ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი23)
-ნოე იცოდე შენ თუ ხარ...?! - ხმამაღლა დავუყვირე, მაგრამ გამაყვეტინა - თუ ხარ რა, შე ქვეშაფსია ლაწირაკო. -შე პ........ო, ვინაა შენი ლაწირაკი, გამ.........ი ფსიქოპატი, კარგად მომისმინე, სანდროს რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს არ გაცოცხლებთ, კარგად დაფიქრდი გგონია ვერ გიპოვიან? -ჩაიფსიი. გაკოცეე. - და გათიშა. -წადი შენი..... შე ნაგავო, გ...... ნაძირალა, არაკაცი. - ვღრიალებდი მაგრამ ტყუილად ვის რა უნდა გაეგო, უბრალოდ ძალიან გავბრაზდი. მერე ზურასთან გადავრეკე და სასწრაფოდ ჩემთან მოვიყვანე ის და ბიჭები, მერე ყველაფერი მოვუყევი. ზურა იმდენად გადაირია ვეღრ ვაწყნარებდით და ჩემი გინებები მოსაგონი იყო, ნიკა აქეთ-იქით გამწარებული დადიოდა, ანდრია ცდილობდა თავის მაქსიმალურად შეკავებას და ვიღაცეებთან რეკავდა. იმ დღეს რაღაც რაღაცეები გავარკვიეთ და დანარჩენი ხვალისთვის გადავდეთ, შუა ღამემდე არცერთს თვალი არ მოგვიხუჭავს, ბოლოს როგორღაც ჩაგვეძინა. დილით რომ გავიღვიძე ზურა ფანჯარასთან იდგა და ვიღაცას ელაპარაკებოდა, ანდრიას და ნიკას კი ეძინათ, ფეხზე წამოვდექი და ზურასთან მივედი, საუბარი დაასრულა. -ვინ იყო? -ჩვენი ძმაკაცია რა შენ არ იცნობ, -ჰო, კაი, და რამე ახალია? -არა, ის დებილი მანიაკი, რომ დავიჭირო ჩემი ხელით დავახრჩობ გეფიცები. -ჯერ დავიჭიროთ და მერე გადაწყვიტე რას უზამ, პოლიციის ჩარევას რომ ვფიქრობდით? -არა არ მჭირდება არავის დახმარება, -ვიცი, რომ ძალიან გიჭირს სანდრო რომ არ გყავს გვერდით, რომ იცოდე მეც როგორ მაკლია, იცოდეთ რო, თქვენს გვერდით ვარ, კაი? -იცი რომ სანდრო გაბრაზდებოდა თან ძაან მაგრა გაჭედავდა, რომ გაგიგოს რაც თქვი? -და რატო? ბავშვი აღრ ვარ, ზუურ. -ბავშვი ხარ ბავშვი. - ხელი კეფაზე დამადო, ოდნავ მომიჭირა, და ამოიოხრა. -ჩემი ძმისთვის რაც უნდა ის ვიყო, სიცოცხლესაც კი დავთმობ. - ვთქვი და ბრაზი, მომერია რომ გამახსენდა ნოე. -ახლა ყველა დავთმობთ სანდროსთვის სიცოცხლეს, მაგრამ მესმის რამდენად რთულია.... კაროჩე, შენ იქნები სახლში და ივლი სკოლაში, არავისთან არაფერს შეიმჩნევ კაი? შენ უკვე ძალიან დაგვეხმარე. -ზურა... -ლუკა დავასრულოთ, -არ მინდა ამ უაზრობაზე კამათი. -შენ მე დამიჯერე. - მითხრა და თვალი ჩამიკრა, მერე ბიჭები გააღვიძა. გადავრჩი რომ პარასკევი იყო სკოლაში წასვლაზე ფიქრი ხო ზედმეტი იყო, თამუნაზე ფიქრს ხომ საერთოდ ვერ ვბედავდი. ბიჭები შუადღისას წავიდნენ, სახლში ისევ მარტო დავრჩი, ათი წუთი ტყუილუბრალოდ დავყიალობვდი სახლში, მერე ტელევიზორი ჩავრთე არაფერი საინტერესო არ იყო, ამიტომ მუსიკა ჩავრთე დაბალ ხმაზე და სავარძელში დავჯექი, გამახსენდა როგორ უსმენდა ადრე ნიაკო ძველ, ქართულ სიმღერებს, მერე ცეკვავდა, მღეროდა, მას დედაც აყვებოდა და მშვენივრად ხალისობდნენ, თუ მამა კარგ ხასიათზე იყო მასაც აიყოლებდნენ და იცინოდნენ, მე კი ვიდეოებს ვუღებდი. ვიდეოებიიი! უცებ დამარტყა თავში, "დისკები", უცებ ავირბინე ნიას ოთახში და ძებნა დავიწყე, მერე გამახსენდა, საწოლის ქვეშ, ყუთებში ინახავდა ნივთებს, ერთ-ერთ ყუთს ზევიდან, ყვითელი საღებავით ეწერა: " - დუეტი - პრინცესები" , გამეცინა და ყუთი გავხსენი, აქედან უმეტესობა ნიას ნამღერი იყო, ყუთი ჩამოვიტანე და რიგრიგობით მოსმენა დავიწყე, ვუყურებდი დედის და მამის გაბრწყინებულ სახეებს, და ვხვდებოდი როგორ მომენატრნენ, ეს იყო რაღაც ჯოჯოხეთური ცეცხლი რომელიც მთელ გულს მოსდებოდა. მერე თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა, მიმოვიხედე, ირგვლივ ხომ არავინ იყო, ვიდეო გრძელდებოდა, ეს სიცილის ხმა, ეს ღიმილი, ყოვლისმთქმელი თვალები, მეტი აღარ შემიძლია, ჯანდაბა, ცუდად ვარ, ახლა უკეთ მივხვდი ნია რასაც გრძნობდა ამდენი ხანი, ახლა ვიგრძენი ის ტანჯვა რაც მას ამდენი ხანი კლავდა, ხელები თმებში შევიცურე, თმები მუჭაში მოვიქციე და თითქოს სათითაოდ დაგლეჯას ვაპირებდი მოვქაჩე, მერე სახიდან ცრემლები მოვიშორე, ჩემს წინ მაგიდაზე ჭიქას მოვკარი თვალი, უცებ ვწვდი და ტელევიზორის მისამართით ვისროლე, თვალებში ცრემლები ჩამდგომოდა ამიტომ ვერაფერს ვარჩევდი. ჭიქა ნამსხვრევებად იქცა და ძირს დაეცა ნამსხვრევები, მაგრამ ის ხმები კიდევ ისმოდა, თვალებიდან ცრემლები საბოლოოდ რომ მოვიშორე შევამჩნიე რომ ტელევიზორს კი არა კედელს მოხდა ჭიქა, მივირბინე და ტელევიზორი სწრაფად გამოვრთე. მერე ჩემს ოთახში ავირბინე, სასწრაფოდ სააბაზანოში შევვარდი, ცივმა წყალმა თითქოს ცეცხლის ჩაქრობა სცადა და ეს ნაწლობრივ გამოუვიდა კიდეც. ისევ დაბლა ჩავედი, მაცივრიდან ლუდი გამოვიღე, იქვე მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი და ლუდი მოვიყუდე. უცებ ტელეფონის ზარმა გამაკრვირვა, აი ტელეფონს რომ დავხედე ამან საერთოდ გამაოგნა, მაგრამ ბევრი ფიქრი არ დავიწყე ეგრევე ვუპასუხე, -ალო?! -ხომ მშვიდობაა თამუ? -არა, კიი, ჰო მშვიდობაა უბრალოდ მაინტერესებდა ნიამ თუ დაგირეკა. -არა არ დაურეკავს, ან როგორ დარეკავდა ჯერ ნომერი არ ექნება, -ჰო, მაგრამ არც მოუწერია. -მოიცა ვნახავ და გადმოგირეკავ. -კაი. გათიშა, მერე მე facebook - ში შევედი, თვალები გამიბრწყინდა რომ დავინახე "active now", და ეგრევე მივწერე. -რატომ არ დარეკე? - სულმოუთქმელი ველოდი პასუხს, ცოტაარიყოს შემეშინდა. -ნომერი არ მქონდა, თან ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა, დღეს კი ნინიმ დილიდან საყიდლებზე გამიყვანა. ჩემს თავზე ვბრაზობ რომ ვერ დავრეკე, არ გამიბრაზდეთ რა. - ჩემი სულელი, ყოჩაღ ნინიკოს, ზუსტად ისე ხდება როგორც მე და ნიტამ ჩავიფიქრეთ, -არაუშავს, არ ინერვიულო, მოგწონს პარიზი? -რათქმაუნდა. მაგრამ მე მაინც ჩემი ბათუმი მირჩევნია. ხო ხვდები არა? -კარგია, თამუნა საღამოს მოვა და თუ დაურეკავ გაუხარდება, თან ძალიან ანერვიულებულია, აქამდე რატომ არ დარეკა ან რატომ არ მომწერაო. - თამუნამ რაც არ უნდა იყოს პირველი თვითონ დამირეკა, ამიტომ ახლა ჩემი ჯერი იყო. -კაი, საღამოს 9-ისთვის დავრეკავ არ დააგვიანოთ, -უკაცრავად, მაგრამ 9 საათია ჩვენთნ 11 თუ 12 ია, ზუსტად აღარ მახსოვს, -ხოო, როგორც არის, მაშინ მომწერეთ და დაგირეკავთ. -კაი, საღმომდე, ჭკვიანად. -კაი, გკოცნი. დავseenე და გამოვედი, მერე სწრაფად ტელეფონი მოვძებნე და თამუნას დავურეკე, -გისმენ. -თამუნა ნიამ საღამოს დავრეკავ დსა თამუნაც ხო მაქ იქნებაო, და კი თქო ვუთხარი, რას იზამ? -ჩემს მაგივრად რომ არ გადაგეწყვიტა არა? - ვიცი ასე მეუბნებოდა, მაგრამ გულში მაინც კმაყოფილი იყო. -ანუ? -არ ვიცი ვნახოთ. -ახლა რომელია საათი? -რა? ეგ რა შუაშია. -ჰეე თქვი -5ს აკლია 3 წუ.. მოკლედ 5 ია, რა იყო? -ანუ ფიზიკაზე მიდიხარ? -რა იყო -არაფერი მერე გამოგივლი და ერთად წამოვიდეთ. -არ მჭირდება, თვითონაც მოვახერხებ როგორმე. -მოსაღამოვდება მერე, -მერე შენ რა? -კაი დაგირეკავ ერთ საათში, დედაშენს მე დავურეკო თუ შენ დაურეკავ? -შენ დაურეკე, ახლა უნდა შევიდე მასწავლებელთან, -ჰო კაი. - გავთიშე და ხმამაღლა ამოვისუნთქე, ესეც გადავაგორე, მაგრამ ისე რატო იქცევა ვითომც არაფერი? კაი მაგას მერე მივხვდებით, მანამდე ანდრიას დავურეკავ. -ჰო ძმა, -ანდრია რამე ახალია? -არაფერი ლუკ, შენთან რა ამბებია? -არაფერი, რა, მეორე დღეა რაც ნიაკო წავიდა, მარა რაღაცნაირად ვარ რა. -ჰოო, ეგ ეგრეა. -იცოდე თუ რამე მოხდა და არ მეუბნებით, მაგრა გამიტყდება. -შენ ხოარ გაჟუილებს? რას უნდა გიმალავდე, შენ ისეთი ხარ იქით უნდა გკითხო. -იმედია არც მომავალში დამიმალავთ. -იმედია?! კაი წავედი ახლა, გადარბენებზე ვარ რა ამ ბესომაც ხომ თავის სამსახურით გაახურა, -მაგ საქმეში ნიკაც იქნება ჩართული, -ჰო აბა? ერთი მარტო რო მივედი, ეგრევე გაჭედა ნიკა სადააო. მაგან რომ იცოდეს რა ამბები ხდება, გაჭედვა მერე ნახე. -ბიჭო "ბესო ძია" მაგარი კაცია და დაუჯერე არ ინანებ. -ჰოო, მამაჩემია რა. -კაი მიდი. -კაი. ბესო აბაშიძე, ანდრიას მამა და ნიკას ბიძიაა, ნიკას მამა საზღვარგარეთ რომ წავიდა, ნუ იქ ცალკე ისტორიაა, სულ ბესო იყო მის ადგილას, "უმამობას" არასდროს გრძნობდა. ამიტომ ანდრია და ნიკა ძმებივით იზრდებოდნენ, და არიან კიდეც. თამუნასთან წასასვლელად სახლიდან ადრე გავედი, თან გზაში დედამისსაც დავურეკე, რათქმაუნდა დავითანხმე, ცოტა ხნით ზღვის პირზეც გავედი, ნიაკოს საყვარელ ადგილას, მახსოვს ყოველი ატირებული ნია რომელიც მარტო იჯდა ზღვის პირას თან ყოველთვის ერთი და იმავე ადგილზე. თამუნას რომ დავურეკე 7 ის ათი წუთი იყო, - ჯანდაბა დავაგვიანე. -თამუნა სად ხარ? -წამოვედი უკვე, -და სად ხარ? -უკვე შენ სახლთან, -კაი -სულელო. ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი გათიშა. სახლის კარის სახელურს ჩავჭიდე ხელი დაგაღება ვცადე, როგორც ჩანს თამუნას გადაეკეტა, მერე დავაკაკუნე, ხელით ხედელს დავეყრდენი და დაველოდე. კარი რომ გააღო თვალებში არ შემოუხედავს, მიტრიალდა და წავიდა, მეც შევედი, მოსასხამი ჩამოვკიდე და "მისაღებში' შევედი, ის კი სამზარეულოში იყო, მიტრიალებული და ჭურჭელს რეცხავდა. მაგიდაზე სადაც გუშინ დისკები დავყარე და ყუთი ძირში დავაგდე, ყუთის გარდა არაფერი იყო, ყუთში დისკები ჩაეწყო, მინის ნამსხვრევები იატაკზე რომ ეყარა, ის ადგილიც დაელაგებინა არც ერთი მინის ნამცეცი აღარ ეგდო, ყუთს ხელი მოვკიდე და მაღლა ავიტანე, თან მოუსვენრად ვიყავი იმ მაისურში და გადავიძრე, ჯინსის მაგივრად კი "სპორტული" შარვალი, ჩავიცვი. მერე დაბლა ჩავედი და ტახტზე მოვკალათდი. თამუნას არც კი შემოუხედავს. ძალიან მეშლებოდა ნერვები ასეთ თამუნაზე, მაგრამ რა ვქნა ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ამიტომ ისევ ვდუმდი. -მშია. -ვიცი. -რა გვაქვს? -კარტოფილი -შევჭამ, თეფშზე კარტოფილი დაყარა რომელსაც ორთქლი ადიოდა, მერე მაგიდაზე დადო თეფში და მაცივრისკენ მიტრიალდა, მწვანე ტყემალი, მაიონეზი და წიწაკა დაალაგა მაგიდაზე, შემდეგ კიბეებისკენ წავიდა, - ჭამე. -თქვა და კიბეებს აუყვა. -შენ არ გშია? -არა - მკვახედ მომიგო და კიბეზე ავიდა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან გემრიელი იყო, მადა დამეკარგა და მხოლოდ ნახევარი ვჭამე, მაგიდა შეგნებულად არ ავალაგე, აბა ისე აქ არ გაჩერდებოდა. -დავასრულეეე - დავიყვირე რომ გაეგო, ორი წლის ბავშვივით კი ვიქცეოდი, მაგრამ. ველოდი რომ ჩამომძახებდა - პირიც ხომ არ დაგბანოო, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მოვდივარო, ისევ ჩამოვიდა მაგიდა აალაგა, ჭურჭელი ონკანში ჩააწყო, მაგიდა გადაწმინდა, მე კი ამ დროს მივედი და კიბეზე დავჯექი, იქიდან ვუყურებდი, როგორ უხასიათოდ აკეთებდა ამ ყველაფერს, სიჩუმით უნდოდა ჩემი გადარევა, ჭურჭელი რომ გარეცხა და ხელები შეიმშრალა აქით წამოვიდა, ეგონა "მდივანზე" ვიჯექი ამიტომ არ მელოდა, ფეხზე წამოვდექი და მის წინ აღმოვჩნდი, დაიბნა, მაგრამ თვალს მაინც ვერ მისწორებდა, თავშეკავებას ცდილობდა. -თამუ. -ზევით მივდივარ, -თამუნაა -გამიშვი -შემომხედე. -გამატარე. -არ გესმის? შემომხედე - ხელები მხრებში ჩავჭიდე და წასვლის საშუალებას არ ვაძლევდი. -ლუკა, გეყოფა -ნერვები არ მომიშალო. თავი დახარა და ... -მოიცა შენ რა ტირი? - მივხვდი რომ ისევ ძალიან ვუხეშობდი, ამ ბოლოს რა მომდის მეც კი ვერ ვხვდები. -შემეშვი, - ხელები აიქნია, მაგრამ მაინც არ გავუშვი, მერე კი რომ დამშვიდდა, ხელები გავუშვი, მერე მის ნიკაპს შევეხე რომელიც დასველებულიყო მისი ცრემლებით, თამი წამოვაწევინე, მაგრამ თვალები მაინც დაეხარა, -თამუნა. - ვუთხარი და მისი სახე ხელებში მოვიქციე, - თუ რამე არასწორად გავაკეთე, -მოდი არ გვინდა ამაზე საუბარი. - გამაწყვეტინა, ერთი სული ჰქონდა როდის დამისხლტებოდა ხელიდან. მერე გულზე მივიხუტე და შუბლზე ვაკოცე, -გახსოვს რაზე შევთანხმდით? თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. -არც ერთი ცრემლი არ ვნახო შენს თვალებზე. - უკვე აღარ შემეძლო ასეთი უსუსურის ნახვა და გავუშვი. მაშინვე ავიდა ნიას ოთახში. რამდენიმე საათი ასე ვიყავით მე ქვევით ფილმს ვუყურებდი ის კი ნიას ოთახში იყო, ბოლოს თამუნამ დამიძახა. -ლუკაა, -ჰოო? -ნია რეკავს. -მოვდივარ. რომ შევედი თამუნამ მერე უპასუხა, მერე კი საწოლზე ჩამოჯდა, მე კი კომპიუტერის წინ ვიჯექი, როგორ ხარ ფსიხო? -კარგად შენ? -მეც კარგად, -წეღან თამუნას მოვკარი თვალი სად წავიდა? -აქ ვარ, - უპასუხა ნიას, სკამიდან ავდექი და ვანიშნე დამჯდარიყო, მე კი მაგიდასთან მდგომი სკამიმივიტანე და გვერდით დავჯექი. -მეჩვენება თუ ნამტირალევი ხარ? -საიდან მოიტანე? -მაგას ცალკე მომიყვები იცოდე. -კაი -ბიჭო წავედი თუ არა ჩაიგდე არა გოგო მარტო ხელში, მე შენ გიჩვენებ როგორც უნდა. -კაი გეყოს, მაქ რა ხდება? ........ მოკლედ დიდი ხანი ვილაპარაკეთ ბოლოს კი რომ გათიშა, თამუნასთვის არაფერი მითქვამს ისე გამოვედი ნიას ოთახიდან, არ მეძინებოდა, და ისევ დაბლა ჩავედი, ფილმს ვუყურებდი, თან ლუდს ვსვამდი. ///////////////////////////////////////////////////////// ლუკას და თამუნას რომ ველაპარაკე რაღაც არ მომეწონა, მაგრამ მივხვდი რაც ხდებოდა და თამუნას მოყოლის შემდეგ ჩემი ეჭვები გამართლდა კიდეც, რამოდენიმე რჩევა მივეცი და გავამხნევე. თანდათან ფრანგული ვისწავლე, უფრო სწორედ ალექსმა მასწავლა, ოლივერი და ალექსი ჩემი ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ. მე ხომ იცით ყველაფრით ვარ დაინტერესებული, ამიტომ მრავალ საქმიანობას დავეუფლე. დრო ისე სწრაფად გადიოდა, დრო მცირედი დასვენებისთვისაცკი აღარ მრჩებოდა, უნივერსიტეტით ხომ ვიკავი დაკავებული, გამოცდები და ასე შემდეგ, ამავე დროს დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე - რადგან შეიძლებოდა მსახიობიც გავმხდარიყავი და ეს დამჭირდებოდა, და არამხოლოდ, მუსიკა ძალიან, ძალიან მიყვარდა, გავხდი მოდელი - რაც დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ საქმე მოითხოვდა ასე. იქ ყოფნის მესამე წელს ნინიკო და მაქსი დაქორწინდნენ, ქორწილი? არა ეგრე გრანდიოზულად არა, მხოლოდ მე ნინიკო, მაქსი, ოლივერი, ალექსი, და რამდენიმე ახლო მეგობარმა ავღნიშნეთ, გრანდიოზულს მომავლისთვის შემოვინახავთო გადაწყვიტეს. აქედან მუდმივად ვკითხულობდი ჩემებს, მაგრამ ისე ხშირა ვერა, თან მხოლოდ ტელეფონით, ან სოციალური ქსელით. მიხაროდა რომ ნინიკოს და მაქსს იმდენად აღრ ვაწუხებდი რადგან ასე თუ ისე ახლა ჩემი შემოსავალი მქონდა. უნივერსიტეტი რომ დავასრულე, არ ვიცი ეს როგორ აგიღწეროთ, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, უკვე ცოტა მაკლდა საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე და მე დამოუკიდებლად მივაღწევდი ამ ყველაფერს. არ გაინტერესებთ პროფესია? ზუსტად რომ გითხრათ, მე უკვე ადვოკატი ვარ და შევძლებ დავიცვა ადამიანები, ისინი ვისაც ჩგრავენ და ასე შემდეგ, პროფესია მაქვს და არაერთ სფეროში ვმოღვაწეობ უკვე ასე ვთვლი, რადგან რამდენიმე პატარა როლში მივიღე მონაწილეობა, ახლა კი რაღაც გრანდიოზულის მოლოდინში ვარ, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ არის მაგრამ, როგორც კი გავთავისუფლდი უნივერსიტეტისგან, მეორე დილითვე ვუთხარი დეიდას რომ ბათუმში მივდივარ და აზრი არ აქვს არანაირ რჩევას, ყველაფერს დავეთხოვე დროებით, ყველაფრისგან გავთავისუფლდი და ბათუმისთვის მოვემზადე. ნინიკოს რათქმაუნდა არ სიამოვნებდა, მაქსი რატქმაუნდა დამთანხმდა, არ გაგიკვირდეთ, მამასავითაა ჩემთვის, რაც ჩემთვის გააკეთა, არ ვიცი როგორ ვთქვა, უბრალოდ საუკეთესოა. ხო მართლა ნინიკო მოპუტკუნებული იყო უკვე 3 თვის ფეხმძიმე იყო, ამიტომ ვორჭოფობდი თავიდან, და ვერ ვეუბნებოდი, მაგრამ რა ვქნა აღარ შემიძლია. არავისთვის არ მითქვამს რომ ვბრუნდებოდი, გადავწყვიტე არავის არ სცოდნოდა, თან ოლივერს წავიყვანდი, ალექსი სამწუხაროდ დაკავებული იყო, ოლივერს რომ შევთავაზე გადაირია ისე გაუხარდა, საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა. თან სულ მამხიარულებდა, მის გვერდით ხომ ადამიანი ვერ მოიწყენდა. ცოტა დარჩა დასრულებამდე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ჯერ ხომ არ მინდა დასრულება და მერე მეორე, ვერ ვხვდები როგორ დავასრულო, ისე რომ რეალობას შეესაბამებოდეს. ჰო მართლა რას ურჩევთ თამუნას და ლუკას? ეს ისე მაინტერესებს. იმედია მოგეწონებათ ეს თავი. თქვენი ჭურუმე.... მიყვარხართ ყველა...<3 ჰო კიდე, ჯერ იმხელა არ ვარ რომ ძალიან გამართული ისტორიები ვწერო, პაწუკელა ბაგანა ვარ ნუ გადამივლით, მეტი პოზიტივი ხალხო, კარგი მხრიდან შეხედეთ რა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.