შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 16-17 თავი


8-07-2017, 20:42
ავტორი zia-maria
ნანახია 1 813

სიყვარული ეს ნიჭია,რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა''. ნოდარ დუმბაძე.
სიყვარულზე,ძალიან ბევრი რამ თქმულა.ის ძალიან ლამაზი, ტკბილი, მრავალფეროვანი, ენით აღუწერელი გრძნობაა. ზოგს ერთი ნახვის სიყვარულის სჯერავს,ზოგს სიყვარულს თან ახლავს,როგორც სიტკბოება ასევე სიმწარეც. ეს გრძნობა უკვდავია, მარადიულია და არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ყველაზე ბოროტიც კი,მას სიყვარულის გრძნობა ოდნავ მაინც არ ჰქონდეს გულში.სიყვარული არც თამაშია,როცა გინდა მაშინ დაიწყო და როცა გინდა მაშინ დაასრულო.ის ისეთი გრძნობაა ,ადამიანის გულს დაუპატიჟებლად რომ სტუმრობს და როცა ის თავის ადგილზე თავს მოიკალათებს,იმ წამიდან იწყებს მბრძანებლობას.სევდა,მწუხარება,სიხარული,ბედნიერება, თვალზე ცრემლი,სახეზე კი ღიმილი,ეს ყველაფერი სიყვარულის დამახასიათებელი ნიშან თვისებებია. ,,სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის'' ეს დიდი სიტყვები დიდ გალაქტიონს ეკუთვნის.როცა ეს გრძნობა იბადება გულში,მთელს შენს ცხოვრებას,ფიქრებს,აზრებს იპყრობს.მთელი შენი არსებით,მხოლოდ საყვარელი ადამიანს ავსებ და იპყრობ,მას უკავშირდება შენი თითოეული წამი და წუთი,მასთან რაღაც უხილსვით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს.ნამდვილი სიყვარული მარადიულია,ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში.სიყვარული ყოველ დღე იზრდება,ის არ კარგავს მის პირვანდელ მდგომარეობას,არ უფერულდება და არ ხუნდება.
სიყვარულია ისიც,აივანზე მდგარი ხრისტო ელისოს გაცისკროვნებულ სახეს რომ უცქერს და მისმა ჯადოსნურმა ღიმილმა შიგ გულში რომ შეაღწია.
---ასე მგონია,შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში როდესაც დაიბადე.შენ დაიბადე ჩემს სულში და ამის შემდეგ,მთელი ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო.მე ვგრძნობდი,რომ შენ ჩემში იყავი,რადგან შეგხედა თუ არა თვალმა,გულმაც გიგრძნო.მე გეძებდი შენ მთელი ეს წლები,მე შენ გიპოვნე,გიპოვნე და არ მინდა გაგიშვა.შენ ისე გაიფანტე ჩემში და მოედე შიგ თითოეულ წერტილს,როგორც ჩიტები გაზაფხულზე ტყეში.ელისოს მიუახლოვდა,სახეზე თმები გადაუწია და ნელა,დაკვირვებით უთხრა,ისე რომ თითოეული სიტყვა გაეგო.
---გინდა დღეს აგიყვანო აკროპოლზე?თან ხელით ანიშნა დიდი აკროპოლი.ელისომ თვალი გააყოლა ხრისტოს ხელს და ისევ ის ჯადოსნური ღიმილით გაუღიმა,სიხარულით შემოკრა ტაში და თავი დაუქნია ღიმილით თანხმობის ნიშნად.ხრისტომ ხელით ანიშნა, ,,ერთი წუთითო'' და ტელეფონი ამოიღო.
---ფრისკო სად ხარ?
---სადაც ჩემი ადგილია, იქ გახლავარ უფროსო.
---მოვდივარ,რაღარ მანქანის ხმა არ მომწონს.
---მეც არ მომწონს შენი ხმა,მაგრამ რა ვქნათ შეგარემონტოთ?
---ჰე,თქვი მოვიდე?
---მოდი რას მეკითხები,არ გრცხვენია?გელოდები.ხრისტომ სტელას აუხსნა სადაც მიდიოდა და ელისოს უთხრა.
---ერთ საათში დავბრუნდები.თან საათს შეახედა.ბედნიერებით სავსემ გაიხურა სახლის კარი და მალე მივიდა ფრისკოსთან.მანაც მალე მიაგნო რა აწუხებდა მანქანას.
---რა სახე გაქვს,ცვლილებებს ვხედავ შენს სახეზე,რა ხდება ექიმო?
---დაასრულე შენი საქმე?იცოდა ნოტაციების კითხვას დაუწყებდა და დროზე უნდოდა წასულიყო.
---არ გეტყვი,სანამ არ მეტყვი როგორ ხარ.
---თუ დაასრულე ძირს ჩამოდი, მეჩქარება.
---ისე უჟმური გახდი,მართლა ვეღარ გცნობ,მაგრამ ვერ დამემალები დიდი ხნით,მაინც გავიგებ სიმართლეს,რამ გამოიწვია ეს ცვლილებები.ხო მართლა,შენი მდგმური როგორაა?ხრისტომ გაბრაზებული გამოხედვით გახედა და ფრისკომაც უკან დაიხია სიცილით.
---ვერ გაიგებ ფრისკო.არა,ელის ამბავს კი გაიგებ,მაგრამ შენ ჩემს გულს ვერ გაუგებ.არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღება ადამიანის სახისთვის,მაგრამ მისმა ერთმა ცრემლმა შეცვალა ჩემში ყველაფერი,იმ ერთმა ცრემლმა არია და თავდაყირა დააყენა მთელი შინაგანი სამყარო.
---მე კი ვფიქრობ,თუ გულს გადაუშლი ვინმეს უფრო მოგეშვება.სერიოზულად ვამბობ,რადგან ვხედავ ძალიან სერიოზულადაა შემოჭრილი შენში ეს თემა.
---პირველად ვარ ასე ამ 37 წლის მანძილზე,რაც უფრო მეტს ვფიქრობ,რაც უფრო მეტ დროს ვატარებ მასთან,პანიკა მიპყრობს და ის ერთი ცრემლი ჩნდება ჩემს გონებაში.ცრემლი ფრისკო ,,უცხო ქალის ცრემლი'',ვერ აგიხსნი ამ გრძნობას ასე უბრალოდ,ეს არ აიხსნება უბრალო ენით.
--არეულია გონება სუფთა გულით და სულიც არეული გაქვს,ნუთუ არაფლის გაკეთება არ შემიძლია შენთვის?თუ დაგჭირდეს საუბარი,იცი სადაც უნდა მომძებნო,სადაც უნდა მნახო.
---ვიცი სადაც უნდა გნახო.მივდივარ,დღეს აკროპოლზე უნდა ავიყვანო,ხვალ კი საელჩოში მიგვყავს და გვეტყვიან როდის გადააგზავნიან და მაშინ მოკვდება ჩემი გული.თქვა ხრისტომ და მეგობარს სევდიანად გახედა,წამოდგა და სახლისაკენ წავიდა სადაც ელისო ისევ ვერანდაზე მდგარი ელოდებოდა.ხრისტომ შეამჩნია მასზე მომლოდინე ელისო და გული აუფრიალდა,სიგნალი მისცა და ხელი დაუქნია,ძირს ჩამოდიო.ელისო კიბეები მესამე სართულიდან სულ ბედნიერი ღიმილით ჩაირბინა და ფეხით ავიდნენ დიდ ისტორიულ აკროპოლზე.
აკროპოლისი წარმოადგენს დიდ ციხესიმაგრეს,რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა.ეს არის ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი,ე,წ.ზედა ქალაქი.ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი.აკროპოლისი-ქართულად შიდა ციხე,ზედაციხე,ზედა-ქალაქი ჰქონდათ ძველ ქართულ ქალაქებსაც მცხეთას,თბილისს,ქუთაის,ვანს და ასე შემდეგ.ბერძენი ისტორიკოსი ,,დიონ კასიოს კოკეინი'' თავის რომანში ,,რომის ისტორიაში'' აკროპოლისად იხსენებს მცხეთის შიდა-ციხეს,იგი მოგვითხრობს,რომ რომაელთა სარდალი გინეუს პომპეუსი იბერიაში შეიჭრა და მიaღწია აკროპოლისამდე.მცხეთის ამ ნაწილს,იმ დროში არმაზციხე ეწოდებოდა.
აკროპოლისში როგორც წესი,ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი.ყველაზე მეტად ცნობილია ათენის აკროპოლისი,რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრობის ძეგლების სიაში.ათენის აკროპოლისში შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი.
პანთენონი-ძვ.წ X საუკუნის ათენის აკროპოისზე აგებული ათენას ტაძარი.იგი ყველაზე კარგად ცნობილი,დღემდე მოღწეული უველაზე ძველი ბერძნული ნაგებობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად.მისი დეკორატიული სკულპტრები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს.პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მონუმენტია.
მე-Vl-ე საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა.თურქების მიერ ათენის ღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა 1687 წელს შენობა ააფეთქეს,აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პანთენონი და მისი სკულპტურები.XlX-საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პანთენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო.ეს სკულპტურები ცნობილია როგორც ელგინის მარმარილო,ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი.კამათი საბერძნეთსა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე საბერძნეთის ,,გამარჯვებით''დასრულდა.
საოცრად ლამაზი და თვალწარმტაცია საბერძნეთი,ზევასის და ათენის სამშობლოში ბევრი საინტერესო ადგილებია.დააბიჯებს ელისო ამ დიდ ისტორიულ ადგილზე და აღფრთოვანება ვერ დაფარა,როცა დიდი სიმაღლიდან მთელ ათენს გადახედა.შემდეგ გადაწყვიტეს,იქვე აკროპოლის გვერდით მუზეუმთან,მარკინის უბნის წმინდა გიორგისა და წმინდათა უვერცხლოთა სახელობის ეკლესიაში შესულიყვნენ,რათა სანთელი დაენთოთ.ამ ეკლესიაში ძალიან ბევრი ქართველი ესწრება წირვას,აქ ერთი კუთხე ,,პატარა საქართველოს''-ეთმობა.აქ შემოსვლით ქართველი ემიგრანტები თავს სამშობლოში გრძნობენ.საინტერესო კი ის არის,ბერძენი მამაო დიდი სითბოთი და სიყვარულით ხვდება ყველა ქართველ ემიგრანტს,რომლის ნაკადი უფრო და უფრო იზრდება.ბერძენ მამაოს,მამა იოანეს ქართველმა ემიგრანტებმა უამბეს ჩვენს წმინდა ნინოზე,წმინდა გაბრიელზე რომელიც ძალიან გააოცა წმინდა გაბრიელის სასწაულებმა და უფრო გაოცებული დარჩა როცა გაიგონა ,,წმინდა ნინო'' რადგან ნინო აქ საბერძნეთში მამაკაცის სახელია.ქართველებმა პატარა საქართველოს კუთხეს,წმინდა გაბრიელის და წმინდა ნინოს ხატიც შეჰმატეს.იდგა ჩვენი წმინდანების ხატთან ელისო და ჩუმად ჩურულებდა.ულამაზესი იყო ელისო ლოცვის დროს,მანდილი ეფარა თავზე და სახეს ცრემლის მლაშე სითხე უსველებდა.შემდეგ ხვთისმშობლის ხატთან გადაინაცვლა და იქაც ჩურჩულით თხოვდა მის სათხოვარს თვალებდახუჭული.როგორ უნდოდა ხრისტოს გაეგო,რას ჩურჩულებდა ის მისი ვარდისფერი ბაგეებით,რომლებიც ხრისტოს ჭკუას აკარგვინებდა.
ცხოვრებისეული რეჟიმის შეცვლამ ხრისტოს ცხოვრებაშიც დიდი ცვლილება შეიტანა ბოლო პერიოდმა,რადგან მუდამ დაძაბული მუშაობის რიტმმა მას ძილის პრობლემები გაუჩინა,ნერვიული სისტემაც მოეშალა და მის ნერვებზე მოქმედებდა თვით ამინდიც,ძლიერი ხმაური.ძილის რეჟიმის დარღვევის გამო ჩვეულებრივზე ადრე იღვიძებს და ამით თავად უწყობს ხელს, მასში განვითარდეს და ფეხი კარგად მოიკიდოს დეპრესიამ.დეპრესია ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,მაგრამ უნდა იყო თვითონ ძლიერი,რომ ის არ უნდა შემოუშვა შენში,არ უნდა მოიკიდოს ფეხი და არ უნდა გაიდგას ფესვი ღრმად ადამიანის ორგანიზმში.რამდენჯერმე წაწია ხელი სიგარეტისკენ,მაგრამ უკანვე წაიღო.ნერვიულობდა ხვალინდელ დღეზე და ნერვიულობდა რას ეტყოდნენ საელჩოში ელისოს და როდოს იქნებოდა დადგენილი მისი სამშობლოში დაბრუნების დღე.ელისოს ჯამრთელობის თემა არ იყო იოლი,მას ჭირს ამნეზია,არ იცის ვინ არის და არ იცის ასევე,წარმოდგენა არ აქვს იმ ქვეყანაზე სადაც დაიბადა და გაიზარდა.სადაც იცნობენ,როგორც ცნობილ ბიზმესმენ ელისო კოვზაძეს.
გამთენიის ხანს ჩაეძინა,მაგრამ მაინც ადრე ადგა.თავის ტკივილით გაიღვიძა,გულს სევდა ჩრდილავს,დღე ძალიან მწველი სხივებით იკბინება.ტკივილს არ იმჩნევს,შეიძლება გასაკვირიც იყოს,მაგრამ თავს ერევა.პირველად გაუხარდა, ის რომ არავის შეუძლია მის გულში ჩაიხედოს და იქ დატრიალებული ქაოსი დაინახოს.დღეს,დღევანდელი დღე აჩუქებს ან სიხარულს,ან მის ბედნიერებას სამუდამოდ მოუხურავს კარებს. უკვე თავზეც დაათენდა, ვარსკვლავებიც დაიმალა თავზე,დღის სინათლემ შთანთქა ისინი,სადღაც ჩიტის საამო ჭიკჭიკი მოისმა, თითქოს ახალი დღის დაბადებას ახარებს კაცობრიობას.ჰაერი?რა მსუბუქია დღეს ჰაერი,უძილობამ დილით შემოაწვა და თვალები აუწვა,მაგრამ უკვე უნდა მოემზადოს.ნაღველი გადაყარა გულიდან და აბანოში შევიდა. ნელა-ნელა ელისომაც გაახილა თვალები და ჯერ წამოჯდა და შემდეგ წამოდგა,ღამის მოკლე პიჟამოებით გავიდა საძინებლიდან. სახლში ისეთი სიჩუმე იყო,ეგონა ხრისტოს ისევ ეძინა,მაგრამ უეცრად მის წინ სააბაზანოს კარი გაიღო და წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი აღიმართა, რომლის საოცარმა სურნელმა და მის ტანზე ჯერ კიდევ წყლის სვეთებმა გააბრუა და გამოაშტერა.ხრისტოს გონებაში კარდებად დატრიალდა ელისოს სახე,უეცრად გონება გაეთიშა და ხელი სახეზე ჩამოუსვა,მაგრამ აზრი მოიკრიბა, გზა დაუთმო და შეუშვა აკანკალებული გოგო სააბაზანოში.იქ შესულს კი ფეხები მოეკვეთა და იქვე ჩამოჯდა.თავბრუდამხვევი სუნი იდგა.ხრისტო კი ჯერ კიდევ იქ იდგა გონებადაბინდული აბაზანის კარებთან და უთქმელი,გაუმხელელი ტკივილით დაღლილს გონება გაეფანტა.სევდით სავსე თვალებით შეხედა დაკეტილ კარებს,იცოდა დღეიდან ტკივილით სავსე ახალი ცხოვრების პირველი დღე იყო,ტკივილი და დარდი,რომელიც მასში უკვე გადმოსცემდა შფოთს და აურზაურს.ერთი ფიქრით ისიც კი იფიქრა,რომ გაქცეოდა ყველას და ყველაფერს,რადგან იცის ძალიან კარგად,რომ მისი გული ვერ გაუძლებს სევდის ფსკერზე ცხოვრებას.

მეჩვიდმეტე თავი
სასიამოვნო თუ უსიამოვნო შეგრძნებაა დღევანდელი დღე.ერთმანეთის წინ იდგა ორი ზრდასრული ადამიანი,რომლებიც ერთმანეთის ჩუმად ოცნებობდნენ,ერთმანეთის ახლოს ყოფნას.ისინი მხოლოდ სულით გრძნობდნენ ერთმანეთს,სული რომელიც თავისებურად გრძნობს სიხარულს,თავისებურად გრძნობს სიყვარულს,თავისებურად კი სიამოვნებას.ამ ყველა გრძნობასთან ერთად,მათ თვალებში შიშიც იკითხებოდა.შიში,რომელიც უსიამოვნოდ დაძრწოდა მათ სიახლოვეს და სისხლის მიმოქცევას უნელებდა ორივეს,სუნთქვას უფერხებდა.
---არ ვიცი ვინ ხარ და საიდან,როგორ მოხვედი ჩემამდე,მაგრამ უკვე ჩემში ხარ და შენი აქედან გამოყვანა ძალიან ძნელია.გამიჭირდება უშენობა,ძალიან გამიჭირდება.მე მაინც გიპოვნი,მე მაინც მოგძებნი და მე შენამდე მოვალ.თვალებით,მხოლოდ თვალებით გადმოსცემდნენ იმ დიდ ტკივილს,რომელსაც გული ვეღარ იტევდა.სიტყვით ვერ ამბობდნენ,არ შეეძლოთ გამოეხატათ სიტყვებით ამ ძლიერი გრძნობის შედეგები,რადგან ერთმანეთის ენა არ ესმოდათ,ერთმანეთის დაწერილს ვერ წაიკითხავდნენ და ერთმანეთს ვერ მოიკითხავდნენ.ამიტომ დიდი გრძნობისგან წარმოჩენილ ტკივილს, სევდაჩამდგარ თვალებში ატევდნენ.მხოლოდ თვალებს შეეძლოთ ამ დიდი საიდუმლოს შენახვა და გულს კი ჩუმად ტარება.ამ ფიქრებში ჩაძირულები, ,,პალიო-ფსიხიკოზეც'' მივიდნენ.საელჩოს თავზე ქართული დროშის დანახვაზე ელისოს თვალები გაუბრწყინდა.ხრისტომ შეხედა ელისოს ბედნიერებისაგან გაბრწყინებულ თვალებს და შემდეგ საელჩოს თავზე ამაყად მდგარ ქართულ დროშას,რომელსაც ქარი აფრიალებდა ჰაერში.
საელჩოს წინ სპირო იდგა და უკვე ელოდებოდა ხრისტოს.მალე შეუერთდა მას ორი დადარდიანებული და დასევდიანებული ადამიანი და სამივე ერთად შევიდნენ შენობაში.სპიროს ელოდებოდნენ უკვე და ღიმილით შემოეგება წინ ახალგაზრდა ოდნავ ჭაღარა-შერეული მამაკაცი.
---მობრძანდით ბატონო რანო,ბატონო გაბრიელ.იქვე კაბინეტში მდგარ მდიდრულ სავარძლებისკენ მიუთითა და თავადაც იქვე დაბრძანდა,თან ელისოს აკვირდებოდა.სულ ცოტა ხანში კი შემოუერთდათ ორი ახალგაზრდა მამაკაცი მათ საერთო კომპანიას და დაიწყეს საუბარი.
---მაშ ასე მეგობრებო.ჩვენ ყველამ ერთად გადავხედეთ ბატონი რანოს მოტანილ პირადობას და ეს ადამიანი ელისო კოვზაძე გავიგეთ ვინც არის,მაგრამ მისი ამნეზიის შესახებ დამადასტურებელი ინფორმაცია იმედია ხელთ გვაქვს.ხრისტოს ყველა ამის დამადასტურებელი საბუთი ერთ დიდ საქაღალდეში ჰქონდა შენახული და მამაკაცს გაუწოდა.
---დიახ,თემა ძალიან სერიოზულია,თქვენ გჭირთ ამნეზია რაც ძალიან რთული დასაჯერებელია,მაგრამ ეს საქაღალდე მას ამტკიცებს.ჩვენ გადავამოწმეთ თქვენი პირადობით თქვენი ვინაობა და თქვენ გაქვთ აღებული ორ-წლიანი ვიზა.ეს ნიშნავს,რომ უბრალო ადამიანებს ასე იოლად არ შეუძლიათ ვიზის მოპოვება და ისიც ორ წლიანი.ამიტომ თხოვნა არ გვჭირდება,გითხრათ გაიხსენოთ ვინ ხართ,როგორც თავში გითხარით,თქვენ ხართ ელისო კოვზაძე. ქართველი,თბილისელი და წარმატებული ბიზმესმენი.ჩვენ სრული უფლება გვაქვს ოჯახს შევატყობინოთ და ალბად თქვენც დამეთანხმებით ბატონო რანო.
---რა თქმა უნდა.თუ ვინაობა გარკვეულია და მას ოჯახი ელოდება,უნდა შეატყობინოთ და თავად გადაწყვიტავს ოჯახი,აქ ჩამოვიდეს თუ იქ დახვდებიან.
: ---ძალიან კარგი,მე კი ახლა გაგაცნობთ დროებითი პასპორტის წესებს.საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს,უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით ერთ პატარა საბუთს,რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს,საბუთი ყოველთვის მზადდება იმ შემთხვევაში როცა პასპორტის ვადა გაუდის და დროებით ჰქონდეს პიროვნებას ის საბუთი ხელში,ან დაკარგული პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით.თქვენს შემთხვევაში როგორც ბატონმა რანომ ამიხსნა,დაგეკარგათ ყველა მნიშვნელოვანი საბუთი,ჩვენ ვალდებულები ვართ ეს საბუთი გაგიკეთოთ და თქვენ 30 დღის განმავლობაში უნდა დატოვოთ ქვეყანა.ამისათვის გჭირდებათ შეავსოთ ეს ანკეტა და ორი ფოტოსურათი.სულ ეს არის,ფოტოები მოიტანეთ და საბუთი ახლავეს გამზადდება.თუ უფო ადრე გჭირდებათ,შეგიძლიათ აგრეთვე ეს ანკეტა შეავსოთ,130ევროს გადაიხდით ბანკში და 45 დღეში თქვენი პასპორტი მზად იქნება.თქვენ აირჩიეთ რომელი საბუთი გირჩენიათ,დროებითი საბუთი თუ ჩვეულებრივი,კარგი პასპორტი.სპირომ და ხრისტომ ერთმანეთს გადახედეს და ჩუმი,შეპარული ხმით უთხრა სპიროს.
---დროებითი გაუკეთდეს და იქ მიხედავს მისიანები.მე წავიყვან და ფოტოებს გადაიღებს,შენ კი ის ფურცლები შეავსე.
---კიდევ მაქვს სათქმელი თქვენთან.შვილო ოჯახში უკვე იციან რაც შეგემთხვა და სად ხარ.გელოდებიან და ახლავეს შეგიძლია ისინი ნახო კომპიუტერით.მამაკაცმა ფრთხილად შეეხო ელისოს და კომპიუტერთან მიიყვანა,დააჯინა ახლოს და გაკვირვებულმა მიაჩერდა მისი შავი თვალებით მასზე მოჩერებულ და ატირებულ ადამიანებს.თავადაც აევსო თვალები ცრემლით,მაგრამ უეცრად წამოდგა,ხრისტოს ხელი მოკიდა და მის გვერდით,ახლოს დაიყენა.
---ელო იცი რამდენი გეძებეთ?უთხრა აცრემლიანებულმა მიშომ.ვერ დავიჯერებ,რომ შენ შენს მიშკას ვერ სცნობ,ვერ იხსენებ.არ ინერვიულო,ეს დროებითია საყვარელო.მალე,სულ მალე ძველებურად მოგწეწავ თმებზე და შენს წილ რძესაც მე დავლევ დილით ციცო დეიდას ჩუმად,ვითომ შენ დალიე.შენ კი მუცელზე მოისობ ხელს და დავაჯერებთ ჩვენს ეშმაკობაში.
---შეხედე,შენ სვამდი ელისოს რძეს დილაობით?იკითხა გაკვირვებულმა ციცომ.ამაზე გაეცინა მიშოს და ელისოსაც შეეპარა ღაწვებზე ღიმილი,მაგრამ უეცრად შეშინებული გამოხედვა მიიღო და მის გვერდით მდგარ ხრისტოს ამოეფარა,ჩუმად კი თქვა.
---მე არ გიცნობთ,მე უცხოებს არ ვენდობი.ექიმმა ხელით შეაჩერა ყველა და ელისოს თმებზე მოეფერა თან უჩურჩულა.
---ისინი შენი ცხოვრების ნაწილი არიან ელი,ისინი შენი მშობლებია,შენი სამეგობრო.
---ბატონო ვახტანგ.ეს არის ექიმი,ბატონი ხრისტო გაბრიელი რომელმაც თქვენი ელისო სიკვდილს გადაარჩინა.დღეს ელისო თუ ცოცხალია,ამ ახალგაზრდა ექიმის დამსახურებაა.ხაზზე იყავით და შეგატყობინებთ როდის გადმოფრინდება ელი ნუ მივეძალებით,ის ჯერ კიდევ შოკშია მომხდარისგან.რამოდენიმე საათში ყველაფერი მოწესრიგებული იყო და ელისო დროებითო პირადობით ხელში იდგა საქართველოს საელჩოს წინ და მოულოდნელად მისთვის უცხო და უცნობმა მომენტებმა გაიელვეს გონებაში.შემდეგ თავი გააქნია,თითქოს ზედმეტი ფიქრი განდევნა თავიდან და ხრისტოს გვერდით მოკალათდა მანქანაში.ორივე დაძაბული იყო და ამ დაძაბულობის გამო,დღეც სევდიანი და ნაღვლიანი გახდა.არადა რა კარგად გაერთო გუშინ,სულ არ უფიქრიათ წინ მოახლოებულ სევდიან დღეზე.
---ელი,ელი,ელი.ვერ ვერევი ჩემში არსებულ შენდამი სურვილს.გული მეფლითება და სული მეყინება,წინ მდგარი 30 დღე რომ მახსენდება.ვინ ხარ,ასე რომ შემოიჭერი და ჩემს სხეულში ჩასახლდი.რა იქნება ჩემთვის ბოლო,ალბად როგორც ყველასთვის ჩემთვისაც უიმედო დასასრულით დასრულდება,დასასრული რომელიც რომელიც რვეულის ფურცლებზე იწერება კარგად და ლამაზად.ფიქრში და ოცნებებში არც ელისო უდებდა ტოლს ხრისტოს და ისიც გულში დუდუნებდა მის გაუმხელელ სიყვარულს.ხო სიყვარულს,ელისოს ხრისტო შეუყვარდა,მაგრამ ამ გრძნობას,როგორც ხრისტო ასევე ელისოც გულში მალავდა.
---თითებიდან მეწყება გაყინვა,30 დღის შემდეგ რომ ვეღარ შეგხედავ.წასვლამდე მოასწარი და გთხოვ მომხვიე შენი თბილი და ძლიერი ხელები,წასვლამდე აღმოაჩინე ჩემში შენდამი სითბო,მაგრად ჩამიხუტე,ისე მაგრად რომ გაყინულ ჩემს სისხლს შეერიო და ჩემმა გულის ძგერამ შენი გული გააღვიძოს.ნუ მომცემ შენგან წასვლის ნებას,ნუ გამომიტან უშენობის და მარტოობის განაჩენს.მე უშენოდ გამიჭირდება,ისე როგორც შენ უჩემოდ.ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და სახლში მისლამდე ხრისტოსკენ არც გაუხედავს.
სიხარულით სავსე დღე დადგა კოვზაძეების ოჯაღში,ცრემლებს თავად თვით დიდი ვახოც ვერ იკავებდა.
---მადლობა უფალო,რომ ჩემი ლოცვა შეისმინე და ჩემი ცრემლი დაინახე, გულიდან წამოსული დედის ცრემლი.ვიცოდი,ვიცოდი რომ შეისმენდი ჩემს ლოცვას,რომ დაინახავდი ჩემს ტანჯვას.ძლიერი გამხადე უფალო ამ სამ თვეში მეც და ჩემი ვახოც.ჩვენ ერთად გადავიტანეთ ეს ტკივილი,ტკივილი რომელიც სიხარულმა შეცვალა.ახლა ჩემს ელისოს შევხედავ და საერთოდ დავივიწყებ ამ დღეებს.
---ასეა ადამიანი ჩემო საყვარელო., სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვივიწყებთ ტკივილს,უბრალოდ გული იტანს,უფრო ძლიერდება მიყენებული ტკივილით და მაინც მყარად ვდგებით ფეხზე და ვაგრძელებთ გზას,ამ უსაშველოდ ლამაზ დედამიწაზე.მთავარია უფლისგან ბოძებული ღირსება არ დავკარგოთ და მე მჯერავს,ძლიერი წვიმის შემდეგ აუცილებლად ცისარტყელა გამოანათებს,თუ გულს სჯერავს და ელოდება.სულ მალე,სულ მალე სახლში იქნება ჩვენი გოგო.სიხარულმა და ბედნიერმა წუთებმა,დიდი ხნით არ გასტანა.სიმხიარულე და ბედნიერი წუთები კარზე ზარის ხმამ ჩაახშო.თინიმ წავიდა კარის გასათება,გააღო და მის წინ სამი გოლიათივით მამაკაცი იდგა.
---უკაცრავად?
---ბატონ ვახტანგისთან ვართ.
---ახლავეს,გადავცემ რომ მასთან ბრძანდებით.თინი დაფიქრებული სახით შევიდა სახლში ვახოს უთხრა.-თქვენთან არიან ძია ვახო.მიშიკომ შეხედა თინის და თვალებით შეეკითხა,ვინ არისო,მანაც მხრები აიჩეჩა,რაც იმას ნიშნავდა არ ვიციო.ვახომ კი უთხრა.
---შემოვიდეს ვინ არის თინათინ,მე კაბინეტში შევალ.წამოდი მიშიკო.მალე შემოყვა უკან მიშიკოს და ვახოს უცხო მამაკაცები,რომლებიც ხელმოტეხილი მიშიკოს ნახვას იქ არ ელოდნენ
---მობრძანდით,დაბრძანდით.რას მიირთმევთ?
---დასაჯდომად არ მოვსულვართ,მხოლოდ მოკითხვის გადმოსაცემად მოვედით.თქვა ყველაზე მაღალმა და კისერი დაატკაცუნა.რაც იმის ნიშანი იყო,მე ძლიერი ვარო.
---ვისგან არის მოკითხვა,შეგიძლიათ დამიტოვოთ მისამართი?
---რა თქმა უნდა,მაგრამ ეს უკეთესად თქვენც იცით,ჩვენი ახსნის გარეშე ვინც არის.

---მხოლოდ ამ სამი სიტყვის გადმოსაცემად მოხვედით სამი ადამიანი?მოლაპარაკებული იყავით სამივეს თითო-თითო სიტყვა გეთქვათ და წინადადებაც შედგებოდა ხო?ხმამაღლა გაიცინა მიშომ.
მეორე ხელის მომტვრევა ხომ არ დაგაწყნარებს მიშიკო?
---ჩემი სახელი გცოდნიათ.როგორც ჩანს საქმეში ძალიან ჩახედული ხართ და ძალიან გათვითცნობიერებული.თქვენს უფროსს გადაეცით .........................!
---არ გინდა, მიშო შეეშვი.
---რა არ მინდა ძია.იმედია,არ მიიღებ მაგ მოგდებულ მოკითხვას.
---რა თქმა უნდა მიიღებს და ისიც იცის რა უნდა გააკეთოს.
---ძალიან ნუ იქნებით თქვენს თავში დარწმუნებულები,მე თქვენმა მუსკულებმა შემაშინოს და ჩემგანაც წაიღოთ მოკითხვა.
---ბატონო ვახტანგ თქვენთვის უკეთესია,თუ მიიღებთ ამ მოკითხვას და ყველაფერს სწორად გათვლით.
---და თუ არ გავთვლი სწორად და ვერც პასუხს წაიღებთ აქედან დადებითს?
---დღეს არაფერს,მაგრამ დავბრუნდებით.თქვა უცხო მუსკულიანებმა და წავიდნენ.კაბინეტში შაკო შემოვიდა,ვახომ და მიშომ ერთმანეთს გადახედეს.
---რა ხდება,რა მოხდა ან რა უნდოდათ.დაურეკოთ ვინმეს.
---არავის არ ვურეკავთ.მათ პროვოკაციას არ წამოვეგებით.არავინის ვალი არ მაქვს უფლის წყალობით და არც არავინის მეშინია.ეს ჩემი ეშინოდეთ აქეთ ამიერიდან.ნუ ელოდებიან ჩემი სიჩუმით მიზანს მიაღწევენ,ვერ გამანადგურებს რამდენი კაციც არ უნდა მომგლიჯონ გვერდიდან, მოისყიდოს და დააშინოს.შაკო გაოცებული უცქერდა ვახოს და უკვირდა,რამდენი წელია იცნობს და მისი ხმამაღალი ხმა პირველად გაიგონა.თინიმ იცოდა რა აწყნარებდა ვახოს გაბრაზებულ გულზე და ფინჯანით ხელში გვირილის ჩაი შემოუტანა,თან თვალით ანიშნა შაკოზე.
---კომპიუტერი მოიტანე ახლავეს.მკაცრად უთხრა თინის და შემდეგ მიშოს გადახედა.-რომ დაგათენდეს თავზე,დღეს გურამ გეგენავაზე ყველა ინფორმაციას მოიძევ შენი ხერხებით,მე კი ჩემი ხერხებით გავარკვევ.შაკო წამოდგა და ვახოს წინ დადგა,რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ გაცეცხლებულ ვახოს ეგონა მიდიოდა და უთხრა.
---რა გეგონა,ჩემმა სიჩუმემ გაგათამამა? რატომ იყავი დარწმუნებული,რომ ვერ მივხვდებოდი გურამისკენ გადაბირებას.
---არა,არა,არა ძია ვახო.სწორედ ახლა ვაპირებდი თქმას,რომ დამემუქრა.ჩემი პატარა დით დამემუქრა,სკოლიდან წამოუყვანია და ასე მაიძულა მეთანამშრომლა მასთან.გეფიცები მამის სულს ყველაფრის თქმას ვაპირებდი,მაგრამ მომენტს ვეძებდი.ახლა ისე მოვედი, კუდი არ მომყოლია აქამდე და გადავწყვიტე მტკიცედ დღეს ყველაფერი მეთქვა,რადგან ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.მიშოს ძალიან გაუხარდა შაკოს სიტყვები და ღიმილით უთხრა.

---მაშ არ დამიკარგავს მეგობარი?
---ერთმა კაცმა კითხა მეორეს.ვინ უფრო ძვირფასია შენთვის,შენი ძმა თუ შენი მეგობარიო.მან კი დაუფიქრებლად უპასუხა, ,,მიჯობს მეგობარი თუ ის ძმა იქნებაო''.არა მიშო,მე მეგობარს არასოდეს არ დავკარგავ,სიმართლეს გეუბნები.ვახო მოლბა და შაკო გულში ჩაიკრა,ვერ წარმოედგინა დღეს ამ ბავშვების გარეშე.
---შენებზე მე ვიზრუნებ დღეიდან მანამ,სანამ ის გარეთ არის.მამაკაცებს საუბარი თინიმ შეაწყვეტინა.ფოდნოსით ხელში შემოვიდა,რომელზეც ოთხი ფინჯანი ყავა დაედო ლამაზად და ეშმაკურად იცინოდა.
---რატომ იცინი თინა.სიცილის და ეშმაკობის დრო არის ახლა?უსაყვედურა მიშომ.
---მიშო რაღაც უნდა გითხრა.
---ოხ,არ მომწონს ეს დასაწყისი ძია ვახო.ვახოს გაეცინა და თინის მიაჩერდა.
---ჩვენ გავიდეთ,მარტო დაგტოვოთ?რა ისეთი სასიხარულოა მეც გამახარეთ?ახალი სულის შემომატებაა?თინის ლოყები აუწითლდა და გაოცებულმა უცებ უთხრა.
---არა,არა ეს რამ გაფიქრებინა.
---რა ხდება,თქვი დროზე.უთხრა შაკომ.
---მიშო ბოდიში რა.მიშოს თვალები გაუფართოვდა
---ოხ,ხომ ვთქვი არ მომწონს დასაწყისითქო.გააღეთ სარკმელი,ჰაერი დამძიმდა.თინის უცქირა ჯერ და შემდეგ წყნარად შეეკითხა.-რა გააფუჭე თინა.
---არაფერი არ გამიფუჭებია.უთხრა ჩუმად თავდახრილმა მიშოს.ვახო და შაკო ღიმილით უცქერდნენ თინის რომელიც თითებს აწვალებდა.
---კარგი ვერ გაიგე შენ რა შეგკითხე,ამიტომ შევაბრუნებ კითხვას.-რა უნდა გააფუჭო თინა?
---არაფლის გაფუჭებას არ ვაპირებ.
---გინდა ჭკუიდან ამწიო?აბა რატომ მიხდი ბოდიშს.ეს ხომ შენი სტილი არ არის,როგორც ვიცი მე.
---მოგატყუილე მიშო.მე შენ მოგატყუილე.მიშომ მომესმაო და წყნარად შეეკითხა.
---რა ქენი?რაღაც კარგად ვერ გავიგე, ხომ?
---არა,კარგად გაიგონე ყველაფერი,მოგატყუილე?
---რააა?მომატყუილე?რა მომატყუილე თინა და როდის?
---ამას მალე გაიგებთ ყველა.თქვა და კაბინეტიდან გავიდა,სამივემ ერთმანეთს გადახედეს და ვერ მიხვდნენ თინი რას გულისხმობდა
---მიშო რისი თქმა უნდოდა თინის?
---აზრზე არა ვარ,მოდი რა დავისვენოთ ცოტა თვალები ამეწვა.მიშიკო და შაკო ვახოს ბრძანებით ყველა ინფორმაციას აგროვებდნე რაც კი შეიძლებოდა მოეგროვებინათ გურამზე და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოუყარეს თავი.
---უკვე გვიანია და მე წავალ.ფეხზე წამოდგა შაკო მაგრამ ვახომ გააჩერა.
---შაკო შენს ოჯახზე მე ვიზრუნე უკვე და ისინი საიმედო ადგილზე არიან.შენ კი აქედან ვერ გახვალ.აქ იმუშავებ კომპიუტერით.თუ გინდა დამანახო შენი ერთგულება ასე უნდა მოიქცე.
---მე ცუდი არაფერი ჩამიდენია,ვიცი ძნელია დაჯერება,მაგრამ მე თანახმა ვარ აქ ვიქნები.მაგრამ გეფიცებით რომ ყველა სიტყვას სიმართლეს ვამბობ.
---მე შენ გენდობი,მაგრამ ამ დილით აქედან ვერ გახვალ,რადგან გურამის დაგეშილი ძაღლები ყველა კუთხეში ყავს,ამიტომ ჯობია აქ იყო თორემ უეჭველი რაღაცას მოგწევს.
---მართალია,ეს აღარ მიფიქრია.
---აბა რა მოვიძიეთ,ვნახოთ?
---მაშ ასე,გურამ გეგენავა ძალან დიდი კომპანიის მფლობელი იყო რუსეთში,მაგრამ სამი წლის უკან ის გაკოტრდდა.ის აღარავინ არის ბიზმესმენთა შორის,მაგრამ აქ არავინმა იცის მისი გაკოტრების შესახებ და ამიტომ ისევ ძველი სახელით და ავტორიტეტით სარგებლობს.კაბინეტში თინი დაბრუნდა და გაოცებულმა შეეკითხა სამივეს.
---არ დაგიძინიათ?
---რა დროს ძილია თინა.შეუღრინა მიშომ.
---დახმარება არ გინდათ?
---კი,აქედან წადი და არ მიეკარო არაფერს,მაგიდაზე რასაც ხედავ.
---მე ვფიქრობ,რომ სხვაგვარი დახმარება გჭირდებათ.
---შენ რაში უნდა დაგვეხმარო.არა,არც იფიქრო გაეკარო ახლოს ამ საქმეს,გესმის?თინიმ იქვე ჩამოჯდა და ფეხი-ფეხზე გადაიდო უდარდელად.შაკომ გახედა და ღიმილით უთხრა.
---თინა კარგად ხარ?
---ძალიან კარგად ვარ,ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ.შაკომ გვერდულად გახედა და ვითომ სხვათაშორის შეეკითხა.
---რა მომატყუილე,რისი თქმა გინდოდა შეგიძლია მითხრა.
---შენ შეგიძლია მითხრა,მაგ მოტეხილი ხელით რა გინდოდა ბარში ქერათმიან ნაშასთან ერთად?
---შენ სად იყავი იმ დროს?გაუკვირდა მიშოს.
---ის უფრო მნიშვნელოვანია მე რატომ ვიყავი იქ იმ დროს,თუ ის რომ მითხრა ვინ იყო ის ნაშა?
---დიახ,ის უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის იქ შენ რა გინდოდა იმ დროს,როცა ვიცოდი რომ სახლში ბრძანდებოდი თავის ტკივილით დაწოლილი.
---მომწყინდა სახლში ყოფნა და შორენასთან ვიყავი.იქედან წამოსული იმ ბართან გამოვიარე,ამიტომ ბრმა არ ვარ დაგინახე, როგორი სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდი და ისიც თვალებში შემოგციცინებდა.ისეთი გრძნობა გამიჩნდა,იქ რომ მოვსულიყავი ვერც შემამჩნევდი,ამიტომ სახლში წამოვედი.
---გეუბნები სოფელში რომ ანიჩქა გვყავს, იმას ყავს ჩერჩეტი ბატები და აი მის ბატებს გავხარ.რატომ არ შემოხვედი შიგნით.
---რატომ უნდა შემოვსულიყავი,რა მინდოდა იქ.ხელს შეგიშლიდით და თავისუფლად ვეღარ ისაუბრებდით.
---ოხ რა ნერვებზე თამაშობ და თან ნერვებს ჭამ ნელა-ნელა.
---მე თუ შენ?
---შემოსულიყავი და გაიგებდი, ვინც იყო ის ქერა და ეჭვი აღარ დაგტანჯავდა.
---ნაშა დაგავიწყდა.
---ენა და საკმარისია უკვე,ხანდახან დაფიქრდი რას ამბობ,იქნებ შენი სიტყვებით გულს ტკენ ადამიანს.
---შენ გეტკინა გული?გაქვს ეს ორგანო საერთოდ რომ გტკენოდა?იქნებ დაფიქრდე და მიხვდე,მე როგორ მეტკინა გუშინ გული და არც გიფიქრია იმ წუთებში მე თუ ვარსებობდი საერთოდ.
---გეყოს ამდენი უაზრობების თქმა და უბრალოდ დასვი ერთი კითხვა,რომელიც ასე გაინტერესებს.შემეკითხე ვინ იყო ის უცნობითქო.
---ხოდა ახლა გისვამ მაგ კითხვას,ვინ იყო გუშინ ის ქერა შენს გვერდით?
---დამშვიდდი,თინა რას მიაღწევ შენი ეჭვიანობით?ანაბელი იყო გუშინ ჩემს გვერდით,ანაბელ ლეონიძე,დამშვიდდა ადუღებული გული?
---ანაბელი?რატომ არ მითხარი თუ ჩამოვიდა?მოწყენილმა უთხრა,უკვე რცხვენოდა მიშოსი და თავდახრილი იჯდა მის წინ.ძალიან შერცხვა და თავი დამნაშავედ იგრძნო.
---იმიტომ რომ თავად ანაბელმა მთხოვა.უნდოდა შენთვის სიურპრიზი მოეწყო,მაგრამ შენ დააცდი ადამიანს რამეს?წყნარად და სერიოზულად საუბრობდა მიშო.ვახო შემოვიდა კაბინეტში და ჯერ თინის შეხედა,შემდეგ მიშოს და იქვე კომპიუტერთან ჩაძინებულ შაკოს.მიხვდა,რომ რაღაც მოხდა და უბრალოდ კითხვა დასვა ორივეს გასაგონად.
---რა ხდება,რამე გამოვტოვე?თინიმ წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა,რამოდენიმე წუთში კი რამოდენიმე სქელი საქაღალდით დაბრუნდა და ასევე სამი ფლეშკა გაუწოდა მიშოს და უთხრა.
---აი,აიმისთვის გთხოვე პატიება.აქ არის ის ყველაფერი,რასაც ეძებთ.მიშომ თვალებგაფართოვებულმა შეხედა ჯერ საქაღალდეებს,მერე მის წინ დაწყობილ სამ ფლეშკას და შემდეგ მის წინ თავდახრილ თინის.
---ეს,ეს,ეს,შენ,შენ მარტო გააკეთე?ხმა ამოიღე თინა ეს შენ,მარტო გაბედე?
---რა ხდება აღარ იტყვით?ხმა აიმაღლა ვახომ.
---მე ხომ გთხოვე პატიება.ვიცი,რომ არასწორად გავაკეთე,მაგრამ მარტომ უფრო კარგად გავართვი თავი ამ საქმეს.მიშომ ისე ხმამაღლა უღრიალა, თვით ვახომაც კი დაიხია უკან.

---რომ რამე მოგსვლოდა?მერე რა მოხდებოდა,შენ არ ხარ ნორმალური.შენ,შენ,ეს როგორ გააკეთე მარტომ.
---რა აზრი აქვს ახლა ყვირილს.ხომ ხედავ რომ კარგად ვარ და საქმე უკვე გაკეთებულია,თითქმის ორი კვირაა.მიშომ თავისუფალი ხელი მოისვა სახეზე და ვახოს შეხედა,რომელსაც დააინტერესა რა იყო ამ საქაღალდეებში, უკვე გადმოეღო და დიდი ინტერესით კითხულობდა.შემდეგ წამოდგა თინისკენ წავიდა,მაგრამ მიშოს მკაცრმა ხმამ ადგილზე გააშეშა.
---არ გაბედო და არ შეაქო.მკაცრად უთხრა მიშომ ვახოს მის გაბრწყინებულ თვალებს რომ შეხედა,მაგრამ ვახომ ერთი შეუღრინა და თინი გულში ჩაიკრა,თან ცრემლმორეულმა უთხრა.
---მადლობა,მადლობას არ დაგაჯერებ.შენ მე მთელი ჩემი ქონება გადამირჩინე და არა მარტო მე,ბევრ ჩემნაირს,რომლებსაც თავი უსუუსური ჰგონიათ ამ არაკაცის წინაშე.შენ ეს გააკეთეისე,რომ შენი სიცოცხლეც კი არ დაგენანა გაგეწირა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.შაკოს გაეღვიძა ხმაურზე და ვერ გაეგო რა ხდებოდა, ვახომ ხელი დაუქნია და საქაღალდეებთან ერთად გავიდა ორივე კაბინეტიდან.კაბინეტში კი მიშო ისევ იმ ადგილზე იდგა,დიდი ხანი უცქირა თინის და ბურღავდა მისი თვალებით,შემდეგ გადადგა ნაბიჯი და ახლოს მივიდა.
---შენ,შენ რომ რამე მოგსვლოდა,მე რას მიშვებოდი თინა.ხვდენი ეს რამხელა საშარო საქმე არის?ხვდები რა გააკეთე და რამხელა რისკზე წახვედი?მის ხმაში სევდა,დარდი,ტკივილი,სურვილი,ვნება ყველაფერი ერთად არეულიყო,ხელით მიიწია მისკენ და ძლიერად ჩაიხუტა გულში.მის კისერში თავი ჩარგო და სველი კოცნაც არ დაიშურა.მის აცახცახებულ ბაგეებს კი ნაზად შეეხო,თინიმ კი ჩუმად უთხრა.
---არ მითხარი,ჩემს ტყუილს მაპატიებ?
---ხომ იცოდი,რომ ძალიან მაწყენინებდი როცა ამას გავიგებდი.როდემდე გინდოდა დაგემალა სიმართლე.
---იქამდე,სადამდეც საჭირო იყო.
---ყოველთვის, რატომ გინდა წყობიდან გამომიყვანო და გამაგიჟო.
---იმიტომ,რომ ყოველთვის შენ რჩებოდი გამარჯვებული,მოდი რა ამ ერთხელ მეც ვიგრძნო თავი გამარჯვებულად.მიშოს გაეღიმა უკვე ნერვებ დაწყნარებულს და ღიმილით უთხრა.
---წლებია უკვე,ჩემი ნერვების კიბოდ რომ გადაიქეცი.კაცობრიობის კიარა,პირადად ჩემი ნომერ პირველი მტერი ხარ.
: დიდ აღმართს ყოველთვის დიდი თავდაღმართი მოყვება,დიდ სიხარულს კი ძალიან დიდი მწუხარება.ვახო იჯდა და კითხვაში თავზე დაათენდა,გარეთ უკვე ცა ნელა-ნელა მტრედისფერი გახდა და დილის 7 საათზე ვახოს ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა.გაოცებულმა დახედა და უპასუხა,შეკითხვაც ვერ მოასწრო ვინ იყო და რა ხდებოდა,რომ საზარელი ინფორმაციის მოსმენა მოუხდა.რომელმაც ასევე საზარელი ხმით იყვირა.
---შაკოოო.ტელეფონი გათიშე ჩქარა,ახლავეს.შემდეგ კი ისევ ტელეფონს მიუბრუნდა და აკანკალრებული ხმით შეეკითხა.-ისინი?მოასწარით გაყვანა?კარგი,დაე ასე ეგონოთ,როგორც ჰგონიათ.
---რა ხდება ძია ვახო.შაკო,მიშიკო და თინი იდგა მის წინ და სამივე გაოცებული უცქერდნენ,ჯერ კიდევ აგონიაში მყოფ ვახოს.
---შაკო სახლიდან არ გახვალ,ტელეფონს არ მიეკარები.შენი ნომერი გაუქმდება,ძალიან ვწუხვარ შვილო,მაგრამ გპირდები რომ მე ვიზრუნებ პირადად თქვენს საცხოვრებელ ადგილზე.გურამიმ თქვენი საცხოვრებელი ბინა დაწვა.შაკოს ფერი დაეკარგა და არც დაფიქრებულა კარისკენ ისევ წავიდა,მაგრამ მიშომ ცალი ხელი შემოხვია და გააჩერა.მიშოს გულზე ხმამაღლა აღრიალდა შაკო,შემდეგ ცრემლიანი და დაღლილი თვალებით შეხედა ვახოს და უთხრა.
---ჩემები?ჩემებიც შიგნით იყვნენ?ჩემი ტასუნა?ღმერთო.თქვა და ჩაიკეცა.
---შენები კარგად არიან და იმათ ჰგონიათ,რომ სახლში იყავით ყველა.ამიტომ სანამ მნიშვნელოვანი წუთი არ დადგება,შაკო შენ აქ უნდა იყო.
---მართლა კარგად არიან ჩემები?ყველა კარგად არის?
---კარგად არიან შვილო.გუშინ აქ რომ მოდი,შენ გეგონა მდევარი არ მოგყვა,მაგრამ შენ მდევარი მოგყვა აქამდე და მიხვდა გურამიმ რომ შენ ყველაფერს იტყოდი,ამიტომ ვითომ გაგაჩუმა მისი ჭკუით.
---ძია ვახო შეეშვი,ის არავის დაინდობს და თქვენ ყოველთვის არ იქნებით ყველას გვერდით.ვიღაცას მწარედ ატკენს ეს ახვარი კაცი.
---შენ დაწყნარდი,მე ვიცი რასაც გავაკეთებ.არცერთი არ გახვალთ დღეს გარეთ,მე მალე მოვალ.საქაღალდეებს ხელი დაავლო და სახლის შიდა კარიდან გავიდა გარაჟში.ისევ მალე დაბრუნდა უკან და ჩვეულებრივად გავიდა სახლიდან.გადაწყვიტა,უკვე დრო იყო ჭკუა ესწავლებინა ველური და უგულო,შეუბრალებელი ადამიანისათვის.გურამის ძალიან ბევრი ხალხი ყავდა გამწარებული და მასთან ბრძოლა სახიფათოც კი იყო,მაგრამ ვახომ არ შეუშინდა და გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ დაეჩოქა და ქედი მოეხარა ამდენი გამწარებული ხალხის წინააღმდეგ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.უკვე აღარ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი ემოცია და განცდა.ყოველი ახალი თავი მაოცებს.გამიხარდა ელოს რომ შეუყვარდა ხრისტო.ეგ პიროვნება ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს ცხოვრებაში
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.უკვე აღარ ვიცი როგორ ავღწერო ჩემი ემოცია და განცდა.ყოველი ახალი თავი მაოცებს.გამიხარდა ელოს რომ შეუყვარდა ხრისტო.ეგ პიროვნება ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს ცხოვრებაში

იცი,რომ ძალიან მაბედნიერებ შენი სითბოთი და სიყვარულით?
kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent