შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარრიამი ( სრულად)


9-07-2017, 04:02
ავტორი Frigga
ნანახია 6 262

ეს იყო, მოკლე რეალური ისტორია, რომელსაც გაგრძელება არც უნდა ჰქონოდა, ნუ მე ასე ვფიქრობ, ესაა ჩემი ყველაზე პატარა ისტორია, რომელშიც დევს ყველაფერი, ყველა პრობლემა რავ შეიძლება თინეიჯერრს აწუხებდეს, ნუ თითქმის ყველა. აღარ მინდოდა ამ ისტორიის გაჯანჯლება, თანაც ვფიქრობ, რომ არც იყო საჭირო მეტის დაწერა.... იმედია მოგეწონათ.

- ჯანდაბა უგონოდ მეძინა, რა ჯანდაბა დამემართა.
საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ახალგაღვიძებული და არაფერი ახსოვდა გარდა იმისა რომ ბოლო ჭიქა ღვინის მაგივრად ასიგრამი არაყი დალია, ის ერთი ჩვეულებრივი ასპინძლი გოგო იყო, უჩინარი და არაორდინალური, ერთფეროვანი, თითქოს ვერავინ ამჩნევდა, ქუჩაში გავლისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მისი ნაბიჯბი უბრალოდ მიწას ტკეპნიდა და ამძიმებდა, ბევრს არ ესმოდა მისი ამგვარი ჩაკეტილობა, ბევრი ცდილობდა გაეგო რა სჭირდა და მაინც ვერაფერს არკვევდა რადგან ის არავის ელაპარაკებოდა, ამ პატარა ქვეყნის, საქართველოს ამ პატარა რაიონში იმდენად პატარა იყო, რომ მისი ასაკის მიუხედავად თითქოს ღრუბელი იყო, ყველგან სევდა მიჰქონდა, იღიმებოდა, მაგრამ არ იცოდა რატომ, უბრალოდ იღიმებოდა რადგან მისი შინაგანი სამყარო ვარდებით ავსებული გამოეჩინა და არა ისეთი როგორიც სინამდვილეში იყო, ერთი შეხედვით თქვენ ახლა ჩვეულებრივი თინეიჯერი სარსოწარკვეთილი ბავშვი დაინახეთ რომელიც შებოჭილი და ჩაკეტილია, მაგრამ თქვენ ცდებით, ეს იმაზე მეტია ვიდრე ჩაკეტილობა ან კიდევ შებოჭილობა, ამ გოგონამ თავადაც არ იცოდა რა ერქვა იმას რაც სჭირდა, ის კი არა ფიქრობდა რომ მას საერთოდაც არაფერი სჭირდა და ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მართალია სხვებივით არ იქცეოდა, ანუ არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ყურსასენები ჰქონდა ყურებში და უსმენდა მუსიკას რომელიც მის ცხოვრებას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მაგრამ მას საკუთარი თავი მაინც ჩვეულებრივი ეგონა.
ხუთი წლის იყო როცა სკოლაში მიიყვანეს, კლასში ყველაზე პატარა იყო, ყველაზე გამოუცდელი და ჩამოუყალიბებელი, ხშირად გაუგია ბავშვებისგან ფრაზები (( შენზე დიდი ვარ და რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო, ამ დაფაზ შენი სახეი არასდროს დაიწერება, რა დებილია ორჯერორი არ იცის, მარიამ ნორმალურად დაჯექი იქნებ ტვინში სისხლმა მოძრაობა დაიწყოს)) ამ ფრაზებს ის გულში სადღაც პაარა ნაწილში ინახავდა, ყოველი ეს ფრაზა მაშიში სიძულვილს, შურისძიების სურვილს და მარტოობის შეგრძნებას აღვიძებდა, მაშინაც კი გაანალიზებული ჰქონდა რომ არტო იყო, მაგრამ მაშინ უფრო ანაღვლებდა ეს ვიდრე ახლა, კლასში სულ ხუთი გოგო იყო, თიკო, ანი, სოფო, ხატია და მარიამი, ხუთი და არა ექვსი, ექვსი რომ ყოფილიყო, შეიძლება საქმე სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ ასე მოხდა, კლასში დანაწილებულები იყვნენ, ანი და თიკო მუდამ ერთად დადიოდნენ, ასევე სოფო და ხატიაც, მარიამი არა, ის იჯდა იჯდა იჯდა იჯდა მთწლი ოთხი წლის განმვლობაში მარტო იჯდა მერხზ, კარგადაც ვერ სწავლობდა რადგან სწავლისმიმართ ინტერესი გაუქრა, როგორც კი კლასში შევიდა, იმ წამსვე იგრძნო სითბოსა და სიყვარულის საწინააღმდეგო ნიშნები, მათი დამრიგებელი ეკა ველიჯანაშვილი გახლდათ, მას უყვარდა როცა ვინმეს ამოიჩემებდა და მას აძლევდა ყველაფერს, სწორედ ასე იყო ამ კლაშშიც რამაც გამოიწვია კლასის დანაწევრება.
ოთხი წელი არცთუ ისე ცოტაა ამ მდგომაარეობაში გასატარებლად.
ნელ-ნელა იზრდებოდა მარიამი, ხვდებოდა ვინ ვინ იყო, ვის უნდოდა კარგი და ვის ცუდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაეგო სად იყო, რას წარმოადგენდა, რა უნდოდა....
დრო უაზრობაში გადიოდა, სრულ დამცირებაში, სრულ მარტოობაში, სრულ ჩაგვრაში, სრულ უდროობაში....
იმისათვის რომ აღარ გაეგო სხვისი აზრები გადაწყვიტა ყურსასმენები გაეკეთებინდა და არასდროს, არასდროს დალაპარაკებოდა არავის....
გუშინ კი უბრალოდ გადაწყვიტა თავის ერთადერთ მეგობარ ანასთან ერთად დაელია, (( ნუ მეცხრე კლასში ანა იყო მისი მეგობარი)) გათიშვამდე სვამდა, ახლა კი აღარაფერი ახსოვს, საწოლში გაშხლართული წევს და გაბუჟებული თვალებს ვეღარ ახელს, ამ დროს კი ტელეფონი ურეკავს, სე ეზარება ადგომა მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც ბოღდება საწოლიდან და ტელეფონს პასუხობს.
- როგორ ხარ?
- ვკვდები, რა მოხდა გუშინ?
- არაფერი მარი უბრალოდ დავლიეთ...
- სკოლაში არ მოდიხარ?
- კი მარ, უკვე ჩავიცვი, შენ ?
- მეც მალე ჩამოვალ, მარეხის უთხარი არა არ დამიწეროს რა.
მარეხი დამრიგებელი იყო, საკმაოდ თბილი ქალი, მაგრამ ამ პეიოდში მარიამს აღარავისი სჯეროდა.
- კაი, ოოღონდ მალე თორე რა გაუძლებს მაგას.
- კაი.
ტელეფონს უთიშავს ანას და ნელ-ნელა მიდის გარდერობამდე, სპორტულებს იცმევს, კეპით და ოთახიდან გადის, სახლში ფუსფუსია, ყველას სადღაც ეჩქარება.
ჩანთას იგდებს ცალ მხარზე, ყურსასმენებს იკეთებს, დედას ემშვიდობებდა და სახლიდან სწრაფად გადის.
კლასის კარი შეაღო.
- სად ხარ გოგონა აქამდე? მოდი დაჯექი...
ღიმილით ხვდება დამრიგებელი.
- ალბათ ბერას ემშვიდობებოდა.
სიცილით ამბობს პირველმერხზე მჯდომი გოჩა და გვერდით მჯდომ ზურას უყურებს, ამის დანახვაზე მარიამს თვალები უცრემლიანდება, ცოტაც და წვდება ყელში და არტყმევინებს თავს მერხზე, მაგრამ მერე აანალიზებს რომ უარესია და უკანა მერხისკენ მიიწევს, სადაც ანა ზის და გოჩას გამწარებული უყურებს.
ჩანთას ხელის მოსმით იქნევს და მერხზ აგდებს.
- კაი დაიკიდე, მივხედავ მაგათ როგორც საჭიროა.
დასამშვიდებლად ეუბნება ანას , თავს დაბლა ხრის, ყურსასმენებს იკეთებს და მერხზე დებს თავს. მართაია არაფერი ესმის, მაგრამ ხვდება რომ უყურებენ, იმასაც ხვდება რამდენად დამცინავად, ის ხომ შეჩვეულია ამ ყვეაფერს, იცის რომ კარგად მაინც არავინ შეხედავს, რადგან ეს წლებია ასეა....

მთელი გაკვეთილი ისე უნდოდა გასულიყო, რომ მისთვის ერთხელ მაინც არავის არაფერი ეთქვა, არავის არაფერი წამოეძახებინა, მაგრამ კლასი რისი კლასია თუ არ გაგამწარეს და ყელში არ ამოგადინეს რამე.
ყურსასმენები მოიხსნა, უნდოდა გაკვეთილისთვის მოესმინა, ყველაფრის მიუხედავად, ქართული მისი საყვარელი საგანი იყო, მაგრამ როგორც კი ეს შენიშნეს მაშინვე დაიწყეს საუბარი.
- მარი რას უსმენ? ბერას ახალი სიმღერაა?
- დიახ
ნაგლად პასუხობს და ტელეფონს ჯიბეში იდებს.
- კაი ბიჭო აბა სხვას რას მოუსმენს?! ღადაობ? ხო იცი ბერაჩკაზე აბოდებს, ავვადმყოფია და ავადმყოფი ევასება.
- კარგი ზურა.
ისევ წყნარად მიუგო მარიმ და სიმწრისგან მუშტი შეკრა. ანა მაშინვე მიხვდა რომ ცოტაც და მარი მალე აფეთქდებოდა და იქაურობას მილეწავდა, ამიტომ გადაწყვიტა სიტუაცია განემუცტა.
- მოდი დავხატოთ.
მარიამისკენ მიიხედა და მუშტზე ნაზად მოუსვა ხელი, თუმცა მარიამში ახლა ისეთი ამბავი ხდებოდა რომ დახატვის მაგივრად იცოდა ფურცელლს დახევდა, თითქოს ძარღვებში სისხლი აღარ ეტეოდა, გული დაღლილი იყო და აღარ ამუშავებდა მას, თვალებს კი გადაეწყვიტათ თავად, მარიამის გარეშე დაეწყოთ გლოვა.
- არა მადლობ.
ჩუმათ გადასჩურჩულა ანას და ისევ ყურსასმენები გაიკეთა, თვალის დაუხამხამებლად უყურებდა დაფას და თავს იკატუნებდა თითქოს ესმოდა რას ამბობდა დამრიგებელი. უცებ ხელის შეხება იგრძნო, მერხზე პპატარა ფურცელი ეგდო, გახსნა და სევდიანი თვალებით დახედა, ცრემლებით სავსე თვალები ჰქონდა და ამიტომ თავიდან ვერაფერი გაიგო, დაახამხამა და ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა.
(( ამ იდიოტებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, მართლა არ ღირს მარი, გინდა ამის მერე გავაცდინოთ?))
ეს წერილი ანასგან იყო, მარიამმა ჩუმათ ჩაიცინა და თავი დაუქნია.
- ეე ჩემი ძმა.
მიუბრუნდა ზურას და გოჩას.
გირჩევნიათ საკუთარ დაუბანელ ყურებს მიხედოთ თორემ რასაც არ უნდა უსსმენდეთ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაიგებთ, იმდენად მოუწესრიგებლები ხართ.
ამის თქმა და იერიშზე ანასკენ წასვლა ერთი იყო.
- რაო შენც გადაგიბირა? შენც ხო არ მოგწონს ბერა?
- დამიწყნარდი რაა...
ამის გაგონება და მარიამის მერხიდან ადგომა ერთი იყო,.
- რას იტყვი ეს სკამი თავში რო მოგხვდეს?
წაავლო სკამს ხელი და თვალებ აცრემლიანებულმა ზურას დაუწყო ყვირილი.
- იოო კარატე, აა შენ ბავშვობბაში კარატეს სწავლობდი ხო?
- მემგონი ახლა გამომადგება.
- უკან ნაბრუნს არ ელოდები?
- ნელა იყავი მაქედან არ ახტე და ბალახზე არ დაეცე.
ასე იდგა მარიამი სკამით ხელში და უყვიროდა ზურას.
- გოგონა დაჯექი თუ შეიძლება, შენ გოგონა ხარ და ცოტა უნდა დათმო.
დაიწყო მარეხიმ თავისებური დისკრიმინაციული საუბარი.
- დამშვიდდით რა.
გაბრაზებულზე შეუბრუნდა მარიამი და ადგილს დაუბრუნდა.
ზარიც დაირეკა...
დერეფანში როგორც ყოველთვის ხალხი ირეოდა, მასწავლებლები ისევ ერთ კუთხეში შეკრებილიყვნენ და აკვირდებოდნენ ვის როგორი ტანსაცმელი ეცვა, ვინ როგორ დადიოდა, ვის რა სტილი უხდებოდა და ვის საერთოდ არაფერი, ვინ უპატრონო იყო და ვინ მდიდარი ოჯახის შვილი....
მარიამიც იქვე კლასის პირდაპირ, ფანჯარასთან იდგა და ანას ელაპარაკებოდა.
- აუუუუუუუ ნერვები მომეშალა რა, ცოტაც და მართლა გადავუშვებდი ფანჯრიდან.
ანას ეღიმება და ყურსასმენებს ართმევს მარიამს.
- ერთი აზრი მაქვს.
ეშმაკურად უყურებს თვალებში და მარიამიც მაშინვე ხვდება რა ხდება.
- იცოდე ჩემი ტელეფონი ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტზეა....
- ძალიან კარგი.
მარიამმა კაპიშონი წამოიხურა და გრძელ დერეფანს გაუყვნენ, დერეფანში მათი კლასის უმეტესობა ან ჭორაობდა ან კიდევ ფანჯრიდან ათვალიერებდა უფროსკლასელ ბიჭებსა და გოგოებს, რომ შემდეგ თავი მოეწონებინათ მათთვის, მოგეხსენებათ როგორც ხდება ხოლმე, ბიჭები კაიბიჭობენ, გოგოები სვწცკობენ, ასე გრძელდება იქამდე სანამ ერთმანეთს ისევ ონლაინში არ მიწერენ.
- მარ წამო, გამარჯობათ, ჩვენ ვიმყოფებით დაბა ასპინძაში, შეხედეთ რა ჯარგი ბუნებაა, შეხედეთ რა კარგია, ჩვენ ახლა გაკვეთილს ვაცდენთ, უკაცრავად თუ რამე არ ჩანს, იმიტომ რომ ჩვენს ტელეფონს წინა კამერა არ აქვს და ვიღებთ, აი ნახეთ რა პროფესიონალურად, მე ასიანი ოპერატორი გამოვალ.
- კვდება ანა სიცილით და უკანა კამერით იღებს სელფისმაგვარ ვიდეოს რომელში ორივე ჩანან, მარიამი სიცილით კვდება.
დააა ძვირფასო მაყურებლებოოო დღევანდელ გადაცემას გაუძღვებაა ანუ დღეს ჟურნალისტი იქნება მარიამი...
- მადლობთ ასეთი დაფასებისთვის, ახლა კი გამორთე ტელეფონი.
- გაფიცებ მითხარი ვინ დაინახე, ოღონდ არ თქვა რო ის არა.
- ხო ის.
აკანკალებული ხმით თქვა მარიამმა და გაიხედა.
- დებილო ხომ გითხარი?! შენე დიდია თანაც არ მოსწონხარ, კარგი რააა...
- ბლააბლააა ხო კაი რა იყო რა დრამა გამიმართე?! მე ხო რას ამბობ მივედი და სიყვარული ავუხსენი, უბრალოდ სიმპატიურია და მეტი არაფერი...
- კაი ნუ ჩაირთე ახლა....
ზამთარი იყო, დეკემბერი, გზები მოყინული და ნაძვები დათოვლილი, ამ ორს კი მეტი კი არაფერი უნდოდა, დადგებოდა ერთი ჩაეჭიდებოდა მეორე და მიდიიიი სრიალებდნენ მთელი გაკვეთილები.
- მარ მოდი, გეყოფა ერთ წუთს სრიალი, ნახე რა ჟიგული გავჩითე.
- რა არი? ჟიგული?
ერთი ხის ქვეშ წითელი დაჟანგული ჟიგული იდგა, შიგნით კი იყო კარგად, მაგრამ გარედან რა გითხრათ, ნამდვილად არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში, ეს ორი მაიმუნიც ადგა და ვიდეოს გადაღება დაიწყო.
- შენ იქნები ჟურნალისტი თუ მე?
- მე
- არა მე
- კაი მოდი ორივე ვიყოთ.
დადგნენ ორივე და დაიწყეს მაიმუნობა, მართალია მთელი ხალხი მათ უყურებდა, მაგრამ მათთვის არრ ჰქონდა აზრი არაფერს....
- ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაიწყო მარიამმა, ჩვენ გადავაწყდიით ერთ-ერთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მბრბოლელ მანქანას, მისი მეპატრონე აქ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებს, საუკეთესო მდგომარეობაშია, სიცილს ვერ იკავებდა მარიამი, რა საღებავი, რა გარეგნობა, რა ფორმა... გავგიჟდებიიი ჩემი ცხოვრების სიყვარულია ეს მანქანა... ხარხარებდნენ ორივე.
- დიახ, ხიახ, აგრძელლებს ანა, შიგნით ტყავის სალონია, და კამერით აჩვენებს ტყავის სავარძლს რომელიც შუაზეა გადახსნილი, ისეთი სილამაზეა რომ შეხვიდე ვეღარ გამოხვალ, თუმცა რის გამო ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია, ახლა ნახევრად ჩაკეტილ კარს მიანათა.
- მოკლედ იყიდეთ ჟიგული და დატკბით ცხოვრების უნაზესი წამებით. თქვა ანამ და ჟიგულის კარი თავზე დაეცა.
- კარგად ხარ? შეშინებული მარიამი მივარდა.
- კი, უი შემეშალა უნაზესის რა გითხრათ მაგრამ უმაგრესის მაინც... დაასრულა ანამ და სკოლისკენ გაიქცნენ...
უამმრავი ასეთი მოგონება აკავშირებს მარიამს ანასთან, შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ეს ამბავი, რომ არ მომხდარიყო შეთხვევა....


როგორც იცით ყველა მეგობრობას აქვს თავისი მინუს-პლიუსები, მათ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მარიამს არასდროს ჰყვარებია, ამით ისარგებლა ანამ და გადაწყვიტა მოეტყუებინა, რომ ერთ-ერთ უფროსკლასელ ბიჭს უყვარდა, მარიამმა ადვილად დაიჯერა, იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა ანა, რომ შეუძლებელი იყო ეჭვი შეგეტანა მის სიტყვებში, შეიძლება ანას უნდოდა რომ მარიამსაც ყვარებოდა ვინმე, გამოუვიდა კიდეც ოღონდ მას მხოლოდ მოეწონა ის ბიჭი, რატომღაც ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა, არც შეუხედავს, არც სხვებივით მოჰქცევია, როგორც სხვა გოგოებს ექცევიან ხოლმე ბიჭები როცა მოსწონთ, მაგრამ არც ამან დააეჭვა მარიამი, იმდენად დაბრმავებული იყო ამ გატაცებით რომ ლამი ჰაერში ეფრინა.
ეს ამბავი კარგად ნამდვილად არ დასრულებულა, რამოდენიმე თვის შემდეგ, ანა თვითონ გამოუტყდა მარიამს რომ ამ ბიჭს მარიამი კი არა თავად ანა ჰყვარებია, ამას არაფერი შეუცვლია მარიამში, მიხვდა რომ არც მას ჰყვარებია ის ბიჭი და ადვილად შეეგუა რეალობას, მერე დაჟე ეხმარებოდა კიდეც მასთან ურთიერთობის აწყობაში, მარტო ეს შეცდომა არ დაუშვა ანამ, ერთ მშვენიერ დღეს როა მარიამი სკოლიდან დაბრუნდა და სოციალურ ქსელში შევიდა, მისი კლასელები შეშფოთებულნი წერდნენ (( სადაა ანა? სადაა შენი დაქალი? რა ხდება, სადაა ანა? )) მარიამს შეეშინდა, თავში ათასი აზრი უტრიალებდა, ადგილს ვერ პოულობდა, არ იცოდა როგორ უნდა დაემშვიდებინა თავი და ისიც ვერ დაეჯერებინა რომ ანამ არაფერი უთხრა, არ იცოდა სად იყო, იქნებ თავს რამე დაუშავა ან სადმე წავიდა და დაიკარგა, ეს ფიქრები უტრიალებდა თავში....
- დიახ, დიახ, მაგრამ მარიამი რა შუაშია?
ოთახში საუბრის ხმა შემოდის.
- იქნებ მან იცოდეს სადაა?
- ახლავე დავუძახებ.
ფეხის ნელი ნაბიჯების ხმა ისმის, კარი გაიღო.
- მარიამ გეძახიან...
ეს მარის ბებო იყო, ძალიან საყვარელი და მოსიყვარულე, ისიც თინეიჯერი გეგონებოდათ.
- ახლავე, მაგრამ ვინ?
ნოუთბუქი საწოლზე გადადო და წამოდგა.
- არ ვიცი, მემგონი ანას დედა და და.
- რაა? რამე ხომ არ გითხრეს?
- არა.
მარიამი გარეთ გავარდა, ანას დედა ტიროდა, დანახულმა საშინლად შეაშფოთა მარიამი, მითუმეტეს იმ ფიქრების შემდეგ რაც თავს არ ანებებდა.
- შვილო, ხომ არ იცი ანა სადაა?
თვალებ აცრემლიანებული ანას დედა მარიამს ხელზე ეფერება.
- მაპატიეთ მაგრამ არა, ჩემი კლასელებიც მე მწერენ, ჩემთვის მართლა არაფერი უთქვამს.
შიშით და დაბნეულობით სავსე მარიამი, ნელა უსვამს ხელს მხარზე ანის დედას და თავადაც არ იცის როგორ დაამშვიდოს მაშინ როცა თავადაც საშინლად ნერვიულობს.
- დაახლოებით მაინც არ იცი სადაა?
- არ ვიცი, შეილება იმ მარისთანაა კორპუსებში რომ ცხოვრობს.
- კარგი შვილო, მადლობა.
სარსოწარკვეთილი ქალი მიბრუნდა და ნელი ნაბიჯებით წავიდა.
ახლა მართლა ძალიან შეეშინდა მარიამს, აღარ იცოდა რა გაეკეტებინა, ან კლასელებისთვის რა ეთქვა ან ხალხისთვის, ეს კიდევ ყველაფერი არაა მშობლებმა და ბებომ მარიამს ანასთან ურთიერთობა აუკრძალეს, რა უნდა ექნა? დამორჩილდა მათ, თუმცა რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მოგონებები მაინც იცოცხლებენ.
მოკლედ მარიამი მეორე დღეს იგებს, რომ ანა ვიღაც უცნობ ბიჭთან ერთად გაიპარა, შემდეგ კი სახლში დააბრუნეს. მხოლოდ ეს კი არა, დაინახა ანას შეყვარებული, აი სწორედ ის, რომელზე ანა ატყუებდა და მერე თავად შეუყვარდა, ის ბიჭი როგორ იდგა პოლიციასთან, ამან საერთოდ გააგიჟა, რა უნდა ეფიქრა? უბრალოდ საერთოდ ყველაფერი დაიკიდა და განაგრძო ცხოვრება... ( ნუ რათქმაუნდა ეს მხოლოდ თავის დარწმუნების მცდელობა იყო, რომ ყველაფერი დაიკიდა)
მეორე დღეს სკოლაში ჩვეულებრივად ყურსასმენებით მივიდა, მაგრამ იმ განსხვავებით რომ უკანა მერხისკენ არც კი გაუხედავს, იქვე მეორე რიგში დაჯდა, მთელი გაკვეთილი ისე გავიდა რომ არაფერი უთქვამს, არ უკან მიუხედავს, არც განძრეულა, უბრალოდ სიბრაზეც არ გამოუხატავს, თითქოს გაითიშა...
- მარი რა გჭირს?
დასვენებაზე მივიდა ანა და ყურსასმენი გაოართვა.
- რა მჭირს? მეგონა ყველაფერს ვეუბნებოდით ერთმანეთს.
- და რა არ გითხარი?
- შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ? როგორ არ მითხარი გუშინ რას აკეთებდი? ან ეს რა ჯანდაბამ გაგაკეთებინა? მე თუ არა ის ბიჭი მაინც არ შეგეცოდა?
მერხიდან არც კი წამომდგარა, არც ანასკენ გაუხედავს, იჯდა კეპით და დაფას მიშტერებოდა.
- დავაი რაა...
დაუგდო მერხზე ყურსასმენები და კლასიდან გავიდა...
დავაი რა.... დავაი რა..... დავაი რააა..... განუწყვეტლივ უტრიალებდა თავში ეს სიტყვები.
- დავაი რა ხო? ხო და იყოს ეგრე..
ხმადაბლა ჩაიბურტყუნა და მთელი გულით ეცადა წაეშალა ის თავისი გულიდან და გონებიდან.
ასე გავიდა მთელი დღე, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, მხოლოდ მაშინ როცა მეშვიდე გაკვეთილი გამოვიდა, ანა მივიდა მარიამთან, ისევ წაართვა ყურსასმენები...
- არასდროს მითქვამს შენთვის დავაი რა? რა იყო ახლა ამაში გასაბუტი?
- რა იყო გასაბუტი? ვინ ხარ? ჰიცნობ? აა ჰოო გამახსენდა... რა იყო გასაბუტი ჩემი ძმა და ის რომ ჩემთვის ახსნაც არ ინებე სიტუაციის მაშინ როცა ხალხის თვალში შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, როცა გკითხე კიდე ისე მითხარი დავაიო რომ არმგონია ეს უბრალო ხუმრობა ყოფილიყო.... ხო და ახლა მართლა დავაი...
- კაი როგორც გინდა.
ამის შემდეგ ერთად არასდროს ყოფილან, მართალია მარიამს ბევრი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის დაემტკიცებინა რომ მან მართლა არაფერი იცოდა და არც ანას ნაირი არ იყო, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო...
ებრძვოდა საკუთარ სურვილებს, მიუხედავად ყველაფრისა ვერ ივიწყებდა იმ მოგონებებს რაც ანასთან აკავშირებდა, და მაინც, არავისთან და არასდროს შეუმჩნევია რომ ანას გარეშე ყოფნას განიცდიდა, მის ცხოვრებაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა აღარავინ ართმევდა ყურსასმენებს, ის მუსიკაში იქმნიდა საკუთარ სამყაროს, ისეთ სამყაროს სადაც მხოლოდ სიმშვიდე იყო, არავის არავისი ცხოვრება არ აინტერესებდა, არავინ ფიქრობდა იმაზე თუ ხალხი რას იფიქრებდა, მეგობრებს შეეძლოთ ერთმანეთის გვერდში ყოფნა მიხუხედავად ცხოვრებისეული სიძნელეებისა.
გადიოდა თვეები, მისი ცხოვრება ნელ-ნელა უფერულდებოდა, ინტერესი ყველაფრისადმი უქრებოდა და თითქოს იმ ადამიანს დაემსგავსა რომელიც გამოკეტეს, გამოკეტეს მარტო, სიბნელესა და სიცივეში, უსამართლობასა და ჩაგვრაში, უიმედობასა და ბოროტებაში, თითქოს ვერ ხვდებოდა რა იყო ცხოვრების მთავარი აზრი, რისი გაკეთება შეიძლებოდა ცხოვრებაში ისეთის, რომ ვინმეს მაინც დაენახა, დაენახა რომ მარიამი საერთოდ არსებობდა ამ ქვეყად.
ის თითქოს კაპიშონში ჩამალუული იდუმალება იყო, თითქოს გარემოცვაში ვერაფერს ამჩნევდა, მხოლოდ ყურსასმენებით შემოიფარგლებოდა მისი ცხოვრება.
ქუჩაშიც კი ისე დადიოდა თითქოს მიწას არ ადგამდა ფეხს, ისევ გრძნობდა სხვების დამცინავ მზერას და თითქოს ტანში ცეცხლივით დაუვლიდა სიბრაზე, უნდოდა მივარდნილიყო და ეკითხა ადამიანებისთვის, რით დაიმსახურა მათი ასეთი სიძულვილი.
უნდა ითქვას ისიც, რომ არასდროს მალავდა თავის გემოვნებას, ყოვლთვის ხმამაღლა ამბობდა რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა, ვინ უყვარდა და ვინ სძულდა....
ასე გავიდა ეს მეცხრე კლასი, უფერულად, უღიმღამოდ, ცრემლებით და დეპრესიით, სპორტულებითა და ყურსასმენებით...

პირველი სექტემბერი მეათე კლასი.
ოთახიდან მისთვის უჩვეულო ჩაცმულობით გამოდის, დედას ემშვიდობება და სკოლისკენ მიდის...
- მარიამ როგორ ხარ? მეჩვენება თუ ეს მართლა შენ ხარ?
მოეგება დამრიგებელი ღიმილით, ძალზე საყვარელი ქალი იყო მარრეხი, წითური კულულა თმითა და აწითლებული ლოყებით...
- მე არამიშავს თქვენ როგორ ბრძანდებით? დიახ არ გეჩვენებათ ეს მე ვარ...
ასეთ სითბოს ნამდვილად არავისგან მოელოდა, თითქოს უცხო გარემოში მოხვდა სადაც ყველა სხვანაირი იყო, ნუ ყოვრლ შემთხვევაში ისეთი არა როგორიც ახსოვდა.
ეზოში შესულს თითქოს სხვანაირად წარმოუდგა თვალწინ სკოლა, რათქმაუნდა, ის ხომ ასეთ დახვედრას არ ელოდა, არ ეგონა რომ ვინმე მაინც ამჩნევდა, გაოცებული მიაბიჯებდა სკოლის კიბეებზე და არ იცოდა სხვებს როგორი რეაქცია ექნებოდათ მის ასეთ ფორმაზე, ასეთ ამპულაზე.
კლასში ნელი ნაბიჯით შევიდა, როგორც კი უკანა მერხი დაინახა ცრემლებით აევსო თვალები, მაგრამ სწრაფადვე მოიწმინდა ცრემლი, ხელი რომ მოისვა თვალზე, მხოლოდ მაშინ დაინახა კლასელების გაღიმებული სახეები, თავიდან იფიქრა რომ დასცინოდნენ, მაგრამ....
- ვაა მარიი? ეე რა ლამაზი ხარ?
თამთა მივიდა და ხელი დაუსვა კაბას.
- მადლობა. ჩუმად უთხრა მარიამმა და ნელა მიუახლოვდა თავის მერხს.
- შე ქალო, ასე არ ჯობია? ძლივს არ დაგინახე?
მოჰყვა ანი.
- არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდათ.
გაეღიმა მარიამს და ჩანთა მერხზე დადო.
- მართლა ძალიან გიხდება.
დაამატა კიდევ თამთამ.
ზარი ჯერ არ იყო დარეკილი, მარიამს უკვე ეშინოდა, მართალია ახლა კარგად შეხვდნენ, მაგრამ სხვები როგორ შეხვდებოდნენ? ამის გაფიქრება ცუდად ხდიდა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, იჯდა თავისთვის.
ზარიც დაირეკა...
- მარიამ?
- დიახ?
- შენ ხარ?
- არა გაეღიმა მარიამს.
- გიხდება ქალბატონო კაბა..
- მადლობა.
თავი მაღლა ასწია და დაინახა როგორ უყურებდა მთელი კლასი.
- რა იყო, კლოუნი დაინახეთ? შეეგუეთ ახალ მარიამს...
- ბაზარი არაა..
წამოიძახა ვიღაცამ..
ამ დღემაც ჩაიარა, თითქოს არაფერი, მაგრამ იმდენი ემოცია დაუგროვდა გულში რომ მემგონი ერთდღეში მოასწრო ყველას შეყვარება....
მეათე კლასი კარგად დაიწყო, მაგრამ არ იცოდა ასე გაგრძელდებოდა თუ არა, არც შემცდარა.. მალე ყველაფერი ისევ ისეთი გახდა, ნუუ თითქმის...
ანას გარდა, კიდევ იყო ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი მის ცხოვრებაში, თუმცა ამ პერიოდში მასთან ახლოს აღარ იყო, ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ, მთელი ცხოვრება, ისეთები ქონდათ ნაკეთები რომ ალბათ ბევრი დაქალი ვერ გააკეთებს...
ჯერ ვერ გრძნობდა, ვერ ითავისებდა იმას რომ მარტო იყო, ვერ გაეცნობიერებინა მარტოობის სიშავე, როცა ის ადამიანი მივიდა მასთან, მივიდა ოღონნდ პირდაპირი მნიშვნელობით არა, ადრეც ასე ხდებოდა, კარგთან ერთად მათ შორის ცუდიც ბევრი იყო, არ გავიდოდა კვირა რომ ერთმანეთისთვის საზიზღრობები არ ეწოდებინათ, მაგრამ ალბათ ეს ხდიდა მათ მეგობრობას ასეთ რაღაცნაირს, არცერთს არ უყვარდა პირდაპირ თქმა ან გამოხატვა იმის რასაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ, იმ პერიოდშიიც კი როცა ერთად არ იყვნენ, თითქოს ერთმანეთს მაინც უყურებდნენ, გრძნობნენ, დამიჯერეთ ეს ნამდვილად არაა გაბუქებული, ყველლაფერი ზუსტად ასე იყო, არცერთს დაუკლია ერთმანეთისთვის ლანძღვა, ცემა, თმებიდან ქაჩვა, ჭორაობა, მაგრამ ყველაზე მეტად სასაცილო ის იყო, რომ მაინც ერთად იყვნენ, ბავშვობიდან, ბევრი რამ აქვთ გასახსენებელ, თუმდაც ის, თუ როგორ თამაშობდნენ ერთად ტალახში, როგორ სვამდნენ ლიქიორს და შემდეგ კბილისპასტას ყლაპავდნენ, როგორ ამოისვა წიწაკიანი ხელი სოფიმ თვალში და როგორ ცდილობდა მარიამი მის ატირებას, როგორ წეწავდნენ ერთმანეთს, როგორ ლანძღავდნენ, როგორ გაეჭედა მარიამს თავი აივნის მოაჯირში, ეს ყველაზე სასაცილო მოგონებად იქცა, ისე გადიოდა წლები, რომ ვერც კი ამჩნევდნენ, თვალსა და ხელს შუა გაიზარდნენ.
უი ხო, კიდევ იყო ერთი ადამიანი, ვისი მეშვეობითაც ეს სამეული შეიქმნა, რომელზეც ახლა ამის შემდეგ მინნდა გიამბოთ.
ხატია, მხიარული, ბავშვური, მწვანეთვალება, არც ისე მაღალი გოგონა, რომელიც სამეულში რატომღაც ყოველთვს გამოირჩეოდა პოზიტივით, მაგრამ ახასიათებდა ეჭვიანობა, ქედმაღლობა, უკადრისობა, ამ სამი თვისების მსხვერპლი ბევრი ხდებოდა, ხატიას არ უყვარდა როცა მისი მეგობრები ვინმე სხვასთან მიდიოდნენ, ის კი არა ბევრჯერ ეცადა სამეულის დაშლასაც, ისიც უნდა ითქვას, რომ მარიამი დიდად არ ეხატებოდა გულზე, მუდმივად ცდილობდა მისი სამეულიდან გაგდებას, ის კი არა ერთხელ მოახერხა კიდეც, ერთხელ კი არა რამოდენიმეჯერ, ძალიან ცბიერი იყო, მაგრამ რაც იყო ეგ იყო, მაინც უყვარდათ თავის მეგობრებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მაინც უყვარდათ.
სამეული, სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, გემოვნებით, ქცევით, ჩაცმულობით, აზროვნებით, ნუ მოკლედ ყველაფრით.
მალე ამ სამეულს ყველა შეეგუა.
თითქოს ცხოვრება უფრო ფერადი გახდა, მიქსი ყველა ტკივილის და სიხარულის, ყველა ცისარტყელის ფერის, ყველა მტვრის ნაწილაკის, ყველა უკმარიობისა თუ გადაჭარბებული გრძნობების.
ჩვეულებრივ სამეგობროში ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ყავის არომატითა და კოკაკოლის შიშხინით სავსე თინეიჯერი გოგონები, სხვის თვალში არასასურველნი არასდროს ყოფილან, თუმცა არსებობდნენ ადამიანები, ისევე როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც მაინცდამაინც არ უყვარდა ეს სამეული, უფრო მეტიც ხშირად ცდილობდა სათითაოდ დაენგრია მათი თვითშეფასება და შინაგანი სამყარო, ხშირად აკანკალებულან, ხშირად უღვრით ცრემლი, ხშირად სდომებიათ მათი მოკვლა, მაგრამ რა? სანაცვლოდ მხოლოდ ჩახუტებას იღებდნენ, მხოლოდ იმას რისი გაკეთებაც შეეძლოთ.
სამივე ერთ რიგად იჯდნენ, ხშირი იყო მათ მიმართ (პროვუკაციები) ყველაზე საშინელი ფაქტი კი ის იყო, რომ რაც არ უნდა უდანაშაულოები ყოფილიყვვნენ, მასწავლებლების თქმით, უნდა მოეთმინათ, მათი დამახასიათებელი ფრაზა ამ დროს იყო, ( არ აყვე გოგონა, შენც ხომ მის ნაირი არ ხარ, ნუ ჩახვალ დირექტორთან, ხომ იცი? ცოდოები არიან, მე მოვაგვარებ, შენ კი ნუ აყვები), თითქოს თავად უნდოდათ რომ აჰყოლოდნენ, მაგრამ ხშირად იმდენად აუტანელი იყო ეს ყველაფერი, რომ საზღვრებს გადიოდა, ყოველგვარ ჰორიზონტს გარეთ იყო.

ორშაბათი..
სკოლა ჩვეულად ღიაა, დილის ცხრა საათია, დამლაგებლები და დარაჯი გარეთ ხვდდებიან მარიამს.
- გამარჯობათ.
ზრდილობის გამო ესალმება და ზემოთ ასვლას იწყებს...
დერეფანი ჩვეულად სავსეა, ისევ ჭორიკნებით, ისევ უფასო ადამიანებით რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებ როცა მარტო ხარ, თვალთმაქცებით, განდეგილებით, ფსიქოშეშლილებით და უბრალოდ კლაელებით. მარიამი თავისი ჩვეული სწრაფი, ბიჭური სიარულით მიაბიჯებს დერეფანში, ეჩვენება რომ ყველა მას მიშტერებია, ეს დერეფანი უგრძესი ხდება, თითოეული შემოხედვა მისთვის უკვე გასაგებია, ყველას ცნობს, გრძნობს ამათუიმ შემოხედვით რის თქმას ცდილობენ და ეს უმეტესად ( რას გავხარ? ნეტა ეს გამაცნო, რა ფეხები აქ, ზატო სახე არ უვარგა, კაი სტილი აქ, როდი მოშორდება სკოლას) ით შემოიფარგლება.
როგორც იქნა მივიდა კლასთან, ნელი ნაბიჯით შეაბიჯა კლასში, მივიდა მერხებთან, ყურსასმენები მოიხსნა, მიესალმა (სასტავს) და ისევ გაიკეთა, დაჯდა სკამზე, გადაწვა და ელოდებოდა ხატიას და სოფის.
- მარო... რავახარ?
უცებ მხარზე შეხება იგრძნო.
- რავი ვარ.. ეეე საიდან შენ? ასე მალე როგორ მოხდა მოვედი?
გახარებულმა მარიამმა ცალი ყურსასმენი მოიხსნა და ხატია ახედა.
- რავი გოგო, სახლში დარჩენა კი მინოდა, მაგრამ ვინ დაგტოვრებს, გამომაგდეს სახლიდან.
სიილით მიუგო ხატიამ და იქვე გვერდით მიაგდო ჩანთა.
- ძალიან კარგად უქნიათ, აბა მარტო მე ხო არ მოვალ დილით სკოლაში.
- - შალიკა არ მოსულა?
- არა, სავარაუდოდ პაპუნა ძია წამოიყვანს, ცოტა გვიან მოვა.
- გასაგებია. შენ რას შვები?
- რავი ვზივარ.
ახარხარდნენ ორივე.
უაზროდ გადიოდა წყთები გაკვეთილის დაწყებამდე.
- ხელოუ პეოპლე.
ხატია და მარი ჯერ კიდევ საუბრობდნენ როცა სოფი მოვიდა, ამიტომ არ შეუმჩნევიათ როგორ შემოვიდა კლასში. და მის ამ ( ხელოუზე) ორივე შეხტა, მერე კი სიცილი დაიწყეს.
- ხელოუ მაი დეარ.
მიუგო მარიმ და ცხვირე თითი მიაჭირა.
- რასაიქმნთ?
- რავი ვლაპარაკობდით.
ჩაერთო ხატია.
ზარიც დაირეკა...
შემოვიდა ჯონი მასწავლებელი, , მათემატიკას ასწავლიდა მათ, საკმაოდ დინჯი და მკაცრი პიროვნება იყო, იდი განათლებით და ინტელექტით, ხანდაზმული, ცოტა მელოტი, კაცი. დაფასთან მივიდა და გაკვეთილის ახსნა დაიწყო.
- მათემატიკაში პითაგორას თეორემა არის ურთიერთდამოკიდებულება ევკლიდეს გეომეტრიაში მართკუთხა სამკუთხედის სამ გვერდს შორის. თეორემას სახელი ბერძენი მათემატიკოსი პითაგორას გამო დაერქვა, რომელმაც პირველად დაამტკიცა მისი მართებულობა.
ამბობდა და დრო-და დრო ათვალიერებდა კლასს. გაკვეთილი ბოლომდე ახსნილი არ ქონდა ზარი რომ დაირეკა.
- ნახვამდის ბავშვებო....
- ჯანდაბა ძლივს გავიდა კლასიდან.
წამოიძახა მარიამმა და მერხიდან წამოდგა.
- ბავშვებო, ჯიბეში ორლარიანი ვიპოვე...
ეშმაკურად ჩაიცინა სოფიმ და ორივეს გადახედა.
- დღეს კოკაკოლაც დაგვილევიაა...
გადაიხარხარა მარიამმა.
- დიახ, დიახ.
- მეც მქონდა მარა სახში დამრჩა.
დაამატა ხატიამ.
- ამ დროში ადამიანს ფული რო დაგრჩება სახლში...
თქვა სოფიმ და კლასის კარიკენ წავიდა.
კარგი ამინდი იყო, სითბო, არც ისე თბილი მზე და ოდნავ ნიავი, მაგრამ მაინც სითბოდ შეიძლება ჩაითვალოს.
მიაბიჯებდა სამი გიჟი ქუჩაში, ყველა მათ უყურებდა. ნუუ ორს მაინც, რადგან სოფი ჩვეულებრივად დადიოდა, უბალოდ კაკანებდა, მაგრამ ეს როიი ერთმანეთს თავზე ახტებოდა, ამტვრევდა, ეკიდებოდა, მოკლედ რაც რამე შეიძლება ადამიანს გაუკეთო ყველაფერს აკეთებდა.
ასე ხარხარით მაღაზიამდეც მიაღწიეს.
- გამარჯობა.
მივიდა დახლთან სოფი და გამყიდველს თავაზიანად მიესალმა.
- რამდენი ბოთლი?
სიცილით მიუგო და მაცივრიდან კოკაკოლა გადმოიღო.
- სამი...
გაეღიმა სოფი და ჯიბიდან ორლარიანი ამოიღო.
- ინდური სერიალია? გამოადგი დროზე ფეხი რა იყო დაირეკა ზარი,
გარედან ეძახიან მარიამი და ხატია.
- მადლობთ.
უხერხულად მობრუნდა სოფი და მაღაზიიდან გამოვიდა.
- ოჰჰ მობრძანდება ეთიკის და ზრდილობი ქალღმერთი...
- შენ ცუდად ხო არ ხარ? ქაღმერთი არა ლიმონკა კიდე, მომინდომა ქალმა...
- წეღან ხო იყო ინდური სერიალი, ახლა ესპანურიც შეერია.
ჩაერია ხატია. ამაზე სამივე აკაკანდნენ.
- წამო პარკში შადრევანთან დავჯდეთ, ნუუ შადრევანთან რაა ბასეინთან რომელშიც წყალი არ ასხია..
თქვა სოფიმ და წინ გაიჭრა. ეს ორი ისევ ისე კაკანით მიჰყვება უკან.
ასე გადიოდა მარიამის ცხოვრება ხან სიცოცხლით იყო სავსე ხანააც სიბნელით....



№1 სტუმარი vaxchemikaye

Shvilo sheeshvi ceras sheni sakme araaa

 


№2 სტუმარი Guest ნინო

ძალიან მომეწონა, აი მე პირადად დავინახე ის ტკივილი რომელიც ამ ადამიანმა ამ ისტორიის მიხედვით ცხოვრებაში გადაიტანა. ეს ნამდვილი ისტორიაა და სანამ გაგაკროტიკებენ უნდა იცოდნენ რამდენად რთულია რეალურო ისტორიის წერა... სხვა რა ვთქვა ნამდვილად მომეწონა. ყოჩაღ...

 


№3  offline წევრი Frigga

vaxchemikaye
Shvilo sheeshvi ceras sheni sakme araaa

რადგან შენ ამბობ აუცილებლად =)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent