. გამოვდივარ მოკლედ რა და 5 წუთში შენთან ვარ. მივაყარე მე და სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა, იქამდე გავუთიშე ტელეფონი.
ლიზი კარებშივე მომეგება და კისერზე ჩამომეკიდა.
-როგორ გამახარე, შენ ვერც კი წარმოიდგენ. ყვიროდა ლიზი და გახარებული, ხელებს მთელი ძალით მიჭერდა.
-ჰოო.. თუ არ დამახრჩობ , კიდევ მოასწრებ ჩემით დატკბობას.
-უუხ... ზუსტად ჩემი ძმის ნაირი ხარ რა. ისიც შენნაირი უჟმურია. ჩაიდუდღუნა ლიზიმ და ბუხრის გვერდზე მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
-ჩვენ ვართ გოგო უჟმურები? გამეცინა და მეც გვერდით მივუჯექი მოღუშულ ლიზის.
-თეოთე, მართლა ვღელავ... არ მომწონს დანტე, ვგრძნობ, რომ რაღაც აწუხებს და არ ამბობს. ბავშვობიდან ასე იყო ხოლმე. არასდროს, ამდენი ხნის განმავლობაში არასდროს არ დაუწუწუნია თავის პრობლემაზე, თითქოს , ცდილობს, რომ არავის მოახვიოს თავზე. არ უნდა, რომ გვანერვიულოს. ყოველთვის იმაზე მეტს იღებდა თავის თავზე, ვიდრე შეეძლო, მაგრამ მაინც! ერთხელაც არ გამოუთქვამს პრეტენზია. ზედმეტად ძლიერია თეოთე... სანამ მე მივხვდები, რომ მას რაღაც აწუხებს, იქამდე მოგვარებული აქვს ხოლმე ყველაფერი. გგონია , მშობლები ვერ ხვდებიან ხოლმე, რაღაც რომ სტკივა?! როგორ არა, უბრალოდ დანტე მათაც არ აძლევს დახმარების საშუალებას, განა იმიტომ, რომ არ უნდა... უბრალოდ არ შეუძლია, თავს დამნაშავედ გრძნობს, როცა ვიღაც მის გამო ღელავს. თითქოს მილიონი ადამიანი ახვევია გარშემო, ჩვენ, მეგობრები, ნათესავები, მაგრამ მაინც მარტოა.... სულ მარტოა და ასე გაჭირვებით მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ, ისე, რომ ხმის გამცემის კი არ ჰყავს ვინმე. ბოლოს როდის ვნახე გულწრფელად მოცინარი აღარ მახსოვს... აღარც მშობლებს ახსოვთ. მინდა , რამით დავეხმარო, მაგრამ მის ცხოვრებას უფრო ვამძიმებ. ყოველთვის ყველაზე მეტად სტკივა, მაგრამ არასდროს იმჩნევს. დარწმუნებული ვარ, სადროს ამბავი მთელი ცხოვრება დაღად დააჩნდება და არასდროს აპატიებს თავს, მაგრამ რას?! ისეთი ხომ არაფერი მომხდარა?! დანტეს კი ასე არ შეუძლია, ზედმეტად ღრმაა...... ზედმეტად კარგია ჩემი ძმა ამ ცხოვრებისთვის........... ლიზის ხმა უკანკალებდა, ისეთი ემოციით საუბრლობდა, ყველა კუნთი დამეჭიმა. ვიჯექი და დაზაფრული ვუსმენი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერც ამჯერად ვახერხებდი. მშვენივრად ვიცოდი, რაზეც საუბრობდა და რა აწუხებდა.... ჩემდაუნებურად, დავიწყე დანტეს მსგავსად აზროვნება... იმდენაც ცოტას ლაპარაკობდა საკუთარ თავზე და ემოციებზე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, რასაც ადამიანი მასთან ატარებს, მეტ-ნაკლებად იწყებს დანტეს ფიქრების ჩაწვდომას. თუმცა, ეჭვი, მაქვს რომ მარსზე უფრო შესაძლებელია სიცოცხლის აღმოჩენა, ვიდრე დანტეს გრძნობების, ფიქრების და ემოციების ბოლომდე ჩაწვდომა. -რა ვქნა თეოთე?... რითი დავეხმარო? ამოიტირა ლიზიმ და საცოდავი თვალებით შემომხედა, რომელიც შველას ითხოვდა ჩემგან. მე უხმოდ წამოვდექი და გულში ჩავიკარი.
-როგორც არ უნდა გინდოდეს, დანტეს მაინც ვერ გაუგებ ბოლომდე, ვერც შენ და ვერც ვერავინ. დანტე უბრალოდ დანტეა.. ერთადერთი და თავისი სახელივით საოცარი... ერთადერთი რითიც ახლა შეგვიძლია მისი დახმარება, ისაა, რომ ფიქრის დრო უნდა მივცეთ და ზედმეტი კითხვები არ დავუსვათ. თუ საჭიროდ ჩათვლის, აუცილებლად მოვა და დაგელაპარაკება, მაგრამ ნურაფერს კითხავ ახლა. უბრალოდ ხშირად ჩაეხუტე და აგრძნობინე , როგორ გიყვარს. ცოტა გახალისებაც არ იქნებოდა ურიგო... ჩამეღიმა და ეშმაკურად გავხედე ლიზის.
-რას გულისმობ?
-მმ.... მოდი პატარა საშინელებათა ფილმი მოვუწყოთ შენს ძმას, რას ფიქრობ?
-დაგვხოცავს.
-თუ შიშისგან გული არ გაუსკდა იქამდე............
-თეოთე, რა ჩაიფიქრე?
-შენს ძმას უნდა დავანახო, რომ გაცილებით დიდი პრობლემებიც არსებობს და არ ღირს ამდენი ნერვიულობა ყოფითი წარუმატებლობების გამო.
-ჰოო... მაგრამ, რას აპირებ აღარ მეტყვი?
-მიდი, თეთრი ზეწარი მომიტანე რამე და მაკრატელიც წამოაყოლე. ლიზი თითქოს რაღაცას მიხვდა, თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ. ხმისამოუღებლად გაიპარა ოთახიდან და რამდენიმე წუთში თეთრი ზეწრით და მაკრატლით დაბრუნდა უკან. თვალების ადგილას პატარა ღრმულები ამოვჭერი და ზეწარი თავზე გადავიმხე.
-ლიზი, ფანარი არ გაქვს? შევუბრუნდი უმცროს მიქიანს, რომელსაც სიცილისგან ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა.
-კიი... ვაიმე, მართლა დაგვხოცავს. აუუუ..... ხითხითებდა ლიზი და თან უჯრებს ქექავდა, რომ საჭირო ნივთი ეპოვნა. მიაგნო კიდეც. ფანრით ხელდამშვენებული შემობრუნდა უკან და ცალი ხელით თვალი მოიწმინდა. -მე ვერ ამოგყვები, ზედმეტად მიყვარს ჩემი თავი და სულაც არ მინდა, რომ ასეთი ახალგაზრდა მოვკვდე, თან ჩემი ძმის ხელით.
-მხდალო. მივაძახე გაბრაზებულმა და კიბისკენ დავიძარი. -რომელია შენი ძმის ოთახი?
-კიბის მოპირდაპირედაა. როგორც ახვალ ბოლომდე, ორ ნაბიჯს გადადგამ და ეგაა დანტეს ოთახიც.
-აჰაა... მიდი შენ შუქი ჩააქრე. ჩუმად დავუძახე ლიზის და საფეხურებზე ასვლა განვაგრძე. უკვე ბოლო საფეხურზე ვიყავი, როცა სინათლე ჩაქრა. მაშინვე ფანარი ჩავრთე. ფეხაკრეფით მივიპარებოდი, მაგრამ გული ისე მიცემდა, რომ მეგონა, მთელს სახლს აყრუებდა. როგორც იქნა ოთახის კარს მივადექი, ზეწარი კიდევ ერთხელ შევისწორე, მთლიანად მფარავდა, ფანარი სახესთან მივიტანე და ხელი კარის სახელურს მოვკიდე, ის იყო უნდა ჩამომეწია, რომ კარი შიგნიდან გაიღო და დანტე გამოვიდა. ძილისგან თვალები ჰქონდა შეშუპებული, ცელი ხელით თავს იქექავდა, მეორეთი თვალებს ისრესდა. იმდენად მოულოდნელი იყო იმ წამს მისი დანახვა, რომ მთელი ძალით ვიკივლე, ხელში ჩაბღუჯული ფანარი შიშისგან თავში ჩავცხე და ინსტინქტურად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი უკან. როგორც ჩანს , ეფექტის მოხდენა მაინც მოვახერხე, დანტეც ღრიალებდა, თუმდა არ ვიცი, ის ღლიალი შიშით იყო გამოწვეული, თუ ტკივილით, რომელიც მე მივაყენე... აშკარა იყო, რომ ამ ბიჭის თავს არ ვწყალობდი. ღრიალით გადმოდგა მანაც ჩემკენ ორი ნაბიჯი და მომენტალურად ვიგრძენი , როგორ გამომეცალა ფეხ ქვეშ მიწა. წამიერად გავიაზრე, რომ კიბეზე დავგორდებოდი, თუ რამეს არ მოვეჭიდებოდი. რიკულებთან საკმაოდ შორს ვიდექი და ხელს ვერ მივაწვდენდი, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვნე და დანტეს წავწვდი მაისურის საყელოში. მოულოდნელობისგან ვერც მან შეინარჩუნა წონასწორობა და სულ „ვაი დედას „ ძახილით ჩავგორდით პირველ სართულზე, კიდევ კარგი, რომ საფეხურები ბევრი არ იყო. მე, დანტე და შეშინებული ლიზი სამ ხმაში ვყვიროდით, მაგრამ როგორც კი ვიგრძენით, რომ ბოლო საფეხურსაც გავცდით და იატაკზე გავიშოტეთ, მე და დანტე გავჩუმდით, სამაგიეროდ ლიზი კიოდა, ოთახში ფეხის ხმა გავიგეთ, რამდენიმე წამში კი შუქიც აინთო და ამჯერად ჩვენი ტრიო, კატოს და დანტეს მშობლების ტკბილმა ჰანგებმა შეცვალა. კატოს ლამის გული შეუწუხდა, როცა იატაკზე გაშხლართულებს მოგვკრა თვალი. ზეწარში კი ისე ვიყავით ახლართულები, რომ თავებს ვერ ვითავისუფლებდით.
-თეოთე ვერ გადამირჩები. გამოსცრა კბილებში და ისე შემომხედა, ზეწარისფერი დამედო. რამდენიმე წამი ხმას არ იღებდა არავინ, შემდეგ კი ლიზიმ ოდნავ ჩაიფხუკუნა, მას კატო და მათი მშობლებიც აყვნენ და საბოლოოდ ისე ხარხარებდნენ, ფეხზე ვეღარ ჩერდებოდნენ. ცოტა რომ დამშვიდდნენ, ლიზი სვენებ-სვენებით მოვიდა ჩვენამდე და ზეწრის „კლანჭებისგან“ გაგვათავისუფლა. ძლივს წამოვდექით ფეხზე. დანტე კი ისევ მიბღვერდა.
-ოო, კარგი ჰო, ვის არ მოსვლია.. ჩავიდუდღუნე მე და მზერის გასწორება ვცადე.
-არანორმალურო, ჯერ მოჩვენებასავით გამომეცხადე, მერე თავი ლამის გამიტეხე და ბოლოს კიბეზე დამაგორე და მეუბნები , ვის არ მოსვლიაო? მაცადე, გიჩვენებ სეირს.. დანტე ბუხართან კოჭლობით მივიდა და იმ სავარძელში ჩაესვენა, სადაც წეღან მისი და იყო.
-შვილო, რას მერჩი ჰა? ძლივს გამოვკეთდი და ასე რომ დაგინახეთ, ლამის ახლიდან ამიწია წნევამ. შემომხედა კატომ და დანანებით გადააქნია თავი.
-კარგით კატო ბებო რა, გახუმრება მინდოდა უბრალოდ და ეს გამოვიდა ოთახიდან უდროო დროს... ჩავიდუდღუნე და მოხუცს გადავეხვიე. შემდეგ დანტეს ჯერ ისევ მოცინარ მშობლებს მივესალმე და დიდი ხნის ჯუჯღუნის შემდეგ ,მაინც დავთანხმდი მათთან იმ ღამით დარჩენას. ძლივს მივბობღდი სავარძლამდე და მორთხმით ჩავეხეთქე.
-რატომ ჩამოხვედი? მკითხა დანტემ , როცა მარტო დამიგულა.
-გულო მომენატრა. ვუპასუხე მხრებისაჩეჩვით და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს გავუშტერე თვალი.
-ჰო ... გეტყობა როგორც მოგენატრა.. აქ რა გინდა, თუ გულო ბებოს სანახავად ჩამოხვედი?
-რა იყო, წავიდე?
-არა, უკვე თქვი, რომ რჩები და ახლა უხერხული იქნება წასვლა.
-აუტანელი ხარ... ვუთხარი ხმის კანკალით და ფეხზე წამოვდექი, მაგრამ მან მაჯაში ჩამავლო ხელი და უკან , სავარძელზე დამახეთქა.
-ჰო, აუტანელი ვარ... შენ კიდევ მეუბნებოდი, კარგი ხარო, მართალი ხარო, საოცარი ხარო.. ხედავ , რა მარტივად შემიძლია, რომ გული გატკინო? დანტე ცეცხლს თვალს არ აშორებდა, მაგრამ კისერზე ამობერილი ძარღვით და დაჭიმული ხელებით მაინც მივხვდი, რომ ღელავდა... -შენ არც კი იცი, რამდენაც კარგი ხარ. დავიჩურჩულე მე და მისი მზერის მიმართულებით გავიხედე.
-ისევ შენსას აგრძელებ? ვერ ნახე, წამის წინ როგორ გაწყენინე? ამჯერად მე მიყურებდა.
-კი... ხდება ხოლმე. მაგრამ ეგ ჩემი საქმეა, როგორი წარმოდგენა მექნება შენზე, რას ვიფიქრებ და რას ვიგრძნობ... შენ ხომ გაქვს ჩემზე რაღაც წარმოდგენა, მაგრამ მე არ გეწინააღმდეგები, რადგანაც შენ ეგრე მხედავ, ჰოდა მეც საოცარს გხედავ... და მართალიც ვარ.. საკმაოდ მშვიდად ვსაუბრობდი, ცეცხლს თვალს არ ვაშორებდი, მაგრამ დანტეს დაჟინებულ მზერას მაინც ვგრძნობდი.
-რა ჯიუტი ხარ...
-შენზე ჯიუტი არ ვარ... გამეღიმა მე და თვალი დანტესკენ გავაპარე. მასაც ეღიმებოდა.
-დანტე, ერთი ხელი ნარდი ხომ არ გვეთამაშა ძილის წინ? მოგვიახლოვდა თემო და ხელში მომარჯვებული დაფა ჩვენ წინ მდგარ , პატარა მაგიდაზე მოათავსა.
-კარგი, ოღონდ ახლავე გაფრთხილებ, არ დაგინდობ? ეშმაკურად ჩაეღიმა დანტეს და მამას ახედა.
-აუ თემო ბიძია, ჯერ მე რომ მეთამაშოთ? და მოგებულს შეხვდეს დანტე.საუბარში ჩავები მეც.
-შენ რა ნარდსაც თამაშობ? მკითხა გაკვირვებულმა დანტემ.
-ჰოო... მამას ვეთამაშები ხოლმე ხშირად. გამეცინა მე. -აბა რას იტყვით , ვითამაშოთ? გავუღიმე თემოს.
-ვითამაშოთ კაცო, აბა ამ ყალთაბანდს ვეღარ ვუგებ და შენ მაინც მოგიგო.. გაეცინა თემოს და მოხითხითე დანტეს თვალი ჩაუკრა.
-ორი ერთზე ხომ? კარგი, გიჩვენებთ მე თქვენ.. ჩავიბურტყუნე და დაფაზე ფიგურების დალაგება დავიწყე.
-არა, ამხელა კაცს მეტი საქმე არ გაქვს? დუდღუნით შეხედა კატომ შვილს და მე მომიბრუნდა. -მიდი თეო, აჩვენე მაგათ სეირი. გამომხედა და თვალი მოუხერხებლად ჩამიკრა. ყველას გაგვეცინა. კატო გვერდით მომიჯდა. ლიზი კი ჩაის ჭიქებით მომავალ დედასთან ერთად დივანზე მოკალათდა და თამაშიც დაიწყო. მამასთან ინტენსიურ თამაშს აშკარად გამოეღო შედეგი.თემო დიდი ანგარიშით დავამარცხე და ხალისით შევეგებე კატო ბებოს სიხარულის ყიჟინას.
-ვახ ჩემი...... ვაახ... როგორ ეე?? მე ძლივს ვუგებ მამაჩემს... ვახ... როგორ მოგიგო ტო? ვაა... დანტე გაოგნებული აცეცებდა თვალებს და უფრო გაოგნებულ თემოს გაურკვეველ წინადადებებს ეუბნებოდა.
-რაოო?? რას ამბობდით თემო ბიძია? შენ მაინც მოგიგოვო ხომ? სახეზე ამაყი გამომეტყველება დამთამაშებდა და ნიშნისმოგებით ვუყურებდი გაკვირვებულ მამა-შვილს.
-ყოჩაღ შვილო, ყოჩაღ.. არ ველოდი ნამდვილად, ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა თემომ და კიდევ ერთხელ დახედა ფიგურებს. -ეეჰ.. წამოდით ქალებო.. როგორც ჩანს, ზედმეტად დავბერდით უკვე ამათთან სათამაშოდ. გაიღიმა თემომ, დედას და მეუღლეს ხელი გადახვია და ნელა გაუყვა მათთან ერთად საძინებლისკენ გზას.
-თქვენ იცით, სახლს ნუ გადაბუგავთ და სოფელს თავზე ნუ დაიმხობთ. მოგვაძახა ეკამ სიცილით და ოთახის კარს მიღმა გაუჩინარდა.
-ვაა დანტეე... სერიოზული კონკურენტი გამოგიჩნდა მგონი. შეხედა ლიზიმ და მისგან ჩეუმჩნევლად გამიცინა.
-შენ გაჩუმდი. შეუღრინა დას, მერე კი მე მომიბრუნდა. -შენ კიდევ მოემზადე, ახლა გიჩვენებ, როგორ უნდა თამაში. დანტემ ხელები მოიფშვნიტა და სერიოზული სახით შეუდგა დაფაზე ფიგურების განლაგებას. როგორც იქნა დაამთავრა და პირველად კამათლის გაგორების საშუელება, მას ხვდა წილად, მინიმუმ ხუთ წუთიანი ჯაყჯაყის შემდეგ, ინება და დარეტიანებული კამათლები დაფაზე ისეთი ძალით დაახეთქა, რომ ერთ-ერთი ინერციით მაღლა ახტა და პირდაპირ შუბლში მომხვდა. -ეგაც შენ 1-1, იმისთვის, რომ წეღან თავი ლამის გამიტეხე. ჩაიცინა კმაყოფილმა და პირველი სვლა გააკეთა.
-აუტანელო. მის სვლა ჩემით ჩავანაცვლე, თუმცა წარუმატებლად, მეშინვე მომიკლა პირველი ქვა და უფრო ირონიული სახით განაგრძო თამაში. ყოველი ჩემი მცდელობა, რომ თამაში ჩემკენ შემომებრუნებინა, კრახით მთავრდებოდა და საბოლოოდ სრული ფიასკოც განვიცადე. გამწარებულმა გადავხედე მომღიმარ დანტეს და ალუბლის წვენი ერთი მოსმით გამოვცალე.
-აი ასე... აი ეს იყო თამაში. ის კი არა, წეღან რომ იცოდვილე.
-და მამას ხომ მოუგო? გამომესარჩლა ლიზი.
-მამას შენც მოუგებ, რომ მოინდომო.
-ოოო.. რატომ იგონებ ახლა სისულელებს? შენც ხომ იცი, რომ თემო კარგად თამაშობს? უბრალოდ აღიარე, რომ თეოთე ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა.
-უიმე.. არ თქვა გოგო. ძალა მაგას არ აკლია და გონება, ისეთი ძლიერია. ჩაილაპარაკა ირონიული ტონით დანტემ და როცა დაინახა, როგორი სახით ვუყურებდი, ჩაი სასულეში გადასცდა.
-დახრჩობა. მივაგებე ღიმილით და კიდევ ერთხელ ჩამოვისხი ჭიქაში წვენი.
-დედაა... თქვენ სამკვდრო-სასიცოცხოლდ ხართ ერთმანეთს გადაკიდებულები .. გადმოგვხედა ლიზიმ და ფეხზე წამოდგა. -წავალ, ღვინოს მოვიტან, იქნებ იმან მაინც გაგახალისოთ, თორემ ისეთი დაძაბული გარემოა, მგონია , მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ ჭადრაკში. ორივემ თვალი გავაყოლეთ ჯერ ისევ ადადღანებულ ლიზას და ისევ დაფაზე გადმოვიტანეთ ყურადღება.
-აჰა, კიდევ ერთხელ მოვიფიქრებ, რამეს და ბარი -ბარში ვართ. ეს წაგება იმისთვის, რომ მოჩვენებად გამომეცხადე. ჩაილაპარაკა დანტემ.
-წარმოსახასვის როგორი დიდი უნარი გაქვს, მაგიჟებ პირდაპირ.
-ჯერ სად ხარ, მაცადე, გადაგიხდი ჭკუას. ჩაიცინა დანტემ, მაგრამ სანამ პასუხს დავუბრუნებდი, ლიზიც მოვიდა ღვინით და ბოკლებით ხელდამშვენებული.
-მე არ ვსვამ. შევაჩერე დანტე, სანამ ჭიქაში სისხლისფერ სითხეს დაასხამდა.
-რატომ? გაიკვირვა ლიზიმ და მომარჯვებული ჭიქა ისევ მაგიდაზე დადგა.
-ბავშვებისთვის ალკოჰოლი არ შეიძლება. დამასწრო დანტემ.
-აუტანელო.
-ბავშვო.
-საზიზღარო.
-თხა.
-ეე... მეც აქ ვარ. „გაგვაშველა“ ლიზიმ, ძმას ღვინის ბოთლი გამოგლიჯა ხელიდან და თვითონ შეუვსო ჭიქა. -თეოთე, არ გინდა , შენ მაინც მითხრა, რატომ აქვს ჩემს ძმას სახე ასე დალურჯებული? მკითხა მას შემდეგ რაც ორიოდე ყლუპი მოსვა. მე და დანტეს ერთნაირი რეაქცია გვქონდა, გაოცებისგან მას ღვინო გადასცდა სასულეში, მე -ალუბლის წვენი.
-მე რა შუაში ვარ? საიდან უნდა ვიცოდე რა დაემართა დანტეს? ჩავიბურტყუნე ოდნავ სულმოთქმულმა და დანტეს გავხედე ჩუმად.
-რავიცი, რეაქცია არ გქონია, როცა მისი გატეხილი წარბი და ტუჩი დაინახე, ნებისმიერი ადამიანი დაინტერესდებოდა, რა სჭირს და შენ რატომღაც ძალიან უბრალოდ შეხვდი ამ ყველაფერს, თითქოს იცოდი ... ლიზი ეშმაკურ მზერას არ გვაცილებდა არც ერთს.
-ლამის დავიხოცეთ, კიბეზე ისე დავგორდით, ვიღას ახსოვდა ჩემი სახე და საერთოდ, მოეშვი რა უკვე ამ „გამომძიებლობანას“ თამაშს, მილიონჯერ გაგაფრთხილე უკვე. დანტეს სახე გაუმკაცრდა და ლიზიც მაშინვე დაწყნარდა.
-რა გაჩხუბებს, მე უბრალოდ ვნერვიულობ. თვალები აუწყლიანდა ლიზას.
-ვიცი , ვიცი რომ ნერვიულობ და მაპატიე, უხეშობისთვის, უბრალოდ, ხომ იცი, როოგორიც ვარ?! არ შემიძლია ყველაფერზე ლაპარაკი.. რაღაც პრობლემები მაქვს, სანერვიულოდაც არ ღირს, რომ მოვაგვარებ ყველაფერს, მერე მოგიყვები კარგი?! გაუღიმა დანტემ და ლიზისაც უცებ გამოუკეთდა ხასიათი.
-თეოთე, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვინ გიყვარს? ამჯერად მე მომიბრუნდა ღიმილით და კიდევ ერთი ყლუპი ღვინო მოსვა.
-ჩემი მშობლები და ბებო. რატომ მკითხე?
-არ ვიცი, ისე უბრალოდ... და მაგ სამი ადამიანიდან მაინც რომელი გიყვარს გამორჩეულად?
-ლიზი, უცნაურ კითხვებს სვამ. სამივე ერთნაირად მიყვარს.
-ალბათ , უნდოდა ეკითხა, ვის სცემ ყველაზე დიდ პატივსო. დაეხმარა დანტე და ინტერესით შემომხედა პასუხის მოლოდინში.
-აა... რა თქმა უნდა, სამივეს ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ გულო, მაინც სულ სხვაა... ჩემთვის ის ადამიანობის ეტალონია... მასზე კეთილი, შემწყნარებელი და ალალი ადამიანი არასდროს შემხვედრია.. მაგრამ, ბებოს და მშობლების გარდა, არის კიდევ ერთი... საოცარი პიროვნება, რომელიც იმდენად გამორჩეული და განსაკუთრებულია, რომ ხანდახან სრულ არარაობად ვგრძნობ თავს მის გვერდით... ჩავილაპარაკე ჩუმად და ალუბლის წვენი მოვსვი.
-უიი... ვინაა ასეთი? დაინტერესდა ლიზი. დანტე კი ცეცხლს მისჩერებოდა, თუმცა აშკარად ვგრძნობდი, როგორი გულისყურით მისმენდა და როგორ ელოდა ჩემს პასუხს.
-დაახლოებით სამი წლის წინ, როდესაც სახლში მივდიოდი, შევხვდი ერთ უცნობს.... ღამე იყო... ისეთი ღამე , როგორიც უცნობის თვალები. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე წვრილმანებისგანაც შემეძლო გაბედნიერება, მან მაინც თავდაყირა დააყენა ჩემში ყველაფერი. მისნაირი ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ. ყოველ ჯერზე, როცა მე მას ვნახულობ, სულ რაღაც საოცრებას აკეთებს და უფრო მეტად მარწმუნებს იმაში, თუ რამდენად ცუდი ადამიანი ვარ მე... რამდენად ზედაპირულად ვუყურებ ყველაფერს და რამდენად ეგოისტი ვარ... პირველივე ნახვისას ვიღაც კაცს დაეხმარა, გულგრილი ვერ დარჩა მოხუცის მიმართ, რომელიც სიცივეში ფეხით მიიკვალავდა გზას, თავი დაიდანაშაულა იმის გამო, რაც მისი ბრალი არ იყო... სცემა ადამიანი, რომელმაც ძალიან ატკინა, მაგრამ მარტო მაინც ვერ დატოვა და ექიმს თავისი ხელით აჩვენა, მისი ერთი სიტყვასაც კი იმაზე დიდი წონა და ფასი აქვს, ვიდრე ერთად შეკრებილი „ნამდვილი“ კაცების დაუსრულებელ ლაპარაკს... თავისდაუნებურად იწვევს ყველა ადამიანში რიდის და პატივისცემის გრძნობას.. პატივს სცემს ძველ ტრადიციებს, მაგრამ ახალსაც არ უკუაგდებს... ყოველთვის მართალია... ყოველთვის ვიღაცას იცავს და ამას ვერ ხედავენ, ვერ აფასებენ.... და შედეგად ყოველთვის თვითონ ზარალდება, უბრალოდ იმიტომ, რომ მისი სიმართლე არ აძლევს საშუალებას, რომ უსამართლობაზე თვალი დახუჭოს. ის ამ საზოგადოებაში ისევეა, როგორც -„იგი“. წელში გამართული დადის... ჩვენც გვასწავლის, მაგრამ იმდენად ვართ შეჩვეულები მოხრილი სიარულს, რომ არ ვითვალისწინებთ მის ქცევებს... განსხვავებულია, საოცარია... მაგრამ საზოგადოებას მაინც არ ესმისი მისი, არ ესმის... რადგან არ უნდა... საგიჟეთში ხომ ერთი ჭკვიანი ეგონათ გიჟი... თეთრი ყვავივითაა... გამორჩეული... განსხვავებული... ისეთივე როგორიც ჯოყოლა იყო.. ჯოყოლა, რომელმაც თავი შესწირა ზვიადაურს... რომელიც სიმართლის და კაცობის გამო , მთელ თავის თემს აუჯანყდა.. ჯოყოლასავით მანაც გაწირა თავი სტუდენტის გადასარჩენად, ისიც დაუპირისპირდა ყველას და ისიც შეუბრალებლად გაწირეს... მაგრამ, სამწუხაროდ, ვის გამოც გაწირა თავი, ის არ აღმოჩნდა ზვიადაური... ის უბრალოდ... უბრალოდ მხდალი ბიჭი იყო, რომელმაც მისი მხსნელის დასაცავად სიტყვაც კი არ დაძრა... ამ სულელს კი აზრადაც არ მოსვლია , მასზე განაწყენება.. მრცხვენია, რომ ერთადერთხელ დამანახა თავისი ტკივილი, მე კი უხმოდ მოვუსმინე, ვერც კი ვანუგეშე... -სიტყვებს უკვე დაუდევრად ვისროდი.... ხმა მიკანკალებდა და ნერვიულობისგან გათოშილ თითებს ისე ვხლართავდი ერთმანეთში, სულ გამფითრებოდა... გაოგნებული ლიზი ხან მე მიყურებდა, ხან თავის ძმას, რომელიც ისევ ცეცხლს მისჩერებოდა, თუმცა ამჯერად უკვე აშკარად ეტყობოდა დაძაბულობა, ყველა კუნთი დაჭიმული ჰქონდა, ყბის ძვლები გამოკვეთილი, შავი წარბები შეჭმუხნული, გაუნძრევლად იჯდა ერთ ადგილზე ... მხოლოდ მისი ძარღვი ფეთქავდა ყელთან...
-თეო... შენ ახლა... შენ ჩემს ძმაზე ლაპარაკობდი? მომიბრუნდა ლიზი და ეცადა, რაც შეიძლება მშვიდად დამლაპარაკებოდა, მაგრამ ხმა მაინც უთრთოდა. მე პასუხად მხოლოდ გავუღიმე და თავი დავხარე.
-გვიანია უკვე, წავიდეთ, დავიძინოთ. ფეხზე წამოდგა დანტე და ისე გავიდა ოთახიდან, რომ ხმა აღარ გაუცია.
-იდიოტი, სულელი, შენ ამდენი ილაპარაკე, ის კი უბრალოდ ადგა და გავიდა. დუდღუნებდა ლიზი და თან მაგიდას ალაგებდა. მე კი ვიცოდი, რომ დანტე იმ წამს ვერაფერს ვერ იტყოდა... ვიცოდი, რომ მოულოდნელი იყო მისთვის ასეთი სიტყვების მოსმენა, იმასაც მშვენივრად ვხვდებოდი, რომ ძილი უბრალოდ მოიგონა, რომ ოთახიდან გასულიყო და მშვიდად ფიქრის საშუალება მისცემოდა. მაგიდის ალაგება რომ დავასრულეთ, ლიზას ოთახში წავედით. თავისი საღამური მომცა და გვერდით მომიწვა.. გაუჩერებლად მელაპარაკებოდა რაღაცებზე, მაგრამ გულისყურით მოსმენა მიჭირდა. ფიქრებით სადღაც შორს ვიყავი..... სადღაც შორს... დანტესთან... არც კი ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ სიცივის უსიამოვნო შეგრძნებამ შემაწუხა. თვალები არ გამიხელია, ისე მოვიკუნტე და საბნის გასწორება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, ლოყიდან ხელი ვერ მოვიშორე.... შეშინებული წამოვვარდი ფეხზე და შევეცადე სწრაფად გამეაზრებინა სიტუაცია. თუმცა, მგონი ჯობდა, არ დავფიქრებულიყავი და უბრალოდ შემებრუნებინა ძილი სიცივეში. ფეხშიშველი ვიდექი , გაყინულ აივანზე და რაც მთავარია, ხელი ლოყაზე მქონდა მიწებებული, როგორ არ ვცადე მოშორება, მაგრამ ვერ მოვახერხე. ბავშვობიდან მიყვარდა ასე ძილი, თავს მუდამ მარცხენა ხელის გულზე ვდებდი და ისე ვიძინებდი ხოლმე... ჯერ ისევ სიტუაციის გაანალიზებით ვიყავი დაკავებული, რომ ვიღაცის ხითხითი მომესმა უკნიდან... აღრენილი შევბრუნდი უკან და მარჯვენა მოვუქნიე მთელი ძალით, მაგრამ მარცხენა ხელის „არ ქონის“ გამო წონასწორობა დავკარგე და ავყირავდი, მაგრამ დანტემ იმარჯვა და დამიჭირა.
-გაცივდები, ფეხშიშველი ნუ დადიხარ. ისეთი მზრუნველი ხმით მითხრა, ეჭვიც კი შემეპარა , რომ მან გამათრია შუა ღამით აივანზე და ხელი ლოყაზე მიმაწება. მაგრამ სახეზე ღიმილი შეეპარა და მეც უცებ მოვეგე გონს, ფეხი მოვუქნიე და წვივში ისე გავარტყი, რომ მე თვითონ მეტკინა... -ააააა.... იღმუვლა მან და ცალ ფეხზე დაიწყო ხტუნვა.
-ღირსი ხარ. მივაძახე გამწარებულმა, ისევ ძველ დივანზე ჩამოვჯექი , სადაც რამდენიმე წამის წინ ასე ტკბილად მეძინა და ფეხებზე საბანი წავიფარე.
-თხა... გამოსცრა კბილებში.
-ნადირო.
-ქაჯო.
-აუტანელო.
-მოგკლავ!
-ჯერ მე მოგკლავ!
-თეოთე გაჩუმდი!
-შენ გაჩუმდი.
-ვაააახ...
-აუუუ........ არც ერთი არ ვჩერდებოდით, მაგრამ თემის შეცვლა ისევ მე გადავწყვიტე. -ვერ მეტყვი , რატომ მძინავს ამ სიცივეში გარეთ? ან რატომ მაქვს ხელი ლოყაზე მიწებებული?
-რევანშის გამო. ხომ გითხარი , სამაგიეროს გადაგიხდითქო, ჰოდა სუპერ წებოთი მიგაწებე ხელი ლოყაზე და მერე გარეთ გამოგიყვანე, რომ მალე გამშრალიყო და შენც გაგეღვიძა, კიდევ კარგი მოასწრო გაშრობა. ჩაიხითხითა დანტემ და ჩემ წინ ჩაიმუხლა.
-არ ხარ ნორმალური.
- და ამას მეუბნება ის ადამიანი, ვინც რამდენიმე საათის წინ, ჩემს ოთახთან მოჩვენებასავით დაფარფატებდა.
-როგორ მოვიშორო, ახლა ხელი? მეწვის ლოყა. გავიბუსხე მე და მომდგარი ცრემლები ძალდატანებით შევიკავე.
-ეგ ვეღარ გავიაზრე , რომ დაგეწვებოდა, შენ ოთახში შედი, მე კი სარდაფში მოვძებნი რამეს, რომ წებო მოგაშორო. მითხრა სერიოზულად და უცებ ჩავიდა ქვემოთ. საბანი მხრებზე მოვიხვიე და ფეხისწვერებზე შევედი მისაღებში. ბუხარში ცეცხლი ისევ გიზგიზებდა. მის წინ მდგარ სავარძელს მივაშურე და სითბოსგან ნასიამოვნები , გარინდული დავჯექი, ფეხები კი ზემოთ ავკეცე.
-აი ვიპოვნე. მომესმა დანტეს ხმა და მალე თვითონვე ამესვეტა წინ. ხელში პატარა ბოთლი ეჭირა და თბილად მიღიმოდა.
-ეგ რა არის? ვკითხე დაეჭვებით.
-წებოს მოსაშორებელი ხსნარია. მიპასუხა მშვიდად და სითხე ბამბაზე დააწვეთა, შემდეგ კი, ჩაიმუხლა და ფრთხილად დაიწყო წებოს მოშორება. ხსნარი აშკარად კარგი გამოდგა, ნელ-ნელა თითები ლოყას დავაშორე და მალე საერთოდ გავითავისუფლე. -მიდი ახლა პირი კარგად დაიბანე, კანი არ გაგიღიზიანდეს, თორემ რა ამოვა შენი ყბიდან. ხმისამოუღებლად წამოვდექი ფეხზე , მაგრამ სანამ ნაბიჯს გადავდგამდი, დანტემ თავისი ოთახის ჩუსტები დამიწყო ძირს, თვითონ კი ჩემ მოპირდაპირე სავარძელში მოკალათდა. ოდნავ გავუღიმე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
უკან დაბრუნებულს დანტე ისევ იმავე პოზაში დამხვდა. მეც სავარძელში მოვთავსდი, საბანი მივიფარე და მოგიზგიზე ცეცხლს გავუშტერე თვალი.
-წეღან რაც თქვი... დაიწყო დანტემ, ჩვეულზე მეტი ხრინწი ისმოდა მის ხმაში... ასე მხოლოდ მაშინ ემართებოდა, როცა რაღაცაზე ძალიან სერიოზულად ლაპარაკობდა. -მართლა ასე ფიქრობ?
-კი, მართლა ასე ვფქირობ... კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ იმდენად აღმატებული ხარ, რომ სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება რომ ვისაუბრო შენზე.... აღარც გული მემორჩილება, აღარც გონება, ორივე ელვის სისწრაფით მუშაობს და არ მაცდის ჩემი გრძნობების და ფიქრების ხმამაღლა გამოთქმას, სანამ ერთ სიტყვას ვიტყვი, უკვე მილიონ ფიქრს და ემოციას აქვს ჩემში გავლილი და ვერ ვასწრებ, ყველას წარმოთქმას... საოცარი ხარ დანტე... პირველად შევხედე იმ ხნის განმავლობაში თვალებში და ისევ ის განცდა დამრჩა, რაც სამი წლის წინ. იმდენად მაბნებდა ხოლმე მისი მზერა, რომ ვერასდროს ვუსწორებდი თვალს, საუბრისას ის მე მიყურებდა, მე კი შორს, უსასრულობას ვუსწორებდი მზერას და მთელი ძალით ვცდილობდი, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ახლა კი ცდუნებას ვერ გავუძელი, თვალებში მივაშტერდი და მომენტალურად მოვწყდი რეალობას. ჩავიკარგე მის ღრმა, თბილ გამოხედვაში. მის მომწვანო, მოშავო, მოცისფრო, მოყავისფრო, მის ზაფხულის ღამის ცასავით აჭრელებულ თვალებში და მომზადებული სიტყვა პირზე შემეყინა. მონუსხული ვიჯექი და თვალს ვერ ვაშორებდი... ოდნავ ჩაეღიმა და თავის თავზე აიღო ჩემი გადარჩენის ინიციატივა. მზერა მომაშორა და ცეცხლს გახედა. უცებ მოვეშვი და ვიგრძენი , როგორ მქონდა წამის წინ ყველა კუნთი დაჭიმული.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არ ვარ ასეთი კარგი და განსაკუთრებულითქო. მითხრა სევდიანი ღიმილით, თუმცა ცეცხლისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ოოო ... ნუ მელაპარაკები რა. მე უკ.... სიტყვა ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა.
-ვინ უნდა იყოს ამ შუაღამით? ჩაილაპარაკა დანტემ და ჯიბიდან ტელეფონი ამოასრიალა. წამის მეასედში შეეცვალა გამომეტყველება. უცებ დასერიოზულდა. წარბები შეკრა და ფეხზე წამოდგა.
-გისმენთ? უთხრა სერიოზული ხმით.
-......
-არაუშავს, მაინც არ მეძინა. რა ხდება?
-.....
-კი, არაა პრობლემა. მაგრამ.. თქვენ ხომ თქვით რომ...
-.......
-ანუ გამოდის რომ?
-........ დანტეს თვალებში სიხარულის ნაპერწკლები გაუჩნდნენ და მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა.
-კი მაგრამ, რატომ შეცვალეს გადაწყვეტილება? ან თქვენ რატომ გადაიფიქრეთ?
-.........
-გასაგებია, კი ბატონო, ხვალ დილით მანდ ვარ.
-.....
-დიდი მადლობა, და ნახვამდის . დანტემ ღიმილით გათიშა ტელეფონი, რამდენიმე წამი ასე გაბრწყინებული იდგა, მერე კი ფეთიანივით მომვარდა და მთლი ძალით ჩამეხუტა.
-ეე ... რა ხდება აღარ მეტყვი. ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან.
-რა და... ორ დღეში გერმანიაში მივფრინავ, ტრენერმა და იმ გერმანელებმა, გადაწყვიტეს , რომ მეც წავალ და ის ბიჭიც, ჩემ ნაცვლად რომ უშვებდნენ.. ვაიმე.. წარმოიდგინე... ვააახხ.... დანტე ადგილს ვერ პოულობდა, ძალიან უნდოდა, რომ ეს სიხარული ასე ძალიან არ დასტყობოდა , მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. პატარა ბავშვივით ცქმუტავდა.. და არეულ სიტყვებს ალაგ-ალაგ ამბობდა.
-რა ხდება? ოთახში შეშინებულები შემოცვივდნენ დანტეს ოჯახის წევრები და პასუხის მოლოდინში დაძაბულობა გამოესახათ სახეზე.
-რა და თქვენი შვილი ორ დღეში გერმანიაში მიფრინავს, კონტრაქტი გამიფორმეს , გესმით თქვენ? დანტეს პირველი მამა გადაეხვია. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ზურგით იდგა, მაინც დავინახე, როგორ მოიწმინდა თვალები. კარგა ხნის გამოკითხვის და მილოცვების შემდეგ, გადაწყდა, რომ დილის ხუთ საათზე დავძრულიყავით თბილისისკენ. მე ბარგის ამოლაგებაც ვერ მოვასწარი, ისე გავყევი უკან მიქიანების ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ბებომ სულ არანორმალური მეძახა, „ან ჩამოსვლა რა იყო ბებო, ან წასვლა რა არისო“... მაინც არ დავიშალე, ვერ გავუშვებდი დანტეს დაუმშვიდობებლად... მომდევნო ხუთი წელი ხომ ვეღარ ვნახავდი.... მიხაროდა, მაგრამ თან ტირილი მინდოდა... წამით ეგოიზმმაც კი მძლია და გამიჩნდა სურვილი, მეთქვა, რომ არ წასულიყო... რომ დარჩენილიყო თბილისში და როგორც უნდოდა ისე მოეშალა ჩემთვის ნერვები , უბრალოდ არსად არ წასულიყო.... მაგრამ ჩემი ფიქრები წამში უარვყავი... გულწრფელად ვუღიმოდი, თუმცა ხმის ამოღებას მაინც ვერ ვახერხებდი.























.......
დილით უკვე თბილისში ვიყავით.დანტე სახლში არც ამოსულა, პირდაპირ ტრენერთან წავიდა შესახვედრად, ჩვენ კი ახალი ამბის მოლოდინით ავუყევით კიბეებს და სახლში შევედით.. დიდი ხნის ჩხუბის შემდეგ, მეც დამიყოლიეს მათთან შესვლაზე, ვისაუზმეთ, შემდეგ კი ბოდიშის მოხდით დავტოვე იქაურობა და სახლში გავედი დასაძინებლად. ჩემი სახლის ზღურბლზე გადაბიჯება და ხმამაღლა აღრიალება ერთი იყო... უკვე ცხადად გავიაზრე, რომ ხუთი წელი ვეღარ ვნახავდი და ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა... მოთქმით ვიტირე იქამდე, სანამ ცრემლები არ გამიშრა. საწოლზე ტანსაცმლითვე მივწექი და წამში გავითიშე. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. თვალების სრესვით მივლასლასდი კარამდე და ისე გამოვაღე, არც კი შემიმოწმებია, ვინ იყო.
-რა დაგემართა გოგო? შეშინებული მომვარდა დანტე და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-რაზე ამბობ? ვკითხე მთქნარებით და კარი მივკეტე.
-თვალები რა დღეში გაქვს? მან მაჯაში ჩამავლო ხელი და სარკესთან მიმიყვანა.
-ვაიმე.. შევყვირე, როცა ჩემი გამოსახულება დავინახე და შეშინებული დავაკვირდი თვალებს. ამდენი ტირილისგან სულ ჩამწითლებოდა, უპეები კი ისეთი შავი მქონდა, თითქოს 1 თვე არ მეძინა....
-რა დაგემართა , აღარ მეტყვი? მკითხა ოდნავ დამშვიდებულმა და თბილად შემომხედა.
-ისაა... ტუშმა გამიღიზიანა და... ჩავიბურტყუნე მე და თავი დაბლა დავხარე. ცხვირში საშინელი წვა ვიგრძენი, ყელში კი თითქოს დიდი ბურთი მქონდა გაჩრილი, თუმცა მაინც ვიმარჯვე და გადავყლაპე, ცრემლებიც და გაჩხერილი ბურთიც. -რაო აბა ტრენერმა? შევეცადე, ხმაში მხიარულება შემტყობოდა და თან სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. -ჩაის ხომ დალევ? გავძახე გარეთ,მაგრამ მალე თვითონვე შემოვიდა.
-კი , დავლევ. მიპასუხა მშვიდად და სკამზე ჩამოჯდა.
-ჰააა ადამიანო, გამისკდა გული, რაო ტრენერმა?
-რაო და... ერთი პატარა ქალბატონი მესტუმრაო.. მელაპარაკაო... ისე, რომ ჩემს ადამიანობაში ეჭვი შემატატინაო.... სულ დეტალურად მომიყვა, რაც უთხრა, ჰოდა მეც მივხვდი, როგორი არასწორი ვარო და როგორ არ მინდა შენს ცოდვაში ფეხის ჩადგმაო. ამიტომ გადაწყდა ჩემი წასვლა, გამოსაცდელი ვადით ის ბიჭიც მოდის, მაგრამ მე უკვე გუნდში ვარ... ხომ არ იცი, ვინ შეიძლება ის გოგო იყოს? მკითხა ეშმაკურად და სკამი წინა ორ ფეხზე შეაყენა.
-ბრაზობ? წინ დავუდექი და დასჯილი ბავშვივით თავი დავუხარე. ხმა არ გაუცია, ისე წამოდგა ფეხზე და ისე ჩამეხუტა.
-არა... ძალიან დიდი მადლობა, განა იმისთვის, რომ შენი დამსახურებაა, ჩემი გერმანიაში წასვლა, არა... მადლობა იმისთვის, რომ ჩემი პრობლემები გტკივა და ჩემზე ღელავ.... დანტე ხელს არ მიშვებდა, ისე მეჩურჩულებოდა ყურში. მეც მორჩილად ვიდექი და მონუსხული ვუსმენდი მის ბუბუნა ხმას. -მაგრამ, მეტჯერ აღარ ქნა ეგეთი რამე, შეიძლება, ყველა ჩემი ტრენერივით მშვიდი არ შეგხვდეს და საშიშია...
-მეტჯერ ვეღარც ვიზამ... ჩავილაპარაკე ჩუმად. მან თავისი მკლავებისგან გამათავისუფლა. ნიკაპი მსუბუქად ამაწევინა და თვალებში ჩამაშტერდა.
- რას გულისხმობ?
-იმას, რომ ხუთი წელი ვეღარ გნახავ და გერმანიაში კიდევ აქედან ვის ველაპარაკო. ვუპასუხე მოჩვენებითი ღიმილით. რამდენიმე წამი კიდევ მიყურა, შემდეგ კი ნიკაპზე ხელიგ გამიშვა და მთელი ძალით ჩამეხუტა. ხმას არ იღებდა, თუმცა არც იყო საჭირო... იქამდე ვიდექით ასე, სანამ ჩაიდანმა სტვენა არ დაიწყო. უცებ გამოვფხიზლდით, ხელები გავუშვით ერთმანეთს და დაბნეულები დავუბრუნდით ჩვენს ადგილებს.
-თეოთე, მე წავალ რა... ჩემები არ მინახავს ჯერ და უნდა დაველაპარაკო.
- უი, კი კიი... აბა რა უნდა ქნა... ჩაიდანი გვერდზე გადავდე და დანტე ღიმილით მივაცილე კარამდე. უკანმოუხედავად შევიდა სახლში, მაგრამ კარი მხოლოდ მაშინ მიხურა, როცა მე შევედი.

მომდევნო ორი დღე, თვალი არ მომიკრავს მისთვის, სულ გადარბენაზე იყო, ტელეფონზეც კი ვერ ვუკავშირდებოდი, სანამ მისი წასვლის დღეს, ძალიან ადრე კარზე ზარის ხმა არ გავიგე. თვალების ფშვნეტით მივედი კარამდე და მაშინვე გამოვაღე.
-დროზე , ჩაიცვი. სახლში შემომივარდა დანტე და ეგრევე ჩემი ოთახისკენ აიღო გეზი.
-მოიცა კაცო, სად მივდივარ? ან რომელი საათია? ან აქ რა გინდა? მალე შენი რეისია, დასვენება ხომ გჭირდება? იმდენი კითხვა დავსვი, რომ სათვალავი მე თვითონ ამერია. თუმცა მას რეაქცია არ ჰქონია. ჩემი კარადა გამოაღო და უცებ გადმომიგდო, ჯინსი, ნაქსოვი სვიტრი და ქურთუკი.
-გარეთ გელოდები, ხუთ წუთში მზად იყავი.მომაძახა და სანამ პასუხს გავცემდი, გარეთ გაუჩინარდა.
-არ ხარ დანტე ნორმალური. გავიფიქრე ჩემთვის და ტანსაცმელი სწრაფად მოვირგე. შემდეგ სააბაზანოში გავედი, პირი დავიბანე და სავარძელში მჯდომ დანტეს ავესვეტე წინ. -მზად ვარ.
-ჰოდა, ძალიან კარგი. სწრაფად წამოდგა, ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა. ლიფტი გამოიძახა და ბოლო სართულზე მიაჭირა თითი.
-უნდა გავფრინდეთ? ვკითხე სიცილით, როცა კარი დაიხურა.
-ეგაც შეიძლება.. მიპასუხა სერიოზულად. ხმა აღარ ამოგვიღია, ისე ავედით ზევით. ბოლო სართულზე, სახურავზე ამავალი კიბისკენ წავიდა და მეც მას გავყევი. ჩვენი კორპუსი საკმაოდ მაღალი იყო და ლამაზი ხედი ჰქონდა... სახურავის კარი რომ გააღო, სწორედ მაშინ იწყებდა მზე ამოსვლას. გაოცებული გავედი ცენტრში და გაფართოებული თვალებით დავაკვირდი ჯერ ისევ მდუმარე თბილისს, რომელიც მზის პირველი სხივების გამობრწყინებით გამოწვეულ სილამაზეს აკლდებოდა... ცა ნელ-ნელა გავარდისფრდა, შემდეგ გაწითლდა... მტრედისფერი ღრუბლების უკან ნელ-ნელა ამოსრიალდა, დიდი მოწითალო, მოყვითალო, მონარინჯისფრო მზე და ახალი იმედი აჩუქა მთელს ქვეყანას.
-ღმერთო.... აღმომხდა გაოცებულს და შევეცადე, მაქსიმალური სიზუსტიდ დამემახსოვრებინა ყოველი დეტალი ცაზე. -დანტე, აი ამ ფერი ხარ შენ... ჩავილაპარაკე ჩემთვის, ისე, რომ ცისთვის თვალები არ მომიშორებია. -ასეთი იმედის ფერი, ასეთი აჭრელებული, ასეთი ლამაზი.... ამიერიდან დღის ამ მონაკვეთს -აისს კი არა, დანტეს დავუძახებ ხოლმე... ვატყობდი, რომ ხმა ნელ -ნელა ამიკანკალდა.
-არა, ეგ მე კი არა, შენ ხარ.... მაგიტომაც გაჩვენე... აი ასეთს გხედავ ზუსტად.... სისუფთავის და სიმშვიდის სუნით და აჭრელებული ცის ფერით. ამ ხუთი წლის განმავლობაში, როცა აქ არ ვიქნები, ყოველ დილით შევხვდები მზის ამოსვლას, გპირდები... იმიტომ , რომ შენ ხარ ჩემთვის ისეთი იმედი, როგორიც მზის პირველი სხივია დედამიწაზე... მაღლა ვიხედებოდი, თუმცა ცრემლები ვეღარ შევიკავე, ჯერ ერთი ჩამოგორდა, მერე მეორე.... მესამე.... მეოთხე.... მეათასე.... სანამ დანტე არ მოვიდა და მაგრად არ ჩამიხუტა... -ასე სჯობს, ნუ თამაშობ ძლიერ ადამიანს, ვიცი, როგორც გტკივა, რომ ამდენი ხანი ვერ მნახავ... არაა დამალვა საჭირო, იმიტომ რომ მეც იმავეს ვგრძნობ.... მაგრამ მე რომ აქ არ ვიქნები, არ იტირო ხოლმე, არ გაბედო იცოდე, თორემ შენ თუ აქ იტირებ, გერმანიაში წვიმა წამოვა და მერე როგორ ვივარჯიშო აბა? გავცივდები... გაციებულს კიდევ ვინ მომივლის?! ვინმე გერმანელი ლენა, ან ემა... და მოგეწონება?
-იდიოტოო.. ჩავიბურდღუნე სიცილით და მეც შემოვხვიე ხელები ზურგზე.
-მოგენატრები?
-კი...
-მეც მომენატრები , თეოთე.
-ვიცი...
-ხუთი წლის მერე რა იქნება?
-ის, რაც სამი წლის წინ იყო დანტე... კიდევ ერთხელ ახლიდან შეგხვდები და ახლიდან შემიყვარდება შენი თვალები...
-ანუ გიყვარვარ?
-არა.
-აბა?
-შენი თვალები მიყვარს...
-ჩემი თვალები, ხომ ჩემი ნაწილია და ანუ თუ ჩემი ნაწილი გიყვარს, გამოდის , რომ მეც გიყვარვარ.
-ნარცისი ხარ.
-ეე მართლაა... მითხარი, რას გრძნობ?
-ხუთი წლის მერე გეტყვი, რასაც ვგრძნობ.
-თხა.
-შენ რას გრძნობ? ამჯერად მე შევუბრუნე კითხვა.
-და ვერ ხვდები, რასაც ვგრძნობ?
-ვერა.
-ჰოდა, მაშინ ხუთი წლის მერე გეტყვი, რასაც ვგრძნობ.
-აუტანელო.
-წამოხვალ აეროპორტში? მკითხა დასევდიანებულმა.
-არა რა... ვერ ვიტან დამშვიდობებას...
-კარგი.
-გეწყინა? ვკითხე დანანებით.
-არა, რა უნდა მწყენოდა. წამოდი, ჩაგიყვან ახლა სახლში, თორემ გაცივდები. მითხრა მზრუნველად, ხელი ჩამკიდა და ისევ იმ მიმართულებით წამიყვანა, საიდანაც მივედით.
-მოვედით.. ჩავილაპარაკე, როცა ჩემი კარის წინ გავჩერდით.
-ჰოო... მე მივდივარ...
-ჰოოო.... შენ მიდიხარ. გაფრთხილებ, მოეშვი იქ იმ ლენას , ემას და კიდევ დანარჩენებს და ვარჯიშს მიხედე, თორემ ფეხით ჩამოგაკითხავ იქ.
-რა იყო, ეჭვიანობ? მკითხა ხითხითით.
-მეტი საქმე არ მაქვს.. უბრალოდ არ მინდა, რომ ასეთი შანსი გაუშვა ხელიდან, ვიღაცების გამო.
-ვიცი თეოთე, ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება, თავს არ დავზოგავ.
-დარწმუნებული ვარ. წადი ახლა, თორემ დააგვიანებ..
-ჰოოო. მართალი ხარ.
-ნახვამდის დანტე. ჩავილაპარაკე ჩუმად, ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
-დროებით თეოთე... დანტე დაიხარა, შუბლზე ოდნავ შემახო თბილი ტუჩები, სახეზე ნაზად მიმეფერა და სახლში შევიდა. პირველად მოხურა კარი პირველმა... გაყინული შევედი სახლში, ოღონდ სიცივისგან არა, ემოციებისგან... ერთდოულად იმდენ რამეზე ვფიქრობდი, რომ თავი გამისკდებოდა მეგონა...უაზროდ დავბორიალობდი ოთახიდან-ოთახში. ხან წამოვწექი, ხან წამოვდექი, მაგრამ მოსვენება ვერადავერ ვიპოვნე. საათს დავხედე, 11 ხდებოდა უკვე. დანტეს რეისი კი 12-ზე იყო. ფეთიანივით წამოვხტი ფეხზე, ქურთუკი მოვიცვი, საფულე ავიღე და გარეთ გავვარდი. კარგახანს ვაკაკუნე დანტესთან კარზე, იმ იმედით რომ ჯერ ისევ არ იქნებოდა წასული, მაგრამ შევცდი.... სახლში არავინ დამხვდა. თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები და პირველივე ტაქსი გავაჩერე, რომელიც შემხვდა.
-აეროპოტში. ოღონდ ძალიან ჩქარა. ამოვიქაქანე და კარი მოვიხურე.
-ხომ მშვიდობა გაქვს შვილო? მომიბრუნდა მოხუცი.
-თუ ვერ მივუსწარი, არ მექნება მშვიდობა.... ასე რომ თუ შეიძლება, სწრაფად წავიდეთ რა.
-ვის თუ ვერ მიუსწარი? არ ჩუმდებოდა მძღოლი.
-ვის და ბიჭს, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია და რომელსაც მომდევნო ხუთი წელი ვეღარ ვნახავ. თუ შეიძლება , დროზე წავიდეთ რა.
-უი დედა, რას ამბობ კაცო, რავარი სიყვარული გცოდნიათ ამ ახალგაზრდებს. გაიღიმა მძღოლმა და მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს. საკმაოდ სწრაფად ატარა. სწრაფად გადმოვვარდი მანქანიდან და აეროპორტში შევვარდი. ელვის სისწრაფით ვათვალიერებდი ხალხს, იმ იმედით, რომ დანტეს დავინახავდი, მაგრამ ხელში ლაშა შემრჩა... შემდეგ კი დანარჩენებსაც მოვკარი თვალი, თუმცა დანტე არსად ჩანდა... მაშინვე მათკენ გავიქეცი.
-წავიდა უკვე? ვუთხარი ქოშინით და გულზე ხელი მივიჭირე.
-არა, აქ ვარ ჯერ... მომესმა ნაცნობი , ბუბუნა ხმა ზურგს უკან და ისე ამიჩქარდა გული, თვითმფრინავის ძრავას შეშურდებოდა. უცებ მივბრუნდი მისკენ და მთელი ძალით მოვხვიე ხელები. -მაინც მოხვედი... მითხრა ხრინწიანი ხმით და თავზე მაკოცა.
-ჰო... მაინც მოვედი.. ჩავილაპარაკე ჩემთვის... სულ დამავიწყდა გარშემომყოფების არსებობა. ასე ვიდექით, სანამ თვითმფრინავში ჩასხდომა არ გამოაცხადეს. დანტემ ხელები გამიშვა. ყველას დაემშვიდობა, შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდა...
-მალე ჩამოვალ... ჩამჩურჩულა ყურში და იქვე მაკოცა, როგორც პირველად , სამი წლის წინ.
-ნახვამდის დანტე...
-დროებით თეოთე.
ჩემდა გასაკვირად აღარ მიტირია... ყოველშემთხვევაში, იქამდე, სანამ თვალს არ მიეფარა.. შემდეგ კი ყველამ ერთდროულად დავიწყეთ ტირილი, ბიჭებსაც კი გაბზარვოდათ ხმა, მხოლოდ დანტეს მამა იდგა და იყურებოდა ღიმილით თვითმფრინავის მიმართულებისკენ.... იქამდე არ მოგვიცვლია ფეხი, სანამ თვითმფრინავი ჰაერში არ აიჭრა და თვალს არ მიეფარა. ხმისამოუღებლად ავიღეთ გეზი შინისკენ და დანტესთან ავედით სახლში... ძველი ამბები გავიხსენეთ და მხოლოდ გვიან ღამით დავიშალეთ... იმ ღამით გაუჩერებლად ვტიროდი და გაუჩერებლად წვიმდა თურმე გერმანიაშიც.....




















....
დრო გადიოდა, დანტე კი უფრო დაუფრო დიდ წარმატებებს აღწევდა. მისი ოცნება, ჯერ მიზანი გახდა, მალე კი რეალობა... კვირაში ერთხელ მინიმუმ, ვკითხულობდი ხოლმე მასზე სიახლეებს, სხვადასხვა გაზეთებსა თუ ჟურნალებში... ვუყურებდი მის თამაშებს ტელევიზორში, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვკონტაქტობდით, უფრო სწორად, ძალიან, ძალიან იშვიათად ვლაპარაკობდით. ისეთი გრაფიკი ჰქონდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ, არც მე ვურთულებდი ცხოვრებას.დაახლოებით 2 წელიწადში თითქოს მივეჩვიე კიდეც მის გარეშე ცხოვრებას... 3 წელში უკვე აღარ ვტიროდი.... 4 წელში გულწრფელად ვიღიმოდი, როცა მისი საოცარი წარმატებების შესახებ ვისმენდი... 5 წელში კი.... დანტე საქართველოს ნაკრებში აიყვანეს...
ორი დღე გადაბმულად აღვნიშნავდით მის წარმატებას მიქიანების ოჯახში... მისი მეგობრები, ოჯახი, ნათესავები, ტრენერიც კი, დანტესთან ვიყავით შეკრებილები და ვცდილობდით, როგორმე გამოგვეხატა ჩვენი სიხარული, მაგრამ დანტეს კი ვერ დავუკავშირდით.... მხოლოდ 5 წუთი ვესაუბრეთ, ისიც რის ვაი-ვაგლახით... ეძინა და გავაღვიძეთ.















...
ძლივს, ზაფხულიც მოვიდა და შვებულებაზე მაშინვე რაჭაში გავიქეცი. ჯერ ბებოს მივესიყვარულე, შემდეგ კი კატოსთან გავედი, რომ დანტეზე ახალი ამბები მეთქვა.... სიხარულით შემომეგება , დაახლოებით ერთ საათიანი საუბრის შემდეგ კი დავემშვიდობე და ღიღინით გავუყევი სახლამდე მიმავალ ბილიკს. ისეთი სასიამოვნო სუნი იდგა, საღამოს ცოტა წამოწვიმა, ახლა კი მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი და სავსე მთვარის შუქით ჭრელდებოდა არემარე... ოდნავ ნიავიც ქროდა და გარშემო ფანტავდა ზაფხულის წვიმიანი საღამოს სუნს, რომელიც სიმშვიდის და სისუფთავის განცდას ტოვებდა, სუნს რომელიც ჩემთვის დანტესთან ასოცირდებოდა.... თვალს ვერ ვაშორებდი მომწვანო,მოლურჯო, მოშავოდ აჭრელებულ ღამის ცას, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.... ცას, რომელიც დანტეს თვალებისფერი იყო და ღრმად ვსუნთქავდი, „მის“ მათრობელა სუნს... ნიავი ასე დაუშურებლად რომ მაფრქვევდა სახეზე... კიდევ ერთხელ ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი და ხმამაღლა დავიწყე სიმღერა, რომ ცუდი ფიქრები გამეფანტა გონებიდან... მელოდია თავისით ამომიტივდივდა თავში... რამდენჯერმე მოვკარი ყური, როგორ უსმენდა დანტე და მეც შევისისხლხორცე... მშვიდად დავიწყე , მაგრამ როგორც კი მისამღერს მივუახლოვდი, როლში ზედმეტად შევიჭერი, ხელები გავშალე და თითქმის ბოლო ხმაზე დავიწყე სიმღერა, ნუ თუ გულწრფელი ვიქნები -ჩხავილი...
ქარებისდღეაქრიანფოთლები
დაიმედებიცახლოსარიან,
ეხლაარვიცირასველოდები
ეხლაარვიცირამიხარია.
ქარებისდღეაქრიანფოთლები
დაიმედებიცახლოსარიან,
ეხლაარვიცირასველოდები
ეხლაარვიცირამიხარია.
დღესყველაფერიკარგადიქნება
დღესკარგადყოფნაგარდუვალია,
ეხლაარვიცირასველოდები
ეხლაარვიცირამიხარია.....

-არადა როგორ მიყვარდა ხოლმე ეგ სიმღერა და ეჭვი მეპარება, ასეთი ჩხავილის შემდეგ, კიდევ შევძლო ოდესმე მისი სერიოზული სახით მოსმენა. ზურგს უკან ნაცნობი, ხრინწიანი ბარიტონი მომესმა და სიმღერის ტექსტი კი არა, ჩემი სახელიც დამავიწყდა. ნელა შევბრუნდი უკან და ერთდროულად მილიარდი პეპელა აფრინა მუცელში, როცა ჩემ წინ მდგარი მომღიმარი დანტე დავინახე... ზუსტად ისე მიღიმოდა, როგორც წლების წინ... სავსე მთვარის შუქი ნათლად აჩენდა მის სახეს და არ გამჭირვებია მის თვალებშიც დამენახა ვარსკვლავები... სიხარული იმდენად ძლიერი იყო, რომ სიტყვა ვერ დავძარი. ვიდექი ერთ ადგილას მიყინული და გაშტერებული მივჩერებოდი უცნობის თვალებისფერ ღამეში ღიმილით მდგარ, მონატრებულ დანტეს...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სიმღერას რა ქვია?!

 


№2 სტუმარი Guest Katastrofa

საოცრება. ❤ ეს ისტორია ჩემია ❤ მიყვარს... დანტე?? დანტე ნამდვილად აისია ❤ ისეთი განსაკუთრებული,კეთილი,სიკეთის ეტალონი ❤ თეოთე? თეოთე ცისარტყელააა ❤ სუფთა,უმანკო,თბილი და თავმდაბალი ❤ სხვანაირად არც შეიძლებოდა ❤ ისინი ერთმანეთს ისე იმსახურებენ,როგორც ღამის ცა იმსახურებს მთვარესა და ვარსკვლავებს (მგონი უცნაური შედარებაა მაგრამ ასეა). ❤ ირინა? ირინა ჩემი მწერალია ❤ საოცრება ხარ ❤ თითოეულ დეტალს ისე ზუსტად გადმოსცემს რომ შეუძლებელია ადამიანმა თავი ამ მოთხრობაში არ იგრძნოს ❤ თითოეულ კადრს ისე გადმოსცემდი რომ მე ჩვეულებრივ,ნათლად ვხედავდი თუნდაც იმ მომენტს თეოთე ხიდან რომ ჩამოვარდა და დანტე ძალიან,ძალიან საყვარლად რომ დასცინოდა. იმასაც დანტეს შეშინება რომ სცადა თუმცა ბოლოს იატაკზე რომ აღმოჩნდა. ისიც კი თვალწინ დამიდგა როგორ იდგა თეოთე ლოყაზე ხელი მიწებებული ❤ ზოგჯერ ისეთი ხარხარი ამიტყდებიდა ხოლმე დედაჩემი საგიჟეთში დარეკვას ფიქრობდა და ნომერს იძიებდა. ❤ შენ ხარ ადამიანი რომელმაც ჩემში ნამდვილად მოახდინა რაღაცის ადაპტირება. ჩემში მართლა შეიცვალა "რაღაც უკეთესობისკენ" ❤ მადლობა შენ.მადლობა დანტეს.მადლობა თეოთეს. მადლობა ლოზის. მადლობა ყველას ჯუჯღუნა და კეთილ მერი ბებოსაც კი დიდი მადლობა ❤ ეს ისტორია,ჩემს გულში ღრმად ჩაიბეჭდა ყოველი მძიმე-წერტილით ❤ და ამის შემდეგ როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები აუცილებლად წავიკითხავ იცი რას? "უცნობის თვალების ფერი ღამე"-ს ❤

 


№3  offline წევრი შამხათი

როგორ მიყვარს ეს ისტორია...მიხარია, რომ ისევ დევს საიტზე.

 


№4 სტუმარი Guest ნინო

სიტყვები არ მყოფნის ისეთი კარგი იყო❤❤ უმაგრესი აი ვერ აღვწერ ❤დასასრულიც მომეწონა ძალიან ძალიან მაგარი იყო❤❤ ემოციებით დავიხუნძლე და ცოტაც ვიტირე.. ძალიან კარგი ხარ ❤❤❤

 


№5  offline წევრი ირინა

katerina (keta)
როგორ მიყვარს ეს ისტორია!
რამდენი ხანი ვეძებდი და წაშლილი იყო საიტიდან...
ძალიან გამეხარდა რომ ისევ შემიძლია წავიკითხო და დავტკბე.
ძალიან კარგად წერ,
უზომოდ სასიამოვნო საკითხავია შენი ისტორიები.
კარგი გოგო ხარ და წარმატებები ახალ ისტორიაშიც.


აუუ დიდი მადლობა ჩემო კარგო <333 მიხარია, თუ მოგწონს ჩემი ისტორიები. მადლობა :****8

Guest Katastrofa
საოცრება. ❤ ეს ისტორია ჩემია ❤ მიყვარს... დანტე?? დანტე ნამდვილად აისია ❤ ისეთი განსაკუთრებული,კეთილი,სიკეთის ეტალონი ❤ თეოთე? თეოთე ცისარტყელააა ❤ სუფთა,უმანკო,თბილი და თავმდაბალი ❤ სხვანაირად არც შეიძლებოდა ❤ ისინი ერთმანეთს ისე იმსახურებენ,როგორც ღამის ცა იმსახურებს მთვარესა და ვარსკვლავებს (მგონი უცნაური შედარებაა მაგრამ ასეა). ❤ ირინა? ირინა ჩემი მწერალია ❤ საოცრება ხარ ❤ თითოეულ დეტალს ისე ზუსტად გადმოსცემს რომ შეუძლებელია ადამიანმა თავი ამ მოთხრობაში არ იგრძნოს ❤ თითოეულ კადრს ისე გადმოსცემდი რომ მე ჩვეულებრივ,ნათლად ვხედავდი თუნდაც იმ მომენტს თეოთე ხიდან რომ ჩამოვარდა და დანტე ძალიან,ძალიან საყვარლად რომ დასცინოდა. იმასაც დანტეს შეშინება რომ სცადა თუმცა ბოლოს იატაკზე რომ აღმოჩნდა. ისიც კი თვალწინ დამიდგა როგორ იდგა თეოთე ლოყაზე ხელი მიწებებული ❤ ზოგჯერ ისეთი ხარხარი ამიტყდებიდა ხოლმე დედაჩემი საგიჟეთში დარეკვას ფიქრობდა და ნომერს იძიებდა. ❤ შენ ხარ ადამიანი რომელმაც ჩემში ნამდვილად მოახდინა რაღაცის ადაპტირება. ჩემში მართლა შეიცვალა "რაღაც უკეთესობისკენ" ❤ მადლობა შენ.მადლობა დანტეს.მადლობა თეოთეს. მადლობა ლოზის. მადლობა ყველას ჯუჯღუნა და კეთილ მერი ბებოსაც კი დიდი მადლობა ❤ ეს ისტორია,ჩემს გულში ღრმად ჩაიბეჭდა ყოველი მძიმე-წერტილით ❤ და ამის შემდეგ როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები აუცილებლად წავიკითხავ იცი რას? "უცნობის თვალების ფერი ღამე"-ს ❤



აუუ კარგი რაა ((((( შენ არ იცი, რა დამემართა ამ კომეტარის წაკითხვისას. თავისთავად, ყველა, ვინც აქ დებს ისტორიებს, უნდა გაიგოგს ხალხის აზრი, ელოდება მკითხველის კომეტარებს, უხარია დადებითი შეფასება, არ აშინებს კრიტიკა, რადგან შეეცდება,მის გამოსწორებას და შენ, რომელმაც ამდენი თბილი სიტყვა გამოიმეტე ჩემთვის, არ იცი ეს რას ნიშნავს. მიუხედავა იმის, რომ ლამის 2000-მა კაცმა წაიკიტხა უკვე, კომენტარები მხოლოდ რამდენიმემ გამოიმეტეთ და მე ვერ ვხვდები, ამ ორიათასიადან რამდენს, მოსწონს, რამდენს არა, მინდოდა გამეგო, მათი აზრი, რადგან მწერლისთბის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა აღარავინ მაინტერესებს. ახლა, მხოლოდ შენ ერთი რომ კითხულობდე ჩემს ისტორიებს, არ დამენანება, მხოლოდ შენთვის დავწერდი, მხოლოდ ამ ერთი კომენტარის გამო დავწერდი, უღრმესი მადლობა, სიტყვები არ მყოფნის, ცრემლმორეულმა წავიკითხე ეს კომენტარი და ცრემლმორეული გიხდი დიდ მადლობას <333 შენმა სიტყვებმა ფრთები შემასხა და დიდი მადლობა, რომ შენც უბრალოდ არ გაატარე და შენი აზრი გამოთქვი <333 საოცრება ხარ <3333

ანი ანი
სიმღერას რა ქვია?!


მეგი გოგიტიძის "ნუ გეშინია"

Guest ნინო
სიტყვები არ მყოფნის ისეთი კარგი იყო❤❤ უმაგრესი აი ვერ აღვწერ ❤დასასრულიც მომეწონა ძალიან ძალიან მაგარი იყო❤❤ ემოციებით დავიხუნძლე და ცოტაც ვიტირე.. ძალიან კარგი ხარ ❤❤❤


ნინოო <33 დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა და გულით მადლობა, თბილი შეფასებისთვის <3

შამხათი
როგორ მიყვარს ეს ისტორია...მიხარია, რომ ისევ დევს საიტზე.


მე მიხარია, თუ მოგწონს<33

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მიყვარს ეს ისტორია... დანტე ჩემი იდეალია... საოცარი ადამიანია და იმედია სადღაც საქართველოში მისი მსგავსი ადამიანი მართლაც არსებობს... შენ კი ძალიან მაგარი მწერალი ხარ და შენს ისტორიას ველი

 


№7  offline წევრი ირინა

უცნობი ქ
მიყვარს ეს ისტორია... დანტე ჩემი იდეალია... საოცარი ადამიანია და იმედია სადღაც საქართველოში მისი მსგავსი ადამიანი მართლაც არსებობს... შენ კი ძალიან მაგარი მწერალი ხარ და შენს ისტორიას ველი



didi madloba:))) dzalian didi madloba❤️❤️ dantes rac sheexeba, ki is arsebobs. araperi shemicvlia me. gvaris garda. is aris daocari adamiani, romelsac mividzgveni es istoria. realobazr dapudznebuli realuri istoria. patara damatebebitt:)

 


№8  offline წევრი Katastrofa

Guest Katastrofa
საოცრება. ❤ ეს ისტორია ჩემია ❤ მიყვარს... დანტე?? დანტე ნამდვილად აისია ❤ ისეთი განსაკუთრებული,კეთილი,სიკეთის ეტალონი ❤ თეოთე? თეოთე ცისარტყელააა ❤ სუფთა,უმანკო,თბილი და თავმდაბალი ❤ სხვანაირად არც შეიძლებოდა ❤ ისინი ერთმანეთს ისე იმსახურებენ,როგორც ღამის ცა იმსახურებს მთვარესა და ვარსკვლავებს (მგონი უცნაური შედარებაა მაგრამ ასეა). ❤ ირინა? ირინა ჩემი მწერალია ❤ საოცრება ხარ ❤ თითოეულ დეტალს ისე ზუსტად გადმოსცემს რომ შეუძლებელია ადამიანმა თავი ამ მოთხრობაში არ იგრძნოს ❤ თითოეულ კადრს ისე გადმოსცემდი რომ მე ჩვეულებრივ,ნათლად ვხედავდი თუნდაც იმ მომენტს თეოთე ხიდან რომ ჩამოვარდა და დანტე ძალიან,ძალიან საყვარლად რომ დასცინოდა. იმასაც დანტეს შეშინება რომ სცადა თუმცა ბოლოს იატაკზე რომ აღმოჩნდა. ისიც კი თვალწინ დამიდგა როგორ იდგა თეოთე ლოყაზე ხელი მიწებებული ❤ ზოგჯერ ისეთი ხარხარი ამიტყდებიდა ხოლმე დედაჩემი საგიჟეთში დარეკვას ფიქრობდა და ნომერს იძიებდა. ❤ შენ ხარ ადამიანი რომელმაც ჩემში ნამდვილად მოახდინა რაღაცის ადაპტირება. ჩემში მართლა შეიცვალა "რაღაც უკეთესობისკენ" ❤ მადლობა შენ.მადლობა დანტეს.მადლობა თეოთეს. მადლობა ლოზის. მადლობა ყველას ჯუჯღუნა და კეთილ მერი ბებოსაც კი დიდი მადლობა ❤ ეს ისტორია,ჩემს გულში ღრმად ჩაიბეჭდა ყოველი მძიმე-წერტილით ❤ და ამის შემდეგ როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები აუცილებლად წავიკითხავ იცი რას? "უცნობის თვალების ფერი ღამე"-ს ❤

მე შემეძლო უბრალოდ გამეტარებინა,მაგრამ ვერ შევძელი. აი მართლა ვერ შევძელი. ბევრი მოთხრობა დევს აქ,ბევრი წამიკითხავს მაგრამ ასეთი? ჯერ არცერთი. შეუძლებელია ეს მოთხრობა "ჟრუანტელის" გარეშე წაგეკითხა! იცი რა მომწონს შენში? არანაირად არ ბაძავს სხვას! მართლა ბევრი მოთხრობა მაქვს წაკითხული და თითქმის ყველას ერთი სიუჟეტი აქვს,თითქმის ყველას ერთნაირი სახელები აქვთ გამოყენებული. შენ განსხვავებული ხარ. შენ ხარ რაღაც სხვა განზომილება. და მერწუმენ მე ვიქნები შენი ერთგული მკითხველი. არ გაბედო და არ შეწყვიტო წერა. მთელს საიტზე მხოლოდ შენ რომ დარჩე,მხოლოდ შენს გამო შემოვალ ამ საიტზე და სულ ყველაფერს წავიკითხავ. შენ ნამდვილად ხარ ჩემთვის ცისარტყელა. ნაზი,სუფთა ფერებით,რომელიც ცდილობს ადამიანს თუნდაც ერთი დღე გაულამაზოს (მე რომ ეს წავიკითხე ანუ გუშინ... მის მერე ღიმილით დავდივარ. მოვიწყენ? იმ მომენტს წარმოვიდგენ გონებაში დანტე რომ დაბლა იწვა სიცილისგან. თავს მაღლა ავწევ და კვლავაც ღიმილით გავაგრძელებ სვლას) . შენ ხარ ჩემი მწერალი.

 


№9 სტუმარი 56

ძალიან, ძალინან მომეწონა. ძალიან კარგი იყო :) მეც მყავს საკუთრი უცნობ ... და ეგრე დამთავრება მაწყობს :დ

 


№10  offline წევრი ირინა

56
ძალიან, ძალინან მომეწონა. ძალიან კარგი იყო :) მეც მყავს საკუთრი უცნობ ... და ეგრე დამთავრება მაწყობს :დ


გისურვებ, ასე დამთავრებას :) <3

Katastrofa
Guest Katastrofa
საოცრება. ❤ ეს ისტორია ჩემია ❤ მიყვარს... დანტე?? დანტე ნამდვილად აისია ❤ ისეთი განსაკუთრებული,კეთილი,სიკეთის ეტალონი ❤ თეოთე? თეოთე ცისარტყელააა ❤ სუფთა,უმანკო,თბილი და თავმდაბალი ❤ სხვანაირად არც შეიძლებოდა ❤ ისინი ერთმანეთს ისე იმსახურებენ,როგორც ღამის ცა იმსახურებს მთვარესა და ვარსკვლავებს (მგონი უცნაური შედარებაა მაგრამ ასეა). ❤ ირინა? ირინა ჩემი მწერალია ❤ საოცრება ხარ ❤ თითოეულ დეტალს ისე ზუსტად გადმოსცემს რომ შეუძლებელია ადამიანმა თავი ამ მოთხრობაში არ იგრძნოს ❤ თითოეულ კადრს ისე გადმოსცემდი რომ მე ჩვეულებრივ,ნათლად ვხედავდი თუნდაც იმ მომენტს თეოთე ხიდან რომ ჩამოვარდა და დანტე ძალიან,ძალიან საყვარლად რომ დასცინოდა. იმასაც დანტეს შეშინება რომ სცადა თუმცა ბოლოს იატაკზე რომ აღმოჩნდა. ისიც კი თვალწინ დამიდგა როგორ იდგა თეოთე ლოყაზე ხელი მიწებებული ❤ ზოგჯერ ისეთი ხარხარი ამიტყდებიდა ხოლმე დედაჩემი საგიჟეთში დარეკვას ფიქრობდა და ნომერს იძიებდა. ❤ შენ ხარ ადამიანი რომელმაც ჩემში ნამდვილად მოახდინა რაღაცის ადაპტირება. ჩემში მართლა შეიცვალა "რაღაც უკეთესობისკენ" ❤ მადლობა შენ.მადლობა დანტეს.მადლობა თეოთეს. მადლობა ლოზის. მადლობა ყველას ჯუჯღუნა და კეთილ მერი ბებოსაც კი დიდი მადლობა ❤ ეს ისტორია,ჩემს გულში ღრმად ჩაიბეჭდა ყოველი მძიმე-წერტილით ❤ და ამის შემდეგ როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები აუცილებლად წავიკითხავ იცი რას? "უცნობის თვალების ფერი ღამე"-ს ❤

მე შემეძლო უბრალოდ გამეტარებინა,მაგრამ ვერ შევძელი. აი მართლა ვერ შევძელი. ბევრი მოთხრობა დევს აქ,ბევრი წამიკითხავს მაგრამ ასეთი? ჯერ არცერთი. შეუძლებელია ეს მოთხრობა "ჟრუანტელის" გარეშე წაგეკითხა! იცი რა მომწონს შენში? არანაირად არ ბაძავს სხვას! მართლა ბევრი მოთხრობა მაქვს წაკითხული და თითქმის ყველას ერთი სიუჟეტი აქვს,თითქმის ყველას ერთნაირი სახელები აქვთ გამოყენებული. შენ განსხვავებული ხარ. შენ ხარ რაღაც სხვა განზომილება. და მერწუმენ მე ვიქნები შენი ერთგული მკითხველი. არ გაბედო და არ შეწყვიტო წერა. მთელს საიტზე მხოლოდ შენ რომ დარჩე,მხოლოდ შენს გამო შემოვალ ამ საიტზე და სულ ყველაფერს წავიკითხავ. შენ ნამდვილად ხარ ჩემთვის ცისარტყელა. ნაზი,სუფთა ფერებით,რომელიც ცდილობს ადამიანს თუნდაც ერთი დღე გაულამაზოს (მე რომ ეს წავიკითხე ანუ გუშინ... მის მერე ღიმილით დავდივარ. მოვიწყენ? იმ მომენტს წარმოვიდგენ გონებაში დანტე რომ დაბლა იწვა სიცილისგან. თავს მაღლა ავწევ და კვლავაც ღიმილით გავაგრძელებ სვლას) . შენ ხარ ჩემი მწერალი.



შენ კიდევ ჩენი N1 მკითხველი და მინდა რომ არასდროს გაგაწბილო და გაგიცრუო იმედები <3

 


№11  offline წევრი Katastrofa

ირინა
56
ძალიან, ძალინან მომეწონა. ძალიან კარგი იყო :) მეც მყავს საკუთრი უცნობ ... და ეგრე დამთავრება მაწყობს :დ


გისურვებ, ასე დამთავრებას :) <3

Katastrofa
Guest Katastrofa
საოცრება. ❤ ეს ისტორია ჩემია ❤ მიყვარს... დანტე?? დანტე ნამდვილად აისია ❤ ისეთი განსაკუთრებული,კეთილი,სიკეთის ეტალონი ❤ თეოთე? თეოთე ცისარტყელააა ❤ სუფთა,უმანკო,თბილი და თავმდაბალი ❤ სხვანაირად არც შეიძლებოდა ❤ ისინი ერთმანეთს ისე იმსახურებენ,როგორც ღამის ცა იმსახურებს მთვარესა და ვარსკვლავებს (მგონი უცნაური შედარებაა მაგრამ ასეა). ❤ ირინა? ირინა ჩემი მწერალია ❤ საოცრება ხარ ❤ თითოეულ დეტალს ისე ზუსტად გადმოსცემს რომ შეუძლებელია ადამიანმა თავი ამ მოთხრობაში არ იგრძნოს ❤ თითოეულ კადრს ისე გადმოსცემდი რომ მე ჩვეულებრივ,ნათლად ვხედავდი თუნდაც იმ მომენტს თეოთე ხიდან რომ ჩამოვარდა და დანტე ძალიან,ძალიან საყვარლად რომ დასცინოდა. იმასაც დანტეს შეშინება რომ სცადა თუმცა ბოლოს იატაკზე რომ აღმოჩნდა. ისიც კი თვალწინ დამიდგა როგორ იდგა თეოთე ლოყაზე ხელი მიწებებული ❤ ზოგჯერ ისეთი ხარხარი ამიტყდებიდა ხოლმე დედაჩემი საგიჟეთში დარეკვას ფიქრობდა და ნომერს იძიებდა. ❤ შენ ხარ ადამიანი რომელმაც ჩემში ნამდვილად მოახდინა რაღაცის ადაპტირება. ჩემში მართლა შეიცვალა "რაღაც უკეთესობისკენ" ❤ მადლობა შენ.მადლობა დანტეს.მადლობა თეოთეს. მადლობა ლოზის. მადლობა ყველას ჯუჯღუნა და კეთილ მერი ბებოსაც კი დიდი მადლობა ❤ ეს ისტორია,ჩემს გულში ღრმად ჩაიბეჭდა ყოველი მძიმე-წერტილით ❤ და ამის შემდეგ როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები აუცილებლად წავიკითხავ იცი რას? "უცნობის თვალების ფერი ღამე"-ს ❤

მე შემეძლო უბრალოდ გამეტარებინა,მაგრამ ვერ შევძელი. აი მართლა ვერ შევძელი. ბევრი მოთხრობა დევს აქ,ბევრი წამიკითხავს მაგრამ ასეთი? ჯერ არცერთი. შეუძლებელია ეს მოთხრობა "ჟრუანტელის" გარეშე წაგეკითხა! იცი რა მომწონს შენში? არანაირად არ ბაძავს სხვას! მართლა ბევრი მოთხრობა მაქვს წაკითხული და თითქმის ყველას ერთი სიუჟეტი აქვს,თითქმის ყველას ერთნაირი სახელები აქვთ გამოყენებული. შენ განსხვავებული ხარ. შენ ხარ რაღაც სხვა განზომილება. და მერწუმენ მე ვიქნები შენი ერთგული მკითხველი. არ გაბედო და არ შეწყვიტო წერა. მთელს საიტზე მხოლოდ შენ რომ დარჩე,მხოლოდ შენს გამო შემოვალ ამ საიტზე და სულ ყველაფერს წავიკითხავ. შენ ნამდვილად ხარ ჩემთვის ცისარტყელა. ნაზი,სუფთა ფერებით,რომელიც ცდილობს ადამიანს თუნდაც ერთი დღე გაულამაზოს (მე რომ ეს წავიკითხე ანუ გუშინ... მის მერე ღიმილით დავდივარ. მოვიწყენ? იმ მომენტს წარმოვიდგენ გონებაში დანტე რომ დაბლა იწვა სიცილისგან. თავს მაღლა ავწევ და კვლავაც ღიმილით გავაგრძელებ სვლას) . შენ ხარ ჩემი მწერალი.



შენ კიდევ ჩენი N1 მკითხველი და მინდა რომ არასდროს გაგაწბილო და გაგიცრუო იმედები <3

დარწმუნებული ვარ რომ არასდროს არ გამიცრუებ იმედს ❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ირინა
უცნობი ქ
მიყვარს ეს ისტორია... დანტე ჩემი იდეალია... საოცარი ადამიანია და იმედია სადღაც საქართველოში მისი მსგავსი ადამიანი მართლაც არსებობს... შენ კი ძალიან მაგარი მწერალი ხარ და შენს ისტორიას ველი



didi madloba:))) dzalian didi madloba❤️❤️ dantes rac sheexeba, ki is arsebobs. araperi shemicvlia me. gvaris garda. is aris daocari adamiani, romelsac mividzgveni es istoria. realobazr dapudznebuli realuri istoria. patara damatebebitt:)

თუკი ასეა მაშინ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი რომ სადღაც დადის ნამდვილი დანტე, ნამდვილი ადამიანი მართლა მებედნიერება...

 


№13 სტუმარი Zia-maris

Rogor momewona, ra sasiamovno wasakitxi iyo.warmstebebs gisurveb da gelodebi axali istoriis.

 


№14  offline წევრი Mtirala

ჩემო ირინა, ჩემო საყვარელო, ჩემო ტკბილო, თბილო და ძალიან ნიჭიერო ადამიანო. კიდევ რა სიტყვებით შეგამკო ვერ ვხვდები, იმდენად კარგი ხარ. ისტორიის კითხვისას ძალიან ვისიამოვნე, დასაწყისი მომეწონა ძალიან, რადგან დანტესნაირი თბილი პერსონაჟი ჯერ არ შემხვედრია. თავიდანვე მივხვდი რომ ძალიან ტკბილი იყო და იმედი გამიცრუვდა, როდესაც უნივერსიტეტში ძალიან ცივი და უგულო ადამინი დახვდა თეოთეს. მაგრამ მოვხვდი რომ შევცდი და დანტე არ შეცვლილა, ისევ ისეთი კეთილი და კარგი იყო როგორც თავიდან. ფეხბურთის მომენტები იმდენი იყო, რომ შენი ჩახუტება მინდებოდა ზუსტად ამის გამო. ფეხბურთი, დანტე და მეკარე. ვაიმეე... ეს სამი ერთად შოკი იყო... ჯერ დანტე ისედაც მომწონდა, მერე რომ გავიგე ფეხბურთელია და მერე საერთოდ მეკარე, სიხარულისგან დავფრინავდი. მოკლედ შენთან ერთად დიდი სიმაოვნებით ვილაპარაკებდი ფეხბურთზე და როგორც მივხვდი გიყვარს ეს სპორტი :დდ. დიდი სიამოვნებით გავიცნობდი დანტესნაირ, კეთილი, ტკბილ, სიმპატიურ, ფეხბურთელ, მეკარეს :დდ ❤❤❤ძალიან ბევრს ვითხოვ ალბათ :დდ მიყვარხარ უკვე და რა ვქნა :დდ ტკბილი,თბილი, ავტორი ხარ შენ ❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№15  offline წევრი veroo

Saswaulixar ase aegweros adamianis grdznobebi vinmes ishviatia pirvelad gavecani shens motxrobas da agvfrtovandi momewona jemal qarchxadzis igis gamoyeneba chemi favoritia iumoric kargad igrdznoba rac did xibls matebs amyvelafers

 


№16 სტუმარი Guest მარი

ძაან მაგარი ისტორია მალადეც <3

 


№17  offline წევრი TeddyBear

ძალიან მიყვარს ეს ისტორია ^^
დანტე საოცარი პერსონაა დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი პირადად relaxed

 


№18 სტუმარი Guest Kgb

Veranairi sitkvit ver gamovcatav im rmocias rasac me axla vgrdznob
Kvelaferi gakvs shignit chadebuli
Kvela conadadeba gaazrebulad da gamozomilad gakvs dacerili
Arc momabezreblqd didia da arc iseti rom damkleboda rame
Ar vici ra vtkva
Ase istoria am saitze ar momconebia
Dzalian dzalian magrad cer
Gramatikuli shecdomebic ar gakvs titkmis da ravici meti ra unda gitxra
Roca momenatreba dante da teote kidev shemovageb am siamovnebis kars:)) madloba shen

 


№19 სტუმარი სტუმარი lia

Vერ წავიკიტხე ზალიან ცუდი ატვირტულია

Vნერვიულობ სალიან
ჰაასწორეტ ტუ სეიზლება
წინასწარ გმადლობტ

 


№20  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

:* კარგი იყო

 


№21 სტუმარი სტუმარი სოფიო



❤.............

 


№22  offline წევრი Smailiki

შენ ვერ წარმოიდგენ როგორი მაგარი იყოო. ისეთი ტკბილი და კეთილი ისტორია. ახლა ისე ვარ როგოც თეოთე იყო დანტეს დახასიათებისას. სიტყვები არ მყოფნია იმდენად მომეწონა. და ვწუხვარ რომ ასე ცოტა ადამიანს აქვს ეს მოთხრობა წაკითხულო. ხო და, იცოდე რომ ძალიან მიყვარს ამ მოთხრობის შემქმნელი და ზუსტად ვიცი ისიც, რომ შენც ასეთი ალალი და კეთილი ხარ როგორიც დანტე იყო. ხოდა მოკლედ ძალიან მაგარი ხარ და ვისურვებდი შენს გაცნობას. ალბათ ამ კომენტარს ვერც ნახავ მაგრამ მაინც...
უმაგრესი იყო მართლა. უკეთ დავფიქრდი თანამედროვეობაზე და საერთოდ ყველაფერზე. ამ მოთხრობაში იდო ის იდეა რასაც ამდენი ხანია განვიცდი. ყველა ჩემსავით ალალი მეგონა და სამყაროს(ხალხის) რეალური სახე რომ დავინახე(დამანახეს) ძალიან ცუდა გავხდი. თურმე ყველა კეთილი არ ყოფილა. ყველა კი არა ხალხის 10-20% იც არ იქნება. და შეიძლება არც მე ვარ კეთილი. მაგრამ ახლა სხვებს რომ ვუყურებ ძალიან სასშინლად ვხდები და არ მინდა ამ სამყაროში ცხოვრება. ამ სიბოროტეში და შურში. ეს მოთხრობა კიდევ ძალიან კეთილშობილურია და მიმახვედრა, რომ იმაზე უკეთესი შემიძლია ვიყო ვიდრე ვარ.
ბედნიერება არის სიკეთის კეთება და ეს ბედნიერება ბევრს არ გააჩნია❤❤❤

 


ძალიან ძალიან მომეწონა!!ძალიან კარგი ისტორია, სასიამოვნოდ წასაკითხი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent