მივედი, ვნახე, შევიყვარე (თავი მეშვიდე)
- იცოდე, შენსა და ალექსანდრეს შორის რაღაც უცნაურს ვამჩნევ, გირჩევნია შენთვითონ მოყვე რაც ხდება - ყურთან დაუსისინა წყლიდან ამოსულმა ირინკამ ლანას და გვერდით მიუწვა. - ირა რა გჭირს? - ვითომ არაფერი მომხდარა ისე ჩაილაპარაკა - არაფერი არ ხდება, უბრალოდ ერთად თავს კარგად ვგრძნობთ - სათვალე ოდნავ აიწია - თქვენ რა ქენით შაკოსთან? - არაფერი რა უნდა გვექნა? სპეციალურად დაგტოვეთ მარტო და იმედია მიხვდით რომ თქვენი გულისთვის გავაკეთეთ - უცნაურად გაბრაზდა ირინკა და თვალები დაქაჩა - დი რა სჭირს დღეს ამას? - ჩაიქოთქოთა სიცილით ლანამ - არ ვიცი გუშინდელიდან ასე გაგიჟებული დარბის - არც დაქალმა არ დააკლო სიცილი. გოგონებს მეტი ამ თემაზე აღარ უსაუბრიათ. მწველ მზეს, რომ ვეღარ გაუძლეს ისევ ნომრებში დანაწილდნენ. გადაწყვიტეს, რომ მოწესრიგდებოდნენ და მერე ერთად მოიფიქრებდნენ რას იზამდნენ. საოცრად ესიამოვნა ცხელი აბაზანა, გატრუნული იწვა და ფიქრობდა უცბად დატრიალებულ მოვლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ლანას ერთფეროვანი ცხოვრება არასდროს ჰქონია და ყოველთვის ყველგან ახერხებდა თავის დამკვიდრებას, მაინც გრძნობდა, რომ ყველაფერი ალექსანდრესთან შედარებით ერთფეროვნად ეჩვენებოდა. გრძნობდა რომ ეს არცერთ სხვა გარემოს არ ჰგავდა. მასთან ერთად ბედნიერი იყო. არ უჭირდა არც გრძნობების გამოხატვა მაგრამ რატომღაც ალექსანდრესთან ეშინოდა ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ არ იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, უბრალოდ არ სურდა ფუჭი იმედები დარჩენოდა. საკუთარ ფიქრებზე ეცინებოდა, როგორ შეიძლება ადამიანი ასე თბილად გექცეოდეს, შენს სიახლოვეს ეშვებოდეს და ანალოგიურად თრთოდეს, შემდეგ კი ადგეს და უბრალოდ მიგატოვოს. არა, დარწმუნებული იყო რომ ალექსანდრე მას გულს არასდროს ატკენდა და სწორედ ის იყო ვინც სჭირდებოდა. ბედნიერი და შიშველი გადაწვა საწოლზე. '' ალექსანდრე, როგორ შეგეძლო ასე მალე ჩემი გაბრუება '' ფიქრობდა და ბაგეებს ღიმილი ეპარებოდა, თვალებს კი ძილი. სიზმარშიც კი მამაკაცის სილუეტი ესიზმრებოდა, თითქოს მის შიშველ ზურგს ვიღაც ნაზად ეალერსებოდა. ოდნავ გამოფხიზლდა და გააცნობიერა რომ სულაც არ იყო სიზმარში. თვალები ნელა გაახილა, პირველი თვალში საკუთარი შიშველი სხეული მოხვდა. შემდეგ იგრძნო ვიღაც როგორ დააცოცავდა ხელებს მთლიან ზურგზე, ნაზად, აუღელვებლად და უზომო სიყვარულით. თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და თავი ნელა მიატრიალა იმ ობიექტისგენ, რომელიც უკან ეგულებოდა. სირცხვილის გრძნობამ ერთიანად აუწვა მთელი სხეული. დენ დარტყმულივით წამოვარდა საწოლიდან და ხალათი წინიდან აიფარა. - აქ როგორ შემოხვედი? - აფორიაქებულმა და სირცხვილისგან სასოწარკვეთილმა ჰკითხა ალექსანდრეს - კარი ღია იყო - გაუღიმა ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა. ქალის წინ აისვეტა. არაფრის თქმა აღარ დააცადა ისე დააცხრა ტუჩებზე, თითქოს უდაბნოში მისი ტუჩები წყლის სახით გადმოსულიყო. ნელა მოხვია წელზე ხელი, მეორეთი კი ხალათი ნაზად გააშვებინა ხელიდან. - არ გინდა გთხოვ - ერთიანად აკანკალებულმა და ათრთოლებულმა ჩაილაპარაკა ლანამ და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. - უბრალოდ მინდა რომ მენდო - ვნებიანი ხმით დაუჩურჩულა და წამში ისევ საწოლზე მოათავსა. ნაზად ეფერებოდა ჯერ მის ყელს, შემდეგ კი ტუჩები ურცხვად მკერდზე ჩააცურა. ლანას ერთიანად სიამოვნებისა და ვნების შეძახილი აღმოხდა. თვალებს ისევ არ ახელდა რადგან ეგონა რომ სიზმარში იყო და წუთი წუთზე გამოიღვიძებდა. გათამამებულმა, ისე რომ კოცნა არ შეუწყვეტია, ალექსანდრეს მაიკა ერთი მოძრაობით იატაკზე მოისროლა. ხელები კისერზე მოხვია და მთლიანად ვნების მორევში გადაეშვა. იგრძნო როგორ მოურბილდა ლაჯები და როგორ გააპო სისველემ. ფეხები ოდნავ განზე გაწია და ალექსანდრეც წამში შუაში აღმოჩნდა. ქვედა ტუჩი კბილებში მოისრისა. წამიერი ტკივილის შემდეგ იგრძნო როგორ დაეუფლა სიამოვნების მთელი ამალა. თითქოს ზეცაში ადიოდა და სული სხეულს ნელ-ნელა ტოვებდა. ბიძგები თავიდან ნელი და რუტინული იყო, როდესაც შეამჩნია მამაკაცის გახშირებული სუნთქვა, თვითონაც უფრო მომთხოვნი გახდა და თმები ოდნავ მოქაჩა. შემდეგ ნელ-ნელა მოემატა ბიძგებსაც და ვნების გამოძახილებსაც. ლანას ყურთასმენას მხოლოდ ალექსანდრეს ჩუმი გამოძახილი ''მიყვარხარ'' მიწვდა. ზენიტში ორივე ერთნაირად, თითქოს ხელჩაკიდებულები ავიდნენ. ალექსანდრეს თავი არ აუღია ლანას მოშიშვლებული მკერდიდან, მთლიანად გადამხობილი იყო ქალის გამხდარ სხეულს. ოთახში ორი გავარვარებული ადამიანის ტემპერატურა კარგად იგრძნობოდა. ორივე გაოფლილები იწვნენ და სიჩუმეს არცერთი არღვევდა. - ახლა რა იქნება? - კითხა ლანამ და მამაკაცისგან თავი გაითავისუფლა. - რაც შენ გინდა ის იქნება - აუღელვებლად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ქალს თითები სათითაოდ დაუკოცნა. - მეგობრებად ვეღარ დავრჩებით - ხმაგაპარულმა ჩაილაპარაკა და სიგარეტს მოუკიდა. - მეგობრები არც არასდროს ვყოფილვართ, თუ იმის თქმა არ გინდა რა თქმა უნდა, რომ შენ მეგობრებთან ასეთი ურთიერთობა გაქვს - ბრაზი ოდნავ მოეკიდა, მაგრამ თავი მალევე მოთოკა. - უბრალოდ, არ უნდა გვეჩქარა - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ლანამ მამაკაცი მიუხვდა წუხილის მიზეზს და მასთან ნელი ნაბიჯებით მივიდა. - დრო ალბათობითია. შეიძლება სექსი ერთი წლის მერე გვქონოდა და მეორე დღეს ერთმანეთი აღარ გვენახა, შენ თუ ამაზე წუხარ, მე შენ ჰაერივით მჭირდები, მინდიხარ და მაგიჟებ, მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს ხარ, მგონია რომ მაინც შორს ხარ და სადღაც გაქრები. - ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ქალს ტუჩებზე ოდნავ შეეხო. ლანა გახევებული და ბედნიერი უსმენდა მის სიტყვით გამოსვლას. თავი დაბლა ჩაეხარა და დაგროვილი ცრემლების ნაკადს საშუალება მისცა ამოხეთქვის. ეს იყო ვნება, სიყვარული და ემოციების მთელი კორიანტელი. ატირებული მოეხვია ალექსანდრეს შიშველ სხეულს, გველივით მოიკლაკნა მის მკლავებში და ტუჩები ყელზე ნაზად შეახო. - არასოდეს მიმატოვო კარგი? - ჩაილაპარაკა და შეკრული მუშტით ცრემლები მოიწმინდა. - ნუ სულელობ - გაეცინა ალექსანდრეს - მე შენთან მოსასვლელად ბევრი გზა ვცადე, იქამდე ვიქნები შენთან, სანამ შენ ეს გენდომება და სანამ ჩემთან თავს ბედნიერად იგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ლანამ მხოლოდ სექსის დროს გაიგო ალექსანდრეს ჩუმი გამოძახილი სიყვარულზე, მაინც გრძნობდა რომ მაინც და მაინც ''მიყვარხარ'' არ იყო გადამწვეტი ფაქტორი. როგორც ადრე ეგონა ყოველშემთხვევაში. გრძნობდა, რომ ყველაფერი რეალური იყო და ამ ნაბიჯებს არასდროს ინანებდა. - მინდა, რომ ჩემზე რაღაც იცოდე - ჩაილაპარაკა ლანამ და დივანზე ჩამოჯდა ალექსანდრე მიხვდა, რის თქმასაც აპირებდა ლანა. არ უნდოდა იმ ამბის მოსმენა მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა, მხოლოდ მის წინ ჩამოჯდა, თავით ანიშნა რომ უსმენდა. - არ მინდა ჩემზე ისე იფიქრო როგორც ერთი უბრალო ქარაფშუტა გოგო, რომელიც სე*სის ხამია. ყოველთვის მინდოდა ეს სიყვარულით მომხდარიყო, ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა, მაგალითად თუნდაც როგორც დღეს - სახეზე ფერები ერთიანად გადასდიოდა, გრძნობდა ალექსანდრეც როგორ იძაბებოდა მის მოსმენაზე და თავი გვერდით გაატრიალა, არ უნდოდა ალექსანდრესთვის თვალებში შეეხედა - სამსახურში ხშირად ვიღლები ემოციურად, რთული გრაფიკი მაქვს და თან მილიონობით ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. - მძიმედ ამოისუნთქა მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ - ლანა, შეგიძლია არ მოყვე, თუ შენზე ასე ცუდად მოქმედებს - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და მის წინ ჩაიმუხლა ლანამ მისი ნათქვამი დააიგნორა და ისევ განაგრძო - სამსახურიდან იმ ბარში მივედი სადაც შენ გნახე, მანდ ხშირად დავდიოდი. სასმელთან ერთად ექსტაზიც დავლიე. მაშინ იმ ქვეყანაზე არც კი ვიყავი, ხალხში გავერიე და ყველაფერზე ვცეკვავდი, ზუსტად არ მახსოვს ის ტიპი ვინ იყო მაგრამ მთელი საღამო იმასთან ერთად ვიყავი - მოწოლილ ემოციებს ძლივს ყლაპავდა, ცრემლად იღვრებოდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა - მახსოვს რომ მე და მას... ჩვენ... მე პირველად მასთან მქონდა სე*სი და თან ტუალეტში, ამ ამბავმა მძიმედ იმოქმედა ჩემზე და წარსულის ეს ცოდვა მოსვენებას არ მაძლევს. ის ტიპი სადღაც აორთქლდა მაშინვე, რა თქმა უნდა მე მას არაფერს ვაბრალებ, ეს არ იყო გაუპატიურება და ძალადობა, სისულელეა ამაზე ლაპარაკი. ეს მოხდა ჩემი გაუაზრებელი საქციელის გამო - ლაპარაკობდა და თან ქვითინებდა. ალექსანდრე, რომელიც ამ დროის მანძილზე ფანჯარასთან იდგა და უკვე კარგად ცნობილ ისტორიას ლანასგან პირველად ისმენდა, ახლა უფრო მეტად გრძნობდა თავს დამნაშავედ და ამავდროულად ბედნიერად. გული და სული ერთიანად უდუღდა როცა იხსენებდა, თუ რა ტკივილი მიაყენა ლანას. უნდოდა ეთქვა, რომ რაღაცები არასწორად ახსოვდა და არ მიუტოვებია არსად თუმცა ამას მართლა ერჩივნა მომკვდარიყო. ატირებულ ქალთან დაიხარა და მთლიანად გულში ჩაიკრა. - ასეთი რაღაცები ხდება, მთავარია რომ ახლა შენთან ერთად მე ვარ. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ, ოღონდ მთავარია შენ თავს აპატიო კარგი? - ეჩურჩულებოდა და თან მის თმას ეფერებოდა. - აღარავინ მოგაყენებს ტკივილის, ლანა! ჩემი ლანა - ჩურჩულებდა და კიდევ უფრო იკრობდა ქალის სხეულს. გადაწყვიტა, რომ სიმართლეს ლანა ვერასდროს გაიგებდა! იცოდა, სიმართლის თქმას რაც მოყვებოდა, მას კი არ სურდა ლანას დაკარგვა. ახლა უფრო უხაროდა ამ ქალის პოვნა და მასთან ყოფნა. ახლა ის გაიცნობდა სხვანაირ ალექსანდრეს და ვინ იცის იქნებ ოდესმე მოეხერხებინა მისთვის სიმართლის თქმა. მაგრამ არა ახლა, მითუმეტეს არ უნდოდა ამ წუთების გაფუჭება. - მიხარია, რომ გესმის - ბუტბუტებდა ლანა და მის თმებში თითებს ათამაშებდა. - ახლა ვიცი, რომ შენ ჩემი ერთადერთი სწორი არჩევანი ხარ - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მამაკაცს ყელში ხმაურიანად აკოცა. ____________________ იცოდეთ, წინ მთავარი ინტრიგაა დარჩენილი!! :დ ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ. თქვენი თითოეული თბილი კომენტარი მახარებს და სტიმულს მაძლევს. ძალიან შევეჩვიე უკვე ამ პერსონაჟებს, არ ვიცი რამდენად მოვახერხებ რამოდენიმე თავში დასრულებას, მაგრამ გპირდებით რომ ყველაფერი იქნება იდეალურად და არცერთ თავს არ გავაბანალურებ! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.