შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ყველა ფერი" თავი 1


8-07-2017, 23:38
ავტორი Kessane13
ნანახია 1 519

ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო. ალბათ, ამიტომაც იყო ასეთი გამორჩეული. ერთდროულად არღსავსე ბედნიერებითაც და უბედურებითაც. პირვლად როდესაც მას შევხვდი რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა. და გამოხედვა რომელიც მე მაშინ დავიჭირე ჩეთვის გაცილბით მეტად ფასობს ვიდრე ნებისმიერი დავინჩის ან პიკასოს ნახატი... ასე დაიწყო ამბავი რომელშიც ბევრი ბედნიერი წამი, მაგრამ გაცილებით მეტი გულის ტკივილი და დამცირება იყო.
-ელე, რაღას შვრები? პირველივე დღეს თუ არ დააგიანე არ შეიძლება?
-ნუც, უკვე გზაში ვარ. 5 წუთში მანდვარ. დაბლა დამხვდი რა, ხო იცი როგორ მცხვენია. მაინც პირველი დღეა და ...
- ხო შესასვლელთან ვდგავარ.
სექტემბერი მაინც ყველაზე ლამაზია ჩემს ქალაქში. რა ფერს არ იპოვი ქუჩაში. მეც ბედნიერად მივაბიჯებდი გამხმარ ფოთლებში და საერთოდ ვერ ვგრძნობდი რომ ცეკვის პირველ გაკვეთილზე ვაგვიანებდი. ფერადი ფოთლების დანახვისას სადღაც გაქრა ჩემი პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა. ჩვეულებისამებრ, არ შემეძლო ჩემს საყვარელ პარკში არ გამევლო და იქ 2 წუთით მაინც არ დავმჯდარიყავი. მე და ნუციკოს აქ ჩვენი ადგილი გვაქვს. როდესაც რამე გვიჭირს ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვართ აქ მოვდივართ და უეცრად ყველაფერი იცვლება. სანამ ახლოს არ მივედი ვერ დავინახე რომ ადგილი „ამახიეს“. ვაუუუ, დღეც ასე უნდა დაიწყოს. ახლოს მაინც ჩავუვლი, დავინახო ვინაა... ისეთი სახით ჩავიარე ტიპი მიხვდა რომ რაღაც არასწორად გააკეთა. ძალიან კარგი. უნდა მიხვდეს რომ სხვისი ადგილის დაკავება არაა კარგი საქციელი. გამომხედა. ღმერთო, რას არ მივცემდი ოღონდ ეს გამოხედვა არ შემემჩნია. მწვანე თვალები, რომლების დავიწყებაც თითქმის შეუძლებელია. ამ ტიპს შემდეგ მარტო თვალებით ვიცნობ.
როგორც იქნა მივაღწიე დარბაზთან სადაც გაგიჟებული ნუცა მიცდიდა.
-გეფიცები, ახლა ცოცხლები თუ გადავრჩით მერე ჩემი ხელით მოგკლა! - ჩამკივლა ყურში და კიბეებზე ძალით ამათრია.
გასახდელში ისეთი ხმაური იყო ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა ამიტომ მე და ნუცა ცხოვრებაში პირვლად დადუმებულები ვისხედით.
როგორც იქნა დაიწყო რეპეტიცია. უცბად ნაცნობ მწვანეს მოვკარი თვალი. არ არსებობს! აქ ამას რაუნდა? აი დამთხვევა და აი „მაგარი დღის“ გაგრძელებაც.
პირველ დღესთან შედარებით არაუშავდა. სულ მთადაც არ შემირცხვენია თავი. გასახდელში გაოფლიანებული ვზივარ და ველოდები ქალბატონი ნუცა როდის გამობრძანდება რომ ბოლოსდაბოლოს სახლში წავიდე. იმედია დღეს მეტი საოცრება აღარ მომელის.
ვერ მოგართვი, მწვანეთვალება ჩემკენ მოდის.
-შენ ის გოგო არ ხარ? აი პარკიდა. - ისე მეკითხება თითქოს არ იყოს დარწმუნებული.
-კი ის ვარ. - ვცდილობ ისე ვუთხრა არ შემამჩნიოს გაწითლება. მარტო ლამაზთვალება არ ყოფილა, მთლიანობაშიც კაიბიჭია. დღის პირველი კარგი ამბავიც.
-შეიძლება რაღაც გკითხო?
-გააჩნია რა. - ისევ ვსისინებ.
-დღეს ისეთი თვალებით რატომ მიყურებდი? - შევუმჩნევივარ. ეს უკვე კარგის ნიშანია.
- იცი, დიდი ამბავია და ასე უცბად ვერ აგიხსნი.
-ძალიან კარგი, დღეს შვიდზე პარკში გელოდები, უარს არ მივიღებ. შეგიძლია იქ მომიყვე. - ხო ხანდახან საოცრებებიც ხდება, მაგრამ ამდენი ერთ დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
ნუცამ იკადრა გამოსვლა. მწვანეთვალება უკვე წასული იყო.
-ნუუუცც, აბა გამოიცანი დღეს შვიდზე ვინ უნდა ვნახო.
-ვინ?- და უცბად მივხვდი რომ სახელი არ ვიცოდი. მე ვარ ის ფენომენი რომელიც ხვდება ბიჭს რომლის სახელიც არ იცის. იქნებ სულ უბრალოდ დამიბარა, მართლა აინტერესებს ისე რატომ ვუყურებდი. რატომ ვართ ეს გოგოები ასეთები, რაღაც უბრალოსგან ავაგებთ ოცნების არარეალურ კოშკს და ჩვენი ტყუილს გამჟღავნება ჩვენვე გვტკენს გულს. იმდენად ვიჯერებთ ჩვენს ილუზიას რომ რელობას ვეღარ აღვიქვამთ, მაგრამ ისე დებილ ბიჭსაც არ ჰგავდა რომ მარტო მაგისთვის დავებარებინე. არაუშავს მივალ და გავარკვევ.
შვიდზე სახლიდან გავედი. მე და ნუცამ ვიცით რომ ჩემი სახლიდან პარკამდე ზუსტად 4 წუთი გვჭირდება. არაუშავს ცოტა მელოდოს.
ჩვეულებისამებრ ჩემი სტილით წავედი მწვანეთვალებას შესახვედრად. შავი მაისური, ჩემი საყვარელი „ლევისის“ შარვალი, რომელშიც თავს განსაკუთრებით კომფორტულად ვგრძნობ და შავი კედები.
კარგი აღნაგობის არ ვარ. საშუალო სიმაღლის, ცოტათი პუტკუნა, ხვეულთმიანი, ყავისფერთვალება გოგო. არაფერი განსაკუთრებული რითიც შეიძლება მწვანეთვალება მომეხიბლა.
მე რომ მივედი უკვე იქ იყო. ჩემს სკამზე იჯდა და მელოდებოდა. საათს დავხედე და უკვე რვის ცხრა წუთი იყო. ამდენი ხანი არასდროს არ დამჭირვებია.
-იცი, უკვე წასვლას ვაპირებდი, - აღნიშნა ჩემი დანახვით გაკვირვებულმა მწანეთვალებამ.
-ხო, არვიცი ამდენი ხანი რატომ დამჭირდა.
-არაუშავს, მთავარია მოხვედი.
-შეგიძლია შენი სახელი მაინც მითხრა? - შევაპარე სიცილით.
- უი გაცნობა სულ დამავიწყდა. მე ლუკა კორინთელი ვარ. შენ არ გინდა თქმა ისედაც ვიცი. ელენე ლოლაძე. დედისერთა პლეხანოველი გოგო. - პირველ რიგში არ მჯეროდა ის რომ ეს ლუკა კორინთელი იყო, რომელზეც მთელი ჩემი სკოლის გოგოები გიჟდებიან და მე უბრალოდ იმდენად დებილივარ არც კი ვიცოდი როგორი იყო. წარმომიდგენია როგორ გოიმად მივაჩნივარ რომ ვერ ვიცანი. მეორეც ის გამიკვირდა ამდენი რამე ჩემზე საიდან იცოდა.
-ჩემზე ამდენი საიდან?
-უშიშროებაში ვმუშაობ.
-მერე ეგ იმის უფლებას გაძლევს რომ სხვის ცხოვრებაში იქექო?
-კარგი რა, შენ შენი თავი ვინ გგონია. მთელი თბილისი გიცნობს და თანაც როგორ ფიქრობ რომელიმე ბიჭი ისეთ გოგოს დაუნიშნავდა „ვსტრეჩას“ პარკში რომელის სახელიც კი არ იცის?!
გავოგნდი, თურმე ბევრი მიცნობს მე კიდევ იმით ვიმშვიდებ თავს რომ ჩემს შესახებ არვინ არაფერი არიცის.
-კარგია ამდენი რომ იცი ჩემზე და მიკვირს ისიც რომ არ იცი ეგ სკამი ჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრის ადგილი რომაა. შენ კიდევ მანდ ზიხარ და ჩემს ბიოგრაფიას მიყვები.
- ვაა ნუცა ბარათელის ხო არა, ტოო?
-დაჟე, უშიშროებაში ნუცაზეც იცით ამბები?
-უშიშროებამ ყველაფერი იცის, მითუმეტეს ჩემნაირმა თანამშრომლებმა.
-როგორ გიყვარს თავის ქება.
-არა, უბრალოდ შენს დასმულ კითხვას ვპასუხობ.
-ხო მეც ვუპასუხე შენს კითხვას ამიტომ დროა წავიდე.
-დარჩი ტოო.
-არა ცხრაზე ინგლისური მაქვს და ვერგავაცდენ.
-ასე გვიან რაპონტია?
-სხვა დროს ვერ ვიცლი.
-ასეთი დატვირთული ხარ?
-სხვა გზა არ მაქვს.
-მერე მომიყევი შენზე რამე.
-ახლა არ მცალია, სხვა დროს იყოს.
-კაი, მაშინ მიგაცილებ მასწავლებელთან და გზაშიც გვექნება „სხვა დრო“
-არმინდა, მარტოც მოვახერხებთ.
-კარგი, ნება შენია. აბა ხვალამდე 
ვერ მივხვდი ეს დამშვიდობება რა იყო. მეორე დღეს საერთოდ არ ვაპირებდი მის ნახვას. მე თუ მკითხავთ ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე და ტრაბახი უყვარს. ჩემთან ეგ ამბები არ გაუვა. არ ვგავარ მაგის ძველ ნაშოჩკებს.
სახლში რომ მივედი მაშინვე ნუცას დავურეკე.
-ნუცც, იცი ვინიყო? აი ვერც კი წარმოიდგენ.
-არმითრა ბრედ პიტი ყოფილაო და სხვას ნებისმიერს გადვიტან.
-უიმე რა დებილიხარ, გოგო, ლუკა ყოფილა კორინთელი.
-ღადაობ. რამ გამოგადებილა მერე ვერ იცანი?
-საიდან უნდა მეცნო ნანახი არ მყავდა.
-დაგღუპავს ეგ მასწავლებლები. ხანდახან გარეთაც უნდა გაიხედო.
-კაი ნუც წავედი, ხვალ გნახავ სკოლაში და მოგიყვები ყველაფერს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent