შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსწავლის ნათლია (თავი3)


9-07-2017, 15:06
ავტორი ირინა
ნანახია 2 614

თავი 3
-აქ.. აქ....-საოცცარი ხმები აღმოხდა გაოგნებულ ნენეს და შეშინებული მზერა მიაპყრო მამაკაცს. -შენ რა გიყვარვარ? -იკითხა გაოგნებულმა და ნაცნობი უცნობი ეჭვით შეათვალიერა.
-მიყვარხარ? ხომ კარგად ხარ? -გაბრაზებული გამომეტყველება გაოცებულით შეეცვალა შიოს ამის მოსმენინსას. -ნორმალური არ ხარ? სამსახურიდან გამოსული ძალით ჩაგტენეს მანქანაში, ახლა იღვიძებ უცხო სახლში, უცხო ადამიანთან ერთად და ერთადერთი, რასაც კითხულობ ისაა, მიყვარხარ თუ არა? ან საიდან მოიტანე საერთოდ? -ნელ-ნელა იზრდებოდა მამაკაცის გაოცება.
-აბა მაშინ რა ხდება? ანუ უცებ ერთი ნახვით შეგიყვარდი რა და ანდრია წაიყვანე თუ არა, უკან დაბრუნდი, სამსახურთან დამელოდე, მელოდე მელოდე, ჰოდა იმდენად შეგიყვარდი, რომ თავის შეყვარებისთვის დროის დაკარგვა აღარ გინდოდა და მომიტაცე... მაგრამ იცოდე...-თითი გამაფრთხილებლად აუქნია ნენემ. -აქ ვერ დაგნებდები ხინხალ. -ბოლო ფრაზა ხითხითით წარმოთქვა და წამოდგომა სცადა, მაგრამ მხოლოდ მაშინ დააფიქსირა, რომ ცალი ხელით საწოლის საზურგეზე იყო მიბმული ხელბორკილით. -უჰ... როგორც ჩანს მგზნებარე იდეები გქონია თავში სანამ მე გავიღვიძებდი, არა? -თვალების სასაცილო პაჭუნით მიუთითა მიბმულ ხელზე და წელში ოდნავ გასწორდა.
-მგონი, დიდი დოზით შეგასუნთქე წამალი და კიდევ კაიფში ხარ, რაებს ბოდავ გოგო? -მამაკაცის მზერამ ცოტა დააბნია ნენე, რადგან აქამდე მის დაბღვერილ, ან ირონიულ თვალებს ხედავდა, მაგრამ იმ წამს შიოს გამომეტყველებაში მხოლოდ საშინელი ზიზღის ამოკითხვა შეიძლებოდა.
-გასაგებია, იქნებ დასაწყისისთვის ხელი გამითავისუფლო და შემდგომ უკვე დავილაპარაკოთ, იმაზე, თუ აქ რას ვაკეთებ და კიდევ ერთი, არანორმალურს მე მეძახი კიდევ? როცა ღმერთმა იცის რა მიზნით მომიტაცე და მიმაბი საწოლზე ცხოველივით?- წარმოუდგენელი სიმშვიდით საუბრობდა ნენე, არც ერთი წამი არ მოუმატებია ტონისთვის, არც დაძაბულობა შეპარვია ხმაში, მის თვალებში კი ისეთი სიმტკიცე იყო, მამაკაცი მართლა გააკვირვა.
-არა, საწოლზე იქნები მიბმული იქამდე, ვიდრე ჩემსას არ მივიღებ და შენთვისვე აჯობებს თუ მანდ ჩუმად იჯდები, დიდი მოთმინებით არ გამოვირჩევი და არც რამის ახსნას ვაპირებ შენთვის. -კიდევ ერთხელ გაუკრთა მამაკაცს ზიზღის ნაპერწკალი თვალებში და მის წინ მდგომ სავარძელში ჩაესვენა. გრძელი ფეხები წინ გამოშალა, ცალი ხელი მუცელზე შემოიდო, მეორე კი სავარძლის გვერდით მდგომ პატარა მაგიდაზე შემოდო და თითები ნერვიულად აათამაშა. მხოლოდ ახლა დააკვირდა ნენე მის თითებს და წამით შიშმა შეიპყრო, როცა მაგიდაზე იარაღს მოკრა თვალი.
-შენ რა... მოკვლას მიპირებ? -წამში უკუაგო წამისწინანდელი განწყობა და ცინიკური ღიმილით გადახედა მამაკაცს.
-ენას თუ არ დაიმოკლებ და უაზრო კითხვების დასმას არ მოეშვები, შეიძლება, არც მაგაზე დავიხიო უკან. -თვალებდახუჭულმა უპასუხა და თითების ნერვულად თამაში განაგრძო.
-ოჰ... მე მაპატიე კორლეონე..-ჩაიდუდღუნა ნენემ და კიდევ უფრო მაღლა აიწია საწოლზე, რომ მიბმული ხელი ცოტა მაინც გაეთავისუფლებინა.
-რა დამიძახე?! - ძლივს დააყენა საშველი და თვალებში ჩახედა შიომ.
-კორლეონე რა.. არ იცი კორლეონე? გავხართ რა. შენც ნათლია ხარ ისიც ნათლია იყო, შენც დაბღვერილი ხარ, ისიც დაბღვერილი იყო, შენც იარაღით მოძრაობ, ისიც ეგრე დაბლადუნობდა, აი კატა გაკლია მუცელზე და ნეკა თითზე ბეჭედი, დიდ ბეწვის ქურთუკთან ერთად და ეგაა რაა.. -წამში ჩაუკარკლა ნენემ და თვითონაც ვერ გააცნობიერა, საიდან მოიტანა იმდენი ძალა, რომ ასეთი დაძაბული სიტუაცია, ასე განემუხტა.
-ეგ უკვე მონტანაა..-ოდნავშეპარული ღიმილით წარმოთქვა შიომ და ისევ მილულა თვალები.
-ვერ გავიგე?- ცოტა არ იყოს დაიბნა ნენე.
-ბეწვის ქურთუკები უკვე ტონი მონტანაათქო რა, კორლეონე დახვეწილ მანტოებს ანიჭებდა უპორატესობას. -ამჯერად უკვე აღარ უცდია სიცილის დამალვა და სამაგიეროდ ნენე შეეცადა, რომ მისი ღიმილით გამოწვეული აღფრთოვანება არ შეემჩნია.
-დედააააააააააააა........ -წარმოთქვა მეგრული ვიშვიშით. -შენ ბიძია მართლა ჩახედული ყოფილხარ ამ მაფიოზურ კლანებში და ვერაა ანუ ჩემი საქმე თლა კაათ ხომ? -საქართველოს ყველა კუთხისთვის შეუფერებელი კილოთი დაიწუწუნა და სახე დამანჭა ტკივილისგან, ხელს ცალი თვალით გახედა და ოდნავ შეშფოთდა, ისეთი ძალით ჰქონდა ხელბორკილი მოჭერილი, რომ თითები სულ გალურჯებოდა, მაჯა კი სულ გადატყავებოდა.
-შენ სულ ამდენს მაიმუნობ და ამდენს ცანცარებ? - გაღიზიანებულმა დააკვესა უფსკრულისფერი თვალები შიომ და როცა ნენეს დამანჭულ სახეს მოკრა თვალი, გაღიზიანება შეშფოთებით შეეცვალა. -რა დაგემართა? -ჰკითხა ოდნავ შეცბუნებულმა.
-ხელიი...-საცოდავად ამოიკნავლა ნენემ და დასისხლიანებულ მაჯას კიდევ ერთხელ მოავლო აწყლიანებული თვალები. შიომ სწრაფად გადაიტანა მზერა მის ხელზე და იგრძნო, როგორ დაებერა სიმწრისგან ძარღვები. მართალია, მთელი არსებით სძულდა ხორავების მთელი ოჯახი, მაგრამ გული მოეწურა, როცა ნენეს დასისხლიანებული მაჯა დაინახა.
-მე.. ახლა ფრთხილად შეგიხსნი ხელს, მაგრამ იცოდე, ერთი ზედმეტი მოძრაობის გარეშე, თორემ აგიღებ და სკამზე მიგაბამ ხელ-ფეხ შეკრულს. -ჩაიდუდღუნა შიომ და ჯიბიდან პატარა გასაღები ამოასრიალა. მეორე ხელით კი შუბლზე სასაცილოდ ჩამოყრილი კულულები უკან გადაყარა. იმ წამს ორი წლის გაბუტულ ბავშვს მიამსგავსა ნენემ და სიცილიც ვერ შეიკავა. -მართლა არ ხარ შენ ნორმალური. ამჯერად მაინც რა გაცინებს, შეგიძლია მითხრა? -მობეზრებით ჩაილაპარაკა შიომ და გასაღები ხელბორკილს მოარგო.
-არა, რომ გითხრა, მთელი ცხოვრება მომისპობ სიცილის ხალისს და მე კიდევ სიცილი ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. -კიდევ ერთხელ გაუკრიჭა გამტაცებელს და უკვე გათავისუფლებულ ხელს ზიზღით დახედა.
-მგონი, ძალიან მომივიდა ბორკილის მოჭერა, ასე არ მინდოდა. -ჩაიბურტუნა შიომ, რომელიც გოგონას სიტყვებს ყურადღებას აღარ აქცევდა და წარბშეჭმუხნული დასჩერებოდა დასისხლიანებულ მაჯას.
-კარგია, რომ ხვდები მაინც, მაგრამ ნუ ღელავ, მე ვალში დარჩენა არ მიყვარს, ჰოდა, ბარი-ბარში ვიქნებით. -ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და სწრაფად წამოხტა ფეხზე.
-რას... რას გულისხმობ? ან რას აკეთებ? ხომ გითხარი, ზედმეტი მოძრაობების გარეშეთქო. -გაოგნებისგან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია შიომ და ისე აათვალიერა გოგონა.
-მე კიდევ გითხარი, ვალში არავის ვრჩებითქო. ისე, კუნფუს და ჯიუ-ჯიტსუს შესახებ თუ გაგიგია რამე?-ნენე, თანდათან უახლოვდებოდა კაცს და თან ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-რა? საიდან მოიტანე, ან რა შუაშია ახლა ეგ? -შიო აშკარად ვერ ახერხებდა თავის ხელში აყვანას და გაოცებული შეჰყურებდა გოგონას.
-უჰ.. შუაში კი არა, თავშია ჩემო კორლეონე. -კიდევ ერთხელ მიმართა ირონიული ღიმილით და მათ შორის მანძილი ნახევარ მეტრამდე დაიყვანა. მარჯვენა ხელი გაუწოდა და დაელოდა შიოს რეაქციას. კაცმა რამდენიმე წამი გაოცებული მზერა ვერ მოიშორა, ხან ნენეს ხელს უყურებდა, ხან მის თვალებს, ბოლოს კი გარისკა და თავისი მარჯვენა შეაგება გოგონას პატარა ხელს. ნენემ კი იხელთა და სანამ მამაკაცი გონზე მოვიდოდა, მეორე ხელიც ჩასჭიდა მაჯაში, ზურგით შებრუნდა შიოს მუცლისკენ, მერჯვენა ფეხი წამოუდო, მთელი ძალით დაქაჩა სუსტი მკლავები მასზე მინიმუმ ორი თავით მაღალ კაცს, ზურგზე მოიგდო და ისეთი გდება გაუკეთა, რომ შიოს სიმწრის ბგერები აღმოხდა პირიდან და ადგილზე დაიკლაკნა.
-აი ამას ვგულისხმობდი მისტერ კორლეონე, როცა ბრძოლის სახეობებზე გელაპარაკებოდი. ამის მერე კი დაიმახსოვრე, რომ ხელი არ უნდა დააკარო იმას, ვისთან გამკლავებაც არ შეგიძლია. ახლა კი მომიტევე ჩიტო, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, შენთან კიდევ ერთ წამს მაინც დავყოვნდე. თქვენის ნებართვით..- თეატრალური რევვერანსი გააკეთა თავისი თავით აშკარად კაყოფილმა კარისკენ გაეშურა, მხოლოდ მაშინღა მოჰკრა მაგიდაზე, იარაღის გვერდით დაგდებულ გასაღებს, წამის მეასედში მოაქცია თავის ხელებში და ის იყო, ფეხსაცმელს უნდა დასწვდენოდა, რომ დაინახა, როგორ მოეგო შიო ნელ- ნელა გონს.
-რომ წამოვდგები, იცოდე, ლოცვაც ვეღარ გიშველის ხორავა. -ჯერ კიდევ დამანჭული სახით წარმოთქვა შიომ და შეეცადა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ მწვავე ტკივილმა ისევ ადგილს მიაჯაჭვა.
-ჰოო... ჯერ მანდედან წამოდექი და მერე მებლატავე ბიჭო. -გასაღების აცმა კმაყოფილმა დაიტრიალა თითზე და კიდევ ერთხელ დაიხარა ფეხსაცმლის ასაღებად, მაგრამ ვერც ამჯერად მოასწრო, გაცხოველებული შიო ტანჯვით, მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე, მარჯვენა ხელი ნეკნებზე მიიჭირა და ისე ღრმად სუნთქავდა, შორს მდგომ ნენეს მაინც სახეს წვავდა.
-მოდი აქ.. -ხრიალით წარმოთვა შიომ და ისეთი სახით შეხედა გოგონას, რომ მარტო წეღანდელი ქცევა კი არა, ისიც კი ინანა, საერთოდ რომ გაჩნდა ამ ქვეყნად.
-ეე კორლეონე, დამშვიდდი, თორემ გაბრაზებულ ბულდოგს გავხარ..-შეეცადა სიტუაცია განემუხტა, და ნერვიულად ჩაიცინა.
-ჰოდა, არ გასწავლეს, რომ გაბრაზებულ ბულდოგებთან თამაში საშიშია?! -ამჯერად შიო მიუახლოვდა ირონიული მზერით.
-კი, მასწავლეს და ისიც მითხრეს, რომ თუ მსგავს სიტუაციაში ამოვყოფდი თავს, ძაღლისთვის ფეხებშუა ამომერტყა მთელი ძალით წიხლი. ჰოდა, აბა გამოვცდი, მართლა შედეგიანია თუ არა მამაჩემის რჩევა. -ელვის სისწრაფით ჩაილაპარაკა ნენემ და სანამ შიო მის სიტყვებს გააანალიზებდა, მთელი ძალით ამოსცხო წიხლი ფეხებშორის, რამაც შიოს ისეთი გმინვა გამოიწვია, ეგონა, მთელი მეზობლები თავზე დაეხვეოდნენ. მამაკაცი სიმწრისგან ადგილზე ჩაიკეცა და ოთხად დაიკლაკნა. რაღაცებს გამალებული ბუტბუტებდა, მაგრამ ნენეს მის მოსასმენად აღარ ეცალა. უკანმოუხედავად გამოვარდა გარეთ და ერთ-ერთი გასაღები მოარგო კარს, როგორც კი გაიგო, რომ კარი ჩაიკეტა, გასაღები შიგნითვე ჩატოვა, კიბეს დაუყვა და ამჯერად დიდი კარგი გამოგლიჯა. როგორც კი სუფთა ჰაერი მოხვდა სახეში, მაშინვე იგრძნო,რომ თბილისში არ იმყოფებოდა, მაგრამ იმ წამს შიშის და დაბნეულობის დრო არ იყო. უღრანი ტყეც კი უფრო უსაფრთხოდ ეჩვენებოდა, შიოსთან ერთად ყოფნაზე.
ამ გაწამაწიაში ფეხსაცმლის აღება სულ გადაავიწყდა, მაგრამ უკან დაბრუნება, ლომის ხახაში თავისგაყოფას უდრიდა, გამწარებულმა ჩაიქნია ხელი და ფეხშიშველი გავარდა გარეთ. სახლი შემოღობილი არ ყოფილა და ბედნიერმა განაგრძო სირბილი. მართალია, ამ დროს თბილისში უკვე საკმაოდ თბილოდა, მაგრამ იმ ადგილს სითბოსი არაფერი ეტყობოდა. ციებიანივით აიტანა კანკალმა, ძვალსა და რბილში ატანდა გამყინავი ჰაერი, ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სირბილი კი სიტუაციას უფრო ამწვავებდა. უკან მოუხედავად გარბოდა მთვარისშუქით განათებულ გზაზე ნენე და ცდილობდა, მოწოლილი ცრემლები დაეიგნორებინა. მიუხედავად იმისა, რომ შიოსთან არაფერი შეიმჩნია, ძალიან იყო შეშინებული და უნდოდა ბოლო ხმაზე ებღავლა, მაგრამ იცოდა, ტირილით ვერაფერს გახდებოდა და ცდილობდა, მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე და საღად აზროვნების უნარი.
მირბოდა და ცდილობდა, როგორმე სხვა სახლები ეპოვნა, რომ დახმარება ეთხოვნა ვინმესთვის, მაგრამ უკვე კარგად იაზრებდა, რომ ახლო მახლოს სახლის კი არა, სულიარის ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ თავს იტყუებდა, რომ ვინმეს შეხვდებოდა. თუმცა საკმაოდ ნათელ ღამეში, არ გასჭირვებია იმის დანახვა, რომ სახლი შუაგულ ტყეში იდგა, ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით. ყურადღებას აღარ აქცევდა დაღლილობას, მაჯის და ფეხების საშინელ წვას, მაინც გარბოდა... უკანმოუხედავად გარბოდა... და მაინც ფიქრობდა, რომ ვინმეს წააწყდებოდა, უკანასკნელ იმედს არ კარგავდა. თუმცა ეს იმედი ისევე ქრებოდა, როგორც მისი მოთმინება. სირბილს უკლო, ახლა უკვე ძლივს გადადგმული კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ, თან უკან-უკან იხედებოდა, ვინმე ხომ არ მომდევსო. მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, მანქანის ბორბლებისგან გაკვალულ გზაზე მირბოდა და ცუდად ენიშნა, გააცნობიერა, რომ შიო ზუსტად ამ გზაზე დაუწყებდა ძებნას, ამიტომ კვალის არევის მიზნით, ტყით გადაწყვიტა სიარულის გაგრძელება. იმ წამს ვერც შიშს გრძნობდა და ვერც ვერანაირ საფრთხეს. იქამდე იარა დაბურულ ტყეში, სანამ უზარმაზარმა ხეებმა მთვარის უკანასკნელი შუქიც არ ჩაყლაპეს. ყველაფერი სიბნელემ მოიცვა... ყველაფერი უფსკრულში შთაინთქა.... ზუსტად ისეთ უფსკრულში, როგორიც შიოს თვალები იყო. -აქაც არ მასვენებ ხომ? შე საზიზღარო, შე ცუდო კორლეონე. ახლა ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ასეთ სიბნელეში აღვმოჩნდები შენ უნდა გამახსენდე ხომ? ვერ გიტან, როგორ მეზიზღები...-ნენე თავს ვეღარ აკონტროლებდა, დასისხლიანებული მაჯით იწმენდდა ცრემლებს, გახსნილ ჭრილობაზე მოხვედრილი მარილიანი ცრემლებით გამწარებული კი უარესად ქვითინებდა. ვეღარც გზას ხედავდა, ვეღარს საკუთარ ხელებს. გათენებამდე გადაწყვიტა მოცდა და გზის მერე გაგრძელება. ხელის ცეცებით მიაგნო ხეს და იქვე ჩამოჯდა, ფეხები მოკეცა, თავი მუხლებზე ჩამოდო და ისე განაგრძობდა ქვითინს. მამას ბავშვობაში ხშირად დაყავდა ხოლმე ტყეებში სალაშქოროდ და ამიტომ ტყის ჩუმი ხმაური მისთვის საშიში სულაც არ იყო... გულამოსკვნილი განაგრძობდა საკუთარი ბედის ლანძღვას და მაქსიმალურად აიგნორებდა წვიმის წვეთებს, რომელიც თანდათან უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როცა წვიმის წვეთები გამაგრდნენ და მათი სხეულზე მოხვედრა საშინელ ტკივილს იწვევდა. -ჯანდაბა სეტყვაა...-აღმოხდა შეძრწუნებულს და ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე, რომ რაიმე თავშესაფარი მოეძებნა. მაგრამ წვიმას მიწა უკვე გვარიანად დაესველებინა და აეტალახებინა, შიშველი ფეხებით წონასწორობა ვეღარ შეინაჩუნა ნენემ, ხის ძირს წამოკრა ასრიალებული ფეხი და დაღმართზე დასრიალდა. სრიალის პარალელურად კი გზად გაფენილ ყველანაირ ეკალ-ბარდს თან მიიყოლებდა და იმ ადგილებს ისერავდა, რაც სეტყვისგან მთელი გადარჩა. როგორც იქნა ციცაბო ადგილი დამთავრდა და ნენე მიწაზე გაიშხლართა. მაგრამ არც აქ გაუმართლა, რადგან ეს ადგილი, ხეებისგან საკმაოდ თავისუფალი იყო, შესაბამისად სეტყვა უფრო დაუნდობლად დაედინებოდა სხეულზე და არანორმალურ ტკივილს გადაცდევინებდა. შავ ღრუბლებში აღარც მთვარე ჩანდა და აღარც იმედი ნენეს გულში, რომ გადარჩებოდა. ფეხზე სცადა წამოდგომა, მაგრამ კოჭის საშინელმა ტკივილმა ისევ ძველ ადგილს დააბრუნა. საბოლოოდ გადაეწურა გადარჩენის იმედი, ბედს მინდობილი საცოდავად მოიკუნტა ერთ ადგილას, თავზე ხელები დაიფარა და გულამოსკვილი ატირდა, აღარც ყვირილის თავი ჰქონდა, აღარც მშველელს ელოდა... უბრალოდ იწვა და იცდიდა, როდის დადგებოდა მისი აღსასრული. ამ ტანჯვაში მყოფმა, ვერ გაარჩია, როდის შეწყდა სეტყვა და როდის გადაიქცა ყინულის ნატეხები წვიმის წვეთებად. რომლმებმაც თითქოს მისი ჭრილობების ჩამორეცხვა და მოშუშება გადაწყვიტეს.
-რა კარგია არა? ჯერ დამალურჯე, ლამის მომკალი და ახლა კი ცდილობ შენი თბილი წვეთებით ამ ტალახისგან გამათავისუფლო და ჭრილობები მომბანო ხომ?! სასიზღარი და ბოროტი წვიმა ხარ შენ. -ბურდღუნებდა ნენე და თან სახეს უშვერდა წვიმას, რომელიც ასეთი სეტყვის ფონზე დედის მოფერებასავით ეჩვენებოდა. წამით იფიქრა, გადავრჩიო, მაგრამ ხომ გაგიგიათ, რომ ფიზიკური ტკივილი სულიერ ტკივილზე გაცილებით მარტივად გადასატანია. ნენესთვისაც ასე იყო, ადრე თუ გვიან, დაუცხრებოდა ის ჭრილობები, მაგრამ ჭექა-ქუხილის პანიკური შიში არასდროს გაუვლიდა. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში ჩაბეჭდილი შიში დღემდე ისტერიულად აფრთხობდა. ყველა ნაცნობმა იცოდა, როგორი მომაკვდილებელი იყო ნენესთვის ამ საშინელი გრუხუნის ატანა და ცდილობდნენ, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ. მაგრამ, ახლა ვინ დაეხმარებოდა... პანიკამ მოიცვა, როცა ცა ელვამ გაანათა და ქუხილმაც არ დააყოვნა, იმხელა ხმაზე დაიგრუხუნა, ეგონა ყველაფერი აზანზარდა. ვეღარც თავს აკონტროლებდა, ვეღარც ნერვებს... ისტერიული ტირილი აუტყდა. წამოზრდილ ფრჩხილებს სიმწრისგან მთელი ძალით იჭერდა ბარძაყებზე და მთელ ფეხებს იკაწრავდა, აღარც ფეხების წვა ანაღვლებდა, აღარც ის, რომ თითები ბლანტი სითხით დაესვარა... ტირილს კივილი შეანაცვლა... კივილს ხავილი... აღარც ამის თავი რომ აღარ ქონდა, ტუჩების კვნეტაზე გადავიდა...
-მიშველეთ... მიშველეთ.. არავინ ხართ? ღმერთო დამეხმარე, გეხვეწევი დამეხმარე, ოღონდ ახლა გამომიჩნდეს მაშველი და გპირდები, მთელი ცხოვრება მის ვალში ვიქნები, მთელი ცხოვრება მოვუფრთხილდები, არაფერს გავუჭირვებ... მთელ ცხოვრებას მას მივუძღვნი, ოღონდ ახლა დამახმარე ვინმე.... -მუხლებში თავჩარგული ადგილზე ქანაობდა და შერჩენილი ხმით საცოდავად ევედრებოდა უფალს დახმარებას.... ევედრებოდა მშველელს... რომლიც ბედის ირონიით ზუსტად იმ წამს გამოჩნდა.
-ნენეე... -გაისმა საოცრად ნაცნობი ბოხი ხმა.. მაგრამ იმდენად იყო შეშინებული, რომ იფიქრა ეჩვენებოდა, თუმცა ხმა ძახილს არ წყვეტდა. -ნენეე... სად ხარ? მიპასუხე.. ნენეეე.....ხორავა მიპასუხე, თორემ არ ვიცი რას გიზამ, ამოიდგი ეგ ჭარტალა ენა. სად ხარ, საად??!!
-აქ... აქ ვარ...-ძლივს მოკრებილი ძალით დაიყვირა ნენემ რაც ძალა და ღონე ჰქონდა და უკუნეთ სიბნელეში შეეცადა გაერჩია საიდან ისმოდა ხმა. თითქოს დაამთხვია ვიღაცამ სპეციალურადო, წამიერად ისე განათდა, რომ დღის შუქი ეგონებოდა ვინმეს. ეს წამიერი განათებაც კი საკმარისი იყო შიოსთვის, რომ მოკუნტული ნენე დაენახა. სინათლის სიჩქარით მივარდა და საცოდავად მბჟუტავი ფანარი მიანათა. კინაღამ გული შეუწუხდა, როცა გოგონა ასეთ მდგომარეობაში დაინახა. ისე შეზიზღდა საკუთარი თავი, საშუალება რომ ჰქონოდა, თვალის დაუხამხამებლად გაიფენდა წიხლქვეშ.
-ნენე... ეს რა დაგმართნია... ხორავა.. შეძლებ წამოდგომას? ან არა, შენ არ გაინძრე, ყველაფერს მე, მე გავაკეთებ. შენ აღარაფერი ქნა, სულელო, ჯიუტო ბავშვო. -ისე საუბრობდა შიო, აზრის გამოტანა თავისი სიტყვებიდან თვითონაც არ შეეძლო. -რა დღეში ჩაიგდე თავი, დავიჯერო, ამაზე საშინელს გიკეთებდი რამეს? საზიზღარო, გატუტუცებულო, ხელები მექავება, რომ პატარა ბავშვივით არ გაგლახო. -ბუზღუნსს არ წყვეტდა შიო. ძალაგამოცლილ ნენეს კი შეპასუხების თავიც არ ჰქონდა. ფრთხილად დაიხარა და გოგონა ქაღალდივით აიტაცა ხელში. ისე მიიკრო სხეულზე, თითქოს ვინმე წაართმევდა.. -არა, ასე არ ივარგებს, გამიცივდები, ყველა სიკეთესთან ერთად. -თქვა შიომ და გოგონა ისევ პირვანდელ ადგილს დაუბრუნა. წამში გადაიძრო სქელი საწვიმარი და მის გზას გაუყენა კაპიუშონიანი ჟაკეტიც, გაპროტესტებაც კი არა აცადა, ისე გადააძრო დაპლეთილი მაისური ტანზე და თვისი ჟაკეტი შემოაცვა, ელვა ბოლომდე შეუკრა, სველი თმა გაუწურა, კაპიუშონი წამოაფარა, მხოლოდ შემდეგ გადააცვა საწვიმარი, იმისი ქუდიც წამოაფარა და ისევ ხელებში აიტაცა. - აი ასე, სულ რამდენიმე წუთში სახლში ვიქნებით, სულ რამდენიმე წუთიც უნდა გაძლო და მე მოგივლი, საშიში აღარაფერია, აი ნახავ.. პატარა, სულელო ბავშვო. -ბუტბუტებდა შიო და ნენეს ვერ გაეგო, მას ესაუბრებოდა, თუ საკუთარ თავს.
-შენ? შენ არ გაცივდები? -გაწუწული კნუტივით ამოყო მისი ყელიდან თავი და ისე ჰკითხა.
-ხორავა, გეხვეწები გაჩუმდი, თორემ ისეთი გამწარებული ვარ, სეტყვამ რაც დაგაკლო, მე აგინაზღაურებ იცოდე. - კბილებში გამოსცრა შიომ და უფრო მეტად მიიკრა სიცივისგან, თუ შიშისგან აცახცახებული გოგონა სხეულზე. ნენეც გაისუსა. ხმა აღარ ამოუღია, ქუხილის ხმაზე უფრო მეტად რგავდა შეშინებულ თავს მამაკაცის ყელში და სასიამოვნო სურთნელით გაჟღენთილი მშვიდდებოდა, შიო კი მისი ცივი კანის შეხებაზე უფროდაუფრო მეტად ფორიაქდებოდა...



№1 სტუმარი Mariami

Ra unda am shios nenesgan ver vxvdebi.moutmenlad velodebi axal tavs.

 


№2  offline წევრი ირინა

Mariami
Ra unda am shios nenesgan ver vxvdebi.moutmenlad velodebi axal tavs.

შემდეგ თავს დაელოდე და გაიგებ :))

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ოხ ოხ შიოო. :D

 


№4 სტუმარი Shore shore

Zalian momcons veli shemdegs

 


№5  offline მოდერი bla.ell

ვაიჰ..ირინა მალე დადე რა ახალი თავიი მოუთმენლად ველიი❤❤❤

 


№6  offline წევრი Katastrofa

ესეც კი შეუდარებელია. ❤ მე ვარ შენს მოთხრობებზე და შენზე შეყვარებული ❤ ჯერ კიდევ დანტეს და თეოთეს ვეტრფი ❤ ახლა კი ნენე და შიო ❤ როგორ მიყვარსს❤ მალე დადე შემდეგი თორემ შევიშლები ❤

ესეც კი შეუდარებელია. ❤ მე ვარ შენს მოთხრობებზე და შენზე შეყვარებული ❤ ჯერ კიდევ დანტეს და თეოთეს ვეტრფი ❤ ახლა კი ნენე და შიო ❤ როგორ მიყვარსს❤ მალე დადე შემდეგი თორემ შევიშლები ❤

 


№7  offline წევრი ირინა

Katastrofa
ესეც კი შეუდარებელია. ❤ მე ვარ შენს მოთხრობებზე და შენზე შეყვარებული ❤ ჯერ კიდევ დანტეს და თეოთეს ვეტრფი ❤ ახლა კი ნენე და შიო ❤ როგორ მიყვარსს❤ მალე დადე შემდეგი თორემ შევიშლები ❤

ესეც კი შეუდარებელია. ❤ მე ვარ შენს მოთხრობებზე და შენზე შეყვარებული ❤ ჯერ კიდევ დანტეს და თეოთეს ვეტრფი ❤ ახლა კი ნენე და შიო ❤ როგორ მიყვარსს❤ მალე დადე შემდეგი თორემ შევიშლები ❤



აუ შენი კომენტარი და ჩემი გულის აჩქარება ერთია ხოლმე ))))))) ახლა ვწერ, 12-ის მერე დავრდებ <3333

bla.ell
ვაიჰ..ირინა მალე დადე რა ახალი თავიი მოუთმენლად ველიი❤❤❤

კი, 12 -ის მერე დავდებ <3#

Anuki96
ოხ ოხ შიოო. :D

კარგი ბიჭია არადა შიო)))))

Shore shore
Zalian momcons veli shemdegs

მადლობა, 12 ის მერე დავდებ ახალ თავს. )))

 


№8  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ირინა
Katastrofa
ესეც კი შეუდარებელია. ❤ მე ვარ შენს მოთხრობებზე და შენზე შეყვარებული ❤ ჯერ კიდევ დანტეს და თეოთეს ვეტრფი ❤ ახლა კი ნენე და შიო ❤ როგორ მიყვარსს❤ მალე დადე შემდეგი თორემ შევიშლები ❤

ესეც კი შეუდარებელია. ❤ მე ვარ შენს მოთხრობებზე და შენზე შეყვარებული ❤ ჯერ კიდევ დანტეს და თეოთეს ვეტრფი ❤ ახლა კი ნენე და შიო ❤ როგორ მიყვარსს❤ მალე დადე შემდეგი თორემ შევიშლები ❤



აუ შენი კომენტარი და ჩემი გულის აჩქარება ერთია ხოლმე ))))))) ახლა ვწერ, 12-ის მერე დავრდებ <3333

bla.ell
ვაიჰ..ირინა მალე დადე რა ახალი თავიი მოუთმენლად ველიი❤❤❤

კი, 12 -ის მერე დავდებ <3#

Anuki96
ოხ ოხ შიოო. :D

კარგი ბიჭია არადა შიო)))))

Shore shore
Zalian momcons veli shemdegs

მადლობა, 12 ის მერე დავდებ ახალ თავს. )))

ეჭვიც არ მეპარება რომ კარგი ბიჭია და მგონი გაება მახეში. მგონი კიარა უეჭველი გაება :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent