უცნობი ცოლი (3)
**** -ალიო... -დიახ -სალომეა, დღეს შენს მოტაცებას დათა აპირებს . -ააა-კივილი ატეხა სალომიამ, ლუკამ სახე დამანჭა , ყური ატიკინა გოგოს კივილმა და ტელეფონი ყურიდან მოიშორა. -ბეჭედი უკვე მიყიდა?როგორია? -მომისმინე შე არანორმალურო -წყობიდან გამოვიდა ბიჭი -ან ცოლად გამომყვები, ან დათას ვეტყვით, რომ ჩემთან იწექი. -რას ქვია ლუკა ეტყვი? -ჰო ,დათას სიმართლეს მოვუყვები. -დიდი ამბავი ,სულ რამოდენიმეჯერ ვიწექით ერთად . -ჰო, რამოდენიმეჯერ დამათვრე და ლოგინში ჩამიხტი არა? -ეე ბიჭი, შენც ძალიან კარგად გინდოდა დაწოლა , თან მე, ცოტა მოწყენილი ვიყავი და გავერთეთ ,ხელებს მე ნუ მახოცავ, შენი ბრალიცაა. -მართლა? -შუბლზე ხელი ნერვიულად მოისვა ლუკამ-იმაზე რას იტყვი ,რომ შენი ანალიზების პასუხი მივიღე და აღმოჩნდა ,რომ ჩემგან ორულად ხარ? -იქნებ და შენგან არ ვარ?-აშკარად ნერვებზე ეთამაშებოდა სალომეა -ვაუ, აბა სხვასთანაც იწექი? -ეე წესიერად, შენ მე ვინ გგონივარ?- ,,რაც ხარ ის მგონიხარ" გაიფიქრა ლუკამ -აბა რა დებილობებს ბაზრობ ტოო ... 3 კვირის ორსული ხარ , ანუ იმ დღიდან , რაც მეორეჯერ იწექი ჩემთან . -კაი ჰო, მერე რაა დათას ვეტყვი, რომ მისგან ვარ ორსულად დაიკიდე . -სალომეააა-იღრიალა ლუკამ -რა გაღნავლებს ? გული გამისკდა -შენ IQ 0 აღემატება მაინც გოგო? -აუ ეგრე რატო მელაპარაკები-ასლუკუნდა გოგო -აბა ,რომელმა საღმა ტვინის უჯრედმა გიკარნახა, მაგ სისულელის მორშვა. -კარგი ,ჰო -ახლავე გადაწყვიტე ,ან მე მომყვები ცოლად და გააჩენ ჩემს შვილს ,რომელსაც მუცლით ატარებ ,ან დათას ყველაფერს ვეტყვით , მაინც გააჩენ მაგ ბავშვს და მე წავიყვან . -სიჩუმე ჩამოვარდა ,სალომეამ კარგად იცოდა ლუკას ხასიათი ,თუ რამეს ჩაიფიქრებდა ,აუცილებლად აასრულებდა . უფრო კარგად, კი დათას ხასიათს სცნობდა. იცოდა, თუ ამ ამბავს გაიგებდა ,ზედაც არ შეხედავდა . თანაც ლუკასთვის , რომ უარი ეთქვა, გარეთ დარჩებოდა .დათა დაფინანსებას აუცილებლად შეუწყვეტდა და ფული აღარ დარჩებოდა .ლუკას კი, მისი კომპანია არ ქონდა, მაგრამ მაინც საკმარისი ფული ქონდა ცოლშვილი ,რომ ერჩინა . ამიტომ მაინც ფულიანი საქმრო არჩია, მშრალზე ყოფნას. -რა გადაწყვიტე? -ჯანდაბა, რა ნაყოფიერი ხარ. -აუ კიდე რას ბაზრობ ,აზრზე არ ხარ ამ ცხოვრების. -შენ, რომ მე ცოლად მომიყვანო, დათა შეგიძულებს .-თითქოს იმედი მიეცა სალომიას, იქნებ გადაწყვეტილება შევაცვლევინოო. -ეყო რა ტყუილშიც ვაცხოვრე ეს სამი კვირა,მირჩევნია შემიძულოს, ვიდრე მთელი ცხოვრება ჩემი შვილი ეგონოს მისი და შენ ეგონო ყველაზე წმინდა , ერთგული ქალი,ბოლოჯერ გეკითხები რა გადაწყვიტე .-კბილებში გამოსცრა ლუკამ -შენ მოგყვები ცოლად, დათა დაფინანსებას შემიწყვეტს. -ფულის გამო არა? -გადაიხარხარა ბიჭმა . -აბა გარეთ დავრჩები -ოჰ სალომია ოჰ ,მოგაკითხავ , დღეს თურქეთში გადავფრინდებით -იქ რა გვინდა ? -საყვარელ მამიდას მოვიკითხავთ -ხმა დააწვრილა ბიჭმა-თან დათას გავექცევით ,რომ ოდნავ დამშვიდდეს. -კარგი -გარეთ არ გახვიდე ,სახლში დარჩი გესმის? და კარები არავის გაუღო,ჩანთა ჩაალაგე ამაღამ მოგაკითხავ . -კარგი სამწლიანი სიყვარული აკავშირებდათ დათას , სალომეას და ლუკას . ლუკა სულ ჩრდილში იყო, ზედმეტად ყურადღებას არ იქცევდა, რადგან არ უნდოდა მათთვის ხელი შეეშალა. ყოველი სიყვარულით სავსე თვალები, რომლებიც ,მისთვის უნდოდა ყოფილიყო დათას ერგებოდა , ყოველთვის უძლებდა ცდუნებას,ჩუმდებოდა, რადგან დათა ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ამ სამი კვირის უკან, დათამ და სალომიამ სასტიკად იჩხუბეს . მათთვის ჩხუბი უცხო ხილი იყო, თითქმის არასდროს უჩხუბიათ . ნერვებ მოშლილი სალომია ბარში წავიდა . ლუკა იქ დიდი ხნის მისული იყო და კარგადაც კი მოესწრო გამოთრომა .გოგონა მიუჯდა და მანაც დალია , ლუკა დიდხანს იკავა თავი , მაგრამ იმდენი დალია ,რომ უკვე გონებას გული აკონტროლებდა და არა პირიქით , სალომეა იმას გაიძახოდა დათასთან ყველაფერი დამთავრდა დავშორდიო. უკვე ბარი იკეტებოდა, რომ სთხოვა ტაქსში მარტო ჯდომა მეშინია და იქნებ სასტუმრომდე მიმყვეო . ასე ხდებიდა როცა თბილისში ჩადიოდა სალომეა . ყოველთვის სასტუმროში რჩებოდა. ახლაც არ იყო გამონაკლისი ბიჭმა ის სასტუმროს კარამდე მიაცილა. მან კი შიგნით მიიპატიჟა თავიდან უარი უთხრა მაგრამ მაინც ძლია სურვილმა და შიგნით შევიდა .მერე ის მოხდა რამაც ლუკა სულიერად სულ დაამძიმა . სალომეა დათას შეურიგდა და ლუკა სულ დაივიწყა ვითომ მათ შორის არაფერი მომხდარაო. ბიჭი ძმაკაცს თვალს ვეღარ უსწორებდა . თუ მასთან ადრე 24 საათი იყო ახლა 5 წუთსაც არ უჩერდებოდა ,სვამდა და ოთახოდან არ გადიოდა .დათა ძალიან ნერბიულობდა ძმაკაცზე, ეკითხებოდა რა ჭირდა ეუბნებოდა რომ მის გვერდით იყო მაგრამ ლუკა მადლობას უხდიდა თანადგომისთვის და გაურბოდა. დედამ ურჩია მე თუ ვერაფერს მეუბნები ადექი და მამა პეტრეს უამბე ყველაფერი ის მოგისმენსო. ასეც მოიქცა ამ უკანასკნელმა კი დათასთვის ყველაფრის აღიარება და პატიების სთხოვნა ურჩია . მაგრამ გამბზედაობა არ ეყო და დათასთვის არაფერი უთქვამს . არა იმიტომ კი არა ,რომ მისი ეშინოდა , იმიტომ რომ არ შეეძლო ძმაკაცის ზიზღნარევ გამოხედას გამკლავებოდა . ახლა კი როცა გაიგო რომ სალომეა ორსულად იყო უკან დახევას არ აპირებდა . ცოლად უნდა მოეყვანა რადგან არ შეეძლო ვიღაცისთვის მისი შვილი მიეცა . ***** -პატარავ -ჰო დათთთ-სახელი გაწელა სალომეამ -ჩემო პრინცესა, დღეს სამტრედიაში მოვდივარ. -მართლაა ? -ვითომ არ იცოდა ისეთი ხმით შეიკივლა -რა ხდება? -ძალიან მომენატრე -ჰო მეც , მომენატრა შენი შეხება . იცი როგორ მიყვარხარ ? ძალიან ,-თავის კითხვას ,თვითონვე გასცა პასუხი- ხომ იცი ,ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი ხარ. -ვიცი სალომეა ვიცი .დღეს 6ზე, ჩვენ ჩიხში გელოდები . -კარგი -საოცრად თბილად ესაუბრებოდა ბიჭს. -მიყვარხარ-მონატრებულმა ჩასძახა ტელეფონში -მე უფრო -არ სტყუოდა სალომეა, მართლა უყვარდა დათა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კაცს მონახავდა გამოსაყენებლად , უყვარდა ოღონდ მისებურა ,მისებური სიყვარულით და ეს დათამ კარგად იცოდა. -კარგი წავედი -დათთ -ჰო -ფულის გამოგზავნა დაგავიწყდა -ჯანნდაბა, ახლავე გადმოგირიცხავ. რამდენი გინდა? -სულ ერთია -მომენატრე -გაკოცეე ***** გამოცდიდან გამოსული ნინა გახარებული იყო . ცხრა ქულით ხელდამშვენებულმა ,ამაყად გამოაბიჯა ოთახიდან. ყველას, სა დრას გარდა ეგონა ვერ ჩააბარებდა ,მაგრამ ყველაზე მაღალი თუ არა ,რიგით მესამე ადგილი მაინც აიღო კლასში.ტელეფონი აიღო და გიორგის დაურეკა. -ალიო ,საყვარელო ჩავაბარე, ნახევარი ატესტატი ჩემია -აწივლდა ნინა -მაგარი ხარ საყვარელო- სიხარულით გასცა პასუხი , მართალია ავალიანს არ უყვარდა, მაგრამ მისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო, ვერ ვიტყოდით ნინა ფეხზე ე*იდაო . -რას შვები ?-სიტყვის დასრულების თანავე გოგოს სიცილი შემოესმა ნინას -მანდ ვინაა? -ააა? აქ ... არავინ. -გიორგი ნახე ...- არ წყვეტდა გოგო კისკის . -თაკოა არა? -მწარედ გაეღიმა ნინას- იცი რა გიორგი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა .არც არაფერი ყოფილა ს*ქსის გარდა, მაგრამ ეგეც დამთავრდა .მე შენი პოლის ტილო არავარ . - ნინა ...მომისინე ,მაპატიე, ხომ იცი, რომ მი... -სიტყვის დამთავრება არ დასცალდა ყურმილი დაკიდა და ტელეფონი ჩანთაში ჩატენა . დიდხანს სეირნიბდა .სიმართლე გითხრათ, სულაც არ წყენია ნინას მისი ეს ნაბიჯი ,ამოუვიდა ყელში ამდენი ტყუილი, ადრე თუ გვიან მაინც უნდა დაემთავრებია ეს ურთიერთობა .საათს დახედა რვა ხდებოდა. თითქმის ოთხი საათი დადიოდა .,,სანდრას დავურეკავ,სადმე გავალთ" გაიფიქრა და ტელეფონი ამოიღო. 20 გამოტოვებული ზარი ,7 წერილი . არც გაუხსნია ისე წაშალა ყველა ესემესი და ნომერი დაბლოკა . სადრას ნომერი აკრიფა და დარეკა ,მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. ,,ალბათ ზაზას რამემ მოუხუშტურა და დასაჯა " ხშირად ხდებოდა ასე , არც ახლა შეპარვია ეჭვი . სახლისკენ წავიდა, იმ იმდეით დედას მაინც გადავუშლი გულსო. -დეეე -აქ ვარ -სამზარეულოდან მოისმა ხმა -ჩემო ლამაზი დედიკო , როგორ მიყვარხარ -ფული არ მაქვს. -თუ არ გცხვენია! როდის იყო ფულის გამო გეაფირისტებოდი?-ქალმა გადაიკისკისა -მაპატიე ,ჩემო პატარა. -ბოდიში მიღებულია ,რას აკეთებ? -ბურბუშელებს, რა მოხდა? -რა? არაფრრი. -თქმა თუ არ გინდა თქვი, ტყუილი საჭირო არაა. -დიდი არაფერი, გიორგის დავშორდი -ანუ, მორჩა ყველაფერი ? -კი -სულ ყველაფერი? -შენ რა მასთან ,რომ ვიწექი იცოდი?-მიაშტერდა დედამ შვილს -კი -დედააა -რა იყო? -საიდან იცოდი? -დედაშენი ვარ -გიორგიმ გითხრა ? -ქალს გაეცინა -გიორგიმ რატომ? -აბა სანდრა ,რომ აწამო არაფერს გეტყოდა. -რამოდენიმე თვის უკან გავიგე ,ძილში ბოდავდი. -ღმერთო , ამ ძილში ადამიანი ყველაფერს დამაფრქვევინებს-თვალები გადაატრიალა ნინამ -ჰო -კიდევ გაიცინა დედა-მამაშენისგან გადმოგედო -ქალბატონო ელეონორა ვინც არ გიცნობთ რაა ,ვინც არ გიცნობთ -სანდრა სადაა? - არ ვიცი, ტელეფონი გამორთული აქვს ,ალბათ ზაზას მოუარა და დასაჯა. -ეგ კაცი, მთლად ვერაა დალაგებული, რას ტანჯავს ამ ბავშვს. გინდა, რამე ფილმს ვუყუროთ? -მე შენამდე -აწივლდა გოგო -დამითანხმე -ჩაიცინა ქალმა. ფილმი ჩართეს, ტელევიზორს მიუსხდნენ ,როცა ნინას ტელეფონმა დაურეკა . -დიახ ლელა დეიდა... -შვილო ,სანდრა შენთან ერთად ხომ არაა? ვურეკავთ და ტელეფონი გამორთული აქვს -არაა არაა- ამოიკვნესა და ტუჩზე ხელი აიფარა ნინამ. -კარგი არ ინერვიულო ,ალბათ მეგობრებთანაა -კარგად იცოდა ლელამ, ნინას გარდა სხვა მეგობარი ,რომ არასდროს ყოლია სანდრას. მაგრამ თითქოს ნინა დაამშვიდა და თავიც დაიმშვიდაო . -ბოდიში, რომ შეგაწუხეთ. როგორც კი დაბრუნდება სახლში გაგაგებინებთ. -ღმერთო რა ბოდიში ,პირიქით ბოდიში ,რომ ვერ გეხმარებით. -ტელეფონი გამორთო და თვალებიდან ცრემლები წასკდა . -რა მოხდა ნინა? -ლელა დეიდა იყო,-აშკარად მალე იფეთქებდა გოგო -მერე ? -სანდრა სახლში არ მისულა.-ამოისლუკუნა და ბოლო ხმაზე ატირდა -დამშვიდდი საყვარელო -გულზე მიიხუტა დედამ შვილი -მეგობართანაა ალბათ -არა ,ჩემ გარდა არავინ ყავს ,დედა რამე რომ მოუვიდეს? გთხოვ წავიდეთ გარეთ, იქნებ სადმე ვნახოთ?გთხოვ დედა-პატარა ბავშვივით ემუდარებიდა ნინა -კარგი საყვარელო, მიდი მოიცვი და გავიდეთ. 5 წუთში მანქანაში იჯდნენ და ყველა შესაძლი ადგილს ათვალიერებდნენ ,სადაც შეიძლება ყოფილიყო სანდრა . მიტოვებული სახლი, სკოლა , საქანელები ,ბაღი ,ხიდი , ძველი კლუბი ,სადაც მხოლოდ ბაყაყები ნახეს, მოედანი სადაც ხშირად იპარებოდნენ გოგონები ,როცა სანდრა ნინასთან რჩებოდა .ყველა იმედი გადაეწურათ . -ამ ჩიხიდან უნდა გამოსულიყო , აბა აქ შეუხვიე.-ქალმაც დაყვა შვილის ნებას . -აქ გააჩერე ჰო . -გოგონამ მანქანიდან ჩამოვიდა მიხეედ მოიხედა- არაფერია, ცამ ჩაყლაპა ეს გოგო? -იქ რაღაცაა. -ყოჩაღ დედა ! -გოგონამ ამოუცნობი ნივთებისკენ გაიწია . რამოდენიმე წამში მუხლებზე იდგა . -რა არის?-ინტერესით კითხა ელეონორმა -სიგელი ,მეორე ადგილი აუღია და მისი ტელეფონი სულ დალეწილია. სავარაუდოდ ჩანთა გაიყოლეს, აშკარად მოიტაცეს.-გამომძიებელის როლი მოიგო ნინამ .ტელეფონი აწკრიალდა , ნინა შიშისგან შეხტა ,,ეს თუ გიორგია ,ვფიცავ თავს გავუტეხავ" გიორგი იყო, მაგრამ არა ავალიანი, არამედ სანდრას ძმა . -იპოვეთ? ცოცხალია? გამოსასყიდს ითხოვენ -კითხვები მიაყარა ნინამ -შენ რა იცი რომ გაიტაცეს -ეჭვნარევი ხმით იკითხა გიორგიმ -რომ დამირეკეთ ,მის საძებნელად წამოვედი. ჩიხში მისი გატეხილი ტელეფონი და სიგელი ვიპოვე. -არა და ვიფიქრე ,ტელეფონი მე დამჩებათქო -გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა. -აე იძოტკა, მოვკვდი ნერვიულობით .თქვი რა მოხდა, სად მაქვს შენი ღადაოვის თავი. -გათხოვდა ,ქმარმა მოიტაცა . -ვინაა ქმარი? -შენც კარგად უნდა იცოდე, დათას მეტი ყავდა ვინმე? -ვინ იყო დათა აზრზე ვერ მოვიდა ნინა ,მაგრამ ახლა არაფლის გაფუჭებას აპირებდა. -ჯანდაბა!შიშმა გამომაშტერა ,ხო დათა, დათა კარგი ბიჭია . -შენი დაქალი ახალ ამბებში იყო ,გილოცააავ-ჩაიცინა გიორგიმ და ტელეფონი გამორთო -დე გათხოვილა -გადაიკისკისა სანდრამ. -ვაუ რა კარგიაა -არაა კარგი, შეყვარებული არ ყოლია -როგორ თუ არ ყოლია? აბა ვის გაყვა? -საქმეც აი ესაა , ნეტავ სად არის ძაღლის თავი დამარხული?ახალ ამბებში გამოაცხადესო. ****** მთელი ღამე ფიქრობდა დათა რა ექნა ,ჭკუიდან გადაყავდა ლუკას და სალომეას საქციელს . ახლა ეს გოგო, რომელიც უადგილო ადგილას გაეჩხირა . ღმერთო რა ძალა აკავებდა ,რომ სახლიდან არ გაეგდო არც მან იცოდა . ერთი წამით დაფიქრდა სანდრაზე ,,რა ლამაზი თვალები აქვს, მაგრამ საშინელებაა მასში, რომ არაფერი ჩანს ,არც შიში, არც სევდა , არც ტკივილი, არც სიყვარული ,არც სითბო ,მხოლოდ გაყინული თვალები , თვალები რომლებიც ყოველთვის გაურკვევლობაში დაგტოვებენ. მაგრამ სითბოს აღძრავენ შენს სხეულში, რა აქვს ნეტავ ამ თვალებში ასეთი?ტუჩები დიდი ტუჩები ,თმები , გუშინ იმ ისტერიკის ატეხვის დროს როგორი დაუცველი იყო , გულზე, რომ მივიხუტე მარწყვისა და ანანასის მკაფიო სუნი ვიგრძენ. საინტერესო და უჩვეული ნაზავია , არსად არ მინახავს ასეთი გამორჩეული სუნი . თლილი თითები ღმერთო ,თითებიც როგორი ლამაზი ქონდა ,მაგრამ სალომეას ვერაფრით შეედრებოდა , ვერაფრით მერე რა რომ სალომია თაფლისფერთვალებაა? მის თვალებში სიყვარულს ვხედავდი, მისი შემოხედვა იმედს მაძლევდა ,მათბობდა . ნეტავ ეს სიყვარული ნამდვილი იყო?თუ ნამდვილი იყო მაშინ რატომ მიმატოვა? არ ვიცი ,არ ვიცი-თავის თავზე გაეცინა დათას -აბა, ბატონო დათა ჩაჩუა, ქალმა გამოგიყენა და მიგაგდო? რა იყო ძმაკაცი გაბოლებდა? ახლა ჩემი ჯერია. შურს ვიძიებ ,გეფიცები შურს ვიძიებ -ჩაისისინა ბიჭმა ,-რადაც არ უნდა დამიჯდეს ის გოგო ჩემი გახდება ,ჩემი და ის მომეხმარება რომ გავამწარო ყველა ,ვინც ჩემ უკან ამბებს ხლართავდა,დილით აუცილებლად ხელს ვთხოვ,ის დამთანხმდება რადაც არ უნდა დამიჯდეს დამთანხმდება"-ბოროტების ნაპერწკალმა გაუელვა თვალებში დათას . **** -ცოლად გამომყვები?-სანდრასთვის ეს კითხვა მოულოდნელი იყო და გაეცინა,ეგონა რაღაცას ხუმრობსო ადგა და ოთახიდან აივანზე გავიდა.დათაც აედევნა . -მშვენიერი ხედია, თან დიდი აივანია -ჰო ... -იცი აქ რას ვიზამდი? -რას? -სანდრამ თვალი შეავლო ბიჭის სახეს ,იფიქრა ამას უბრალოდ მოვალეობის მიზნის გამო მეკითხება და თავი მოვაბეზრეო ,მაგრამ როცა დათას სახეზე ინტერესი შეამჩნია განაგრძო. -აი აქ -ხელით ადგილზე მიანიშნა-პუჰს დავდგამდი ,ან უბრალოდ საქანელას ,აქ პატარა მაგიდას, რომ ღვინო და ჭიქები დავდო და საღამოობით ამ ხედს ვუყურებდი, თან დავხატავდი -საინტერესოა , ვიფიქრებ იქნებ მართლა გავაკეთო. -ჩემი წასვლის დროა. -სად? -სახლში წავალ . -ფული -მაქვს, არაა საჭირო-შებრუნდა სანდრა და ოთახისკენ წავიდა, მაგრამ დათამ ხელში ჩააფრინდა და გააჩერა -მაგრამ ,ჩემ კითხვაზე პასუხი? -რომელი კითხვა? მე მეგონა იხუმრე. -არა, მთელი სერიოზულობით ვამბობ. -მაშინ უარს ვამბობ. -რატომ? -სად ვარ ისიც არ ვიცი ,ქალაქამდე გამიყვან? -ჯერ კითხვაზე პასუხი გამეცი -რა სისულელეს მეუბნები? პასუხი ცხადია . არ გიცნობ, არ მიყვარხარ და რაც უფრო მალე ვიქნები სახლში მით უფრო ნაკლებად დავისჯები -უცებ ხმაური ატყდა , -ხომ ვთქვი ჩვენით ჩამოვალთ მეთქი - სახეზე მიიბჯინა ხელი ბიჭმა. -რა ხდება? -ჩემები მოვიდნენ , შედი ოთახში , მალე შედი და არ გამოხვიდე მე მოგაკითხავ-სანდრა დაიბნა და დაყვა ბიჭის ნებას -დედა ,მამა ,ანა ოჰ ლევანიც აქ ყოფილა . რა ხდება? -მათ წამომათრიეს , მათ კითხე -დაიწყო ლევანმა და სასადილო ოთახში შეიჭრა -ვა ბლინები? -აქ რა გინდათ? ხომ ვთქვი ჩვენ ჩამოვალთ თქო ? -კარგი რა დათა . აქამდე არ გვაღირსე გაცნობა ,ახლა მაინც გვაცადე. სადაა ჩვენი რძალი?-არ ცხრებოდა ქალი. -მამა რა ხდება? -ვეცადე შეჩერება ,მაგრამ არ გამომივიდა -მხრები აიჩეჩა კაცმა -შენ რა ქენი? -არაო -ღმერთო , რა ვქნათ? დედაშენი ხელში ჩაგვაკვდება . -მორჩი ამაზე ლაპარაკს, დავითანხმებ . -ნატო ქოთქოთით შევიდა ოთახში. -გამარჯობა შვილო -გაგიმარჯოთ -თბილად გაუღიმა სანდრამ -რძალოო -იკივლა ანამ -მორჩი ანა კივილს-გაუწყრა დედა -შვილო ,ქორწილი როგორი გინდათ? -უკაცრავად, დათას არ უთქვამს ყველაფერი ? -რა უნდა ეთქვა?-გაიკვირვა ანამ -სულ გადამავიწყდა თქმა -დათა ოთახში შემოვიდა-დიდი ქორწილი გვინდა დედა -მაგრამ... -დედა მე და სანდრამ უნდა ვილაპარაკოთ . ძალიან გთხოვ დაგვტოვეთ. -კარგი შვილო -მაგრააამ -ანა ნუ ბუზღუნებ , აცადე ხალხს ლაპარაკი და ჩვენთვისაც მოიცლიან-გოგომ ნაწყენი სახე მიიღო ,ტუჩები მობუზა . -ჰო ანა -შუბლზე აკოცა დათამ გოგოს-ცოტახანში მოვალთ -კარგით -ფარ-ხმალი დაყარა გოგომ-ჩემი ტანსაცმელი გიხდება ,მაგრამ აი ახალი მოგიტანეთ, ნათიამ თქვა არაფერი აქვს თანო . ისე, ჩემ შორტში ძალიან ლამაზი ხარ -თვალები გაუბრწყინდა ანას. კარები გაიხურა და გარეთ გავიდა -მომისმინე -ღმერთო რას აკეთებ? მათ კიდევ შენი საცოლე რატომ ვგონივარ?-ხელებს უმისამართოდ იქნევდა გოგო -მომისმინე სანდრა, დაჯექი .-დათამ ჩაახველა და დაიწყო - ჩემმა ძმამ 1 წლის უკან ცოლი მოიყვანა.4 თვის უკან გავიგეთ ,რომ ის გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო. ეს ხალხმა, რომ გაიგო ათასნაირი ამბავი შეთხზა . დედამ ერთ ასეთ სისულელეზე ძალიან ინერვიულა და შეტევა მოუვიდა . ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს . თან გაგვაფრთხილეს კიდევ თუ განმეორდებოდა ვეღარ გადაიტანსო . ახლა მთავარს გეტყვი -გამაფრთხილებლად დაიწყო ბიჭმა-სალომეა ნადირაძე, არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ უკვე ის ვახსენე. ჩემი საცოლე იყო , მიმატოვა . -ხმა გაუწყდა ბიჭს, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და განაგრძო- ადგა და ჩემს ბავშვობის ძმაკაცს გაყვა -ხელები მუშტად შეკრა დათამ ,ძარღვები დაეჭიმა ,კბილი კბილზე გააკრაჭუნა. -მერე მე რა შუაში ვარ? -გულწრფელად გაიკვირვა სანდრამ -დამამთავრებინე გთხოვ .-დიდი მუდარით სთხოვა ბიჭმა- გუშინ 6 საათის დროზე უნდა მომეტაცა, ორჯერ დამირეკეს, რომ არ მოვიდა, მაგრამ დალოდება ვითხოვე. ის ჩიხი არ ფუნქციონირებს და არ ვიცი იქ რა გინდოდა . სამწუხაროდ სალომეას გავხარ ქერა თმებით ,ალბათ ამიტომ აერიე მასში.-დათა ერთიანად კანკალებდა ,ვერ გაიგო რატომ მაგრამ სხეული მას არ ემორჩილებოდა სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი და განაგრძო -ახალ ამბებში ,რომ გამოგვაცხადეს ყველამ არასწორად იფიქრა ,რადგან სალომეას არავინ იცნობდა თოკას და ლუკას გარდა . არ ვიცი ჟურნალისტებმა საიდან გაიგეს ,მართლა არ ვიცი გეფიცები. ხალხმა ,რომ კიდევ ლაპარაკი დაიწყოს ჩვენს ოჯახზე, დედა ისევ მეორე შეტევას მიიღებს და ამჯერად ვეღარ გადარჩება . გთხოვ ,1 წელით, მოაწერე ხელი ხელშეკრულებას. გთხოვ ,რასაც გინდა იმას გავაკეთებ, ოღონდ დამთანხმდი , ფულს , სახლს, ბინას , ყველაფერს მოგცემ რასაც ისურვებ - მუხლებზე დადგა და მუდარა დაუწყო დათამ, ის კი არ თქვა რისთვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა სანდრა. -დათა რას აკეთებ? ადექი , ასე არ შემიძლია , შეგიძლია დედაშენს წყნარად აუხსნა ყველაფერი, რამე რომ შემეძლოს დაგეხმარებოდი, მაგრამ არარეალურს მთხოვ , იმის გამო, რომ შენ გინდა მე ცხოვრებას ვერ დავინგრევ ,უნდა გამოვიცვალო . მადლობა ტანსაცმელისთვის.-გოგონა სააბაზანოსკენ გაემართა ,დათამ კიდევ ერთხელ შეავლო მის გამხდარ სილუეტს თვალი და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -ღმერთო შენღა თუ მიშველი , ერთხელ მაინც გადმომხედე მეც რა მოხდება. -სანდრამ წითელი ტოპი, შავი შარვალი და ჯინსის მოსაცმელი მოიცვა ,თმები გაიშალა და ოთახიდან გავიდა . როცა კარზე ბრახუნი მოესმათ ,,ზაზაა"-გაიფუქრა მან- ღმერთო უკვე იცის , მომკლავს".-კარები ანამ გააღო -უკაცრავად ,ვინ ბრძანდებით? -ქალი კარებს, რომ არ უნდა აღებდეს არ იცი?უკვე იგრძნობა რა ოჯახიც ხართ . -ზაზაა დაწყნარდი -დაუცაცხანა ლელამ -სანდრაა-იღრიალა კაცმა და მისაღებ ოთახში შეიჭრა. -მამა, აქ ვარ. -მოგკლავ, შე უნამუსო. - როგორ ელაპარაკებით -წამოიჭრა დათა , სანდრამ შიშნარევი სახეთი შეხედა ჯერ მამას ,მერე ოთახს მოავლო თვალი. დაინახა შეშინებული დედა ,როგორ ჩავარდნოდაა ენა ნატოს, გონს ვერ მოსული გია, სახე აწითლებული და გაცხარებული დათა , ანა რომელიც კუთხეში ატუზულიყო და ლევანი რომელიც ბლინებით გამოტენილი პირით უყურებდა სანახაობას. -შენ ვინ გეკითხება ცხვირმოუხოცავო ლაწირაკო! -დათა ბოდიში ,მე დაველაპარაკები,მამა მე -ხმა ჩაიგდე შე კახპა , ფულზე გაცვალე არა ყველაფერი? მეძავო !მრცხვენია შენი !მეძავი ხარ -ზაზა თვალის დახამხამებაში სანდრასთან გაჩდა და სახეში მწარე სილა გააწნა . სანდრა ინერქციით დათასკენ გადაიხარა, რომ არა ბიჭის გონიერება და მარჯვე ხელები კედელს მიენარცხებოდა . -ზაზა -იკივლა ლელამ , -რას აკეთბ კლავ? მოეშვი დაალაპარაკე ,მხეცივით იქცევი, მხეცივით-ხელეფში ჩააფრინდა და დაეჯაჯგურა ქმარს .სანდრას თვალებში დაუბნელდა , თვალწინ წარმოუდგა ის წლები ზაზა ,რომ ცემდა. პირველი დარტყმა, მაცივრიდან შოკოლადის დაუკითხავად აღების გამო, მეორედ მესამე კლაში იქნებოდა, ცხრიანისთვის ,რომ ხელები დაწვა, მეეხუთე კლასის გამოსაშვებ საღამოს ხალხში უმოწყალოდ ცემა, ხმამაღლი სიცილისთვის . მე შვიდე კლასში ,საბას სიყვარულის გამო დასაჯა და ორი დღე აშიმშილა ,მერვე კლასში ფეხების გაპარსვის გამო ხელი ,რომ კრა და კედელს მიანარცხა ,ტვინის შერყევით ერთი კვირით, რომ იწვა საავადმყოფოში, მეცხრე კლაში მოკლე კაბა, რომ ჩაიცვა და შუა ქალაქში ტანზე შემოახია. მეათე კლაში ,ექვსი საათის მაგივრად შვიდის ხუთ წუთზე დაბრუნდა სახლში და ისევ უმოწყალოდ გაიმეტა საცემრად და დღეს, არც კი მოუსმინა და ხალხში ასეთი სიტყვები უწოდ შემდეგ კი გაარტყა.. ეს რაც გონებაში ამოუტივტივდა გოგოს , თორემ ისე ასეთი დამცირება ბევრი იყო.სანდრა წამოდგა და მამას შეუტრიალდა -გაფრთხილებ-თითი გამაფრთხილებლად აუქნია-გაფრთხილებ ,ხელს თუ კიდევ ერთხელ დამაკარებ ,გიჩივლებ, ეს კაცი ,რომელსაც შენ ლაწირაკი უწოდე ,ჩემი ქმარია და ასე მიმართვის უფლება არ გაქვს მითუმეტეს ჩვენს სახლში -დათას თვალები გაუფართოვდა , მან ,,ჩემი ქმარი" და ,,ჩვენი სახლი" თქვა . ანუ ? ანუ ცოლად მიყვება? ანუ აღარ უნდა ეშინოდეს? ანუ ღმერთმა გადმოხედა? მისი ჯერიც დადგა? უკვირდა დათას და ფიქროვდა მომესმაო . -შეგირცხვეს ქალობა!შენ ჩემი შვილი არახარ , ღმერთი დაგსჯის მამას რომ ემუქრები ,ღმერთი დაგსჯის ასეთი ლაპარაკისთვის . -შენ სამოთხის კარი გაქვს ღია, ჩემი ცოლის ცემისთვის- შეუღრინა დათამ -მამა აღარ დამიძახო, შე ტიპიურო მეძაო ,შენთვის მამა მოკვდა, შენ კი შე უზრდელო ენა არ გაქვს ამოსაღები. -წადით ჩვენი სახლიდან-ზაზა ფეხებთან გადაუნერწყვა მომავალ ცოლ-ქმარს და ოთახიდან ცეცხლმოკიდებული გავარდა . ლელა ტირილით მიეხუტა შვილს. -მაპატიე ,შვილო მაპატიე, ისევ ვერაფრით ვაჩერებ, გემუდარები მაპატიე -დედა !-ხელები შემოხვია სანდრამ დედას-არ იტირო გთხოვ, მე მაპატიე, რომ იმედი გაგიცრუე -არა შვილო,შენ არასდროს გაგიცრუებია ჩემთვის იმედი, პირიქით . დალოცვილები იყავით , ბედნიერად შვილო -ტირილით გამოემშვიდობა და გაუჩინარდა ქალი. ემოციით დატვირთულმა ოჯახისწევრებმა, სიბრალულით გადახედეს დათაზე აკრულ სანდრას. -ჩვენი წასვლის დროა-ძლისვსგასაგონად ჩაილაპარაკა გიამ,ხმა არავის გაუცია ,ლევანმა ერთი ბლინიც აწაბნა მაგიდიდან და ისინიც დაიკარგნენ. თითქმის ხუთი საათი ედო დათას კალთაში სანდრას თავი, უხმოდ ტიროდა გოგო, უხმოდ და შეუჩერებლად . იხსენებდა მისი ბავშვობის ყველა დეტალს კარგსაც და ცუდს.არ იცოდა ამ საქციელს რამე გამართლება თუ ჰქონდა. დათა თავზე უსვამდა თანაგრძნობით ხელს სანდრას, იცოდა როგორ უჭირდა და ფეხიც არ გაუნძრევია, რომ სანდრას დისკომფორტი არ ეგრძნო .უხმოდ იჯდა ორივე, ორივე ერთზე ფიქრობდა სანდრას წარსულზე და მათ მომავალზე. ეფიქრებოდათ ახლა რა იქნებოდა , ორი უცნობი ადამიანი , რომელნიც ხალხმა ცოლ-ქმრად შერაცხა . გული ტკიოდა ერთსაც და მეორესაც ამ უუნარო ქცევისთვის, და ორივე იჩაგრებიდა ხალხის ხმაზე დამოკიდებული ბშობლების გამო . როდის როდის ამდენი ამოციებისგან დაღლილ სანდრას მიეძინა . დათამ ხელში აიყვანა და ლოგინზე დააწვინა ,გოგო საწოლს მიესვენა, ამოიკვნესა და და დახუჭული თვალიდან, ისევ ცრემლი გადმოუარდა . ბიჭმა მისი მარტო დატოვება ვერ გაბედა, პლედი მოიტანა და სკამი მიდგა საწოლთან ,ჩამოჯდა. შუა ღამე იყო მასაც ფიქრისგან თავი უსკდებოდა რომ ჩაეძინა.... ***** მადლობა ჩემო კარგებო, რომ კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.