შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /2თავი


11-07-2017, 12:38
ავტორი Auroram
ნანახია 2 203

ანინეს POV.
ნათანიელის ოთახის დალაგებას საუკუნე მოვამდომე. არ მეგონა ასეთი მოუწესრიგებელი თუ იქნებოდა,ყველაფერი ძირს ეყარა,ზოგოერთი ფეხსაცმლის წყვილს ვერ ვპოულობდი. საქმე ამ ყველაფრის კარადაში შელაგებაზე,რომ მიდგა მაშინ მივხვდი თუ რამხელა პრობლემა იყო ბატონი დესპოტი. მისი ეგრეთ წოდებული კარადა მთელი ოთახი აღმოჩნდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ისიც არეული დამხვდა. მთელი დღე მის კარადას ვალაგებდი,მის ოთახს და საწოლს. რა არ ვიპოვე... ბოლოს კი დაღლილი და ძალა გამოცლილი ჩავდიოდი კიბეზე,რომ
წყალი დამელია. ერთადერთ რაღაცაზე მეფიქრებოდა და ისიც ჩემი ცხოვრება იყო. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს, რატომ გააკეთა ნათანიელმა ასეთი საოცარო რამ,თუ ასე უნდა მომქცეოდა,რატომ წამომიყვანა, რატომ მომაშორა ჩემ ცხოვრებას...
არ მეგონა ოდესმე ეს სიტყვები თუ დამცდებოდა,მაგრამ მომენატრა-კაბარე მოენატრა,ტანგო მომენატრა, ფრაკი მომრნატრა,ცეკვა მომემატრა,ჩემი ცხოვრება მომენატრა!
სამზარეულოში შესვლისას ნათანიელი დავინახე როგორ ესაუბრებოდა ვიღაცას... გამიკვირდა სამზარეულოში რატომ იყვნენ, ვიფიქრე ალბათ ჩვეულებრივი სტუმარიათქო და თამამად შევაბიჯე ოთახში,მაგრამ ვინანე!
-აქ რას აკეთებ?-მკაცრამ მომახალა რამდენიმე სიტყვა და ფეხზე ადგა.არ ვიცი ასე რატომ
გაღიზიანდა ჩემი დანახვისას,მაგრამ მისი ასეთი და ამგვარი საქციელი გულზე ისარივით მხვდებოდა და მოთმინების ფიალაც მრვსებოდა.
-წყლის დასალევად შემოვედი-არც ის ვიცი საიდამ ამხელა გამბედაობა ან სითავხედე,მაგრამ ისეი ტონით გამოვუცხადე ეს სამი სიტყვა,რომ გამოვემშვიდობე ჩემ ტანგოს და ჩემ საოცრად მონატრებულ ცხოვრებას.
-ტონი აკონტროლე ანინე! შენ მე ის პირუტყვი ნუ გგონივარ! გასაგებია?!-ღმერთო შენ იმ პირუტყვზე უარესი ხარ ნათანიელ! უარესი! მაგრამ ვაი,რომ ამას ვერ ვეუბნები და ვერ ვბედავ და ვაი,ჩემ გრძელ ენას!
-ვინმემ გთხოვა? ვინმე გეხვეწებოდა წამომიყვანეო? მე გთხოვე? მე გითხარი? გამაგებინე, ამოიღე ხმა!-იხელა ხმაზე ვიღრიალე ჩემი თავის მე შემეშინდა, ქალის გარდა ყველაფერს ვგავდი ალბათ მაშინ...
