"ყველა ფერი" თავი 2
ერთადერთი პლიუსი აქვს ღამით მასწავლებლებთან სიარულს. ბავშვობიდან მიყვარს ღამე ქუჩაში მარტო სიარული, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არასდროს მქონდა, ახლა კი თითქმის ყოველდღე მიწევს ინგლისურის, ფრანგულის ან მათემატიკის გამო. როგორც აღვნიშნე ლოლაძეების ოჯახში ერთი შვილი ვარ და ამის გამო ყოველთვის გარკვეული პრივილეგიებით ვსარგებლობ. ბავშვობიდან ვიღებ ისეთ განათლებას, როგორსაც ჩემი თანატოლები მხოლოდ ფილმებში ნახულობენ, ბავშვობიდან ვისვნებ ყოველწლიურად ზამთრისა და ზაფხულის ახლა-ახალ კურორტებზზე. დარწმუნებული ვარ თქვენ ახლა თვალწინ დაგიდგათ ერთი მშობლებისგან გათამამებული გოგო, მაგრამ გეტყვით რომ შეცდით. ეს ფუფუნება არასდროს მაძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი ვინმეზე რამით მეტი მეგრძნო, თუმცა თუ ამ საკითხს რეალისტურად შევხედავთ ეს ასეცაა. დედაჩემი, ნანიკო ყიფიანი, არასდროს მაძლევს მოსვენების საშუალებას. ერთმანეთს ძალიან ვგავართ და სწორედ ამის ბრალია ის ფაქტი, რომ დროი 90%ს ჩხუბში ვატარებთ. მამაჩემი, ვახო ლოლაძე, ფინანთა სამინისტროში მუშაობს. თავისუფალი დრო არასდროს აქვს და აქედან გამომდინარე გაცილებით დიდი დროის გატარება დედასთან მიწევს. იმ საღამოს, როცა უკან საოცრად მძიმე და თავგდასავლებით სავსე დღე მქონდა მოტოვებული, ინგლისურიდან სახლში საოცრად მშვიდად ვბრუნდებოდი. კვირა იყო და არსად მეჩქარებოდა. შემდეგში ჩემდასაუბედუროდ გადავწყვიტე ერთი წრე კიდევ დამერტყდა და სახლში მერე ავსულიყავი. თბილი საღამო იყო და მეც მსიამოვნებდა ეს ამიდნი. ქუჩაში წყნარად მივდიოდი და ჩემს საყვარელ ბითლზებს ვუსმენდი. ქუჩის გადაკვეთას ვაპირებდი, როცა კუთხეში ბიჭების ჯგუფი შევნიშნე. ვეცადე თავი ამერიდებინა იქ გავლითვის, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომივიდა. დავინახე როგორ გამოეყო მათ ერთი შავი სილუეტი და ჩემკენ წამოვიდა. სიარულის მანერით ვერავის მივამსგავსე ამიტომ შევეცადე ნაბიჯი ამეჩქარებინა. -ვაა ელენე, ხო ხედავ დღეს ერთმანეთს მაინც ვერ ავცდით.- შემომძახა ჩემი დანახვით ვითომ გახარებულმა ლუკამ, რომელიც დღეს უკვე მეოთხედ მხვდებოდა და ვერ ვხვდებოდი ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ ღმერთის მიერ გამოგზავნი დასჯა ცოდვების გამო. -ვაა ლუკა, აქ საიდან?- მეც ვითომ ცნობისმოყვარეობით გაჟღენთილმა ვკითხე. გამიკირდა აღმაშენებელზე ლუკას შეხვედრა, რადგან გაგონილი მქონდა, რომ ვერაზე ცხოვრობდა. -ძმაკაცთან ვარ ამოსული, შენ ინგლისურიდან მოდიხარ? -ყოჩაღ, როგორ გამოიცანი?- წავისისინე მე. -წამო მანქანით გაგიყვან სახლში.- ისეთი ხმით შემომთავაზა, რომ არ მცოდნოდა მისი წარსული ნამდვილად უფრთო ანგელოზი მეგონებოდა. -არა მადლობა, აქვე ვცხოვრობ.- უარი განვუცხადე ასეთ კარგ შემოთავაზებაზე. არ მინდოდა ის საღამო ამ იდიოტის გამო ჩამეშხამებინა. -კაი მაშინ ფეხით გავიაროთ და თან შენზეც მომიყვები ისეთ რაღაცეებს რაც სამწუხაროდ უშიშროებაში არ აქვთ. -ხომ ხედავ ეგ შენი უშიშროება არც ისე ძლიერია.- ირონიით ვუპასუხე მე. გულში თითქოს კიდეც მესიამოვნა თბილის ყველაზე სიმპატიურ ბიჭად წოდებული ადამიანის ეს შემოთავაზება. -ზოგადად, რაც მაინტერესებს ის ყოველთვის იციან უშიშროებაში და თუ უფრო მეტის ინტერესი მიჩნდება უმეტეს შემთხვევაში მაგას იგებენ, -აშკარად მცდარი წარმოდგენა მქონდა შენს სამსახურზე.- გავიღიმე მე. -კარგი ამაზე ლაპარაკი აღარ გვინდა.- დაამთავრა ლუკამ. -კარგი. აბა რა გაინტერესებს? -ყველაფერი,- იყო მოკლე პასუხი. -სამწუხაროდ ახლა ყველაფრის მოყოლას ვერ მოვასწრებ, რადგან ჩემს სახლთან უკვე მოვედით. ჩვენი საუბრის გადადება მოგვიწევს. -კარგი არუშავს.- გამიღიმა ლუკამ. -მადლობა მოცილებისთვის,- ისეთივე ღიმილით ვუპასუხე მეც. დავემშვიდობე და სადარბაზოში შევედი. მიუხედავად დაღლილობისა დიდხანს ვერ დავიძნე. პატარაობიდან ასე ვარ. ნორმალურად არასდროს არ მძინავს. გვიანობამდე ვფიქრობდი ლუკაზე და ვერ ამომეხსნა რა ხდებოდა. ადამიანი რომელიც 1 დღის გაცნობილი მყავს შეხვედრას მთავაზობს, სახლში მაცილებს და დაჟინებით მთხოვს ჩემ შესახებ რაიმე ახალის მოყოლას. არ ვიცი რა ხდება. ადრე ყური მოვკარი ჩემი კლასელების ლაპარაკს, რომ ლუკა ვიღაც ძმაკაცს დანიძლავებია 1 კვირაში 5 გოგოს დავკერავო და გვეჩალიჩებოდა კლასის გოგოებსო. მე ასეთი შემთხვევების ცენტრში არასდროს მოვქცეულვარ, რადგან ჩემს საუკეთესო მეგობართან ყოფნის დროც კი არ მრჩება ხოლმე, ამიტომ ბიჭებისთვის ნაკლებად საინტერესო სათამაშოდ ვითვლები. ეს ფაქტი საერთოდ არ მაწუხებს, მაგრამ საგონებელში მაგდენს ლუკას საქციელი. არ მინდა შეცდომა დავუშვა და იმ გოგოებს დავემსგავსო, რომლებიც არასდროს არ მხიბლავენ. ამის შემდეგ სიფრთხილეა საჭირო და იმედია ყველას სანაქებო ელენე ლოლაძე ამ ყველაფერს მოვახერხებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.