შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1998 #სროლა


11-07-2017, 16:14
ავტორი Kalina
ნანახია 1 500

ნიკუშა დაიშალა.
გამოშტერდა.
ვერაფერი გაიგო.
ნაწილებად კი, მხოლოდ იმისთვის აეწყო, რომ ტასოსთვის ეს სიტყვები ეთქვა:
-ტასო, შენ ამ რეისს გაყვები. მე ეხა აქედან გავალ და ვითომ არ გავსულვარ. ვითომ ისევ აქ ვზივარ. გემუდარები. მე უნდა წავიდე.
ტასოს თვალებზე ცრემლები მოადგა:
-არა, ნიკუშ... მეც წამოვალ... გთხოვ რა. უშენოდ არსად არ წავალ. გეხვეწები, გთხოვ...
ნიკჯშა ქაოსურად უკოცნიდა სახეს ტასოს და თან ოხრავდა:
-ტასი, ხო იცი რო ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ ნუ მთხოვ რა, ეს ერთი შემისრულე. წადი. წადი და მეც აუცილებლად დაგეწევი. გეფიცები. პირველივე რეისს გამოვყვები, ოღონდ შენ იყავი უსაფრთხოდ. გთხოვ, რა.
ანასტასია თავს გიჟივით აქნევდა:
-ხომ იცი, რომ არ წავალ... ხომ იცი, რომ რაღაცას მაინც ვიზამ და მაინც უკან გამოგყვები... მე შენი ჩრდილი ვარ დაგავიწყდა? სადაც შენ წახვალ, იქ წამოვალ მეც! წამოდი, მალე.
ნიკუშამ ტასოს მკლავში ხელი ჩაავლო:
-არსად არ მოდიხარ. აქ რჩები და უსაფრთხოდ მიდიხარ იქ, სადაც მიდიხარ. ჩემთან ერთად არ წამოხვალ. იქ არ წაგიყვან. მე იარაღების გაბმულ სროლაში, შენს წაყვანას არ ვაპირებ. სულელი არ...
-მე უკვე მოსმენილი მაქვს იარაღის გაბმული სროლა, ნიკუშ, დაგავიწყდა?
ნიკომ თავი ჩახარა. ანასტასიას ხელი ჩასჭიდა და თვითმფრინავიდან ჩავიდნენ, მას შემდეგ, რაც უცხოელი გამცილებელი დაარწმუნეს, რომ ანასტასია შეუძლოდ გრძნობდა თავს.

***
(შიშინი)
ამბობდნენ, განგებო.
ამბობდნენ, შემთხვევითო.
ამბობდნენ, ზოგმა იცოდაო.
მტკვრის სანაპიროზე ქურდებივით მოსიარულე ნიკოს და ჯაფარიძეს არაფრის მოლოდინი არ ჰქონდათ. ანასტასია მთელი ძალით, ორივე აკანკალებული ხელით ჩაბღაუჭებოდა ბიჭის ხელს.
უბრალოდ იცოდნენ, რომ იქედან ცოცხალი შეიძლება მხოლოდ ერთი წამოსულიყო, ისიც ყველაზე კარგ შემთხვევაში.

***
ნიკო უცებ მიტრიალდა ტასოსკენ და მისი სახე ხელებში მოიქცია:
-არ ვიცი, აქ რა მინდა, ან რას ვაკეთებთ ახლა, ან ალექსი სად არის, ან რა მოხდება, ტასო არაფერი არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რო უნდა გითხრა. მიყვარხარ, ყველა შესაძლო სიყვარულზე მეტად მიყვარხარ. არასოდეს მყვარებია ვინმე შენსავით. ისიც არ ვიცი, ესე ძალიან რანაირად მიყვარხარ. ოღონდ, ძალიან, ძალიან გთხოვ... ნუ კანკალებ, დამამთავრებინე, გული ისედაც ხელით მიჭირავს. რამე რომ მომივიდეს, ჩემთან არ დარჩე და ეგრევე გაიქეცი, გაიგე?
ტასო თავს თვალებგაფართოვებული აქნევდა.
-არა, ტასო. უნდა დამიჯერო. მე ხო დაგიჯერე, აქ რო წამოგიყვანე. ვიცი, გთხოვე არასდროს არ დატოვოთქო, მარა მაგ შემთხვევაში მოგიწევს.
ვიცოდი, ტასო, რაღაც რომ მოხდებოდა და სხვა ბილეთებიც ავიღე, დღეისთვის. რომელსაც მოასწრებ. რომელსაც მიუსწრებ, იმ რეისით წადი. გააგრძელე ცხოვრება, თუ გინდა არ დამივიწყო, მაგას ვერ გთხოვ. უბრალოდ გახსოვდეს, ჩემნაირად ვერავის ვერ ეყვარები, მაგრამ რამე თუ მომივიდა, მიეცი სხვასაც უფლება, სცადოს. სცადოს და აგაციმციმოს, ჩემო ლამაზო.
მადლობა, ყოველი დღისთვის, რომელიც შენთან გამიტარებია, ყოველი ღამისთვის, სულ თმაზე რო მეფერებოდი, ყოველი წამისთვის, სულ სიგიჟეებში რო გვაქ გატარებული. ჯანდაბა... შენ გარეშე სადმე როგორ უნდა ვიყო, ტასასო...
გოგონას ტუჩებს ეცა. ნაზად, მაგრამ მაინც მომთხოვნად კოცნიდა. ტასოს ცრემლების მარილიან გემოს რომ გრძნობდა, უფრო მეტად იხუტებდა. ეს იყო კოცნა, რომელსაც ორივესთვის რაღაც უნდა მოეტანა.
ნიკუშას სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა. კოცნიდა, თითქოს ვერასოდეს გაძღებოდა, ვერასოდეს ეყოფოდა...
მას სურდა, ეს მაინც წაეღო იქ, სადაც მოხვდებოდა.
და სად.
არა.
რაღაც ვერ იყო ისე.
ვერ გრძნობდა ტასოს ხელებს მის სახეზე, ან ხელებზე.
როგორც ადრე.
თუმცა, როგორც ადრე, ისე აღარაფერი იქნებოდა.
ეს ორივემ იცოდა.
თუმცა ტასო, მაინც არაფერს აკეთებდა.
მერე შენიშნა, ტასო ჩუმადაც იყო.
-ტასო...
-ნიკუშ... არ გაინძრე კარგი? გთხოვ... არაფერი ქნა.
სამი.
ორი.
ერთი.
-ტასო...

***
ანასტასიამ უცებ ჩაავლო ხელი მხრებში და გვერდით გადააგდო.
ფალავანდიშვილი უფრო გაოგნებისგან დაიბნა და მორჩილად დაენარცხა მიწაზე.
ნიკომ თავი მიწას დაარტყა, თუმცა, არც ისე ძალიან, რომ შემდგომში ასეთი შემაძრწუნებელი რაღაც მოსჩვენებოდა.
დაცემამდე, ბუნდოვნად დაინახა, რომ რაღაც ძალამ ანასტასია მთელი ძალით გადაისროლა უკან.
ვერაფერს მიხვდა.
მისი ციმციმა ვარსკვლავი მთელი ძალით დაასკდა მიწას.
რატომღაც, გასროლის ხმა მოგვიანებით გაიგო და ერთ წამში გაურბინა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ.
მერე სისხლიანი ამირეჯიბი დაინახა, რომელმაც ადგილიდან წამოაგდო და ხელი კრა.
-გაიქეცი! გაიქეცი! ნიკო! სულ გამო**ვდი?!
ფალავანდიშვილი გახევებული იდგა. ნელა წავიდა ძირს დავარდნილი ანასტასიასკენ. იქვე ჩაჯდა. მისი...
-ჯანდაბა, ტასო, ხელი სულ ცივი გაქ.
მისი ხელი თავისაში მოიქცია.
-შენ გარეშე არსად არ წავალ. რო გაიღვიძებ... მერე წავალთ ერ-ერთად. ჰო? ჰო.
განუწყვეტლივ კოცნიდა მის ხელს. არ უნდოდა დაჯერება.
ან რატომ უნდა სდომებოდა.
როგორ.
როგორ უნდა დაეჯერებინა.
-მაპატიე რა... ტასი. ადე, რა.
-არ ადგება.
ხმა მოესმა უკნიდან და ამ გულისამრევი ხმის გაგონებაზე გიჟივით წამოხტა. უკან მიტრიალდა თუ არა, მისი საზიზღარი ღიმილი დაინახა, და მის ხელში მომარჯვებული იარაღი.
გაეღიმა და თვალები დახუჭა.
-რაც მალე, მით უკეთესი. მე ჩემ პატარასთან წავალ, შენ კიდე ამ დამპალ სამყაროში დალპები.
ჩოლოყაშვილმა საზიზღრად გაიღიმა.
-ჯერ ხო უნდა იცოდე. ეს, ხელი ძირს დავარდნილი ანასტასიასკენ გაიშვირა, -ტყუილად კვდება. ეს არ უნდა კვდებოდეს. ამან ყველაფერი იცოდა.
ნიკო გახევდა.
-რა იცოდა...
-შენს მოკვლას რომ ვაპირებდი. არ იცი, რა გააკეთა? უნდა იცოდე, რო ამ გოგოს შენ არ იმსახურებდი.
ნიკოს დახუჭული თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
"ბიჭები არ ტირიან. ბიჭები არ ტირიან. "
მის ლოყებზე ცრემლები განუწყვეტლივ მოცურავდნენ.
-ჰო, წერილი გამომიგზავნა. იმ დღეს მე მაგის გაუპატიურება არ მიცდია. მე უბრალოდ მისი კოცნა ვცადე. იცი, რა დამიყვირა? შენ ის ვერასოდეს იქნები, მუდამ მის იაფფასიან ვარიანტად დარჩებიო! შენ თავს შემადარა! შენ!
და წერილში იცი, რა დამიწერა?!
ნიკო ვარსკვლავებს მეძახის, მაგრამ ვარსკვლავების გარეშე დედამიწა ბრუნვას გააგრძელებს, მზის გარეშე კი, ერთი დღეც ვერ გაძლებთო. ეს გოგო... შენ ამას არ იმსახურებ. შენ გამო თავი გასწირა. ჯანდაბა, ის მაინც გმირი გამოვა, რაც არ უნდა გააკეთოს. მე კი ყველა ვარიანტში, ნაძირალად გამოვყავარ.
ნიკო კი იდგა და ტიროდა.
"მაპატიე ტასო, მაპატიე, რომ დავნებდი."
-მე შენ მუდამ გეუბნებოდი, რომ ჯაფარიძისთვის თავი დაგენებებინა. არ დაანებე და მამაშენის მიმხრობა ძალიან ადვილი გამოდგა.
ნიკომ თვალები ფართოდ გაახილა. მისკენ მოზრდილი ნაბიჯებით გაემართა. გონებაში ყველა უჯრედი გადაკეტილი ჰქონდა. განწირულმა ჩოლოყაშვილმა იარაღი გაისროლა და ის მოხდა, რასაც არავინ მოელოდა.
ააცილა.
"ამბობდნენ, ძმებ ჩოლოყაშვილებს არასოდეს აუცილებიათო."
ლეგენდა.
ლეგენდა ყოველთვის მართალი არ არის.
ის რასაც მუდამ იმეორებენ, მუდამ მართალი არ არის.
ჩოლოყაშვილმა ააცილა და მუშტიც მოხვდა ყბაში. მერე თვალში, ლოყაში...
წიხლები, ყველგან.
არასოდეს მობეზრდებოდა მისი ცემა.
მერამდენედ.
ღმერთო, როგორ სიამოვნებას ანიჭებდა მისთვის ტკივილის მიყენება.
ტასოსთვის.
ტასოს გახსენებაზე ელდანაკრავივით წამოხტა და თვალები მოისრისა.
მერე ისევ საზიზღარი ხმა გაისმა.
-როგორც იქნა, შეეშვი.
იარაღის დატენვის ხმა გაიგონა, უკვე ხვდებოდა რაც ელოდა.
გასროლის ხმაც გაისმა და ელოდა, ტკივილი როდის მოკრუნჩხავდა და წელში როდის მოხრიდა, მუხლებზე როგორ დააგდებდა.
ბოლოს როგორ მოუღებდა.
თუმცა, ისევ, მხოლოდ სულში გრძნობდა ტკივილი.
"უკვე მოვკვდი? სულ არ ყოფილა მტკივნეული..."
თუმცა ის არა, სხვა მოკვდებოდა, ზაალს მეორე ჩოლოყაშვილისთვის ოდნავ მარჯვნივ რომ ესროლა.
ნიკუშა მიტრიალდა.
მამამისის დანახვაზე, წამით გაჰკრა თვალებში იმედის ნაპერწკალმა.
-აქ რას აკეთებ...
-დავინახე, ვიღაც ძაღლიშვილი ჩემი შვილის მოკვლას რომ აპირებდა. მე გასაკვირი არაფერი გამიკეთებია. წამოდი, ნიკო. სახლში წავიდეთ.
-თურმე... შენ.
ნიკუშა გიჟივით იცინოდა.
-შენ რა... შენ სახლს და ოჯახს რას ეძახი! შენ ამათმა შემოგთავაზეს... ფუ შენი! ფუ ამის! შენ რანაირი მამა ხარ!
ზაალი თავდახრილი იდგა.
-შევცდი, ნიკო, შვილო. მაპატიე, ნიკო. შეცდომას ყველა ვუშვებთ. მერე ჩვენვე გვიწევს მათი გამოსწორება. მე ყველაფერს გამოვასწორებ. შენ ხომ მუდამ ჩემი საამაყო შვილი იყავი, ნიკო. მე შენ არავისთვის მემეტებოდი, უნდა გამიგო!
-გაჩუმდი... გაჩუმდი!
-შენ ყველასთვის ზედმეტად კარგად მეჩვენებოდი და მეჩვენები, ნიკო. მაგრამ... რომ დავინახე, ამ გოგომ რაც ქნა... ნიკო, წავიდეთ. ამ გოგოს სულს შეურაცყოფას ნუ მიაყენებ... კარგი გოგო იყო...
-ჰო იყო! იყო ჩემი პატარა და იქნებოდა კიდეც! შენ რომ არ გამოს**ებულიყავი! ფუ შენ რა ადამიანი ხარ!
ნიკო მოაჯირს ფეხებს გამეტებით ურტყამდა.
ზაალი ვერაფერს ხვდებოდა.
-შენ იმასაც ვერ მიხვდი, ვისზე გელაპარაკებოდი! ზაალ, შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს! აქედან წადი... მალე წადი. ისედაც ძალიან ბინძურია ეს ადგილი.
ზაალი მართლა წავიდა.
ნიკუშა აქეთ-იქით იყურებოდა. მერე ბუჩქიდან ჩურჩულის ხმა გაიგო:
-ნიკო.
-ალექს?
ბუჩქიდან შეიარაღებული ალექსანდრე გამოვიდა.
-ყველაფერი რიგზეა? ვერაფერი ვერ გავიგე.
-ყველაფერი მომიყევი, რაც მოხდა.
-არ ვიცი, ბიჭო. სახლში ვიყავი. უცებ მირეკავენ, განყოფილებიდან ვართ, აქა და აქ მოდიო და მოვდივარ და ეს ს**ები მხვდებიან! რო ვიკითხე რა ჯანდაბა ხდებათქო, რისთვის დამიბარესთქო, რაიყო ხო არ გეჩქარებაო. მეთქი, თქვენთან მე საქმე აღარ მაქთქო და მოვდიოდით, მე და ბაჩო ვიყავით რა. და ისროლეს ამ ს**ებმა! ხოდა, გამოვვარდი და ბაჩოს ვუთხარი, ესენი აეროპორტში იქნებიან და წამოიყვანეთქო და ეს მოვიდა.
-ალექს, რაღაცას გთხოვ. ტასოსთან მიდი და მითხარი, ცოცხალია თუ არა. მე ნებისყოფა არ მაქ სამაგისო. მიდი, გაფიცებ. გთხოვ.
ალექსანდრე ჩუმად მივიდა ტასოს სხეულთან და თითები ყელზე მიადო და სუსტად მფეთქავი არტერია იგრძნო.
ნიკუშას იმედიან სახეს რო შეხედა, ოდნავ გაეღიმა.
-ცოცხალია, ნიკო.


დიდი ბოდიში, ამისთვის. უბრალოდ რაღაცის თქმა მინდოდა.
ღმერთმა იცის, რამდენჯერ დავიწყე თავიდან წერა და წავშალე.
იმიტომ, რომ შემეშინდა.
შემეშინდა, ,,რამე" არ დამეწერა.
არ ვიცი, ინგიდო, ვიფიქრე შენს სიტყვებზე და...
არ ვიცი, მართლა არ ვიცი.
ალბათ, ვერ გავიმეტე.
ალბათ, ძალიან შემეცოდნენ.
ბოლო სიტყვები, საერთოდ ლამის უგოგოდ მყოფმა დავწერე.
რახ გინდათ, მითხარით. ჩემსას არ განვიცდი ისე,
როგორც ამათი განვიცადე.
პატარაა, ეგეც მაპატიეთ.
მეტი, რომ დამეწერა უეჭველად ისტერიკაში ჩავვარდებოდი.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი Kalina

ანუ, ისე ვერ ვიყავი, რომ ინდიგო, შენი ნიკიც კი არასწორად დავწერე.
მაგაზეც ბოდიში.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი Indigo

შენ, შენ, შენ...
ღმერთო ძაან ცუდად ვარ, არ მჯერა, ბებიჩემი მეჩხუბება რა სულელივით იღიმი, გაგეხა ეგ პირიო joy joy
ვიტირებ ეხა, შანსი არ არი, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ

მარიკუნა, შენ ხარ...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3  offline წევრი Kalina

Indigo
შენ, შენ, შენ...
ღმერთო ძაან ცუდად ვარ, არ მჯერა, ბებიჩემი მეჩხუბება რა სულელივით იღიმი, გაგეხა ეგ პირიო joy joy
ვიტირებ ეხა, შანსი არ არი, არ მჯერა, ვერ ვიჯერებ

მარიკუნა, შენ ხარ...

იცი, რომ ვკანკალებდი, შენს კომენტარს რომ ვკითხულობდი?
იცი, როგორ მაკანკალებდა...
იქნებ არ იყო ისე...
იქნებ დამაკლდა რამე...
აი სულ ეს ფიქრები.
შენს კომენტარს ველოდი ზუსტად კანკალით.
დიდი მადლობა! ❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline წევრი ki si

Vaimee axla ro movmkvdariyavi mere ras shvebodi ha? Guli laimis gamicherda ara ki vicodi nikos ase ro ver gaimetebdi. Rac sheexeba shens komentars es sheni istoriaa da rac shen ginda is dawere yoveltvis aseti rtulia cxovrob mati cxovrebit da mere uceb midian

 


№5  offline წევრი Kalina

ki si
Vaimee axla ro movmkvdariyavi mere ras shvebodi ha? Guli laimis gamicherda ara ki vicodi nikos ase ro ver gaimetebdi. Rac sheexeba shens komentars es sheni istoriaa da rac shen ginda is dawere yoveltvis aseti rtulia cxovrob mati cxovrebit da mere uceb midian

ვაიმე, რას ვშვებოდი და მოგყვებოდი უკან!! :დდ
ჰოო, ბოლოს მაინც ვერ გავიმეტე.
ხომ გეუბნები, თავიდან რაც დავწერე(ვერაფრით ვერ გეტყვი, რა დავწერე),
შემეშინდა დადების.
მართლა ამათი ცხოვრებით ვცხოვრობ უკვე.
მიყვარხარ მე შენ!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


ხუთივე თავი ეხლა წავიკითხე და არვიცი ალბათ მეც მოვკვდებოდი ანასტასია რო მოგეკლა sob

 


№7  offline წევრი Kalina

უბრალო ადამიანი
ხუთივე თავი ეხლა წავიკითხე და არვიცი ალბათ მეც მოვკვდებოდი ანასტასია რო მოგეკლა sob

ალბათ, მეც მოგყვებოდით უკან...
მადლობა კომენტარისთვის, ჩემო ძვირფასო. <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline მოდერი Eleniko13

ხო, ალბათ უნდა მოგეკლა.
ძალიან გადაგდის
ფანტასტიკაში მარა, აუ რა,
როგორც გინდა ისე წერე,
აურიე და აღარ დაალაგო თუ გინდა,
მე მომწონს და სულ მომეწონება
ალბათ.
გუდ ლაქ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline წევრი Kalina

Eleniko13
ხო, ალბათ უნდა მოგეკლა.
ძალიან გადაგდის
ფანტასტიკაში მარა, აუ რა,
როგორც გინდა ისე წერე,
აურიე და აღარ დაალაგო თუ გინდა,
მე მომწონს და სულ მომეწონება
ალბათ.
გუდ ლაქ

ვიცი, ვიცი აი...
მაგის მეშინოდა, რომ ყველას ერთიდაიმავე არ ენდომებოდა,
ხო ხვდები.
თავდაპირველ ნაწერში შეიძლება ვკლავდი კიდეც, უბრალოდ
იმსახურებს ეს ორი.
ასე ჩავთვალე.
დიდი მადლობა, რომ კითხულობ! <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№10 სტუმარი სტუმარი კატო

ძალაინ მააგარია როგორც ყოველთის

 


№11  offline წევრი Kalina

სტუმარი კატო
ძალაინ მააგარია როგორც ყოველთის

მადლობააა <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent