მოსწავლის ნათლია (თავი 2)
თავი2 .... სულ სიცილ-ხარხარით მიიყვანა ლაშამ სამსახურამდე... გზაში კინაღამ ავარია გააკეთა, როცა ნენეს და უთოს ამბავი მოისმინა. ცრემლმორეული საღამომდე დაემშვიდობა მეგობარს და სკოლის კედლებს მიღმა გაუჩინარდა. -ბავშვებოოო, ნენე მოდის...-- კლასში თავპისირმტვრევით შევარდა ანდრია და პოსტზე დადგა. -გულითადი სალამი ჩემს ჯარისკაცებს. - ღიმილშეპარული ტონით წარმოთქვა ნენემ, კარში შესვლისთანავე, წელში გასწორდა და სამხედრო სალამი მისცა თავის მეორე კლასელ ბავშვებს. -დილამშვიდობისა გენერალო. -ერთად წამოიყვირა 17-მა მოსწავლემ და ასევე სამხედრო სალამი დაუბრუნეს არანორმალურ დამრიგებელს. -აბა, როგორ დაიწყო დილა, ვინ ჩამაბარებს დღეს ანგარიშს? -წარმოთქვა მკაცრი სახით და მაქსიმალურად შეეცადა, ღიმილი არ შეპარვოდა. -სერ, მე სერ...-გაიჯგიმა ანდრია და მუცელი წინ გამობზიკა წელში გასწორების ნაცვლად. -გისმენთ რიგითო ჯაშიაშვილო. -მიუგო ნენემ სერიოზული სახით და თავისი ნივთები მაგიდაზე შემოალაგა. -სერ, დღეს არც ერთი ჯარისკაცი არ აკლია ვარჯიშს სერ... მათემატიკის გენერალი იყო შემოსული, ნენე რომ მოვა მნახოსო სერ. გიორგიმ თამარი ატირა სერ, მარიამმა მაშოს სპინერი წაართვა სერ, ნანიკოს თერმოსი გაუტყდა და წყალი დაღვარა სერ, დაცვა იყო ამოსული და ცარცი დაგვიტოვა სერ, დღეს მორიგეები ჩემთან ერთად არიან ზუკა და სანდრო სერ, მაგრამ აუ ნენეეე... არაფერში არ მეხმარეებიან რა, დავიღალე, მარტო მე ვალაგებ რა ამ კლასს, რა წესია რაა... აბურდღუნდა ანდრია და გაბრაზებულმა გადახედა კლასს. ნენეს კი მაინც აუთამაშდა სახეზე ღიმილი, თუმცა მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა. -რიგითო ჯაშიაშვილო, როგორ გაბედეთ და თქვენს გენერალს სახელით როგორ მიმართეთ, თქვენ აქ ანგარიშს მაბარებთ, რა უპასუხისმებლობაა მსგავსი ტონი. --ვითომ წყრომით ამოილაპარაკა ნენემ და წამით დაფიქრდა, ზედმეტი ხომ არ მომივიდაო, მაგრამ როგორც კი ანდრიას თვალებში თამაშის ხალისით გმაოწვეული ჭინკები დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. -სერ, ბოდიშს გიხდით სერ. - უმალ შეკრა წარბები, წელში გაიჯგიმა და პატარა ღიპუცა ისევ წინ გადმოაგდო. -სერ, ამ დილის ანგარიში ჩაბარებულია, მეტი არაფერი მომხდარა სერ. -დაასრულა ანგარიშის ჩაბარება ანდრიამ და თავისი ადგილი დაიკავა. წამით ყველა გაჩუმდა, მაგრამ მერე ნენეს თამადობით ისეთი ხარხარი აუტყდათ, ვერც კი გაიგეს, როდის შემოვიდა ქართულის მასწავლებელი. -ნენე, არ გაქვს რა ამათზე მეტი ტვინი. -სიცილით გადაულაპარაკა თამთამ მეგობარს და მოცინარ კლასს თბილი მზერა მოავლო. -მიხარია, თუ არ მაქვს, ბავშვზე გულწრფელი, პოზიტიური და მართალი არავინ არსებობს და თუ მეც ასეთი ვარ, მხოლოდ მიხარია. -ღიმილითვე მიუგო ნენემ და გასასვლელად მოემზადა. -ბავშვებო, ხვალ რა ვითამაშოთ? -მიმართა ბავშვებს სანამ გავიდოდა. -აუუ.. კარგი ნენე რა, ხომ შეგვპირდი, რომ ერთი კვირა ჯარისკაცობანას ვითამაშებდით.- აბუზღუნდა ცისფერთვალება გიო და გაბრაზებულმა შეკრა ქერა წარბები. -ჰო.. ჰოო.. ეგ სულ დამავიწყდა, რა გაბურდღუნებს რიგითო ავალიშვილო მერე? არ იცი, რომ შენი გენერალი ყოველთვის ასრულებს დაპირებულ სიტყვას? -წარბები შეკრა უმალ და გახალისებულ გიოს გადახედა. -სერ, დიახ სერ, მეტჯერ აღარ შემეშლება სერ. -წარმოთქვა სრული სერიოზულობით და თავის ადგილს დაუბრუნდა. -ჭკუით იცოდეთ, 40 წუთში შევხვდებით.-გაუღიმა ნენემ ბავშვებს და კარს მიღმა გაუჩინარდა, მაგრამ გასვლამდე მაინც გაიგო, როგორ აყაყანდა 17-ვე ერთად „ნენე გვიყვარხარ“-ის ძახილით. თბილად ჩაეღიმა და თავისი კაბინეტისკენ გაეშურა. იმდენი საქმე ჰქონდა, როგორ მოვიდა 4 საათი ვერ შეამჩნია. უკვე ბავშვების წასვლის დრო მოვიდა და კლასში შეაკითხა თავის ჯარს. მაგრამ დაინახა, როგორ წუწუნებდა ანრია და კიდევ ერთხელ ჩაიხითხითა. ფიქრობდა, სანამ მშობლები მოაკლითხავდნენ გაუშვებდა გარეთ ცოტახს, მაგრამ ანდრიამ მაინც ვერ გაძლო ნენეს გარეშე. -მე შენთან მინდა ნენე. ტრადიციული მლიქვნელური ღიმილით ეუბნება. -ტყლარწს მაინც არ დაგიბრუნებ. მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს. -აუუუ.. შევინახავ. -არა , გამორიცხულია. -ნენე, ნახე როგორი პრესი მაქვს-საუბარი გადაიტანა მომენტალურად. -აბა პრესი? -აიი.. ვერ ხედავ?-წამში აიწია მაისური. -ვერა.-სიცილს ვეღარ იკავებდა ნენე. - როგორ ვერ ხედავ. აი ერთი კუბიკი, ორი კუბიკი, სამი კუბიკი, ოთხი, ხუთი, ექვსი კუბიკი. მაინც ვერ ხედავ?-ეკითხებოდა და თან ისე იგრიხებოდა, ნენეს წამით შეეშინდა წელში არ გადამტყდარიყო. -ვერა. -უპასუხა ბოლოს ხარხარით. -აუუ ბრმა ხარ ? -გაბრაზდა ანდრია-.წავალ ისევ ბავშვებთან რა. -წამში გავარდა დერეფანში, სიცილისგან ჩაბჟირებულმა ნენემ სული რომ მოითქვა, ძლივს გახედა გარეთ და ლამის გაგიჟდა, რომ დაინახა როგორ დატანტალებდა მაისურაწეული ანდრია და ყველას უჩვენებდა თავის ექვსკუბიკიან პრესს. -ანდრიაა...-გაეკიდა ნენე კივილით. -აუფ... დამერხაა .- ჩაილაპარაკა ანდრიამ,, სწრაფად ჩამოიწია მაისური და ისევ გაიქცა. -ბიჭოო. მოდი აქ, სად ისწავლე ეგეთი სიტყვები?! -ჰკითხა ნენემ სიცილშეკავებული ბრაზით. -რომ გამოვიჩეკე, მაშინვე ვიცოდი კაცო. -უპასუხა სერიოზულად და წამში გააქარწყლა ნენეს ვითომგაბრაზებული სახე. -აუ ნენეე... დღეს ნათლიაჩემი ჩამოდის კანადიდან იცი?? -უცებ გახალისდა წარბშეკრული და ნენეს მოეხვია. -რა მაგრაია.. -გულწრფელად გაუხარდა ნენეს, რადგან ანდრია ხშირად ელაპარაკებოდა ნათლიაზე, რომელიც თითქმის 2 წელი არ ჰყავდა ნანახი. -ჰო.. ასე მითხრა, სულ საქართველოში ვიცხოვრებ ამის მერეო, დღესაც ნათლია მომაკითხავს წასაყვანად. -ჭყლოპინს არ წყვეტდა ანდრია და მთელი ძალით ეხვეოდა გაღიმებულ ნენეს მუცელზე. ისეთი ძალით უჭერდა ხელებს, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდა. -ანდრი...-უცებ მეხისგავარდნასავით გაისმა ბოხი, ძალიან ძალიან ბოხი, მაგრამ მელოდიაურად ძალიან ჟღერადი და სასიამოვნო ხმა. ნენეს წამიერად გააკანკალა და გაკვირვებულმა გახედა უცნობს, ნანახმა კი ადგილს მიაჯაჭვა. მის წინ ის ურცხვი მამაკაცი იდგა, რომელიც დილით ასე დაუფარავად ათვალიერებდა მის თითქმის შიშველ სხეულს, იგრძნო, როგორ წამოწითლდა სახეზე და კიდევ ერთხელ გადაიჩეხა მის უფსკრულებში, მაგრამ გონზე ანდრიას ყვირილმა მოიყვანა. -ნათლი... -იყვირა ანდრიამ ბოლო ხმაზე და სიცილით გავარდა უკვე ჩამუხლული მამაკაცისკენ, რომელსაც ყველა და ყველაფერი დავიწყნოდა და გაცისკროვნებული თვალებით და მომაჯადოვებელი ღიმილით, ხელგაშლილი ელოდა თავის ნათლულს. წამით ნენეს ეჭვიც კი შეეპარა, რომ ეს თბილი მამაკაცი, ნამდვილად ის პიროვნება იყო, დილით ასე შიშისმომგვრელად რომ უბღვერდა, მაგრამ მაშინვე დარწმუნდა თავისი პირვანდელი ვარაუდის სისწორეში, როგორც კი კვლავ წააწყდა მის დასერიოზულებულ სახეს. ანდრიას ხელი ჩაეკიდა ნათლიამისისთვის და ნენესკენ მიჰყავდა. გრძნობდა ნენე, გრძნობდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, აფორიაქრდა, მაგრამ მიზეზს კი ვერ პოულობდა. -ნათლი, გაიცანი, ეს არის ჩემი ნენე. -ყურებამდე გაკრეჭილმა გააცნო ანდრიამ თავისი დამრიგებელი ნათლიამისს. -გამარჯობა, ბევრი მსმენია თქვენზე.-დაიგრგვინა მამაკაცის ხმამ. ნენეს იმდენად ხმამაღალი მოეჩვენა მამაკაცის სიტყვები, რომ ყურებიც კი დაუგუბდა. -შიო...-გაუწუდა საოცნებო თითები ნენეს და მის გამომეტყველებას დააკვირდა. გოგონა წამით შეყოვნდა, როცა მისი საოცარი სახელი გაიგო, მერე გონზე მოვიდა, თუმცა ისევ დაიბნა, როცა მამაკაცის გამოწვდილი გრძელი, თლილი თითები დაინახა. შიო თითქოს მიუხვდა დაბნეულობას და ცოტა გახალისდა კიდეც, წამიერად, შეუმჩნევლად ჩატეხა ტუჩის კუთხე, თუმცა მაშინვე დასერიოზულდა, როცა ნენემ თვალებში შეხედა და თავადაც გაუწოდა ხელი. -მე... მე ნენე. სასიამოვნოა. -ხმადაბლა წარმოთქვა გოგონამ, და თავისი თითები შეაგება მამაკაცს. ისეთი პატარა ჩანდა მისი ხელები შიოს ფონზე, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა. წამიერად ხელისგულზე დაცემული თოვლის ფიფქი მოაგონდა, უმალ რომ ქრება ხოლმე და თავისსავე ფიქრებზე ჩაეცინა, რასაც მამაკაცის უარესი ბღვერა მოჰყვა. ამან კი გოგონა გაახალისა. -მგონი, ვალი მაქვს ამისი და არ ვიცი. რამსიგრძეა, ამისი რვა ძუძუ არ მეყოფოდა დილით, ახლა აღმოჩნდა რომ ნათელშიცაა.. -მის ფონზე მართლაც ძალიან პატარა ჩანდა ნენე, პატარა, როგორც ხელის გულზე მოხვედრილი თოვლის ფიფქი, რომელიც დასადნობადაა განწირული... -ანდრი, როგორი დაბნეული დამრიგებელი გყოლია. -ირონიული სიცილით ჩაილაპარაკა შიომ და კიდევ ერთხელ აიძულა გოგონას უფსკრულებში ჩაკარგვა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა. -შენ კიდევ როგორი უჟმური ნათლია ანდრი...- არც ნენემ დააკლო ირონია და თითქოს გულზე მოეშვა, როცა ისევ დაბრუნდა მხიარული, ენამოსწრებული ენენე და ნამდვილი, მორცხვი ნენე ისევ სადღაც გადამალა. -ოჰ.. როგორი თამამი ყოფილხარ. არა , ამ დილით კი დამარწმუნე, მაგრამ ცოტა ეჭვი მაინც მეპარებოდა, ახლა აღარ. -დაცინვას განაგრძობდა კაცი. -ჰო.. ანალოგიურის თქმა შემიძლია, ისე, რომ იცოდე სხვის აივანზე ასე ურცხვად მოშტერება ცუდი ტონია, მაგრამ შენ ალბათ დიდი დანაკლისი გაქვს იმისი, რაც იქ დაინახე და ამიტომ, ვერ გაგამტყუნებ. -მოსალოდნელი გამარჯვების მოახლოებით ჩაეღიმა ნენეს და ისეთი გამჭოლი მზერა მიაპყრო კაცს, რომ ამჯერად თვითონ აიძულა მის ჭაობებში ჩახრჩობა. გაოცებული ანდრია კი ხან სიმწრისგან აჭარხლებულ ნათლიას უყურებდა და ხან თვითკმაყოფილ დამრიგებელს, რომელიც საპნის ბუშტს გავდა იმ მომენტში, სიამაყისგან გასასკდომად მზადმყოფნს. -სერ, რიგითი ჯაშიაშვილი გტოვებთ. ხვალ შევხვდებით სერ.- სიტუაციის განმუხტვის, თუ მართლაც წასვლის სურვილით ამოთქვა ანდრიამ რამდენიმე სიტყვა და მის წინ მდგარ უფროსებს დააკვირდა, იმ წამს მართლაც გავდა ნენე გენერალს თავისი მკაცრი გამოხედვით. -დიახ, რიგითო ჯაშიაშვილო, ხვალამდე და იცოდე, ჩამორთმეული ნივთები მხოლოდ კვირის ბოლოს დაგიბრუნდება. -ნენე უცნებ მოეგო გონს და საყვარელ მოსწავლეს უმალ აყვა თამაშში. -სერ, დიახ სერ, ნახვამდის სერ. -გაიჯგიმა ტრადიციულად ანდრია და მუცელი ისევ წინ გადმოაგდო, ნენემ კი ღიმილი ვეღარ შეიკავა. უცებ მოეხვია ანდრიას და თავზე რამდენჯერმა აკოცა. -ხვალამდე ანდრი. -მიაძახა კარისკენ გაქცეულს. -მიყვარხარ ნენე... -ერთი ესღა მოაძახა პატარა მოუსვენარმა არსებამ და მაშინვე კიბეზე დაეშვა. -ჰმ.. ბავშვი. -აშკარად ნენეს გასაგონად ჩაილაპარაკა შიომ და კიდევ ერთხელ დაუბღვირა, სანამ ანდრიას გზას გაუყვებოდა. -ჰმ.. უჟმური.-არ ჩამორჩა არც ნენე და სანამ მამაკაცი მისკენ შემობრუნდებოდა, კაბინეტში შებრუნდა ბავშვებთან და კარი ფაქტიურად ცხვირწინ მიუხურა. ბავშვები მალე გაისტუმრა, თუმცა თვითონ გვიანობამდე შეყოვნდა სამსახურში. გადაწყვიტა, შაბათ-კვირას კარგად დაესვენა, ამიტომ პროექტის გეგმა იმ დღესვე დაასრულა. უკვე 10 საათი ხდებოდა სამსახურიდან რომ გამოვიდა. აპრილის თბილი, საღამო იყო. ოდნავ ჟინჟლავდა კიდეც. სიამოვნებისგან ერთიანად გააჟრჟოლა და ღრმად ჩაისუნთქა მისთვის „სიყვარულისფრად და სუნად“ შერაცხული გაზაფხულის ღამის ნიავის სურნელი. ხელები გაჭიმა, კარგად გაიზმორა, მერე უცებ გონს მოეგო და გარშემო მიმოიხედა ოდნავ დარცხვენილმა, ვინმე ხომ არ მიყურებსო. ხანდახან მაინც იმძლავრებდა ხოლმე ძველი, მორცხვი ნენე და თავს ახსენებდა მის უკვე მხიარულ პიროვნებას. თავის თავზე ჩაიცინა. -ასე თუ გავაგრძელებ, პიროვნების დისოციალური აშლილობა დამემართება უეჭველი. -ხმადაბლა ჩაიბურდღუნა და ის იყო, ყურსასმენები მოირგო და ამინდისთვის სიმბოლურად Ed Sheeran – Make It Rain ჩართო, რომ ვიღაც ამოუდგა ზურგს უკან, შემდეგ კი ბუნდოვნად ახსოვს, როგორ ააფარეს ცხვირზე თეთრი ნაჭერი, მერე კი ყველაფერი ნისლმა მოიცვა... თუმცა მელოდია მაინც ჩაესმოდა ყურში, არ იცოდა ეს სიზმარი იყო, თუ რეალობა, მაგრამ მაინც: Make it rain Make it rain down low Just make it rain Make it rain Make it rain Make it rain down low Just make it rain Make it rain.... რაც სიტუაციას უფრო ინტიმურს ხდიდა. საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა. რამდენიმე წამი თვალის გახელაც კი ვერ მოახერხა. თითქოს, წებოთი დაეწებებითათ ქუთუთოები. მიუხედავად გაურკვეველი სიტუაციისა, მაინც იცოდა, რომ ოთახში მის გარდა ვიღაც იყო, რადგან მისი მზერა სხეულის თითოეულ ნაწილს უშანთავდა. მალევე მოახერხა და თვალები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს. რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ ყელის საშინელმა წვამ არ დაანება. იმისი თავიც არ ჰქონდა, რო დაეხველებინა, საცოდავად აფართხალდა და შეეცადა, ხმა როგორმე დაეწმინდა. საშინელ განცდებში იყო, როცა ვიღაცამ წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა, არც დაფიქრებულა, ისე გამოართვა და სულმოუთქმელად გამოცალა. იგრძნო, როგორ მალამოდ მოედო წყლის წვეთები ორგანიზმს და ცოტა გამოაცოცხლა, თვალებზე გადაკრული ბინდიც ნელ-ნელა დაეწმინდა და მშვენივრად შეძლო გარემო მოეთვალიერებინა. ხის ოთახს შემფასებლური მზერა მოავლო. ვერ მიხვდა, სახლში იყო, თუ რაღაც ხის კოტეჯში. ოთახი არც ისე დიდი იყო, მაგრამ გემოვნებით კი ნამდვილად გამოირჩეოდა, მაქსიმალური მინიმალიზმით გაფორმებული ოთახი სევდიან, მაგრამ მაინც საოცარ განწყობას ქმნიდა... ისეთივე იყო, როგორიც ნენეს წარმოშობაში „სიყვარულის ფერი და სიყვარულის სუნი“ იყო... ასე წარმოედგინა ნენეს სიყვარულის სახლი... ჯერ კიდევ აღფრთოვანებული და თვალებგაფართოვებული ათვალიერებდა ოთახს, როცა მზერა მისგან ზურგითმდგან მამაკაცზე გადაიტანა, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა. ხელები ღია ჯინსის ჯიბეებში ჩაელაგებინა. განიერი მხარ-ბეჭი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა მაღალ სხეულთან ერთად, მაგრამ როცა უცნობი შემობრუნდა, ნენეს ელდა ეცა. წამში გაუქრა მის მიმართ სიმპატია და თითქოს გონზე მოეგო, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა. -გამარჯობა ნენე.-ჭექა-ქუხილივით გაისმა შიოს ბოხი ხმა ოთახში და კიდევ ერთხელ, უგზო-უკვლოდ ჩაკარგა ნენე თავის შავ უფსკრულებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.