შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თურქი(თავი 3)


9-07-2017, 02:09
ავტორი sophiaa
ნანახია 1 488

თავი 3
-ქრისტინე ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?
დედაჩემის ამ უაზრო შეკითხვამ ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.
-არა დედა ნუ ნერვიულობ, ნამდვილი ქალიშვილი გყავს
-მე შენთვის გეუბნები
3დღე გავიდა. სახლში წესიერად არავინ მელაპარაკებოდა. მერთსაც ვერ ვურეკავდი ტელეფონი წამართვეს. მხოლოდ საჭმელად მეძახდნენ. სახლიდან ჩემი გაპარვის გეგმას ვადგენდი როდესაც ოთახის კარზე დააკაკუნეს
-მოდი
არც კი გამიხედავ ოთახში ვინ შემოვიდა. ვგრძნობდი აჩქარებულ სუნთქვას. ხმა არ ამოუღია, ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო შევბრუნდი. ხელში უცნობი ბიჭი შემჩა.
-უკაცრავად?
დაბნეული ტონით ვკითხე. პირველად ვხედავდი და თანაც ჩემს ოთახში. ქერა ბიჭი იყო მაღალი, ლურჯი ფერის თვალებით. შეიძლებოდა სიმპათიურიც კი გვეწოდა მისთვის
-მე დათა ოქრაძე ვარ
ისე მითხრა მისი სახელი და გვარი თითქოს რამეს მეუბნებოდა. დავფიქრდი ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს ბიჭი. ზურას მეგობარი არ არის დარწმუნებული ვარ. აშკარად შეგნებულად შემოვიდა ჩემს ოთახში.
-მერე?
-მერე? მერე არაფერი. დათა ოქრაძეთქო
-ეგ გავიგე. და რა გინდა ჩემგან დათა?
ფეხზე წამოვდექი და ახლოს მივედი. მოვკვდები და მაინც გავიგებ ვინ ჯანდაბაა ეს ტიპი და რატომ შემოპარპაშდა ასე ჩემს ოთახში.
-აჰ ქრისტინე ქრისტინე
ჩემი სახელი იცის. ესეიგი მიცნობს. უეჭველად მამაჩემის ჩაწყობილია ეს. ვითომ დაცვაა? მაგრამ დაცვა ასე თავხედურად არ მოიქცევა, იქნებ ქილერია?
-რა გინდა?
-არაფერი გაგეცანი
ეს დებილია მგონი. შებრუნდა და ოთახიდან გასვლა დააპირა. არა შკარად იმბეცილია. კარი დაკეტილი არ ჰქონდა რომ ისევ მობრუნდა
-მალე შევხვდებით პატარავ
კარგი მოდი დავალაგოთ სიტუაცია. ვიღაც დებილი ჩემს ოთახში შემოდის მეცნობა და მიდის. დედას უნდა ვკითხო. ქვევით ჩავედი და დედის ძებნა დავიწყე
-დედა ვინ ჯანდაბაა დათა?
-ვხედავ გაგიცნია
-გამიცნია? შემოვიდა ჩემს ოთახში უკანასკნელი იდიოტივით გამეცნო და წავიდა
არა ეს თუ ისაა რაც მე მგონია ამ წამსვე მოვიკლავ თავს. ნუთუ ამ იდიოტს უნდა რომ ცოლად გამაყოლონ?
-ქრის მშვენიერი ბიჭია.
აჰ ახლა ყველაფერი გასაგებია. არა ასე გაგრძელება არ შეიძლება. აქედან უნდა გავაღწიო სასწრაფოდ. გეგმა უნდა მოვიფიქრო აქედან თურქეთში უსაფრთხოდ როგორ წავიდე. მართალია მამაჩემი ყველგან მომწვდება და მომკლავს მაგრამ ოღონდ ამას არ გავყვე ცოლად და სიკვდილზეც თანახმა ვარ.ზურა, ზურა დამეხმარება
-დედა ზურა სახლშია?
-თავის ოთახშია
ზურა ამ ოჯახის ერთადერთი წევრია რომლის იმედიც დამრჩა. მანაც თუ მიღალატა ნამდვილად არ ვიცი რა უნდა ვქნა. მისი ოთახის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე
-ზურ გცალია?
-ქრის მოდი
ფეხზე წამოდგა და მომეხვია. ღმერთო ასე სითბოთი მხოლოდ ორი ადამიანი მეხუტება. ზურა და მერთი. ჩემი მერთი
-ზურა უნდა დაგელაპარაკო
-ქრის ჩემო პატარა დაიკო, მეგონა ჩემზე გაბრაზებული იყავი
უფრო მაგრად ჩავეხუტე. ჩემი ბიჭი ძალიან ძალიან მიყვარს. რატომ არ არის მამა მისნაირი?
-ზურ ჩემო ბიჭო ხომ იცი სიგიჟემდე მიყვარხარ? შენზე ვერ გავბრაზდები
-ქრის მითხარი რა საქმე გაქვს?
გონებაში აზრების დალაგება დავიწყე. როგორ უნდა მეთქვა მისთვის რომ ჩემი ამბოხის მონაწილე გამხდარიყო?
-ზურ მერთთან უნდა წავიდე სასწრაფოდ. აქ ვერ დავრჩები. დღეს ვიღაც დათა ოქრაძე გამომეცხადა ოთახში და გამეცნო. მგონი ჩემი „საქმროა“. არ შემიძლია ზურა. მერთი მიყვარს მის გარდა ვერავის შევიყვარებ. გთხოვ დამეხმარე.
ზურა ჩუმად იყო, ეტყობა ფიქრობდა როგორ დამხმარებოდა
-პატარავ ჩემი აზრით უნდა დათანხდე ამ ქორწინებას, როგორც კი მამა შეამჩნევს რომ გამოსწორდი თავს დაგანებებს და შენც შეძლებ გაქცევას.
-არ ვიცი ზურ ეს რამდენად კარგი აზრია, იქნებ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მოხდეს და ეს ჩემი ქმარიც ხახვივით შემრჩეს? გეფიცები გავგიჟდები
-ნუ ღელავ პატარავ, რამეს მოვახერხებთ. ახლა მამასთან წადი და უთხარი რომ გინდა იმ თურქის დავიწყება და გაყვები ამ დათას ცოლად
ეს სიტყვები ჩემთვის სათქმელადაც რთული იყო, არმც თუ განსახორციელებლად. მამას კაბინეტისკენ წავედი და დავაკაკუნე
-მამა გცალია ორი წუთი? საქმე მაქვს
-ქრისტინე თუ ისევ იმ საქმეს ეხება იცოდე არ აქვს აზრი
ნერწყვი გადავყლაპე და ოთახში შევედი. ოთახს თვალი მოვავლე, აქაც კი იგრძნობოდა მამას საშინელი ხასიათი. ირგვლივ ყველაფერი მუქი იყო, არაფერს ეტყობოდა სიხალისის კვალი
-არა მამა, გადაწყვეტილება მივიღე
-ოჰო, აბა გისმენ
-მოკლედ მინდა რომ მერთი დავივიწყო, მზად ვარ იმ ბიჭს გავყვე ცოლად თუ თქვენ ეს ასე გინდათ. არ მინდა თქვენი და უნივერსიტეტის დაკარგვა
ამხელა წინადადებაში იოტისოდენაც კი არ იყო სიმართლე, ყველაფერი რაც ვთქვი მტკნარი სიცრუე იყო. მამაჩემა ჯერ ეჭვის თვალით შემომხედა შემდეგ კი წამოდგა და ჩემთან მოვიდა
-ქრისტინე რამ მიგიყვანა ამ აზრამდე?
ხმაში ოდნავ სითბო შეჰპარვოდა. ღმერთო როგორ მინდა ეხლა აქაურობა დავლეწო და ყვირილით გავიქცე აქედან
-შიშმა. შემეშინდა თქვენი დაკარგვის
-კარგი შვილო, მაშინ ხვალვე ოყოს ნიშნობა, თანახმა ხარ?
-რაც მალე მით უკეთესი
-კარგი შვილო ახლა წადი გამოიძინე, მიხარია რომ სწორ დასკვნამდე მიხვედი
სასწრაფოდ აბაზანაში გავიქეცი და სახეზე წყალი შევისხი. ამდენი სიცრუიდან უკვე გული მერეოდა. ჯანდაბა როგორ ვერ იტან რომ ვიტყუები. ღმერთო სიყვარულის გულისთვის რამხელა სპექტაკლის თამაში მიწევს. ოთახში შევედი და საწოლზე პირდაპირი მნიშვნელობით დავეცი. როგორ მძულს საკუთარი თავი და როგორ მძულს ჩემი ცხოვრება. კარის გაღების ხმა იყო, ალბათ ზურაა აინტერესებს მამასთან ლაპარაკმა როგორ ჩაიარა. თავი წამოვწიე და დათა დავინახე
-აქ რას აკეთებ?
ზედმეტად გაბრაზებულმა ვუთხარი. როგორ ბედავს ჩემს ოთახში დაუკითხავად შემოსვლას?
-გამიკვირდა რომ დათანხმდი, ცოტა მიიწიე მეც დამსვი
ცოტატი ჩავჩოჩდი. რაღაც ხდება. ეს ბიჭი ასე თავხედურად რაღაც მიზეზის გამო იქცევა
-უკაცრავად დათა მაგრამ ცოტა ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევ საკუთარ თავს?
-იცი ქრისტინე არაჩვეულებრივი მსახიობი ხარ. ისე ოსტატურად დააჯერე მამაშენი რომ ჩემი ცოლობა გინდა, ლამის მეც დავიჯერე. მაგრამ მე ვერაფერს გამომაპარებ პატარავ ვერაფერს
ჯანდაბა ეს ტიპი საიდან მოიყვანეს. როგორ მინდა ახლა აქვე მივაკლა.
-საიდან იცი რომ მამა მოვატყუე?
უარყოფას აზრი არ ჰქონდა. იქნებ ასე მაინც მიხვდეს რომ ზედმეტია და საერთოდ წავიდეს აქედან
-კარგი რა, სამი დღის წინ პანიკები დაიმართე გათხოვება რომ გიხსენეს და დღეს ჩემმა ლურჯმა თვალებმა მოგხიბლა?
-ისე თვალები მართლაც კარგი გაქვს
-აჰაჰა მოგეწონე? აჰ ქრისტინე ფრთხილად იყავი შენ დაგებულ მახეში შენთვითონვე არ გაება.



№1  offline წევრი bukako

Gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent