1998 #ქაოსი
ჩოლოყაშვილი? მაგრად იცემა. იცემა, კი არა, გაილახა. გაილახა კი არა, დალილავდა. დანარჩენი ოთხი ბიჭი? ეგენი გამოწერეს ნეტა დღემდე? ჰო, მიხვდი ალბათ. *** -ჰო. რა ქენი იმათთან. -რა უნდა მექნა, რა ყ** კითხვები გაქ. -ძაან ცემე? ბიჭო, ჩაგსვამენ. -ფეხები არ მომჭამონ. რაც დაიმსახურეს ის მიიღეს. ფუ ჩემი... პატარა გოგოს... როგორ... -ხო, მაგარი და*ლევებული სასტავია. მისმინე, წეღან დავინახე. მამაშენი გამოდიოდა ჩვენი სკოლიდან. რამე ხო არ ხდება. -ააა, ისეთი არაფერი. დაივიწყე. -სერიოზულად? -ჰო, გადავყავარ ამ ჩემისას მგონი სხვაგან. -ვინ შენისას. -მამაჩემს ბიჭო, შენ რაღაც ვერ... -კაი, წავედი. შენ გარდა სხვა საქმეებიც მაქ. დაიკიდე რა ეგენი, არაფრის *რაკი აღარ ექნებათ. ანასტასიასთან წადი. -გაიხარე. ალექს... მადლობა. -რისი მადლობა, გაგინებ ეხა იცოდე. დავაი, ეხა. -კარგად. *** ფალავანდიშვილი ამ ამბების მერე ანასტასიას სახლში რომ მივიდა, ის გოგო იქ არ დახვდა. ტელეფონზე ურეკავდა და არ პასუხობდა. *** თავის თავს წყევლიდა გულში ნიკო. როგორ ვერ მოარიდა იმ ჭორებს, რაც ანასტასიაზე დადიოდა... ალბათ სირცხვილისგან არ იცის სად წავიდესო. ,,მაინც გიპოვი, ჩემო პატარა. როგორ შეგაშინეს... როგორ გაგამწარეს... ჩემი ოქრო, ჩემი ფერია." ურეკა, ურეკა და არსად გამოჩნდა. მერე გაახსენდა. მტკვართან სეირნობა უყვარდა. *** ეს ადგილი კარგად დაიმახსოვრე, შენ, ვინც ამას ახლა უსმენ, ეს ნიკოს და ანასტასიას შეხვედრის ადგილია. ერთმანეთს აქ ხვდებიან ხოლმე. სროლაც აქ იყო. მოდი, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. *** მტკვრის სანაპიროზე ყველგან ეძებდა, ყველგან. ვერსად აგნებდა. მეორე სანაპიროსკენ გაიხედა და მაშინვე შეამჩნია მოაჯირზე მჯდარი გოგონა, რომელსაც ფეხები მდინარის მხარეს გადაედო. -ტასო... ტასო, რას აკეთებ! გოგონა თითქოს გადასახტომად ემზადებოდა. ყველაფერმა აზრი დაკარგა ნიკოსთვის ერთ წამში. მხოლოდ მას ხედავდა. თავისას. ტასასოს. რომელსაც მხოლოდ ერთი ნახტომი... ერთი მოძრაობა სჭირდებოდა. და სამუდამოდ ჩამოშორდებოდა ნიკუშას. -ტასო! ტასო! გაუაზრებლად ყვიროდა ფალვანდიშვილი. არაადამიანურად ღრიალებდა და ამავენაირად მირბოდა, რომ როგორმე მიესწრო. მიესწრო, სანამ გოგონა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა. -არა, ტასო! გეხვეწები, არა! არ დამტოვო, არ წახვიდე რა! ტასო! გოგონას არ ესმოდა. შორს იდგა გარესამყაროსგან. არაფერი ესმოდა. ვერაფერს ხედავდა. და ისე სტკიოდა. ხმამაღალი ჩურჩული. თემა? სულ ის. და მისი ბინძური სული. წაბილწული სხეული და მის მიერ შერცხვენილი ფალავანდიშვილების ოჯახი. -ტასო! ტასო! ძალიან, ძალიან სტკიოდა. მეტს ვეღარ აიტანდა. თუ აქამდე მხოლოდ ნიკუშა აკავებდა ამქვეყნად, ახლა მისი ოჯახისთვის სირცხვილის მეტი არაფერი მიჰქონდა. დედა მოენატრა. მამა. პატარა ლუკაჩო. და პატარა ანანო. რამდენი ნათესავი. რამდენი ადამიანი. -ტასო, არა, ტასი, არ მიმატოვო, რა! გული ნაწილებად ეფლითებოდა. ბუნდოვნად ესმოდა ნიკუშას ყვირილი. ,,უკვე მოვკვდი? სულ არ ყოფილა მტკივნეული..." -ტასო!!! ტასო, რას აკეთებ! ვერც იგრძნო ისე დადგა ორივე ფეხით მოაჯირზე. და მეორე მხარეს გადააბიჯა. ახლა კიდეზე იდგა და სულ მცირე მოძრაობა სჭირდებოდა... სულ, სულ მცირე. თითქოს მისი გონება უკვე ჩაძირულიყო წყალში. იძირებოდა, იძირებოდა... სუნთქვა ეკვროდა. თვალები ეხუჭებოდა. გონება მისდიოდა. გრძნობდა, ეს დასასრული იყო. მაგრამ, ნიკოს არ უნდოდა ამ ყველაფრის დასრულება. სწრაფად მივარდა მოაჯირთან და ჩუმად დაუძახა ანასტასიას: -ტასი, ტასი... არ შეგეშინდეს მე ვარ. ჰო, მე ვარ. ტასო, რაც არ უნდა გააკეთო, გახსოვდეს, შენ რომ რამე დამართო შენს თავს, წუთით არ დავფიქრდები, ისე გამოგყვები უკან. არ წახვიდე, რა. ნუ დამტოვებ მარტო. მხოლოდ ამას გთხოვ. შენ... არ მემეტები მაგ ცივი, გაყინული წყლისთვის. ჩემსავით იქ, სადაც მოხვდები, ვერავის ვერ ეყვარები... მომისმინე, რა. არ წახვიდე, ნუ დამტოვებ მარტო. არ შეგეცოდები, სულ მარტო რომ დავრჩები? შენსავით ვერასოდეს ვერავის შევიყვარებ. შენთან ერთად ყოფნა მინდა. ყველგან და ყოველთვის... ეგ არ გააკეთო, თორემ ვეღარასოდეს ვიქნებით ერთად. არა, მარტო მანდ არ გაგიშვებ. წამო, ტასი. თუ ასე გინდა, მეც შენთან ერთად მოვდივარ. ის იყო, ისიც მოაჯირის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, რომ... ანასტასიამ კივილი დაიწყო. ნიკომ ერთიანად დაიხია უკან. -არა, პატარავ. არ ინერვიულო. მე არასოდეს არ შეგაშინებ. მოდი რა, გადმოგიყვან. ნუ მაშინებ რა გთხოვ... -მრცხვენია, ძალიან, ძალიან... დავიღალე... მმმ... ძალიან მტკივა... მტკივა. მტკივაააა!!! ბოლო ხმაზე დაიკივლა და ნიკუშა ლამის იქვე ჩაიკეცა, თავისი პატარას კივილის ხმა, რომ გაიგონა. დაიშალა. ასჯერ, ათასჯერ მოკვდა არადა მყარად მდგარი მიწაზე. ანასტასიამ კივილი ხმამაღალი, გულამოსკვნილი ქვითინით შეცვალა. -მიყვარხარ... ამ სიტყვაზე, თითქოს მხნეობა შეემატა ნიკუშას. მასთან მიიჭრა და უკნიდან ყურში ჩასჩურჩულა: -მე შენ მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. სიკდილამდე მეყვარები და თუ სადმე არსებობს სამყარო, სიკვდილის შემდეგ, იმ სამყაროშიც სიგიჟემდე მეყვარები. გემუდარები, მოტრიალდი ჩემკენ და შენი თვალები დამანახვე რა. მოტრიალდი და საერთოდ მოდი, მოვშორდეთ ამ ადგილს. არ დამტოვო, ამ დამპალ სამყაროში, მარტო არ დამტოვო. მაკოცე, ტასო. ჩამეხუტე. გამათბე. შენი გულისცემა გამაგონე. არ წახვიდე, რა. მიყვარხარ. -ნიკუშ, ნუ მაკავებ... ვერ ხვდები... ვერც მიხვდები... ნუ მთხოვ... ეს ერთადერთი... ვეღარ გააგრძელა. ამოიქვითინა ტკივილისგან თავბრუდახვეულმა ანასტასიამ. -გთხოვ, ჩემო ანგელოზო. ნუ წამართმევ შენს თავს, არ დამტოვო. გემუდარები. მიყვარხარ. არ წახვიდე. არ დამტოვო. განუწყვეტლივ იმეორებდა ნიკუშა სახვეწარ სიტყვებს. ანასტასიას კი არაფრისმთქმელი მზერა ჰქონდა. ვერც ერთი ვერ ამჩნევდა რამდენიმე ათეულ მზერას, რომელთაც მოახლოების ეშინოდათ. -მიყვარხარ. მიყვარხარ. არ წახვიდე, პატარავ. არ მიმატოვო. არ დამტოვო, ეგრე არ მომექცე რა. არ... გთხოვ რა. მოდი ჩემთან რა. მაკოცე, რა. ანასტასია ოდნავ შეირხა და ნელა, თავჩახრილი მოტრიალდა მისკენ. -პატარა ჩემი. სუნთქვა ჩემი. დამიბრუნდი, ჰო? ანასტასია მთელი ტანით ცახცახებდა. -როგორ მრცხვენია... -არა, ჩემო პატარა. არაფერი არ გაქვს სანერვიულო. ეხა, შენ მაკოცებ, ჩამეხუტები, მე გაგათბობ, მერე აქედან წავალთ ამერიკაში. იქ სულ, სულ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ ტასო. შენ... მე სულ, ყოველთვის შენთან ვიქნები. ანასტასიას გადმოსვლაში მიეხმარა და მისი უღონო სხეული მთელი ძალით მიიხუტა სხეულზე. -ანგელოზი ხარ. აღარასდროს აღარ იტირო. -ნიკუშ, აქ აღარ შემიძლია. განა, ამერიკაში ვერ შემრცხვება? ნიკუშ... აღარ შემიძლია. ვიცლებიი. ჩემში ადამიანური აღარაფერი დარჩა. ისე მეშინია, შენც არ მოგბეზრდე... შენც არ დამტოვო... ნიკუშამ მთელი, მთელი ძალით მიიკრა ანასტასია გულზე. გაფართოებული თვალებით უყურებდა და სახეს გიჟივით უკოცნიდა. -აღარასდროს აღარ თქვა ეგ. შენს ცრემლებს არავინ არ იმსახურებს ამქვეყნად, შენ თავს ვფიცავარ. გულს ნუ მიხეთქავ, კარგი? აღარ გამოიქცე. სულ მამაჩემიც, ის ხალხიც და სუყველა. ჩემთვის მარტო შენ არსებობ. მიყვარხარ. არასოდეს სცადო ჩემთვის შენი თავის წართმევა მეორედ, კარგი? არ მიმატოვო არასდროს. ანასტასიას თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და ბიჭის მკერდს მიეყუდა. -გთხოვ, ასე ვიდგეთ რა ცოტა ხანს. -რამდენი ხანიც შენ გენდომება. იდგნენ ჩახუტებულები მტკვრის პირას და ერთმანეთის ხელებს ეფერებოდნენ. -ტასო... -ჰო. -ძალიან მიყვარხარ. ტასოს გაეცინა. -ვიცი, მეც. *** ,, ,,ძვირფასო" მამა, გადავწყვიტე, ფულის თვლაში გართული, საქმეს არ მოგწყვიტო და წერილი დაგიტოვო. გავფრინდი. გადავცურე. წავედი. წავეთრიე. რომელიც გინდა ამოარჩიე. უფროსწორად, წავედი'თ. ჰო, მე და ჩემი ციმციმა. დიახ, ეს სწორედ ის გოგოა, მთელი სინათლე რომ ჩაკალი მასში. სულ რომ დამიბნელე. რომ გააუბედურე. თუმცა, მე მასთან ვარ და მისთვის ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს. ხედავ, არაკაცო, სადამდე დახვედი? დარწმუნებული ვარ, მთელს შენს სანაცნობოს ამოატრიალებ და მაინც გაიგებ ჩემს ადგილსამყოფელს, მე კი ოკეანის გადაღმიდან ხელს დაგიქნევ. შენც და შენს მწვანე-მწვანე ქაღალდებსაც. მერე, შეგიძლია ეგ სიბინძურე შენს ძვირიან საფულეში უსასრულოდ იკეცო. მერე, შეგიძლია ისიც დაივიწყო, საერთოდ შვილი რომ გყავს. თუმცა, შენ მაგას რა დაგავიწყებს. დამიჯერე, არასოდეს დაგავიწყებ, რომ შვილი გყავს. არასოდეს. ბატონმა ზაალ ფალავანდიშვილმა სწორედ შვილის გამო არ მოკლა ამდენი ხალხი? მეცინება, მამაჩემო. სიმწრისგან მეცინება, ჩემი ციმციმას ჩამქვრალ თვალებს რომ ვუყურებ. ის არ უნდა იყოს მწუხარედ. ის არ უნდა გლოვობდეს მშობლებს. მე ვიცი, ვინც უნდა იყოს მის ადგილას. შენც იცი. შენ მხოლოდ მაშინ თუ შემოგხედავ, მის გვამს ზემოდან რომ დავხედავ. მხოლოდ მაშინ თუ გამახსენდები, ხელებს რომ დავიბან მის სისხლში. მხოლოდ მაშინ თუ ჩაგთვლი რამის ღირსად, ჩემი თვალით რომ შევხედავ სული მის სხეულს როგორ დატოვებს. ოღონდ დამაცადე, ყველას თავისი მოელის. ყველა ინანებს ჩემი ციმციმას ცრემლს. შენ? მე შენთან დაკავშირებით ძალიან ვრცელ გეგმებს ვსახავ, ,,მამა" მალე მაგის დროც მოვა. ოღონდ, სულ ცოტა დამაცადე. -ნ. " *** ზაალი დაიბნა. ჰო, იმ დროისთვის მეტი ვერაფერი ვერ მოახერხა. მაგრამ, ერთს მიხვდა. და ამ ერთს აუცილებლად გააკეთებდა. *** ჩასხდომა რეისზე თბილისი-სტამბული-ვაშინგტონი დაწყებულიყო. ტასოს და ნიკუშას დააგვიანდათ. ეს ის მომეტი იყო, როცა სრულიად უმნიშვნელო დეტალს მათი გეგმების ჩაშლა შეეძლო. თუმცა, მიუსწრეს. ბოინგზე გიჟებივით შევარდნენ. სტიუარდესა უკვე საავარიო გასასვლელებს აცნობდა მგზავრებს. ტასო და ნიკუშა თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ და ტასომ ილუმინატორიდან გადაიხედა. უცებ გაისმა სტიუარდესას ხმა: -რას აკეთებთ, ახალგაზრდავ! ასე როგორ შეიძლება! ახალგაზრდა ბიჭი ბოინგზე ამოვარდნილიყო და მგზავრებს შორის გზის გაკვლევას ცდილობდა. თან ყვიროდა: -ფალავანდიშვილო! ფალავანდიშვილო, სად ჩემ ყ**ში ზიხარ! ადექი და გამოდი! ამირეჯიბი იბრიდება შენი ვოიაჟის გამო! აწიე ეხა ტ*აკი და გამოა**ვი გარეთ! მალეე!! წამდაუწუმ მიცვლიან ფოტოს... არადა, ემოციურად ახლოს რაც იყო, მეგონა იმას ვტვირთავდი. ეს თავი... ჰო, რავიცი. მეც ავურიე ემოციებში და. რაც არის არის. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.