ისე მომვარდა,იმხელა სიუხეშით და ძალით მიმახეთქა კედელს,რომ ვიგრძენი ძვლების კივილი...
-არ გინდოდა? უნდა დამეტოვებინე,უნდა ყოფილიყავი იქ სიცოცხლის ბოლომდე და ჩალპალიყავი იქ, მეტის ღორსიც იქნებოდი! ჯოტოც ხომ არ მოგენატრა შემთხვევით ჰა? გამეცი ხმა! -მანჯღრევდა და მაქანავებდა აქეთ-იქით,ბოლო ხმაზე ღრიალებდა და არავის არაფრად არ აგდებდა, მკავებით ვეჭირე და რაც კი ძალა გააჩნდა და რაც კი მამაზეციერს მისთვის უბოძებია მემგონი ჩემზე დახარჯა ისეთი ძალით მიჭერდა,არც ჩემი აცრემლიანებული თვალები ადარდებდა და არც მე ვადარდებდი საერთოდ!
-დესპოტი ხარ! ვამპირი-ცრემლიანი ხმით ამოვთქვი რამდენიმე სიტყვა და თვალები დავხიჭე. არც გული
წსვლია, არც ფეხები ამკანკალებია,უბრალოდ აღარ მინდოდა მისი სახის დანახვა! უკვე მეზოზღებოდა, უკვე მძულდა და მრშინოა მისი. ხელები არ გაუშვია , პირიქით უფრო მომიჭირა,რომ მიხვდა თვალების გახელვას არ ვაპირებდი,ყბას ჩააფრინდა და ახლა უფრო მომიჭირა ხელები,სხრულის ვერცერთ ნაწილს ვერ აღვიქვავდი, ყველაფერი მტკიოდა. დავიღალე ამდენი წინააღდეგობის გაწევით. თვალები გავახილე, ცრემლები,რომ დაიმახა თითქოს გონს მოეგო და გაშვებას აპირებდა ბატონი ჰეკა,რომ
შემოვიდა და ხელებში ეცა
-ნათანიელ შვილო რას აკეთებ! გაუშვი ხელი ახლავე! ან დანიელ შენ რას მიკეთებ აქ რომ ჩამომჯდარხარ ბედნიერი სახით?-მკაცრი ტონით, ამაყი სახით და თვალებში დიდი ტკივილით განაცხადა და ნათამიელმაც ნელა გაიშვა
-ჩვენ არ დაგვიმთავრებია!-ყურში ჩამჩურჩულა და წამის წინ სადაც მთელი ძალით მიჭერდა იქ ძალიან ნაზად მაკოცა! მაკოცა და გამეცალა...
დავიღალე...
-ანინე როგორ ხარ?!-ჰეკა მოვიდა ჩემთან და თავზე ხელი გადამისვა, გულში ჩამიკრა და სამზარეულოდან გაიყვანა
-არ არის მათანიელი ცუდი ბიჭი,უბრალოდ ცხოველური ქცევები აქვს,ვერ აკონტროლებს თავს როდესაც ბრაზდება,შეურაცხადი ხდება მაშინ!-ასე თბილად არავინ არადროს არ დამლაპარაკებია,გულში სითბო ჩამეღვარა და კიდევ უფრო ავჩუყდი.
-კი მაგრამ მე რატომ მეჩხუბა,მიზეზი არ მიმიცია საჩხუბარი, ოთახიც დავულაგე,კარადაც და სააბაზანოც, ის კი...-ახლა ნამდვილად ვერ შევიკავე თავი და ავქვითინდი! ჰეკას თავიდან გაეღიმა,მერე კი უფრო მომეხვია და თავზე მაკოცა.
ძველი ცხოვრება მინდოდა...
ჩემი ტანგო...
ძლიერი ქალი მინდა...
ერთი...
ორი...
სიჩუმე...
პასუხი არ არის...

ნათანიელის POV.
არ მკითხოთ მასზრ რატომგავბრაზდი და არც ის მკითხოთ ეს რატომ გავაკეთე, თავად არაფერი არ ვიცი! მინდა,რომ ვატკინო,მაგრამ საკმარისია მისი ცრემლები დავიმანო მაშიმვრ მეცოდება,გული სხნავაირად იწყებს ძგერას და ...
არვიცი! რაც სახლში მოვიყვანე,მას შემდეგ აღარაფერი აღარ ვიცი!
ოთახში შევედი და გაოგნებული დავრჩი! ოთახი დალაგებული, გასუფთავებული და განიავებული იყო... დიდი ხანი ვიდექი კარში და ვუცქერდი ამ სანახაობას
-ანინემ დაალაგა!-არვიცი საიდან გაჩნდა ჰეკა აქ მაგრამ ამ სიტყვრბმა გამახარა.
-ამბოლო დროს ბევრი რაღაც არ იცი ნათანიელ-ამომძახა მეორე ”მემ” და იქვე მოკვდა.
-როგორაა?-ამოვიჩურჩულე?ეს ჩემი ხმა იყო?!
-შენით ნახე! ოთახშია.-მაქსიმალურად ვდილობდი მის დამცირებას და არ ვიცი ამით რის მიღწევას ვცდილობდი! მაგრამ ანინე მინდა და ეს ზუსსტად ვიცი! მე ანინე მინდა!
ოთახიდან გავედი და მისას მივუახლოვდი. ჩემ სართულზე იყო, რაღა თქმა უნდა!
კარზე არ დამიკაკუნებია ისე შევედი.
ეძინა...
ლამაზი იყო...ძალიან ლამაზი... თეთრ თეთრეულზე ფერია იყო გაწოლილი, გრძელი ფეხებითა და ხვეული თმით. მინდოდა მივახლოებოდი,მაგრამ შემეშინდა. არ მინდოდა რამე ტკენოდა,მაგრამ მე ყველაზე მეტად ვტკენდი,არ მინდოდა მისთვის ცუდი არაფერი,მაგრამ მე ყველაზე მეტად ვანადგურებდი.
ვერ ვხვდები ასე ახლოს როდის მივედი მასთან ან რატომ მივუახლოვდი,მაგრამ თავზე დავყურებდი და მის თმაზე თითებს დავატარებდი. ძილის დროსაც,როგორი მშვიდი იყო.
საწოლზე ჩამოვჯექი და დავყურებდი,მინდოდა ჩემი გამხდარიყო,მინდოდა მხოლოდ ჩემ მკლავებში ეცეკვა ტანგო,რომელიც ასე უყვარს.ცოტას ვეჭვიანობ კიდეც ცეკვაზე,შეუძლებელია ადამიანს ისე უყვარდეს რამე,როგორც ანინეს ტანგო. თითქოს შესისხორცებული აქვს,თითქოს მისი ცეკვაა,მხოლოდ მისი.
ანინე არ მიყვარს,მაგრამ მისი სურვილი მკლავს,მამაკაცური ჟინი მკლავს,მინდა და მორჩა ჩემთვის ესეც საკმარისია. ადგომას ვაპირებდი თვალები ზანტად,რომ გაახილა და ჩემი დანახვისას წამში,რომ გასწორდა საწოლზე,თუ ასე ითქმის.
-ბატონო ნათანიელ,თქვენ...-ახალგაღვიძებული კიდევ უფრო საყვარელი არის,აწითლებული ლოყები კიდევ უფრო გაბერილი ტუჩები ასე მადისაღმძვრელად,რომ გამოიყურებოდნენ. თავის შეკავება უფროდაუფრო შეუძლებელი ხდებოდა ჩემთვის.
-ზედმეტად გაგიტკბა შენ მემგონი ჩემ სახლში ცხოვრება,რა გგონია აქ რისთვის მოგიყვანე?!-არ ვიცი ასე რატომ ვექცევი, არ ის ვიცი გული რატომ მეკუმშე მის წყენა ჩამდგარ თვალებზე,მაგრამ ფაქტი ერთია სხვას ვფიქრობ და სხვას ვამბობ და ამით აშკარად ვტკენ ანინეს,რაც მე ყველაზე ნაკლებად მინდა.
-ნაკლებად თუ გინდა რატომ ატრიალებ ენას ისე,რომ არც უფიქრდები რას ამბობ?-ჩემი მეორე „მე“ ჩვეულ ფორმაშია. არ ვაპირებ ხმა გავცე.
-მე თქვენი ოთახი დავალაგე! გახსოვთ მაინც რა ხდებოდა იქ? ღმერთო ჩემო რა აღარ ვიპოვე,თქვენ კიდევ ბედავთ და მეუბნებით,რომ არაფერი არ გამიკეთებია?-პატარა ფერიას აღშფოთებაც შესძლებია,მაგრამ მისი ამგვარი ქცევა ჩემ გაბრაზებას იწვევს და თუ ახლავე არ გავედი აქედან დიდი ალბათობაა იმისა,რომ სერიოზულად ვიჩხუბებთ და ეს ჩხუბი მისი ცრემლებით დასრულდება.
ხმა არ გამიცია. ფეხზე ავდექი, ირონილი მზერა ვესროლე, ტუჩები გავილოკე ,მისკენ დავიხარე და ისეთი ვნებიანი ხმით ჩავჩურჩულე,სუნთქვა შეწყვიტა.
-თუ დაღლის შემდეგ უკეთესად გეძინება,დამიძახე დაღლის კარგი საშუალება ვიცი-ყურის ბიბილოზე ვუკბინე და ისე გავქრი ოთახიდან,რომ ჩემი თავის გამიკვირდა. დერეფანს მივუყვებოდი და ანინეს გადამკიდე უკვე მეც კი ვღიღინებდი
ერთი...
ორი...
ტანგო...


ავტორის POV.
ბატონი ჰეკა გულუხვი,მაგრამ მკაცრი მამაკაცი იყო,არის და იქნება. ვეერ იტანდა უსამართლობას,მაგრამ გადაუმოწმებელი ფაქტების გარეშე არაფერს არ აკეთებდა. გაიგო თუ არა,რომ ოჯახს ახალი წევრი უნდა შემატებოდა,მოითხოვა ანინეზე ყველანაირი ინფორმაცია. მიხვდა თუ რაოდენ განწირული და შეუბრალებელი გოგონა იყო. სუფთა გულის პატრონი და არაჩვეულებრივი მოცეკვავე. ვისთანაც არ უნდა ეკითხა კაბარეში შესულს,ყველა ეტყოდა,რომ ხუთშაბათი მათი საყვარელი დღე იყო,მიზეზი კი ნათაელია-ანინე!
ჰეკამ გადაწყვიტა,რომ ანინესთვის სანსი მიეცა. არ იყო სუსტი გოგო თუ აქამდე ყველაფერს გაუძლო ასეთი სისპეტაკით. გადაწყვიტა გაეხსნა ბარი (არა კაბარე),რომელსაც მთელი სულითდაგულით აჩუქებდა ანინეს,ბედი არაფერ შუაში არ არის,უბრალოდ კარგი ადამიანი ყველაფერ კარგს იმსახურებს.
მკითხველი,რომ ვყოფილიყავი გამიკვირდებოდა, მოსამართლემ ბარი უნდა გახსნასო? სწორი შენიშვნაც იქნებოდა,მაგრამ მოდით ჯერ ახსნა-განმარტებას მოვუსმინოთ
-დანიელი შემოვიდეს ოთახში-გასცა ბრძანება ჰეკამ და სავარძელში გადაწვა.
კარში მაღალი,კარგი აღნაგობის,სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა. წარბშეუხრელად ჩაჯდა სავარძელში და ჰეკას თვალითვალში გაუყარა.
-ბარის გახსნა მინდა!-შეუვალი იყო ბატონი ჰეკა,ვერ ხვდებოდა რა პრობლემას ხედავდა დანიელი ანინეში, ან საერთოდ რატომ აკავშირებდა ლოთ ოჯახისწევრებს მასთან.
-იმ გომბიოსთვის არა?!მე არ გავისვრი იმ არაადამიანის სამქეში ხელებს,ჩემი იმედი არ გქონდეს...მამა-ირონია,ირონია და კიდევ ერთხელ ირონია...
-რა ჯანდაბა გჭირს ამიხსნი? რატომ ვერ იტან ასე ძალიან იმ უბედურ გოგოს, რა დაგიშავა?-ვერ მოითმინა და უყვირა, არა მას არა... ზოგადად...იყვირა.
-ჯოტოს გამოვკითხე ყველაფერი, დაწვრილებით და დეტალებში! ჩვეულებრივი კახ**ა,ყოველ ხუთშაბათს ნავარდობდა სხვადასხვა მამაკაცის მკლავებში,რატომ ხუთშაბათს?! იმიტომ,რომ ცეცხლოვან ტანგოს მაშინ ასრულებდა და მას ამოფარებული მალავდა,ყველაფერს,ცვეულებრივი მატყუარაა ეგ შენი ანინე! არაფრის მომცემი და არაფრისმაქნისი, ან იმ ჩემ ძმას რაში სჭირდება, გასართობად?!სასაცილოა,უკეტესი ვერ ნახა ვინმე?!-ჰეკა უსმენდა და ნელ-ნელა წითლდებოდა,მის შვილზე არ ბრაზობდა გარემოების მსხვერპლი გახდა,მაგრამ ჯოტო...უკვე საზღვარს გადასცდა.
-დანიელ მომისმინე! ჯოტოს მთელს მსოფლიოში არავინ ენდობა,მის არცერთ სიტყვას არავინ არ უჯერებს და რატომ დაუჯერე შენ?ჩემი უფრო გჯერა თუ იმ გაბღენძილი,ღიპ გადმოგდებული ჯოტოსი?გამაგებინე!-დანიელმა ტავი ჩახარა,ვითომ მიხვდა ჰეკა რასაც გულისხმობდა?ვითომ მიხვდა,რომ საწყალ ანინეს კიდევ ერთ პრობლემად დანიელი არ სჭირდებოდა?ვითომ მიხვდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ანინესთვის ტანგო?
ვითომ?...

ანინეს POV.
მესმოდა...
თითოეული სიტყვა მესმოდა რასაც ბატონი დანიელი ამბოდა...
მკლავდა....
ესეც მკლავდა! ყველამ მომკლა,გარდა ბატონი ჰეკასი,მხოლოდ ის მიცავდა,მხოლოდ მან გაარკვია სიმართლე,მხოლოდ მან შემხედა,როგორც ადამიანს,მხოლოოდ ის არ მაბრალებდა ტყუილს,მხოლოდ მან გამიგო და შემიყვარა,როგორც შვილი.
ძალა გამოცლილი გამოვბრუნდი და მისაღებ ოთახში გავედი. ელეონორა აწითლებული იყო კედელს აკრული და სავარძელში ჩამჯდარ სიმპატიურ მამაკაცს ჩუმად აკვირდებოდა. არ ვიცოდი ვინ იყო ეს მამაკაცი,მაგრამ ინტუიცია მკარნახობდა,რომ ეს ჯენტლმენი ბატონი დესპოტის მეგობარი იქნებოდა და გული მიგრძნობს,რომ ეს ბატონი ჯენტლმენიც ბატონი დესპოტივით, ვამპირი იქნებოდა...

---------------------
მეორე თავიც დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ...
არ ვიცი ღირს თუ არა საერთოთ გაგრძელება,მგონია რომ არ არის კარგი ან არ არის ისეთი როგორიც მეგონა იქნებოდა...
მემგონი ცოტა პატარა თავი არის,ეს მაპატიეთ შემდეგში უფრო დიდს დავდებ



№1 სტუმარი A

ვაუ უმაგრესი იყო მომეწონა ორივე თავი. მალე დადე შემდეგი და არ შეწყვიტო რა... გელოდები.... ხო მართლა თავების მოცულობას თუ გაზრდი ცოტას უკეთესი იქნება.....

 


№2 სტუმარი Shore shore

Zalian momcons kargi istoriaa ar shecyvito da male dade

 


№3  offline მოდერი ენემი

მოდევნოს ველი

 


№4 სტუმარი tamari

კარგი იყო მომეწონა,არ დანებდე და არ შეწყვიტო.... ბოლომდე მიიყვანე ეს მოთხრობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent