შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(11 თავი7


11-07-2017, 17:27
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 2 005

17 -----------------
გეგას დანახვისას ნინის თვალთ დაუბნელდა
-პულსი დაეცა ჩქარა პალატაში!-ექიმის გამსჭოლმა ხმამ გეგა გააშეშა.
-ნინი..ნინი..-ბუტბუტებდა ის და დაბნეულ თვალებს აქეთ იქით აცეცებდა.იკა მასთან მივიდა და თვალებში ჩახედა.
-გეგა..კარგად იქნება..
-რამე რომ დაემართოს ჩემ თავს ვერ ვაპატიებ..ვერა..ჩემი ბრალია..ჩემი
კლინიკაში სანდრო და ლუკა გიჟებივით შემოცვივდნენ.-გეგა გაუთავებლად ერთი და იმავეს იმეორებდა ბიჭები კი მის დაწყნარებას ცდილობდნენ.გაკვირვებული და შეშინებული სალი გაშეშებულიყო და ვერაფერს აკეთებდა.
-წყალი დალიე სალ-სანდრომ სალის ხელი მოხვია და წყალი მიაწოდა.
სალიმ ცრემლიანი თვალებით ჯერ მას ამოხედა და შემდეგ გეგას შეხედა
-ვინმე გამაგებინებს რა დაემართა?რა ჯანდაბა მოხდა..გეგა იტყვი რა ხდება ?
-სალი დაწყნარდი გთხოვ..ახლა არა..
სანდრომ სალის დამშვიდება სცადა.ოთახიდან ექიმი სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა .ყველა მასთან გაჩნდნენ და პასუხს ელოდნენ ,გეგამ ექიმი გააჩერა
-ექიმო როგორაა?რა ხდება..
-გულის წასვლის დროს პაციენტმა თავი ქვას ან რაიმე საგანს დაარტყა და ტვინის შერყევა დაემართა ამიტომ ოპერაცია სჭირდება.ჯერ გონს ვერ მოვა უდა დაელოდოთ
ამის გაგონებისას სალის კივილი აღმოხდა და პირზე ხელი აიფარა.გეგა კედელზე მიესვენა და ქვემოთ ჩამოცურდა.თავი დახარა და მუშტი მის უკან კედელს უთავაზა კანიდამ სისხლმა იფეთქა თუმცა ამისთვის ყურადღება არც მიუქცევია ისე წამოვარდა ფეხზე და გარეთ გამოიქცა.ბიჭები მანქანასთან დაეწივნენ.
-გეგა..სად მიდიხარ!-დაუყვირა ლუკამ
გეგა მანქანაში ჩაჯდა
-არავის ვაპატიებ ამას.ნინის უბედურებას..
-მაგრამ მოიცადე ახლა გაცოფებული ხარ-იკამ მისი შეჩერება სცადა
-ახლავე მოვუღებ ბოლოს ყველაფერს...
.
-რა ყველაფერს-ლუკა გეგას მიაჩერდა..
-დაჯექით.მოგიყვებით
ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და გეგას ცნობისმოყვარე მზერით მიაჩერდნენ.გეგამ ემოციურად დაიწყო ამბის თხრობა და დროდადრო სიბრაზისაგან წითლდებოდა.ბიჭები მას სერიოზული და ბრაზმოკიდებული სახით უსმენდნენ.როდესაც გეგამ საუბარი დაასრულა ლუკამ მას შეხედა
-გამოდის ჩემ გამო მოხდა...
გეგამ დაფეთებული თვალებით ამოხედა
-რა სისულელეს ამბობ ლუკა!ვერაფერს გააწყობენ..ჩემთან არ გაუვათ მაგრამ მე ნინის გამო მეშინოდა.ვიცოდი რომ ქეთა ნინიმდეც მიაღწევდა და სისულელეებს ეტყოდა და სწორედ მაგიტომ ვბრთხილობდი მაგრამ ახლა არ ვაპატიებ არც მაგას და არც მამამისს..
-რათქმაუნდა..ეგ შანტაჟი არ გაუვათ.სისულელეს ამტკიცებენ-თქვა ლუკამ და ფანჯარაში გაიხედა.
გეგამ ხელები სახეზე ნერვიულად აიფარა და მანქანა დაძრა.
-ახლა უნდა წავიდე..
-უჩვენოდ?!-გაიკვრვა იკამ-გაგიჟდი და გგონია მარტო გაგიშვებთ?
-დაივიწყე ჩვენც მოვდივართ..-თქვა ლუკამ და ღვედი შეიკრა
-წავედით ჰა რას ელოდები?-სანდრომ გეგას შეხედა
-არა ყველა ვერ წამოხვალთ..სანდრო დარჩი სალი მარტოა
სანდრომ ღრმად ამოისუნთქა
-დამირეკეთ თუ რამეა..
სანდრო მანქანიდან გადმოვიდა და მიმავალ მანქანას თვალი გააყოლა.სალისთან შევიდა და მის გვერდით მოთავსდა.
-ლილემ დარეკა...არაფერი ვუთხარი ვიცი თაბაშირიანი ფეხით მოვა და ამიტომ...
-როდემდე დაუმალავ..
-ხვალ იხსნის და ვეტყვი.მთავარია ნინი გამოკეთდეს..ტვინისშერყევა აქვს...სანდრო რა მოხდა?ის გოგო ვინაა?
-სალი..ამას გეგა მიხედავს..ეს მისი და ნინის სანეა.მაგრამ ერთი ვიცი რომ გეგასთვის მთავარი ნინია და მის უბედურებას სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს არავის აპატიებს..დამიჯერე..
-კი ეგ ვიცი.
სალიმ თავი ჩაღუნა.-მაგრამ...ნინის რომ რამე დაემართოს...სანდრო გავგიჟდები...
-რა სისულელეა..კაი რა გამოკეთდება.ჰო იცი როგორი ძლიერია..შენსგამო..მეგობრების გამო..გეგას გამო კარგად იქნება აი ნახავ!
სალი სანდროს მოეხვია.
-ნინის მშობლები 2 თვით საზღვარ გარეთ არიან.მისი ძმის საქმეზე..ამიტომ ჯერ არაფერს ვეტყვი იმედია სიტუაცია არ გართულდება
-იმედია..
სანდროს ტელეფონზე ზარი გაისმა.
-ჰო..რა?..გამოვდივარ
-სალი უნდა გავიდე..მალე მოვალ.
სალის თავზე აკოცა და გაიქცა.
-სანდრო!
სალიმ ხმა დააწია მაგრამ გვიანი იყო სანდროს მანქანა მთელი სისწრაფით მიქროდა.
....
გეგას მანქანა დიდი,მდიდრული სახლის წინ გაჩერდა. მანქანიდან სამივე ერთდროულად გადმოვიდა.გეგამ კარებზე დააბრახუნა.
კარი ქეთამ გააღო
-გეგა...-ქეთამ გაიღიმა
-შენ საერთოდ როგორ ბედავ რომ ნინის დაელაპარაკო?!როგორ?!!-მთელი ხმით ღრიალებდა გეგა-ვინ მოქცა ამის უფლება?!-გეგა ქეთასთან ახლოს მივიდა და სბრაზისაგან ხელები მაგრად მოკუმა-რა უთხარი?რომ ჩემი საცოლე ხარ?იქნებ ქორწილშიც დაპატიჟე რომელიც სიზმარშიც კი არ ახდება!-კედელზე აკრული ქეთა გეგას შეშფოთებული სახით უყურებდა.ლუკამ გეგას ხელი მოკიდა და უკან დაახევინა
-ამას რაუნდა ელაპარაკო.ფულით გათამამებული გოგოა!
-განანებთ!განანებთ მის წყენინებას!მამაშენი სად არის?!ზურა!გამოდი!
-არ არის სახლში.-ძლივას ამოთქვა ქეთამ-ოფისშია
-ჰო რა თქმა უნდა..-ცინიკურად გაუღიმა გეგამ-ყველამ ვიცით იქ რასაც აკეთებს!ტყუილ საქმეებს თხზავს ქალიშვილის გასათხოვებლად არა?
-რა?-გაიკვირვა ქეთამ
-ვთომ არ იცი რომ შენს ჩემზე გასათხოვებლად მამაშენმა ჩემი ძმა თავის შავ საქმეებში გარია!თანაც ისე რომ აზრზე ვერ მოვიდა!არ შეგარჩენთ! არა!
ზურას გამეტებით ჩაულურჯა თვალი.დაცვის წევრები მაშინვე გეგას შემოერტყნენ გარს და მის ცემას მოჰყვნენ
-ხელი თქვე ნაბიჭვრებო!
ამოიღრიალა იკამ და სამივე მათ მისცვივდნენ და ნამდვიძოლა გამართეს.
.გეგას წამითაც არ გაუშვია ხელი ზურასთვის სანამ იკამ,ლუკამ და სანდრომ რვავე შეიარაღებული და ძლიერი დაცვის ბიჭი ძირს არ დააწვინეს ცემისაგან.არც მათ აკლდათ იარებით შემკობა მაგრამ ეს გამარჯვების იარა იყო.
გეგა ზურასთან დაიხარა და ქოშინით უთხრა
-ხედავ?ფული ყველაფერი არ ყოფილა.მთავარია ის რაც აქ დევს-გეგამ სისხლიანი ხელი გულზე დაირტყა და კვალი დატოვა-მაგრამ შენ ეს არ გაქვს...ახლა მივდივარ და პირობასგაძლევ რომ დაგსჯი!ციხეში შენ დაგალპობ!გაბრთხილებ არაფერს ეცადო თორემ მოგკლავ!ჩემს ძმას არ შეეხოთ და ილოცეთ შენც და შენმა გონამაც რომ ნინი კარგად იყოს თორემ..თორემ ჩემი ხელით დაგხოცავთ.
გეგა წამოდგა და კარისაკენ წავიდა.შემოტრიალდა და ზურას შეხედა-ჰო კიდევ..შემდეგში დაცვათ ასეთები აღარ აიყვანო-გეგამ თვალი მოავლო ძირს მკვნესვარე ბიჭებს-ასეთები ეძიე-ახლაკი თავის იარებით დამშვენებულ ბიჭებს სიამაყით შეხედა.-თუმცა არა.მაინც ვერ იპოვი..
გეგა გარეთ ბიჭებზე ხელ გადახვეული გამოვიდა.ყველას აიდანღაც სისხლი მოსდიოდა და ჭრილობები მოუჩანდათ მაგრამ ეს არცერთს არ აწუხებდა.მათთვის მთავარი ის იყო რისთვისაც აქ მოვიდნენ.
გეგა კანდელაკი და მისი შელამაზებული ამალა პირდაპირ ასეთივე მდგომარეობაში შემოლაგდნენ საავადმყოფოს მისაღებში და ნინის პალატასთან მოგროვდნენ.სალიმ თავი ასწია და ყველას შეშინებული თვალები მოავლო, მზერა სანდროზე შეაჩერა
-კარგი!საზღვარი არ აქვს ამ გაუგებარ საშინელებას?-ჩახრინწული ხმით თქვა სალიმ და გეგას შეხედა.გეგა ნინის პალატას მიყრდნობოდა შუბლით და თვალები მაგრად დაეხუჭა თითქოს ამ ყველაფრის დავიწყებას ცდილობსო.სალიმ თვალზე მომდგარი ცრემლი მოიგერია და თავი ჩაღუნა.პალატიდან ექთანი გამოვიდა და ამდენი იარა დადებული ბიჭის დანახვისას შეცბა
-რა ხდება?-გეგამ ექიმს შეხედა
-ოპერაციისთვის მზადაა დილით გავუკეთებთ. მანამდე კი პირველადი დახმარება თქვენც არ გაწყენდათ.
-მართალია.ექიმმა უნდა მოგხედოთ...თან წადით და მოწესრიგდით -თქვა სალიმ და ბიჭებს ახედა
-არაა საჭირო-სანდრომ თავი გააქნია
-გთხოვ..ჩემი ხათრით.
სანდრომ თავი დაუქნია და თავზე აკოცა
-გეგა წარბიდან სისხლი მოგდის გაჰყევი ამათ-სალიმ გეგას შეხედა მანკი თავი გააქნია
-ნინის ხათრით.ხომიცი როგორ ინერვიულებდა ახლა ასე რომ ენახე...-სალის კვლავ თვალზე ცრემლი მოადგა.გეგამ თვალები მოისრისა და სანდროს და ბიჭებს უკან გაჰყვა.სალიმ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები ღვარად წამოუვიდა...
დილის რვის ნახევარზე სალის გამოეღვიძა სკამზე სანდროს მხარზე ჩაძინებულს..გეგა კართან ჩამუხლულიყო და თვალები ეხუჭა.ლუკა და იკა მის წინ ისხდნენ და სთვლემდათ.სანდრომ გამოიღვიძა.სალი გეგას მისჩერებოდა სიბრალულით.
-მთელი ღამე ასე იყო ცოტა ხნის წინ ჩაეძინა..-უჩურჩულა სანდრომ.
დერეფანში ხმაური გაისმა.ყველანი ფეხზე ადგნენ ექიმის დანახვისას.
-საოპერაციოში უნდა შევიყვანოთ.დროა.-თქვა ექიმმა და პალატაში შევიდა.ნინი საკაცით გამოიყვანეს გეგამ საკაცე ხელით შეაჩერა და ნინი შუბლზე ნაზად აკოცა.თვალები დახუჭა მაგრამ ცრემლმა მაინც გამოაღწია და ნინის შუბლიდან თმებში ჩაცურდა.ნინის მკლავზე სალიმ თავისი სამაჯურის დანახვისას სახეზე აიფარა ხელება ატირდა.გეგას მისი ხელი ეჭირა მაგრამ ექიმებმა საკაცე დაძრეს და საოპერაციოში შესვლისას გეგას ნინის ხელი ხელიდან დაუსხლტა.გეგა საოპერაციოს დაკეტილ კართან ჩაიკეცა და სახეზე ხელები აიფარა რომ ცრემლი დაემალა.ლუკა მის გვერდით დაჯდა და გეგა გულში ჩაიკრა
-კარგად იქნება გეგა.ხომიცი როგორ უყვარხარ!...ლუკამ თავი ჩაღუნა.
სალის ტელეფონმა დაურეკა.მან იკას შეხედა გაფართოვებული თვალებით
-ლილეა..
-უნდა უთხრა..
სალიმ თავი დაუქნია
-ალო
-სალ თაბაშირი ავიხსენი სად ხართ?ნინის ვერ დავუკავშირდი..
-ლილე-ჩახრინწული ხმით უთხრა სალიმ
-ნინი საოპერაციოშია...
ნახევარ საათში ლილე სირბილით შემოვარდა კლინიკაში და საოპერაციოსთან გაჩნდა.სახეზე შიში და განცვიფრება ერთმანეთში არეოდა
იქ მყოფთ თვალი მოავლო და შემზარავად დაიკვნესა
-ღმერთო ჩემო..რამოხდა..
სალი გადაეხვია
-თავი დაარტყა..ტვინის შერყევაა
-რაა..როგორ..ეს რანაირად?ამიხსენით ვინმემ..
-ახლა მთავარია კარგად იყოს-იკა ლილეს მოუახლოვდა და მოეხვია.ლილემ მას ახედა სახეზე ნაიარევები შენიშნა.შემდეგ ყველას სახეზე და ხელებზე მსგავსი ჭრილობები დაინახა.იკას თვალებში შეხედა.იკამ რამის თქმა არ აცალა და გულში უფრო მაგრად ჩაიკრა...



№1 სტუმარი Guest ანანო

ამდენი ხნით აღარ დაიკარგო

 


№2 სტუმარი Mariam kechagmadze

Zalian magaria yvela tavi magram shemdeg tavs kidev rodis dadef

 


№3  offline წევრი მარიამი მ.ბ

მადლობაა რაც შეიძლება ვეცდები მალე დავდო

 


№4 სტუმარი ო ინდე ქ

ძაანნ მაგარიიაა როგორრც ყოველთვის იმედია არ დაიგვიანებბ შემდეგი თავის დადებას გელი მოუთმენლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent