შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 1 ნაწილის დასასრული


11-07-2017, 11:09
ავტორი zia-maria
ნანახია 2 927

არსებობენ ადამიანები,რომლებიც ერთს შემოგხედავენ და უკვე იციან ვინც ხარ,როგორც ხარ და რაც გჭირს.
---რა გჭირსთქო,რომ გკითხო ეს უადგილო კითხვა იქნება,მაგრამ როგორ ხარ,ამას კი შეგეკითხები.
---არც მე ვიცი როგორ ვარ საკი.სევდა შემომეჩვია ძალიან და ჩემში ჩასახლდა.
---შენ თავად ჩააშენე და ჩაასახლე შენში, ეს შენი სევდა. უთხრა გაბრაზებულად ფრისკომ.
---დავიღალე გული ვეღარ იტევს დარდს,ტკივილს ვგრძნობ გულის არეში.ძალიან მტკივა,სიყვარულს რომელსაც ვეძებდი წლების მანძილზე ვიპოვე,მაგრამ ჩემი არ არის.ძალიან ცოტა ხნით იყო ნათელი დღეები ჩემთვის,მაგრამ ისიც მალე ჩაქრება და დასრულდება,ჩაიფერფლება,თითქოს განგებამ დამსაჯა.ვკარგავ ნაპოვნ სიყვარულს და ვიცი მის გარეშე არაფერი ვარ.მხოლოდ თქვენ ხართ,რომლებიც ვიცი არასოდეს მიმატოვებს.
---სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე. შეეკითხა ირინიმ.
---ირინი არ გინდა,რა გთხოვ.
---რა არ მინდა, ხრისტო.ვერ ხედავ, რომ სადაცაა თავს დაკარგავ? და შენ ახლაც,ამ წუთში არ ეკუთნი შენს თავს?არ გიფიქრია,დრო არის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო,სხვა გაიცნო და ცხოვრება გააგრძელო?
---არა,არა ირინი.ელისნაირი ღიმილი არავის არააქვს,ვეძებ და ვერ ვიპოვნე,ვერავისში ვერ ამოვიცანი მისი სახე,ასეთი ნათელი და სუფთა.ის განსხვავებულია და აი ამან მიმიზიდა მეც.
---შენ იმას თუ ხვდები,რომ უიღბლო სიყვარულით ხარ დასნეულებული?გაბრაზებულმა უთხრა ირინიმ.საუბარში ანა ჩაერია,რადგან მიხვდა უკვე ორივე ერთმანეთისკენ გაიწეოდა.
---მოგვენატრე ხრისტაკო.დაგვიბრუნდი რა.
---ანა შენც?შენც აყევი ამათ?
---კარგი რა ნუ გწყინს.ჩვენ მოგვენატრე შენც და ძველი დროც,მოგვენატრა შენი უჩვეულო იუმორი.იცი რა ძნელია,როცა სულ ასე სევდიანს გხედავთ?
---მართლა გამოფხიზლდი ცოტა,რა მიწიდან ამოღებული მკვდარივით დადიხარ.უფალს ვთხოვ,გონება გაგინათოს და გასწავლოს შენი ცხოვრების სწორად წარმართვა.ბოლოს გაბრაზებულმა მიახალა ირინიმ.რომელსაც არც ხრისტო არ ჩამორჩა ვალში.
---მე კი უფალს ვთხოვ,ახლა იმდენი მოთთმინება მომცეს,რომ თქვენ ორივე აქ არ გცემოთ.
---ნუ იღრინები,უკვე მართლა უკარგავ ადამიანს სიცოცხლის გრძნობას და ყველაზე მეტად ჩვენ.ხვდები ამდენს?

---ნუ მასწავლით,რა უნდა გავაკეთო და როგორ.განა არ ვიცი,რომ სიყვარული ადვილი მოსაპოვებელი არ არის?მე კი ვიცი,რომ ცხოვრება თავად სიყვარულია და უნდა მიყვარდეს კიდეც.ანდა ის არ ვიცი,რომ ცხოვრება ომია და უნდა ვიბრძოლო,უნდა მოვიგო ეს ბრძოლა?განა არ ვიცი,რომ ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი?ისიც ძალიან კარგად მახსოვს,რომ ცხოვრება ძალიან დიდი საიდუმლოა,მე კი უნდა შევძლო და ამოვხსნა ეს საიდუმლო.ყველაფერს ამგენს რომ თავი დავანებოთ,ცხოვრება უბრალოდ სილამაზეა და უნდა შევიგრძნოთ,უნდა აღვიქვათ ეს კი სიყვარულთან ერთად უფრო ლამაზი და მყარი არის.მაგრამ მე თქვენ ხალისს გიკარგავთ და იხალისეთ უჩემოდ.თქვენ რა გესმით ან სილამაზის ან სიყვარულის.ოთხივე ხისთავიანები ხართ.გაბრაზებულმა მიაყარა ხრისტომ მეგობრებს და მაგიდიდან წამოდგა,წავიდა და ოთხივე დატოვა ყბაჩამოგდებული.
---ეს,ეს მგონი მართლა გაგიჟდა,მალე ჭკუიდან გადამიყვანს ამ უაზრო ადამიანის ქცევები.ირინი ვერ წყნარდებოდა,აღშფოთებული იყო ხრისტოს წასვლით.
---ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.მონატრებასაც,ჩახუტებასაც,მაგრამ უკვე საზღვრებს გადასცა სევდა, თითქმის ტირილამდეა მისული.ის მართლა ძალიან არის შეყვარებული იმ გოგოზე.თუ დააკვირდით მის მზერას დიდი სევდა ჩასწოლია თვალებში და იმ სევდის მიღმა, მისით შექმნილი უკიდეგანო სამყაროა.
---უნდა ეცადოს და დაივიწყოს,თორემ ეს გრძნობა გაანადგურებს.როგორ უნდა შეგიყვარდეს ასე ძალიან ადამიანი,რომელსაც არ იცნობ წესიერად და არ დალაპარაკებიხარ წესიერად.ძალიან იშვიათია დღეს ასეთი ძლიერი სიყვარული და ეს ძლიერი გრძნობა დევს ხრისტოში.
---ამბობენ,ძლიერი სიყვარულით მხოლოდ ერთხელ უყვარდებათო და აი იმ ძლიერი სიყვარულით შეუყვარდა ხრისტოსაც ის გოგონა და რას ვიზამთ.თქვა საკიმ სევდიანად და ისევ იმ გზას გასცქეროდა,სადაც ხრისტომ მანქანით თვალს მიეფარა.
30დღე თითქოს,30 წუთში გაილია და დადგა განშორების წუთები.ორი გული,რომელიც გაერთიანებას ცდილობდა,ჩუმად იდგა და ერთმანეთს არიდებდნენ ცრემლიან წამწამებს.ბედის წიგნში ალბად მათი ერთად ყოფნა არ ეწერა.ხვალიდან,მხოლოდ იმედით და მოლოდინით გაგრძელდება ცხოვრება.დამღლელია ლოდინი,მაგრამ წარმოიდგინეთ ცხოვრება რამდენად აუტანელი იქნებოდა,არაფერს რომ არ ველოდოთ.ღამეა და გარეთ ზაფხულის შხაპუნა წვიმაა,რომელიც კოკისპირულ წვიმაში გადავიდა და ჭექა-ქუხილით შემოიარა ათენის ცა.თითქოს არც განგებას არ უნდა,ორი გული დააშოროს ერთმანეთს,მაგრამ ბედის წიგნში ჯერ-ჯერობით სულ სხვაგვარად წერია.გათენდა ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღე ელისოსთვის.მართლია მას ამნეზია აქვს და წარსული არ ახსოვს,მაგრამ ძალიან ძნელი დასავიწყებელია ამ თბილი ადამიანის სახეები,რომლებმაც სახლის კარი გაუღო და თავიანთ სახლთან ერთად,გულშიდაც კი დაუთმეს ადგილი უცხოს.ნინო და ნათიაც მოვიდნენ დასამშვიდობებლად და თვალცრემლიანი შესცქეროდნენ ელისოს რომლებიც ერთი ფიქრით ფიქრობდნენ, ,,ნუთუ შევხვდებით ისევ ერთმანეთს''?ელისომ იურისტთან ერთად გაიარა რეგისტრაცია და ამ დროს უკან მოიხედა,სათითაოდ მოათვალიერა ყველა და ყველას თვალებში ცრემლი შენიშნა.ხრისტომ ხელი ასწია მაღლა და დაემშვიდობა,თან უთხრა.
---მშვიდობით არა,ელი ნახვამდის და დაუვიწყარი მოგონებები წარსულის ფურცლებზე დარჩა.ვინ იცის,შეიძლება თვით უფალმა შემაძლებინოს შეუძლებელი და შენამდეც მოვიდე ერთ დღეს.ელისომ სამივეს მოეხვია და შედარებით დიდი დრო დაჰყო ხრისტოს ხელებში.მომენტალურად გაიელვა მის თავში რაღაცამ და ყურში უჩურჩულა ხრისტოს რომელიც გაოცებული დარჩა.
---ერთი ვარდი შეიძლება იქცეს ბაღად,ერთი ადამიანი კი შეიძლება გახდეს მთელი სამყარო.ყველაფრისთვის მადლობა.ოდნავ მოშორდა ხრისტოს და თავისი ჯადოსნური ღიმილით მის წინ დადგა.
ექიმო, ადამიანის ცხოვრებაში ჩნდებიან ორი სახის ადამიანები და ხშირად,ხმამაღლა თუ არა,გულში მაინც გვიფიქრია, ,,არ უნდა გამეცნო'' და არიან ადამიანები რომელზეც სიამაყით ვამბობთ, ,,არასოდეს არ ვინანებ მე შენს გაცნობას'',და ეს მართალი ნათქვამია.მადლობა ექიმო ყველაფრისთვის,არასდროს არ დაგივიწყებთ,უბრალოდ ვერ შევძლებ ამ ყველაფრის დავიწყებას.
---რისთვის მიხდი მადლობას ელი.მეც იგივე შემიძლია ვთქვა,არიან ადამიანები ვისი ჩახუტებაც მთელი ცხოვრება ღირს,მაგრამ არის ადამიანები ისეთებიც,ვისი ჩახუტებაც შეუფასებელია.
---არასოდეს არ დაკარგო რწმენა ექიმო.გაუღიმა და ნელა-ნელა უკან სვლით წავიდა,რაც უფრო იზრდებოდა მათ შორის მანძილი,მით უფრო ბობოქრობდა მისი გული.უეცრად გარეთ ისევ ჩამობნელდა და ცა ჩამოღამდა.შავი უკუნი ღრუბელი ჩამოაწვა ზეცას და ერთიანად დაფარა სიშავემ,ცოტა ხნის წინ კი ცა კრიალა და ნათელი იყო.ცაც მწარედ ატირდა და თითქოს ,,უცხო ქალიც ცრემლ''-ს შეუერთდა,ისიც ტიროდა ორი მგრძნობიარე გულის გამოთხოვებას.ხრისტოს სულ სხვა შიში ჰქონდა,მას ეშინოდა ჯერ კიდევ ელისოს მეხსიერების,მაგრამ რწმენაც ჰქონდა დიდი,რომ ეს დროებითი იყო და მას მეხსიერება აუცილებლად დაუბრუნდებოდა.ელისო უბრუნდება სამშობლოს,საქართველოს.ქვეყანას რომელიც მრავალეროვანი ქვეყანაა და ყველას თავშესაფარის სავანე,მზით განათებული ყველა კუთხე.როგორც უეცრად ჩმობნელდა,ისე უეცრად გასერა ცაზე უკანასკნელად ჭექა-ქუხილმა და წვიმა ნელა-ნელა შეწყდა.ღრუბლებიდან მზემ გამოანათა,თითქოს რამდენიმე წუთის წინ,არც არაფერი არ მომხდარიყოს.მზემ ღიმილით გადმოხედა ზემოდან დედამიწას და ამოწმებდა ღირდა თუ არა მისი გამოჩენა,მაგრამ რომ გადმოიხედა დარწმუნდა რომ კარგი ქნა და დედამიწაზე მცხოვრებლებს ისევ ხალისი დაუბრუნა.გაოცებული იყო ხრისტო შორიდან ესმოდა ელისოს ხავერდოვანი ხმა,რომელმაც მის გულში ღრმად შეაღწია.შეაღწია და უზარმაზარი სევდაც დაუტოვა.აეროპორტში სირბილისაგან გულამოვარდნილი ფრისკო და საკი შემოვარდნენ და ხრისტოს გვერდით ამოუდგნენ,ამ დროს თვითმფრინავმა ნელა-ნელა იწყო სვლა, სიმაღლეზეც ავიდა და სულ მალე თვალსაც მოეფარა,ღრუბლებში დაიმალა.გაფრინდა და თან წაიღო მისი გულიც.მიაჩერდა თვალუწვდენელ სივრცეს,სივრცეს რომლის სიღრმემ შთანთქა მისთვის ძვირფასი ადამიანი.იმდენად დიდი სიყვარული და ერთგულება იგრძნო ელისოს თვალებში შეეშინდა,შეეშინდა ამ წმინდა და სუფთა თვალების,შეეშინდა იმ უცნობი გრძნობის,რომელიც ეგონა მხოლოდ ის ატარებდა გულით მარტო,მაგრამ ელისოს თვალებშიც იგივე დაინახა.ნინოს და ნათიას დაემშვიდობა და თვალცრემლიანი შემობრუნდა და უხმოდ დატოვა აეროპორტი.ფრისკო წამოეწია და გვერდით ამოუდგა.იგრძნო ხრისტომ ვინც იდგა მის გვერდით და ჩუმად,მხოლოდ ფრისკოს გასაგონად თქვა.
---ყველას წასვლას ავიტან ჩემგან,მხოლოდ ელის წასვლამ გამომფიტა და გამანადგურა.რა იქნება ხვალ,ზეგ,მასზეგ და ამის შემდეგ?
---როცა ადამიანი გულში მალავს,მისი თვალები არ მალავს სიმართლეს ძმაო.
---ადამიანებს ჩემებურად აღვიქვამ,ჩემებურად ვანაწილებ ვინ,სად დავაყენო ჩემში.თითოეული მათგანი მიყვარს,მიყვარს ყველა ის ვისაც ადამიანობა შეუძლია.მე ეს ადამიანური თვისებები დავინახე მასში.მე ის შემიყვარდა ფრისკო.
დიდი გული ოკეანეს გავს,ის არასოდეს იყინება.ვერ მივწვდი ფრისკო ვერა,მზე ჩემს გვერედით ჩემს სახლში იყო და ვერ მივწვდი,მთვარე კი უკვე ჩემთვის ჩავიდა,ნაკვალევსაც წაშლის თანდათან დრო.სიშორეში იმალება სიმართლე,სიმართლე რომელიც დრომ შენიღბა.გადავიღალე,ძალიან გადავიღალე და ვფიქრობ დროა ცოტა დავისვენო,თორემ ვიცი ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ.ასე მგონია მხოლოდ ცხოვრების პერსონაჟი ვარ და მეტი არაფერი,ან ჩემი ხმა ექოდ ესმით,მხოლოდ გასული საუკუნიდან და არა,ახლანდელი დღევანდელი ცხოვრებიდან.ბედნიერება თურმე წამი ყოფილა,მაგრამ ის წამიც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.ბედნიერი ხარ,როცა გულს უყვარს და საპასუხოდაც იგივე გრძნობას,სიყვარულს ღებულობ.ამ დროს ღრუბლიანი დღეც კი მზიანი გგონია.გგონია ზეცის ზარი შენთვის შემოკრავს და იმღერებს მხიარულ სიმღერებს,სახეზე კი თბილი სიო მოგიალერსებს.დილის აისის ცისკარი რომ ბრწყინავს ბედნიერი ხარ,მაგრამ მაინც გაკლია რაღაც ძლიერი და შეშლილი ხსნი კონიაკის ბოთლს,ხელის კანკალით და გულის თრთოლვით პორდაპირ ბოთლის ტუჩიდან სვამ მწარე სითხეს ისე,თითქოს მის ვარდისფერ და ნამიან ბაგეებს ეხები.შევსვამ ამ სითხეს და დაღლილი გულით მივიძინებ,იქნებ სიზმარში მაინც ვნახო ჩემთან,ჩემს გვერდით.ვერსად ვერ გავექეცი და ვერ დავემალე ტკბილ მოგონებებს.იმ მცირე დროში გაჩენილ სითბოს და მაინც ვნატრობ იმ წუთებს,რომლებიც დრომ მარადისობად აქცია.მე მჯერავს ფრისკო ჩემი სიყვარული დაიგვიანებს ჩემთან მოსვლას,მაგრამ ის მოვა და მისი მოსვლა მე ცამდე ამამაღლებს.მე მადლობას ვუხდი უფალს,რომ თუნდაც მცირე ხნით,მაგრამ მაინც მადლობა რომ ეს ძლიერი გრძნობა ჩაასახლა ჩემში.მხოლოდ ის არის ჩემი გზის მანათობელი ვარსკვლავი,ჩემი ფიქრი და ოცნება მიუწვდომელი,ჩემი მზის სხივი,ძალიან მწველი და დამდაგველი.ცისარტყელაა ფერადი ფერებით რომ აცოცხლებს სამყაროს,სილამაზე უნატიფესი და სიყვარული უფაქიზესი.სუნთქვა ხარ ჩემი ელისო და სურნელი ხარ ისეთი დამათრობელი,რომელმაც ჩემი გულის და სულის შერწყმა მოახერხე.
აჟიტირებული და თან რაღაც სევდიანი მიდიოდა მიშო აეროპორტში, სამი თვე იყო გასული რაც ელისო არ ენახა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე,ძალიან ღელავდა მასთან შეხვედრას.რა რეაქცია ექნება მიშოს რომ ვერ იცნობს ელისო?უჩვეულოა ეს მიშოსთვის და დაუჯერებელი.არ უნდა ამაზე ფიქრიც კი მანამდე,სანამ ერთმანეთთან შეხვედრის წუთები არ მოვა და არ დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.ელისო კი ამ დროს თვალდახუჭული იჯდა და უკვე იქ,შორს დატოვებულ ახლობლებზე ფიქრობდა.გულს უთუთქავდა ხრისტოს სევდიანი თვალების გახსენება.
---შინ ვბრუნდები.თავისდა უნებურად ჩაიჩურჩულა და მიხვდა,ამ დაბრუნებას არანაირი სიხალისე თან არ ახლდა.არც ოცნებები არ ახალისებდა და არც მოახლოებული რეალობა.თუმცა ცდილობდა,რომ მოზადებული შეხვედროდა მოახლოებულ წუთებს.აი დაფრინდა თვითმფრინავი,რა მალე გავიდა 2 სთ-40 წთ.ფეხი დადგა თუ არა მიწაზე,რაღაც უჩვეულო სურნელი იგრძნო და შემოდგომის აგრილებულმა სიომ მოეფერა,თითქოს შინ დაბრუნება მიულოცა სიხარულით აღფრთოვანებულმა და გახარებულმა მისი დაბრუნებით.თანდათან მღელვარებამაც იმატა,რადგან ახლოვდებოდა ამაღელვებელი წუთები,მის ჩემოდანს ხელი დაავლო,სახეზე სათვალე მოირგო და ხალხის ნაკადს შეერია.ისე გამოვიდა შენობიდან,ის არავის გაუჩერებია და არავის უკითხავს ვინ იყო.სად იყო მიშო ამ დროს?მიშო ხალხს ათვალიერებდა და გვერდი აუარა მოულოდნელად ელისოს რადგან ის უცნობმა მამაკაცმა შეაჩერა რაღაც ჰკითხა.მიშიკომაც ზრდილობიანად მიასწავლა რაც უნდოდა მამაკაცს და ისევ ელისოს ძებნა გააგრძელა,არადა ელისო ამ დროს გარეთ იყო და არ იცოდა საით წასულიყო.
მეცხრამეტე თავი
მოლოდინი სიხარულის,მაგრამ მაინც ტკივილიანი და სევდიანი.ძალიან ნელა და ზლაზვნით გასული წუთები.ელოდებოდა,ელოდებოდა საწოლზე ჩამომჯდარი კაპლით ხელში ციცო შვილის მოსვლას.საშინელი მოლოდინის საათები ჯერ გაიწელა უსაშველოდ და ბოლოს როგორც იქნა ამოიწურა,წესით ელისო ახლა სახლში უნდა იყოს,მაგრამ მიშიკო არა და არ დაბრუნდა.შესრულდა 3 საათი,4,5,6.უკვე ყველა ნერვიულობდა,სადაც იყო გათენდებოდა და ელისო და მიშო არ ჩანდა.როგორც იქნა დადუმებული ვახოს ტელეფონი ახმაურდა და საშინელი ხმა გაისმა მდუმარდ ქცეულ სახლში.აიღო ანერვიულებულმა ვახომ და ფერი ეცვალა,გულზე მიიდო ხელი და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
---როგორ თუ არ არის,ის თავად ჩასვა იურისტმა თვითმფრინავში მიშო.
---იქნებ რამე შეიცვალა და ამ რეისზე არ წამოსულა.
---გვიან არის,მაგრამ დავრეკავ ახლავეს.ვახომ ნაცნობ ნომერზე გადარეკა და ინფორმაცია უტყუარია,რომ ელისომ საბერძნეთის ტერიტორია დატოვა.-აერია,ხალხში აერია და სად არის ახლა ამ ღამეში სად.იღრიალა ვახომ და იქვე ჩაიკეცა.ელისო კი ამ დროს,ბედის ანაბარად ერთ ბნელ კუთხეში მიყუჟულიყო და გაფითრებული,შეშინებული თვალებით უცქერდა ირგვლივ ყველაფერს.
---ვინ მოგელოდა ელისო აქ რომ მოდიოდი.გაიფიქრა გულში და თვალები ცრემლებმაც დანამა.მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს,თეთრად დაათენდა თავზე.ფული არ ჰქონდა,შიმშილმა შეაწუხა.მის გვერდით უძლური მოხუცი დაჯდა და უცნობ სახეს უცნაურად დააკვირდა.შეხედა ძვირფასი ტანისამოსი ეცვა და მორიდებით შეეკითხა.
---შვილო აქ რას აკეთებ,სახლში რატომ არ წახვალ?ელისომ სევდაჩამდგარი თვალებით შეხედა და უთხრა.
---არ მახსოვს ბებო,არ ვიცი ვინ ვარ.მოხუცს უეცრად სახეზე ფერი ეცვალა და უთხრა.
---იქნებ ეცადო და გაიხსენო შვილო,სად ცხოვრობ.იქნებ დედა გელოდება,მამა.და გყავს,ძმა.ელისომ სახეზე აიფარა ხელები და მწარედ ატირდა.
---არ მახსოვს არააააა.
---რა გითხრა დედა,იქნებ შეძლო და გაიხსენო.გტკივა ასეთი ყოფა,მე ვგრძნობ ამას,მაგრამ მოითმინე უფალი მოგეხმარება და დაგიხსნის ამ გაჭირვებისგან.ტყუილ იმედს ვერ მოგცემ დედა,უკვე დიდი ხარ და ყველა ჩვენთაგანს ჩვენი ბედი გვაწერია.შემოდგომის სიომ დაუბერა და ელისოს შესცივდა.დაიხარა მისი ჩემოდანი გახსნა რამე მკლავიანს ამოვიღებო,რომ ახალგაზრდა გოგონა მიუახლოვდა.
---გამარჯობა,ეს ტანისამოსი გასაყიდი გაქვს?შეიძლება ვნახო?ელისომ გაკვირვებულმა შეხედა გოგონას და მორიდებით დაუქნია თავი.გოგონამ ბევრი რამ აარჩია და ფულიც გადაუხადა ელისოს და ახალი შენაძენით კმაყოფილმა წავიდა.უკვე შუადღეც მოსულიყო და მოშივდა,სადაც ისხდნენ იქ ახლოს ცხელი ხაჭაპური იყიდებოდა,ფული მუჭში დაიკავა და გზაზე გავიდა.ორი ცალი ხაჭაპური იყიდა და ისევ ბებოს გვერდით მოკალათდა.ისე გემრიელად ჩაკბიჩა და ბედნიერი სახე მიიღო,თითქოს ძვირადღირებულ ბარში იჯდა და მისი შეკვეთილი შეკვეთას გემრიელად შეექცეოდა.მის გონებაში რაღაც,რაღაც ეპიზოდმა გაიელვა და მის წინ ღიმილით ლამაზი ქალბატონი დადგა.ისე რეალურად ხედავდა კადრებს,რომ თითქოს იქვე იყო,მის გვერდით და ესმოდა მისი საუბარი.
---მოგშივდა?დედამ გენაცვალოს.ცხელია ხაჭაპური და ჭამე გამხდარი ხარ,მალე მამაც მოვა.დაასრულა ჭამა და თბილი კადრებიც გაქრა,ისევ სევდიანი გახდა,ფული ჯიბეში ჩაიდო და ჩაფიქრდა.
---ნუ მოიწყენ შვილო,შეიძლება ბევრი ფიქრიც არ დაგჭირდეს ისე უცებ გაგახსენდეს ყველაფერი.ნერვიულობამ და ტვინზე ძალადობამ,შეიძლება აზრები დაგიბნიოს.სული ავადდება შვილო და ახალ ცხოვრებას ეჩვევა,გვავიწყდება ისიც თუ ვინ ვიყავით და ახლა ვინ ვართ.ნუ გეშინია,ხელს არ გკრავ,აქვე ახლოში ვცხოვრობ მხოლოდ ერთი სარდაფიღა შემომრჩა და იქ ერთ საწოლს შენც მოგიწყობ,ჩემთან ერთად იქნები.გული დაიმშვიდე ბებო,აქ მესმის შენი გულის ფეთქვა.სახეს ნუ დამალავ,იქნებ ვინმე ნაცნობმა დაგინახოს და გიცნოს.შებინდებისას ბებომ ელისოს ხელი ჩაავლო და თავის ღარიბულ ბინაში წაიყვანა.გზაში პური,კალბასი და პამიდორი იყიდა ვახშმისთვის.პატარა იყო სარდაფის ოთახი,მაგრამ ირგვლივ სისუფთავის სუნი ტრიალებდა.ეტყობოდა რომ ბებო არ უნდა ყოფილიყო უბრალო ქალბატონი,ხელები დაიბანა ორივემ და ქუჩის ჭუჭყი ჩამოიშორეს.ელისოს დაბანაში ბრებომ მაგდაც გააწყო და უხმოდ შეექცნენ ღარიბულ ვახშამს.ცოტა ისაუბრეს და შემდეგ საწოლიც გაუშალა ელისოს საგანგებოდ შენახული თეთრეული გადმოიღო და ელისომ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.საღამურებიც კი მისცა და ორივემ თავ-თავიანთ საწოლებში მიეცა ფიქრებს.ღრმად ამოიოხრა ბებომ და ელისოს უთხრა.
---ძალიან განვიცდი შენს ბედს შვილო,შენი ჩუმი ტკივილით მტკივა გული.არ მინდა უფრსკულის პირას მდგარი მიგატოვო,და ტკივილმა მარტო მყოფს,გრიგალივით შემოგიტიოს.
---ბებო აქ როგორ მოხვდი,ეს თქვენი სარდაფია თუ ქირას იხდით?
---ეს სარდაფიღა შემომრჩა ჩემი ქონებიდან შვილო.მსხვერპლი შევიქენი,ტყუილის მსხვერპლი და აქამდე მიმიყვანა ადამიანების ნდობამ.,მაგრამ უკვე ვისწავლე,რომ ადამიანების ნდობით ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი.დღემდე კივის ჩემში,ყველასგან მიტოვებული ჩემი სული და ვეღარ უძლებს გამწარებული სული,სულის ღრმა ნაპრალებს.აღარც ძილია ჩემთვის და აღარც მოსვენება.უკვე მეშვიდედ გაყვითლდდა ხეებზე ფოთლები და სამართალიც ვერ ვიპოვე მთელი ეს დრო.ჩემს ირგვლივ მხოლოდ დუმილია,შეურყეველი დუმილი დგას უსამართლოდ.უკვე მეშვიდედ აცივდა და ჩემი ძვლებიც ცივდება ნელა-ნელა.მეშინია,რომ მიწის დამყრელიც არ მეყოლება არავინ.
---მე არ მიგატოვებ ბებო,მე თქვენთან ვიქნები.
---რა ვქნა,რომ ჩემი შეცდომის გამოსწორება არ შემიძლია.რაც იყო,იყო ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა და წარსულის დაბრუნება კი არავის არ შეუძლია.დაიძინე ალბად უფალმა გამომიგზავნა შენი თავი,რომ მარტო არ ვყოფილიყავი.ჯერ კი შემიძლია და ჩემს ტავს ვხედავ,მაგრამ ხშირად ვფიქრობ,რომ რამე დამემართოს?შენ რომ წახვალ რა მეშველება.
---არ წავალ ბებო,ან თუ წავალ გპირდები თან წაგიყვან
ნებისმიერი განშორება მტკივნეულია,მაგრამ ხრისტოსთვის ელისოსთან განშორება ძალიან ძნელი იყო.უფრო ძნელი ის იყო,რომ სპიროს ზარმა ააფორიაქა და სუნთქვა შეუკრა.მისთვის საშინელი მოსასმენი იყო და ყოველგვარი იმედიც გადაეწურა.
---ექიმო ელი დაიკარგა,გესმით ჩემი ხმა?თბილიში ჩასული დაიკარგა.
---ეს როგორ,ხომ უნდა დახვედროდა ვიღაც.
---დახვდა,მაგრამ ელი არ ჩანს.ჩანს კამერებში,რომ იქამდე მივიდა,მაგრამ იქ გაიბნა.
---ის ზრდასრული და ქმედუნარიანი ადამიანია,მე მჯერავს ის გამოჩნდება.ერთადერთი ხრისტომ რაც გაიფიქრა და თავის თავი დაადანაშაულა, ის იყო რომ არ აიღო მის თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა და ელისოს ბოლომდე არ გაყვა.ტანგოს მარტო ვერ ვიცეკვებთ,ამისათვის ორი ადამიანია საჭირო.ამიტომ არ უნდა გაეშვა მარტო და ახლა ასე ძალიანაც არ ინერვიულებდა. ცხოვრებაში არის მომენტები,რომელსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო გული გვიჩრქარდება.ეს შეიძლება იყოს სიხარულის, სიყვარულის, ტანჯვის, შეხვედრის ან ტკივილისაგან გამოწვეული,მაგრამ ახლა იყო ტკივილის წუთები,წუთები რომელიც მღელვარებად გადაიქცა და ადგილს ვეღარ პოულობდა.
---შენ ფაქტიურად დაფქრების დროც არ გქონდა,როცა მე შენ გაჩუქე შენს დაუკითხავად ჩემი გული.შენ არც დაფიქრებულხარ ამ გრძნობაზე,უცხო მამაკაცის გამომეტყველებაზე რომელიც დღემდე შემორჩა ჩემს გულს და უიმედოდ ელის შენს გამოჩენას.ელი სად ხარ,სად გამოჩნდი გთხოვ.უკვე მენატრები,ძალიან მენატრები,შენი საოცრად უცნაური სურნელი მენატრება,შენი ბავშვური და სუფთა გამოხედვა.წყეული გრძნობაა მონატრება და საშინლად დამღლელი.ვიცი,რომ სასწაულები აღარ ხდება,მაგრამ ხომ შეიძლება ერთ ზამთრის ან ზაფხულის ღამეს გამომაღვიძოს შენმა ჩურჩულმა.ფრისკო მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ რეკავდა ხრისტოს ნომერზე,მაგრამ არა და არ პასუხობდა.შემდეგ კი გაბრაზებულმა სტელას დაურეკა და უთხრა.
---სტელა დეიდა სად არის ხრისტო?
---სახლშია,მეც აქ ვარ მასთან,ჩაკეტილია ოთახში და მეც არ მიშვებს მასთან სიახლოვეს,არც ჭამს და არც მელაპარაკება.
---კარგი მოვდივარ არ ინერვიულო.მალე მოვიდა და ძალით გააღებინა კარები.შეხედა საწოლთან ლუდის დაცლილი რამოდენიმე ბოთლი იყო და გაკვირვებულმა შეეკითხა.
---შენ მარტო სვამ?
---როგორც ხედავ ვსვამ.
---ხოდა დამაინტერესდა,როდის მერე სვამ უჩემოდ?ან საკის გარეშე,ან ირინი სად არის,ან ანა?დაგავიწყდა მეგობრები?
---მარტო ვსვამ ხო,რადგან მინდა დავივიწყო მისი თვალები,მაგრამ ის ცრემლი,ის ერთი ცრემლი მის სახეზე როგორ გარბის და იკვლევს გზას,ვერ ამოვიგდე გონებიდან.არ მეგონა ქალს ცრემლი თუ დაამშვენებდა.ეს ცრემლი ჩარჩა ჩემს გულში იარად, ,,უცხო ქალის ცრემლი''.რას მიყურებ,ალბად გგონია დებილი ვარ ხო?
---არა,არ მგონიხარ,რადგან არ ხარ მთლად დებილი,ცოტა წადებილო ხარ.მაგრამ გულახდილად მინდა გითხრა,რომ წლებია გიცნობ და ჯერ ასეთი სახით არ მინახიხარ.წუხელ არ გიძინია ხო?ან თუ გახსოვს,ბოლოს როდის იძინე ნორმალურად საწოლში?
---შენ რა გითხრა,თავად მეც არ ვიცი.დღეებიც ამერია ეს გამოიწვია ამ დღეების სიმარტოვემ.როცა მარტო ხარ და მხოლოდ შენს საქმეზე ხარ მიჯაჭვული,არ უფიქრდები რამდენ რამეს კარგავ.ახალი არსება რომელიც შენში შემოდის,ის არ შემოდის მარტო,მას ძალიან ბევრი რამ მოაქვს,შენთვის უცნობი და უცხო და ცარიელი ნახევარიც ივსება მანამ,სანამ ის შენთან არის,შენს გვერდით,შენს ახლოს.როცა ის უკვე დროა უნდა წავიდეს შენგან,ისევ ცარიელდები და შენც იკარგები სადღაც სიცარიელეში.

---შენ იცი რა არის ამ სამყაროში ყველაზე საშინელი?ხრისტომ შეხედა და თვალებით შეეკითხა,რაო.-ის რომ მე ახლა დავრწმუნდი,რომ შენ მართლა გამოშტერდი შენით კიარა,იმ უცხო გოგომ გამოგაშტერა,თავიც გამოგიცარიელა ამ ექიმ კაცს და დაგტოვა ასე გამოშტერებული.
---ფრისკო იცი რომ საშინელი მეგობარი ხარ?შეუღრინა ხროსტომ.
---რატომ ვარ საშინელი ხრისტო.იმიტომ ხომ არა,რომ უკვე დამღალა იმის ახსნა-განმარტებებმა,რომ ის უცნობი ქალი წავიდა,წავიდაააა და შენ ჯობია ჭკუას მოუხმო და ცხოვრება აქ გაარძელო ჩვენთან,ჩვენს გვერდით,ჩვენს სიახლოვეს..მაგრამ შენ გონებითაც,გულითაც და სულითაც უკან გაჰყევი მას და აქ მხოლოდ გამოფიტული სხეული დააგდე შენი.გული გადაკეტე და აღარ ხსნი,რა გინდა რას ეძებ ან ვის ეძებ,იმას ვეღარ იპოვნი მეგობარო,რაც შენი არ არის,არც ყოფილა და არც იქნება.რას ფიქრობ,რამე ტყუილი და დაუჯერებელი გითხარი?
---რას დაესგავსე,რა გჭირს შვილო.
---აგერ მეგობარს ვუსმენ,რომელსაც არ ბეზრდება ნოტაციების კითხვა.შემდეგ ისევ დასევდიანდა და ჩურჩულით თქვა.
---თბილიში ჩასული,ელი დაიკარგა და ჯერ მის კვალს ვერ მიაგნეს.გაუკვირდა ფრისკოს და სტელას და გულიც ეტკინათ,მაგრამ ორივე ხომ უძლური იყო ისე როგორც ხრისტო და ორივემ დუმილი არჩია,ცოტა ხნის შემდეგ კი სტელამ უთხრა.
---მოეშვი შვილო და დაისვენე,დაასვენე გონება ამდენი ფიქრისგან,თუ ერთმანეთის სიყვარული ერთმანეთის სულით არის გაღრმავებული,ისევ მოძებნით ერთმანეთს.მარტო სხეულით შეხება დიდი ხნით ვერავისთან ვერ გაგაჩერებს თუ იმ სხეულს მთელი შენი გონებით არ ფლობ.მე მჯერავს ის დაბრუნდება,თქვენ ისევ იპოვნით ერთმანეთს.ხრისტოს ფიქრით უსკდებოდა თავი და მიშიკო ერთი თვის გამნავლობაში,თვალებით ეძებდა უამრავ ადამიანთა შორის ელისოს.რამდენჯერ აერია,რამდენჯერ შეცდა და სიხარულით სავსემ,მაგრამ სულ სხვა შერჩენია ხელში და სევდიანად უხდიდა ბოდიშებს გაოცებულ ადამიანებს.ერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა კარაოკე-ბარ ,,ეიფორიაში'' შევალ,ამნეზია აქვს,მაგრამ იქნებ კი შევიდა მაგრამ იქ ხომ ელის ყველა იცნობდა მისი სამეგობრო.ძალიან გადაიღალა,მაქსიამალურად ცდილობს დრო სამსახურსაც დაუთმოს,მაგრამ განა უდებს გულს სამუშაოს?ელისო კი ამ დროს კარგად მოერგო ყიდვა-გაყიდვას ბებოსთან ერთად.ის ყიდულობდა და ბებო ნივთების გაყიდვაში ეხმარებოდა.
ერთ დღეს ზამთრია უსხიანი დღე იყო.ელისო იქვე ჩაჯდა ბებოსთან ახლოს დაღლილი,ამ დროს მამაკაცმა გამოიარა და შეჩერდა ელისოს დააკვირდა,ჯიბეში ხელი ჩაიყო და ქაღალდის ფული ამოიღო და ელისოს ხელში ჩაუდო.ელისომ ფულს დახედა და შემდეგ მიმავალ მამაკაცს გახედა,წამოდგა უნდოდა გაყოლოდა და თან ეთქვა,რომ -,,მე მათხოვარი არ ვარო'',მაგრამ ბებომ შეაჩერა.ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღეს,არა მარტო ის მამაკაცი,უკვე სხვებიც აძლევდნენ ფულს და საღამოს ბებოსთან ერთად ითვლიდა მთელი დღის შემოსავალს.თავად არ იტოვებდა იმაზე მეტს,რაც მას დასჭირდებოდა.უკვე ბებოსაც მიეჩვია,მაგრამ ხრისტოს სახე მისი გონებიდან არ ამოდიოდა.როგორ უნდოდა მისი ხმის გაგონება,რა ძალიან დიდი იყო ამის სურვილი,მაგრამ აბა როგორ.სევდიანი თვალებით დახედავდა იმ ქაღალდის ფურცელზე დაწერილ ტელეფონის ნომერს,ღრმად ამოიხვნეშებდა და ისევ გულდაგულ შეინახავდა.უკვე დეკემბერიც ბოლო დღეებს ითვლიდა და რამდენიმე დღეში ახალი წელიც შემოაღებდა კარს,ახალი იმედებით და ახალი შემართებით.უკვე სამი დღეა შეამჩნია,რომ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი უთვალთვალებს,ერთ დღეს კი ახლოს მივიდა და მამაკაცმა ახლოდან დააკვირდა,შემდეგ ცრემლით სავსე თვალებით მხრებში ჩაავლო ხელი და ხმის კანკალით უთხრა.
---რა გქვიათ,გთხოვთ მითხარით თქვენი სახელი.ელისომ შეშინებულმა შეხედა მის წინ მუხლებზე დამდგარ მამაკაცს,შეხედა რომ მისი თვალები დიდ ტკივილს ასხივებდნენ.ელისო შემომხედე გთხოვ,ჩემი სახე არ გეცნობა?არავის არ გაგონებ?ელისო შენი მიშიკო ვარ,შენი მიშო.მიშკა ვარ ელო.მითხარი რომ მიცანი.მითხარი რა გქვია სახელი.
---ელი,ელი მქვია.უთხრა ხმის კანკალით
---ელი,ელისო იცი ვინ დგას შენს წინ?შენი მეგობარი,ბავშვობის მეგობარი.ჩვენ ერთად გავიზარდეთ ელისო.
---შეუძლებელია.თქვა ჩურჩულით ელისომ.
---არა,არა,არა ნუ ამბობ ასე.არაფერი არაა შეუძლებელი,პირიქით ეს შესაძლებელია.გთხოვ გაიხსენე ვინ ხარ შენ.
---უკაცრავად გეშლებით,ალბად თქვენს ნაცნობში აგერიეთ.ალბად მე მას ძალიან ვგავარ.უთხრა და უკან-უკან სვლით გაეცალა გაკვირვებულ და ტკივილით სავსე მიშიკოს.მიშოს თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და ჩურჩულებდა.
---არა,ვერ შეძლებ რომ დამაჯერო,შენ ჩემი ელისო არ ხარ.რა გაგიკეთეს,რა დაგმართეს.უნდა დაგიბრუნო, ჩემი ელო უნდა დავიბრუნო,გეფიცები დაგიბრუნებ,არ მოგეშვები.
---ნუ მიეძალები ბებო.არაფერი არ ახსოვს,აქ ვართ ყოველ დღე.შეგიძლია ხვალაც მოხვიდე,მაგრამ ახლა ნუ მიეძალები

---მართლა არაფერი არ ახსოვს?
---ბევრჯერ ვთხოვე,იქნებ შეძლო და გაიხსენოთქო,მაგრამ ვერ გაიხსენა.
---ხვალაც მოვალ,ხომ არ წახვალთ აქედან სადმე?
---არა შვილო,აქ ვიქნებით.მე შევიფარე და დღემდე ჩემთან არის,სამწუხაროა,რომ არ იცის ვინ არის,მეც ძალიან ვწუხვარ მასზე.
---ღმერთო ის წარმატებული ბიზმესმენია და ახლა აქ დგას ქუჩაში.
---მეც წარმატებული ბიზმესმენი ვიყავი ერთ დროს,მაგრამ ახლა როგორც ხედავ მეც ქუჩაში ვარ.ცხოვრება მკაცრია შვილო მისი მკაცრ კანონებთან ერთად.
---ერთადერთი რითაც ვიმშვიდებდი ჩემს თავს,ეს იყო გამომეჩინა მოთმინება.როგორი ცოტა ჩანს მოთმინება და როგორი ძნელია ის ბოლოში დასაჯერებლად.მიშიკო არასოდეს არ დამარცხებულა და არც ახლა დამარცხდება,გპირდები რამოდენიმე დღეში შენს გულიან კისკისს კვლავ მოვისმენ ელო.წამოდგა ფეხზე,ბებოს დაემშვიდობა და სახლში წავიდა გახარებული,ვახოს კი გზიდანვე დაურეკა.უკვე სახლთან მისული იყო და ვერ მოზომა სიხარულისგან როგორ გაჰკიოდა უკვე ეზოში შესული.
---ძია ვიპოვნე,ელისო ვიპოვე.ვახო ფეხზე წამოდგა და წინ შეეგება სიხარულისგან ანთებულ მიშოს
---დროზე თქვი სად,სად არის,სად იპოვნე.მიშომ სული მოითქვა,იქვე აცრემლიანებულ თინის შეხედა და ერთი სიტყვა უთხრა.
---წყალი.თინიც უცებ შებრუნდა და წყალი მოუტანა.წყალი დალია,სულიც მოითქვა და ყველაფერი მოუყვა იქ მყოფთ.
---მართლა ვერ გიცნო?ჩუმად შეეკითხა დარდისგან და ნერვიულობისგან თვალებჩაშავებულმა ციცომ.
---ვერ მიცნო და თან დავაფიქსირე,ხელით რომ შევეხე მაგრად შეეშინდა.შევატყვე მის თვალებში დიდი შიში გაჩნდა და აღარ მივეძალე.ხვალაც მივალ,ყოველ დღე მივალ და იქამდე ვივლი სანამ არ გამიხსენებს.
---ყველამ მივიდეთ და იქნებ რომელიმე შეგვიცნოს,ან ასე ნელა-ნელა იქნებ გაახსენდეს ვინ არის.
---ჯერ ჩვენ წავალთ და დავაკვირდებით.თქვა ვახომ მაგრამ დედის გული განა მოითმენს ამდენს?ციცომ ვერ მოითმინა,დილით ადრე ადგა და კარგად დამახსოვრებული მიშიკოს ნათქვამ მისამართზე მივიდა.ჯერ შორიდან უყურს შვილს და ცრემლებს ყლპავდა,შემდეგ ახლოდან მივიდა ელისოს წინ დადგა და დედის გულმა ვეღარ გაუძლო,გულზე მოიკიდა ხელი და ფერი დაეკარგა.ელისომ წამოხტა ფეხზე და ახლოს მივიდა.
---ცუდად ხართ?თავადაც შეშინებული იყო.
---შვილო,ჩემო შვილო.ელისომ გაოცებულმა შეხედა მის წინ მდგარ ცრემლებით სავსე ქალბატონს და შეეცოდა.გულში გაიფიქრა, ,,ალბად შვილი ყავს გარდაცვლილი და მას მიმამსგავსა''.იქვე დაბალი სკამი მიაწოდა და უთხრა.
---ქალბატონო წყალი მოგიტანოთ?ციცო დაიბნა,აღარ იცოდა რა ეთქვა და მწარე ტკივილიანი ხმით აღრიალდა.შემდეგ ვახოს დაურეკა და ვახომ მიშოსთან ერთად მოვიდა.ვახომ გულში ჩაიკრა ელისო და მთელი სახე დაუკოცნა მონატრებულს.
---სახლში წამოდი შვილო,აქ ვერ დაგტოვებ.არ მიყვებოდა,მაგრამ მიშიკომ მათი გიჟობების დროს გადაღებული ფოტოები აჩვენა და ცოტა დამშვიდდა.
---ბებოს ვერ დავტოვებ აქ,მას ჩემს მეტი არავინი არ ყავს.ვახოს გაეცინა და ბებოს მიმართა თბილი ხმით.
---ბებოს ვერ შეგკადრებ,რადგან მეც შერეული მაქვს ჭაღარა,დედას გიწოდებ,დედას რომლის სითბო წლებია ძალიან მაკლია.გთხოვ შვილად მიმიღე და ჩემი შვილის გვერდში დადგომისთვის,მომეცით საშუალება მე თქვენზე ვიზრუნო.ბებომ შეხედა ვახოს და ასევე თბილი ღიმილით უთხრა.
---მე თქვენ გიცნობთ ბატონო ვახტანგ.ვახო გაოცდა და გაკვირვებულმა დააცქერდა სახე დანაოჭებულ,მაგრამ ერთ დროს ულამაზეს ქალბატონს.
---ძალიან დამაინტერესეთ,წამობრძანდით და სახლში ვისაუბროთ,თბილ ბუხართან.თავიანთი ადგილი აალაგეს და ერთად წავიდნენ სახლში,ელისოს გარდა ყველა ბედნიერი ღიმილით.


დილა მშვიდობისა, ჩემო კარგებო, როგორ ხართ? აი დასრულდა პირველი ნაწილი... რას იტყვით ღირს გაგრძელება თუ დარჩეს იმად რაც არის?
თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია....
სიყვარულით თქვენი მზია დეიდა...



№1 სტუმარი Guest დადუ

მინდა გითხრათ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხართ.რამოდენიმე ისტოერია წავიკითხე აქ თქვენი და ერთმანეთზე უკეთესები. მიხარია და მადლობა თქვენ რომ ასეთ სასიამოვნო ისტორიებს გვთავაზობთ. რაც შეეხება ამ ისტორია მინდა რომ გააგრძელოთ.

 


№2  offline მოდერი zia-maria

Salo123
რათქმაუნდა ღირს გაგრძელება

მადლობა თბილო. kissing_heart kissing_heart

Guest დადუ
მინდა გითხრათ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხართ.რამოდენიმე ისტოერია წავიკითხე აქ თქვენი და ერთმანეთზე უკეთესები. მიხარია და მადლობა თქვენ რომ ასეთ სასიამოვნო ისტორიებს გვთავაზობთ. რაც შეეხება ამ ისტორია მინდა რომ გააგრძელოთ.

heart_eyes heart_eyes დაველოდები სხვა რას იტყვის,თქვენ კი უღრმესი მადლობა. kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ქალბატონო მზია ეს ისტორია რომ არ გააგრძელოთ მოვკვდები,თქვენ ხომ იცით როგორ ვგულშემატკივრობ ამ ისტორიას,ელის და ხრისტოს,გააგრძელე რა,ძალიან გთხოვთ
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი zia-maria

La-Na
ვაიმე ქალბატონო მზია ეს ისტორია რომ არ გააგრძელოთ მოვკვდები,თქვენ ხომ იცით როგორ ვგულშემატკივრობ ამ ისტორიას,ელის და ხრისტოს,გააგრძელე რა,ძალიან გთხოვთ

შემოგევლე მე შენ,ძალიან ტკბილო heart_eyes heart_eyes laughing .აუცილებლად გავაგრძელებ,უბრალოდ მკითხველის აზრი მაინტერესებს. kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი Guest მაყვალა

ქალბატონო მზიაასე მგონია თქვენ თვითონ არ დაგვტოვებთ შუა გზაზე და გაგვიყვანთ გვირაბის ბოლოს სადაც სიყვარული სიხარული და უფლის ნება იზეიმებს

 


№6  offline მოდერი zia-maria

Guest მაყვალა
ქალბატონო მზიაასე მგონია თქვენ თვითონ არ დაგვტოვებთ შუა გზაზე და გაგვიყვანთ გვირაბის ბოლოს სადაც სიყვარული სიხარული და უფლის ნება იზეიმებს

heart_eyes heart_eyes არა,არავითარ შემთხვევაში არ შევწყვიტავ,მაგრამ მკითხველის აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.თუმცა ისიც ვიცი,რომ ჯერ ძალიან ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი.მადლობა თქვენ რომ კითხულობთ და სტიმულს მაძლევთ. blush kissing_heart

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

zia-maria
La-Na
ვაიმე ქალბატონო მზია ეს ისტორია რომ არ გააგრძელოთ მოვკვდები,თქვენ ხომ იცით როგორ ვგულშემატკივრობ ამ ისტორიას,ელის და ხრისტოს,გააგრძელე რა,ძალიან გთხოვთ

შემოგევლე მე შენ,ძალიან ტკბილო heart_eyes heart_eyes laughing .აუცილებლად გავაგრძელებ,უბრალოდ მკითხველის აზრი მაინტერესებს. kissing_heart kissing_heart

უჰ კარგია,როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ
--------------------
ლანა

 


№8  offline მოდერი zia-maria

La-Na
zia-maria
La-Na
ვაიმე ქალბატონო მზია ეს ისტორია რომ არ გააგრძელოთ მოვკვდები,თქვენ ხომ იცით როგორ ვგულშემატკივრობ ამ ისტორიას,ელის და ხრისტოს,გააგრძელე რა,ძალიან გთხოვთ

შემოგევლე მე შენ,ძალიან ტკბილო heart_eyes heart_eyes laughing .აუცილებლად გავაგრძელებ,უბრალოდ მკითხველის აზრი მაინტერესებს. kissing_heart kissing_heart

უჰ კარგია,როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№9 სტუმარი Teo.

Martla dzalian kargad wert qalbatono Mzia,es bevrjer mitqvams tqventvis.aucileblad velodebi gagrzelebas.bodishi rom yvela tavebze ver hitovebt chems komentars.udavod nijieri brzandebit.

 


№10  offline მოდერი zia-maria

Teo.
Martla dzalian kargad wert qalbatono Mzia,es bevrjer mitqvams tqventvis.aucileblad velodebi gagrzelebas.bodishi rom yvela tavebze ver hitovebt chems komentars.udavod nijieri brzandebit.

heart_eyes heart_eyes heart_eyes მადლობა თეო საყვარელო,გაიხარე. kissing_heart

 


№11 სტუმარი Ani

Dzalian momewona,cota rtuli wasakitxia imitomrom bevri tkivilia,es lmas ar nishnavs rom cudia piriqit titqmis nawilobriv simartlea da samwuxaroa rom asec uwevt xalxs cxovreba.. mokled kargia gaaaagrdzele da male dadee... ise me sheni sxva istiriehbic momwons, kargad wer

 


№12  offline მოდერი zia-maria

Ani
Dzalian momewona,cota rtuli wasakitxia imitomrom bevri tkivilia,es lmas ar nishnavs rom cudia piriqit titqmis nawilobriv simartlea da samwuxaroa rom asec uwevt xalxs cxovreba.. mokled kargia gaaaagrdzele da male dadee... ise me sheni sxva istiriehbic momwons, kargad wer

მადლობა ანი. გაგრძელდება აუცილებლად სულ მალე. kissing_heart

 


№13 სტუმარი მამანა

ისე მომწონს ყოველ დღე ვამოწმებ გაგრძელდა თუ არა და იქნებ დაახლოებით როდის დადებთ გვითხრათ გავაგრძელო თუ არა არ იკითხოთ რაა ეს შუაგზაში მიტოვებულს გავს და თვითონ ითხოვს გამაგრძელეოოო

 


№14  offline მოდერი zia-maria

მამანა
ისე მომწონს ყოველ დღე ვამოწმებ გაგრძელდა თუ არა და იქნებ დაახლოებით როდის დადებთ გვითხრათ გავაგრძელო თუ არა არ იკითხოთ რაა ეს შუაგზაში მიტოვებულს გავს და თვითონ ითხოვს გამაგრძელეოოო

მადლობა რომ ელოდებით,მაგრამ სულ მალე ისევ თქვენთან ვარ,მიყვარხართ ყველა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent