შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /1თავი


10-07-2017, 13:09
ავტორი Auroram
ნანახია 3 196

იცხოვრე...
არ იფიქრო...
უბრალოდ იცხოვრე!
ერთი...ორი... ტ ა ნ გ ო!
მოგეწონა?!
კიდევ გინდა?!
ერთი...ორი... ტ ა ნ გ ო!
-გოგონავ! - დამცინავად გაიჟღერა ეულმა სიტყვამ!
-დიახ, გისმენთ - ღიმილით მიუახლოვდა ანინე მაგიდას, გულში კი ითვლიდა:
”ერთი...ორი... ტ ა ნ გ ო!”
-ვისკი?! ნუთუ ჩემი ვისკი არ მოგირთმევია ჩემთვის! უსუსურო! მომართვი ვისკი!არარაობავ! -ჩაიჩურჩულა თავისთვის ბოლო სიტყვები ქალბატონმა და ”გოგონას” ახედა. სხვა რა გზა იყო! უნდა მოეტანა ლედისთვის ვისკი!
-ახლავე მილედი! -თავის დაკვრით შემოიფარგლა და მაგიდას გაერიდა. ზურგს უკან კი მამაკაცის ბრაზმორეული ხმა გაიგო:
-რა არის ელენ?! როგორ იქცევი! -ტკბილი ხმა ჰქონდა ჯენტლმენს,სასიამოვნო მოსასმენი,მაგრამ გასაკვირია ასეთ ქალთან ერთად რატომ ეახლა კაბარეს.
-მან მე ვისკი არ მომართვა, რას ქვია, როგორ ვიქცევი? -სასოწარკვეთილი ჩანდა ლედი,ნუთუ ვისკის გამო არის ამხელა აჟიოტაჟი?!





*
ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო!
-ახლა კი ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ მოგეცემათ შანსი უყუროთ დადგმას,რომელიც განუმეორებელია! ტანგოს მოცეკვავეებს ვუთმობ სცენას! -დარბაზი ტაშმა დაფარა! წამყვანი ფარდის უკან მიიმალა,ულვაშებში ჩაიცინა,მის დიდ მუცელს(რომელზეც უფრო ღიპი ითქმის) ხელი გადაუსვა და თვალები გააფართოვა, რომ უკეთ დაენახა ქალის საუცხოო მოძრაობები.
ანინე სცენაზე მამაკაცთან ერთად გამოვიდა!
”ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო”-გულში იმეორებდა ანინე და კაბარეს სცენაზე წრიული მოძრაობებით დაფარფატებდა!
ძლიერ ქალს შეადარებდი,რომელსაც არაფრის ეშინია.კატასავით მოქნილი და სხარტი იყო,საუცხოო სილამაზით დაჯილდოებული ანინე.
გამოყვანილ წელს წითელი კაბა ამშვენებდა,რომელიც კიდევ უფრო გამოკვეთდა მისი ლამაზი სხეულის ნაკვთებს.
მამაკაცსაც თამამად ჰქონდა ხელი შემოხვეული ანინეს წელზე და მისი სილამაზით მონუსხული ბრმად მიჰყვებოდა ტანგოს ცეცხლოვან მუსიკას!
”ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო”-ისევ გაიფიქრა გოგონამ და დარბაზს თავი დაუკრა.
კაბარე ყოველ ხუთშაბათს სავსე იყო! ხალხს ტანგოს ყურება სურდა, მამაკაცებს ლამაზი ქალის ცქერა სწყუროდათ,მანდილოსნებს კი ცეკვის სწავლა და უარზე არ იყვნენ თუ თავად ანინეს მეწყვილე ბატონი ფრაკი ასწავლიდათ ამ საუცხოო მოძრაობებს!

*
საგრიმიოროში შევიდა,ნიღაბი მოიხსნა,რომლითაც ტანგო შეასრულა-ლამაზი თვლებით გაწყობილი შავი ნიღაბი...
-ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო -ხმა მაღლა აღმოხდა რამდენიმე სიტყვა და თვალები დახუჭა,ხელები თმისკენ წაიღო. ლამაზი,ხვეული თმა დაეფინა მოშიშვლებულ მხრებზე,სიცივის შეგრძნება ესიამოვნა ცეკვისგან გახურებულ სხეულს.
თვალები ფრთხილად გაახილა, სკამიდან ადგა და კაბის გახდას მოჰყვა. ჯერ ერთი მხრიდან ჩამოიცურა,შემდეგ მეორედან, კაბამ ქვევით დაიწყო ჩაცურება... ნელა და ზანტად,თითქოს არ სურდა გოგონას ლამაზი სხეულის დატოვება,მაგრამ დატოვა...
კაბარის ფორმა მოირგო და სარკეში ჩაიხედა:
-ეს ის ადამიანია,რომელიც თამამად დაასრიალებდა ფეხს მამაკაცის სხეულზე?! ეს ის ადამიანია,რომელიც წუთის წინ ცეცხლოვან ტანგოს ასრულებდა?! გარეთ მსხდომებს,რომ ვუთხრა ეს მე ვარ ვისაც აღფრთოვანებით შეჰყურებდითთქო დამცინებენ,რის მიღწევას ცდილობ,რის მიღწევას ცდილობ -ნაღვლიანად წარმოთქვა სიტყვები ანინემ და კაბარეს საგრიმიორო მომავალ ხითშაბათამდე საგულდაგულოდ დახურა.
დღე დამთავრდა...
ჩვეულებრივ... ისევე,როგორც სხვა,არაფრის მთქმელი დღეები...
მხოლოდ ხუთშაბათი უყვარდა. ამ დღეს ის,ხომ ნამდვილი დედოფალი იყო-კაბარეს დედოფალი!
გაეღიმა...ჩაიჩურჩულა:
-ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო!

*
-გოგონავ , ვისკი თუ შეიძლება -ღიმილით დაასრულა წინადადება კარგი აღნაგობის მამაკაცმა და ”გოგონას” თვალი ჩაუკრა. ლამაზმანმა(ანინემ) თვალები საათის ისრის მიმართულებით დაატრიალა და მაგიდას გაერიდა. ბარს მიუახლოვდა, იქვე ჭიქებით მოთამაშე ბარმენს კი ვისკის დასხმა სთხოვა. ძალიან დაიღალა...
წინ...უკან...აღარ შეუძლია...
ლანგარზე მოათავსა ვისკიანი ჭიქა და მამაკაცისკენ წავიდა.
გაუკვირდა,ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი ლედი,რომ დაინახა მის გვერდით. ჯენტლმენის ხელი ქალბატონის ხავერდოვან ფეხზე თავისუფლად დასრიალებდა და არც ლედი იყო ამით უკმაყოფილო.
-თქვენი ვისკი, რამეს ხომ არ ინებებთ კიდევ? -ღიმილით უთხრა ანინემ და მამაკაცს შეხედა...
-დიახ, გამომყევით თუ შეიძლება -მომნუსხველი თვალებით შეხედა გოგონას და დირექტორის კარისკენ უბიძგა.
გაკვირვებული ანინე მსუქანი კაბარეს მფლობელის წინ იდგა და დაბნეული აფახულებდა თვალებს.
-ეს ტანგოს მოცეკვავეა,რომლის ანგელიზივით სახეს ამდენი ხნის გამავლობაში მალავდით! -აღშფოთებული უყურებდა კაბარეს მფლობელი მამაკაცს.
იმდენად უსუსური იყო,რომ ოფლი შუბლზე ბზინავდა,მუცელი თითქოს უფრო გაუდიდდა ნერვიულობისგან,არარაობა იყო კაბარეს მფლობელი ჯოტო,ფულზე დახამებული,არაფრისმაქნისი და გამყიდველი!
-რა...რა უფლებით...როგორ ბედავთ -მისი პირიდან ამოძახილი მუდარას უფრო გავდა ვიდრე ბრძანებას.
-გაათავისუფლეთ,მიეცით ნება ნიღბის გარეშე იცეკვოს! ახლავე,ისე,რომ ეს მე გავიგო ბატონო ჯოტო! -ირონიული ღიმილი დასთამაშებდა ჯენტლმენს სახეზე
”რატომ შეაშინა?!ნუთუ მე დამიცვა?”
-შენ უთხარი,რომ დავეშანტაჟებინე არა?! შენ,როგორ გამიბედე! დათხოვილი ხარ! დაემშვიდობე კაბარეს და შენ ძვირფას ტანგოს! - არ ვიცი სხეულის რომელ უჯრედში იპოვა, ჯოტომ სითამამე,მაგრამ პასუხი ცალსახაა,რომ ანინე ქუჩაში რჩება...მარტო?!
-მაშ კაბარეს ატოვებინებთ... კარგით,კარგით - ამოსუნთქვას ამოაყოლა, რამდენიმე სიტყვა მამაკაცმა და ოთახი ”გოგონასთან” ერათად დატოვა!
მიხურული კარის უკან კი დიდიხანი ისმოდა ბილწი სიტყვები... კაბარე ვეღარ სუნფქავდა... ანინე აკლდა...
ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო!
*
სახლის კარი გააღო...
სისხლისფერ ხალიჩას შიშველი ფეხები შეაგება, ხელები სახეზე მოისვა და სიარული განაგრძო. თვალები სტკიოდა, გული უკვდებოდა, სული ეფლითებოდა.
კაბარეს სამუდამოდ ჩამოაშორეს, ვეაღარ იცეკვებს ტანგოს,ვერ განიცდიდა იმ გრძნობას,ვერ დაიპყრობდა მამაკაცთა გულს, ვერ დაიბრუნებდა კაბარეს,ვერ შეიგრძნობდა სცენის სუნს.
დამთაბრდა...
აღარ არის ტანგო...
მაგრამ მაინც...
ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო
*
კარზე კაკუნია!
ანინეს სუსტი სხეული კარის გასაღებად დაიძრა...
გაიხედა,არავინ ჩანდა...
შეეშინდა,მაგრამ მაინც გააღო...
ისევ ის იყო! ისევ ის მამაკაცი იყო,ვინც ცხოვრება ერთი ხელის მოსმით დაუნგრია,ისევ ის,ისევ!!
-კი,მაგრამ თქვენ აქ რატომ ხართ?-დაბნეულმა ამოილაპარაკა და მამაკაცი თავით სახლში შემოიპატიჟა.
ამაყად მიაბიჯებდა პატარა,მაგრამ საოცრად მყუდრო სახლში,ბატონი...
-თქვენი სახელი? -მორცხვად იკითხა გოგონამ და ლამაზი შავი თვალები მის თვალებს გაუსწორა. უყურებდა თვალებში და ვერ გაეგო, რა ფერი თვალები ჰქონდა ჯენტლმენს. ცისფერი?! მწვანე?! თუ ნაცრისფერი?! გაურკვევლობაში მყოფმა მზერა იქვე მდგარ ლარნაკზე გადაიტანა,რომელიც თავს ლამაზი ორნამენტებით იწონებდა.
-ნათანიელი,ნათანიელ კარპატი-მკაცრად განუცხადა და დივანზე მოთავსდა...
”თავი ისე იგრძენით,როგორც საკუთარ სახლში,თუ უკვე არ გრძნობთ”-გაიფიქრა გოგონამ და მამაკაცს ურცხვად მიაშტერდა...
-ის არ იკმარეთ,რომ სამსახურს ჩამომაშორეთ,ახლა ჩემის სტუმარიც უნდა გახდეთ,ბატონო ნათანიელ?!-გაკვირვებულმა ჰკითხა კარპატს და პასუხის მოლოდინში გაიყუჩა.
-მე შენ დაგეხმარე,მადლობის მაგიერია?!-ირონიული ღიმილით შეაჯახა რეალობას,ნათანიელმა
-არავის უთხოვია...-გოგონამ გაბრძოლება სცადა,მაგრამ არ დასცალდა. კარპატი ფეხზე წამოიჭრა და საუბარი გააწყვეტინა.
-მე დაგტოვებ,შენ იფიქრე... -დაბალ მაგიდაზე ბარათი დაუდევრად დააგდო და კარისკენ დაიძრა-თუ გსურს ისევ იცეკვო ტანგო, შემეხმიანე!-ღიმილით დატოვა სახლი,ანინე კი ისევ გახევებული იდგა და არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს...
მთელი სულით და გულით უნდოდა მივარდნოდა და პასუხი მოეთხოვა თუ რატომ გააკეთა ეს, რატომ ჩამოაშორა მისი ცხოვრების ერთადერთ ნათელ წერტილს,მაგრამ იცოდა,რომ ამას ვერ იზავდა, უბრალოდ ამის ძალა არ შესწევდა. ფიქრობდა და მხოლოდ იმას იაზრებდა,რომ მისი თვალები და მომნუსხველი ტუჩები ტრიალებდნენ მის გონებაში. ნერვებ მოშლილი წამოხტა ლოგინზე და სიჩუმე რკინის საწოლის ჭრაჭუნმა გაფანტა..
ისევ...
ერთი...ორი....ტ ა ნ გ ო!
*
კიდევ ერთხელ დახედა ბარათს,გადაამოწმა სწორ მისამართზე მოვიდა თუ არა...
სირცხვილის გრძნობა არ ტოვებდა მის სხეულს,თანაც ეშინოდა,ძალიან ეშინოდა...
მან არ იცოდა ვინ იყო ბატონი ნათანიელი,მან არ იცოდა რას წარმოადგენდა,იყო თუ არა სანდო,მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მას ბატონის ჯეროდა.
-იქნებ არ ღირს,იქნებ მატყუებს-ესაუბრებოდა საკუთარ თავს და ვერ იჯერებდა ამას რომ აკეთებდა.
დიდი ბაღითა და ლამაზი ყვავილებით მორთული
უზარმაზარი სახლის წინაშე იდგა. ანინემ თვალი მის საყვარელ ყვავილს აზალეას დაადგა, მოვლილს და ამაყად მომზირალს... სუნი იგრძნო...აზალეას სუნი იგრძნო.
ყვავილი,რომელიც ყურს უკან ჰქონდა კაბარეში დამაგრებული და ისე ცეკვავდა ტანგოს...
ტანგო...ტანგო...ტანგო...

*
-რა საჭიროა იქ იცეკვოს! ხომ ხვდებით,რომ ყველა სხვანაირად ფიქრობს მასზე! ცეცხლოვან ქალს უყურებენ,რომელიც მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავს მათში,ცხოველები არიან! ნუთუ ვერ ხვდებით,რომ ის ასეთი არ არის! მარტოა! მარტო! -ყვიროდა გაწარებული ნათანიელი. ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ იტანდა! ეზიზღებოდა,ტანში ცრიდა, თვალები ებინდებოდა! რომ იხსენებდა,როგორ ეპყრობოდა ჯოტო, რა ტონით ესაუბრებოდა და რა სიტყვებს აძახებდა, თითოეული კუთი ეჭიმებოდა და გაუაზრებლად იწყებდა მისი მკერდი სწრაფ მოძრაობებს. ძალიან ლამაზი, ულამაზესი იყო მისთვის ანინე, სუფთა და უმწეო გოგონა,რომელმაც ტკივილით სავსე მომავალი გამოიარა, ახლა კი მას უნდა დაეხსნა, მას უნდა გაეთავისუფლებინა ამ ტანჯვისგა. გამოსავალი კი მის სახლში წამოყვანა იყო(ნათანიელისთვის).
საბედნიეროდ ”სასიამოვნო” საუბარი ”სასახლის” კარზე ზარმა დაარღვია.
-ელა! კარი გააღე,ჩამოვალთ ახლავე ჩვენც-გასძახა ბოხი ხმით, ნათანიელის მამამ, ბატონმა ჰეკამ.
ჯერ ნათანიელი გაიჭრა წინ,შემდეგ ჰეკა ბოლოს კი ბოროტი სახით, ცეცხმოდებული,ალმოკიდებული დანიელი მიაბიჯებდა.
-არ დავუშვებ!მას აქ არ შემოვუშვებ! რა გჭირთ, ნუთუ ვერ ხვდებით ვისი შვილია?მკვლელის,ლოთის და ნარკომანის! რაც მამა ის იქნება შვილი!
-გაჩუმდი დანიელ! მადლობა თქვი ნათანიელს ეს რომ არ ესმის! ხომ იცი უსამართლობის მოყვარული არც მე და არც ჩემი შვილი არ არის!არ მომცე საბაბი იმისა რომ ციხეში ჩაგსვა,ხომ იცი მიზეზები არ დაგელევა!-ასეთი იყო ჰეკა, ნათანიელის მამა! ზურგი აქცია და სახეგაბადრული დაუყვა კიბეს.

*
თეთრი კედლები, ძვირადღირებული ლარნაკები,ლამაზად გაწყობილი მისაღები, გაჩახჩახებული ოთახები, მოფუსფუსე დამხმარეები და კიბეზე მეფესავით მომზირალი ხანში შესული მამაკაცი,რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებდა ”გოგონას”.
-მე... ბატონ ნათანიელთან ვარ...-ამოილუღლუღა უხერხულად.
-ვიცი,მე მისი მამა ვარ, ჰეკა, კაბარეში მომუშავე გოგონასთვის ზედმეტად მორცხვი ყოფილხარ-მკაცრი ხმა გაისმა!
შეურაცხყოფილი ანინე გახევებული იდგა და ვერაფერს ვერ აკეთებდა,ან რა უფლებით?! ის ხომ მის სახლში იყო,უფრო სწორად ”სასახლეში”.
-კარგი რა მამა,როგორ ესაუბრები სტუმარს! აბა ყოფილიყო კლასიკურ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი,ხომ უცებ შეიფერებდი ასეთის სახლში ყოფნას! ნუ მათქმევინებ ყველაფერს!-ირონიით დასძინა,რამდენიმე სიტყვა და ანინესკენ დაიძრა.
-მოსამართლე ვარ და შეჩვეული ვარ ასეთ საუბარს, ცივს და არაფრისმთქმელს, ბოდიში ანინე!-და მიუთითა დივანზე დამჯდარიყო. გაუკვირდა მის თვალებში ირონია,რომ ვერ შენიშნა.
”ნუთუ თბილად მესაუბრება?!”-გაიფიქრა თავისთვის და დივანზე მოთავსდა.
-არაფერია,უბრალოდ... -დაიბნა, ნათანიელის ირონიული მზერა თავგზას ურევდა,ვერ გაეგო როგორ იყო მის მიმართ განწყობილი...ბოლოს ძალა მოიკრიბა და ამოღერღა:
-მე ტანგოს მოცეკვავე ვარ! მე მიყვარს ტანგოს ცეკვა! ის გრძნობა მიყვარს,რომელსაც ცეკვის დროს განვიცდი! არ მინდა მას ჩამოვცილდე, ეს ის ერთადერთი რამ არის,რაც ბედნიერებას მანიჭებს,ჩემს დაბურულ და ნაცრისფერ ცხოვრებში,რომელიც მუდამ კაბარეს შუქით იყო განათებული! დიახ! ჩემი აქ მოსვლით განაჩენი გამოვუტანე საკუთარ თავს,მაგრამ მე ისევ ვიცეკვებ ტანგოს და ისევ ვიქნები იმ დროს ბედნიერი!-თვალებში ცეცხლ ანთებულმა დაასრულა საუბარი და ამოისუნთქა!
პირველად! პირველად თქვა ის რასაც გრძნობდა! სრულიად უცხო მამაკაცის წინაშე გადაშლილი წიგნივით წარდგა! მიხვდა! მიხვდა,რომ ამით ჯაჭვებისგან გათავისუფლდა! ახლა ის სრულიად თავისუფალია!!თავისუფალი!
-მომწონხარ! ამის დამალვას არც ვაპირებ და არც აზრი არ აქვს,მაგრამ შენი აქ მოსვლით მოგიწევს ტანგოსთვის რააც კომპრომისებზე წახვიდე! შენ ჩემი პირადი მოსამსახურე იქნები!დამთანხმდები-გააგრძელებ ტანგოს ცეკვას! არ დამთანხმდები-მოგიწევს უკან გაბრუნება,მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ ჯოტო იქ აღარ მიგიღებს,ვიცი,რომ დამთანხმდები, უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს!-ამაყად განუცხადა ანინეს და ფეხზე წამოდგა!
-კი მაგრამ,რატომ ფიქრობთ,რომ ეს საქმე გამომივა,ან არ მოვიპარავ არაფერს,მე ხომ ჩვეულებრივი კაბარეს მოცეკვავე ვარ!-აღშფოთებულმა ამოილაპარაკა და მამაკაცს ახედა.
-იცეკვე!-გამოაცხადა ნათანიელმა.გახევებული ანინე კი ვერ ხვდებოდა,რა ხდებოდა!
-რა...რას ნიშნავს ვიცეკვო?!-ენა დაება ფერდაკარგულს.
-ტანგო იცეკვე,შენი ოცნების ცეკვა იცეკვე,შენი ცხოვრება იცეკვე!შენ,ხომ მისით ცხოვრობ.იცეკვე,ნუთუ ბევრს გთხოვ?!-ირონია გამოესახა ნათანიელს სახეზე.
-მაგრამ მუსიკა?! სივრცე?! მეწყვილე?! მე მზად არ ვარ!-დაბნეული დააცეცებთა თვალებს და ცდილობდა გამოსავალი ეპოვა,მაგრამ ამაოდ,გამოუვალ მდგომარეობაში იყო!
-სკამებს გავწევ,დივანს და მაგიდას გავატანინებ და დამერწმუნე, სივრცე გექნება,რაც შეეხება მუსიკას...-ცბიერი ღიმილით მიუახლოვდა გრამფირფიტას, ვანილის ფირფიტა მოათავსა და ტანგოს ჰანგებმაც არ დააყოვნეს.
ოთახში ტანგოს ცეცხლოვანი მუსიკა ისმოდა!
ცეცლი აინთო!
სხეულს დასცხა!
ცეკვა მოუნდა!
-ერთი...ორი...ტ ა ნ გ ო-გაიფიქრა და გაიღიმაა,ჩუმად,თავისთვის.
ფირფიტა გაჩერდა!
-მუსიკაც გვაქვს,ახლა შენი ჯერია! იცეკვე!-ირონიას არ იშურებდა,ერთი სული ჰქონდა როდის დაინახავდა,მის მოძრავ სხეულს,როდის შეეხებოდა და შეიგრძნობ,რაც ტანგოს და მას.
-ღმერთო რა მემართება,როდის იყო ქალზე ასეთი რამ მემართებოდა,თანაც კაბარეს მოცეკვავეზე,რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს,როგორ მიმიმწყვდიოს კუთხეში, მალე ავუსრულებ ოცნებას და მალევე დავატოვებინებ აქაურობას, გამომივიდა ტანგოს მოცეკვავე.-ირონიული ფიქრები,არაფრის მომცემი აზრები
ისევ...
ტანგო...
-მეწყვილე? ასე ვერ ვიცეკვებ, უბრალოდ შეუძლებელია,თქვენ ვერც კი ხვდებით რას მთხოვთ-ანერვიულებული ლუღლუღებდა რაღაცას, ნათანიელი მიუახლოვდა, ხელი წელზე შეუცურა, სახე მისას გაუთანაბრა, მეორე ხელი ნაზად აასრიალა მის თეძოზე და მის გახსნის ბაგეებს დააცქერდა:
-მე ვიქნები შენი მეწყვილე
და დაიწყო...
ერთი...
ორი...
სამი...
ტანგო...

*
არ ფიქრობდა,უბრალოდ მუსიკას ეცეკვებოდა,უბრალოდ მას გრძნობდა,მის ხელებს წელზე,მის თითებს თეძოზე,მის სუნთქვას სახეზე და მის ტუჩებს კისერში!
ერთი... ნაბიჯი წინ,ემოცია უკან.
ორი... სხეულის ამოცნობა,სხეულის სვლა,რკალები, წრეები...ტანგოს ილეთები ტანგო....ვნება,ხელოვნება,ცხოვრება. შენ მუსიკა და ნათანიელი! მუსიკა,ნათანიელი და შენ!
თითოეული ნოტის,შეხებისა თუ სინაზის სინთეზი,გაბრაზება,ჩხუბი და ცარიელი კაბარე! გრძნობა,რომელიც ყველაფერს გადაფარავს, გრძნობა,რომელსაც ხედავ და სწორად ამ დროს ხვდები,თუ რატომ ცხოვრობ! რისთვის?!
ერთი...ბოლო ილეთი.
ორი...ვნებიანი გამოხედვა.
ტ ა ნ გ ო...სიცოცხლის ცეკვა!
დასრულდა მუსიკა! დასრულდა ტანგო! სივრცე ტაშის ხმამ გაკვთა!
-აღფრთოვანებული ვარ! ზედმეტად კარგი ხარ კაბარესთვის-ხმა მაღლა გამოაცხადა ჰეკამ და მოსამსაახურეს უხმო,რომ სკამები და მაგიდები უკან დაებრუნებინათ... კონცერტი დასრულდა...
ერთი...ორი... ტ ა ნ გ ო!






ანინეს POV
-იცით?! არასდროს არ წარმომედგინა თუ ვინმე შემამჩნევდა! ჭუჭყიანი თითები,მუდამ ოფლით დაცვარული სხეული-სხეული,რომელსაც ტანგო უყვარს,შეშინებული თვალები და მკრთალი,ფერდაკარგული სახე!
ეს მე ვარ!
მუდამ ტკივილი სუფევდა ჩემს გულში,სახეზე თუ სხეულზე. ბავშვთა სახლში გაზრდილს აღარაფრის იმედი აღარ მქონდა.
გავხდი თუ არა სრულწლოვანი კარი ჩემს წინ დაიხურა და გაიღო მტკივნეული რეალობა...
ფრთხილად დავდიოდი ქუჩებში,მეშინოდა მარტოობის,მეშინოდა სიბნელის,სიცივის! საკუთარ ჩრდილზეც კი ვკრთოდი.
ქუჩა სახლად გამიხდა! მეშინოდა ყველაფრის და დრემდე მეშინია, დღემდე მეშინია შენიც!

*
ძველი ოთახი იყო,მეტი ვერ გაიმეტა ნათანიელმა-უსუსური, კაბარედან მოყვანილი ქალისთვის.
ფანჯარა არ ჰქონდა, საწოლი ძველი იყო,დაჯდომისას უცნაურ ხმას გამისცემდა, თითქოს მასაც ტკიოდა, ეხებოდნენ, ამცირებდნენ და არ აფასებდნენ...
მაგრამ ვის აფასებენ ამ ცხოვრებაში?!
აფასებენ კი?! ეს კითხვაც პასუხგაუცემელი დარჩეს. ასე აჯობებს,ასე უმჯობესია!
ფრთხილი იყო ანინე, შეშინებული და ამავდროულად ამაყად მდგომი...
-აქ იქნები,იშვიათად გამოხვალ და ზედმეტად თვალში არ მომხვდები!-გამოუცხადა ნათანიელმა. ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი ხის,დანაოჭებული,სულით მკვდარი,გულ გაჩერებული და სიცოცხლის ნიშანწყალ მოკლებული კარი მთელი სიძლიერით მოიხურა!
სახელური ჩამოვარდა...ახლა რა იქნება?! იცით?!
გაოცებული ანინე საწოლს მიუახლოვდა. დაღლილი ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
საკუთარი თავი ეზიზღებოდა იმის გამო,რომ სხვის სახლში,სხვის ოთახში აპირებდა ცხოვრებას. მხოლოდ ნათანიელი იყო თბილად მის მიმართ განწყობილი,მხოლოდ ის უღიმოდა და მხოლოდ ის ცდილობდა მის გაგებას.
-”მე შენს ადგილად გავიქცეოდი,სიხარულო აქ არავის აინტერესებ-ნათანიელსაც კი!”-ბოროტი ხითხითი გაიგო გოგონამ,მარტივად მიხვდა მეორე ”მე”,რომ ესაუბრებოდა.
-”შენი აზრით მე მსიამოვნებს კიდევ უფრო,რომ მამცირებს ნათანიელი,ან ის თუ როგორი თვალებით მიყურებს,ირონიით,რომ მავსებს და წუთიწუთზე,რომ მეცემა და მაკოცებს,საცოდავი,უსუსური და უბედური ადამიანი ვგონივარ და ვარ კიდეც! არც მე მინდა აქ ყოფნა,მაგრამ მან მითხრა, ის მომცემს იმის საშუალებას,რომ ისევ ვიცეკვო ტანგო,ისევ შეივსოს ჩემი სხეული ბედნიერებით,მე მას ვენდობი არ ვიცი რატომ მაგრამ ვენდობი, მისი ირონიის,ზიზღის და სიძლიერის მიუხედავად მე მისი მაინც მჯერა,ის არ მიმატყუებდა”-ამაყად ამოიჩურჩულა,ვერ გაიაზრა,რომ თავის თავს ესაუბრებოდა ხმამაღლა და თანაც...
კარში ნათანიელი იდგა ,საწოლზე კი შერცხვენილი ანინე,რომელიც ტირილის პირას იყო მისული, ისევ...

*
-სადილის დროა მადამ-დარცხვენილმა მოსამსახურემ აუწყა გოგონასა.
-ჩემზე ორი წლით უფროსი იქნები,ნუ მომმართავ ასე, თანაც მე არც ლედი ვარ და არც მადამ,რა გქვია?
-ელეონორა, თქვენ?-მორცხვად გახედა ანინეს.
-მე ანინე ვარ,ოღონდ თქვენობით არ გვინდა საუბარი-ღიმილით შეხედა ელეონორას და სთხოვა ოთახში შემოსულიყო.
-ნათანიელის არ გეშინიათ? მონსტრი არის და თანაც,რომ დადის ისე დაბაჯბაჯებს გეგონება სართული ჩაინგრევაო,მასთან როგორ უნდა ვიმუშაო...ან ვინ გითხრა,რომ ასე უნდა მოგემართა ჩემთვის, მეც შენტან ერტად უნდა ვალაგო-სიმართლე ტქვა ელეონორაც მოეშვა და გაუღიმა.
-ახლა თუ არ ჩავალთ, საუზმე აღარ დაგვხვდება და მტელი დღე არავინ მოგვცემს იმის უფლებას,რომ შევჭამოთ. მერე თან დავალაგოთ და თან ვისაუბროთ ოღონდ, შეუმჩნევლად.

ანინეს POV.
-ბატონო ნათანიელ-კარზე დაკაკუნების შემდეგ შევაღო,ჩემთვის ზედმეტად მოკლე მოსამსახურის ფორმაში გამოწყობილმა კარი. არავინ იყო...
ვიფიქრე ალბათ წასულია თქო და ოთახის დალაგებას შევუდექი.თან ტანგოს მუსიკას ვღიღინებდა და თან ვცეკვავდი. არ მინდოდა გამებრაზებინა ბატონი დესპოტი, მართალია მის წინ უსუსური ვარ,მაგრამ ცნება მეც შემიძლია და უკვე ბევრჯერ დავსახე აქედან გაქცევის,მისი მოკვლის და გადაგდების სცენები,მაგრამ ბედი,რომ არ გექნება ადამიანს, ესეც არ დამცალდა, სააბაზანოდან ბატონი დესპოტი, ბატონი ნათანიელი გამობრძანდა, რომელსაც ტანს ქვემოთ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და ზევით კი მისი უნაკლო სხეული ჩანდა. მე კი ეს იცით,როდის შევამჩნიე? მხოლოდ მას შემდეგ რაც, მის საწოლზე გადავწექი, რომ მეორე ბოლოდან მისი მაისური ამეღო, არც მე არ ვიყავი კარგ მდგომარეობაშ და მემგონი მანაც ზედმეტად ბევრი რამ დაინახა ჩემი სხეულის.
-უკვე შეუდექი სამუშაოს?-ასეთი და ამხელა ირონიაც არ იყო საჭირო ბატონო ნათანიელ, სახეში ისე მომხვდა,რომ ლამის დამილურჯდა თვალი.და ვაი,რომ ეს სიტყვები ჩემთვის მოულოდნელი იყო და ისე შევხტი,რომ იატაკზე დაგდებულ პირსახოცში ფეხები ამებლანდა და დავვარდი, ჩემი მოკლე კაბა კიდევ უფრო დამოკლდა,ყოჩაღ ანინე!
-მიყვარს შიშველი ქალების ყურება,მაგრამ შენ მათ რიგში ვერ დადგები! ადექი და გააგრძელე დალაგება!-ზედმეტად ირონიული და მკაცრი იყო ეს სიტყვები! მეწყინა და გული მატკინა. შევეცადე თავი შემეკავებინა და არ მეტირა ,მაგრამ მე ხომ ისედა შეჩვეული ვარ ტირილს. უხერხულად ავდექი და მისკენ ზურგით დავდექი, არ მინდოდა დავენახე,როგორ ვტიროდი.
-დიახ ბატონო ნათანიელ-ჩუმდ ამოვიჩურჩულე და ისევ გავაგრძელე ოთახის დალაგება,ოღონდ ახლა ღიღინის გარეშე, ოღონდ ახლა ტანგოს გარეშე
ერთი...
ორი...
ტანგო...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გააგრძელე კარგია

 


№2  offline მოდერი ენემი

კარგია ველოდები მომდევნო თავს ხვალ

 


№3  offline წევრი Auroram

ანი ანი
გააგრძელე კარგია

მადლობა heart_eyes

ენემი
კარგია ველოდები მომდევნო თავს ხვალ

დიიიდი მადლლლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent