შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

CRUEL მეორე თავი +18 ( BDSM/ WORLD/ LGBT )


9-07-2017, 20:55
ავტორი sarahcastle
ნანახია 2 307

თავი 2
სკოლა. ადგილი, რომელსაც ჰარი ვერ იტანდა. 16 წლამდე ყველა ბავშვი რათქმაუნდა ერთად სწავლობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გაყოფა ხდებოდა საბმისივები ცალკე სწავლობდენ, დომინატები ცალკე. ის რომ ლუი მისი ძმა იყო და თანაც დომიანტი, მისთვის ცხოვრებას ამარტივებდა… ყველა დომინანტი ხომ მათ ზევიდან უყურებათ, თითქოს მათში მომავალი საბმისივების დანახვას ცდილობნენ, ხოლო იმის გამო რომ ლუი მისი ძმა იყო არავინ ეხებოდა.
-სთაილს!-კბილებში სცრავს მის გვერდით მჯდარი ზეინი-იცოდე თუ ისევ დაბალ ქულას ავიღებ, მოგკლავ!
-დიდი ამბავი, სულ ერთხელ მოგეცი არასწორი პასუხები.-ამოიბუზღუნა ჰარიმ და კალამი ამოიღო, შემდეგ კი მისი მეგობარი კრიტიკული მზერით შეათვალიერა.
-ერთხელ არა?! 60 ქულიან ტესტში 0 ქულა ავიღე შენს გამო! ყველა პასუხი არასწორი მითხარი!
-ტვინი გაანძრიე და ისწავლე სანამ დრო გაქვს!-თვალებს ატრიალებს ჰარი-მერე…
-საბმისივებს სწავლა არ სჭირდებათ- ლუღლუღებს ზეინი და მზერა უშტერდება.
-ფიქრობ რომ საბმისივი იქნები?- კრთება ჰარი და ზეინს გაოცებული მზერით აჯილოდოვებს.
-არ ვფიქრობ, ვიცი, იმიტომ რომ ყველა ამას მიმეორებს. მაგრამ რათქმაუნდა მე ეს არ მინდა. არ არავის უნდა.
-ახლა მათ ჯინაზე დომინატი რომ აღმოჩნდე -იცინის ჰარი. გაყოფისას თუ რომელი აღმოჩნდები ეს ყველასთვის გაურკვეველია, არავინ იცის როგორ ხდება ადამიანი დომინანტი ან საბმისივი. ამდენი წლის, ამდენი კვლევის შემდეგაც არავინ იცის როგორ ირჩევს ორგანიზმი სხვას დაემორჩილოს თუ სხვა დაიმორჩილოს. მუქი ყავისფერი სამაჯური რომელიც სახელს მალავს მაჯაზე, არის იმის ნიშანი რომ დაკავებული არ ხარ და ძებნის პროცესში ხარ ხოლო შავი ნიშნავს რომ დაკავებული ხარ. ვითომ არაფერი მაგრამ ეს ორი ფერი ბევრ რამეს ცვლის ხოლმე.
-ყველამ მოკეტეთ!-ყვირის მისტერ მარშლოუ და ყველა წამებში ჩუმდება და იძაბება, ვერავინ ვერ იტანს დომინანტ მასწავლებელს, იმიტომ რომ უწევთ დაემორჩილონ -ტესტებს ჩამოვარიგებ, მაგიდებზე მხოლოდ კალმები გედოთ. ვინეს შევამჩნევ რომ გვერდზე იხედება და თვალებს გამოვთხრი!
-სერ, ალექსანდრა არ არის…
-ალექსანდრას დღეს გაყოფა აქვს, ამის გამო სკოლაში არ მოვა და ამ საზოგადოებას კიდევ ერთი უჭკუო საბმისივი შეემატება, რომელიც მისი ჭკუით მისივე უფლებებისთვის იბრძოლებს სანამ ვინმე არ დაიმორჩილებს-თვალებს ატრიალებს მარშლოუ.
-ისე ამბობთ თითქოს თქვენი შვილი საბმისივი არ იყოს!-ვეღარ ითმენს ჰარი. არა, ის ალექსანდრას არ იცავს, ალექსანდრა იმ ხალხს მიეკუთვნება, რომელსაც ყველა ამცირებს, ხოლო ჰარი ელიტას, იმ ხალხს რომელიც სხვას ამცირებს და მას არაერთხელ დაუმცირებია ალექსანდრა სიღარიბის გამო, არაერთხელ დაუმცირებია და მის თვალებში ჩამდგარი ცრემლები უნდახავს. ყველას ფეხებზე კიდია რომ ზეინი ალექსანდრას ძმაა და ისინი არაიდენტური ტყუპები არიან, რადგან ზეინს არასდროს დაუცვია მისი და. ზეინი ბიჭია, ესეიგი უფრო დიდი შანსი აქვს ალექსანდრაზე, რომ დომინანტი გახდება. არა, ზეინს თავიდან სურდა რომ ალექსანდრა დაეცვა, მაგრამ ალექსანდრამ უარი თქვა. ზეინი ჰარის დამსახურებით უკვე ელიტაში იყო, იმისდამიუხედავად რომ მდიდრი არ იყო… ალექსანდრას არ სურდა, რომ ძმას იგივე გამოეცადა, რასაც თვითონ განიცდიდა..
-ამიტომაც ვეძებ მდიდარ დომინატს, რომელსაც ის მოეწონება და მასში ფულს გადამიხდის , სთაილს!-კბილებში სცრავს მარშლოუ- ასე რომ მოკეტე, სანამ ფეხებზე დამიკიდებია რომ ხვალ შენი გაყოფაა და სანამ გაყოფისას შენს სტატუს არ მიიღებ, შენი დასჯა არ შემიძლია.
-არც მერე შეგეძლებათ, არავინ მოგცემთ უფლებას რომ ვინმე სცემოთ! დომინანტს ვერ სცემთ! არ გაქვთ უფლება.
-ჰარი, გაჩუმდი, გთხოვ- მხარი გაჰკრა ზეინმა და ამოიჩურჩულა, როდესაც მარშლოუს თვალებში ნაპერწკლები დალანდა.
-დარწმუნებული ხარ რომ დომინატი გახდები ჰარი?-ჩაიცინა მასწავლებელმა და ჰარი შეკრთა, როდესაც მასწავლებელი მის მერხს მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა- გოგოსავით წითელი ტუჩები, კულული თმები, შენი გულუბრყვილობა, შენი ემოციების გამომჟღავნება… უეჭველი საბმისივი იქნები.
-რომც ვიყო, თქვენ უფლება არ….
-სამბისივების კლასში ყველაფრის გაკეთება შემიძლია, ჰარი- დამცინივად გახედა მასწავლებელმა, გასწორდა და მისი მაგიდისკენ გაემართა- ერთადერთი არ შემიძლია მათთან სექსით დავკავდე, მაგრამ დამიჯერე შენს დასაჯელად ამის გარეშეც მოვიფიქრებ რამეს!
-უკაცრავად , რომ დავაგვიანე- უეცრად ალექსანდრას ხმა გაისმა- დირექტორმა უფლება მომცა, ბოლოჯერ დავესწრო თქვენ კლასს.
ჰარიმ გაოცებულმა აწია თავი და ალექსანდრას შეხედა, მასწავლებელი მისკენ შეტრიალდა რომ ეჩხუბა, მაგრამ გაოცებით დააშტერდა გოგონას სამაჯურს. მუქი ყავისფერი სამაჯური, მარჯვენა მაჯა. აი რატომ ჩანდა მისი ხმა ასე თავდაჯერებული.
-დ..დომიანტია-ლუღლუღებს ზეინი და დას გაშტერებული შეჰყურებს.
-მოიცა,ზეინი ხომ მისი არაიდენტური ტყუპია… მაშინ ის რატომ არ გაიყო?-იკითხა ვიღაცამ, ჯერ კიდევ არავის სჯეროდა რომ ალექსანდრა შეიძლება დომიანტი გამხდარიყო. აი მარშლოუმ კი ალექსანდრა უკვე თანასწორად აღიქვა და ღიმილით მიუთითა მისი ადგილისკენ.
-ზეინ?-დაბნეული აშტერდება ჰარი მეგობარს-დედაშენს ხომ მშობიარობა გაუჭირდა და რამდენიმე საათის შემდეგ გაჩნდი?
ალექსანდრა ჰარის და ზეინის მერხს უახლოვდება და ჰარი თავს ხრის, იმიტომ რომ ალექსანდრა უკვე აღარაა ის გოგონა, რომელსაც ამცირებდნენ. ახლა ის დომიანდტია და ჰარის არ ესმის, რატომ… რატომ ხრის თავს. თითქოს გოგონას აურა მასზე მოქმედებს და თავს ახრევინებს.
გოგონა ზეინის წინ ყავისფერ ტყავის სამაჯურს დებს და ოდნავ უღიმის, ზეინი ქვევიდან უყურებს დას.
-5 წუთში შენი გაყოფა დაგეწყება, დედასთვის უნდა დაგეჯრებინა როდესაც გითხრა სახლში დარჩენილიყავი, საჭირო ოთახში წადი.
ზეინი უხმოდ დგება, სამაჯურს იღებს და კარიკსენ მიემართება.
-ტესტირებაზე მაინც შემოდი-დამცინავად წარმოთქვამს მარშლოუ, იმიტომ რომ აინტერესებს ვინ იქნება ზეინი. ჰარი თავს ვერ წევს, მერხს ჩაშტერებია რადგან ალექსანდრას მძიმე მზერას გრძნობს.
ტესტირება იწყება.
5 წუთი გადის. ჰარი კედელზე დაკიდებულ საათს შეჰყურებს. ზეინის გაყოფა უკვე დაიწყო.
კიდევ ხუთი წუთი გადის. არაფერი ხდება. წუთი წუთს ენაცვლება, ზეინი კი არ ჩანს.
-მისტერ მარშლოუ, შეიძლება გავიდე და გავიგო ჩემი ძმა როგორაა?-ხმას იღებს ალექსანდრა, მარშლოუ უბრალოდ თავს უქნევს, მაშინ როდესაც ვინმე სხვას რომ ეკითხა მთელს სკოლას თავზე დაამხობდა და არ გაუშვებდა. ალექსანდრა ფეხზე დგება და კარისკენ წასვლას აპირებს, როდესაც კარი იღება და ყველა ზეინს აშტერდება. მარშლოუს დამცინავი ღიმილი იზრდება, ალექსანდრა ოხრავს. ზეინი თავს წევს და მის თვალებში ჩაგუბებულ ცრემლებს ვამჩნევ, მის ლოყებზეც უკვე მოცურავს რამდენიმე წვეთი ცრემლი. მის მარცხენა მაჯას კი მუქი ყავისფერი სამაჯური ამშვენებს. ვხედავ როგორ უჭირს ფეხზე დგომა, ცრემლების ბოლომდე შეკავება, როგორ მუშტავს ხელებს… მას ეს არ სურდა. არავის სურს საბმისივობა… ის კი საბმისივია.
ალექსანდრა სწრაფად მიდის და ძლიერად იხუტებს ძმას. ზეინი ერთადერთია ვინც გაბედა ვინმეს შეყვარება გაყოფამდე. ყველამ იცის რომ სხვებთან მეგობრობის გარდა 16 წლამდე არაფერი არ უნდა აკავშირებდეთ, იმიტომ რომ მათვისვე იქნება შემდომ მტკივნეული.
ზეინმა კი ეს “წესი” დაარღვია, ამიტომაც ეს მისთვის ორჯერ უფრო მტკივნეულია.
-შეიძლება ჰარი რამდენიმე წუთით გავიყვანო?-კითხულობს უეცრად ალექსანდრა , მარშლოუ გაღიზიანებული უქნევს თავს , მაგრამ არაფერს ამბობს. როდესაც ჰარი , ზეინი და ალექსანდრა კლასიდან გამოდის ,ალექსანდრა ზეინს თხოვს რომ სკოლის შესასვლელთან დაელოდოს, ის უბრალოდ თავს უქნევს, ჰარის ემშვიდობება და სკოლის შესასვლელისკენ მიდის.
-გილოცავ-ლუღლუღებს უეცრად ჰარი, რადგან არც კი იცის რა უნდა უთხრას მას- გილოცავ რომ დომიანტი ხარ.
-შენ კი გითანაგრძნობ-დამცინავ ხმაზე ჰარი კრთება და გაოცებულ მზერას უსწორებს გოგონას- გაყოფა როდის გაქ?
-2 დღეში-დაბნეული პასუხობს ჰარი და კრება როდესაც ალექსანდრა შემფასებლურად ათვალიერებს.
-ერთი კვირა გაქვს , რომ შენს მშობლებს დაემშვიდობო. ერთი კვირის შემდეგ მოვალ რომ წაგიყვანო.
-რა ?-სუნთქვა ეკვრის ჰარის, ალექსანდრა ამას ამჩნევს მაგრამ ყურადღებას არ აქცევს-რაზე ლაპარაკობ?!
-ჩემს მაჯაზე შენი სახელი და გვარი წერია-ცივად პასუხობს გოგონა- ერთ კვირაში შენს წამოსაყვანად მოვალ.
-არა, ეს შეუძლებელია!-კბილებში ცრავს ჰარი- მე დომიანტი ვიქნები.
-5 დღე.- დღეებს ამცირებს ალექსანდრა და თვალებში უყურებს.
-დ..დამიმტკიცე! მანახე!-ჰარიმ იცის რომ ამის მოთხოვნის უფლრბა არ აქვს, იმიტომ რომ მაჯაზე ამოშანთულ სახელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახულობენ როდესაც ძალიან საჭიროა, რადგან მისი ნახვა სირცხვილად ითვლება.
-არ მჭირდება არაფრის დამტკიცება-ცინიკურად წარმოთქვამს ალექსანდრა-3 დღე გაყოფიდან, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. მიეჩვიე იმ აზრს ჰარი რომ საბმისივი გახდები, ჩემი საბმისივი და იქნებ ისეთი სასტიკიც არ ვიყო, როგორ სისატიკესაც იმსახურებ.
გოგონა ქუსლებზე ტრიალდება და მიდის. ჰარი ხედავს, როგორ იხუტებს შესასვლელში მდგარ ზეინს და როგორ გადიან სკოლის ეზოდან.
-არა-კბილებში ცრავს - მე დომიანტი ვიქნები, აი ნახავთ!



№1 სტუმარი ლონდა დმ

ნეტავ დომინანტი იყოს მაგრამ საბმისივი იქნება

 


№2 სტუმარი Lanu

Neta vin ikneba rogor mainteresebs

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ორი ე დომინანტი არ შეიძლება იყოს?ხომ შეიძლება გამონაკლისი მოხდეს.როგორ მინდოდა ზეინი სამბისივი არ ყოფილიყო.საინტერესოა
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი ენემი

აუუ ჰარი არ მინდა რომ საბმისივი იყოს :( მალე დადე ახალი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent