შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(15 თავი)


10-06-2017, 16:55
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 943

(ესეც მეთხუთმეტე თავიი ჰვლავ ბოდიშიი დაგვიანებისათვის...ველი შეფასებებს თქვენგან იკა და ლილე შემიფასეთ აუცილებლად და მინდა გაგანდოთ რომ მათი წყვილი რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს. sunglasses )

იკა მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა და ლილს ხელში აიტაცა.კლინიკაში შევარდა და ღრიალი დაიწყო
-დაგვეხმარეთ!არ გესმით?!
-იკა..
საკაცე მტანეს,ლილე მასზე მოათავსეს და პალატაში შეიყვანეს.
იკა ბოლთას ცემდა და ნერვიულად ისრესდა ხელებს.გეგა მასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო
-დაწყნარდი უბრალო ნაღრძობი იქნება გასინჯავენ და გაუვლის.რა არის საპანიკო.
-ჩემი ბრალია ხელი რომარ გამეშვა...
-კარგი რა.შენი ბრალი არ არის!ახლა დაჯექი...
იკამ მეგობარს დაუჯერა და დაჯდა.დერეფანში ექიმი გამოჩნდა და იკა ფეხზე წამოვარდა.
-როგორარის?-იკითხა სალიმ და ყველა ექიმს მიაჩერდა
-საშიში არაფერია.უბრალო მოტეხილობაა მალე გაუვლის.აი დანიშნულება.
-როდის გაწერთ?-ნინი ექიმს დაეწია.
-ცოტახანში შეგიძლიათ წაიყვანოთ.
სანდრომ დანიშნულება აიღო და წამლები მოიტანა.ლილესთან ჯერ სალი და ნინი შევიდნენ.მისი ფეხი თაბაშირს დაემშვენებინა.ლილემ გაიღიმა
-გტკივა?-სალიმ ფეხზე ანიშნა
-აღარ.აქედან როდის წავალ?
-დღესვე ლამაზო.სახლში შენებისთვის არ დაგვირეკავს.
-ჯერ არ დაურეკოთ,როცა მივალ მერეც ისტერიკა დაემართება დედაჩემს.
პალატაში იკა შემოვიდა და ლილესთავზე ხელი გადაუსვა
-კიდე ძალიან გტკივა?
-არა აღარ მტკივა წავიდეთ რა აქ სული მეხუთება.
ერთ საათში ყველანი ლილეს სახლთან იდგნენ.იკას ლილე ხელში აეყვენა.ნინიმ ზარი დარეკა.კარი
ლილეს დედამ გააღო და შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას თვალები გაუფართოვდა.
-ლილე!რა გჭირს?რა დაემართა?-ახლა სალის და ნინის მიუბრუნდა.
-ეკა დეიდა დაწყნარდით.მოტეხილი აქვს..
-რა?-პირზე ხელი აიფარა.და იკა შემოატარა.ნინი წინ გაუძღვა და ლილეს ოთახის კარი გააღო.
-მოდი აქ დააწვინე..
ლილე დააწვინეს და ბალიშიც გაუსწორეს.
-გოგოებო რა მოხდა?როგორ მოიტეხა?
ქალბატონი ეკა ლილეს შეშინებული თვალებით უყურებდაა სალის და ნინის კითხვებს დაბნეული უსვამდა .
ნინიმ მხარზე ხელი დაადო და დაამშვიდა.
-თოვლზე აუსრიალდა ფეხი და დაეცა ექიმთანაც ვიყავით.მალე გაუვლის.
ეკამ თავი დაუქნია და იკას შეხედა
-თქვენ..
დაბნეულმა იკამ საშველად ნინის ამოხედა.
-ჩვენი მეგობარია იკა.
თქვა ნინიმ და იკას თვალი ჩაუკრა-ჩემი კურსელია.
იკამ ამოისუნთქა და ეკას ხელი ჩამოართვა.
-სასიამოვნოა..მადლობა რომ მიხედეთ ლილეს...გოგოებო გარეთ ბიჭები დგანან და შემოვიდნონ მაინც..
-არა არა ახლა წავალთ..ლილე კარგად...შეგეხმნები..
იკამ მრავლისმთქმელად შეხედა ლილემ თავი დაუქნია
-ნახვამდის..მადლობა..
ნინიმ და სალიმ ბიჭები გააცილეს და ლილესთან დაბრუნდნენ.ის კი დედამისს ამშვიდებდა
-დაწყნერდი დე არაფერია ვის არ მოსვლია.
-ლილე რამე გინდა?
სალიმ ჰკითხა და საწოლზე ჩამოჯდა.
-მშია...
ნინის გაეცინა
-როგორც ყოველთვის...რას ინებებ?ჩემი ხელით გაგიკეთებ!
-მმ..მოიცადე მოვიფიქრო-ლილემ თვალები მოჭუტა და ტუჩი აიბზუა-პიცა მინდა!
-როგორც ინებებთ შენ სალი გაგართობს მე გავაკეთებ.
-მე დაგეხმარები.-ლილეს დედა ფეხზე წამოდგა-თან ვილაპარაკოთ რამდნი ხანია არ გვიჭორავია.
-ჰო რამდენი ხანია..
-უნივერსიტეტში რა ხდება?
მან და ნინიმ ოთახი საუბარში გართულებმა დატოვეს.ლილემ და სალიმ მათ ღიმილიანი მზერა გააყოლეს.ნინი სამზარეულოში დატრიალდა ეკა დეიდამ კი პროდუქტები მოუმარაგა.მათი ერთობლივი მუშაობის წყალობით უგემრიელეზი სადილი გამოვიდა.ნინიმ ლილეს პიცა ოთახში მიართვა დედამისმა კი თეფშები მოიტანა.
-აბა ჩვენი ნახელავი როგორია?-სიამაყით ჰკითხა ნინიმ.
ლილემ პიცა გასინჯა და თვალები დახუჭა.
უგემრიელესია!სალ ნახე..
ლილე გაოცებული ჩანდა.ყველამ ერთად ისადილეს და ნინიმ საათს დახედა
-ლილე რომ წავიდეთ ძალიან გეწყინება?ხვალ პრეზენტაცია მაქვს და უნდა ვუმეცადინო.
-უი ჰო..შენი პრეზენტაცია!წადი წადი და წამატებები დამირეკე.
-ხვალ იქიდან პირდაპირ შენთან გავჩნდები!
-კარგი გელოდებით!
სალი დინინლილეს და დედამისს დაემშვიდობნენ და სახლისაკენ გაემართნენ.საღამოს გეგამ დაურეკა და წარმატებები უსურვა.მას არასოდეს ავიწყდებოდა ნინის სწავლა და ყოველთვის გულშემატკივრობდა მას.ნინიმ მეცადინეობა შუაღამისას დაასრულა და დასაძინებლად გაემართა გადაღლილს დიდხანს არც უცდია მაშინვე ჩაეძინა.დილით კი უკვე მომზადებულიყო როცა იკამ დარეკა.
-ჰო იკა..
-დაბლა ვარ ჩამო ერთად წავიდეთ.
-კაი მოვდივარ.
ქვემოთ ჩასულს გეგას მანქანა ეცნო.
-ერთი დღით გავიტაცოთ.დაჯექი.
იკამ მანქანიდან გადმოყო თავი.ნინის გაეცინა და მანქანაში ჩაჯდა.
-როგორ მოხდა მანქანის გარეშე რომ ძლებს?
-ვისარგებლოთ სასწაულით.-იკამ თვალი ჩაუკრა და მანქანა დაძრა.
ნინის პრეზენტაციამ არაჩვოვლებრივად ჩაიარა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.გახარებული ნინი იკას გადაეხვია
-გილოცავ ნინ..
-მადლობა იკუშ.
ნინის ტელეფონზე ზარი გაისმა.ჯიბიდან ამიიღო და გაიღიმა
-არ დააყოვნა ჰო?-ჰკითხა იკამ ღიმილით და ნინის შეხედა.
-ჰო.
-გეგა..
-აბა როგორ ჩაიარა?
-კარგად...მაღალი ქულაც ავიღე.
-ძალიან კარგი საღამოს დაგირეკავ და სადმე გავიდეთ.ოღონ იკას უთხარი იქნებ მანქანა დამიბრუნოს.
-კაი ვეტყვი-გაეცინა ნინის და იკას დანაბარები გადასცა.
უნივერსტეტიდან გამოსვლისას იკას უთხრა
-ლილესთან მივდივარ მელოდება.წამოხვალ?
-არა გუშინაც შენ გადამარჩინე ისე დავიბენი..
-შენ ლილე უნდა გენახა..

-ჰო დავინახე რა სახეც ქონდა.დღეს ველაპარაკე მაგრამ ვერ ვისვენებ არმინდა ლილეს ბევრჯერ დავურეკო სანამ სახლშია და ამიტო შენ დაგირეკავ.
-კარგი როგორც გინდა.
იკამ ნინი ლილეს სახლამდე მიაცილა და თვითონ უკან გაბრუნდა.
-ეე ნინ მოხვედი?რა ხდებოდა აბა პრეზენტაციაზე..
აღმოხდა ლილეს როცა ნინი მის ოთახში შევიდა.
-წარმატებით ჩაიარა მოეწონათ.
-გილოცავ საყვარელო.
-მადლობა.სალის ელაპარაკე?
-ჰო მოვა საღამოს სანდროს გაყვა სადღაც.
ოთახში ლილეს დედა გამოჩნდა.ნინი ჩვეულად თბილად მიესალმა.სამივე საუბარში გაერთნენ და იკას ზარმაც არ დააყოვნა ნინის ტელეფონზე.ნინიმ ლილეს შეხედა ლილეც მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-ლიკაა -უთხრა ხმამაღლა ნინიმ ლილეს ისე რომ დედამისსაც გაეგო
-ლიკა გისმენ.
-კარგი სახელია.ცუდ დროს დავრეკე ჰო?
-ჰო შეიძლება მასეც ითქვას.პრეზენტაციისათვის ცუდი დროა რადგან ისეთი ლექტორი ესწრება რომ შეცდომის უფლება არ გვაქვს.
-აჰ რა ნიჭიერი ხარ შენ.კარგი აბა მითხარი მაგ ლექტორის ქალიშვილი როგორაა.
-კრგად.პროექტი არაჩვოვლებრივად მიმდინარეობს და შენს გარეშე ცოტა უჭირს მსვლელობა მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ ხომ ხვდები.
-ოხ ნინი.კარგი მერე ვილაპარაკოთ.პროექტი მომიკითხე-გაეცინა იკას.
ნინიმ სიცილი ძლივს შეიკავა
-კარგი აუცილებლად.
ნინიმ ტელეფონი დადო და ლილეს შეხედა რომელიც შეკავებული სიცილისაგან გაწითლებულიყო.
-კარგი გოგოებო მე გავდივარ ნინი შენ გაბარებ ამას.
-ჩაბარებულია!
ლილემ დედას თვალი გააყოლა და კარის დახურვისთანავე სიცილი დაიწყო.
-ეგ რამ მოგაფიქრა?გიჟი ხარ.
-ჰო მგონი..ჰო მართლა პროექტო მოგიკითხა.
-მადლობელი ვარ ლიკას მადლობა გადაეცი.
თქვა ლილემ და ორივეს გაეცინათ.
ზარი გაისმა და ნინიმ კარი გააღო
-რას იცინით?თქვენი ხმა სადარბაზოში ისმის.-ოთახში სალი შემოვიდა
-სალ მოხვედი?
ნინიმ და ლილემ მას დაწვრილებით მოუყვნენ ყველაფერს და სალის სიცილისაგან სახე გაუწითლდა.საღამოს ნინის გეგამ დაურეკა.შეთანხმდნენ რომ მას და სალის გამოუვლიდათ და სახლამდე მიიყვანდა.ნახევარ საათში გეგა უკვე კართან იდგა და ზარს რეკდა.ნინიმ კარი გაუღო და ოთახში შემოუძღვა.გეგამ მაგიდაზე ბუშტებით მორთული ტკბილეულის კალათა დადგა
-ეს ლიკასგან!-თქვა გეგამ და ხმამაღლა გაიცინა
-უკვე გითხრა?-გაიკვირვა ნინიმ და ლილეს შეხედა.
-კი მითხრა შენსმეტი მაგას ვინ მოიფიქრებდა.
-აუ სალ დარჩი შენ რა ნინის არ ცალია.
ლილემ მუდარით სავსე მზერით შეხედა სალის.
სალიმ ნინის შეხედა
-მარტო როგორ იქნები?
-არაუშავს ვიქნები დარჩი ცოდოა მარტო.
-კაი.დილით ადრე მოვალ სანამ ადგები.
ნინი და გეგა მანქანაში ჩასხდნენ და გზა განაგრძეს სახლისაკენ.გეგა აღვებული და აფორიაქებული ჩანდა.ნინიმ ეს მაშინვე შენიშნა თუმცა არაფერი უთქვამს.აზლა კი მანქანასაც დაბნეული მართავს.
-გეგა..ყველაფერი რიგზეა?
ნინიმ გეგას შეხედა და პასუხის მოლოდინში ოდნავ მისკენ გადაიწია.
გეგამ ისე შემოხედა თითქოს ძილიდან გამოაფხიზლესო
-კი..არაფერია დავიღალე...
ამ დროს გეგას ტელეფონმა დარეკა.ტელეფონს დახედა და სახე დაეჭიმა.ყურმილი ნერვიულად გათიშა.
-გეგა რაღაც ხდება.მეყტვი თუ არა?
ნინის ხმა დაეძაბა
გეგამ ღრმად ამოისუნთქა და ნინის მოულოდნელად შუბლზე აკოცა.
-შენ ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი ხარ!გესმის?!ახლა ვერაფერს გეტყვი...
დაბნეული ნინი გეგას თვალს არ აცილებდა.
-ჩემი გჯერა?-დუმილი კვლავ გეგამ დაარღვია და ნინის სერიოზული ხმით ჰკითხა,თვალებში შეხედა.მისი თვალები უცნაურად გამუქებოდა.



№1 სტუმარი Guest saloo

dzaann magariaaa vauu

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

Guest saloo
dzaann magariaaa vauu

მადლობა ძალიან დიდიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent